გადაწყვეტილება

სამოქალაქო 25.07.2018
საქმის ნომერი
330210117001877094
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
25.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N2/9271-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

25 ივლისი, 2018 წ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი

სხდომის მდივანი მარიამ სილაგავა

მოსარჩელეები - 1 - ზა-------------–---–ი

წარმომადგენლები - 1 - რო-------------–ი

2 - ქე---------------–---–ი

2 - გი---------–---–ი

3 - ვლ--------------ე

4 - ლე----------ე

5 - ნი-----------–--ა

წარმომადგენელი - რო-------------–ი

მოპასუხე - ა(ა)იპ „საქართველოს ყი----–---------------------–-----------–-ა“

პრეზიდენტი - ილ-------------ი

წარმომადგენელი - ირ---–----–-----–---–ი

დავის საგანი - კრების ოქმების ბათილად ცნობა, მათგან გამომდინარე სამართლებრივი შედეგებით

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ა(ა)იპ „საქართველოს ყი----–---------------------–-----------–-ის“ (--------------------–-–-------------- წევრთა რიგგარეშე N2 კრების ოქმი, მისგან გამომდინარე სამართლებრივი შედეგებით.

 

1.2. ბათილად იქნეს ცნობილი ა(ა)იპ „საქართველოს ყი----–---------------------–-----------–-ის“ (--------------------–-–-------------- წევრთა რიგგარეშე კრების ოქმი, მისგან გამომდინარე სამართლებრივი შედეგებით.

 

1.3. ბათილად იქნეს ცნობილი ა(ა)იპ „საქართველოს ყი----–---------------------–-----------–-ის“ (--------------------–-–------------–-- რიგგარეშე კრების ოქმი, მისგან გამომდინარე სამართლებრივი შედეგებით.

(ს.ფ. 208, ტ.1, 165, ტ.2)

 

სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მითითებულია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა(ა)იპ „საქართველოს ყი----–---------------------–-----------–-ის“ 2----–-–-------------- წევრთა რიგგარეშე კრების ოქმით მოხდა ფ-------–--- გამგეობის წევრთა და ფ-------–--- პრეზიდენტის არჩევა. კრების ოქმი სათანადო წესით დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში. 2----–-–-------------- მოპასუხე მხარის ამჟამინდელმა ხელმძღვანელმა პირებმა, ფ-------–--- წესდებისა და კანონის მოთხოვნათა დარღვევით ჩაატარეს რიგგარეშე კრება და გამგეობის წევრობიდან გადააყენეს მოსარჩელეები, ასევე პრეზიდენტი. კრებაზე აირჩა ახალი გამგეობის წევრები და ახალი პრეზიდენტი. აღნიშნულ კრებასთან დაკავშირებით რეგისტრაციაზე საჯარო რეესტრის მხრიდან დადგინდა ხარვეზი და შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება. 2----–-–-------------- იგივე პირთა მიერ ჩატარდა ახალი რიგგარეშე კრება, კვლავაც წესდებისა და კანონის მოთხოვნათა დარღვევით და კრების საფუძველზე მოხდა ფ-------–--- მართვის ორგანოების ახალი შემადგენლობით რეგისტრაცია. ასევე დარეგისტრირდა წესდებაში შეტანილი ცვლილებები. 2----–-–------------–- ჩატარებული კრებით კი შეიცვალა ფ-------–--- წესდების რედაქცია, შეიცვალა მმართველობის ორგანოები და განისაზღვრა ახალ წევრთა რაოდენობა.

 

მოსარჩელის განმარტებით, გასაჩივრებული კრებების ჩატარება მოხდა საზოგადოების წესდების მოთხოვნათა დარღვევით, მოსარჩელეები ისე გადააყენეს თანამდებობიდან, რომ არც კი მომხდარა მათი კრებაზე მიწვევა. არ ყოფილა შესაბამისი შეტყობინება გამოქვეყნებული წესდებით დადგენილი წესით, ასევე არ მომხდარა კრების მოწვევისა და ჩატარების ვადების დაცვა. საერთოდ გაურკვეველი იყო თუ ვის მიერ მოხდა კრების მოწვევა. საზოგადოების წესდებაში ცვლილებების შეტანით დაირღვა „სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები. კერძოდ, კანონის თანახმად, უმაღლესი მმართველობით ორგანოდ დადგენილია ყრილობა, რომლის სამი მეოთხედი სპორტული ორგანიზაციებით უნდა იყოს წარმოდგენილი.

