გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 20.04.2018
საქმის ნომერი
010310017002110080
კატეგორია
დავის ტიპი
მიწის კანონმდებლობიდან გამომდინარე
თარიღი
20.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № (3/693-2017)010310017002110080

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

20 აპრილი, 2018 წელი ქ. ბათუმი

ბათუმის საქალაქო სასამართლო

ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ი-----–- შავაძე

სხდომის მდივანი ნათია ზოიძე

მოსარჩელე - ფ-------- მ-----–---; თ------ მ-----–---

წარმომადგენელი - მანუჩარ მ-----–---

მოპასუხე - ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო

წარმომადგენელი - ს---–--- ბ-–-----

მესამე პირი - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი

წარმომადგენელი - ი-----–- კ---–---

მესამე პირი -ი------- მ----–---; ხ------- მ-----.

დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობა, ახალი აქტის გამოცემა

აღწერილობითი ნაწილი:

ფ-------- მ-----–---მ და თ------ მ-----–---მ სარჩელი აღძრა სასამართლოშიAქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიმართ, რომლითაც მოითხოვეს:

ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემოვლითი გზის არეალში მოხვედრილ ბენეფიციართა შორის წამოჭრილი სადავო საკითხთა შემსწავლელი დროებითი სამუშაო ჯგუფის 2013 წლის 12 სექტემბრის №-- საოქმო გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ი------- მ----–----ა და ხ------- მ----ის საკომპენსაციო სიაში შეყვანის ნაწილში.

მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს დავალდებულება, ფ-------- მ-----–--ისა და თ------ მ-----–--ის ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემოვლითი გზის არეალში მოხვედრილ ბენეფიციართა კომპენსაციის მიღების მქონე პირთა სიაში შეყვანის თაობაზე.

1.2. თავის მოთხოვნას მოსარჩელე მხარის, წარმომადგენელი შემდეგ გარემოებებზე ამყარებს:

ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიმდინარე შემოვლითი გზის მშენებლობის არეალში მოექცა სოფელ კვირიკეში მოსარჩელეების ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთები, რომლებსაც მოსარჩელეები ფლობენ და განკარგავენ 2001 წლიდან, რაც დასტურდება ნოტარიულად დადასტურებული მოწმეთა ჩვენებებით, აგრო-ბარათებით, რომელიც მოსარჩელეებს გადაეცათ 2014 წელს მიწის დამუშავებისათვის. საერთო ჯამში მოსარჩელეთა მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობი არის 4460 კვ.მ. ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ივნისის წერილობითი კორესპოდენციით, მოსარჩელეებისათვის ცნობილი გახდა, რომ, მოთხოვნილ ტერიტორიაზე ბენეფიციართა შორის წამოჭრილ დავების საკითხთა შემსწავლელმა ჯგუფმა საკომპენსაციო სიაში შეიყვანა რ----- ბ------, ი------- მ----–--- და ხ------- მ-----.

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარისა და გურიის სამმართველოში მიმდინარეობს სისხლისამართლებრივი დევნა ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კ-------- თემის ყოფილი რ–---------–-- მიმართ სამსახურეობრივი სიყალბის ჩადენის ფაქტზე.

 

2.მოპასუხის პოზიცია:

 

2.1.მოპასუხე მხარის, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარმომადგენელმა სარჩელი არ სცნო, შემდეგი საფუძვლით:

 

რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ ქობულეთის მუნიციპალიტეტს ეთხოვა, აჭარის შემოვლითი საავტომობილო გზის ქობულეთის მონაკვეთზე მიმდინარე განსახლების პროცედურების მიმდინარეობისას მოქალაქეთა მხრიდან წამოჭრილ სადავო საკითხების შესწავლა, რეალურ მფლობელთა იდენტიფიცირება და საბოლოოდ დაზუსტებული, შეჯერებული მონაცემების მიწოდება დეპარტამენტისთვის. აღნიშული საკითხის შესწავლის მიზნით ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 12 ივნისის №72 განკარგულების საფუძველზე შეიქმნა „ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემოვლითი გზის არეალში მოხვედრილ ბენეფიციართა შორის წამოჭრილ საკითხთა შემსწავლელი დროებითი სამუშაო ჯგუფი“. ჯგუფი შეიქმნა 2013 წლის 12 სექტემბრამდე.

