გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №24899329-2/468-18წ.
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
31 ივლისი 2018 წელი ქ. ახალციხე
შესავალი ნაწილი
ახალციხის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ნათია მერაბიშვილი
სხდომის მდივანი - ქეთევან ინასარიძე
მოსარჩელე - საკრედიტო კავშირი „ჯ-------------–ი“
წარმომადგენელი - ე---------- ა--–---
მოპასუხე - მ--------- რ-–----ე, მ--------- ბ-----ე, ნ----- რ-–----ე
წარმომადგენელი - გ------- ბ-–---–---–ი
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი :
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1. მოპასუხე მ--------- რ-–----ეს, მ--------- ბ-----ესა და ნ----- რ-–----ეს მოსარჩელე საკრედიტო კავიშირი ჯ-------------–ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 6325 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 3542 ლარი, პროცენტი - 1538 ლარი და პირგასამტეხლო - 1245 ლარი.
მოსარჩელემ სარჩელი დააფუძნა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
მ--------- რ-–----ემ 2014 წლის 02 ოქტომბერს განცხადებით მომართა საკრედიტო კავშირი „ჯ-------------–ის“ სესხის მიღების მოთხოვნით.
2014 წლის 30 ოქტომბერს საკრედიტო კავშირი „ჯ-------------–ისა“ და მოპასუხე მ--------- რ-–----ეს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება N168/14 სამომხმარებლო დანიშნულების მიზნით, რომლის თანამსესხებელიც არის მ--------- ბ-----ე. მსესხებელზე სესხის სახით გაიცა 4200 ლარი, 36 თვის ვადით. ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა - 3.2%, მხარეები შეთანხმდნენ, რომ სესხის მიღებისას მსესხებელს მომსახურებისათვის დაექვითებოდა თანხა ერთჯერადად გაცემული სესხის 3%, სესხის და სარგებლის გადაუხდელობის შემთხვევაში მე-16 დღიდან 30 დღის განმავლობაში ყოველვადაგადაცილებულ დღეზე მსესხებელს დაერიცხება ჯარიმა გადასახდელი თანხის 1%. სესხის ხელშეკრულებაზე გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება ნ----- რ-–----ესთან, რომლის თანახმად, ნ----- რ-–----ემ აიღო ვალდებულება სოლიდარულად აგოს პასუხის კრედიტორის წინაშე ძირითად მოვალესთან ერთად.
მსესხებელთან სესხის საგარანტიოდ 2014 წლის 30 ოქტომბერს დაიდო გირავნობის ხელშეკრულება N165/14. მოპასუხე მხარეს სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების 2016 წლის 31 მარტის შემდგეგ არ შეუსრულებია.
არა ერთი მცდელობისა, ზეპირსიტყვიერი თუ წერილობითი შეტყობინებისა, მოპასუხეს შეესრულებინა არსებული სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები უშედეგო აღმოჩნდა.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხემ მხარემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ და მიუთითა, რომ თანახმაა გადაიხადონ მხოლოდ სესხის ძირი თანხა და პირგასამტეხლო 12,45 ლარის (0.01%) ოდენობით.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2014 წლის 30 ოქტომბერს საკრედიტო კავშირი ჯ-------------–სა და მ--------- რ-–----ეს და მ--------- ბ-----ეს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება N168/14, რომლის მიხედვითაც მასზე გაიცა სესხი 4200 ლარის ოდენობით, 36 თვის ვადით, ყოველთვიურ საპროცენტო განაკვეთი 3.2%–ის დარიცხვით.
3.1.2. ხელშეკრულებით განისაზღვრა, რომ სესხის გრაფიკით დაფარვის თარიღის ვადაგადაცილების შემთხვევაში 15 დღის განმავლობაში ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაერიცხებოდა ჯარიმა გადასახდელი თანხის 0.5 %-ის ოდენობით, ხოლო მე-16 დღიდან 30 დღის განმავლობაში - გადასახდელი თანხის 1%-ის ოდნეობით.
3.1.3. დადგენილია, რომ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების უზრუნველსაყოფად საკრედიტო კავიშირი ჯ-------------–ს და ნ----- რ-–----ეს შორის 2014 წლის 30 ოქტომბერს გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება №102/2014, რომლის საფუძველზეც, თავდებმა - ნ----- რ-–----ემ, ძირითად მსესხებელ – მ--------- რ-–----ესთან ერთად იკისრა ვალდებულება, სოლიდარულად შეესრულებინა 30.10.2014წ. N168/14 სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები.
3.1.4. დადგენილია, რომ სასესხო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების უზრუნველსაყოფად საკრედიტო კავიშირი ჯ-------------–ს და მ--------- რ-–----ეს შორის 2014 წლის 30 ოქტომბერს გაფორმდა გირავნობის ხელშეკრულება №165/14, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნა 30.10.2014წ. N168/14 სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება. გირაოს საგანს წარმოადგენს მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, საოჯახო ავეჯი: კედელი, სამეული კომპიუტერი.
3.1.5. მხარეთა შეთანხმებით, 28.10.2015 წლიდან შემცირდა სესხის პროცენტი და განისაზღვრა თვეში 1,8%, წლიური 21,6 %.