 

მოსარჩელეებმა წარმოადგინეს დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა, კერძოდ, მოითხოვეს სადავო კრების ოქმების ბათილად ცნობა მისგან გამომდინარე სამართლებრივი შედეგებით, მხარემ დავის იურიდიულ ინტერესად მიუთითა, რომ სადავო კრების ოქმების ბათილად ცნობის შემთხვევაში აღდგება პრივანდელი მდგომარეობა და მოსარჩელეები აღდგებიან თავიანთ შესაბამის თანამდებობებზე. სასამართლო სხდომაზე მოსარჩელეების წარმომადგენელმა მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილება, მოპასუხის წარმომადგენლის და მოსამართლის მითითებაზე მოთხოვნასთან მიმართებაში განმარტა, რომ სასამართლო თუ დააკმაყოფილებდა სარჩელს, თვითონ უზრუნველყოფდა გადაწყვეტილების აღსრულებას. აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღება მოხდა საქმეზე წარმოდგენილი დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნის შესაბამისად. (იხ. ს.ფ. 165, ტ.2)

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე ა(ა)იპ „საქართველოს ყი----–---------------------–-----------–-ის“ წარმომადგენლებმა სარჩელზე წარმოდგენილი შესაგებლითა და სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით სარჩელი არ ცნო.

 

მოპასუხე მხარემ მიუთითა, რომ მოსარჩელეებს დავის მიმართ არ გააჩნიათ იურიდიული ინტერესი, მათ მიერ არ არის გამოკვეთილი კონკრეტული შედეგი, რისი მიღწევაც სურთ. თუკი მოხდება მხოლოდ კრების ოქმების გაბათილება, აღნიშნულით არ მიიღწევა ის შედეგი, რაც მოსარჩელეებს სურთ, ვინაიდან მოთხოვნა არაა მიკუთვნებითი. ფ-------–--- 2----–-–-------------- ამონაწერით განსაზღვრულია წევრთა კონკრეტული ვინაობა და სწორედ ისინი არიან უფლებამოსილი მიიღონ გადაწყვეტილებები ფ-------–--- საქმიანობისა და ხელმძღვანელობის მქონე პირების შესახებ. მოსარჩელეები არასდროს გამხდარან ფ-------–--- წევრები, შესაბამისად მოპასუხე არ აღიარებდა და არ ცნობდა მათ წევრობას. აღნიშნულის გათვალისწინებით არც უნდა მომხდარიყო მათი კრებებზე მიწვევა. რომც ჩათვლილიყვნენ მოსარჩელენი საზოგადოების წევრებად, მათ მიერ 2----–-–------------–- გამართულ კრებაზე ცვლილება შევიდა წესდებაში, რომლის თანახმადაც დავა ექვემდებარება ლ------------------- არბიტრაჟის სასამართლოს და შესაბამისად, მოპასუხემ საქმის არსებითად განხილვისას იშუამდგომლა საქმის წარმოების შეწყვეტა. მხარემ მიუთითა, რომ იგი ადასტურებდა მხოლოდ მოსარჩელე ზა-------------–---–ის წევრობას, თუმცა ფ-------–--- გადაწყვეტილებით იგი გადაყენებულ იქნა გამგეობის წევრობიდან. შესაბამისად, სრულიად უსაფუძვლო იყო გასაჩივრებული კრების ოქმების ბათილად ცნობის თაობაზე მოთხოვნა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2----–-–------------------- „საქართველოს ყი----–---------------------–-----------–-ა“ რეგისტრირებულია ვ---------------–--- სასამართლოს მიერ, არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირად.

