გადაწყვეტილება

სამოქალაქო 09.08.2018
საქმის ნომერი
080210016001407723
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
09.08.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 2/1211-16

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

09.08.2018 წელი ქ. ქუთაისი

შესავალი ნაწილი

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე ციცინო კიკვაძე

სხდომის მდივანი ია დვალიშვილი

მოსარჩელე - სს ,,თიბისი ბანკი”;

წარმომადგენელი - თ----ა თ----არი;

მოპასუხე - ტ----ელ შ--–--–ვილი, ა-–-----დრე შ--–--–ვილი;

წარმომადგენელი - მ----ლ ნ-----ე;

მოპასუხე - გ------ი ა------ნი (არ გამოცხადდა);

დავის საგანი - დავალიანების დაკისრება, იპოთეკის საგნის რეალიზაცია;

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

1.1. ტ----ელ შ--–--–ვილს და გ------ი ა------ნს N23-29542-000717 შემადგენელი საკრედიტო (სამომხმარებლო) ხელშეკრულებიდან გამომდინარე სს ,,თიბისი ბანკის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 28 799.06 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც 26290.99 აშშ დოლარი არის ძირი თანხა, 2 508.07 აშშ დოლარი-პროცენტი.

1.2. ტ----ელ შ--–--–ვილს და გ------ი ა------ნს N23-29542-000717 შემადგენელი საკრედიტო (სამომხმარებლო) ხელშეკრულებიდან გამომდინარე სს ,,თიბისი ბანკის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროს ყოველთვიურად სესხის ხელშეკრულების შეწყვეტიდან (21.06.2016წ), კრედიტის გადაუხდელი ძირითადი თანხის -26290.99 აშშ დოლარის წლიური 12% -259.31 აშშ დოლარის გადახადა, ვალდებულების შესრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 2017 წლის 21 დეკემბრისა.

1.3. ტ----ელ შ--–--–ვილს და გ------ი ა------ნს N23-29542-000717 შემადგენელი საკრედიტო (სამომხმარებლო) ხელშეკრულებიდან გამომდინარე სს ,,თიბისი ბანკის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროს დავალიანების ძირ თანხაზე და პროცენტზე - 28799.06 აშშ დოლარზე პირგასამტეხლოს გადახდა - დღეში 0.1%, რაც შეადგენს 28.80 აშშ დოლარს, 90 დღის ვადით.

1.4. სს „თიბისი ბანკის“ მიმართ არსებული ფულადი ვალდებულების შესრულების მიზნით, განხორციელდეს ა-–-----დრე შ--–--–ვილის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების, მდებარე ქ. ქუთაისი ქუჩა ყ-------------------------------------------------------, იძულებით აუქციონზე რეალიზაცია.

1.5. თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა არ იქნება საკმარისი იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის სრულად დასაფარად, სააღსრულებო წარმოება მიექცეს ტ----ელ შ--–--–ვილის და გ------ი ა------ნის კუთვნილ სხვა ქონებზე.

1.6. გადაწყვეტილება მიქცეული იქნას დაუყონებლივ აღსასრულებლად.

სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოსარჩელემ მოთხოვნა შეამცირა, კერძოდ, უარი განაცხადა 1.3. მოთხოვნაზე, რომელიც ითვალისწინებდა მოპასუხეებზე პირგასამტეხლოს დაკისრებას დამატებით 90 დღის ვადაში.

2. მოპასუხის პოზიცია

2.1. მოპასუხეების ტ----ელ შ--–--–ვილის და ა-–-----დრე შ--–--–ვილის წარმომადგენელმა სასამართლოს მთავარ სხდომაზე სარჩელი ცნო 24000 აშშ დოლარის ნაწილში, მოპასუხე გ------ი ა------ნი კი სხდომაზე არ გამოცხადდა.

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. 2014 წლის 22 ივლისს სს „ბანკ კონსტანტას“ და ტ----ელ შ--–--–ვილს შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის N23-29542-000109 გენერალური ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე ბანკმა მსესხებელს გაუხსნა საკრედიტო ხაზი 500 000 აშშ დოლარის ოდენობით, 15 წლის ვადით, სარგებლის წლიურად 48% დარიცხვით. აღნიშნული გენერალური ხელშეკრულების საფუძველზე 2014 წლის 22 ივლისს სს „ბანკ კონსტანტას“ და ტ----ელ შ--–--–ვილს შორის გაფორმდა N23-29542-000717 შემადგენელი საკრედიტო (სამომხმარებლო) ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელმა მიიღო კრედიტი 30000 აშშ დოლარი, 72 თვის ვადით, სარგებლის წლიურად 12% დარიცხვის პირობით. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- N23-29542-000109 გენერალური ხელშეკრულება (ს.ფ. 21-28);

- N23-29542-000717 შემადგენელი საკრედიტო (სამომხმარებლო) ხელშეკრულება (ს.ფ. 33–36)

- მხარეთა ახსნა–განმარტებები (იხ.სასამართლო სხდომის ოქმი);

3.1.2. 2014 წლის 22 ივლისის N23-29542-000109 გენერალური ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად კრედიტორს და ა-–-----დრე შ--–--–ვილს შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც სს „ბანკ კონსტანტას“ სასარგებლოდ იპოთეკით დაიტვირთა ა-–-----დრე შ--–--–ვილის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონება, მდებარე ქ. ქუთაისი ქუჩა ყ-------------------------------------------------------. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- იპოთეკის ხელშეკრულება, (ს.ფ. 29–33);

- მხარეთა ახსნა–განმარტებები (იხ.სასამართლო სხდომის ოქმი);

3.1.3. 2014 წლის 22 ივლისს N23-29542-000717 ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად სს „ბანკ კონსტანტას“ და გ------ი ა------ნს შორის გაფორმდა სოლიდარული ვალდებულების შესახებ ხელშეკრულება, თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალურ ოდენობად განისაზღვრა 31500 აშშ დოლარი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სოლიდარული ვალდებულების შესახებ ხელშეკრულება (ს.ფ. 37-39);

3.1.4. სს „ბანკ კონსტანტას“ უფლებამონაცვლეა სს „თიბისი ბანკი“, 2015 წლის 20 იანვარს განხორციელებული შერწყმის გამო.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი მეწარმეთა და ასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ს.ფ. 56-57);

3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. დადგენილია, რომ ტ----ელ შ--–--–ვილის დავალიანება შეადგენს 28 799.06 აშშ დოლარს, საიდანაც 26290.99 აშშ დოლარი არის ძირი თანხა, 2 508.07 აშშ დოლარი-პროცენტი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ. 45);

- გადახდის გრაფიკი (ს.ფ. 44);

მოპასუხეთა წარმომადგენლის განმარტებით, სასარჩელო მოთხოვნა დაუსაბუთებელია, რადგან მხოლოდ ბანკის მიერ გაცემული ცნობა არ არის საკმარისი მტკიცებულება, დავალიანების ოდენობის განსაზღვრისათვის. აღნიშნული საკითხი გამოკვლეული უნდა იქნას მესამე, დამოუკიდებელი პირის მიერ, რათა დაიდოს ობიექტური დასკვნა.

მოპასუხეთა წარმომადგენლის განმარტებას სასამართლო ვერ გაიზიარებს, მხარეთა შეჯიბრებითობის და მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპიდან გამომდინარე. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ წარმოადგინა სესხის გადახდის ისტორია, საიდანაც იკვეთება რა რაოდენობით თანხა და როდის გადაიხადა მოვალემ, აღნიშნულის საწინააღმდეგოდ და გასაბათილებლად კი არანაირი მტკიცებულება წარმოდგენილი არაა, ამდენად, მოსარჩელის მოთხოვნა დავალიანების ოდენობის შესახებ სასამართლოს დასაბუთებულად მიაჩნია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სასამართლო თვლის, რომ სს ”თიბისი ბანკის” სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე, 412-ე, 417-ე, 418-ე, 867-ე, 868-ე, 799-ე მუხლები.

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. ამავე კოდექსის 623-ე მუხლის შესაბამისად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს, ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868.1 მუხლის შესაბამისად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

2014 წლის 22 ივლისს სს „ბანკ კონსტანტას“ და ტ----ელ შ--–--–ვილს შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის N23-29542-000109 გენერალური ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე ბანკმა მსესხებელს გაუხსნა საკრედიტო ხაზი 500 000 აშშ დოლარის ოდენობით, 15 წლის ვადით, სარგებლის წლიურად 48% დარიცხვით. აღნიშნული გენერალური ხელშეკრულების საფუძველზე 2014 წლის 22 ივლისს სს „ბანკ კონსტანტას“ და ტ----ელ შ--–--–ვილს შორის გაფორმდა N23-29542-000717 შემადგენელი საკრედიტო (სამომხმარებლო) ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელმა მიიღო კრედიტი 30000 აშშ დოლარი, 72 თვის ვადით, სარგებლის წლიურად 12% დარიცხვის პირობით. მოპასუხემ ვერ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება სესხის თანხის დაბრუნების შესახებ, ამდენად, სასარჩელო მოთხოვნა სესხის ძირი თანხის - 26290.99 აშშ დოლარის და პროცენტის - 2 508.07 აშშ დოლარის გადახდის თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.

 

მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული იქნა წლიური პროცენტის ოდენობა ყოველი ხელშეკრულებისათვის დამოუკიდებლად. ამდენად, მითითებული პირობებით ხელშეკრულების დადებისას, მსესხებლისათვის წინასწარ იყო ცნობილი მის მიერ ბანკის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების მოცულობა, ისევე, როგორც ამ ვალდებულებათა დარღვევის შედეგად ბანკისათვის მიუღებელი შემოსავლის სახით მიყენებული ზიანის მოცულობა. მოვალის მიერ ბანკის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შედეგად, ბანკმა დაკარგა ის შემოსავალი, რასაც მიიღებდა ხელშეკრულებაში გათვალისწინებული წლიური სარგებლის სახით. შესაბამისად, სასამართლო თვლის, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მიუღებელი შემოსავლის მოპასუხისათვის დაკისრების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს.

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.

 

ამავე კოდექსის 895-ე მუხლის მიხედვით, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.

 

სამოქალაქო კოდექსის 892-ე მუხლის თანახმად, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.

უდავო გარემოებაა, რომ 2014 წლის 22 ივლისს N23-29542-000717 ხელშეკრულების შესრულების უზრუნველსაყოფად სს „ბანკ კონსტანტას“ და გ------ი ა------ნს შორის გაფორმდა სოლიდარული ვალდებულების შესახებ ხელშეკრულება, თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალურ ოდენობად განისაზღვრა 31500 აშშ დოლარი. შესაბამისად, მოთხოვნა თავდები პირის მიმართ, როგორც სოლიდარული მოვალეზე თანხის დაკისრების შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა) ამავე კოდექსის 289-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იპოთეკა იურიდიულ ძალას იძენს საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 301- მუხლის პირველი ნაწილით, თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 

ამდენად, იპოთეკა წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას, ეს არის კრედიტორის გარანტია, მოვალის მიერ ვალდებულების არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში დაიკმაყოფილოს მოთხოვნა იპოთეკით და გირავნობით დატვირთული ქონების რეალიზაციის გზით.

 

მოცემულ შემთხვევაში 2014 წლის 22 ივლისის N23-29542-000109 გენერალური ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად კრედიტორს და ა-–-----დრე შ--–--–ვილს შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც სს „ბანკ კონსტანტას“ სასარგებლოდ იპოთეკით დაიტვირთა ა-–-----დრე შ--–--–ვილის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონება, მდებარე ქ. ქუთაისი ქუჩა ყ-------------------------------------------------------. ვინაიდან მოპასუხეებმა ვერ შეასრულეს ხელშეკრულების პირობები, საფუძვლიანია მოსარჩელის მოთხოვნა იპოთეკის საგნის რეალიზაციის თაობაზე. ამასთან, იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის გზით მიღებული თანხა არ იქნება საკმარისი ვალდებულების სრულად დასაფარად, აღსრულება უნდა მიექცეს მოპასუხეების სხვა ქონებაზე, რადგან აღნიშნულ პირობას ითვალისწინებს იპოთეკის ხელშეკრულებების 4.6. პუნქტი.

6.5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის თანახმად პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევაზე არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები. აღსრულება არ შეჩერდება ამავე დავის საგანზე მესამე პირის სარჩელის საფუძველზედაც, განსახილველ შემთხვევაში გენერალური ხელშეკრულების 14.2 პუნქტით, ასევე იპოთეკის ხელშეკრულების მე–5.2. პუნქტით და სოლიდარული ვალდებულების შესახებ ხელშეკრულების 5.2. პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ მათ შორის დადებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიქცეულიყო დაუყონებლივ აღსასრულებლად. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა ამ ნაწილშიც საფუძვლიანია.

6.6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის თანახმად პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევაზე არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები. აღსრულება არ შეჩერდება ამავე დავის საგანზე მესამე პირის სარჩელის საფუძველზედაც, განსახილველ შემთხვევაში გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების 14.2. პუნქტით, ასევე იპოთეკის ხელშეკრულების 5.2. პუნქტით და სოლიდარული ვალდებულების ხელშეკრულების 5.2. პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ მათ შორის დადებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიქცეულიყო დაუყონებლივ აღსასრულებლად. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა ამ ნაწილშიც საფუძვლიანია.

7. საპროცესო ხარჯები:

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა.

 

მოცემულ შემთხვევაში სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად, მოსარჩელის მიერ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 2 393.72 ლარი, მოპასუხე ტ----ელ შ--–--–ვილის წარმომადგენელმა სასამართლოს მთავარ სხდომაზე სარჩელი ცნო ნაწილობრივ 24000 აშშ დოლარის ნაწილში, რის გამოც იგი უნდა გათავისუფლდეს ამ ნაწილში გადასახდელი ბაჟის 1592.64 ლარის ნახევარის 796.32 ლარის გადახდისაგან, თუმცა ეს თანხა უნდა დაეკისროს მოპასუხე გ------ი ა------ნს, რომელიც არ გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე. ამასთან მოსარჩელემ მოთხოვნა შეამცირა 2592 აშშ დოლარით, რის გამოც სს „თიბისი ბანკს“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს აღნიშნული თანხის შესაბამისი სახელმწიფო ბაჟი (77.76 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი), 172 ლარი. ამასთან, მოპასუხეებს სოლიდარულად უნდა დაეკისროთ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მომსახურების ხარჯი 15 ლარი, რაც შეეხება სპეციალისტის საუქციონო წარმოების საფასურს 290 ლარს, არ უნდა დაეკისროს მოპასუხეებს, რადგან გაურკვევლია რატომ გაიღო მოსარჩელემ ეს ხარჯი და რატომ უნდა დაეკისროს მისი გადახდა მოპასუხეებს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. სს ”თიბისი ბანკის” სარჩელი დაკმაყოფილდეს.

1.1. ტ----ელ შ--–--–ვილს და გ------ი ა------ნს N23-29542-000717 შემადგენელი საკრედიტო (სამომხმარებლო) ხელშეკრულებიდან გამომდინარე სს ,,თიბისი ბანკის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 28 799.06 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც 26290.99 აშშ დოლარი არის ძირი თანხა, 2 508.07 აშშ დოლარი-პროცენტი.

1.2. ტ----ელ შ--–--–ვილს და გ------ი ა------ნს N23-29542-000717 შემადგენელი საკრედიტო (სამომხმარებლო) ხელშეკრულებიდან გამომდინარე სს ,,თიბისი ბანკის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ ყოველთვიურად სესხის ხელშეკრულების შეწყვეტიდან (21.06.2016წ), კრედიტის გადაუხდელი ძირითადი თანხის -26290.99 აშშ დოლარის წლიური 12% -259.31 აშშ დოლარის გადახადა, ვალდებულების შესრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 2017 წლის 21 დეკემბრისა. გ------ი ა------ნის პასუხისმგებლობა განისაზღვროს 31500 აშშ დოლარის ფარგლებში.

1.3. სს „თიბისი ბანკის“ მიმართ არსებული ფულადი ვალდებულების შესრულების მიზნით, განხორციელდეს ა-–-----დრე შ--–--–ვილის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების, მდებარე ქ. ქუთაისი ქუჩა ყ-------------------------------------------------------, იძულებით აუქციონზე რეალიზაცია.

1.4. თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა არ იქნება საკმარისი იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის სრულად დასაფარად, სააღსრულებო წარმოება მიექცეს ტ----ელ შ--–--–ვილის და გ------ი ა------ნის კუთვნილ სხვა ქონებზე.

3. მოპასუხეებს ტ----ელ შ--–--–ვილს და გ------ი ა------ნს სს ‘’თიბისი ბანკის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 1425.4 ლარი და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მომსახურების ხარჯი 15 ლარი, გ------ი ა------ნს სს ‘’თიბისი ბანკის“ სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი - 796.32 ლარი

4. დაუბრუნდეს მოსარჩელე სს ‘’თიბისი ბანკს’’ 2016 წლის 17 ივნისს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 172 ლარი, რომელიც ამოირიცხოს შემდეგი ანგარიშებიდან: ბიუჯეტის შემოსულობების ერთიან ანგარიში TBCBGE22, სახელმწიფო ხაზინა ბანკის კოდი TRESGE22, საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი 300183150;

5. გადაწყვეტილება მიქცეული იქნას დაუყონებლივ აღსასრულებლად.

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით;

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ციცინო კიკვაძე