3.1.6. მოპასუხეებმა დაარღვიეს სესხის დაფარვის გრაფიკი. მოპასუხეს გადახდილი აქვს მხოლოდ 658 ლარი, რომელიც გამოაკლდა სესხის ძირ თანხას.
3.1.7. მოპასუხე მხარე გაფრთხილებული იქნა დავალიანების დაფარვის თაობაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 30.10.2014წ. სასესხო ხელშეკრულება N168/14;
- 30.10.2014წ. გასავლის და გადარიცხვის ორდერი;
- 30.10.2014წ. თავდებობის ხელშეკრულება N102/2014;
- 30.10.2014წ. გირავნობის ხელშეკრულება N165/14
- სესხის გადახდის გრაფიკი;
- სასესხო ანგარიშის ბარათები;
- გაფრთხილებები სესხის გადახდის შესახებ;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
3.2. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები.
3.1.2. მოპასუხეების დავალიანება 2014 წლის 30 ოქტომბრის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს – 6325 ლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხაა – 3542 ლარი, პროცენტი – 1538 ლარი, პირგასამტეხლო – 1245 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 30.10.2014წ. სასესხო ხელშეკრულება N168/14;
- 30.10.2014წ. გასავლის და გადარიცხვის ორდერი;
- 30.10.2014წ. თავდებობის ხელშეკრულება N102/2014;
- 30.10.2014წ. გირავნობის ხელშეკრულება N165/14
- სესხის გადახდის გრაფიკი;
- სასესხო ანგარიშის ბარათები;
- გაფრთხილებები სესხის გადახდის შესახებ;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ საკრედიტო კავშირი „ჯ-------------–ის“ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი 316-ე, 317-ე, 327-ე, 361-ე, 623-ე, 625-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე, 891-ე, 892-ე, 895-ე მუხლებით;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
წარმოდგენილ შემთხვევაში საკრედიტო კავშირ „ჯ-------------–ს“, მ--------- რ-–----ეს, მ--------- ბ-----ესა შორის სესხის ხელშეკრულების გაფორმებით წარმოიშვა ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის შესაბამისად, მხარეთა შორის შეთანხმებული იქნა ხელშეკრულების ყველა არსებითი პირობა და მოხდა მხარეთათვის კონკრეტული უფლება-მოვალეობათა განსაზღვრა.
სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
სამოქლაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
ვალდებულების შესრულების ცნება გულისხმობს არა მხოლოდ შესრულებისაკენ მიმართულ მოქმედებას, არამედ შესრულების შედეგს. ქმედება შესრულებულად რომ ჩაითვალოს აუცილებელია მოვალემ შესრულება ზუსტად ისე განახორციელოს, როგორც ამაზე მხარეები იყვნენ შეთანხმებულნი.
მოცემულ შემთხვევაში საქმეზე უდავოდაა დადგენილი, რომ მოსარჩელის მიერ საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულდა სრულად - მსესხებელზე გაიცა შეთანხმებული საკრედიტო თანხა, ხოლო რაც შეეხება მსესხებელს - მ--------- რ-–----ის და მ--------- ბ-----ის მიერ ვალდებულება არ იქნა შესრულებული ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას.
სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მხარეთა (ჯ-------------–ს და მ--------- რ-–----ეს, მ--------- ბ-----ეს) შორის გაფორმებული 2014 წლის 30 ოქტომბერს სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება დარღვეული იქნა მ--------- რ-–----ის მიერ, რადგან ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში მას მოსარჩელის წინაშე გადახდის გრაფიკით დადგენილი თანმიმდევრობით სესხის გადახდის ვალდებულება არ შეუსრულებია და მოსარჩელის გაფრთხილების შემდეგაც არ განახორციელა გადახდა.
მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე დავალიანების ძირითად თანხას წარმოადგენს - 3542 ლარი, რაც ძირითად მოვალეებმა - მ--------- რ-–----ემ, მ--------- ბ-----ემ და თავდებმა ნ----- რ-–----ემ აღიარეს და სარჩელი მოთხოვნის ამ ნაწილში ცნეს სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე. ამდენად ძირითადი თანხის გადახდის სამართლებრივი ვალდებულება აწევს მოპასუხე მხარეს.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მიხედვით, სესხისთვის შეიძლება გათვალისწინებული იქნეს პროცენტი.
ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა შორის პროცენტის თაობაზე შეთანხმების არსებობისას მსესხებლის ვალდებულებას წარმოადგენს დააბრუნოს სესხის ძირითადი თანხა და ასევე, ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტი.
განსახილველ შემთხვევაში, არსებული ხელშეკრულებების თანახმად, მხარეთა შორის მოხდა შეთანხმება წლიურ საპროცენტო სარგებელზე და არსებული მდგომარეობით საპროცენტო ვალი შეადგენს - 1538 ლარს.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. 418.1 მუხლით კი ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულება სრულდებოდა არაჯეროვნად, შესრულების გრაფიკის დარღვევით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლოდ გამდიდრებას. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული და არ შეიძლება მნიშვნელოვნად აღემატებოდეს ძირითად დავალიანებას.
სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებაში (საქმე Nას-848-814-2016) პირგასამტეხლოს შესახებ განმარტებულია შემდეგი: "პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა".
მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, იგი არ წარმოდგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით (სამოქალაქო კოდექსის 420 მუხლი). სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფი ვალდებულება და რაც უმთავრესია, ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინება, სახელდობრ, ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, როგორიცაა: მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, ვალდებულების დარღევის ხარისხის, კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ ადა ა.შ. (სუსგ Nას-708-678-2016, 27 იანვარი 2017 წელი; სუსგ №ას-1199-1127-2015, 13 აპრილი, 2016 წელი; სუსგ №ას-222-209-2015, 06 მაისი, 2015 წელი).
ამდენად, პირგასამტეხლოს გონივრულობის შეფასებისას გასათვალისწინებელია მოთხოვნილი პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო - 1% წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალს, ასევე გასათვალისწინებელია მოპასუხეთა მატერიალური მდგომარეობა, რამაც ფაქტობრივად გამოიწვია მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით დადგენილ ვადებში და ოდენობით სესხის დაფარვის გრაფიკით განსაზღვრული პირობების დარღვევა, რის გამოც სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს შეამციროს პირგასამტეხლო და განისაზღვროს 249 ლარით.
6.4. სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. ამავე კოდექსის 892-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია თავდებობის ხელშეკრულების ფორმა, კერძოდ, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.
მოცემულ შემთხვევაში, საკრედიტო კავშირი ,,ჯ-------------–სა’’ და ნ----- რ-–----ეს შორის 2014 წლის 30 ოქტომბერს გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით მოხდა საკრედიტო კავშირი ჯ-------------–სა და მეორეს მხრივ ნ----- რ-–----ეს შორის სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებების გაფორმება, რომლის საფუძველზე ნ----- რ-–----ემ იკისრეს ვალდებულება მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში კრედიტის ძირითადი თანხის, პროცენტისა და პირგასამტეხლოს გადახდის თაობაზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის შესაბამისად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
აღნიშნულის შესაბამისად, ვინაიდან მსესხებლის მიერ არ იქნა შესრულებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება მხარეთა მიერ შეთანხმებული პირობების შესაბამისად, თავდებს ძირითად მსესხებელთან ერთად ეკსირება სოლიდარული პასუხისმგებლობა 2014 წლის 30 ოქტომბრის სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში არსებული დავალიანების, კერძოდ, ძირითადი თანხის, დარიცხული საპროცენტო დავალიანებისა და პირგასამტეხლოს ოდენობით.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად: „იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.’’
ამავე კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
სარჩელის აღძვრისას საკრედიტო კავშირის „ჯ-------------–ის“ მიერ გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი სარჩელზე - 190, ხოლო სარჩელი უზრუნველყოფაზე – 50 ლარი.
მის მიერ გაწეული იქნა ასევე ადვოკატის მომსახურების ხარჯი - 400 ლარის ოდენობით.
სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხეებმა მ--------- რ-–----ემ, მ--------- ბ-----ემ და ნ----- რ-–----ემ სარჩელი ცნეს სესხის ძირითადი თანხის და პირგასამტეხლო 12,45 ლარის ნაწილში, რის გამოც ამ ნაწილში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან, შესაბამისად მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 106,26 ლარი. მოპასუხეებმა სარგებლის და პირგასამტეხლოს ნაწილში სარჩელი არ ცნეს, შესაბამისად აღნიშნულის გათვალისწინებით მათ მოსარჩელე საკრედიტო „ჯ---- კ-------–ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროს გაწეული საპროცესო ხარჯის 53,61 ლარის და სარჩელის უზრუნველყოფის - 50 ლარის გადახდა. მოპასუხე მ--------- რ-–----ეს, მ--------- ბ-----ე და ნ----- რ-–----ეს მოსარჩელე საკრედიტო კავშირი ჯ-------------–ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის 213,16 (5329*4%) ლარის გადახდა.
სარეზოლუციო ნაწილი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. საკრედიტო კავშირი „ჯ-------------–ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. მოპასუხეებს მ--------- რ-–----ეს, მ--------- ბ-----ეს და ნ----- რ-–----ეს სს საკრედიტო კავშირი „ჯ-------------–ის“ სასარგებლოს სოლიდარულად დაეკისროთ დავალიანების 5329 ლარის გადახდა, სადიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 3542 ლარი, პროცენტი - 1538 ლარი და პირგასამტეხლო 249 ლარი;
3. მოპასუხეებს მ--------- რ-–----ეს, მ--------- ბ-----ეს და ნ----- რ-–----ეს სს საკრედიტო კავშირი ჯ-------------–ის სასარგებლოს სოლიდარულად დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის 103.61 ლარის გადახდა, ასევე წარმომადგენლისათვის გაწეული ხარჯის 213,16 ლარის გადახდა.
4. საკრედიტო კავშირი ჯ-------------–ის დაუბრუნდეს მის მიერ 17.05.2018წ. გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 190 ლარის 106,25 ლარი.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30–ე დღისა, გამოცხადდეს ახალციხის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ნათია მერაბიშვილი