 

მოსარჩელეებს სამუშაო ჯგუფის მუშაობის პერიოდში არ მიუმართავთ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემოვლითი გზის არეალში მოხვედრილ ბენეფიციართა შორის წამოჭრილი სადავო საკითხთა შემსწავლელი დროებითი ჯგუფისათვის. მოქალაქეების ი------- მ----–----ა და ხ------- მ----ის მიერ იმ დროისათვის წარდგენილი იყო სარგებლობის დამადასტურებელი ყველა ის დოკუმენტაცია, რაც აუცილებელი იყო იმისათვის, რომ კომისიას ისინი შეეყვანა ბენეფიციართა სიაში. აღნიშნულიდან გამომდინარე ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო არ არის უფლებამოსილი ერთსა და იმავე ტერიტორიაზე შეიყვანოს რამდენიმე ბენეფიციარი.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეთა მოთხოვნა არის უსაფუძვლო და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

2.2.მესამე პირის, საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენელმა სარჩელი არ სცნო, შემდეგი საფუძვლით:

 

მოსარჩელეები ითხოვენ ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობას, რომლის გამოცემასთან არანაირი კავშირი დეპარტამენტს არ გააჩნია, დეპარტამენტს არ მიუღია აქტის მომზადებაში მონაწილეობა და არ არის პასუხიმგებელი მის შინაარსზე, მოპასუხეს თავად ყავს განსაზღვრული მოპასუხეთა წრე, სადაც დეპარტამენტი არ შედის, შესაბამისად საგზაო დეპარტამენტი ვერ იქნება პასუხისმგებელი სხვა უწყების მიერ გაცემულ ადმინისტრაციულ აქტზე.

 

მეორე სასარჩელო მოთხოვნა ეხება ქობულეთის ტერიტორიაზე შემოვლითი გზის არეალში მოხვედრილ ბენეფიციართა შორის წამოჭრილ სადავო საკითხთა შემსწავლელი დროებითი სამუშაო ჯგუფის დავალდებულებას, მოსარჩელეები შეიყვანოს საკომპენსაციო სიაში. აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილება არ შედის საგზაო დეპარტამენტის უფლებამოსილებაში. დეპარტამენტი ახდენს საკომპენსაციო თანხების გაცემას იმ დოკუმენტაციის საფუძველზე, რომელსაც წარუდგენენ შესაბამისი უწყებები.

 

2.3. მესამე პირმა, ი------- მ----–---მ სარჩელი სცნო, შემდეგი საფუძვლით:

 

ი------- მ----–---- განმარტებით, ქობულეთის ტერიტორიაზე შემოვლითი გზის არეალში მოხვედრილ ბენეფიციართა შორის წამოჭრილ სადავო საკითხთა შემსწავლელი დროებითი კომისიის მიერ უსწოროდ იქნა შეყვანილი კომპენსაციის მიმღებ პირთა სიაში. ი------- მ----–--- დაეთანხმა პირველ სასარჩელო მოთხოვნას, ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემოვლითი გზის არეალში მოხვედრილ ბენეფიციართა შორის წამოჭრილი სადავო საკითხთა შემსწავლელი დროებითი სამუშაო ჯგუფის 2013 წლის 12 სექტემბრის N-- ოქმის ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემოვლითი გზის არეალში მოხვედრილ ბენეფიციართა/ანაზღაურების უფლების მქონე პირთა სიაში ი------- მ----–---- შეყვანის ნაწილში ბათილად ცნობის თაობაზე.

 

2.4. მესამე პირმა, ხ------- მ-----მ სარჩელი სცნო, შემდეგი საფუძვლით:

 

ხ------- მ----ის განმარტებით, ქობულეთის ტერიტორიაზე შემოვლითი გზის არეალში მოხვედრილ ბენეფიციართა შორის წამოჭრილ სადავო საკითხთა შემსწავლელი დროებითი კომისიის მიერ უსწოროდ იქნა შეყვანილი კომპენსაციის მიმღებ პირთა სიაში. ხ------- მ----- დაეთანხმა პირველ სასარჩელო მოთხოვნას - ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემოვლითი გზის არეალში მოხვედრილ ბენეფიციართა შორის წამოჭრილი სადავო საკითხთა შემსწავლელი დროებითი სამუშაო ჯგუფის 2013 წლის 12 სექტემბრის N-- ოქმის ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემოვლითი გზის არეალში მოხვედრილ ბენეფიციართა/ანაზღაურების უფლების მქონე პირთა სიაში ხ------- მ----ის შეყვანის ნაწილში ბათილად ცნობის თაობაზე.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. საქართველოს მთავრობასა და აზიის განვითარების ბანკს (ADB) შორის გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე მიმდინარეობს ჩოლოქი-სარფის გზის ახალი მიმართულების (ქ. ბათუმისა და ქ. ქობულეთის შემოვლით) მშენებლობა.

