გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 11.07.2018
საქმის ნომერი
160310018002401732
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
11.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 160310018002401732

N3/58-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

11.07.2018წ ქ. ბოლნისი

შესავალი ნაწილი

ბოლნისის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ხათუნა ნადიბაიძე

სხდომის მდივანი ელენე თაგაური, ნათია მიქელაძე

მოსარჩელე: ნა----–----------ე;

მოსარჩელის წარმომადგენელი: ლე-–-----–---ი;

მოპასუხე: თეთრიწყაროს რაიონული სასამართლო;

მოპასუხის წარმომადგენელი: თა---------–--ე;

დავის საგანი: დისკრიმინაციის ფაქტის დადგენა, დისკრიმინაციის გამო ზიანის ანაზღაურება, სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლება, განაცდურის ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1 დადგინდეს თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მხრიდან ნა----–----------ის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტი თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის 2018 წლის 6 მარტის N28/თ ბრძანებით ნა----–----------ის სამსახურიდან გათავისუფლების ფაქტზე;

 

1.2 თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოს დაეკისროს ნა----–----------ის სასარგებლოდ მისი სამსახურიდან დისკრიმინაციული გათავისუფლების შედეგად მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურება 1 (ერთი) ლარის ოდენობით;

 

1.3 ნაწილობრივ ბათილად იქნას ცნობილი თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის 2018 წლის 27 თებერვლის N26/თ ბრძანება, რომლითაც ნა----–----------ის მიმართ გამოყენებულ იქნა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა საყვედური;

 

1.4 ბათილად იქნეს ცნობილი თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის 2018 წლის 6 მარტის 28/თ ბრძანება ნა----–----------ის დისციპლინური პასუხისმგებლობის - სამსახურიდან გათავისუფლების შეფარდების თაობაზე.

 

1.5 დაევალოს თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოს უკანონოდ გათავისუფლებული ნა----–----------ის დაუყოვნებლივ სამსახურში აღდგენა თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს კანცელარიის სპეციალისტის თანამდებობაზე, ასეთი თანამდებობის არარსებობის შემთხვევაში - ტოლფას თანამდებობაზე;

 

1.6 დაევალოს თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოს სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული ნა----–----------ის სასარგებლოდ 2018 წლის თებერვლიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე პერიოდის მანძილზე იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, თითოეულ თვეზე 680 ლარის ოდენობით;

 

მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, ნა----–----------ე თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის 2017 წლის 24 აპრილის N17 ბრძანებით დაინიშნა თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს აპარატის სპეციალისტის მოვალეობის შემსრულებლად კონკურსის გზით. მოგვიანებით კი - აპარატის სპეციალისტის თანამდებობაზე.

 

2017 წლის დეკემბრის თვეში, სხდომის მდივან ქე-----ნ გო--–---–ი-მჭ----–-–---–ის მიმართ დაიწყო დისციპლინური წარმოება, რომლის ფარგლებში, ფაქტთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღების მიზნით ახსნა-განმარტება ჩამოართვეს მოსარჩელეს. მოსარჩელისათვის არ იყო ცნობილი ის გარემოება, რომ დისციპლინური წარმოება მიმდინარეობდა მის მიმართაც და მისი ჩართვა ამ წარმოებაში მოხდა მოგვიანებით.

 

მოსარჩელის წარმომადგენელი მიუთითებს, რომ მოსარჩელეს გართულებული ორსულობისა და ტოქსიკოზის გამო 2018 წლის იანვრის თვეში სრულად მოუწია შვებულების აღება და ვინაიდან ადმინისტრაციის მხრიდან არსებობდა მოლოდინი, რომ მოსარჩელე საკუთარი ნებით დატოვებდა სამსახურს და ასეთი შეთავაზებაც არსებობდა, ხოლო თავის მხრივ ნა----–----------ემ უარი განაცხადა სამსახურის დატოვებაზე, მის მიმართ დაიწყო დისციპლინური წარმოება. მოსარჩელემ იმავდროულად განმარტა, რომ მისი ორსულობის შესახებ ცნობილი იყო როგორც თავმჯდომარის ისე სხვა თანამშრომლებისთვის.

 

მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, ნა----–----------ის მხრიდან ადგილი არ ჰქონია რაიმე სახის დისციპლინურ გადაცდომას ან დარღვევას და მის გათავისუფლებას აქვს ფარული დისკრიმინაციული მოტივი ორსულობის გამო.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხის - თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, დაეთანხმა შესაგებელში მითითებულ გარემოებებს და განმარტა, რომ ნა----–----------ე თეთრიწყაროს რაიონულ სასმართლოში მუშაობის პერიოდში შეუზღუდავად სარგებლობდა მისი უფლებებით და ეძლეოდა კანონით გათვალისწინებული შეღავათები. სამუშაოდან გათავისუფლებისთვის დისკრიმინაციის გარემოების გამოგონება ემსახურება მისი მხრიდან არაერთგზის ჩადენილი მძიმე სამსახურებრივი გადაცდომების გადაფარვას და იგი ცდილობს ხელოვნურად მოახდინოს პასუხისმგებლობისაგან თავის არიდებას.

 

მოპასუხის წარმომადგენელმა მიუთითა, რომ ნა----–----------ის მიმართ დისციპლინური საქმის წარმოებისას დადგენილ იქნა მის მიერ საქმის წარმოების წესების უხეში და სისტემატიური დარღვევის ფაქტები. გამოვლინდა, ასევე, მისი გადაცდომის შედეგად დამდგარი მძიმე შედეგი და მიიჩნევს, რომ 2018 წლის 27 თებერვლის N26/თ და 2018 წლის 6 მარტის N28/თ ბრძანებები გამოცემულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და თვლის, რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

4. ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1.1. დადგენილია, რომ 2017 წლის 24 აპრილიდან 2017 წლის 29 ივნისამდე ნა----–----------ე მუშაობდა თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს აპარატის სპეციალისტის მოვალეობის შემსრულებლად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2017 წლის 24 აპრილის N17 ბრძანება ნა----–----------ის თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს აპარატის სპეციალისტის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნვის შესახებ;

- 2017 წლის 29 ივნისის N26 ბრძანება ნ.კი-----ძის თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს აპარატის სპეციალისტის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ;

 

4.1.2. დადგენილია, რომ 2017 წლის 29 ივნისს ნა----–----------ე დაინიშნა თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს აპარატის სპეციალისტის თანამდებობაზე.

მხარეებს არ გაუხდიათ სადაოდ ის გარემოება, რომ თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს საშტატო ნუსხაში არ არის გათვალიწინებული კანცელარიის განყოფილების უფროსის თანამდებობა და შესაბამისად მისი უფლება-მოვალეობები ეკისრებოდა ნა----–----------ეს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს;

- 2017 წლის 29 ივნისის N28 ბრძანება ნ.კი-----ძის თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს აპარატის სპეციალისტის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ;

 

4.1.3. დადგენილია, რომ 2018 წლის 18 იანვარს თეთრიწყაროს აპარატის სხდომის მდივნის - III რან-ის - პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის ქე-----ნ გო---–---–ი-მჭ----–-–---–ისა და აპარატის სპეციალისტის - III რან-ის - მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის ნა----–----------ის მიმართ დაიწყო დისციპლინური წარმოება და იმავე დღეს შეიქმნა დისციპლინური წარმოების დამოუკიდებელი კომისია. დისციპლინური გადაცდომისთვის სავარაუდოდ ჩამდენ პირებს განემარტათ: მათი უფლებები და მოვალეობები, დისციპლინური წარმოების დამოუკიდებელი კომისიის უფლებები და მოვალეობები, წარმოების წესი, პასუხისმგებლობის გამომრიცხავი, შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, ეცნობათ ასევე დისციპლინური პასუხისმგებლობის შეფარდებისას გასათვალისწინებელი გარემოებების შესახებ.

 

დისციპლინური წარმოების დაწყებისა და დისციპლინური წარმოების დამოუკიდებელი კომისიის შექმნის შესახებ იმავე დღეს ეცნობა ნა----–----------ეს და დისციპლინური წარმოების საკითხთან დაკავშირებით ახსნა-განმარტების წარმოსადგენად განესაზღვრა ვადა - 2018 წლის 1 თებერვლის ჩათვლით პერიოდი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2018 წლის 18 იანვარს N14/თ ბრძანება;

- 2018 წლის 18 იანვრის N15/თ ბრძანება;

- თეთრიწყაროს რაიონულ და წალკის მუნიციპალიტეტში მაგისტრატ სასამართლოებში დისციპლინური წარმოების დამოუკიდებელი კომისიის 2018 წლის 18 იანვრის N1 სხდომის ოქმი;

- სასამართლოს მენეჯერის 2018 წლის 18 იანვრის N6/გ მიმართვა;

- ნა----–----------ის ხელწერილი 18.01.2018;

- დისციპლინური გადაცდომის სავარაუდო ჩამდენი პირისათვის უფლებებისა და მოვალეობების განმარტების შესახებ. 18.01.2018;

 

4.1.4. დადგენილია, რომ 2018 წლის 18 იანვარს ნა----–----------ემ განცხადებით მიმართა თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს თავმჯდომარეს და იმ საფუძვლით, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ ახერხებდა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას, მოითხოვა შვებულება 2018 წლის 22 იანვრიდან 31 იანვრის ჩათვლით. განცხადება, ჯანმრთელობის შესახებ დამატებით, რაიმე ინფორმაციას არ შეიცავდა.