 

(მტკიცებულება: ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, ტომი I, ს.ფ. 99-100)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. ა(ა)იპ „საქართველოს ყი----–---------------------–-----------–-ის“ წესდების თანახმად (2----–-–------------------- მდგომარეობით), ფ-------–--- მართვის ორგანოებს წარმოადგენენ ფ-------–--- წევრთა კრება და ფ-------–--- გამგეობა (მუხლი 6). წესდების მე-7 მუხლის მიხედვით, ფ-------–--- წევრთა საერთო კრების მოწვეა ხდება გამგეობის მიერ წელიწადში ერთხელ მაინც, ხოლო რიგგარეშე კრების მოწვევა შესაძლებელია ფ-------–--- გამგეობის, ფ-------–--- პრეზიდენტის ან ფ-------–--- წევრთა ორი მესამედის წერილობითი მოთხოვნით. კრების მოწვევის თაობაზე ინფორმაცია უნდა გაცხადდეს პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა რომელიმე საშუალებით, კრებამდე ერთი კვირით ადრე მაინც. კრება უფლებამოსილია გამოცხადებულ წევრთა რაოდენობის მიუხედავად, ხოლო გადაწყვეტილების მიღება კი ხდება დამსწრე პირთა ხმების უბრალო უმრავლესობით.

 

წესდების მე-8 მუხლის შესაბამისად, ფ-------–--- ხელმძღვანელ ორგანოს წარმოადგენს გამგეობა, რომელიც შედგება ხუთი წევრისაგან, მათი არჩევა ოთხი წლის ვადით ხდება ფ-------–--- წევრთა კრების მიერ. წესდების მე-3 მუხლის თანახმად კი ფ-------–--- წევრდ მიღების თაობაზე გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოს წარმოადგენს გამგეობა.

 

(მტკიცებულება: ა(ა)იპ „საქართველოს ყი----–---------------------–-----------–-ის“ წესდება, ტომი I, ს.ფ. 35-45)

 

3.2.2. 2----–-–------------- ჩატარებული ა(ა)იპ „საქართველოს ყი----–---------------------–-----------–-ის“ წევრთა რიგგარეშე კრების ოქმის თანახმად, კრებას ესწრეობდა ფ-------–--- ცხრა წევრი. კრებაზე მიღებული გადაწყვეტილებით, დღის წესრიგით გათვალისწინებულ სხვა საკითხებთან ერთად, ფ-------–--- გამგეობის წევრებად არჩეულ იქნენ - ზა-------------–---–ი, ლე----------ე, ნი-----------–--ა, ვლ--------------ე და გი---------–---–ი. ფ-------–--- პრეზიდენტად არჩეულ იქნა ზა-------------–---–ი.

 

(მტკიცებულება: 2----–-–-------------- რიგგარეშე კრების ოქმი, ტომი I, ს.ფ. 18-24)

 

3.2.3. 2----–-–------------- გამართულ ა(ა)იპ „საქართველოს ყი----–---------------------–-----------–-ის“ წევრთა რიგგარეშე N2 კრების ოქმის მიხედვით, კრებას ესწრებოდა ფ-------–--- ყველა წევრი (რვა წევრი). კრებაზე მიღებული გადაწყვეტილებით, ფ-------–--- გამგეობის წევრებიდან გადაყენებულ იქნენ გი---------–---–ი, ზა-------------–---–ი, ვლ--------------ე, ლე----------ე, ნი-----------–--ა და გამგეობის ახალ წევრებად აირჩნენ ილ-------------ი, მა------–------–-–---–------------------–---–---------–---------–---–------------–----------–---–ი. ამავე ოქმის თანახმად, ფ-------–--- პრეზიდენტი - ზა-------------–---–ი გადაყენებულ იქნა თანამდებობიდან და პრეზიდენტად არჩეულ იქნა ილ-------------ი, ხოლო ვიცე-პრეზიდენტად გო------------–---–ი. კრებაზე მიღებული გადაწყვეტილებით ასევე შეიცვალა ფ-------–--- მისამართი, განისაზღვრა დამფუძნებელი პირები და ცვლილებები შევიდა წესდებაში, რომლის მიხედვითაც ფ-------–--- უმაღლეს მართვის ორგანოდ განისაზღვრა დამფუძნებელთა კრება.