აჭარის შემოვლითი საავტომობილო გზის ქობულეთის მონაკვეთზე არსებული სამშენებლო სამუშაოების, დაფინანსება ხორციელებდა აზიის განვითარების ბანკი მიერ. (ადბ).

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

- საქრთველოს მთავრობის განკარგულება №801.

 

3.1.2.საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის 2013 წლის 23 მაისის №120103263 წერილით მუნიციპალიტეტს ეთხოვა აჭარის შემოვლითი საავტომობილო გზის ქობულეთის მონაკვეთზე მიმდინარე განსახლების პროცედურების მიმდინარეობისას მოქალაქეთა მხრიდან წამოჭრილ სადავო საკითხების შესწავლა, რეალურ მფლობელთა იდენტიფიცირება და საბოლოოდ დაზუსტებული, შეჯერებული მონაცემების მიწოდება დეპარტამენტისთვის.

აღნიშული საკითხის შესწავლის მიზნით, „ადგილობრივი თვითმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის „გ“ ქვენპუნქტის შესაბამისად, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 12 ივნისის №72 განკარგულების საფუძველზე შეიქმნა „ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემოვლითი გზის არეალში მოხვედრილ ბენეფიციართა შორის წამოჭრილ საკითხთა შემსწავლელი დროებითი სამუშაო ჯგუფი“.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-საავტომობილო გზების დეპარტამენტის 2012 წლის 03 თებერვლის №05-01-03/430 წერილი;

-ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 12 ივნისის №72 განკარგულება;

-დროებითი სამუშაო ჯგუფის 2013 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილება;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.1.3. ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემოვლითი გზის არეალში მოხვედრილ ბენეფიციართა შორის წამოჭრილი სადავო საკითხთა შემსწავლელი დროებითი სამუშაო ჯგუფის მიერ 900 კვ.მ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით 2013 წლის 12 სექტემბრის N-- ოქმის საფუძველზე ი------- მ----–--- შეყვანილი იქნა ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემოვლითი გზის არეალში მოხვედრილ ბენეფიციართა/ანაზღაურების უფლების მქონე პირთა სიაში.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- დროებითი სამუშაო ჯგუფის 2013 წლის 12 სექტემბრის №-- საოქმო გადაწყვეტილება;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.1.4. ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემოვლითი გზის არეალში მოხვედრილ ბენეფიციართა შორის წამოჭრილი სადავო საკითხთა შემსწავლელი დროებითი სამუშაო ჯგუფის მიერ 3601 კვ.მ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით 2013 წლის 12 სექტემბრის N-- ოქმის საფუძველზე ხ------- მ----- შეყვანილი იქნა ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემოვლითი გზის არეალში მოხვედრილ ბენეფიციართა/ანაზღაურების უფლების მქონე პირთა სიაში.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- დროებითი სამუშაო ჯგუფის 2013 წლის 12 სექტემბრის №-- საოქმო გადაწყვეტილება;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემოვლითი გზის არეალში მოხვედრილ ბენეფიციართა შორის წამოჭრილი სადავო საკითხთა შემსწავლელი დროებითი სამუშაო ჯგუფის მიერ 2013 წლის 12 სექტემბრის N-- ოქმის საფუძველზე უსწოროდ მოხდა ი------- მ----–---- და ხ------- მ----ის კომპენსაციის მიმღებ პირთა სიაში შეყვანა, ისინი არ ფლობდნენ იმ მიწის ნაკვეთებს, რომელ მიწის ნაკვეთზე გასაცემ კომპენსაციის მიმღებ პირთა სიაში იქნენ შეყვანილი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

– მოსარჩელეების განმარტება

– მესამე პირების ი------- მ----–---- და ხ------- მ----ის განმარტება;