 

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2018 წლის 18 იანვრის N17/თ ბრძანებით მიეცა შვებულების ნაწილი - 8 სამუშაო დღის ოდენობით 2018 წლის 22 იანვრიდან - 31 იანვრის ჩათვლით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ნა----–----------ის განცხადება 18.01.2018;

- თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის N17/თ ბრძანება;

 

4.1.5. დადგენილია, რომ 2018 წლის 1 თებერვალს თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს დისციპლინური წარმოების დამოუკიდებელ საბჭოს წარუდგინა ახსნა-განმარტება, სადაც იგი მიუთითებდა, მხოლოდ იმ გარემოებას, რომ ეთანხმებოდა მის მიერ 2017 წლის 21 დეკემბერს წარდგენილ მოხსენებით ბარათს.

 

2017 წლის 21 დეკემბრის მოხსენებითი ბარათით ნა----–----------ე განმარტავდა, რომ 2017 წლის 1 დეკემბერს 16.00 საათზე კანცელარიაში შევიდა გი-----ი მირ-------ის ადვოკატ შა-–-ა ბე-------ს განცხადება მტკიცებულებათა წარმოდგენის თაობაზე. მან მიიღო განცხადება, დაუყოვნებლივ გაატარა რეგისტრაციაში, შექმნა ელექტრონული ასლი და იმის გათვალისწინებით, რომ საქმის განმხილველი მოსამართლე იყო ვლ------რ ხუ---ა და განცხადებაც უშუალოდ მის სახელზე იყო დაწერილი, განცხადება გადასცა მოსამართლის თანაშემწე ქე-----ნ გო---–---–ს.

 

სამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ნა----–----------ის ახსნა-განმარტება 01.02.2018;

- ნა----–----------ის მოხსენებითი ბარათი 21.12.20117;

 

4.1.6. დადგენილია, რომ 2018 წლის 2 თებერვლიდან ნა----–----------ეს შეუჩერდა სამსახურებრივი უფლებამოსილება. ბრძანება იმავე დღეს ეცნობა ნა----–----------ეს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს;

- 2018 წლის 2 თებერვლის N19/თ ბრძანება;

- ნა----–----------ის ხელწერილი;

 

4.1.5. დადგენილია, რომ 2018 წლის 18 იანვარს თეთრიწყაროს აპარატის სხდომის მდივნის - III რან-ის - პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის ქე-----ნ გო---–---–ი-მჭ----–-–---–ისა და აპარატის სპეციალისტის - III რან-ის - მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის ნა----–----------ის მიმართ დისციპლინური წარმოების დაწყებას საფუძვლად დაედო ამავე სასამართლოს მენეჯერის განცხადება, საიდანაც ირკვევა შემდეგი:

 

2017 წლის 21 დეკემბერს სასამართლოს მენეჯერს მოხსენებითი ბარათით მიმართა წალკის მაგისტრატი სასამართლოს სხდომის მდივანმა - ინ-ა გო-----–-–---–მა და აცნობა, რომ ბრალდებულების: გი-----ი მირ-------ისა და არ----–იკ აკო-----ს მიმართ სისხლის სამართლის საქმეზე, მათი ინტერესების დამცველი ადვოკატის შა-–-ა ბე----–---–ის მიერ 2017 წლის 1 დეკემბერს თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოში წარმოდგენილი იქნა განცხადება დაცვის მხარის ხელთ არსებული ინფორმაციის თაობაზე, რომლის მტკიცებულებად სასამართლოში წარდგენასაც აპირებდა. სხდომის მდივანი მიუთითებდა, რომ აღნიშნული განცხადება მას გადაეცა 2017 წლის 21 დეკემბერს სხდომის მდივან ქე-----ნ გო---–---–ი-მჭ----–-–---–ისაგან, მოცემულ საქმეზე 2017 წლის 11 დეკემბერს ჩატარებული წინასასამართლო სხდომის დროს აღნიშნული განცხადება საქმეში არ ყოფილა და მასზე ინფორმაცია არც მას და არც საქმის განმხილველ მოსამართლეს არ ჰქონიათ.

 

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მოხსენებითი ბარათები ჩამოერთვათ სხდომის მდივან ქე-----ნ გო---–---–-მჭ----–-–---–ს და სპეციალისტ ნა----–----------ეს, საიდანაც გაირკვა, რომ 2017 წლის 1 დეკემბერს, კანცელარიის სპეციალისტმა ნა----–----------ემ მიიღო და რეგისტრაციაში გაატარა გი-----ი მირ-------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის შა-–-ა ბე-------ს განცხადება მტკიცებულებათა წარმოდგენის თაობაზე. შემოსული ზემოაღნიშნული განცხადება ნა----–----------ემ ისე, რომ არ შეუთანხმებია სასამართლოს თავმჯდომარესთან, გადასცა სხდომის მდივან ქე-----ნ გო---–---–-მჭ----–-–---–ს და აღნიშნულის დადასტურების შესახებ ინფორმაციის დადასტურება სარეგისტრაციო ჟურნალში არ განახორციელა.

 

აღნიშნულ გარემოებების მითითებით, გარემოებათა გარკვევის მიზნით აპარატის მენეჯერი მოითხოვდა დისციპლინური წარმოების დაწყებას, ვიანიდან მიიჩნევდა, რომ ადგილი ჰქონდა საქმის წარმოების წესების სავარაუდო დარღვევას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მენეჯერის განცხადება 05.01.2018;

 

4.1.6. დადგენილია, რომ 2018 წლის 21 თებერვალს თეთრიწყაროს რაიონულ და წალკის მუნიციპალიტეტში მაგისტრატ სასამართლოში დისციპლინარული წარმოების დამოუკიდებელი კომისიის მიერ ჩატარდა ზეპირი სხდომა. სხდომას ესწრებოდა ნა----–----------ე, რომელმაც განმარტა, რომ 2017 წლის 1 დეკემბერს მან მიიღო და შემოსული ფოსტის აღრიცხვის ჟურნალში გაატარა გი-----ი მირ-------ის ადვოკატის განცხადება. იმის გამო, რომ გაცხადება მიმართული იყო სასამართლოს თავმჯომარის მისამართით, თავმჯომარის რეზოლუციის გარეშე იმავე დღეს გადაეცა მის სხდომის მდივანს, თუმცა აღნიშნულის შესახებ ჩანაწერი შემოსული ფოსტის აღრიცხვის ჟურნალში არ გააკეთა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- თეთრიწყაროს რაიონულ და წალკის მუნიციპალიტეტში მაგისტრატ სასამართლოში დისციპლინარული წარმოების დამოუკიდებელი კომისიის 2018 წლის 21 თებერვლის ზეპირი სხდომის ოქმი;

 

4.1.7. დადგენილია, რომ 2018 წლის 22 თებერვალს შედგენილი იქნა დისციპლინური წარმოების შედეგების შესახებ დასკვნა და თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს აპარატის სპეციალისტის - III რან-ის - მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის ნა----–----------ის გადაცდომა შეფასდა მძიმე დისციპლინურ გადაცდომად - სამსახურებრივი მოვალეობათა განზრახ შეუსრულებლობად და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომად რეკომენდირებული იქნა ,,საყვედური“. დასკვნა გადაეგზავნა თავმჯომარეს და იმავე დღეს ჩაბარდა ნა----–----------ეს. ნა----–----------ეს თავისი მოთხოვნით ჩაბარდა ასევე დისციპლინური სამართალწარმოების საქმის მასალები სრულად, კომისიის ოქმი და მისი აუდიო ჩანაწერი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ნა----–----------ის ხელწერილები 22.02.2018;

- ნა----–----------ის განცხადება 22.02.2018;

- ნა----–----------ის ხელწერილი დისციპლინური სამართალწარმოების საქმის მასალები სრულად ჩაბარების შესახებ 23.02.2018;

 

4.1.8. დადგენილია, რომ 2018 წლის 26 თებერვალს ნა----–----------ემ წარადგინა შენიშვნები დისციპლინური წარმოების შედეგების შესახებ დასკვნასთან დაკავშირებით, იმ საფუძვლით, რომ მისი სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტება არაგონივრული განზოგადებით იქნა დასკვნაში მითითებული და იგი არ შეესაბამებოდა მის მიერ სხდომაზე დაფიქსირებულ შინაარსს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ნა----–----------ის წერილები26.02.2018;

 

4.1.9. დადგენილია, რომ თეთრიწყაროს რაიონულ და წალკის მუნიციპალიტეტში მაგისტრატ სასამართლოში დისციპლინარული წარმოების დამოუკიდებელი კომისიის მიერ 2018 წლის 21 თებერვალს ჩატარებული ზეპირი მოსმენის ოქმზე შემოსულ ნა----–----------ის შენიშვნებთან დაკავშირებით 2018 წლის 27 თებერვალს ამავე კომისიის მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება შენიშვნების უარყოფის შესახებ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-N1/დ ზეპირი მოსმენის სხდომის ოქმზე შემოსული შენიშვნების უარყოფის შესახებ 27.02.2018;

 

4.1.10. დადგენილია, რომ თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის 2018 წლის 27 თებერვლის N26/თ ბრძანებით თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს აპარატის - III რან-ის - მესამე კატეგორიის უფროს სპეციალისტ ნა----–----------ეს 2017 წლის 21 დეკემბერს გამოვლენილ მძიმე დისციპლინური გადაცდომისთვის, რაც გამოიხატა სამსახურებირივ მოვალეობათა განზრახ შეუსრულებლობაში, დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომად შეეფარდა ,,საყვედური“.

 

ბრძანება 2018 წლის 28 თებერვალს ჩაბარდა ნა----–----------ეს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2018 წლის 27 თებერვლის N26/თ ბრძანება;

- ნა----–----------ის ხელწერილი 28.02.2018;

 

4.1.11. დადგენილია, რომ 2018 წლის 7 თებერვალს თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს თავმჯდომარეს მოხსენებითი ბარათით მიმართა სასამართლოს სპეციალისტმა თე---ა ის-----მ და აცნობა, რომ რეზოლუციით, შესასრულებლად, დაეწერა 2018 წლის 7 თებერვალს თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოში შესული გე-–----ს პო----ის ადვოკატ თო-----ე დევ------–---–ის განცხადება. განცხადებიდან ირკვეოდა, რომ ადვოკატის მიერ მსგავსი შინაარსის განცხადება წარდგენილი იყო 2017 წლის ოქტომბრის თვეში. განცხადების მოძიებისას გაირკვა, რომ შემოსული ფოსტის აღრიცხვის ჟურნალის მიხედვით, იგი ჩაბარებული ჰქონდა ნა----–----------ეს, თუმცა ვერ მოიძია მატერიალური სახით განცხადება და ინფორმაცია მის შესრულებასთან დაკავშირებით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- თე---ა ის-----ს მოხსენებითი ბარათი 07.02.2018 წ;

 

4.1.12. დადგენილია, რომ 2018 წლის 7 თებერვალს თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს თავმჯდომარეს განცხადებით მიმართა ამავე სასამართლოს მენეჯერმა და საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 27 ოქტომბრის N466 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,რაიონულის (საქალაქო), საოლქო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესს სასამართლოებში რეორგანიზებული მუშობისა და საქმისწარმოების წესის შესახებ დებულების“ ნა----–----------ის მიერ სავარაუდო დარღვევის, კერძოდ, კანცელარიაში წარდგენილი დოკუმენტების მოუძიებლობის, შემოსული ფოსტის აღრიცხვის ჟურნალისა და სტატისტიკური-სააღრიცხვო ბარათების წარმოების წესების დარღვევის ფაქტებზე რეაგირება და დისციპლინური წარმოების დაწყება მოითხოვა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მენეჯერ თა---------–--ის განცხადება;

 

4.1.13. დადგენილია, რომ 2018 წლის 9 თებერვალს თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს თავმჯომარემ მიიღო ბრძანება N22/თ თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს აპარატის სპეციალისტის - III რან-ის - მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის ნა----–----------ის მიმართ დისციპლინური წარმოების დაწყების თაობაზე.

 

იმავე დღეს N23/თ ბრძანების საფუძველზე შეიქმნა დისციპლინური წარმოების დამოუკიდებელი კომისია. დისციპლინური გადაცდომისთვის სავარაუდოდ ჩამდენ პირს განემარტა: მისი უფლებები და მოვალეობები, დისციპლინური წარმოების დამოუკიდებელი კომისიის უფლებები და მოვალეობები, წარმოების წესი, პასუხისმგებლობის გამომრიცხავი, შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, ეცნობათ ასევე დისციპლინური პასუხისმგებლობის შეფარდებისას გასათვალისწინებელი გარემოებების შესახებ.

 

დისციპლინური წარმოების დაწყებისა და დისციპლინური წარმოების დამოუკიდებელი კომისიის შექმნის შესახებ 2018 წლის 12 თებერვალს ეცნობა ნა----–----------ეს და დისციპლინური წარმოების საკითხთან დაკავშირებით ახსნა-განმარტების წარმოსადგენად განესაზღვრა N23/თ ბრძანების გაცნობიდან 3 დღე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ბრძანება N22/თ 09.02.2018;

- ბრძანება N23/თ 09.02.2018;

- დისციპლინური წარმოების დამოუკიდებელი კომისიის 2018 წლის 9 თებერვლის N1 სხდომის ოქმი;

- სასამართლოს მენეჯერის მიმართვა N17/გ;

- ნა----–----------ის ხელწერილი 12.02.2018;

- დისციპლინური წარმოების დამოუკიდებელი კომისიის 2018 წლის 15 თებერვლის N1 სხდომის ოქმი;

 

4.1.14. დადგენილია, რომ ნა----–----------ემ 2018 წლის 15 თებერვალს ახსნა-განმარტება წარუდგინა დისციპლინური წარმოების დამოუკიდებელ კომისიას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ნა----–----------ის ახსნა - განმარტება (15.02.2018);

 

4.1.15. თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის 2018 წლის 27 თებერვლის N27/თ ბრძანებით ნა----–----------ეს შეუჩერდა სამსახურებრივი უფლებამოსილება და ჩამოშორებული იქნა სამსახურს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- N27/თ ბრძანება;

 

4.1.16. დადგენილია, რომ 2018 წლის 1 მარტს თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს აპარატის სპეციალისტის - IIIრან-ის - მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის - ნა----–----------ის მიმართ ჩატარებული დისციპლინური წარმოების შედეგად შეადგინა დასკვნა დისციპლინური გადაცდომის არსებობისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომად სამსახურიდან გათავისუფლება შეუფარდა. დასკვნა გადაეგზავნა ამავე სასამართლოს თავმჯდომარეს.

 

დისციპლინური წარმოების განმახორციელებელმა კომისიამ გადაცდომასთან დაკავშირებული გარემოებების შესწავლის შედეგად დაადასტურა ნა----–----------ის მხრიდან დისციპლინური გადაცდომის არსებობა. კომისიამ მიიჩნია, რომ ნა----–----------ემ არ უზრუნველყო 2017 წლის 20 ოქტომბერს შემოსული და მისთვის ჩაბარებული განცხადების სათანადო შენახვა და შემდგომში მისი შესრულება, არ გამოითხოვა სისხლის სამართლის საქმე არქივიდან, არ აცნობა განმცხადებელს პასუხი მის განცხადებასთან დაკავშირებით. განცხადება მატერიალური სახით ვერ იქნა მოძიებული. აღნიშნული ქმედება კომისიის მიერ შეფასდა როგორც მძიმე დისციპლინური გადაცდომა - სამსახურებრივ მოვალეობათა განზრახ შეუსრულებლობა და რეკომენდირებული იქნა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომად - ,,სამსახურიდან გათავისუფლების“ შეფარდება.

 

კომისიამ, შემოსული ფოსტის აღრიცხვის ჟურნალის შესწავლისას გამოარკვია, რომ ჟურნალში (შესწავლილი იქნა 2017 წლის 20 ოქტომბრიდან 2017 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდი) რიგ შემთხვევებში არ არის მითითებული, ვის დაეწერა შემოსული კორესპონდენციები. არ ფიქსირდება შემოსული ფოსტის ადრესატის ხელმოწერა მის ჩაბარებაზე და არ ფიქსირდება შედეგი. კომისიამ სააღრიცხვო-სტატისტიკური ბარათების შემოწმებისას მიიჩნია, რომ რიგ შემთხვევებში არ იყო ასახული საქმის მიმდინარეობის ეტაპები. არ არის მითითებული ინფორმაცია საქმის ექსპერტიზაზე გადაგზავნის თაობაზე. არ იყო უზრუნველყოფილი დამთავრებული საქმეების ჟურნალებისა და ბარათების მომზადება და არქივში ჩაბარება. აღნიშნული ქმედება კომისიის მიერ შეფასდა ასევე მძიმე დისციპლინურ გადაცდომად - სამსახურებრივ მოვალეობათა განზრახ შეუსრულებლობა და რეკომენდირებული იქნა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომად - ,,საყვედურის“ შეფარდება.

 

საბოლოოდ, ნა----–----------ის მიმართ რეკომენდირებული იქნა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომად - ,,სამსახურიდან გათავისუფლების“ შეფარდება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- დისციპლინური წარმოების შედეგების შესახებ 2018 წლის 1 მარტის დასკვნა;

 

4.1.17. დადგენილია, რომ 2018 წლის 6 მარტს ნა----–----------ემ დისციპლინური წარმოების კომისიას წარუდგინა შენიშვნები დასკვნასთან დაკავშირებით. იგი მიიჩნევდა, რომ დასკვნა არ ეყრდნობოდა საქმის გამოკვლევის შედეგად მიღებულ მოცემულობას და ეწინააღმდეგებოდა მის მიერ წარდგენილ წერილობით ახსნა-განმარტებებს, რის გამო მიიჩნევდა, რომ საბოლოო გადაწყვეტილების მიღების პროცესში არ უნდა ყოფილიყო გათვალიწინებული.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ნა----–----------ის განცხადება 06.02.2018;

 

4.1.18. დადგენილია, რომ ნა----–----------ე 2018 წლის 7 მარტიდან გათავისუფლდა თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს აპარატის სპეციალისტის - III რან-ის - მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობიდან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის 2018 წლის 6 მარტის N28/თ ბრძანება;

 

4.1.19. დადგენილია, რომ 2017 წლის 1 დეკემბერს 16.00 საათზე თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს კანცელარიას მიმართა ადვოკატმა შა-–-ა ბე-------მ და გი-----ი მირ-------ის მიმართ სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებათა გაცვლის ოქმის წარმოდგენის შესახებ განცხადება წარადგინა. განცხადება მიიღო და შემოსული ფოსტის აღრიცხვის ჟურნალში დაარეგისტრირა აპარატის სპეციალისტმა ნა----–----------ემ და გადასცა ამავე სასამართლოს თავმჯდომარის თანაშემწე ქე-----ნ გო---–---–-მჭ----–-–---–ს.

 

დადგენილია, რომ ადვოკატის მიერ მტკიცებულებათა გაცვლის შესახებ განცხადების წარდგენის მომენტისათვის სისხლის სამართლის საქმეზე დანიშნული იყო წინასასამართლო სხდომა (წინასასამართლო სხდომის თარიღი განისაზღვრა აღკვეთის ღონისძიების შეფარდების სხდომაზე), თუმცა საქმე თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოსთვის არ იყო გადაცემული.

 

დადგენილია, რომ ნა----–----------ის მიერ ადვოკატ შა-–-ა ბე-------ს განცხადების თანაშემწე ქე-----ნ გო---–---–ი - მჭ----–-–---–ისათვის გადაცემის შესახებ შეთანხმებული სასამართლოს თავმჯდომარესთან ან სხვა მოსამართლესთან არ ყოფილა. ასევე არ ყოფილა სასამართლოს თავმჯომარის რეზოლუციით განსაზღვრული განცხადების შემსრულებელი პირი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

- შემოსული ფოსტის აღრიცხვის ჟურნალის ჩანაწერი, რიგითი ნომერი 1576 ;

- ნა----–----------ის ახსნა-განმარტება;

 

4.1.20. დადგენილია, რომ ნა----–----------ემ ადვოკატ შა-–-ა ბე-------ს განცხადება რეზოლუციისთვის არ წარუდგინა თავმჯომარეს, არ შეიტანა ინფორმაცია დოკუმენტის გადაცემისას მისი მიმღები პირის შესახებ, შესაბამისი ხელმოწერით არ დაადასტურებინა დოკუმენტის მიმღები პირის მიერ დოკუმენტის მიღების ფაქტი და არ გააკეთა სათანადო ჩანაწერი შესაბამის ჟურნალში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- შემოსული ფოსტის აღრიცხვის ჟურნალის ჩანაწერი, რიგითი ნომერი 1576 ;

 

4.1.21. დადგენილია, რომ ბრალდებულ გი-----ი მირ-------ის მიმართ წინასასამათლო სხდომის განხილვისას, მოსამართლეს არ ჰქონდა მტკიცებულება დაცვის მხარის მიერ მტკიცებულებათა გაცვლის შესახებ, კერძოდ, მოსამართლეს ნათელა არ გადაეცა განცხადება, რამაც გამოიწვია სხდომის გადადება. დადგენილია, რომ გი-----ი მირ-------ის ადვოკატ შა-–-ა ბე-------ს განცხადება მტკიცებულებათა გაცვლის შესახებ მოძიებული იქნა 2017 წლის 21 დეკემბერს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოპასუხის ახსნა-განმარტება;

- დისციპლინური წარმოების მასალები (ინ-ა გონჯილაშილის ახსნა-განმარტება);

 

4.1.22. დადგენილია, რომ 2017 წლის 20 ოქტომბერს 11 საათსა და 10 წუთზე თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს აპარატის სპეციალისტმა ნა----–----------ემ შემოსული ფოსტის აღრიცხვის ჟურნალში დაარეგისტრირა გე-–----ს პო----ის ადვოკატ თო-----ე დევ------–---–ის განცხადება სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენის გამოთხოვის შესახებ. ნა----–----------ემ დამატებით ინფორმაცია განცხადების განაწილების, შემსრულებელი პირის, შესრულების ან სხვა გარემოების შესახებ სარეგისტრაციო ჟურნალში არ აღნიშნა. განცხადებით მოთხოვნილი განაჩენი არ გადასცა განმცხადებელს. განცხადება ვერ იქნა მოძიებული სასამართლოში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- შემოსული ფოსტის აღრიცხვის ჟურნალის ჩანაწერი, რიგითი ნომერი 1391;

- ადვოკატ თო-----ე დევ------–---–ის განცხადება (07.02.2018);

- სასამართლოს სპეციალისტ თე---ა ის-----ს მოხსენებითი ბარათი;

- ამონაწერი საქართველოს ფოსტის ელექტრონული სააღრიცხვო პროგრამიდან;

- საერთო სასამართლოების არქივის უფროსის წერილი;

 

4.1.23. დადგენილია, რომ 2017 წლის 15 ნოემბერს სასამართლოს სპეციალისტმა ნა----–----------ემ 10დ/73 ინდექსით გაატარა მარნეულის რაიონული პროკურატურის შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების - დაპატიმრების შეფარდების შესახებ, თუმცა ჟურნალში არ გააკეთა აღნიშვნა შუამდგომლობის შემოსვლის ფაქტიური მიღების დრო.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- შემოსული ფოსტის აღრიცხვის ჟურნალი;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

 

4.1.24. დადგენილია, რომ 2017 წლის 20 ნოემბერს სასამართლოს სპეციალისტმა ნა----–----------ემ 11 საათსა და 05 წუთზე დაარეგისტრირა შ.პ.ს. მისო ევრო კრედიტის სამოქალაქო სარჩელი, ხოლო 11 საათსა და 10 წუთზე რა----------------ს სამოქალაქო სარჩელი, შემდგომში ორივე გადახაზა და დოკუმენტის შემოსვლის თარიღის გრაფაში გააკეთა ჩანაწერი ,,ხარვეზი“. შესრულებული ჩანაწერიდან არ ირკვევა როდის და რა მიზნით მოხდა აღნიშნული რეგისტრაციების გადახაზვა და რა იყო ამის მიზეზი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- შემოსული ფოსტის აღრიცხვის ჟურნალი;

 

4.1.25. დადგენილია, რომ 2017 წლის 24 ნოემბერს 16 საათსა და 40 წუთზე შემოსულ განცხადებას მინიჭებული აქვს ინდექსი 12/4. აღნიშნულ განცხადებას, რიგითობით მოყვება 12/3 ინდექსით რეგისტრირებული სხვა განცხადება, რომელიც შემოვიდა უფრო ადრე - 10 საათსა და 45 წუთზე. სარეგისტრაციო ჟურნალში აღნიშნული უზუსტობის გამომწვევი გარემოების შესახებ შენიშვნა არ არის მითითებული.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- შემოსული ფოსტის აღრიცხვის ჟურნალი;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

 

4.1.26. დადგენილია, რომ 2017 წლის 5 დეკემბერს სასამართლოს სპეციალისტმა ნა----–----------ემ 18 საათსა და 52 წუთზე და 18 საათსა და 55 წუთზე 11/ა-164 და 11/ა-165 ინდექსით შემოსული ფოსტის ჟურნალში დაარეგისტრირა საგამოძიებო მოქმედების განხორციელების შესახებ შუამდგომლობები, თუმცა ჩანაწერი არ შეიცავს ინფორმაციას დოკუმენტის შინაარსისა და შემოსული ფურცელთა რაოდენობის შესახებ. არ ირკვევა შუამდგომლობის შინაარსი. ასევე არ არის მითითებული ვის გადაეცა და არ არის მიმღები პირის შესაბამისი ხელმოწერით დამოწმებული.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- შემოსული ფოსტის აღრიცხვის ჟურნალი;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

 

4.1.27. დადგენილია, რომ დისციპლინური წარმოების დამოუკიდებელი კომისიის მიერ დისციპლინური წარმოების ფარგლებში შემოწმდა შემოსული ფოსტის აღრიცხვის ჟურნალი რომელიც მოიცავდა 2017 წლის 20 ოქტომბრიდან 31 დეკემბრამდე პერიოდს. შემოწმებისას დადგინდა, რომ ჟურნალში რიგ შემთხვევებში არ არის მითითებული პირი, თუ ვის დაეწერა შემოსული კორესპონდენცია. არ არის მითითებული შემოსული ფოსტის შემსრულებელი პირის შესახებ და ამ პირზე გადაცემის დამადასტურებელი ჩანაწერი. არ არის დამოწმებული სათანადო ხელმოწერით მისი ადრესატისათვის ჩაბარების შესახებ.

 

საქმეთა სააღრიცხვო სტატისტიკურ ბარათებზე არ არის ასახული საქმის მიმდინარეობის ეტაპები. სამოქალაქო საქმეზე 2/184-2017 არ არის მითითებული საქმის ექსპერტიზაზე გაგზავნის შესახებ, ხოლო სამოქალაქო საქმის 2/195-2017 სტატისტიკურ ბარათზე საქმე აღრიცხულია როგორც ადმინისტრაციული კატეგორიის საქმე, მაშინ როდესაც იგი სამოქალაქოა.

 

ასევე დადგინდა, რომ 2018 წლის 7 თებერვლამდე, დისციპლინური წარმოების დაწყებამდე პერიოდში ნა----–----------ეს არ ჰქონია მცდელობა აღმოეფხვრა და გაესწორებინა მის მიერ განხორციელებული დარღვევები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- შემოსული ფოსტის აღრიცხვის ჟურნალი;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

- 2018 წლის 1 მარტის დისციპლინური წარმოების შედეგების შესახებ დასკვნა;

 

4.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

4.2.1. დადგენილია, რომ ნა----–----------ის მიერ 2018 წლის 21 თებერვალს ჩატარებული დისციპლინური წარმოების დამოუკიდებელი კომისიის სხდომაზე მიცემული ახსნა - განმარტება თავისი შინაარსით არსებითად არ განსხვავდება იმავე სხდომის ოქმსა და შემდგომ დასკვნაში ასახული მისი პოზიციისაგან ;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2018 წლის 21 თებერვლის დისციპლინური წარმოების დამოუკიდებელი კომისიის ზეპირი სხდომის ოქმი და CD დისკი;

- დისციპლინური წარმოების დამოუკიდებელი კომისიის 2018 წლის 22 თებერვლის დასკვნა;

 

სამოტივაციო ნაწილი

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ნა----–----------ის სასარჩელო მოთხოვნები უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს კონსტიტუცია, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია, ევროპის სოციალური ქარტია;

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;

,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის ,,დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“;

საერთო სასამართლოების შესახებ ორგანული კანონის საქართველოს კანონი;

 

7. სამართლებრივი შეფასება

 

7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით. იმავე კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.

 

წინამდებარე სარჩელის საგანს წარმოადგენს მოსარჩელის დისციპლინური გადაცდომის გამო სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა და განაცდურის ანაზღაურება, რომელსაც მოსარჩელე უკავშირებს მის მიმართ განხორციელებულ დისკრიმინაციას ორსულობის ნიშნით, და იმავდროულად, მის მიმართ განხორციელებული დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტის დადგენას და ზიანის ანაზღაურების დაკისრებას მოითხოვს.

 

შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ პირველ რიგში უნდა შემოწმდეს მოსარჩელის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებას ხომ არ უდევს საფუძვლად მის მიმართ გაუმართლებელი განსხვავებული მოპყრობა.

 

,,დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, ამ კანონის მოთხოვნები ვრცელდება საჯარო დაწესებულებების, ორგანიზაციების, ფიზიკური და იურიდიული პირების ქმედებებზე ყველა სფეროში, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ქმედებები არ რეგულირდება სხვა სამართლებრივი აქტით, რომელიც შეესაბამება ამ კანონის მე-2 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებს, ხოლო კანონის მე-10 მუხლის თანახმად, პირს, რომელიც თავს დისკრიმინაციის მსხვერპლად მიიჩნევს, უფლება აქვს მიმართოს სასამართლოს.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის თანახმად, ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა. მითითებული ნორმის უმთავრეს მიზანს წარმოადგენს იმის დათქმა, რომ ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია, ხოლო მასში ჩამოთვლილ განმასხვავებელი ნიშნები არ არის ამომწურავი და სადავოობისას, სწორედ ზემოაღნიშნული დათქმიდან გამომდინარე, ფართო განმარტებას საჭიროებენ, რაც გულისხმობს იმას, რომ ნებისმიერი, მათ შორის ნორმით გაუთვალისწინებელი ნიშნით პირისადმი განსხვავებული მოპყრობა ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის ფარგლებში შემოწმებას შეიძლება დაექვემდებაროს.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-14 მუხლი, ასევე ევროპის სოციალური ქარტია კრძალავს დისკრიმინაციის ნებისმიერი ფორმით გამოყენებას. ამ მხრივ მნიშნველოვანია საქმე CASE OF savez CRKAVA “RIJEČ ŽIVOTA” AND OTHERS v. CROATIA სადაც სასამართლომ მიუთითა, რომ დისკრიმინაცია ფართო განმარტებას ექვემდებარება, კერძოდ, მე-12 ოქმის პირველი მუხლი დისკრიმინაციის ზოგად აკრძალვას ითვალისწინებს და მის დაცვა არ შემოიფარგლება მხოლოდ ,,კანონით დადგენილი კონკრეტული უფლებით“. სასამართლოს შეფასებით, სწორედ ამგვარ ფართო განმარტებას ემსახურება ,,დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი და მე-6 პუნქტები.

 

,,დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს დისკრიმინაციის ცნებას. მითითებული კანონის მე-2 მუხლი ადგენს ,,პირდაპირი“ და ,,ირიბი“ დისკრიმინაციის დეფინიციას. პირდაპირი დისკრიმინაცია გულისხმობს დისკრიმინატორისაგან იმგვარ მოპყრობას, რომელიც პირს მადისკრიმინირებელი ნიშნის გამო არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს ანალოგიურ მდგომარეობაში მყოფ სხვა პირთან შედარებით ან თანაბარ მდგომარეობაში აყენებს არსებითად უთანასწორო მდგომარეობაში მყოფ სხვა პირებთან, რაც შეეხება ირიბ დისკრიმინაციას, იგი სახეზე ამშინ, როდესაც ფორმით ნეიტრალური და არსით დისკრიმინაციული დებულება, კრიტერიუმი ან პრაქტიკა პირს დისკრიმინაციის რომელიმე ნიშნის გამო არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირებთან შედარებით ან თანაბარ მდგომარეობაში აყენებს არსებითად უთანასწორო პირობებში მყოფ პირებს. თუმცა, როგორც ერთ, ისე-მეორე შემთხვევაში არ უნდა არსებობდეს განსხვავებული მოპყრობის გამამართლებელი გარემოებები.

 

ადამიანის უფლებათა ევროსასამართლოს განმარტებით, პირდაპირი დისკრიმინაციაა არსებითად მსგავს მდგომარეობაში მყოფ პირთა განსხვავებული მოპყრობა, თუ ამ მოპყრობას არ აქვს ობიექტური და გონივრული გამართლება უნდა დადგინდეს, რომ სხვა პირებს, რომლებიც ანალოგიურ მდგომარეობაში იმყოფებიან, უკეთესად ეპყრობიან და ეს განსხვავება დისკრიმინაციულია. განსხვავებული მოპყრობის ობიექტური და გონივრული გამართლება ნიშნავს იმას, რომ მოპყრობა ლეგიტიმურ მიზანს უნდა ისახავდეს და უნდა არსებობდეს გონივრული თანაზომიერება ჩარევის ღონისძიებასა და დასახულ მიზანს შორის (იხ. Willis v. the United Kingdom; Konstantin Markin v. Russia). ირიბი დისკრიმინაცია კი ადამიანის უფლებათა ევროსასამართლოს მიერ განიმარტება როგორც განსხვავებული მოპყრობის იმ ზოგადი ქმედების ან ღონისძიების მავნე შედეგის სახით არსებობა, რომელიც მართალია ნეიტრალურადაა წარმოჩენილი, მაგრამ დისკრიმინაციულია ერთ გარკვეულ ჯგუფზე მნიშვნელოვნად უარყოფით გავლენას ახდენს, ვიდრე მსგავს მდგომარეობაში მყოფ სხვა პირებზე (იხ.D.H. and others v. Czech republic). მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ დისკრიმინაციის ფაქტის დადგენის საკმარის წინაპირობად ვერ ჩაითვლება კანონით გათვალიწინებული აბსტრაქტული ელემენტის მხოლოდ მითითება. დისკრიმინაციის ფაქტის დადგენისათვის უნდა არსებობდეს დაცული სფერო - უფლება, რომელშიც ხდება ჩარევა, კომპორატორი - ანალოგიური ან არსებითად მსგავს ურთიერთობაში მყოფი პირი და ამ ორ პირს შორის მთავარი განსხვავება, ე.წ. ,,დაცულ სფერო“. ამ ფაქტების საპირისპიროდ, ჩარევის გამართლება გონივრული და წონადი არგუმენტით ეკისრება განსხვავებული მოპყრობის ინიციატორს, შესაბამისად, მნიშვნელობას იძენს დისკრიმინაციის საქმეზე მტკიცების ტვირთის განაწილების წესი.

 

მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების ინსტიტუტს აქვს არა მარტო საპროცესო სამართლებრივი, არამედ მატერიალურ სამართლებრივი მნიშვნელობაც, რაც მდგომარეობს იმაში, რომ ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დაეკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსი აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე, რაც სრულად გამოიყენება ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში. მითითებული პრინციპის შესაბამისად, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. აღნიშული მითითებულია როგორც ადმინისტრაციულ ისე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლში.

 

დისკრიმინაციის საქმეზე მტკიცების ტვირთის განაწილებისას სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო კოდექსის 3633 მუხლით, რომლის თანახმად, სარჩელის აღძვრისას პირმა სასამართლოს უნდა წარუდგინოს ფაქტებისა შესაბამისი მტკიცებულებები, რომელიც დისკრიმინაციული ქმედების განხორციელების ვარაუდის საფუძველს იძლევა, რის შემდეგაც მოპასუხეს ეკისრება იმის მტკიცების ტვირთი, რომ დისკრიმინაცია არ განხორციელებულა. აღნიშნული ნორმის სარჩელის აღმძვრელ პირის ავალდებულებს სასამართლოს წარუდგინოს მტკიცებულებები და მიუთითოს ფაქტებზე, რომელთა ანალიზი იძლევა გარკვეული ნიშნით პირის მიმართ არათანაბარი მოპყრობის ვარაუდის საფუძველს. ამ საპროცესო სტანდარტის დაცვის შემთხვევაში ეკისრება მოპასუხეს გაამართლოს განსხვავებული მოპყრობა ობიექტური და გონებრივი არგუმენტებით, რომელიც გადაწონის განსხვავებულ მოპყრობას ან/და ამტკიცოს განსხვავებული მოპყრობის არარსებობა.

მოცემულ დავაში მოსარჩელე აცხადებს, რომ იგი სამსახურიდან დაითხოვეს ორსულობის გამო. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო მიუთითებს, რომ ,,დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებიდან გამომდინარე ორსულობის მოტივით განსხვავებული მოპყრობა ფართო გაგებით სქესის ნიშნით დისკრიმინაციად განიხილება. ორსულობა, როგორც აღქმითი დისკრიმინაციის სახე, აშკარა გამონაკლისია, რომელსაც კომპარატორი არ სჭირდება (იხ.Dekker v. Stichting Vormingscentrum voor Jong Volwasenen plus). თუმცა, ამ შემთხვევაში, დისკრიმინაციის ფაქტის დადგენისათვის, რაიმე შეზღუდვა ან განსხვავებული წესი მტკიცების ტვირთის თვალსაზრისით არ არსებობს.

 

სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს მოსარჩელის არგუმენტზე სამსახურიდან მისი ორსულობის გამო დათხოვნასთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული არგუმენტი, რომ იგი სამსახურიდან გაათავისუფლეს იმიტომ, რომ იყო ორსულად, არ არის გამყარებული კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებებით და არ არის წარმოდგენილი შესაბამისი მტკიცებულებები. მოსარჩელის მიერ მხოლოდ ორსულობის ფაქტის მითითება ვერ გამოდგება საკმარის საფუძვლად, რათა სასამართლომ ირწმუნოს და დადგენილად მიიჩნიოს ის გარემოება, რომ მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლებას საფუძვლად დისკრიმინაცია დაედო.

 

მოსარჩელემ განმარტა, რომ ორსულობის გამო იგი იქნებოდა სასამართლოსთვის ტვირთი, შვებულებაში გასვლის შემთხვევაში სასამართლოს მოუწევდა სხვა თანამშრომლის აყვანა და შესაბამისად ხარჯის გაღება, თუმცა მოსარჩელის აღნიშნული მსჯელობა წარმოადგენს კონკრეტულად მის მოსაზრებას, ვარაუდს და რაიმე ობიექტურ გარემოებაზე და შესაბამის მტკიცებულებაზე, რომელთა ინდივიდუალური ან ერთობლივი ანალიზი სასამართლოს მისცემდა შესაძლებლობას დაედგინა დისკრიმინაციის ფაქტი, მის მიერ მითითებული და წარმოდგენილი არ ყოფილა. მოსარჩელემ სასამართლოს ვერ მიუთითა კონკრეტულ ფაქტზე, რომელიც სასამართლოს სხვა თანამშრომლის ან თავმჯდომარის პირდაპირ ან ირიბ პოზიციაზე მისი ორსულობის ფაქტის მიუღებლობასთან დაკავშირებით დაარწმუნებდა. მოსარჩელემ ვერ მიუთითა რაიმე გარემოება, რომელიც მოპასუხის მხრიდან მისი ორსულობის ნეგატიურ აღქმას შეიცავდა, უფრო მეტიც, მოსარჩელემ განმარტა, რომ მან ყოველთვის ისარგებლა შვებულებით, როცა სურდა და არავის მისთვის რაიმე დაბრკოლება არ შეუქმნია და ორსულობის გამო თანამშრომლები ყოველთვის ეხმარებოდნენ.

 

ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ სასამართლოს ვერ მიუთითა იმგვარ გარემოებაზე რომელთა ერთობლიობა სასამართლოს მისცემდა შესაძლებლობას გაეზიარებინა მოსარჩელის მტკიცება მის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის შესახებ.

 

მოსარჩელის მტკიცების საპირისპიროდ, მოპასუხემ განმარტა, რომ მოსარჩელემ ჩაიდინა მძიმე დისციპლინური გადაცდომა, არაერთგზის განზრახ არ შეასრულა სამსახურებრივი მოვალეობა, რამაც საბოლოოდ გამოიწვია მისი სამსახურიდან გათავისუფლება.

 

დისციპლინურ გადაცდომის გამო ნა----–----------ისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომად საყვედურისა და შემდგომ სამსახურიდან გათავისუფლების შეფარდებასთან დაკავშირებით სასამართლო იზიარებს მოპასუხის შედავებას და მიიჩნევს, რომ თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის 2018 წლის 27 თებერვლის N26/თ და 2018 წლის 6 მარტის N28/თ ბრძანებები მიღებულია საქმის ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოკვლევის შედეგად და შესაბამისობაშია კანონთან. კერძოდ,სასამართლო აღნიშნავს, რომ საჯარო მოსამსახურის მიერ კანონმდებლობით განსაზღვრული მოვალეობების შეუსრულებლობამ ან არაჯეროვანმა შესრულებამ შესაძლოა გამოიწვიოს მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება, რომელიც არის საჯარო სამსახურისთვის პროფესიული საქმიანობის განხორციელების პროცესში გამოვლენილი დარღვევებისათვის დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმა. დისციპლინური ზომის გამოყენება, როგორც ადმინისტრაციის ცალმხრივი ნების გამოვლენა, მართლზომიერად უნდა განხორციელდეს. ადმინისტრაციის მხრიდან ნებისმიერ დარღვევაზე რეაგირება უნდა განხორციელდეს პროპორციულობის მოთხოვნათა დაცვით, საჯარო სამსახურისათვის დაკისრებული დისციპლინური სახდელი შესაბამისობაში უნდა იყოს მის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის სიმძიმესთან და ითვალისწინებდეს დისციპლინური გადაცდომის ჩადენისას არსებულ გარემოებებს. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდება ხდება დამდგარი შედეგის სიმძიმის, ვალდებულების დარღვევის მიზეზის, დამდგარი შედეგის თავიდან აცილების შესაძლებლობების და სხვა ფაქტორების გათვალიწინებით. ამდენად, სამსახურიდან გათავისუფლება, როგორც უკიდურესი ღონისძიება, უნდა იყოს ადეკვატური და დარღვევის სიმძიმის პროპორციული. თავის მხრივ საჯარო მოსამსახურეს ევალება თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილება საჯარო სამსახურის პრინციპებისა და საჯარო ინტერესების დაცვის საფუძველზე განახორციელოს. საჯარო მოსამსახურე ასევე ვალდებულია სწორად და კოორდინირებულად წარმართოს საჯარო სამსახურში ორგანიზაციული პროცესი ხალხისა და სახელმწიფოს ინტერესების დასაცავად და ქვეყნის წინაშე დამდგარი ამოცანების წარმატებით შესასრულებლად (საჯარო სამსახურის შესახებ კანონის მე-2 თავი).

 

,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 85-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სამსახურებრივ მოვალეობათა განზრახ ან გაუფრთხილებლობით შეუსრულებლობა წარმოადგენს დისციპლინურ გადაცდომას. იმავე კანონის 98-ე მუხლის თანახმად, სამსახურიდან გათავისუფლება შეიძლება მხოლოდ მძიმე დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შემთხვევაში, ხოლო ქმედება მძიმე დისციპლინურ გადაცდომა ითვლება, როდესაც ა) დისციპლინურმა გადაცდომამ გამოიწვია დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი პირის რეპუტაციის შელახვამ რაც გამორიცხავს ამ პირის მომავალში სამსახურებრივ მოვალეობათა ჯეროვან შესრულებას; ბ) დისციპლინური გადაცდომის შედეგად ზიანი მიადგა საჯარო დაწესებულების რეპუტაციას; გ) დისციპლინური გადაცდომის შედეგად მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი მიადგა საჯარო დაწესებულებას; დ) დისციპლინური გადაცდომის შედეგად ზიანი მიადგა საჯარო დაწესებულებაში მომუშავე სხვა საჯარო მოსამსახურეს, მესამე პირს ან საჯარო ინტერესს; ე) მოხელემ უარი თქვა ამ კანონით გათვალიწინებულ შეფასებაზე; ვ) დისციპლინური პასუხისმგებლობის მქონე პირმა ჩაიდინა ახალი დისციპლინური გადაცდომა;

 

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის 2018 წლის 27 თებერვლის N26/თ ბრძანებით თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს აპარატის სპეციალისტს III რან-ის - მესამე კატეგორიის უფროს სპეციალისტ ნა----–----------ეს 2017 წლის 21 დეკემბერს გამოვლენილი მძიმე დისციპლინური გადაცდომისთვის, რაც გამოიხატა სამსახურებრივი მოვალეობის განზრახ შეუსრულებლობაში, დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომად შეეფარდა საყვედური, ხოლო 2018 წლის 6 მარტის N28/თ ბრძანებით 2017 წლის 20 ოქტომბერს შემოსულ განცხადებასთან მიმართებით, მძიმე დისციპლინური გადაცდომისთვის, რაც გამოიხატა სამსახურებრივ მოვალეობათა განზრახ შეუსრულებლობაში, დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომად შეეფარდა სამსახურიდან გათავისუფლება, ხოლო საქმიანობის წესების დარღვევით, რომელიც ეხება შემოსული ფოსტის აღრიცხვის ჟურნალისა და სააღრიცხვო-სტატისტიკური ბარათების წარმოებას, მძიმე დისციპლინური გადაცდომისათვის, რაც გამოიხატა სამსახურებრივ მოვალეობათა განზრახ შეუსრულებლობაში დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომად შეეფარდა საყვედური. შესაბამისად, სასამართლო შეაფასებს ნა----–----------ის მხრიდან პროფესიული საქმიანობის განხორციელების პროცესში ჰქონდა თუ არა ადგილი მძიმე დისციპლინურ გადაცდომებს.

 

დადგენილია, რომ 2017 წლის 29 ივნისს ნა----–----------ე დაინიშნა თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს აპარატის სპეციალისტის თანამდებობაზე.

 

საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 27 ოქტომბრის N466 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,რაიონული (საქალაქო), საოლქო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლეს სასამართლოებში ორგანიზაციული მუშაობისა და საქმისწარმოების წესის შესახებ“ დებულების 24-ე მუხლის თანახმად, რაიონული (საქალაქო), საოლქო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლეს სასამართლოებში კანცელარია (ექსპედიცია) თვის კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს საქმისწარმოებას.

 

იმავე დებულების 33-ე მუხლის თანახმად, სასამართლოში შემოსული ყველა საქმისა და კორესპონდენციის (გარდა პირადი ხასიათის კორესპონდენციისა) მიღებას, პირველად გადამუშავებას, საქმეებისა და სხვა დოკუმენტების დანიშნულებისამებრ გაგზავნას აწარმოებს კანცელარიის (ექსპედიციის) გამგე ან სპეციალისტი.

 

დებულების 39-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს კანცელარიის (ექსპედიციის) გამგე მთელ შემოსულ კორესპონდენციას იმავე დღეს ან არაუგვიანეს მეორე სამუშაო დღისა განხილვისათვის გადასცემს შესაბამის კანცელარიას ან სასამართლოს თავმჯდომარეს, რომელიც თავის მხრივ რეზოლუციით უნაწილებს მას მოსამართლეებს.

 

დადგენილია, 2017 წლის 1 დეკემბერს 16.00 საათზე კანცელარიაში შევიდა გი-----ი მირ-------ის ადვოკატ შა-–-ა ბე-------ს განცხადება მტკიცებულებათა გაცვლის შესახებ ოქმის წარმოდგენის თაობაზე. კანცელარიის სპეციალისტმა ნა----–----------ემ მიიღო განცხადება, გაატარა რეგისტრაციაში და ისე, რომ არ ყოფილა სასამართლოს თავმჯდომარისათვის გადაცემული და მისი რეზოლუციით განსაზღვრული პირი, გადასცა მოსამართლის თანაშემწე ქე-----ნ გო---–---–-მჭ----–-–---–ს.

 

დადგენილია, რომ მას შემდეგ, რაც კანცელარიის სპეციალისტმა ნა----–----------ემ მოსამართლის თანაშემწე ქე-----ნ გო---–---–-მჭ----–-–---–ს გადასცა განცხადება მტკიცებულებათა გაცვლის შესახებ ოქმის წარმოდგენის თაობაზე, შესაბამის ჟურნალში ხელის მოწერით არ დაადასტურებინა განცხადების გადაცემის ფაქტი და ამასთან, ასეთი ხელმოწერის განუხორციელებლობის მიზეზის შესახებ შენიშვნის სახით ინფორმაცია არ შეიტანა.

 

აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ნა----–----------ემ მოსამართლის თანაშემწე ქე-----ნ გო---–---–-მჭ----–-–---–ისათვის მტკიცებულებათა გაცვლის შესახებ განცხადების გადაცემისას უგულებელყო 2000 წლის 27 ოქტომბრის N466 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,რაიონული (საქალაქო), საოლქო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლეს სასამართლოებში ორგანიზაციული მუშაობისა და საქმისწარმოების წესის შესახებ“ დებულებით დადგენილი წესი.

 

დადგენილია, რომ ბრალდებულ გი-----ი მირ-------ის ადვოკატ შა-–-ა ბე-------ს მტკიცებულებათა გაცვლის შესახებ ოქმის წარმოდგენასთან დაკავშირებით განცხადების კანცელარიაში შემოსვლის დროს (2017 წლის 1 დეკემბერი) სისხლის სამართლის საქმე თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოს კანცელარიაში არ იყო შემოსული. დადგენილია, ასევე, რომ სისხლის სამართლის საქმის შემოსვლის შემდეგ, წინასასამართლო სხდომაზე, რომელიც გაიმართა 2017 წლის 11 დეკემბერს, საქმეში არ მოიპოვებოდა გი-----ი მირ-------ის ადვოკატ შა-–-ა ბე-------ს განცხადება მტკიცებულებათა გაცვლის შესახებ, რამაც სხდომის გადადება და შესაბამისად წინასასამართლო სხდომაზე სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი საკითებისა და შუამდგომლობების განხილვის გადადება გამოიწვია. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული განცხადება მოძიებული იქნა მოგვიანებით, 2017 წლის 21 დეკემბერს თანაშემწე ქე-----ნ გო---–---–ი-მჭ----–-–---–ის მიერ, რითაც აცილებული იქნა მძიმე შედეგი, რასაც შესაძლებელია გამოეწვია ბრალდებულის ინტერესების დაზიანება.

 

აღნიშნული გარემოებების გათვალიწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ნა----–----------ემ განზრახ არ შეასრულა 2000 წლის 27 ოქტომბრის N466 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,რაიონული (საქალაქო), საოლქო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლეს სასამართლოებში ორგანიზაციული მუშაობისა და საქმისწარმოების წესის შესახებ“ დებულებით დადგენილი წესი, აღნიშნული წარმოადგენს მძიმე დისციპლინურ გადაცდომას, რაც შეესაბამება თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს დისციპლინური წარმოების დამოუკიდებელი კომისიის 2018 წლის 22 თებერვლის დასკვნას ნა----–----------ის მიმართ დისციპლინარული პასუხისმგებლობის ზომად საყვედურის გამოყენებასთან დაკავშირებით.

 

სასამართლომ კიდევ ერთხელ მიუთითებს 2000 წლის 27 ოქტომბრის N466 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,რაიონული (საქალაქო), საოლქო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლეს სასამართლოებში ორგანიზაციული მუშაობისა და საქმისწარმოების წესის შესახებ“ დებულებაზე, რომლის 24-ე მუხლის თანახმად, რაიონულის (საქალაქო), საოლქო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლეს სასამართლოებში კანცელარია (ექსპედიცია) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს საქმის წარმოებას.

 

იმავე დებულების 27-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, კანცელარიის სპეციალისტები უზრუნველყოფენ სისხლის, სამოქალაქო, ადმინისტრაციული სამართლის საქმეთა და სხვა მასალების რეგისტრაციას, აღრიცხვასა და შენახვას (რეგისტრაციის შემდეგ საქმეს გადასცემენ მოსამართლეს ან მის თანაშემწეს შესაბამის ჟურნალში ხელმოწერით).

 

დებულების 52-ე მუხლის თანახმად, სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის საქმეთა მოძრაობის შესაბამისად შევსებული უნდა იქნეს სააღრიცხვო-სტატისტიკურ ბარათებში გათვალიწინებული ყველა რეკვიზიტი, ხოლო მე-123 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანცელარიის გამგე (სპეციალისტი) საქმის განხილვის შედეგს გაატარებს სტატისტიკურ ბარათში., სადაც უნდა აღინიშნოს საქმის გადადება, შეჩერება, იყო თუ არა გამოტანილი დაუსწრებელი გადაწყვტილება, გასაჩივრდა თუ არა განხილული სარჩელი, საქმის განხილვის შედეგი.

 

N466 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,რაიონული (საქალაქო), საოლქო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლეს სასამართლოებში ორგანიზაციული მუშაობისა და საქმისწარმოების წესის შესახებ“ დებულება ასევე აწესებს სააღრიცხვო - სტატისტიკური ბარათის შევსების წესს, კერძოდ, 148-ე მუხლის მე2 ნაწილის თანახმად, სააღრიცხვო-სტატისტიკურ ბარათში უდა აღინიშნოს ვის, როდის და რის საფუძველზე გაეგზავნა საქმე და და როდის დაბრუნდა საქმე სასამართლოში. მომართვის ასლი საქმის დაბრუნებამდე უნდა დამაგრდეს სტატისტიკურ ბარათზე ან ინახებოდეს ამ საქმეზე არსებულ სხვა მიმოწერის ასლებთან ერთად. საქმის დაბრუნების შემდეგ კი უნდა მიეთვისოს საქმეს.

 

აღნიშნული ნორმების საფუძველზე სასამართლო განმარტავს, რომ 2000 წლის 27 ოქტომბრის N466 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,რაიონული (საქალაქო), საოლქო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლეს სასამართლოებში ორგანიზაციული მუშაობისა და საქმისწარმოების წესის შესახებ“ დებულება იმპერატიულად ადგენს კანცელარიის თანამშრომლის მოვალეობებს და დეტალურად განმარტავს წესს თუ როგორ და რა ფორით უნდა განხორციელდეს საკანცელარიო მუშაობა, ხოლო დებულების მოთხოვნათა შეუსრულებლობისთვის 166-ე მუხლის შესაბამისად აწესებს სასამართლოს აპარატის თანამშრომლის პასუხისმგებლობას.

 

დადგენილია, რომ 2017 წლის 20 ოქტომბერს 11 საათსა და 10 წუთზე თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს აპარატის სპეციალისტმა ნა----–----------ემ შემოსული ფოსტის აღრიცხვის ჟურნალში დაარეგისტრირა გე-–----ს პო----ის ადვოკატ თო-----ე დევ------–---–ის განცხადება სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენის გამოთხოვის შესახებ. ნა----–----------ემ დამატებით ინფორმაცია განცხადების განაწილების, შემსრულებელი პირის, შესრულების ან სხვა გარემოების შესახებ სარეგისტრაციო ჟურნალში არ აღნიშნა. განცხადებით მოთხოვნილი განაჩენი არ გადასცა განმცხადებელს. განცხადება ვერ იქნა მოძიებული სასამართლოში. დადგენილია, ასევე რომ 2017 წლის 15 ნოემბერს სასამართლოს სპეციალისტმა ნა----–----------ემ 10დ/73 ინდექსით გაატარა მარნეულის რაიონული პროკურატურის შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების - დაპატიმრების შეფარდების შესახებ, თუმცა ჟურნალში არ გააკეთა აღნიშვნა შუამდგომლობის შემოსვლის ფაქტიური მიღების დრო.

 

ნა----–----------ემ 2017 წლის 20 ნოემბერს 11 საათსა და 05 წუთზე დაარეგისტრირა შ.პ.ს. მისო ევრო კრედიტის სამოქალაქო სარჩელი, ხოლო 11 საათსა და 10 წუთზე რა----------------ს სამოქალაქო სარჩელი, შემდგომში ორივე გადახაზა და დოკუმენტის შემოსვლის თარიღის გრაფაში გააკეთა ჩანაწერი ,,ხარვეზი“. შესრულებული ჩანაწერიდან არ ირკვევა როდის და რა მიზნით მოხდა აღნიშნული რეგისტრაციების გადახაზვა და რა იყო ამის მიზეზი.

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ასევე, რომ 2017 წლის 24 ნოემბერს 16 საათსა და 40 წუთზე შემოსულ განცხადებას მინიჭებული აქვს ინდექსი 12/4. აღნიშნულ განცხადებას, რიგითობით მოყვება 12/3 ინდექსით რეგისტრირებული სხვა განცხადება, რომელიც შემოვიდა უფრო ადრე - 10 საათსა და 45 წუთზე. სარეგისტრაციო ჟურნალში აღნიშნული უზუსტობის გამომწვევი გარემოების შესახებ შენიშვნა არ არის მითითებული.

 

2017 წლის 5 დეკემბერს სასამართლოს სპეციალისტმა ნა----–----------ემ 18 საათსა და 52 წუთზე და 18 საათსა და 55 წუთზე 11/ა-164 და 11/ა-165 ინდექსით შემოსული ფოსტის ჟურნალში დაარეგისტრირა საგამოძიებო მოქმედების განხორციელების შესახებ შუამდგომლობები, თუმცა ჩანაწერი არ შეიცავს ინფორმაციას დოკუმენტის შინაარსისა და შემოსული ფურცელთა რაოდენობის შესახებ. არ ირკვევა შუამდგომლობის შინაარსი. ასევე არ არის მითითებული ვის გადაეცა და არ არის მიმღები პირის შესაბამისი ხელმოწერით დამოწმებული.

 

შემოსული ფოსტის აღრიცხვის ჟურნალის შემოწმებისას დადგინდა, რომ ჟურნალში რიგ შემთხვევებში არ არის მითითებული პირი, თუ ვის დაეწერა შემოსული კორესპონდენცია. არ არის მითითებული შემოსული ფოსტის შემსრულებელი პირის შესახებ და ამ პირზე გადაცემის დამადასტურებელი ჩანაწერი. არ არის დამოწმებული სათანადო ხელმოწერით მისი ადრესატისათვის ჩაბარების შესახებ.

 

საქმეთა სააღრიცხვო სტატისტიკურ ბარათებზე არ არის ასახული საქმის მიმდინარეობის ეტაპები. სამოქალაქო საქმეზე 2/184-2017 არ არის მითითებული საქმის ექსპერტიზაზე გაგზავნის შესახებ, ხოლო სამოქალაქო საქმის 2/195-2017 სტატისტიკურ ბარათზე საქმე აღრიცხულია როგორც ადმინისტრაციული კატეგორიის საქმე, მაშინ როდესაც იგი სამოქალაქოა.

 

აღნიშნული გარემოებების ერთობლიობით სასამართლო მიიჩნევს, რომ ნა----–----------ე განზრახ არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულებები და დაარღვია 2000 წლის 27 ოქტომბრის N466 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,რაიონული (საქალაქო), საოლქო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლეს სასამართლოებში ორგანიზაციული მუშაობისა და საქმისწარმოების წესის შესახებ“ დებულებით დადგენილი წესი, დადგენილ ვადაში არ გადასცა და მოგვიანებითაც ვერ მოიძებნა მოთხოვნილი განცხადება, რამაც მოპასუხის - თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს რეპუტაციას შეუქმნა საფრთხე და ზიანი მიაყენა განცხადების ავტორის ინტერესებს. აღნიშნული გარემოება წარმოადგენს მძიმე დისციპლინურ გადაცდომას, რაც შეესაბამება თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს დისციპლინური წარმოების დამოუკიდებელი კომისიის 2018 წლის 1 მარტის დასკვნას ნა----–----------ის მიმართ დისციპლინარული პასუხისმგებლობის ზომად 2017 წლის 20 ოქტომბერს შემოსულ განცხადებასთან დაკავშირებით სამსახურიდან გათავისუფლების გამოყენებასთან დაკავშირებით. ნა----–----------ე ასევე დებულების მოთხოვნათა დარღვევით აწარმოებდა საკანცელარიო საქმიანობას და ამ ნაწილშიც სასამართლო იზიარებს 2018 წლის 1 მარტის დასკვნას დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომად - ,,საყვედურის“ შეფარდებას.

 

,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქრთველოს კანონის 94-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი ან საამისოდ უფლებამოსილი სხვა პირი დისციპლინური წარმოების განმახორციელებელი ერთეულის დასკვნის მიღებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში მიიღებს გადაწყვეტილებას მოხელისათვის დასკვნით გათვალიწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის ან უფრო მსუბუქი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდების თაობაზე.

 

საერთო სასამართლოების შესახებ ორგანული კანონის 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის ბოლო წინადადების თანახმად, რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარე სასამართლოს მენეჯერსა და სასამართლოს აპარატის სხვა საჯარო მოსამსახურეებს უფარდებს ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს.

 

დადგენილია, რომ თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს თავმჯდომარემ 2018 წლის 27 თებერვლის N26/თ ბრძანებით თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს აპარატის სპეციალისტს -III რან-ის - მესამე კატეგორიის უფროს სპეციალისტ ნა----–----------ეს, 2017 წლის 21 დეკემბერს გამოვლენილ მძიმე დისციპლინური გადაცდომისთვის, რაც გამოიხატა სამსახურებრივ მოვალეობათა განზრახ შეუსრულებლობაში დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომად შეეფარდა საყვედური, ხოლო 2018 წლის 6 მარტის N28/თ ბრძანებით - 2017 წლის 20 ოქტომბერს შემოსულ განცხადებასთან მიმართებით, მძიმე დისციპლინური გადაცდომისთვის, რაც გამოხატა სამსახურებრივ მოვალეობათა განზრახ შეუსრულებლობაში დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომად შეეფარდა - სამსახურიდან გათავისუფლება, ხოლო საქმისწარმოების წესების დარღვევასთან დაკავშირებით, რომელიც შეეხებოდა შემოსული ფოსტის აღრიცხვის ჟურნალისა და სააღრიცხვო-სტატისტიკური ბარათების წარმოებას, როგორც მძიმე დისციპლინური გადაცდომა, რაც გამოიხატა სამსახურებრივ მოვალეობათა განზრახ შეუსრულებლობაში, შეეფარდა საყვედური.

 

სასამართლო იზიარებს თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს თავმჯომარის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებში მითითებულ გარემოებებს იმასთან დაკავშირებით, რომ თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს აპარატის სპეციალისტს -III რან-ის - მესამე კატეგორიის უფროს სპეციალისტი ნა----–----------ემე არაერთგზის, განზრახ არ ასრულებდა მისთვის დაკისრებული მოვალეობებს, მან უხეშად დაარღვია 2000 წლის 27 ოქტომბრის N466 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,რაიონული (საქალაქო), საოლქო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლეს სასამართლოებში ორგანიზაციული მუშაობისა და საქმისწარმოების წესის შესახებ“ დებულების მოთხოვნები, რაც პროპორციულია დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომად სამსახურიდან გათავისუფლებისა და საყვედურის შეფარდებასთან.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის საქმისადმი მიდგომა, მისი გულგრილი დამოკიდებულება, რაც დასტურდება საქმეში არსებული მტკიცებულებებით, ზიანს აყენებდა თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მიზანს და მესამე პირთა ინტერესს. სასამართლო მიიჩნევს, ასევე, რომ დისციპლინური წარმოების ფარგლებში დისციპლინური წარმოების დამოუკიდებელი კომისიის მიერ ჯეროვნად, ყოველმხრივ, სულად და ობიექტურად იქნა შესწავლილი ყველა არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოება და სწორი შეფასება მიეცა დამდგარ შედეგს.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 60 I მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

ზემოაღნიშნული გარემოებების შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის 2018 წლის 27 თებერვლის N26/თ ბრძანებისა და 2018 წლის 6 მარტის N28/თ ბრძანება მიღებულია კანონით დადგენილი მოთხოვნების დაცვით და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის ფაქტობრივი საფუძვლები.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის თანახმად, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3632 მუხლით, ასევე ,,დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონის მე-10 მუხლით გათვალიწინებულია, რომ ნებისმიერ პირს, რომელიც თავს დისკრიმინაციის მსხვერპლად მიიჩნევს, შეუძლია მოითხოვოს მორალური ზიანის ანაზღაურება.

 

ამდენად, იმისათვის, რომ მოპასუხეს დაეკისროს მორალური ზიანის ანაზღაურებამ, აუცილებელია დადგინდეს მისი მხრიდან მოსარჩელის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობა, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია, საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დადასტურდა მოპასუხე ორგანოს მიერ ნა----–----------ის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობა.

 

ყოველივე ზომოაღნიშნული გარემოებების გათვალიწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

მხარეები, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის საფუძველზე, გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს ანაზღაურებს სახელმწიფო.

მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარის ოდენობით, რაც უნდა დაუბრუნდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-9, მე-12, 24-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. ნა----–----------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. მოსარჩელე - ნა----–----------ეს უკან დაუბრუნდეს 2018 წლის 26 მარტს სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა 100 (ასი) ლარის ოდენობით სს „თიბისის ბანკი“; საკრედიტო საგადასახადო დავალება №1, მიმღების დასახელება - ხაზინის ერთიანი ან-არიში; სხვა შემოსულობები, თვითმმართველი ქალაქი თბილისი; მიმღების ან-არიში/ხაზინის კოდი - TRESGE22; მიმღების ბანკი/ხაზინა - ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, მიმღების ან-არიში/სახაზინო კოდი - 300083150 ; გადახდის დანიშნულება - სახელმწიფო ბაჟი სასამართლოში განსახილველ საკითხებზე);

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. 7ა) ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდებარე: ქ. ბოლნისი, სულხან-საბა ორბელიანის ქუჩა N113) 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან;

 

მოსამართლე ხათუნა ნადიბაიძე