 

(მტკიცებულება: 2----–-–-------------- წევრთა რიგგარეშე კრების ოქმი N2, ტომი I, ს.ფ. 25-28)

 

3.2.4. ა(ა)იპ „საქართველოს ყი----–---------------------–-----------–-ის“ 2----–-–-------------- გამგეობის სხდომის ოქმის თანახმად, გამგეობის სხდომას ესწრებოდა გამგეობის ხუთივე წევრი. სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, „სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ფ-------–--–- გაწევრიანდა სამი სპორტული ორგანიზაცია. ასევე ფ-------–--- წესდების ახალი რედაქციის დამტკიცების მიზნით, დადგინდა ფ-------–--- წევრთა რიგგარეშე კრების მოწვევის თარიღი.

 

(მტკიცებულება: 2----–-–-------------- გამგეობის სხდომის ოქმი, ტომი I, ს.ფ. 54-56)

 

3.2.5. 2----–-–-------------- ა(ა)იპ „საქართველოს ყი----–---------------------–-----------–-ის“ წევრთა რიგგარეშე კრების ოქმის შესაბამისად, კრებას ესწრებოდა ფ-------–--- ყველა წევრი (რვა წევრი). დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებთან დაკავშირებით, კრების გადაწყვეტილებით მოხდა გამგეობის წევრების უფლებამოსილების შეწყვეტა და გამგეობის ხუთი ახალი წევრის არჩევა, შემდეგი შემადგენლობით: ილ-------------ი, მა------–------–-–---–------------------–---–---------–---------–---–------------–----------–---–ი. ასევე მოხდა ფ-------–--- მოქმედი პრეზიდენტის გათავისუფლება და ახალ პრეზიდენტად არჩეულ იქნა ილ-------------ი, ხოლო ვიცე-პრეზიდენტად გო------------–---–ი. კრებაზე მიღებული გადაწყვეტილებით, ასევე შეიცვალა ფ-------–--- მისამართი და წესდებაში შესული ცვლილების შესაბამისად, ფ-------–--- მართვის უმაღლეს ორგანოდ ჩამოყალიბდა ფ-------–--- დამფუძნებელთა კრება.

 

(მტკიცებულება: 2----–-–-------------- წევრთა რიგგარეშე კრების ოქმი, ტომი I ს.ფ. 31-34)

 

3.2.6. 2----–-–------------–- ჩატარებულ ა(ა)იპ „საქართველოს ყი----–---------------------–-----------–-ის“ დამფუძნებელთა რიგგარეშე კრების ოქმის მიხედვით, კრებას ესწრებოდა ყველა დამფუძნებელი (რვა წევრი) და გამგეობის წევრები (ოთხი წევრი). კრებაზე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, შეიცვალა ფ-------–--- უმაღლესი ორგანო და დამფუძნებელთა კრების სანაცვლოდ განისაზღვრა ყრილობა, ხოლო ყრილობის წევრებად განისაზღვრა ფ-------–--- ათი წევრი. ასევე ცვლილება შევიდა წესდებაში და მიღებულ იქნა ახალი რედაქციის წესდება. ფ-------–--- თავმჯდომარე-პრეზიდენტის არჩევამდე კი უფლებამოსილება შეუნარჩუნდა პრეზიდენტ ილ-------------ს.

 

(მტკიცებულება: 2----–-–------------–-- დამფუძნებელთა რიგგარეშე კრების ოქმი, ტომი I ს.ფ. 101-105)

 

3.2.7. სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ა(ა)იპ „საქართველოს ყი----–---------------------–-----------–-ის“ 2----–-–------------- გამართული წევრთა რიგგარეშე კრება N2, 2----–-–------------- გამართული წევრთა რიგგარეშე კრება და 2----–-–------------–-- დამფუძნებელთა რიგგარეშე კრება არ მოწვეულა ფ-------–--- წესდებით დადგენილი წესების მიხედვით და შესაბამისად, არ იყო კრება უფლებამოსილი მიეღო დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე გადაწყვეტილება.