3.2.2. ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემოვლითი გზის არეალში მოხვედრილ ბენეფიციართა შორის წამოჭრილი სადავო საკითხთა შემსწავლელი დროებითი სამუშაო ჯგუფის მიერ 2013 წლის 12 სექტემბრის N-- ოქმით ი------- მ----–----ა და ხ------- მ----ის კომპენსაციის მიმღებ პირთა სიაში შეყვანის საფუძვლად მითითებულია ის მიწის ნაკვეთები, რომლის მფლობელობასა და სარგებლობაზე პრეტენზიებს აცხადებენ მოსარჩელეები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

– დროებითი სამუშაო ჯგუფის 2013 წლის 12 სექტემბრის №-- საოქმო გადაწყვეტილება;

– მხარეთა ახსნა-განმარტებები.

-საკადასტრო აომვითი ნახაზები

- საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2014 წლის 08 აგვისტოს N01/3365 წერილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

4.1. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს ფ-------- მ-----–--ის და თ------ მ-----–--ის სასარჩელო მოთხოვნის, ნაწილობრივ დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

5. კანონები, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ

- საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.

- „ადგილობრივი თვითმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი.

-’’ჩოლოქი-სარფის გზის ახალი მიმართულების (ქ. ბათუმისა და ქ. ქობულეთის შემოვლით) დეტალური პროექტის მომზადების დაჩქარების ღონისძიებათა შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 14 აპრილის №288 განკარგულება.

-საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.

- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება:

6.1.სასამართლო აღნიშნავს, რომ აჭარის შემოვლითი საავტომობილო გზის ქობულეთის მონაკვეთზე მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები, რომლის დაფინანსებასაც ახორციელებს აზიის განვითარების ბანკი (ADB). ბანკის განსახლების პოლიტიკის მოთხოვნების შესაბამისად, სამშნენებლო სამუშაოების დაწყებამდე უნდა მოხდეს გზის განთავსების ზოლში მოხვედრილი მიწის ნაკვეთების გამოსყიდვა.

გზის განთავსების ზოლში მოქცეული ქონების (მიწის ნაკვეთები, შენობა-ნაგებობა, მრავალწლიანი ნარგავები) საკომპენსაციო და სარეაბილიტაციო თანხების განსაზღვრისათვის დაიწყო მიწის შესყიდვისა და განსახლების გეგმის მომზადება, რაც ითვალისწინებს დაურეგისტრირებელი მიწის ნაკვეთის სტატუსის დადგენასაც. მიწის შესყიდვისა და განსახლების გეგმა (LARP-III) ასევე ითვალისწინებს ბანკის პოლიტიკის შესაბამისად პროექტის ზემოქმედებაში მოქცეული მოსახლეობის სოციალურად დაუცველი კატეგორიისათვის დამატებითი საკომპენსაციო ღონისძიებების განხორციელებას.

საქართველოს მთავრობის 2011 წლის № 494 განკარგულების შესაბამისად, საქრთველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს ნება დაერთო, აჭარის შემოვლითი გზის მშენებლობის არეალში მოხვედრილი მოსახლეობისთვის გაეცა კომპენსაცია აზიის ბანკის განვითარების მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად, რომელიც ითავლისწინებს კომპენსაციის გაცემას თვითნებურად დაკავებულ და დაურეგისტრირებელ მიწის ნაკვეთებზეც.

 

6.2. ,,ჩოლოქი-სარფის გზის ახალი მიმართულების (ქ. ბათუმისა და ქ. ქობულეთის შემოვლით) დეტალური პროექტის მომზადების დაჩქარების ღონისძიებათა შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 14 აპრილის №288 განკარგულების თანახმად, საქართველოს მთავრობასა და აზიის განვითარების ბანკს (ADB) შორის შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებამდე ჩოლოქი-სარფის გზის ახალი მიმართულების (ქ. ბათუმისა და ქ. ქობულეთის შემოვლით) დეტალური პროექტის მომზადების დაჩქარებისა და აზიის განვითარების ბანკის (ADB) მისიის მიერ ამ პროექტთან დაკავშირებით წარმოდგენილი ჩანაწერების (Aide Memoire) გათვალისწინების მიზნით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს დაევალა, შესაძლოდ მოკლე დროში ჩოლოქი-სარფის გზის ახალი მიმართუ-ლების (ქ. ბათუმისა და ქ. ქობულეთის შემოვლით) დეტალური პროექტის მომზადების უზრუნველყოფა, აზიის განვითარების ბანკის (ADB) შესაბამისი ინსტრუქციების გათვალისწინებითა და ბანკის მისიასთან შეთანხმებით.

