გადაწყვეტილება

სამოქალაქო 11.08.2018
საქმის ნომერი
340210117002180312
კატეგორია
დავის ტიპი
სანივთო-სამართლებრივი დავები
თარიღი
11.08.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 340210117002180312

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

09.08.2018 წ. ქ. გურჯაანი

შესავალი ნაწილი

გურჯაანის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ნა-- ჩალათაშვილი

სხდომის მდივანი ალიკა ლეგაშვილი

მოსარჩელე მ--- ნან-–--ლი,მოსარჩელის წარმომადგენელი მ-----–----------–---–-

მოპასუხე მე---- ნან-–--ლი,მოპასუხე ვიქ-------ა ან--------ა,მოპასუხე ვ---- შარ-------------ვა,მოპასუხე ე-–--- გლ-----ა,მოპასუხე ა-- ვა---–--ა,მოპასუხე ლი------ ბა----ა,მოპასუხე გა-–--ა შე------ა,მოპასუხე მარ--- რა--------ა,მოპასუხე ო-–--- ვო–-----ა,მოპასუხე ტ----ა-- კუ----–--ვა,მოპასუხე ნა----–-ა პი–---–-ვა ,მოპასუხე ნა----–-ა კო---------ი,მოპასუხე მ----- ბო--------ა,მოპასუხე გი-----ი გი---ა,მესამე პირი კახეთის სააღსრულებო ბიურო

დავის საგანი: მოძრავი ნივთების ყადაღისგან გათავისუფლება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

ყადაღისაგან გათავისუფლდეს კახეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელ თ------- ქი----–--ლის მიერ 09.10.2017 წლის ქონების აღწერის და დაყადაღების აქტის საფუძველზე დაყადაღებული შემდეგი მოძრავი ნივთები: 1) შავი, პლაზმური ტელევიზორი, მეორადი მოხმარების; 2) კომპიუტერი, პერსონალური მონიტორით, მეორადი მოხმარების; 3) ხისფერი კომპიუტერის მაგიდა, მეორადი მოხმარების; 4) ვერცხლისფერი სარეცხი მანქა--, მეორადი მოხმარების; 5) ორკამერიანი მაცივარი, მეორადი მოხმარების; 6) ავტომანქა-- „ტოიოტა“ სახ Nტბ 2921ტბ „მინი-ვენი“, გამოშვების წელი 2003, თეთრი ფერის, ძრავის მოცულობა 1958 .

 

სარჩელში აღნიშნულია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ 10.01.2007 წელს გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე კახეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა თ------- ქი----–--ლმა მოპასუხე მე---- ნან-–--ლის ვალდებულების შესასრულებლად 09.10.2017 წელს გურჯაანის რაიონის სოფელ ველისციხეში დააყადაღა მოსარჩელე მ--- ნან-–--ლის კუთვნილი შემდეგი მოძრავი ნივთები 1) პლაზმური ტელევიზორი 2) კომპიუტერი, პერსონალური მონიტორით 3) ხისფერი კომპიუტერის მაგიდა 4) ვერცხლისფერი სარეცხი მანქა-- 5) ორკამერიანი მაცივარი, ასევე 2017 წლის 02 ნოემბერს სააღსრულებო ბიუროს მოთხოვნის საფუძველზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის თა--მშრომლებმა დააყადაღეს და ბადიაურის საჯარიმო ავტოსადგომზე გადაიყვანეს ავტომანქა-- „ტოიოტა“ სახ Nტბ 2921ტბ „მინი-ვენი“ , რომელიც მ--- ნან-–--ლის შეძენილია და მას ეკუთვნის .