 

საქმეში წარმოდგენილი ა(ა)იპ „საქართველოს ყი----–---------------------–-----------–-ის“ ამონაწერით მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, 2----–-–-------------- მდგომარეობით ფ-------–--- გამგეობის წევრებად დაფიქსირებული არიან - ნუ-------------ე, ილ-------------ი, მა------–------–-–---–ი, ზა-------------–---–ი და ალ-------------–----ე.

 

(მტკიცებულება: ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, ტომი I, ს.ფ. 306-307)

 

3.2.8. 2----–-–---------–---- ა(ა)იპ „საქართველოს ჰ-----------------–-----------–--ს“ გამგეობის N-------- სხდომის ოქმის თანახმად, სხდომას ესწრებოდნენ გამგეობის წევრები: ალ-------------–----ე, ზა-------------–---–ი და ნუ-------------ე. სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, ფ-------–--- წევრებად მიღებულ იქნა ცხრა პირი, მათ შორის: გი---------–---–ი, ლე----------ე, ნი-----------–--ა და ვლ--------------ე.

 

(მტკიცებულება: 2----–-–---------–---- გამგეობის სხდომის ოქმი N--------, ტომი I, ს.ფ. 241-242)

 

3.2.9. საქმეში წარმოდგენილი ა(ა)იპ „საქართველოს ყი----–---------------------–-----------–-ის“ ამონაწერით მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, 2017 წლის 10 მარტის მდგომარეობით, ფ-------–--- გამგეობის წევრებად დაფიქსირებული არიან - ზა-------------–---–ი, გი---------–---–ი, ვლ--------------ე, ლე----------ე და ნი-----------–--ა, ხოლო პრეზიდენტად - ზა-------------–---–ი.

 

(მტკიცებულება: ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, ტომი I, ს.ფ. 304-305)

 

სასამართლო არ იზიარებს მოპასუხის განმარტებას, ფ-------–--- წევრობასთან დაკავშირებით მოსარჩელეთა არაუფლებამოსილების შესახებ და მიუთითებს, რომ ფ-------–--- 2----–-–------------------- მდგომარეობით არსებული წესდების მე-3 მუხლით განსაზღვრული არის ფ-------–--- წევრთა მიღების საკითხი, რომლის მიხედვით ფ-------–--- წევრად კონკრეტული პირის მიღების თაობაზე გადაწყვეტილება განეკუთვნება გამგეობის უფლებამოსილებას. წესდების მე-8 მუხლის 8.4. პუნქტით, გამგეობის უფლებამოსილება ლეგიტიმურია, მიუხედავად სხდომაზე გამოცხადებულ წევრთა რაოდენობისა, გადაწყვეტილების მიღება კი ხდება დამსწრეთა ხმების უბრალო უმრავლესობით.

 

ამდენად, 2----–-–---------–--- გამართული გამგეობის სხდომის ოქმით, მოხდა მოსარჩელეების - გი---------–---–ის, ვლ--------------ის, ლე----------ისა და ნი-----------–--ას ფ-------–--- წევრებად მიღება, მოპასუხის მხრიდან კი მითითებული სხდომის ოქმის ნამდვილობა შედავებული არ ყოფილა და მხოლოდ ზეპირი განმარტება, რომელიც არ დადასტურებულა შესაბამისი მტკიცებულებით, ვერ გახდება საკმარისი ამ განმარტების გაზიარებისათვის. აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს დასაბუთებულად მიაჩნია მოსარჩელეთა მითითება მათი ფ-------–--- წევრობის თაობაზე, რომლის შესაბამისადაც სახეზეა დავის მიმართ იურიდიული ინტერესი, ვინაიდან გასაჩივრებული კრების ოქმებით მოსარჩელეებს ჩამოერთვათ დაკავებული თანამდებობები და ისინი უფლებამოსილი არიან განაცხადონ პრეტენზია სადავო კრებების ჩატარების კანონიერებასთან დაკავშირებით.