 

6.3.აღნიშული საკითხის შესწავლის მიზნით „ადგილობრივი თვითმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის „გ“ ქვენპუნქტის შესაბამისად, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 12 ივნისის №72 განკარგულების საფუძველზე შეიქმნა „ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემოვლითი გზის არეალში მოხვედრილ ბენეფიციართა შორის წამოჭრილ საკითხთა შემსწავლელი დროებითი სამუშაო ჯგუფი“.

 

სამუშაო ჯგუფის მიერ კომპენსაციის მიმღებ პირთა სიაში 2013 წლის 12 სექტემბრის N-- ოქმის საფუძველზე შეყვანილი იქნენ ი------- მ----–--- და ხ------- მ-----, რომლებმაც სასამართლოს დაუდასტურეს, რომ მათი კომპენსაციის მიმღებ პირთა სიაში შეყვანა მოხდა უსწოროდ. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ აღნიშნულ მიწის ნაკვეთებზე, რომელთა კომპენსაციის მიმღებ პირთა სიაში შეყვანილია ი------- მ----–--- და ხ------- მ----- პრეტენზიებს გამოთქვამენ მოსარჩელეები, რომ 2001 წლიდან აღნიშნულ მიწას თავად სარგებლობდნენ და ფლობდნენ.

 

6.4. სასამართლო არ იზიარებს მოპასუხე მხარის წარმომადგენლის მტკიცებას, რომ „ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემოვლითი გზის არეალში მოხვედრილ ბენეფიციართა შორის წამოჭრილ საკითხთა შემსწავლელი დროებითი სამუშაო ჯგუფისა’’ - თვის მოსარჩელეებს არასდროს მიუმართავს განცხადებით, კომისია შექმნილი იყო გარკვეული ვადით, ვადის გასვლასთან ერთად დროებითმა კომისიამ დაასრულა მუშაობა და რომ კომისია ერთდაიმავე მიწის ნაკვეთზე ვერ მოახდენდა სხვადასხვა პირების კომპენსაციის მიმღებ პირებად შეყვანას.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის I პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშედარების საფუძველზე. იმავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად დაუშვებელია აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

სასამართლო ერთმნიშვნელოვან დასკვნას აკეთებს, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემოვლითი გზის არეალში მოხვედრილ ბენეფიციართა შორის წამოჭრილი სადავო საკითხთა შემსწავლელ დროებით სამუშაო ჯგუფს და ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ზემოთ დასახელებულ გარემოებათა ფაქტობრივი და სამართლებრივი ანალიზი უნდა მოეხდინა და ისე უნდა მიეღო შესაბამისი გადაწყვეტილება.

მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ ამ კონკრეტული გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და დადგენის გარეშე მიიღო გადაწყვეტილება, რაც დასტურდება თავად მესამე პირების ი------- მ----–---- და ხ------- მ----ის სასამართლოსათვის მიცემული განმარტებებით, ამასთან მოსარჩელეები საკითხის განხილვისას არ ყოფილან მიწვეული ადმინისტრაციული წარმოების დროს და მათთვის უცნობი იყო ადმიონისტრაციული წარმოების თაობაზე.

მოპასუხემ ისე მიიღო გადაწყვეტილება, რომ არ გამოიკვლია, არ შეაჯერა და არ შეაფასა ისეთი გარემოებები, რომლებიც მნიშვნელოვანი იყო საკითხის გადასაწყვეტად და რაც მთავარია, სწორედ ეს გარემოებები წარმოადგენს შემოვლითი გზის არეალში მოხვედრილი მიწის ნაკვეთების რეალური მფლობელის იდენტიფიცირებისა და საბოლოოდ დაზუსტებული, შეჯერებული მონაცემების საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისთვის მიწოდების საფუძველს, ამ პირთა, როგორც შემოვლითი გზის არეალში მოხვედრილი ბენეფიციარებისათვი კომპენსაციის გასაცემთა სიაში შეყვანის მიზნით.

 

6.5. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601მუხლიადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ერთ-ერთ საფუძვლად ადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების არსებით დარღვევას. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევით, რომლის არარსებობის შემთხვევაში, მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

სასამართლო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის ,,კ“ ქვეპუნქტის საფუძველზე განმარტავს, რომ ადმინისტრაციული წარმოება არის ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემისა და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტის აგრეთვე ადმინის

რაციული ხელშეკრულების მომზადების, დადების ან გაუქმების მიზნით.

 

საქართველოსზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 5.1. მუხლში რეგლამენტირებულიაადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი _ უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე, რაც ნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება.

 

ამ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს, ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემოვლითი გზის არეალში მოხვედრილ ბენეფიციართა შორის წამოჭრილი სადავო საკითხთა შემსწავლელი დროებითი სამუშაო ჯგუფის 2013 წლის 12 სექტემბრის №-- საოქმო გადაწყვეტილება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნების დარღვევით არის მიღებული.

 

სასამართლო ამასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ აჭარის შემოვლითი საავტომობილო გზის ქობულეთის მონაკვეთზე მიმდინარე განსახლების პროცედურების მიმდინარეობისას მოქალაქეთა მხრიდან წამოჭრილ სადავო საკითხების შესწავლა, რეალურ მფლობელთა იდენტიფიცირება და საბოლოოდ დაზუსტებული, შეჯერებული მონაცემების მიწოდება საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისთვის, განეკუთვნება ადმინისტრაციული ორგანოს, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს/ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემოვლითი გზის არეალში მოხვედრილ ბენეფიციართა შორის წამოჭრილი სადავო საკითხთა შემსწავლელი დროებითი სამუშაო ჯგუფის/ დისკრეციული უფლებამოსილების სფეროს.

ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების გადასინჯვის წესის, მისი მხოლოდ კანონიერების თვალსაზრისით შემოწმების შეასაძლებლობის, და მისი დისკრეციული უფლებამოსილების შეზღუდვის მიზანშეუწონლობის გამო სასამართლო ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ამოწმებს მხოლოდ კანონიერების თვალსაზრისით.

ამასთან, სასამართლო მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში.

 

6.6.სასამართლო აღნიშნავს, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოა ვალდებული დაამტკიცოს, რომ ადმინისტრაციული აქტი გამოცემულია ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე და მისი გამოცემით არ დარღვეულა მოსარჩელის კანონიერი უფლებები, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონის ეს მოთხოვნა ათავისუფლებს მოსარჩელეს მტკიცების ტვირთისგან, რომ სადავო აქტი ითვლება არამართლზომიერად იქამდე, ვიდრე მისი გამომცემი არ დაამტკიცებს მის მართლზომიერებას.

მოცემულ შემთხვევაში მოპასუხის მიერ ვერ იქნა საფუძვლიანად დასაბუთებული, თუ რატომ მიიჩნია დადგენილად ის სამართლებრივი გარემოებები, რაც გამორიცხავს მოსარჩელეების, როგორც შემოვლითი გზის არეალში მოხვედრილი ბენეფიციარისათვი კომპენსაციის გასაცემ პირთა სიაში შეყვანას.

სასამართლო მიიჩნევს, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემოვლითი გზის არეალში მოხვედრილ ბენეფიციართა შორის წამოჭრილ საკითხთა შემსწავლელი დროებითი სამუშაო ჯგუფს გარდა იმისა, რომ მათ უფლებამოსილებას წარმოადგენს ამ საკითხების გარკვევა, უფრო მეტი შესაძლებლობა აქვთ შეკრიბონ საჭირო მტკიცებულებები, გავიდნენ ადგილზე, დაათვალიერონ ტერიტორია და სადავო მიწის ნაკვეთი, გაეცნონ ადგილის სიტუაციურ გეგმას და აზომვით ნახაზებს, მოიძიონ შესაბამისი საარქივო დოკუმენტაცია, მიიღონ შესაბამისი ინფორმაცია ტერიტორიული ორგანოს რ–---------–--აგან, მოისმინონ მოწმეთა განმარტებები და სხვა, რათა სრულყოფილი მტკიცებულებების შეჯერებით სარწმუნოდ დადგინდეს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტები.

ამასთან, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ სამართლებრივი შეფასება უნდა მისცეს იმ გარემოებას, რომ სადავო მიწის ნაკვეთის მიმართ არსებობს თუ არა სამართლებრივი კავშირი, მოსარჩელეების მხრიდან. სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოს უფლებამოსილება, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული ადმინისტრაციული აქტი, განსაზღვრულია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს იგი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.

თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და ისე გამოსცა ადმინისტრაციული აქტი, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალურ-სამართლებრივი ადმინისტრაციული აქტი და დაავალოს შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს გამოსცეს ახალი აქტი.

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში გამოყენებულ უნდა იქნეს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული წესი, რამდენადაც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოიცა საქმის გარემოებათა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა, სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული.

სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 პუნქტით მინიჭებული უფლებამოსილება სასამართლომ უნდა გამოიყენოს იმ ვითარებაში, როცა სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება. შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სადავო ადმინისტრაციული აქტის მატერიალური კანონიერების შეფასება. სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას ადმინისტრაციულმა ორგანომ _ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ საქმე განიხილა საქმის გარემოებების ობიექტური გამოკვლევის გარეშე, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ კანონის აღიშნული ნორმით დადგენილი წესის გამოყენებით ბათილად იქნას ცნობილი ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემოვლითი გზის არეალში მოხვედრილ ბენეფიციართა შორის წამოჭრილი სადავო საკითხთა შემსწავლელი დროებითი სამუშაო ჯგუფის 2013 წლის 12 სექტემბრის №-- საოქმო გადაწყვეტილება ი------- მ----–----ა და ხ------- მ----ის ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემოვლითი გზის არეალში მოხვედრილ ბენეფიციართა/ანაზღაურების უფლების მქონე პირთა სიაში შეყვანის ნაწილში. ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უნდა დაევალოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, გამოსცეს შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (გადაწყვეტილება) ფ-------- და თ------ მ-----–---ების ქობულეთის ტერიტორიაზე შემოვლითი გზის არეალში მოხვედრილ ბენეფიციართა კომპენსაციის მიმღებ სიაში შეყვანის განცხადებასთან დაკავშირებით.

 

7.საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა;

39-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის მიხედვით, არაქონებრივ დავაზე ბაჟის ოდენობაა 100 ლარი.

მოსარჩელეების მიერ სახელმწიფო ბაჟი, 100 ლარის ოდენობით წინასწარ არის გადახდილი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხეს, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მოსარჩელე ფ-------- მ-----–--ის სასარგებლოდ უნდა გადახდეს მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი ბაჟის ნაწილი, 50 ლარი, ხოლო მოსარჩელე თ------ მ-----–--ის სასარგებლოდ უნდა გადახდეს მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი ბაჟის ნაწილი, 50 ლარი

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-2, მე-5, 22-ე, 32-ე მუხლებითა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 38-39-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257-258-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. ფ-------- მ-----–--ის და თ------ მ-----–--ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:

 

2. ბათილად იქნას ცნობილი ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემოვლითი გზის არეალში მოხვედრილ ბენეფიციართა შორის წამოჭრილი სადავო საკითხთა შემსწავლელი დროებითი სამუშაო ჯგუფის 2013 წლის 12 სექტემბრის N-- ოქმი ი------- მ----–----ა და ხ------- მ----ის ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემოვლითი გზის არეალში მოხვედრილ ბენეფიციართა/ანაზღაურების უფლების მქონე პირთა სიაში შეყვანის ნაწილში.

 

3. მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დაევალოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, გამოსცეს შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (გადაწყვეტილება) ფ-------- და თ------ მ-----–---ების ქობულეთის ტერიტორიაზე შემოვლითი გზის არეალში მოხვედრილ ბენეფიციართა კომპენსაციის მიმღებ სიაში შეყვანის განცხადებასთან დაკავშირებით.

4. ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მოსარჩელე ფ-------- მ-----–--ის სასარგებლოდ გადახდეს მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის ნაწილი 50 ლარი.

 

5. ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მოსარჩელე თ------ მ-----–--ის სასარგებლოდ გადახდეს მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის ნაწილი 50 ლარი.

 

6. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 24 ნოემბრის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ დარჩეს უცვლელი.

 

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში, (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ. №32) ბათუმის საქალაქო სასამართლოს (ქ. ბათუმი ზუბალაშვილის ქ. 30) მეშვეობით.

 

მოსამართლე ი-----–- შავაძე