განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№1--------
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
02 აგვისტო 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლო
სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის მოსამართლე - ლაშა ჩხიკვაძე
სხდომის მდივანი - ნატო ზერეკიძე
პროკურორები: ა-–---------- ჩ-----, ლ---- ჟ----–---–---
ადვოკატები: გ------- გ------, ლ-–- წ----–-----
თარჯიმანი: ფ---–--- ი-----–----
ს/ს საქმე №0-----------
ბრალდებული: მ------ ს--–--ი
მამის სახელი: ა-----
დაბადების თარიღი: 0---------–-
მოქალაქეობა: ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე
პასპორტის ნომერი: T--------
ნასამართლობა: ნასამართლობის არმქონე
რეგისტრირებული: ი----------–-----------------–-------–-------------–-------------
ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-------–------–------------------------------------
პასუხისგებაში მიცემის თარიღი: 0--------- წ. (საბოლოო ბრალი 0---------წ.)
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი
ფაქტობრივი დაკავების ზუსტი დრო: 2018 წლის 02 მარტის 2142 საათი
აღკვეთის ღონისძიების სახე: პატიმრობა
ბრალდებული: ს------- ლ---------------------ი
მამის სახელი: მ---------------
დაბადების თარიღი: 2---------–-
მოქალაქეობა: ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე
პასპორტის ნომერი: B--------
ნასამართლობა: ნასამართლობის არმქონე
რეგისტრირებული: ი----------–-----------------–----------------
ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-------–------–------------------------------------
პასუხისგებაში მიცემის თარიღი: 0--------- წ. (საბოლოო ბრალი 3---------წ.)
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი
ფაქტობრივი დაკავების ზუსტი დრო: 2018 წლის 03 მარტის 0426 საათი
აღკვეთის ღონისძიების სახე: პატიმრობა
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ბრალდებულების მ------ ს--–--ის და ს------- ლ---------------------ის მიმართ, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
ბრალდების არსი: მ------ ს--–--ს ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ. მანვე, ჩაიდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება. ს------- ლ---------------------ს ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ.
დადგენილებით პირის ბრალდების შესახებ მათ მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
მ------ ს--–--მა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, ს------- ლ---------------------ისთან წინასწარი შეთანხმებით, უკანონოდ შეიძინა და ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება ,,მდმა-ს“ (3,4 მეთილენდიოქსიმეტამფეტამინი), რომლის ნაწილიც - 2,2753 გრამი ,,მდმა-ს“ შემცველი 41 აბი 2018 წლის 02 მარტს დილის საათებში თბილისში, ჭ-----------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ გაასაღა მ---- ბ--------–---–ზე. მ------ ს--–--მა იმავე დღეს დაახლოებით 2140 საათზე თბილისში, ჭ------------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე 2,1605 გრამის შემცველი 40 აბი კვლავ უკანონოდ გაასაღა მ---- ბ--------–---–ზე, ხოლო უკანონოდ შეძენილი და შენახული ნარკოტიკული საშუალების ნაწილი - 12,0849 გრამი ,,მდმა-ს“ შემცველი აბი, აბის ნატეხები და ფხვიერი ნივთიერება ამოღებული იქნა თბილისში, ლ------------------------ში, მ------ ს--–--ისა და ს------- ლ---------------------ის დროებით საცხოვრებელი ბ--------ის ჩხრეკის შედეგად და დანარჩენი ნაწილი კი - 170,0249 გრამი ,,მდმა-ს“ შემცველი აბი, აბის ნატეხები და ფხვიერი ნივთიერება, ჩხრეკის დაწყებამდე ს------- ლ---------------------იმ აღნიშნული ბინის ფანჯრიდან გადააგდო, რომელიც დაეცა ლ---- ყ---–---ას ავტომანქანას და ამოღებული იქნა გამომძიებლების მიერ.
სასამართლოს დადგენილად მიაჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
მ------ ს--–--მა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ,,მდმა“ (3,4-მეთილენდიოქსიმეტამფეტამინი), რომელსაც ს------- ლ---------------------ისთან წინასწარი შეთანხმებით, უკანონოდ ინახავდა მათ დროებით საცხოვრებელ სახლში, მდებარე ქ-------–------–------------------------------------, რომლის ნაწილიც - 2,2753 გრამი ,,მდმა-ს“ შემცველი 41 აბი მ------ ს--–--მა 2018 წლის 02 მარტს დილის საათებში თბილისში, ჭ-----------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ გაასაღა მ---- ბ--------–---–ზე. მ------ ს--–--მა იმავე დღეს დაახლოებით 2140 საათზე თბილისში, ჭ------------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე 2,1605 გრამის შემცველი 40 აბი კვლავ უკანონოდ გაასაღა მ---- ბ--------–---–ზე, ხოლო უკანონოდ შეძენილი და შენახული ნარკოტიკული საშუალების ნაწილი - 12,0849 გრამი ,,მდმა-ს“ შემცველი აბი, აბის ნატეხები და ფხვიერი ნივთიერება ამოღებული იქნა თბილისში, ლ------------------------ში, მ------ ს--–--ისა და ს------- ლ---------------------ის დროებითი საცხოვრებელი ბ--------ის ჩხრეკის შედეგად, დანარჩენი ნაწილი კი - 170,0249 გრამი ,,მდმა-ს“ შემცველი აბი, აბის ნატეხები და ფხვიერი ნივთიერება, ს------- ლ---------------------იმ ჩხრეკის დაწყებამდე ბინის ფანჯრიდან გადააგდო, რომელიც დაეცა ლ---- ყ---–---ას ავტომანქანას და ამოღებული იქნა გამომძიებლების მიერ.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები, სრულად არის დადასტურებული საქმეში არსებულ და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ შემდეგ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ:
სასამართლო სხდომაზე მოწმე გ------- წ---–-----მა განმარტა, რომ 2018 წლის 02 მარტს დღის საათებში მიიღო ინფორმაცია, რომ გ-–---------------------------ში, 70-ე კორპუსთან თ----- კ-----–---–სა და მ---- ბ--------–---–ს უნდა ჰქონოდათ ნარკოტიკული საშუალება, ასევე უნდა ყოფილიყვნენ ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ.
სასამართლო სხდომაზე მოწმე ნ---- ვ------–---–მა განმარტა, რომ 2018 წლის 02 მარტს შემთხვევის ადგილზე - გ-–--------------------- კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე მისვლისას, ოპერატიულ ჯგუფს შეჩერებული ყავდა თ----- კ-----–---–ი და მ---- ბ--------–---–ი, თუმცა საგამოძიებო მოქმედება დაწყებული არ იყო. მ---- ბ--------–---–მა გასაუბრებისას თანხმობა განაცხადა საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობის მიღებაზე, რა დროსაც ხელჩანთიდან ამოღებულ იქნა: მცირე ზომის პოლიეთილენის პაკეტში მოთავსებული 41 ცალი მოყავისფრო ფერის აბი, ასევე ვერცხლისფერ ფოლგაში მოთავსებული საღეჭი რეზინის მაგვარი ნივთიერება. ადგილზე დააკავეს მ---- ბ--------–---–ი, რომელმაც ადმინისტრაციულ შენობაში გამოკითხვისას ითანამშრომლა გამოძიებასთან და განმარტა, რომ მას მოხმარებული ჰქონდა ნარკოტიკული საშუალება. ამასთან, ამოღებული ნივთიერებები შეძენილი ჰქონდა ირანის მოქალაქისგან და გამოთქვა მზადყოფნა ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელი პირის მიმართ ფარულ საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობის მიღებაზე.
სასამართლო სხდომაზე მოწმე ვ-------- ქ--------ემ განმარტა, რომ 2018 წლის 02 მარტს, გ-–-----------–----------–----- განყოფილებაში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლით, რასთან დაკავშირებითაც დაკავებული იქნა მ---- ბ--------–---–ი, რომელმაც ითანამშრომლა პოლიციასთან და შესაბამისი აღჭურვილობით მონაწილეობა მიიღო საკონტროლო შესყიდვაში, რა დროსაც შეიძინა 40 აბი, რის შემდეგაც მ--------------–---ს თანამშრომლებმა დააკავეს ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელი ირანის მოქალაქე - მ------ ს--–--ი. დაკავებული პირის საცხოვრებელი სახლის დაახლოებით 2-3 საათიანი ძებნისას ჯგუფის ერთ-ერთ წევრს შეატყობინეს მისამართი - ლ-----------------------------------–----------------------------–-----------. ოპერატიულ ინფორმაციის თანახმად აღნიშნულ მისამართზე დაკავებული ირანის მოქალაქის გარდა, ცხოვრობდა გოგონა, რომელიც იმ დროისთვის უნდა ყოფილიყო სახლში. თანამშრომლები, თარჯიმანი და კრიმინალისტები ავიდნენ მითითებულ ბინაში, ოპერატიული ჯგუფის რამდენიმე წევრი, მათ შორის მოწმე, დარჩა სადარბაზოს შესასვლელთან, წინა მხარეს და გარედან უყურებდნენ ბინას, რათა კონკრეტული სახლიდან არ გადაეყარათ კანონსაწინააღმდეგო ნივთები. დაახლოებით 3-4 წუთში შავთმიანმა ქალმა ფანჯრიდან გადმოაგდო დიდი ზომის, ლურჯი ფერის პოლიეთილენის პარკი, რომელიც დაეცა სადარბაზოს წინ ავტოსადგომზე მდგარ ,,ნისანის“ ფირმის ავტომობილს. აღნიშნულის შესახებ მოწმემ და სხვა თანამშრომლებმა აცნობეს ზემოთ - ბრალდებულის ბინაში ასულ ოპერატიულ ჯგუფს. დაახლოებით 1-2 წუთში იმავე ფანჯრიდან, საიდანაც პარკი გადმოაგდეს, გადმოიხედა გამომძიებელმა ლ---- მ-------მა. ადგილზე დათვალიერდა გადმოგდებული პაკეტი. პაკეტში მოთავსებული იყო აბები, როგორც ფხვნილის, ისე მთლიანი და ნატეხი სახით, დაცემის შედეგად აბები იყო დაზიანებული. მოწმემ გაიგო, რომ ბინაში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოღებულ იქნა მსგავსი აბები, ასევე ფულადი თანხა და სხვადასხვა ნივთები. მოწმემ განმარტა, რომ ბინაში ირანის მოქალაქე ქალბატონი იყო მარტო.
იგივე ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმე მ--–---- ქ-----–---–მა და დამატებით განმარტა, რომ მოცემულ საქმესთან დაკავშირებით შედგა 10 კაციანი ოპერატიული ჯგუფი, მისი, ლ---- მ-------ის, შ---- პ----–----ის, გ------- რ------–---–ის და ვ-------- ქ--------ის წევრობით. ოპერატიული ჯგუფის რამდენიმე წევრი ავიდა ბ--------ში, ხოლო მ--–---- ქ-----–---–ი, ვ-------- ქ--------ე და შ---- პ----–----ი სადარბაზოს შესასვლელთან დარჩნენ, რა დროსაც მეშვიდე სართულის ფანჯრიდან ახალგაზრდა შავგვრემანმა გოგონამ გადმოაგდო პაკეტი, რომელიც დაეცა იქვე მდგარ ავტომანქანას. ვ-------- ქ--------ემ აღნიშნულის შესახებ შეატყობინა ბინისკენ წასულ თანამშრომლებს, მალევე ლ---- მ-------მა გადმოიხედა იმავე ფანჯრიდან და უთხრა, რომ უკვე ბინაში იყვნენ. გადმოგდებულ პოლიეთილენის პაკეტში აღმოჩნდა ბევრი აბი, ასევე კონტეინერი, რომელშიც სხვადასხვა ფერის აბები იყო.
იგივე ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმე გ------- რ------–---–მა და დამატებით განმარტა, რომ მანვე მონაწილეობა მიიღო საგამოძიებო ექსპერიმენტში და გამოძიებას აჩვენა, საიდან გადაიხედა ქალბატონმა და გადააგდო პოლიეთილენის პაკეტი აბებით.
სასამართლო სხდომაზე მოწმე შ---- პ----–----მა განმარტა, რომ 2018 წლის 02 მარტს პროკურორის დავალებით რამდენიმე თანამშრომელთან ერთად წავიდა მ--------------–---ში, რადგან მათ დაკავებული ყავდათ ნარკოტიკული საშუალების შემძენი მ---- ბ--------–---–ი, რომელსაც მონაწილეობა უნდა მიეღო საკონტროლო შესყიდვაში. დეტექტივების განყოფილებიდან იყვნენ: მოწმე, მ--–---- ქ-----–---–ი, ვ-------- ქ--------ე, ლ---- მ-------ი, გ------- რ------–---–ი, ასევე მ--------------–---ს რამდენიმე თანამშრომელი. დაინომრა ფული საკონტროლო შესყიდვისთვის და გაემართნენ ჭ---------------------. საგამოძიებო ჯგუფს გადანაწილებული ქონდა ფუნქციები. მ---- ბ--------–---–ი შეხვდა გამსაღებელ პირს და დანიშნული კუპიურებით შეიძინა ნარკოტიკული საშუალება. საგამოძიებო მოქმედების შემდეგ ამოღებული იქნა ნარკოტიკული საშუალება და დააკავეს გამსაღებელი. საგამოძიებო ჯგუფი ცდილობდა დაედგინა, თუ სად ცხოვრობდა დაკავებული პიროვნება, რადგან თავად ბრალდებული არასწორ მისამართებს აწვდიდა. საცხოვრებელი ბინის ძებნისას მ--------------–---ს ერთ-ერთ თანამშრომელს დაურეკა ხელმძღვანელმა და უთხრა დაკავებული პიროვნების საცხოვრებელი ბინის მისამართი - ქ-----------------------------------------------–------. ინფორმაციის თანახმად, ბინაში შესაძლებელია ყოფილიყო დაკავებული პიროვნების თანამზრახველი ირანელი გოგონა. მოწმე რამდენიმე თანამშრომელთან ერთად ავიდა ბინაში მე-7 სართულზე, დააკაკუნეს კარზე, ბინიდან ისმოდა სიარული ხმა. როგორც ქართულად, ისე ინგლისურ ენაზე განუმარტეს სახლში მყოფს, რომ იყვნენ პოლიციის თანამშრომლები. პარალელურად ლ---- მ-------ს დაურეკა ქვემოთ მყოფმა ვ-------- ქ--------ემ და უთხრა, რომ აღნიშნული ბინის ფანჯრიდან გადააგდეს პოლიეთილენის პარკი, რომელიც დაეცა ქვემოთ მდგარ ავტომანქანას სახურავზე. საგამოძიებო ჯგუფი შევიდა ბინაში, იქ მყოფი ამჟამად ბრალდებული მანდილოსანი იყო შეშინებული და ტიროდა. ლ---- მ-------მა საძინებლის ფანჯრიდან გადაიხედა ქვემოთ, რა დროსაც ვ-------- ქ--------ემ დაიძახა, რომ ზუსტად იმ ფანჯრიდან გადააგდეს პარკი. საძინებელში მდგარი კარადის ზედაპირიდან ამოღებული იქნა ჩანთა, რომელშიც იყო მოვარდისფრო და მოყავისფრო ფერის აბები და ფხვნილი, ხოლო კარადის გვერდიდან ამოღებული იქნა დაახლოებით 2000 ლარი.
იგივე ფაქტობრივი გარემოება დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმე ლ---- მ-------მა და დამატებით განმარტა, რომ კონკრეტულ ბინასთან მისვლისას ბინიდან ისმოდა ფაჩუნის ხმა, იმავე დროს სადარბაზოსთან მყოფმა ვ-------- ქ--------ემ დაურეკა და უთხრა, რომ მეშვიდე სართულიდან ვიღაცამ გადააგდო პოლიეთილენის დიდი პარკი. შესაბამისად, მოწმე და მისი თანამშრომელი ძალის გამოყენებით შევიდნენ ბინაში, სადაც დახვდათ სახლის ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა გოგო. მოწმემ გადაიხედა და თავის დაბლა მდგომ თანამშრომელს უთხრა, რომ ბინაში იყო და იკითხა იმ ფანჯრიდან გადაგდეს თუ არა პაკეტი, საიდანაც იყურებოდა, ვ--------მა დაუდასტურა, რომ ზუსტად იმ ფანჯრიდან გადააგდეს. სახლის ჩხრეკის შედეგად ამოიღეს ფულადი თანხა, ასევე პატარა ყვითელი ელექტროსასწორი და მოყავისფრო ფერის აბები და ფხვნილი. მოწმემ დაადასტურა, რომ როდესაც ეზოში გადაიხედა, შავი ფერის ავტომანქანის სახურავზე ეგდო დიდი პაკეტი.
სასამართლო სხდომაზე მოწმე ზ------ ო-----–---–მა განმარტა, რომ 2018 წლის 2 მარტს მეწყვილესთან ერთად მონაწილეობა მიიღო ბინის ჩხრეკაში. ბინაში იმყოფებოდა უცხოენოვანი ქალი, თარჯიმანი, გამომძიებლები, მათ შორის ორი გამომძიებელი ქალი, ასევე ბინის მეპატრონე. ბინის ჩხრეკის შედეგად საძინებელში, კარადის თავზე მუყაოს კოლოფიდან ამოღებულ იქნა მცირე ზომის ხელჩანთა, რომელშიც მოთავსებული იყო მცირე პოლიეთილენის პაკეტებში მოთავსებული სხვადასხვა ფერის ფხვნილი და აბის ნატეხები, ასევე ელექტრო სასწორი. კარადის გვერდიდან ამოღებულ იქნა ფულის შეკვრა. ადგილზე მისვლისას კორპუსთან პატრულის სხვა თანამშრომლებიც იყვნენ, რომლებიც დაზიანებულ მანქანასთან იდგნენ, რაც გამოიწვია სახლიდან გადმოგდებულმა პოლიეთილენის პარკმა, ავტომანქანის მეპატრონეც იქ იყო. ქალბატონს გააცნეს ამოღების ოქმი თარჯიმნის მეშვეობით, მაგრამ მან ხელი არ მოაწერა.
სასამართლო სხდომაზე მოწმე მ--- თ----------მ განმარტა, რომ 2018 წლის 02 მარტს გ-–-----------–-----------------------–---ს დაკავებული ყავდა მ---- ბ--------–---–ი, რომელიც თანამშრომლობდა გამოძიებასთან. შესაბამისად, მას საკონტროლო შესყიდვისთვის გადაეცა 1000 ლარი. გაემართნენ ჭ-------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე და განთავსდნენ, რა დროსაც მ---- ბ--------–---–მა მამაკაცისგან შეიძინა ნარკოტიკული საშუალება. იმავე დროს საგამოძიებო ჯგუფი გადმოვიდა მანქანიდან და თარჯიმნის მონაწილეობით დააკავეს გამსაღებელი, ასევე მ---- ბ--------–---–ისაგან ამოიღეს საკონტროლო შესყიდვის ფარგლებში შეძენილი ნარკოტიკული საშუალება, დაახლოებით 40 აბი. დაკავებული მამაკაცი კითხვაზე თუ სად ცხოვრობდა, არაფერს ამბობდა, საგამოძიებო ჯგუფმა დაიწყო ძებნა, რა დროსაც მ--------------–---ს ერთ-ერთ თანამშრომელს ხელმძღვანელმა შეატყობინა დაკავებულის მისამართი. გამოიძახეს კრიმინალისტები და მ--- თ----------, ნ---- ბ---------–- და სხვა თანამშრომლები ავიდნენ დაკავებულის ბინასთან. სახლიდან ისმოდა ხმა, დააკაკუნეს კარზე, იმავე დროს ერთ-ერთ თანამშრომელს დაურეკა ერთ-ერთმა სადარბაზოსთან დარჩენილმა ჯგუფის წევრმა და უთხრა, რომ მითითებული ბინის ფანჯრიდან გადააგდეს პოლიეთილენის პაკეტი, რომელიც დაეცა იქვე მდგარ ავტომანქანას. ბინაში შესვლისას იქ იმყოფებოდა ს------- ლ---------------------ი. ლ---- მ-------ი შევიდა საძინებელში, რა დროსაც დაუძახეს ქვემოდან, რომ სწორედ იქიდან გადააგდეს პოლიეთილენის პაკეტი. საძინებელში მდგარი კარადის გვერდიდან ამოიღეს ფულადი თანხა, ხოლო კარადაზე არსებული მუყაოს ყუთიდან ქალის პატარა ჩანთა, მასში მოთავსებული პატარა ელექტრო სასწორით და სხვადასხვა ფერის ნარკოტიკული საშუალებებით, რომლებიც ექსპერტ კრიმინალისტების მიერ დაილუქა.
სასამართლო სხდომაზე მოწმე ლ---- ყ---–---ამ განმარტა, რომ ყავს 2010 წლიანი შავი ფერის ,,ნისანის“ ფირმის ავტომანქანა, სახელწიფო ნომრით O--------. 2018 წლის 02 მარტს ძმასთან იმყოფებოდა სტუმრად, რა დროსაც დაინახა, რომ მის ავტომანქანასთან კ--------–----------–-–--- რამდენიმე თანამშრომელი ატარებდა საგამოძიებო მოქმედებას. ამასთან, ავტომანქანის სახურავზე ეგდო საშუალო ზომის ლურჯი პოლიეთილენის პაკეტი. გაარკვია, რომ ვიღაცამ ბინიდან გადააგდო პაკეტი, რომელიც დაეცა მის ავტომანქანას. ლ---- ყ---–---ამ დარეკა სსიპ ,,112-ში“ და დააფიქსირა ავტომანქანის დაზიანების ფაქტი, რათა გადაეცათ მისთვის ოქმი. მოწმემ დაადასტურა, რომ კ--------–----------------–-–--- თანამშრომლების მიერ მისი თანდასწრებით დაილუქა პაკეტიდან ამოღებული ნივთები, მანვე ამოღების ოქმსაც მოაწერა ხელი. პაკეტში იყო მოწითალო და მოყვითალო აბები. ავტომანქანას მიადგა 750-950 ლარამდე ზიანი და დღემდე არ შეუკეთებია.
ბრალდებულმა მ------ ს--–--მა გარდა ნარკოტიკული საშუალების ჯგუფურად შეძენა-შენახვის ფაქტისა, სრულად აღიარა წარდგენილი ბრალდება, მათ შორის გასაღების ნაწილშიც, თუმცა სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა.
სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა ს------- ლ---------------------მა არ აღიარა ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა და განმარტა, რომ საქართველოში ჩამოვიდა 2017 წლის ნოემბერში სასწავლებლად, დაახლოებით 2 თვე ცხოვრობდა ახლობელ - მ------ ს--–--თან, რომელიც გაიცნო საქართველოში და რომელიც მუშაობდა ირანში ტურისტულ კომპანიაში. ბინაში, სადაც დააკავეს, 1 კვირის გადასულები იყვნენ. 2018 წლის 2 მარტს დაახლოებით 2100-2200 საათზე მ------ ს--–--ი გავიდა სახლიდან და კარი გასაღებით გარედან ჩაკეტა, თავად კი დაიძინა, რა დროსაც ბინაში პოლიციელები შევიდნენ. მათი კაკუნი ვერ გაიგო, რადგან საძინებლის კარი დაკეტილი ჰქონდა. ორი პოლიციელი საუბრობდა ქართულად, ანახეს მ------ის და სხვა ბიჭების დაკავების ვიდეო, ეკითხებოდნენ იცნობდა თუ არა. 2 საათი ელოდებოდნენ თარჯიმნისა და ქალი პოლიციელების მისვლას. შემდეგ თარჯიმნის მეშვეობით უთხრეს, რომ მ------ი ნარკოტიკების გამო დააკავეს, ასევე ანახეს პაკეტის სურათი და კითხეს, მან გადააგდო თუ არა, რაც მან უარყო. ექსპერტ კრიმინალისტების მისვლის შემდეგ დაიწყეს ბინის ჩხრეკა, საძინებელში ჩაშენებულ კარადასთან იპოვეს ფული და ნარკოტიკები. ბრალდებულმა განმარტა, რომ საძინებლის კარადას ორი მხარე ჰქონდა, ერთს თავად იყენებდა, მეორეს კი მ------ი. კარადიდან ამოღებული ქალის ჩანთა და ფული მისი არ არის და პირველად ნახა მაშინ. ასევე პირველად ნახა ფანჯრიდან გადაგდებული პოლიეთილენის პაკეტი. ბრალდებულმა განმარტა, რომ არასდროს მოუხმარია ნარკოტიკი და არ იცის, მ------ ს--–--ი მოიხმარდა თუ არა. მ----ამ ბ--------–---–ს იცნობს მ------ის ინტერნეტ საკომუნიკაციო პროგრამა - ,,Instagram-იდან“, თუმცა პირადად არასდროს უნახავს. ამასთან, სახლს მხოლოდ კარი აქვს, რომელიც აივანზე გადის და არ აქვს ფანჯარა.
სასამართლო სხდომაზე ასევე გამოკვლეული იქნა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებები, მათ შორის:
2018 წლის 3 მარტის ადგილმდებარეობის დათვალიერების ოქმის თანახმად თბილისში, ლ---------------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ავტოსადგომზე მყოფი ,,ნისანის“ ფირმის ავტომანქანის (სახელმწიფო ნომრით O--------) სახურავზე დევს დიდი ზომის ლურჯი ფერის პოლიეთილენის პაკეტი, თავმოკრულ მდგომარეობაში. პოლიეთილენის პაკეტში არსებულ პაკეტებში აღმოჩნდა მოყავისფრო-მოოქროსფრო ფერის და მოწითალო ფერის აბები, აბის ნატეხები და ფხვიერი მასა, მოთეთრო ფერის პლასტმასის გამჭირვალე კონტეინერში მოთავსებული მოყავისფრო-მოოქროსფერო აბები, აბის ნატეხები და ფხვიერი მასა, თეთრი ფერის გამჭვირვალე ლურჯ სახურავიან კონტეინერში მოთავსებულ პოლიეთილენის სამედიცინო პაკეტებში მოთავსებული მოყავისფრო-მოოქროსფერო და მოწითალო ფერის აბები, აბის ნატეხები და ფხვიერი მასა, ლითონის კონტეინერში ბალახოვანი მასა, ასევე ლურჯი ფერის დიდი ზომის პოლიეთილენის პაკეტში მოწითალო ფერის აბები, აბის ნატეხები და ფხვიერი მასა.
2018 წილს 03 მარტის ბინის ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ ჩხრეკა ჩატარდა თბილისში, ლ---------------------------–----------------------ში, საიდანაც ამოღებულ იქნა ფული, ელექტრო სასწორი და აბები, აბის ნატეხები და ფხვნილი. ოქმის შინაარსი მისთვის გასაგებ სპარსულ ენაზე ს------- ლ---------------------ს უთარგმნა თარჯიმანმა მ--- ბ------მ. ოქმს ხელს აწერს ს------- ლ---------------------ი.
სასამართლო სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ ბრალდების მხარის მტკიცებულებების დიდ ნაწილზე, როგორც უდავო მტკიცებულებებზე, მათ შორის ექსპერტიზის დასკვნებზე, ფარული საგამოძიებო მოქმედების ამსახველ ვიდეოჩანაწერზე, მოწმეთა ჩვენებებზე, რამაც პრეიუდიციული შინაარსი შეიძინა და სასამართლომ გამოკვლევის გარეშე მიიღო ამ მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები.
სასამართლო განმარტავს, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა, ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი იურიდიული კვალიფიკაციის მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას.
საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, არავინ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. იმავე კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ამავე კოდექსის 269-ე მუხლის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის დასაშვებობისა და უტყუარობის თავალსაზრისით.
რელევანტური მტკიცებულება ადასტურებს ან უარყოფს ინფორმაციას მტკიცების საგანთან დაკავშირებით. ამასთან, მტკიცებულებების შეფასებისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება, მათი უტყუარობის საკითხის გადაწყვეტას, ვინაიდან საბოლოო ჯამში, სასამართლო მტკიცებულებებს აფასებს სისხლის სამართლის კოდექსისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა დაცვით, შინაგანი რწმენის საფუძველზე, რადგან სასამართლომ უნდა შეაფასოს, თუ სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილი ყველა მტკიცებულება ცალ-ცალკე და საბოლოოდ - ერთობლივად, რამდენად უტყუარი და საკმარისია პირის გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დამნაშავედ ცნობის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად.
გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი ზოგჯერ აღიწერება როგორც უტყუარობის ის დონე, რომელიც ადამიანმა თავის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მისაღებად უნდა გამოიყენოს.
გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი არ გულისხმობს ყველა შესაძლო ეჭვს მიღმა მტკიცებას, ან მტკიცების მათემატიკურ უტყუარობას. შესაძლო ეჭვი, ან ეჭვი, რომელიც ეფუძნება ვარაუდს, ან წინათგრძნობას, არ არის გონივრული ეჭვი. გონივრული ეჭვი არის საკმაო ეჭვი, რომელიც ეფუძნება მიზეზს, ლოგიკას, საღ აზრს, ან გამოცდილებას. ეს არის ეჭვი, რომელიც, ჩვეულებრივ საღად მოაზროვნე ადამიანს გაუჩნდება, მას შემდეგ, რაც ყურადღებით აწონის მტკიცებულებას და არ შეყოყმანდება გადაწყვეტილების მიღებაში.
რაც შეეხება მტკიცებულებათა საკმარისობას, ერთობლიობას, მტკიცებულებათა ერთობლიობა ერთმანეთთან უნდა იყოს შეთანხმებული, ანუ მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი, ისინი უნდა იყვნენ ურთიერთთავსებადი, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი ერთსა და იმავე გარემოებებზე უნდა უთითებდნენ და ერთსა და იმავე ფაქტებს უნდა ადასტურებდნენ. მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს აშკარა, ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. იგი უნდა ადგენდეს პირის მიერ ქმედების ჩადენას და ეჭვის გაჩენის საფუძველი არ უნდა აჭარბებდეს დასაშვებ, გონივრულობის ზღვარს. ამასთან, მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს დამაჯერებელი, ანუ ურთიერთშეთანხმებული, აშკარა და უტყუარი მტკიცებულებები უნდა იყოს დამაჯერებელი, ობიექტური, ნეიტრალური და გონივრულად მოაზროვნე პირისათვის, რათა იგი დარწმუნდეს ბრალდებული პირის მიერ დანაშაულის ჩადენაში და არ გაუჩნდეს ისეთი კითხვები, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Barbera v. Spain (1988 no: 10590/83 77) განმარტა, რომ მტკიცების ტვირთი მხოლოდ ბრალდების მხარის ვალდებულებაა და ნებისმიერი სახის ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. სტრასბურგის სასამართლომ საქმეში Higgins v. France (1998 წლის 19 თებერვალი) განმარტა დასაბუთების ნაკლებობის შესახებ და მიუთითა, რომ საქმეში არსებულ მტკიცებულებების მიმართ წარმოშობილი ეჭვების დასაბუთების ნაკლებობა ჩაითვლება ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევად. სტრასბურგის სასამართლო ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ გადაწყვეტილებებში დასაბუთებული უნდა იყოს კონკრეტული არგუმენტებით და საფუძვლებით, რა თქმა უნდა ისეთი საფუძვლებით, რომელიც არ იწვევს ეჭვებს და რომელიც არ წარმოადგენს ვარაუდებს (Ruiz Torija v. Spain 09.02.1994 no.18390/91 &28-29; Hiro Balani v. Spain 09.02.1994 18064/91 &26-28; Higgins And Other v. France 19.02.1998 no:134/1996/753/952 &40-42). სტრასბურგის სასამართლოს განმარტებით მნიშვნელოვანია, რომ სასამართლოს სწორად და სამართლიანად შეამოწმოს მტკიცებულებების სანდოობა, საიმედოობა და სიზუსტე (Khan v. the United Kingdom, no 35394/97, 34; Bykov v. Russia, no.4378/02, 95).
სასამართლო მიუთითებს - იმისათვის, რომ წარდგენილი ბრალდებით პირის მსჯავრდება მოხდეს, უნდა არსებობდეს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება პირველ რიგში ფაქტის არსებობა, შემდეგ უნდა არსებობდეს უტყუარ და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდება ბრალდებულის დანაშაულებრივი კავშირი ფაქტთან და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება უკვე ქმედების სამართლებრივი შეფასება.
სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა და გასაღება. დანაშაულის ობიექტია საზოგადოების ჯანმრთელობა და ნარკოტიკული საშუალების ბრუნვის კანონით განსაზღვრული წესი. ამ წესს არეგულირებს ,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოტიკული დახმარების შესახებ” საქართველოს კანონი. რაც შეეხება თავად დანაშაულის სპეციფიკას და ხასიათს - ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვას და მის გასაღებას, როგორც წესი ასეთი ქმედებების განხორციელება ხდება შენიღბულად, სხვებისაგან დაფარულად და არა მოწმეთა თანდასწრებით და საჯაროდ, რომ ვინმე აპირებს აღნიშნულს.
დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება პირის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვაში და გასაღებაში. სამართლებრივი განმარტებიდან გამომდინარე უკანონო შეძენა გულისხმობს პირის მიერ ნარკოტიკული საშუალების შეძენას ნებისმიერი საშუალებით, ეს იქნება ყიდვა, ჩუქება, პოვნა თუ სხვა ხერხი, აღნიშნულის შემდეგ კი შენახვას, ბრუნვის კანონით დადგენილი წესის დარღვევით და სათანადო ნებართვის გარეშე, რაც შეეხება ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღებას, აღნიშნული გულისხმობს სხვა პირისათვის გადაცემას ასევე ნებისმიერ საშუალებით - მიყიდვა, ჩუქება და სხვა.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილია ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა, რომ მ------ ს--–--მა ჩაიდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ უკანონოდ შენახვა, ასევე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება, ხოლო ს------- ლ---------------------მა ჩაიდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ უკანონოდ შენახვა.
სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეების ჩვენებებით და დაცვის მხარის მიერ უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით: მოწმეთა ჩვენებებით, ექსპერტის დასკვნებით, მ---- ბ--------–---–ის პირადი ჩხრეკის ოქმითა და ამოღებული ნივთებით, ამოღების ოქმით, ამოღებული ნივთიერებებით, ფარული საგამოძიებო მოქმედებების ამსახველი მასალებით, ბრალებულ მ------ ს--–--ის დაკავებისა და ჩხრეკის ოქმით, ამოღებული ფულადი თანხით, ექსპერტიზის დასკვნებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით სასამართლოს გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიაჩნია ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები.
რაც შეეხება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ნარკოტიკული საშუალების შეძენას და შენახვას, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლით წარდგენილი ბრალდების მაკვალიფიცირებელ ნიშნებზე, როგორიცაა ქმედება ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ. საქართველოს სსკ-ის 27-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად დანაშაული ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებითაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში მონაწილენი წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად.
ამასთან, მნიშვნელოვანია თავად ურთიერთშეთანმხების, როგორც პროცედურის, სამართლებრივი შეფასება, ვინაიდან, აღნიშნული არ გულისხმობს რაიმე მზა რეცეპტს, ან წინასწარ გაწერილ ,,რეგულაციებს’’. როგორც წესი, დამნაშავეები დანაშაულის ერთობლივად ჩადენაზე შეთანხმების შესახებ არ საუბრობენ საჯაროდ, არამედ შენიღბულად, საიდუმლოდ, რომ მათი ერთობლივი განზრახვა და შეთანხმება წინასწარ არ გახდეს ცნობილი სხვა პირთათვის.
იმ პირობებში, როდესაც ბრალდებული ს------- ლ---------------------ი არ აღიარებს დანაშაულის ჩადენას, ხოლო მ------ ს--–--ი აცხადებს, რომ მან დამოუკიდებლად შეიძინა, შეინახა და გაასაღა ნარკოტიკული საშუალება, რომ ს------- ლ---------------------ისათვის ამის შესახებ ცნობილი არ იყო, როდესაც ბრალდების მხარის მიერ დამატებით ვერ იქნა მოპოვებული რაიმე სახის მტკიცებულება მათი შეთანხმების შესახებ, ეჭქვეშ დგება ფაქტი - ბრალდებულებს შორის წინასწარი შეთანხმება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენასთან დაკავშირებით. შესაბამისად, ორივე ბრალდებულს წარდგენილი ბრალდებიდან - განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების წინასწარი შეთანმხებით ჯგუფის მიერ შეძენა - შენახვიდან, უნდა ამოერიცხოს მხოლოდ შეძენის მაკვალიფიცირებელი ნიშანი, ვინაიდან აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება უტყუარად არ დასტურდება საქმეზე გამოკვლეული არცერთი პირდაპირი, თუ ირიბი მტკიცებულებით.
ასეთ ვითარებაში კი საკითხის შეფასებისათვის გადამწყვეტია, არა უშუალოდ დამნაშავეების შეთანხმების ხილული, თუ ხელშესახები ფაქტი, არამედ მათი ერთობლივი ქცევა როგორც ქმედების ჩადენამდე, ასევე, მისი განხორციელების შემდგომ, თუმცა ნარკოტიკული საშუალების წინასწარ შეთანხმებით ერთობლივად შეძენასთან დაკავშირებით სასამართლო სხდომაზე რაიმე პირდაპირი მტკიცებულება არ გამოკვლეულა, ხოლო ს------- ლ---------------------ის ქმედება - სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლების საცხოვრებელ სახლში მისვლისას, ნარკოტიკული საშუალების ფანჯრიდან გადაგდება კი ცალსახად ადასტურებს იმ ფაქტს, რომ მისთვის ცნობილი იყო მ------ ს--–--ის მიერ შეძენილი ნარკოტიკული საშუალების სახლში არსებობა, სწორედ ამ ინფორმაციის საფუძველზე გადაწყვიტა, მოეშორებინა თავიდან უკანონო ნივთები და გადაყარა ფანჯრიდან. ხოლო ის ფაქტი, რომ ზუსტად ანალოგიური ნარკოტიკული საშუალება ამოღებული იქნა მისსავე საძინებელში მდებარე კარადაზე არსებული ქალის ხელჩანთიდან, საფუძველს აცლის ბრალდებულის მოსაზრებას, რომ მისთვის უცნობი იყო სახლში შესაძლო ნარკოტიკული საშუალების არსებობის თაობაზე.
ამასთან, სსკ-ის 25-ე მუხლის მეოთხე ნაწილის შესაბამისად, როცა ამსრულებლის, ან თანამონაწილის მხარეს არის ისეთი ნიშანი, რომელიც ახასიათებს მართლსაწინააღმდეგო მქედებას, მაშინ ეს ნიშანი შეერაცხება სხვა ამსრულებელს, ან თანამონაწილეს, რომლის მხარესაც იგი არ არსებობდა, თუ მას ეს ნიშანი შეცნობილი ქონდა.
ამ გარემოებების გარშემო სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა გამომძიებლების ნაწილმა ვ-------- ქ--------ემ და მ--–---- ქ-----–---–მა დაადასტურეს, რომ თბილისში, ლ-----------------------------თან ყოფნისას, მაშინ როცა საგამოძიებო ჯგუფის სხვა გამომძიებლები მიდიოდნენ ბ--------ში, კორპუსის წინა მხარეს გარედან უყურებდნენ ბინას, რათა კონკრეტული სახლიდან არ გადაეყარათ კანონსაწინააღმდეგო ნივთები. დაახლოებით 3-4 წუთში შავთმიანმა ქალმა ფანჯრიდან გადააგდო დიდი ზომის, ლურჯი ფერის პოლიეთილენის პარკი, რომელიც დაეცა სადარბაზოს წინ ავტოსადგომზე მდგარ ,,ნისანის“ ფირმის ავტომობილს. აღნიშნულის შესახებ ვ--------მა და სხვა თანამშრომლებმა აცნობეს ზემოთ ასულ ოპერატიულ ჯგუფს, დაახლოებით 1-2 წუთში იმავე ფანჯრიდან გადმოიხედა ლ---- მ-------მა და თქვა, რომ უკვე ბინაში იყვნენ. გადმოგდებულ პოლიეთილენის პაკეტში აღმოჩნდა სხვადასხვა ფერის აბები.
თავის მხრივ შ---- პ----–----მა, ლ---- მ-------მა და მ--- თ----------მ დაადასტურეს, რომ ბინაში შესვლისას შეატყობინეს, რომ ფანჯრიდან გადააგდეს პოლიეთილენის პაკეტი, მალევე ლ---- მ-------მა გადაიხედა ფანჯრიდან, რა დროსაც თანამშრომელმა დაუდასტურა, რომ ზუსტად იმ ფანჯრიდან გადააგდეს პაკეტი, საიდანაც იყურებოდა.
გარდა ამისა 2018 წლის 3 მარტის ადგილმდებარეობის დათვალიერების ოქმის თანახმად თბილისში, ლ---------------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ავტოსადგომზე მყოფი ,,ნისანის“ ფირმის ავტომანქანის (სახელმწიფო ნომრით O--------) სახურავზე არსებული დიდი ზომის ლურჯი ფერის პოლიეთილენის პაკეტში აღმოჩნდა მოყავისფრო-მოოქროსფრო ფერის და მოწითალო ფერის აბები, აბის ნატეხები და ფხვიერი მასა, ასევე ბალახოვანი მასა.
ასევე, 2018 წილს 3 მარტის ბინის ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ ჩხრეკა ჩატარდა თბილისში, ლ---------------------------–----------------------ში, საიდანაც ამოღებულ იქნა ფული, ელექტრო სასწორი და აბები, აბის ნატეხები და ფხვნილი. ოქმის შინაარსი მისთვის გასაგებ სპარსულ ენაზე ს------- ლ---------------------ს ეთარგმნა თარჯიმან მ--- ბ------ს მიერ. ოქმს ხელს აწერს ს------- ლ---------------------ი.
გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ მანქანის ზედაპირიდან, მ----ამ ბ--------–---–ის და მ------ ს--–--ის პირადი ჩხრეკის და სახლის ჩხრეკისას ამოღებული ნივთიერებები ერთგვაროვანია.
გარდა ამისა დაცვის მხარის მიერ უდავოდ ცნობილი მ---- ბ--------–---–ის 2018 წლის 4 აპრილის გამოკითხვის ოქმის თანახმად, მ---- ბ--------–---–ი და თ----- კ-----–---–ი იცნობენ მ------ ს--–--ის მეგობარ გოგოს - ს------- ლ---------------------ს და ის დაახლოებით სამჯერ ყავთ ნანახი. პირველად ნახეს 2017 წლის 9 ნოემბერს ღამის კლუბ ,,ს----------–----“ გარეთ, შემდეგ 2018 წლის 9 თებერვალს მ------ ს--–--ის ბინაში, მდებარე თბილისის, ყ----------------–---------–------------------------------–---. აღნიშნულიდან დაახლოებით 3 დღეში იმავე ბინაში კვლავ დახვდათ ს------- ლ---------------------ი, რა დროსაც მ---- ბ--------–---–მა მ------ ს--–--ისგან იყიდა მცირე რაოდენობით მარიხუანა, რასაც ესწრებოდა ს------- ლ---------------------იც.
შესაბამისად, სასამართლო ვერ გაიზიარებს მ------ ს--–--ის განმარტებას, რომ ს------- ლ---------------------ისათვის უცნობი იყო ნარკოტიკული საშუალების არსებობის შესახებ, ასევე დაცვის მხარის მოსაზრებას ს------- ლ---------------------ის უდანაშაულობის შესახებ, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა და ბრალდება ემყარება მხოლოდდამხოლოდ დაინტერესებული პირების - გამომძიებლების ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებებს, რადგან აღნიშნული გარდა მოწმეთა ჩვენებებისა ასევე დადასტურებულია სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებით - ექსპერტის დასკვნით, ამოღების ოქმით, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებით, ფარული საგამოძიებო მოქმედების ამსახველი მასალით და ამოღებული ფულადი თანხით, რომელთა შინაარსიც შესაბამისობაშია გამომძიებლების მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემულ ჩვენებებთან.
დაცვის მხარის აღნიშნული მოსაზრება არ გამომდინარეობს საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებიდან და ემსახურება ბრალდებულების მხრიდან მოსალოდნელი მკაცრი პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას.
მოწმეთა ჩვენებების სანდოობისა და მათი შეფასების კუთხით სასამართლო განმარტავს, რომ იმ პირის (ბრალდებულის) ჩვენება, რომლის წინააღმდეგაც მიმდინარეობს სისხლის სამართლებრივი დევნა, ხშირ შემთხვევაში, არ არის სარწმუნო, ვინაიდან მისი როგორც საქმეში უშუალოდ დაინტერესებული პირის მიერ მოწოდებული ინფორმაცია, შესაძლოა, ნაკარნახევი იყოს დარღვევის დაფარვის, მოსალოდნელი პასუხისმგებლობის თავიდან აცილების და სხვა ქვენა გრძნობით. ასეთი პირის ჩვენება ყოველთვის უნდა შეჯერდეს საქმეზე შეკრებილ სხვა მტკიცებულებებთან. ამასთანავე, მხედველობაშია მისაღები, რომ იმ პირისაგან განსხვავებით, რომლის მიმართაც მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა და რომელიც არ აგებს პასუხს ცრუ ჩვენების მიცემისათვის, ნეიტრალური და საქმის შედეგით არადაინტერესებული მოწმის ჩვენება როგორც წესი მაღალი ინფორმაციულობით გამოირჩევა და ამ ტიპის მოწმე ჩვენებას იძლევა არა უფლების, არამედ თავისი მორალური და იურიდიული ვალდებულებების გამო, რომლის დარღვევამ შესაძლოა გამოიწვიოს მის მიმართ სახელმწიფო იძულების ზომების გამოყენება, მათ შორის სისხლისსამართლებივი პასუხისმგებლობაც.
რაც შეეხება მოწმეთა ჩვენების შეფასებას, სასამართლო განმარტავს, რომ მოწმის ჩვენების ფორმირებამ, როგორც წესი, სამი სტადია უნდა გაიაროს: 1. მოწმის მიერ ამა თუ იმ ფაქტის აღქმა, 2. აღქმული ფაქტის დამახსოვრება და 3. დაკითხვისას ამ ფაქტის კვლავწარმოქმნა. მოწმე ყოველივე იმას, რაც დაინახა, მოისმინა და ა.შ. ერთნაირი სიზუსტითა და სისრულით როდი აღიქვამს. მას შეეძლო ყურადღება მიექცია რაიმე მნიშვნელოვანი მოვლენისათვის, რაც მან თავისი თვალით დაინახა, ან მოისმინა, რადგან მისთვის მაშინ ცნობილი არ იყო, რომ ამ მოვლენის შესახებ მას შემდეგში მოუხდებოდა ჩვენების მიცემა. ასეთ ვითარებაში ერთსა და იმავე ფაქტს სხვადასხვა მოწმე სხვადასხვაგვარად, არაერთგვაროვნად აღიქვამს, იმისდა მიხედვით, თუ ამ ფაქტის რომელმა მხარემ დააინტერესა მოწმე. ამიტომ არის, რომ ზოგჯერ საქმისათვის მნიშვნელოვანი რომელიმე ერთი ფაქტის შესახებ მისი აღმქმელი მოწმეები სრულიად განსხვავებულ ჩვენებას იძლევიან, თუმცა ისინი კეთილსინდისიერნი არიან და ნამდვილად სურთ მხოლოდ სიმართლის ჩვენება. მოწმის მიერ გარკვეული შემთხვევის სწორად აღქმაზე შეიძლება, გავლენა იქონიოს იმ მდგომარეობამ, რომელშიც იმყოფება მოწმე ამ შემთხვევის აღქმის დროს. დადგენილია, რომ აღელვებასა და შიშს შეუძლია მოწმეში გაზვიადებული შთაბეჭდილების გამოწვევა. მოწმის მიერ ამა თუ იმ შემთხვევის აღქმაზე შესაძლოა, გავლენა მოახდინოს ობიექტურმა ფაქტორებმა, როგორიცაა მანძილი მოწმესა და იმ ადგილს შორის, საიდანაც მან აღიქვა ესა თუ ის შემთხვევა, დღისით დაინახა, თუ ღამით, როგორ ამინდში და ა.შ. მოწმის ჩვენების შეფასებისას მხედველობაშია მისაღები ფაქტის აღქმისა და ჩვენების მიცემის მომენტებს შორის განვლილი დროის ხანგრძლივობა. რამდენადაც ხანგრძლივია ეს დრო, იმდენად მეტია ვარაუდი, რომ მოწმემ ბევრი რამ ვერ შეინარჩუნა მეხსიერებაში, უბრალოდ დაავიწყდა.
აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას, რომ მოწმეები ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით ურთიერთგამომრიცხავ ჩვენებებს იძლევიან და სწორედ ამიტომ მათი ჩვენებები არ არის სანდო და უტყუარი და ისინი არ უნდა იქნას გაზიარებული სასამართლოს მიერ, რომ სასამართლო სხდომაზე დაკითხული პოლიციის თანამშრომლები არ იძლევიან ზუსტ და სწორ ჩვენებებს, რადგან მათ მიერ ვერ მოხდა ზოგიერთი ფაქტის აღდგენა-გახსენება და ა.შ.
სასამართლო განმარტავს, რომ მოწმეთა მიერ კონკრეტული ფაქტების ვერ გახსენება, შესაძლებელია გამომდინარეობდეს დროის ინტერვალით და ზოგადად პოლიციის თანამშრომლის სამუშაო სპეციფიკით. ამასთან, მოწმეთა მიერ სასამართლო სხდომაზე ზუსტად იქნა ნაჩვენები ის ფაქტი, რომ ახალგაზრდა გოგონამ მეშვიდე სართულის ფანჯრიდან თუ აივნიდან გადმოაგდო პაკეტი, სადაც შემდგომ აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალებები. სწორედ ამ ფანჯრიდან რამდენიმე წუთში გადმოიხედა პოლიციის თანამშრომელმა, ხოლო იმ კონკრეტულ ბინაში გარდა ს------- ლ---------------------ისა, არავინ იმყოფებოდა, ხოლო იმ ფაქტს, რომ მ------ ს--–--ი და ს------- ლ---------------------ი ერთად ცხოვრობდნენ, არც თავად ბრალდებულები უარყოფენ.
დაცვის მხარე საუბრობს ზოგადად ვერსიებზე და აპელირებს არაარსებითი ხასიათის გარემოებებზე მითითებით, რომ ბრალდებულმა როგორ გადააგდო ფანჯრიდან პაკეტი, მაშინ როცა სახლს არ აქვს ფანჯარა და აქვს მხოლოდ შემინული კარები. ცხადია აღნიშნული საკითხი არის ერთგვარი უზუსტობა, თუმცა მეორეხარისხოვანი და აპრიორი არ გამორიცხავს ბრალდებულებისათვის ბრალად შერაცხული და სასამართლოს მიერ დადგენილი ქმედებების ჩადენას, რადგან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებით ყოველგვარ ეჭვის გარეშე დადასტურდა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების კონკრეტული ფაქტები.
ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ როგორც წესი, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულების გაბათილება შესაძლებელია სხვა კონტრმტკიცებულებით, რაც დაცვის მხარის მიერ არ წარმოდგენილა და ეს არ და ვერ აიხსნება მხოლოდ იმაზე მითითებით, რომ მტკიცების ტვირთი ეკისრება მხოლოდ ბრალდების მხარეს და დაცვის მხარეს ამ პრინციპიდან გამომდინარე, არ აქვს თავისი არგუმენტების წარმოდგენის უფლება, რაც ცხადია შეჯიბრებითობის პირობებში სწორედ მის ინტერესშია. დაცვის მხარეს ბრალდების ამ ნაწილში რაიმე კონტრარგუმენტი, ან მტკიცებულება არ წარმოუდგენია, საუბრობს ზოგადად ვერსიაზე, რაც არ არის გამყარებული რაიმე მტკიცებულებით.
ამდენად, სასამართლოს გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიაჩნია, რომ მ------ ს--–--მა ჩაიდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ უკანონოდ შენახვა, მანვე ჩაიდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება, ანუ დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 8-20 წლამდე ვადით, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას, ხოლო ს------- ლ---------------------მა ჩაიდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ უკანონოდ შენახვა, ანუ დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 8-20 წლამდე ვადით, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას.
სასჯელის დანიშვნისას სასამართლო მხედველობაში იღებს ჩადენილი დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ხასიათს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ბრალდებულის პიროვნებას, მის პასუხისმგებლობის დამამძიმებელ და შემამსუბუქებელ გარემოებებს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სხვა გარემოებებს, რომელიც გავლენას ახდენს სასჯელზე.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულ ს------- ლ---------------------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია, ხოლო ბრალდებულ მ------ ს--–--ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემობაა ბრალის ნაწილობრივი აღიარება, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
სასამართლოსLOმიაჩნია, რომ სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება მაღალი სოციალური საშიშროებისა და ამ ტიპის დანაშაულთა შემდგომი პრევენცია მკაცრ მიდგომებს საჭიროებს სახელმწიფოს მხრიდან. სასამართლო თვლის, რომ ბრალდებულების გამოსწორება შეუძლებელია საზოგადოებისაგან მათი იზოლაციის გარეშე და მათი პიროვნების, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმიდან გამომდინარე, ს------- ლ---------------------ის მიმართ ძირითადი სასჯელის სახით გამოყენებული უნდა იქნას თავისუფლების აღკვეთა 09(ცხრა) წლის ვადით, ხოლო მ------ ს--–--ის მიმართ თავისუფლების აღკვეთა 12(თორმეტი) წლის ვადით, მათვე, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად, უნდა ჩამოერთვათ კანონით განსაზღვრული უფლებები, რაც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, დანაშაულის პრევენციასა და სამართლიანობის აღდგენას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 20-21-ე, 255-ე, 258-ე, 268-269-ე, 277-ე მუხლებით, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მ------ ს--–--ი ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 12(თორმეტი) წლის ვადით.
სასჯელის მოხდის ვადის ათვლა მ------ ს--–--ს დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების ზუსტი დროიდან - 2018 წლის 02 მარტის 2142 საათიდან.
მ------ ს--–--ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახე - პატიმრობა გაუქმდეს.
,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე, მ------ ს--–--ს, როგორც ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელ პირს, 05(ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 15(თხუთმეტი) წლის ვადით ჩამოერთვას საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 20(ოცი) წლის ვადით ჩამოერთვას საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
ს------- ლ---------------------ი ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 09(ცხრა) წლის ვადით.
სასჯელის მოხდის ვადის ათვლა ს------- ლ---------------------ს დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების ზუსტი დროიდან - 2018 წლის 03 მარტის 0426 საათიდან.
ს------- ლ---------------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახე - პატიმრობა გაუქმდეს.
,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე, ს------- ლ---------------------ს, როგორც ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობ პირს, 05(ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 10(ათი) წლის ვადით ჩამოერთვას საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 15(თხუთმეტი) წლის ვადით ჩამოერთვას საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
აღნიშნული შეზღუდვების ვადის დენა დაეწყოთ საპატიმრო სასჯელის მოხდისთანავე.
საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება - ბინის ჩხრეკის ფოტოსურათები 01 ცალ კომპიუტერულ დისკზე, ფარული საგამოძიებო მოქმედების ვიდეო და აუდიო ჩანაწერი 01 ცალ კომპიუტერულ დისკზე, ფარული საგამოძიებო მოქმედების ვიდეო და აუდიო ჩანაწერი კომპიუტერულად დამუშავებული ვერსია 01 ცალ კომპიუტერულ დისკზე, საგამოძიებო ექსპერიმენტისას გადაღებული ფოტომასალა 01 ცალ კომპიუტერულ დისკზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, შენახულ იქნას სისხლის სამართლის საქმესთან ერთად საქმის შენახვის ვადით.
საკონტროლო შესყიდვის შემდგომ მ---- ბ--------–---–ისაგან ამოღებული ნარკოტიკული საშუალება, დალუქული ნომერ F-------- პაკეტში, ბინის ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკული საშუალება, დალუქული ნომერ F-------- პაკეტში, ადგილმდებარეობის დათვალიერებისას ამოღებული ნარკოტიკული საშუალება, დალუქული ნომერ F-------- პაკეტში, მ---- ბ--------–---–ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკული საშუალება, დალუქული ნომერ F--------, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ განადგურდეს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს მხარეების მიერ, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე: ლაშა ჩხიკვაძე