 

სასამართლო ასევე არ იზიარებს მოპასუხე მხარის განმარტებას, რომ სადავოდ გამხდარი წევრთა რიგგარეშე კრებების მოწვევა განხორციელდა წესდებით დადგენილი პირობების დაცვით, რადგან კრების ჩატარების დროს მოქმედი რედაქციით წესდების მე-7 მუხლის 7.5 და 7.6 პუნქტებით დადგენილია რიგგარეშე კრების მოწვევის პროცედურა. მითითებული პუნქტების შესაბამისად, რიგგარეშე კრების მოწვევა ხდება ფ-------–--- გამგეობის, ფ-------–--- პრეზიდენტის ან ფ-------–--- წევრთა ორი მესამედის წერილობითი მოთხოვნით. ამასთან, კრების მოწვევის შესახებ უნდა მოხდეს პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა რომელიმე საშუალებით გამოცხადება, კრების გამართვამდე ერთი კვირით ადრე.

 

მოსარჩელე სადავოდ ხდის კრების მოწვევის თაობაზე პროცედურის დაცვას და მიუთითებს, რომ პირველ რიგში გაურკვეველია, თუ ვისი ინიციატივით მოხდა კრების მოწვევა-ჩატარება, ასევე აღნიშნავს, რომ არ მომხდარა პრესისა თუ სხვა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში კრების ჩატარების თაობაზე ინფორმაციის გავრცელება. იმავდროულად, არ მომხდარა კრებაზე იმ წევრთა მიწვევა, რომელთაც შეუწყდათ გამგეობის წევრობის უფლებამოსილება. მოსარჩელე მხარის განმარტების საწინააღმდეგოდ კი მოპასუხეს არ წარმოუდგენია წესდებით გათვალისწინებული პროცედურების დაცვით კრების მოწვევისა და ჩატარების დამადასტურებელი შესაბამისი მტკიცებულებები.

 

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ა(ა)იპ „საქართველოს ყი----–---------------------–-----------–-ის“ 2----–-–-------------- წევრთა რიგგარეშე კრება N2, 2----–-–-------------- წევრთა რიგგარეშე კრება და 2----–-–------------–-- დამფუძნებელთა რიგგარეშე კრება, არ მოწვეულა ფ-------–--- წესდებით დადგენილი წესების მიხედვით და შესაბამისად, კრება არ იყო უფლებამოსილი მიეღო დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე გადაწყვეტილება.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები, მოუსმინა მხარეთა მოსაზრებებს და მიაჩნია, რომ ზა-------------–---–ის, გი---------–---–ის, ვლ--------------ის, ლე----------ისა და ნი-----------–--ას სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი 29-ე, 31-ე, 50-ე მუხლები, წესდება.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 29-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის რეგისტრაციის მოთხოვნის შემთხვევაში დაინტერესებული პირი მარეგისტრირებელ ორგანოს წარუდგენს დამფუძნებელთა/წევრთა შეთანხმებას და განცხადებას, რომელიც უნდა შეიცავდეს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით მეწარმე იურიდიული პირის რეგისტრაციისათვის დადგენილ სავალდებულო მონაცემებს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 31-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, რეგისტრირებული მონაცემების ცვლილების საფუძველია უფლებამოსილი პირის/ორგანოს სათანადო წესით მიღებული და დამოწმებული გადაწყვეტილება ან უფლებამოსილი პირების მიერ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით შედგენილი გარიგება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დაფუძნებისას, მისი წევრები (დამფუძნებლები) მარეგისტრირებელ ორგანოს წარუდგენენ შეთანხმებას - წესდებას, რომელიც თავისი შინაარსით წარმოადგენს მრავალმხრივ გარიგებას და შესაბამისად, იგი უნდა აკმაყოფილებდეს სამოქალაქო კანონმდებლობით გათვალისწინებული გარიგების აუცილებელ ელემენტებს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლით განსაზღვრულია გარიგების ცნება, რომელის თანახმადაც, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.

 

ამდენად, ნებისმიერი იურიდიული პირის რეგისტრაციისას, დამფუძნებელთა/წევრთა მიერ შედგენილი გარიგება (დამფუძნებელთა/წევრთა შეთანხმება, იგივე წესდება) წარმოადგენს სწორედ მათ მიერ გამოხატული ნების შესაბამის შეთანხმებას, რომლითაც უნდა დარეგულირდეს ამ საზოგადოების ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობის, მართვის, საქმიანობის, გადაწყვეტილებების მიღებისა და სხვა საკითხების გადაწყვეტის წესი.