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე მოვალემ მე---- ნან-–--ლმა წერილობითი შესაგებელში და სასამართლო სხდომაზე სარჩელი ცნო სრულად და განმარტა, რომ 1995 წელს საცხოვრებლად გაემგზავრა რუსეთში. 1997 წელს ჩადენილი და--შაულისთვის დააპატიმრეს და სასჯელს იხდიდა რუსეთში თავისუფლების აღკვეთის სახით. სასჯელისგან გათავისუფლდა და საქართველოში დაბრუნდა 2005 წელს. მოპასუხის განმარტებით, ყველა დაყადაღებული ნივთი, ავტომანქანის და ტელევიზორის გარდა, მოსარჩელის მიერ სწორედ ამ წლებშია შეძენილი. რაც შეეხება ავტომანქა--ს, მოპასუხის მითითებით, მოსარჩელემ 2015 წელს ავტომანქანის შესაძენად ბანკიდან აიღო სესხი, ღირებულების ნაწილი შვილმა დაუმატა და შეიძინა ავტომანქა--, რომელიც თავისი სამეწარმეო საქმიანობისთვის , კერძოდ კი ნამცხვრების მაღაზიებში დასარიგებლად ესაჭიროებოდა. მოპასუხის განმარტებით, ავტომანქა-- მის სახელზე გაფორმდა მხოლოდ იმიტომ, რომ მოსარჩელემ მანქანის მართვა არ იცის. ბანკში მანქანის ღირებულებასაც მოსარჩელე იხდის. ასევე მოსარჩელემ ტელევიზორი შეიძინა 2015 წელს, ბანკიდან აღებული სესხით, რომელსაც თვითონ მოსარჩელე იხდის და არის მისი საკუთრება .

2.2. მოპასუხე მოვალეს გი-----ი გი---ას და მოპასუხე კრედიტორებს : ვიქ-------ა ან--------ას, ვ---- შარ-------------ვას, ე-–--- გლ-----ას, ა-- ვა---–--ას, ლი------ ბა----ას, გა-–--ა შე------ას, მარ--- რა--------ას, ო-–--- ვო–-----ას, ტ----ა-- კუ----–--ვას, ნა----–-ა პი–---–-ვას , ნა----–-ა კო---------ის და მ----- ბო--------ას არც შესაგებელი წარმოუდგენიათ და არც პროცესზე გამოცხადებულან .

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. მოსარჩელე მ--- ნან-–--ლი და მოპასუხე მე----ი ნან-–--ლი მეუღლეები არიან.

 

- მტკიცებულება - მხარეთა ახსნა-განმარტება;

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1 მე----ი ნან-–--ლი და გი-----ი გი---ა რუსეთის ფედერაციის ქ. მოსკოვის საოლქო სასამართლოს 1998 წლის 10 აგვისტოს გა--ჩენით ცნობილი არიან დამნაშავედ. მათვე მოპასუხე კრედიტორების მიმართ დაეკისრათ სხვადასხვა ოდენობის ფულადი თანხების ა--ზღაურება.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის განჩინებით კრედიტორების შუამდგომლობა ზიანის ა--ზღაურების ნაწილში ზემოაღნიშნული გა--ჩენის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის და აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდა და 22.01.2007 წელს გასცა სააღსრულებო ფურცელი, სადაც მოვალეებად მითითებული არიან გი-----ი გი---ა და მე---- ნან-–--ლი, ხოლო კრედიტორებად: ვიქ-------ა ან--------ა, ვ---- შარ-------------ვა, ე-–--- გლ-----ა, ა-- ვა---–--ა, ლი------ ბა----ა, გა-–--ა შე------ა, მარ--- რა--------ა, ო-–--- ვო–-----ა, ტ----ა-- კუ----–--ვა, ნა----–-ა პი–---–-ვა , ნა----–-ა კო---------ი, მ----- ბო--------ა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

– 10.01.2007 წლის სააღსრულებო ფურცელი ;

 

3.2.2 ზემოაღნიშნული სააღსრულებო ფურცლის აღსრულების მიზნით კახეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა თ------- ქი----–--ლმა 09.10.2017 წლის ქონების აღწერის და დაყადაღების აქტის საფუძველზე გურჯაანის რაიონის სოფელ ველისციხეში დააყადაღა შემდეგი მოძრავი ნივთები: 1) შავი, პლაზმური ტელევიზორი 2) კომპიუტერი, პერსონალური მონიტორით; 3) ხისფერი კომპიუტერის მაგიდა 4) ვერცხლისფერი სარეცხი მანქა--; 5) ორკამერიანი მაცივარი ; ასევე აღნიშნული სააღსრულებო ფურცლის აღსრულების მიზნით 2017 წლის 02 ნოემბერს სააღსრულებო ბიუროს მოთხოვნის საფუძველზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის თა--მშრომლებმა დააკავეს და ბადიაურის საჯარიმო ავტოსადგომზე გადაიყვანეს ავტომანქა-- „ტოიოტა“ სახ Nტბ 2921ტბ „მინი-ვენი“, რომელსაც მე---- ნან-–--ლი მართავდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

– ქონების აღწერის და დაყადაღების აქტი

- საქართველოს შსს ცნობა

3.2.3. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ კახეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიერ 09.10.2017 წლის ქონების აღწერის და დაყადაღების აქტის საფუძველზე დაყადაღებული მოძრავი ნივთები 1) შავი, პლაზმური ტელევიზორი 2) კომპიუტერი, პერსონალური მონიტორით 3) ხისფერი კომპიუტერის მაგიდა 4) ვერცხლისფერი სარეცხი მანქა-- 5) ორკამერიანი მაცივარი, ავტომანქა-- „ტოიოტა“ სახ Nტბ 2921ტბ „მინი-ვენი“ წარმოადგენს მოსარჩელე მ--- ნან-–--ლის საკუთრებას.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თა--ბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თა--ხმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თა--ხმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

მოსარჩელე მხარემ იმის დასამტკიცებლად, რომ კახეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელ თ------- ქი----–--ლის მიერ 09.10.2017 წლის ქონების აღწერის და დაყადაღების აქტის საფუძველზე დაყადაღებული ნივთები მისი საკუთრებაა, თავისი ახსნა-განმარტების გარდა წარმოადგინა 2015-2016 წლებში სხვადასხვა დროს ბანკებიდან აღებული სესხის ხელშეკრულებები და საგარანტიო ტალონები, სულ ჯამში 7556 ლარის, რითაც შეიძინა ტელევიზორი და ავტომანქა--, ხოლო და--რჩენი მოძრავი ნივთები მოსარჩელის მიერ 1995 წლიდან 2005 წლამდე არის შეძენილი, როცა მოპასუხე მე---- ნან-–--ლი სხვა ქვეყა--ში სასჯელს იხდიდა .

 

მოსარჩელის ახსნა-განმარტების და მის მიერ წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებების გარდა, ზემოაღნიშნული გარემოებები დადასტურებულია მოპასუხე მოვალე მე---- ნან-–--ლის მიერ წარმოდგენილი შესაგებელით და მის მიერ სასამართლოში მიცემული ახსნა-განმარტებით, კერძოდ, მოპასუხემ განმარტა, რომ სარჩელში მითითებული ნივთები კომპიუტერი, კომპიუტერის მაგიდა, სარეცხი მანქა-- და მაცივარი მ--- ნან-–--ლის მიერ შეძენილია 1995 წლიდან 2005 წლამდე, როცა თვითონ სხვა ქვეყა--ში სასჯელს იხდიდა, ხოლო ტელევიზორი და ავტომანქა-- „ტოიოტა“ სახ Nტბ 2921ტბ „მინი-ვენი“, შეძენილია 2015-2016 წლებში მ--- ნან-–--ლის მიერ ბანკიდან აღებული სესხებით, რომელსაც თვითონ მ--- ნან-–--ლი იხდის .

ის გარემოება, რომ 1995 წლიდან- 2005 წლამდე მოპასუხე მოვალე სხვა ქვეყა--ში იხდიდა სასჯელს, მხარეთა ახსნა-განმარტების გარდა დადასტურებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის მიერ 22.01.2007 წელს გაცემული სააღსრულებო ფურცელით.

 

სასამართლო თვლის, რომ გაზიარებული უნდა იქნეს მოსარჩელის და მოპასუხე მე---- ნან-–--ლის ახსნა-განმარტება იმის შესახებ, რომ დაყადაღებული ნივთები შეძენილია მოსარჩელის მიერ და წარმოადგენს მის საკუთრებას. ის გარემოება, რომ დაყადაღებული ნივთების ნაწილი წლების წინ, მოპასუხის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნის დროს არის შეძენილი, თავად აუდიტორული დასკვნაში მითითებული ნივთების საბაზრო ღირებულებითაც დასტურდება, სადაც კომპიუტერის ღირებულება-100 ლარია, კომპიუტერის მაგიდის -50 ლარი, სარეცხი მანქა-- და მაცივარი-200 ლარი. ასევე გაზიარებული უნდა იქნეს ის გარემოება, რომ ავტომანქა-- შეძენილია მოსარჩელის მიერ მის მიერ ბანკიდან აღებული სესხის თანხით , რაც სამეწარმეო საქმიანობისთვის ესაჭიროებოდა. ხოლო ის გარემოება, რომ ავტომანქანის ჩამორთმევის და საჯარიმო ავტოსადგომზე გადაყვანის დროს მას მოპასუხე მართავდა, არ ადასტურებს ავტომანქაზე მოპასუხის საკუთრების უფლებას, რადგან როგორც მხარეებმა განმარტეს, მოსარჩელემ მანქანის მართვა არ იცის და მას პროდუქციის მაღაზიებში დარიგებაში მოპასუხე ეხმარებოდა.

 

მოპასუხე კრედიტორებს არც შესაგებელი წარმოუდგენიათ სასამართლოში , არც სხდომაზე გამოცხადდნენ და არც მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საწინააღმდეგო მტკიცებულება წარმოუდგენიათ სასამართლოსთვის, ხოლო მოპასუხე მოვალემ დაადასტურა, რომ დაყადაღებული ნივთები მას არ ეკუთვნის, ამიტომ სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, 09.10.2017 წელს კახეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიერ დაყადაღებული ნივთები ეკუთვნის მ--- ნან-–--ლს, რაც სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველია

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სარჩელის განხილვის, ახსნა-განმარტებების მოსმენის, მხარეთა სამართლებრივი პოზიციის გაა--ლიზებისა და ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს .

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონი

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თა--ხმად, გადაწყვეტილების აღსრულება ხდება სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე.

 

განსახილველ საქმეში დავის საგანია მოძრავ ნივთებზე საკუთრების უფლება, ხოლო ნივთები წარმოადგენს იძულებითი აღსრულების საგანს და აღმასრულებლის მიერ დაყადაღებულია სასამართლოს მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაკისრებული ფულადის ვალდებულების იძულებით აღსასრულებლად.

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის ”ა.ა” ქვეპუნქტის თა--ხმად იძულებითი აღსრულების პირობებში აღმასრულებელი უფლებამოსილია გა--ხორციელოს გადახდევინება მოვალის ქონებიდან მასზე ყადაღის დადებით და ქონების გაყიდვით. ამავე კანონის 44-ე მუხლის თა--ხმად, ყადაღას ექვემდებარება მოვალის ყველა ნივთი, გარდა ამ კანონის 45-ე მუხლში ჩამოთვლილი ქონებისა (იგულისხმება, რომ ნივთები, რომლებსაც პოულობენ მოვალესთან, მას ეკუთვნის).

ამდენად, აღმასრულებელი, რომელსაც კრედიტორი მიმართავს მის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების მოთხოვნით და წარუდგენს სააღსრულებო ფურცელს, ვალდებულია დაუყოვნებლივ მოიძიოს მოვალის – მოპასუხის ქონება და ყადაღა დაადოს მას. ამასთან, შესაძლოა აღმასრულებლის მიერ მოვალის საკუთრებად მიჩნეულ ქონებაზე პრეტენზია გა--ცხადონ მესამე პირებმა, მაგრამ ეს არ აბრკოლებს აღმასრულებელს. ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის მე-40 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, ქონებას ყადაღა მაინც ედება.

განსახილველ შემთხვევაში, 09.10.2017 წლის ქონების აღწერის და დაყადაღების აქტის მიხედვით, კრედიტორის წინაშე მოვალის ვალდებულების შესრულების მიზნით კახეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელ თ------- ქი----–--ლის მიერ ყადაღადადებულია მოძრავი ნივთები, რომელზეც პრეტენზიას აცხადებს მოსარჩელე და აცხადებს, რომ ყადაღადადებული მოძრავი ნივთები მისი საკუთრებაა.

 

6.2. კანონმდებლობით გათვალისწინებულია მესამე პირთა მიერ თავისი უფლებების დაცვის საშუალება, კერძოდ, ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი. ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით (სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ). სარჩელი ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს.

სასამართლო განმარტავს, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თა--ხმად, დადგენილია იმ პირთა უფლებების დაცვის მექანიზმი, რომელთა საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონება გარკვეული წინაპირობების თანხვედრის შედეგად მიიჩნევა მოვალის ქონებად და ასეთ ვითარებაში აღსრულების საგანზე საკუთრების უფლებით აღჭურვილი მესამე პირი სარგებლობს უფლებამოსილებით, აღძრას სასამართლოში სარჩელი მოვალისა და კრედიტორის წინააღმდეგ და მოითხოვოს მისი კუთვნილი ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება.

საქართველოს სამოქალქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების თა--ხმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძელზე. მხარეები სარგებლობენ თა--ბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. სსკ-ის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილის თა--ხმად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქართველოს სამოქალქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თა--ხმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თა--ხმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

სასამართლოს მიაჩნია, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე და 105-ე მუხლების, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის თა--ხმად, ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ სარჩელზე მტკიცების ტვირთი, რომ დაყადაღებულ ნივთებზე მას გააჩნია უფლება, ეკისრება მოსარჩელეს. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია მოსარჩელის პოზიციისა და ამ პოზიციის დასადასტურებლად წარდგენილი მტკიცებულებების სწორად შეფასება.

 

6.3. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის თა--ხმად, ყადაღას ექვემდებარება მოვალის ყველა ნივთი, გარდა ამ კანონის 45-ე მუხლში ჩამოთვლილი ქონებისა. მოცემული ნორმით დადგენილია შემდეგი პრეზუმფცია- ნივთები, რომლებსაც მოვალესთან პოულობენ, მას ეკუთვნის.

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლი მოძრავი ქონების მოვალისადმი კუთვნილების ვარაუდს უკავშირებს მხოლოდ ამ მისამართზე მოვალის ფაქტობრივ, რეალურ ცხოვრებას და არა მოვალის რეგისტრირებულ საცხოვრებელს. მოძრავი ნივთების შეძენა, ხშირ შემთხვევაში, წერილობითი ხელშეკრულების საფუძველზე არ ხდება, ხოლო შენაძენის საფასურის ა--ზღაურების დამადასტურებელ ქვითარს შემძენი შესაძლოა არც ინახავდეს. ასეთ დროს მოძრავი ნივთის კუთვნილების საკითხის გადაწყვეტა უნდა მოხდეს სამოქალაქო კოდექსის 155-ე, 158-ე, 166-ე და 186-ე მუხლების საფუძველზე. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თა--ხმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის მე-2 ნაწილის თა--ხმად, თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა. თუ ამგვარი ხელშეშლა კვლავ გაგრძელდება, მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით.

 

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მოსარჩელის და მოპასუხე მე---- ნან-–--ლის ახსნა-განმარტებით, ასევე საბანკო ხელშეკრულებების, საგარანტიო ტალონების და სხვა წერილობითი მტკიცებულებების შეფასებით დადგენილად მიაჩნია ის გარემოება, რომ დაყადაღებული ნივთებიდან კომპიუტერი პერსონალური მონიტორით, ხისფერი კომპიუტერის მაგიდა, სარეცხი მანქა-- და ორკამერიანი მაცივარი შეძენილია მ--- ნან-–--ლის მიერ, თავისი სახსრებით 1995-2005 წლებში, როცა მოვალე მე---- ნან-–--ლი რუსეთში სასჯელს იხდიდა, ხოლო პლაზმური ტელევიზორი და ავტომანქა-- „ტოიოტა“ სახ Nტბ 2921ტბ „მინი-ვენი“, გამოშვების წელი 2003, შეძენილია 2015-2016 წლებში, მოსარჩელის მიერ ბანკიდან აღებული სესხებით, რომელსაც თვითონ იხდის და ეს ნივთები წარმოადგენს მის საკუთრებას. ხოლო ის გარემოება, რომ ავტომანქანის დაკავების და საჯარიმო ავტოსადგომზე გადაყვანის დროს მას მოპასუხე მე---- ნან-–--ლი მართავდა, არ ადასტურებს მის საკუთრებას ამ მოძრავ ნივთზე, ამიტომ აღნიშნული დაყადაღებული ნივთები წარმოადგენს მოსარჩელე მ--- ნან-–--ლის საკუთრებას. სასამართლო აღნიშნავს, რომ მ--- ნან-–--ლი არ არის ის პირი, რომელმაც პასუხი უნდა აგოს მოვალე მე---- ნან-–--ლის ვალდებულებებზე კრედიტორების წინაშე, ამიტომ ამ ნივთების რეალიზაციით კრედიტორის დაკმაყოფილება შეუძლებელია და ეს ნივთები უნდა განთავისუფლდეს ყადაღისაგან .

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მ--- ნან-–--ლის სარჩელი მოძრავი ნივთების ყადაღისაგან განთავისუფლების შესახებ, უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თა--ხმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სახელმწიფო ხარჯების გადახდისაგან.

 

მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია წინასწარ, მას არც სარჩელით და არც სასამართლო განხილვის დროს პროცესის ხარჯების ა--ზღაურება არ მოუთხოვია .

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის თა--ხმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.

 

განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან სასამართლო გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 20 ნოემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა დარჩეს ძალაში , გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 1991 243-244-ე, 249-ე, 364-ე და 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა

 

1. სარჩელი დაკმაყოფილდეს

1.1. გათავისუფლდეს ყადაღისაგან კახეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელ თ------- ქი----–--ლის მიერ 09.10.2017 წლის ქონების აღწერის და დაყადაღების აქტის საფუძველზე დაყადაღებული მ--- ნან-–--ლის კუთვნილი შემდეგი მოძრავი ნივთები: 1) შავი, პლაზმური ტელევიზორი, მეორადი მოხმარების; 2) კომპიუტერი, პერსონალური მონიტორით, მეორადი მოხმარების; 3) ხისფერი კომპიუტერის მაგიდა, მეორადი მოხმარების; 4) ვერცხლისფერი სარეცხი მანქა--, მეორადი მოხმარების; 5) ორკამერიანი მაცივარი, მეორადი მოხმარების;

1.2. გათავისუფლდეს ყადაღისგან 2017 წლის 02 ნოემბერს სააღსრულებო ბიუროს მოთხოვნის საფუძველზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის თა--მშრომლების მიერ დაკავებული ავტომანქა-- „ტოიოტა“ სახ Nტბ 2921ტბ „მინი-ვენი“, გამოშვების წელი 2003, თეთრი ფერის, ძრავის მოცულობა 1958 ;

2. ამ საქმეზე გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 20 ნოემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება დარჩეს ძალაში გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.

3. მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია წინასწარ. მას პროცესის ხარჯების ა--ზღაურება არ მოუთხოვია .

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით გურჯაანის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს გურჯაანის რაიონული სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: ნა-- ჩალათაშვილი