 

განსახილველ შემთხვევაში, ა(ა)იპ „საქართველოს ყი----–---------------------–-----------–-ის“ წესდებით (სადავო კრების ოქმების მიღების დროს მოქმედი რედაქცია) განსაზღვრული არის როგორც ფ-------–--- წევრების მიღების, ასევე ფ-------–--- წევრთა კრებისა თუ გამგეობის სხდომების მოწვევა-ჩატარებისა და გადაწყვეტილების მიღების წესი. სადავო კრებების ჩატარებისას დადგენილია, რომ არ მომხდარა წესდებით გათვალისწინებული პროცედურების შესაბამისად კრების მოწვევა-ჩატარება. კერძოდ, არ მომხდარა მოსარჩელეთა ინფორმირება კრების ჩატარების თაობაზე, როგორც ფ-------–--- წევრებისა. კრებაზე მიღებული გადაწყვეტილებით კი მოსარჩელეები გადაყენებულ იქნენ გამგეობის წევრობიდან, ასევე თანამდებობიდან გადაყენებულ იქნა ფ-------–--- პრეზიდენტი. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელეთა მოთხოვნა სადავო კრების ოქმების ბათილად ცნობის თაობაზე მისგან გამომდინარე სამართლებრივი შედეგებით დასაბუთებულია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

რაც შეეხება მოპასუხე მხარის შუამდგომლობას დავის კონკრეტული არბიტრაჟის მიერ განხილვის თაობაზე, რაც გამომდინარეობს პარტნიორთა 2----–-–------------–-- საერთო კრებაზე მიღებული გადაწყვეტილებით, რომლითაც მოხდა წესდებაში ცვლილების შეტანა, სასამართლო მიუთითებს, რომ აღნიშნული ცვლილებით არბიტრაჟისათვის მიმართვის თაობაზე წესდებაში შეტანილი ცვლილება გულისხმობს სპორტთან დაკავშირებული დავების, კონკრეტული თამაშობების, წესების, სპონსორობის, სპორტული ღონისძიებების ჩატარების თაობაზე დავის წარმოშობის შემთხვევაში არბიტრაჟისათვის მიმართვის წესს. აღნიშნული არ მოიცავს საზოგადოების წევრებს შორის წარმოშობილი დავის თაობაზე არბიტრაჟისათვის მიმართვის შესახებ შეთანხმებას, როგორიც შეიძლება იყოს წევრთა შორის კრების ოქმების ბათილად ცნობაზე დავა, რომელიც ეხება მმართველობითი უფლებამოსილების მქონე პირების შეცვლას. ამდენად, სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია საქმის წარმოების შეწყვეტასთან დაკავშირებით.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება.

 

8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. მოსარჩელეების ზა-------------–---–ის, გი---------–---–ის, ვლ--------------ის, ლე----------ისა და ნი-----------–--ას სარჩელი დაკმაყოფილდეს.

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ა(ა)იპ „საქართველოს ყი----–---------------------–-----------–-ის“ (--------------------–-–-------------- წევრთა რიგგარეშე N2 კრების ოქმი, მისგან გამომდინარე სამართლებრივი შედეგებით.

 

1.2. ბათილად იქნეს ცნობილი ა(ა)იპ „საქართველოს ყი----–---------------------–-----------–-ის“ (--------------------–-–-------------- წევრთა რიგგარეშე კრების ოქმი, მისგან გამომდინარე სამართლებრივი შედეგებით.

 

1.3. ბათილად იქნეს ცნობილი ა(ა)იპ „საქართველოს ყი----–---------------------–-----------–-ის“ (--------------------–-–------------–-- რიგგარეშე კრების ოქმი, მისგან გამომდინარე სამართლებრივი შედეგებით.

 

2. დაეკისროს მოპასუხე ა(ა)იპ „სა---------–----------–---------------------–----------–-ას“ მოსარჩელეების სასარგებლოდ მათ მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის ანაზრაურება.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი