გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
100210118002384415
#2/118 -2018 წ.
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
11.07.2018 წელი. ქ. საჩხერე
საჩხერის რაიონული სასამართლო
სასამართლოს დასახელება
მოსამართლე: ივანე ყიფიანი
სხდომის მდივანი: გოგიტა ტალახაძე
მოსარჩელე: ს.ს.,, თ----- ბ----“
მოსარჩელის წარმომადგენელი: შ.პ.ს. ,,ტ-----“ - წარმომადგენელი ნ----- ჟ-–--–---–ი
მოპასუხე: დ----- წ--------–-
მოპასუხე: მ--------- წ--------–-
დავის საგანი : სესხი. ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1.საჩხერის რაიონული სასამართლოს სარჩელით მომართა, მოსარჩელე - ს.ს ” თ----- ბ----”-ს (ს/კ 2-------- წარმომადგენელი შ.პ.ს.,,ტ-----“ წარმომადგენელი ნ----- ჟ-–--–---–ი) წარმომადგენელმა, მოპასუხეები - დ----- წ-------–ის (პ.№5----------, მის: ჭიათურა სოფელი პ--------) და მ--------- წ-------–ის (პ.№5----------, მის: ჭიათურა სოფელი პ--------) მიმართ, დავალიანების გადახდევინებისა და ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე.
1.2.მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის დადებული იყო რამდენიმე სესხის ხელშეკრულება. მოსარჩელე გარდა სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებისა , ასევე ითხოვს მოპასუხესა და მის დედას შორის დადებული ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობას, კერძოდ:
1.2.1.მოსარჩელე მიუთითებს, რომ სს „თ----- ბ---სა“ და დ----- წ--------–ს შორის 2016 წლის 21 ოქტომბერს გაფორმდა N21-6029-8584-90 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 4 900 ლარის ოდენობით.
მოსარჩელე მიუთითებს, რომ დ----- წ-------–ის მიერ საბანკო კრედიტის N21-6029-8584-90 ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები დარღვეულ იქნა და 2017 წლის 27 სექტემბრიდან არ მომხდარა დავალიანების დაფარვა არაერთი გაფრთხილების მიუხედავად არ ასრულებს თანხის გადახდის ვალდებულებას, რის გამოც კრედიტორი იყენებს თავის კანონიერ უფლებას და სასამართლოს მეშვეობით მოითხოვს მსესხებლისათვის არსებული დავალიანების დაკისრებას.
2018 წლის 30 იანვრის მდგომარეობით მოპასუხეს საბანკო კრედიტის N21-6029-8584-90 ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება -4 856.77 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა -4 178.73 ლარი, პროცენტი -339.70 ლარი, ჯარიმა - 331.70 ლარი და დაზღვევა -7.13ლარი.
1.2.2. მოსარჩელე მიუთითებს, რომ სს „ თ----- ბ---სა “ და დ----- წ--------–ს შორის 2017 წლის 01 სექტემბერს გაფორმდა საბანკო კრედიტის და გირავნობის N21-6029-9164981 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 320 ლარის ოდენობით.
2018 წლის 30 იანვრის მდგომარეობით მოპასუხეს კრედიტის და გირავნობის N21-6029-9164981 ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება - 415.09 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა 320 ლარი, პროცენტი - 0 ლარი და ჯარიმა - 87.59 ლარი.
1.2.3. მოსარჩელე მიუთითებს, რომ სს „ თ----- ბ---სა “ და დ----- წ--------–ს შორის 2017 წლის 12 ივნისს გაფორმდა საბანკო კრედიტის და გირავნობის N21-6029-8990932 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 4-0.08 ლარის ოდენობით. ხელშეკრულება დარღვეულ იქნა და 2017 წლის 29 აგვისტოდან არ მომხდარა დავალიანების დაფარვა.
2018 წლის 30 იანვრის მდგომარეობით მოპასუხეს კრედიტის და გირავნობის N21-6029-8990932 ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება - 447.25 ლარი ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა 375.06 ლარი, პროცენტი - 0 ლარი და ჯარიმა - 64.69 ლარი.
1.2.4. მოსარჩელე მიუთითებს, რომ სს „ თ----- ბ---სა “ და დ----- წ--------–ს შორის 2017 წლის 31 აგვისტოს გაფორმდა საბანკო კრედიტის და გირავნობის N21-6029-9163342 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზევ მსესხებელზე გაიცა კრედიტი 980 ლარის ოდენობით. ხელშეკრულება დარღვეულ იქნა და 2017 წლის 31 აგვისტოდან არ მომხდარა დავალიანების დაფარვა. 2018 წლის 30 იანვრის მდგომარეობით მოპასუხეს საბანკო კრედიტის და გირავნობის N21-6029-9163342 ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება - 1 359.81 ლარი ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა 980 ლარი, პროცენტი - 194.52 ლარი და ჯარიმა - 177.79 ლარი.
1.2.5.მოსარჩელე მიუთითებს, რომ სს „ თ----- ბ---სა “ და დ----- წ--------–ს შორის 2017 წლის 31 აგვისტოს გაფორმდა საბანკო კრედიტის და გირავნობის N21-6029-9164284 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 285 ლარის ოდენობით. ხელშეკრულება დარღვეულ იქნა და 2017 წლის 31 აგვისტოდან არ მომხდარა დავალიანების დაფარვა. მოპასუხე დ----- წ--------–- გაფრთხილებულ იქნა თუმცა არ ასრულებს თანხის გადახდის ვალდებულებას. რის გამოც კრედიტორი უფლებამოსილია მომართავს სასამართლოს და მოითხოვოს მსესხებლისათვის არსებული დავალიანების დაკისრება.
2018 წლის 30 იანვრის მდგომარეობით მოპასუხეს საბანკო კრედიტის და გირავნობის N21-6029-9164284 ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება - 334.441 ლარი ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა 285 ლარი, პროცენტი - 0% ლარი და ჯარიმა - 41.94 ლარი.
1.2.6. მოსარჩელე მიუთითებს, რომ სს „ თ----- ბ---სა “ და დ----- წ--------–ს შორის 2017 წლის 01 სექტემბერს გაფორმდა საბანკო კრედიტის და გირავნობის N21-6029-9165098 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 516 ლარის ოდენობით. ხელშეკრულება დარღვეულ იქნა და 2017 წლის 01 სექტემბერიდან არ მომხდარა დავალიანების დაფარვა. 2018 წლის 30 იანვრის მდგომარეობით მოპასუხეს საბანკო კრედიტის და გირავნობის N21-6029-9165098 ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება - 657.32 ლარი ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა - 516 ლარი, პროცენტი - 0 ლარი და ჯარიმა - 141.32 ლარი.
1.2.7. მოსარჩელე მიუთითებს, რომ სს „ თ----- ბ---სა “ და დ----- წ--------–ს შორის 2017 წლის 30 აგვისტოს დაიდო საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხეზე გაიცა საკრედიტო ბარათი TBC Prime Card. 2500 ლარიანი საკრედიტო ლიმიტის მოცულობით. საკრედიტო ბარათის სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება დარღვეულ იქნა.
2018 წლის 30 იანვრის მდგომარეობით მოპასუხეს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება - 2993.01 ლარი ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა -2495.98 ლარი, პროცენტი - 142.17 ლარი და ჯარიმა - 354.86 ლარი.
მოსარჩელე დამატებით მიუთითებს, რომ მოპასუხე ეტაპობრივად ფარავდა დავალიანებას თუმცა 2017 წლის სექტემბრის შემდეგ მოპასუხემ დავალიანების დაფარვა გაწყვიტა.
1.2.8.მოსარჩელე ასევე მიუთითებს, რომ მოპასუხეებს დ----- წ--------–სა და მ---------ი წ--------–ს შორის გაფორმებულ იქნა ჩუქების ხელშეკრულება. მოსარჩელე მხარე თვლის რომ ბათილად უნდა იქნას ცნობილი 2017 წლის 17 ოქტომბერს დადებული აღნიშნული ჩუქების ხელშეკრულება, ვინაიდან ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის შემთხვევაში შესაძლებელი გახდება სს „თ----- ბ----ს“ მიმართ არსებული ვალდებულებების შესრულება.
1.3.მოსარჩელე ითხოვს დ----- წ--------–ს სს „ თ----- ბ---- “-ს სასარგებლოდ დაეკისროს:
1.3.1.2016 წლის 21 ოქტომბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების გადახდა - 4 856.77 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა - 4 178.73 ლარი, პროცენტი - 339.70 ლარი, ჯარიმა - 321.21 ლარი და დაზღვევა - 7.13 ლარი.
2018 წლის 30 იანვრიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან) 2016 წლის 21 ოქტომბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 4 178.73 ლარზე, ვალდებულების სრულ შესრულებამდე, წლიური 19.5% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 67.90 ლარს.
2018 წლის 30 იანვრიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან) 2016 წლის 21 ოქტომბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 4 178.73 ლარზე, ვალდებულების სრულ შესრულებამდე, დასარიცხი პირგასამტეხლოს, ყოველდღიური 0.5%-ის გდახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს 20.89 ლარს, მაგრამ არაუმეტეს 800 ლარისა.
1.3.2. 2017 წლის 01 სექტემბრის საბანკო კრედიტისა და გირავნობის N21-6029-9164981 ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაზუსტებული დავალიანების გადახდა - 407.59 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა - 320 ლარი, და ჯარიმა - 87.59 ლარი.
2018 წლის 30 იანვრიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან) 2017 წლის 01 სექტემბრის საბანკო კრედიტისა და გირავნობის N21-6029-9164981 ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 320 ლარზე, ვალდებულების სრულ შესრულებამდე, დასარიცხი პირგასამტეხლოს, ყოველდღიური 0.5%-ის გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს 1.6 ლარს, მაგრამ არაუმეტეს 500 ლარისა.
1.3.3.2017 წლის 12 ივნისის საბანკო კრედიტისა და გირავნობის N21-6029-8990932 ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაზუსტებული დავალიანების გადახდა - 439.75 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა - 375.06 ლარი, და ჯარიმა - 64.69 ლარი.
2018 წლის 30 იანვრიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან) 2017 წლის 12 ივნისის საბანკო კრედიტისა და გირავნობის N21-6029-8990932 ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 375.06 ლარზე, ვალდებულების სრულ შესრულებამდე, დასარიცხი პირგასამტეხლოს, ყოველდღიური 0.5%-ის გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს 1.87 ლარს, მაგრამ არაუმეტეს 500 ლარისა.
1.3.4.2017 წლის 31აგვისტოს საბანკო კრედიტისა და გირავნობის N21-6029-9163342 ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაზუსტებული დავალიანების გადახდა - 1 352.31 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა - 980 ლარი, და პროცენტი - 194.52 ლარი, ჯარიმა - 177.79 ლარი.
2018 წლის 30 იანვრიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან) 2017 წლის 31 აგვისტოს საბანკო კრედიტისა და გირავნობის N21-6029-9163342 ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 980 ლარზე, ვალდებულების სრულ შესრულებამდე, წლიური 48% სარგებლის გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს 39.2 ლარს,2018 წლის 30 იანვრიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან) 2017 წლის 31 აგვისტოს საბანკო კრედიტისა და გირავნობის N21-6029-9163342 ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 980 ლარზე, ვალდებულების სრულ შესრულებამდე, დასარიცხი პირგასამტეხლოს, ყოველდღიური 0.5%-ის გდახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს 4.9 ლარს, მაგრამ არაუმეტეს 800 ლარისა.
1.3.5.2017 წლის 31აგვისტოს საბანკო კრედიტისა და გირავნობის N21-6029-9164284 ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაზუსტებული დავალიანების გადახდა - 326.94 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა - 285 ლარი, და ჯარიმა - 41.94 ლარი.
2018 წლის 30 იანვრიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან) 2017 წლის 31 აგვისტოს საბანკო კრედიტისა და გირავნობის N21-6029-9164284 ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 285 ლარზე, ვალდებულების სრულ შესრულებამდე, დასარიცხი პირგასამტეხლოს, ყოველდღიური 0.5%-ის გდახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს 1.42 ლარს, მაგრამ არაუმეტეს 500 ლარისა.
1.3.6.2017 წლის 01 სექტემბრის საბანკო კრედიტისა და გირავნობის N21-6029-9165098 ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაზუსტებული დავალიანების გადახდა - 657.32 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა - 516 ლარი, და ჯარიმა - 141.32 ლარი.
2018 წლის 30 იანვრიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან) 2017 წლის 01 სექტემბრის საბ---ო კრედიტისა და გირავნობის N21-6029-9165098 ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 516 ლარზე, ვალდებულების სრულ შესრულებამდე, დასარიცხი პირგასამტეხლოს, ყოველდღიური 0.5%-ის გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს 2.58 ლარს, მაგრამ არაუმეტეს 500 ლარისა.
1.3.7.2017 წლის 30 აგვისტოს საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების გადახდა - 2 993.01 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა - 2 495.98 ლარი, პროცენტი - 142.17 ლარი და ჯარიმა - 354.86 ლარი.
2018 წლის 30 იანვრიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან) 2017 წლის 30 აგვისტოს საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 2 495.98 ლარზე, ვალდებულების სრულ შესრულებამდე, წლიური 18 % სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 37.43 ლარს.
2018 წლის 30 იანვრიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან) 2017 წლის 30 აგვისტოს საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 2 495.98 ლარზე, ვალდებულების სრულ შესრულებამდე, დასარიცხი პირგასამტეხლოს, ყოველდღიური 0.5%-ის გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს 12.47 ლარს, მაგრამ არაუმეტეს 800 ლარისა.
1.3.8.ბათილად იქნეს ცნობილი 2017 წლის 17 ოქტომბრის დ----- წ--------–სა და მ--------- წ--------–ს შორის გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულება და აღდგეს გაჩუქებული ქონებებზე დ----- წ-------–ის საკუთრების უფლება.
1.3.9.დ----- წ--------–ს დაეკისროს სს „ თ----- ბ----ს“ მიერ სახ ბაჟის სახით გადახდილი 619.12 ლარის და საადვოკატო მომსახურების ხარჯის - სასამართლოს გარეშე ხარჯის სახით, დავის საგნის ღირებულების 4%, 500 ლარის გადახდა.
დ----- წ--------–ს და მ--------- წ--------–ს სოლიდარულად დაეკისროთ სს „თ----- ბ----ს“ მიერ სახ. ბაჟის სახით გადახდილი - 100 ლარის, უზრუნველყოფის ბაჟის - 50 ლარისა და აკრძალვის რეგისტრაციის საფასურის - 20 ლარის გადახდა.
2. მოპასუხე მხარის პოზიცია
2.1. მოცემულ სარჩელზე მოპასუხეებმა დ----- წ--------–მა და მ--------- წ--------–მა შემოიტანეს შესაგებელი. მოპასუხე დ----- წ--------–მა მოსამზადებელ სხდომაზე განმარტა, რომ იგი ცნობს სარჩელს სესხის ხელშეკრულებების ნაწილში ნაწილობრივ , კერძოდ ცნობს ძირ თანხას და პროცენტს. ჩუქების ხელშეკრულების ბათილობის ნაწილში სარჩელს არ ცნობს. დედამ არ იცოდა მისი ვალის შესახებ და მან უძრავი ნივთი გააჩუქა დედაზე იმ პერიოდში, რა დროსაც ფინანსური პრობლემები მას არ ჰქონია. მას ოჯახით უნდოდა გერმანიაში გასვლა რის გამოც ქონება გააჩუქა დედაზე. მოპასუხე მ--------- წ--------–- განმარტავს, რომ მისთვის უცნობი იყო მის შვილსა და ბ---ს შორის არსებული ხელშეკრულებების ფაქტი.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები .
3.1.1. მხარეებს მიეცათ შესაძლებლობა დავის მორიგებით დასრულებისათვის, თუმცა მხარეები ვერ მორიგდნენ.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. დადგენილია, რომ სს „თ----- ბ---სა“ და დ----- წ--------–ს შორის 2016 წელის 21 ოქტომბერს გაფორმდა N21-6029-8584-90 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 4 900 ლარის ოდენობით. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 19.5%-ით, კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველი თვის 27 რიცხვში, 2020 წლის 27 ოქტომბრამდე. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი, ამას დამატებული 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ხელშეკრულების დამატებით პირობად განისაზღვრა მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდით, სესხის მიმდინარე ოდენობით ბ----ს სასარგებლოდ GPIH-ში.
დ----- წ-------–ის მიერ საბ---ო კრედიტის N21-6029-8584-90 ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები დარღვეულ იქნა და 2017 წლის 27 სექტემბრიდან არ მომხდარა დავალიანების დაფარვა არაერთი გაფრთხილების მიუხედავად არ ასრულებს თანხის გადახდის ვალდებულებას.
მოსარჩელის პოზიციით 2018 წლის 30 იანვრის მდგომარეობით მოპასუხეს საბ---ო კრედიტის N21-6029-8584-90 ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება -4 856.77 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა -4 178.73 ლარი, პროცენტი -339.70 ლარი, ჯარიმა - 331.70 ლარი და დაზღვევა -7.13ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხელშეკრულება(ს.ფ.25)
-ხელშეკრულება(ს.ფ.42-53)
-დავალიანების ცნობა(ს.ფ.108)
-გრაფიკი (ს.ფ.49-50)
- მხარეთა განმარტებები.
3.2.2. დადგენილია რომ სს „ თ----- ბ---სა “ და დ----- წ--------–ს შორის 2017 წლის 01 სექტემბერს გაფორმდა საბ---ო კრედიტის და გირავნობის N21-6029-9164981 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 320 ლარის ოდენობით. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 0%-ით, კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველი თვის 27 რიცხვში, 2018 წლის 27 თებერვლამდე. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარის, ამას დამატებული 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
მოსარჩელის პოზიციით ხელშეკრულება დარღვეულ იქნა და 2017 წლის 01 სექტემბრიდან არ მომხდარა დავალიანების დაფარვა. 2018 წლის 30 იანვრის მდგომარეობით მოპასუხეს კრედიტის და გირავნობის N21-6029-9164981 ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება - 415.09 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა 320 ლარი, პროცენტი - 0 ლარი და ჯარიმა - 87.59 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხელშეკრულება(ს.ფ.54-61)
-დავალიანების ცნობა(ს.ფ.108)
- მხარეთა განმარტებები.
3.2.3. დადგენილია რომ სს „ თ----- ბ---სა “ და დ----- წ--------–ს შორის 2017 წლის 12 ივნისს გაფორმდა საბანკო კრედიტის და გირავნობის N2116029-8990932 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 450.08 ლარის ოდენობით. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 0%-ით, კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველი თვის 27 რიცხვში, 2018 წლის 27 ივნისამდე. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარის, ამას დამატებული 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
დადგენილია , რომ ხელშეკრულება დარღვეულ იქნა და 2017 წლის 29 აგვისტოდან არ მომხდარა დავალიანების დაფარვა. მოპასუხე დ----- წ--------–- გაფრთხილებულ იქნა თუმცა არ ასრულებს თანხის გადახდის ვალდებულებას.
მოსარჩელის პოზიციით 2018 წლის 30 იანვრის მდგომარეობით მოპასუხეს კრედიტის და გირავნობის N2116029-8990932 ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება - 447.25 ლარი ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა 375.06 ლარი, პროცენტი - 0 ლარი და ჯარიმა - 64.69 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა განმარტებები.
-ხელშეკრულება (ს.ფ.62-69)
- დავალიანების ცნობა(ს.ფ.108)
3.2.4. დადგენილია რომ სს „ თ----- ბ---სა “ და დ----- წ--------–ს შორის 2017 წლის 31 აგვისტოს გაფორმდა საბანკო კრედიტის და გირავნობის N2116029-9163342 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მსესხებელზე გაიცა კრედიტი 980 ლარის ოდენობით. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 48%-ით, კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველი თვის 27 რიცხვში, 2018 წლის 27 აგვისტომდე. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარის, ამას დამატებული 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
დადგენილია, რომ ხელშეკრულება დარღვეულ იქნა და 2017 წლის 31 აგვისტოდან არ მომხდარა დავალიანების დაფარვა. მოპასუხე დ----- წ--------–- გაფრთხილებულ იქნა თუმცა არ ასრულებს თანხის გადახდის ვალდებულებას.
2018 წლის 30 იანვრის მდგომარეობით მოპასუხეს საბანკო კრედიტის და გირავნობის N2116029-9163342 ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება - 1 359.81 ლარი ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა 980 ლარი, პროცენტი - 194.52 ლარი და ჯარიმა - 177.79 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა განმარტებები.
-ხელშეკრულება (ს.ფ.70-77)
- დავალიანების ცნობა(ს.ფ.108)
3.2.5. დადგენილია, რომ სს „ თ----- ბ---სა “ და დ----- წ--------–ს შორის 2017 წლის 31 აგვისტოს გაფორმდა საბანკო კრედიტის და გირავნობის N21-6029-9164284 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მსესხებელზე გაიცა კრედიტი 285 ლარის ოდენობით. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 0%-ით, კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველი თვის 27 რიცხვში, 2018 წლის 27 აგვისტომდე. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარის, ამას დამატებული 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
დადგენილია, რომ ხელშეკრულება დარღვეულ იქნა და 2017 წლის 31 აგვისტოდან არ მომხდარა დავალიანების დაფარვა. მოპასუხე დ----- წ--------–- გაფრთხილებულ იქნა თუმცა არ ასრულებს თანხის გადახდის ვალდებულებას.
2018 წლის 30 იანვრის მდგომარეობით მოპასუხეს საბ---ო კრედიტის და გირავნობის N21-6029-9164284 ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება - 334.441 ლარი ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა 285 ლარი, პროცენტი - 0% ლარი და ჯარიმა - 41.94 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა განმარტებები.
-ხელშეკრულება (ს.ფ.78-85)
- დავალიანების ცნობა(ს.ფ.108)
3.2.6. დადგენილია, რომ სს „ თ----- ბ---სა “ და დ----- წ--------–ს შორის 2017 წლის 01 სექტემბერს გაფორმდა საბ---ო კრედიტის და გირავნობის N21-6029-9165098 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მსესხებელზე გაიცა კრედიტი 516 ლარის ოდენობით. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 0%-ით, კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველი თვის 27 რიცხვში, 2018 წლის 27 თებერვლამდე. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარის, ამას დამატებული 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
დადგენილია, რომ ხელშეკრულება დარღვეულ იქნა და 2017 წლის 01 სექტემბერიდან არ მომხდარა დავალიანების დაფარვა. მოპასუხე დ----- წ--------–- გაფრთხილებულ იქნა თუმცა არ ასრულებს თანხის გადახდის ვალდებულებას.
2018 წლის 30 იანვრის მდგომარეობით მოპასუხეს საბ---ო კრედიტის და გირავნობის N21-6029-9165098 ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება - 657.32 ლარი ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა - 516 ლარი, პროცენტი - 0 ლარი და ჯარიმა - 141.32 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა განმარტებები.
-ხელშეკრულება (ს.ფ.86-93)
- დავალიანების ცნობა(ს.ფ.108)
3.2.7. დადგენილია , რომ სს „ თ----- ბ---სა “ და დ----- წ--------–ს შორის 2017 წლის 30 აგვისტოს დაიდო საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მოპასუხეზე გაიცა საკრედიტო ბარათი TBC Prime Card. 2500 ლარიანი საკრედიტო ლიმიტის მოცულობით. საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 18%-ით, კრედიტის სავაჭრო/მომსახურების ობიექტებში ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში, 33%-ით კრედიტის სს „ თ----- ბ---სა “ ბ---ომატით ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო 20 ლარის, ამას დამატებული 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. კრედიტის პერიოდული დაფარვა უნდა მომხდარიყო დაანგარიშების თარიღიდან მაქსიმუმ 25-ე დღეს დაანგარიშების დღემდე ათვისებული საკრედიტო ლიმიტის 5%-ის დამატების ათვისების დღიდან დაანგარიშების დღემდე დარიცხული საპროცენტო სარგებლის და პირგასამტეხლოს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ოდენობით. დაანგარიშების თარიღად განისაზღვრა ყოველი თვის 27 რიცხვი.
დადგენილია, რომ საკრედიტო ბარათის სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება დარღვეულ იქნა. 2018 წლის 30 იანვრის მდგომარეობით მოპასუხეს საბ---ო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება - 2993.01 ლარი ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა -2495.98 ლარი, პროცენტი - 142.17 ლარი და ჯარიმა - 354.86 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა განმარტებები.
-ხელშეკრულება (ს.ფ.94-99)
- დავალიანების ცნობა(ს.ფ.108)
3.2.8. დადგენილია, რომ მოპასუხეებს დ----- წ--------–ს და მ--------- წ--------–ს შორის გაფორმებულ იქნა ჩუქების ხელშეკრულება. დადგენილია, რომ 2017 წლის 17 ოქტომბრისათვის უძრავი ქონება საკადასტრო კოდით 3-.1-.4-.2-- და უძრავი ქონება ს/კ 3-.1-.4-.8-- საკუთრების უფლებით აღრიცხული იყო მოპასუხე დ----- წ--------–-ს, ი----- ბ-----–--ის (მოპასუხის მეუღლე), გ------- წ--------–-ს(შვილი) და ლ---- წ--------–-ს (შვილი) სახელზე. 2017 წლის 17 ოქტომბერს დ----- წ--------–მა, ი----- ბ-----–--ემ, გ------- წ--------–მა და ლ---- წ--------–მა აჩუქეს უძრავი ქონება ს/კ 3-.1-.4-.2-- და ს/კ 3-.1-.4-.8--, ზ----- წ--------–ს, რაც დადასტურებულია ნასყიდობის ხელშეკრულებით და შესაბამისი რეესტრის ამონაწერით
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა განმარტებები.
-რეესტრის ამონაწერი (ს.ფ.1-6-123)
- ნასყიდობის ხელშეკრულება (ს.ფ.1-4-1-5)
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო თვლის, რომ ს.ს.,, თ------- ბ----“-ს სარჩელი დ----- წ-------–ის მიმართ უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. ამ შემთხვევაში სასამართლო თვლის რომ პროცენტი უნდა განისაზღვროს დავალიანების ცნობის გაცემის თარიღის მიხედვით პირველი სარჩელის შემოტანამდე ე.ი ხელშეკრულების შეწყვეტამდე , ხოლო მიუღებელი შემოსავალი უნდა განისაზღვროს დავალიანების გასტუმრებამდე, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლის პროცენტით. მოპასუხეს უნდა დაეკისროს ასევე სადაზღვევო შენატანი. პირგასამტეხლო უნდა განისაზღვროს თითოეულ ხელშეკრულებაზე გონივრულ ფარგლებში.
სასამართლო თვლის ბათილად უნდა იქნას ცნობილი ჩუქების ხელშეკრულება დ----- წ-------–ის მიერ უძრავი ქონების კუთვნილი წილის ჩუქების ნაწილში მოჩვენებით ნების გამოვლენის გამო. უძრავი ქონების დანარჩენი წილი სხვისი საკუთრებაა და კავშირში არ არის სასესხო სამართლებრივ ურთიერთობასთან. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50--ე , 316-ე, 317-ე, 417-ე, 420-ე, 623-ე, 867-ე, 868-ე მუხლებით
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის შესაბამისად გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.
სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის შესაბამისად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია რომ მხარეთა შორის დადებულია ხელშეკრულება, რომლის თანახმად მხარეებმა აიღეს ვალდებულებები ერთმანეთის მიმართ. მითითებული ნორმებიდან სახეზეა სესხისა და გირავნობის ხელშეკრულება(სამოქალაქო კოდექსის 623-ე და 254-ე მუხლები )
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის შესაბამისად სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად საბ---ო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის შესაბამისად მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი ან ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთი.
6.2. დადგენილია რომ დადგენილია, რომ სს „თ----- ბ---სა“ და დ----- წ--------–ს შორის 2016 წელის 21 ოქტომბერს გაფორმდა N21-6029-8584-90 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 4 900 ლარის ოდენობით. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 19.5%-ით, კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველი თვის 27 რიცხვში, 2020 წლის 27 ოქტომბრამდე. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი, ამას დამატებული 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ხელშეკრულების დამატებით პირობად განისაზღვრა მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდით, სესხის მიმდინარე ოდენობით ბ----ს სასარგებლოდ GPIH-ში.
დ----- წ-------–ის მიერ საბ---ო კრედიტის N21-6029-8584-90 ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები დარღვეულ იქნა და 2017 წლის 27 სექტემბრიდან არ მომხდარა დავალიანების დაფარვა არაერთი გაფრთხილების მიუხედავად არ ასრულებს თანხის გადახდის ვალდებულებას.
მოსარჩელის პოზიციით 2018 წლის 30 იანვრის მდგომარეობით მოპასუხეს საბ---ო კრედიტის N21-6029-8584-90 ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება -4 856.77 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა -4 178.73 ლარი, პროცენტი -339.70 ლარი, ჯარიმა - 331.70 ლარი და დაზღვევა -7.13ლარი.
6.3.დადგენილია რომ სს „ თ----- ბ---სა “ და დ----- წ--------–ს შორის 2017 წლის 01 სექტემბერს გაფორმდა საბ---ო კრედიტის და გირავნობის N21-6029-9164981 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 320 ლარის ოდენობით. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 0%-ით, კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველი თვის 27 რიცხვში, 2018 წლის 27 თებერვლამდე. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარის, ამას დამატებული 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
მოსარჩელის პოზიციით ხელშეკრულება დარღვეულ იქნა და 2017 წლის 01 სექტემბრიდან არ მომხდარა დავალიანების დაფარვა. 2018 წლის 30 იანვრის მდგომარეობით მოპასუხეს კრედიტის და გირავნობის N21-6029-9164981 ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება - 415.09 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა 320 ლარი, პროცენტი - 0 ლარი და ჯარიმა - 87.59 ლარი.
6.4.დადგენილია რომ სს „ თ----- ბ---სა “ და დ----- წ--------–ს შორის 2017 წლის 12 ივნისს გაფორმდა საბ---ო კრედიტის და გირავნობის N21-6029-8990932 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 4-0.08 ლარის ოდენობით. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 0%-ით, კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველი თვის 27 რიცხვში, 2018 წლის 27 ივნისამდე. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარის, ამას დამატებული 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
დადგენილია , რომ ხელშეკრულება დარღვეულ იქნა და 2017 წლის 29 აგვისტოდან არ მომხდარა დავალიანების დაფარვა. მოპასუხე დ----- წ--------–- გაფრთხილებულ იქნა თუმცა არ ასრულებს თანხის გადახდის ვალდებულებას.
მოსარჩელის პოზიციით 2018 წლის 30 იანვრის მდგომარეობით მოპასუხეს კრედიტის და გირავნობის N21-6029-8990932 ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება - 447.25 ლარი ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა 375.06 ლარი, პროცენტი - 0 ლარი და ჯარიმა - 64.69 ლარი.
6.5დადგენილია რომ სს „ თ----- ბ---სა “ და დ----- წ--------–ს შორის 2017 წლის 31 აგვისტოს გაფორმდა საბ---ო კრედიტის და გირავნობის N21-6029-9163342 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მსესხებელზე გაიცა კრედიტი 980 ლარის ოდენობით. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 48%-ით, კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველი თვის 27 რიცხვში, 2018 წლის 27 აგვისტომდე. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარის, ამას დამატებული 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
დადგენილია, რომ ხელშეკრულება დარღვეულ იქნა და 2017 წლის 31 აგვისტოდან არ მომხდარა დავალიანების დაფარვა. მოპასუხე დ----- წ--------–- გაფრთხილებულ იქნა თუმცა არ ასრულებს თანხის გადახდის ვალდებულებას.
2018 წლის 30 იანვრის მდგომარეობით მოპასუხეს საბ---ო კრედიტის და გირავნობის N21-6029-9163342 ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება - 1 359.81 ლარი ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა 980 ლარი, პროცენტი - 194.52 ლარი და ჯარიმა - 177.79 ლარი.
6.6.დადგენილია, რომ სს „ თ----- ბ---სა “ და დ----- წ--------–ს შორის 2017 წლის 31 აგვისტოს გაფორმდა საბ---ო კრედიტის და გირავნობის N21-6029-9164284 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მსესხებელზე გაიცა კრედიტი 285 ლარის ოდენობით. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 0%-ით, კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველი თვის 27 რიცხვში, 2018 წლის 27 აგვისტომდე. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარის, ამას დამატებული 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
დადგენილია, რომ ხელშეკრულება დარღვეულ იქნა და 2017 წლის 31 აგვისტოდან არ მომხდარა დავალიანების დაფარვა. მოპასუხე დ----- წ--------–- გაფრთხილებულ იქნა თუმცა არ ასრულებს თანხის გადახდის ვალდებულებას.
2018 წლის 30 იანვრის მდგომარეობით მოპასუხეს საბ---ო კრედიტის და გირავნობის N21-6029-9164284 ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება - 334.441 ლარი ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა 285 ლარი, პროცენტი - 0% ლარი და ჯარიმა - 41.94 ლარი.
6.7.დადგენილია, რომ სს „ თ----- ბ---სა “ და დ----- წ--------–ს შორის 2017 წლის 01 სექტემბერს გაფორმდა საბ---ო კრედიტის და გირავნობის N21-6029-9165098 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მსესხებელზე გაიცა კრედიტი 516 ლარის ოდენობით. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 0%-ით, კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველი თვის 27 რიცხვში, 2018 წლის 27 თებერვლამდე. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარის, ამას დამატებული 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
დადგენილია, რომ ხელშეკრულება დარღვეულ იქნა და 2017 წლის 01 სექტემბერიდან არ მომხდარა დავალიანების დაფარვა. მოპასუხე დ----- წ--------–- გაფრთხილებულ იქნა თუმცა არ ასრულებს თანხის გადახდის ვალდებულებას.
2018 წლის 30 იანვრის მდგომარეობით მოპასუხეს საბ---ო კრედიტის და გირავნობის N21-6029-9165098 ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება - 657.32 ლარი ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა - 516 ლარი, პროცენტი - 0 ლარი და ჯარიმა - 141.32 ლარი.
6.8.დადგენილია , რომ სს „ თ----- ბ---სა “ და დ----- წ--------–ს შორის 2017 წლის 30 აგვისტოს დაიდო საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მოპასუხეზე გაიცა საკრედიტო ბარათი TBC Prime Card. 2500 ლარიანი საკრედიტო ლიმიტის მოცულობით. საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 18%-ით, კრედიტის სავაჭრო/მომსახურების ობიექტებში ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში, 33%-ით კრედიტის სს „ თ----- ბ---სა “ ბ---ომატით ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო 20 ლარის, ამას დამატებული 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. კრედიტის პერიოდული დაფარვა უნდა მომხდარიყო დაანგარიშების თარიღიდან მაქსიმუმ 25-ე დღეს დაანგარიშების დღემდე ათვისებული საკრედიტო ლიმიტის 5%-ის დამატების ათვისების დღიდან დაანგარიშების დღემდე დარიცხული საპროცენტო სარგებლის და პირგასამტეხლოს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ოდენობით. დაანგარიშების თარიღად განისაზღვრა ყოველი თვის 27 რიცხვი.
დადგენილია, რომ საკრედიტო ბარათის სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება დარღვეულ იქნა. 2018 წლის 30 იანვრის მდგომარეობით მოპასუხეს საბ---ო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება - 2993.01 ლარი ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა -2495.98 ლარი, პროცენტი - 142.17 ლარი და ჯარიმა - 354.86 ლარი.
6.9.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის შესაბამისად მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი.
სასამართლო განმარტავს, რომ სარგებლის (პროცენტის) გადახდის ვალდებულება, რომელიც მხარეებმა გაითვალისწინეს სესხის ხელშეკრულებისათვის, შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ხელშეკრულების მოქმედების ვადაში.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამოდინარე დადგენილია რომ 2016 წლის 21 ოქტომბრის N21-6029-8584-90 ხელშეკრულებით , 2017 წლის 31 აგვისტოს N21-6029-9163342, ხელშეკრულებით, 2017 წლის 01 სექტემბრის საბ---ო კრედიტის და გირავნობის N21-6029-9165098 ხელშეკრულებით, 2017 წლის 30 აგვისტოს საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო პროცენტი, ამასთან მოპასუხე დ----- წ--------–- ცნობს მოთხოვნას პროცენტისა და ძირი თანხის ნაწილში და სასამართლო თვლის , რომ ამ მოპასუხე დ----- წ--------–ს პროცენტი უნდა დაეკისროს მოთხოვნის ფარგლებში.
6.10. სამოქალაქო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად „ხელშეკრულებიდან გასვლისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც მას მიადგა ხელშეკრულების შეუსრულებლობით.“
სამოქალაქო კოდექსის 41--ე მუხლის შესაბამისად „ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.“
6.1-.სსკ-ის 394.1-ე მუხლის თანახმად: „მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება“. ვალდებულების დარღვევა ზოგადი ფორმულირებაა და იგი შეიძლება სხვადასხვა ფორმით გამოიხატოს, მათ შორის, არაჯეროვან შესრულებაში. მტკიცების ტვირთის ობიექტურად და სამართლიანად განაწილების პირობებში, როგორც ზიანის მიყენების ფაქტის, ასევე განცდილი ზიანის ოდენობის დამტკიცების ტვირთი მოსარჩელის (კრედიტორის) მხარეზეა. სსკ-ის 408.1-ე მუხლის თანახმად, „პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს პირვანდელი მდგომარეობა, ანუ მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არა ვალდებულების დარღვევა“. ამასთან, მნიშვნელობა არა აქვს, თუ რამდენად მაღალია მოვალის ბრალეულობის (განზრახვა თუ გაუფრთხილებლობა) ხარისხი ზიანის დადგომაში. სსკ-ის 41--ე მუხლი კიდევ უფრო აკონკრეტებს 408-ე მუხლში მოცემული ზიანის სრულად ანაზღაურების პრინციპს. სრული ანაზღაურება ეხება არა საერთოდ ზიანს, რომელიც შეიძლება ვინმემ განიცადოს, არამედ იმ ზიანს, რომელიც სამოქალაქო პასუხისმგებლობის საერთო საფუძვლებიდან გამომდინარე ანაზღაურებადია. ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. როდესაც ხელშეკრულების მხარე კისრულობს ვალდებულებას, მას მხედველობაში აქვს მხოლოდ იმ რისკის აღება, რომელიც კანონზომიერად არის დაკავშირებული ხელშეკრულების შესრულებასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მისგან შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც ხელშეკრულების დარღვევის ნორმალურ შედეგად აღიქმება.
6.12.სსკ-ის 412-ე მუხლი მოვალეს ათავისუფლებს ისეთი რისკებისაგან, რაც მიუღებელია ქონებრივი პასუხისმგებლობის ჩვეულებრივი პრინციპებისათვის. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს, რომ მის მიერ განცდილი ზიანი არის ხელშეკრულების დარღვევის ჩვეულებრივი და ნორმალური შედეგი. ზიანის სავარაუდოობა დგინდება გონივრულობის თვალსაზრისით და არ განისაზღვრება კონკრეტული ხელშეკრულების დამრღვევის სუბიექტური შესაძლებლობებით. მოვალემ ზიანი ყოველთვის უნდა აანაზღაუროს, მაგრამ ხელშეკრულებით ნაკისრი რისკის ფარგლებში.
ზემოხსენებული ნორმების შესაბამისად, ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, კრედიტორისათვის ანაზღაურებას ექვემდებარება, როგორც ფაქტობრივად დამდგარი ზიანი, ასევე მიუღებელი შემოსავლის სახით მიყენებული ზიანი (მიუღებელი შემოსავალი). ამდენად, მოხმობილ ნორმათა ერთობლივი ანალიზის შედეგად, სასამართლო ნაწილობრივ იზიარებს მოსარჩელე მხარის მოთხოვნას მიუღებელი შემოსავლის დაკისრების ნაწილში და თვლის, რომ მიუღებელ შემოსავლად იმ სარგებლის მიჩნევა, რაც ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული და რაც საბ---ო დაწესებულებას უნდა მიეღო, მართებულია, ვინაიდან საკრედიტო დაწესებულების ძირითადი ფუნქცია და დანიშნულება სწორედ ფულადი თანხის სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემაა. შესაბამისად, საკრედიტო დაწესებულებებთან მიმართებით, არსებობს პრეზუმფცია იმისა, რომ საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საკრედიტო დაწესებულება ვერ იღებს იმ შემოსავალს, რომელიც მას აღნიშნული თანხით უნდა მიეღო. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების საკითხის გადაწყვეტისას, ზიანის ანაზღაურება უნდა განისაზღვროს მხოლოდ ობიექტური კრიტერიუმებით ისე, რომ ამას არ მოჰყვეს დაზარალებულის (მოსარჩელის) უსაფუძვლო გამდიდრება. (საქმე №ას-681-652-2016 17 თებერვალი, 2017 წელი,)
6.13.სასამართლოს მიაჩნია, რომ ხელშეკრულებების დარღვევის გამო დ----- წ--------–ს (პ/ნ.5----------) უნდა დაეკისროს სს.,, თ----- ბ----“-ს სასარგებლოდ (2016 წლის 21 ოქტომბრის საბ---ო კრედიტის N21-6029-8584-90 ხელშეკრულება) 2018 წლის 30 იანვრიდან ვალდებულების სრულ შესრულებამდე თვეში 34 ლარის და 82 თეთრის გადახდა, მაგრამ ჯამში არაუმეტეს ერთი წლის გადასახდელისა- 417(ოთხასჩვიდმეტი) ლარისა და 84 (ოთხმოცდაოთხი) თეთრისა (მიუღებელი შემოსავალი.).
6.14.დ----- წ--------–ს (პ/ნ.5----------) უნდა დაეკისროს სს.,, თ----- ბ----“-ს სასარგებლოდ (2017 წლის 31 აგვისტოს საბ---ო კრედიტის N21-6029-9163342 ხელშეკრულება) 2018 წლის 30 იანვრიდან ვალდებულების სრულ შესრულებამდე თვეში 8 ლარის და 17 თეთრის გადახდა, მაგრამ ჯამში არაუმეტეს ერთი წლის გადასახდელისა - 98 ლარისა (მიუღებელი შემოსავალი.).
6.15.დ----- წ--------–ს (პ/ნ.5----------) უნდა დაეკისროს სს.,, თ----- ბ----“-ს სასარგებლოდ (2017 წლის 30 აგვისტოს საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება) 2018 წლის 30 იანვრიდან ვალდებულების სრულ შესრულებამდე თვეში 20 ლარის და 80 თეთრის გადახდა, მაგრამ ჯამში არაუმეტეს ერთი წლის გადასახდელისა- 249(ორასორმოცდაცხრა) ლარისა და 60 (სამოცი) თეთრისა (მიუღებელი შემოსავალი.).
6.16. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის შესაბამისად დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება.
სარჩელის შემოტანით ხელშეკრულება შეწყდა , შესაბამისად სასამართლოს მიაჩნია, რომ, დ----- წ--------–ს (პ/ნ.5----------) უნდა დაეკისროს სს.,, თ----- ბ----“-ს სასარგებლოდ (2016 წლის 21 ოქტომბრის საბ---ო კრედიტის N21-6029-8584-90 ხელშეკრულება) დაზღვევა 7 ლარი და 13 თეთრის გადახდა.
6.17.სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის შესაბამისად პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის შესაბამისად ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
განსახილველ შემთხვევაში პირგასამტეხლო წერილობით არის შეთანხმებული და განსაზღვრულია ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. სესხის ხელშეკრულების საფუძველზე გრაფიკით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში მსესხებელს ერიცხებოდა დაგვიანებული თანხის სხვადასხვა პროცენტი.
6.18.სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს სამართლებრივი ბუნება, მისი ფუნქცია და გამოყენების ფარგლები უზენაესი სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაშია ასახული. "ის წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა უკავშირდება ვალდებულების დარღვევას. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან, ანუ პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია, ვალდებულების დარღვევის ფაქტი...", “პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა“ (შდრ. საქმე #.ას 848-814-16, #ას-816-767-15, #ას-953-918).
ამასთან, სასამართლოს სსკ-ის 420-ე მუხლის საფუძველზე, უფლება აქვს, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რაც შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება; დადგენილი სასამართლო პრაქტიკის მიხედვით: „პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან... პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შეიძლება, ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა: ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა.“ (შდრ. საქმე №ას-176-157-2014);
6.19.დადგენილია რომ დადგენილია, რომ სს „თ----- ბ---სა“ და დ----- წ--------–ს შორის დადებული 2016 წელის 21 ოქტომბრის N21-6029-8584-90 ხელშეკრულებაში, გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი, ამას დამატებული 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ხელშეკრულების დამატებით პირობად განისაზღვრა მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდით, სესხის მიმდინარე ოდენობით ბ----ს სასარგებლოდ GPIH-ში.
6.20.დ----- წ-------–ის მიერ საბ---ო კრედიტის N21-6029-8584-90 ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები დარღვეულ იქნა და 2017 წლის 27 სექტემბრიდან არ მომხდარა დავალიანების დაფარვა არაერთი გაფრთხილების მიუხედავად არ ასრულებს თანხის გადახდის ვალდებულებას.
მოსარჩელის პოზიციით 2018 წლის 30 იანვრის მდგომარეობით მოპასუხეს აღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება პირგასამტეხლო , რომელიც განსაზღვრულია ჯარიმის სახით და შეადგენს 331.70 ლარს გარდა აღნიშნულისა მოსარჩელე ითხოვს 2018 წლის 30 იანვრიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან) 2016 წლის 21 ოქტომბრის საბ---ო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 4 178.73 ლარზე, ვალდებულების სრულ შესრულებამდე, დასარიცხი პირგასამტეხლოს, ყოველდღიური 0.5%-ის გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს 20.89 ლარს, მაგრამ არაუმეტეს 800 ლარისა. სასამართლო თვლის, რომ პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს და განისაზღვროს მთლიანად 417 ლარით და 84 თეთრით.
6.21.დადგენილია რომ სს „ თ----- ბ---სა “ და დ----- წ--------–ს შორის 2017 წლის 01 სექტემბრის საბ---ო კრედიტის და გირავნობის N21-6029-9164981 ხელშეკრულებაში, გათვალისწინებული იყო ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარის, ამას დამატებული 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
მოსარჩელის პოზიციით ხელშეკრულება დარღვეულ იქნა და 2017 წლის 01 სექტემბრიდან არ მომხდარა დავალიანების დაფარვა. 2018 წლის 30 იანვრის მდგომარეობით მოპასუხეს პირგასამტეხლოს სახით განესაზღვრა 87.59 ლარი. გარდა აღნიშნულისა მოსარჩელე ითხოვს 2018 წლის 30 იანვრიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან) 2017 წლის 01 სექტემბრის საბ---ო კრედიტისა და გირავნობის N21-6029-9164981 ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 320 ლარზე, ვალდებულების სრულ შესრულებამდე, დასარიცხი პირგასამტეხლოს, ყოველდღიური 0.5%-ის გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს 1.6 ლარს, მაგრამ არაუმეტეს 500 ლარისა.
სასამართლო თვლის, რომ პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს და განისაზღვროს მთლიანად 87 ლარი 59 თეთრი.
6.22.დადგენილია რომ სს „ თ----- ბ---სა “ და დ----- წ--------–ს შორის 2017 წლის 12 ივნისის საბ---ო კრედიტის და გირავნობის N21-6029-8990932 ხელშეკრულებაში, გათვალისწინებული იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარის, ამას დამატებული 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
დადგენილია , რომ ხელშეკრულება დარღვეულ იქნა და 2017 წლის 29 აგვისტოდან არ მომხდარა დავალიანების დაფარვა.
მოსარჩელის პოზიციით 2018 წლის 30 იანვრის მდგომარეობით მოპასუხეს კრედიტის და გირავნობის N21-6029-8990932 ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება პირგასამტეხლო- 64.69 ლარი. გარდა ამისა მოსარჩელე ითხოვს 2018 წლის 30 იანვრიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან) 2017 წლის 12 ივნისის საბ---ო კრედიტისა და გირავნობის N21-6029-8990932 ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 375.06 ლარზე, ვალდებულების სრულ შესრულებამდე, დასარიცხი პირგასამტეხლოს, ყოველდღიური 0.5%-ის გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს 1.87 ლარს, მაგრამ არაუმეტეს 500 ლარისა.
სასამართლო თვლის, რომ პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს და განისაზღვროს მთლიანად 64 ლარი და 69 თეთრი.
6.23.დადგენილია რომ სს „ თ----- ბ---სა “ და დ----- წ--------–ს შორის 2017 წლის 31 აგვისტოს საბ---ო კრედიტის და გირავნობის N21-6029-9163342 ხელშეკრულებაში, გათვალისწინებული იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარის, ამას დამატებული 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
დადგენილია, რომ ხელშეკრულება დარღვეულ იქნა და 2017 წლის 31 აგვისტოდან არ მომხდარა დავალიანების დაფარვა.
2018 წლის 30 იანვრის მდგომარეობით მოპასუხეს ერიცხება პირგასამტეხლო - 177.79 ლარი.
2018 წლის 30 იანვრიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან) 2017 წლის 31 აგვისტოს საბ---ო კრედიტისა და გირავნობის N21-6029-9163342 ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 980 ლარზე, ვალდებულების სრულ შესრულებამდე, დასარიცხი პირგასამტეხლოს, ყოველდღიური 0.5%-ის გდახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს 4.9 ლარს, მაგრამ არაუმეტეს 800 ლარისა.
სასამართლო თვლის, რომ პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს და განისაზღვროს მთლიანად 98 ლარით.
6.24. სს „ თ----- ბ---სა “ და დ----- წ--------–ს შორის 2017 წლის 31 აგვისტოს საბ---ო კრედიტის და გირავნობის N21-6029-9164284 ხელშეკრულებაში, გათვალისწინებული იყო ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარის, ამას დამატებული 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. დადგენილია, რომ ხელშეკრულება დარღვეულ იქნა და 2017 წლის 31 აგვისტოდან არ მომხდარა დავალიანების დაფარვა.
2018 წლის 30 იანვრის მდგომარეობით პირგასამტეხლო განსზღვრულია ჯარიმით და შეადგენს 41.94 ლარს, გარდა აღნიშნულისა მოსარჩელე ითხოვს 2018 წლის 30 იანვრიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან) 2017 წლის 31 აგვისტოს საბ---ო კრედიტისა და გირავნობის N21-6029-9164284 ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 285 ლარზე, ვალდებულების სრულ შესრულებამდე, დასარიცხი პირგასამტეხლოს, ყოველდღიური 0.5%-ის გდახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს 1.42 ლარს, მაგრამ არაუმეტეს 500 ლარისა.
სასამართლო თვლის, რომ პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს და განისაზღვროს მთლიანად 41 ლარი და 94 თეთრით.
6.25.დადგენილია, რომ სს „ თ----- ბ---სა “ და დ----- წ--------–ს შორის 2017 წლის 01 სექტემბრის საბ---ო კრედიტის და გირავნობის N21-6029-9165098 ხელშეკრულებაში, გათვალისწინებული იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარის, ამას დამატებული 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
დადგენილია, რომ ხელშეკრულება დარღვეულ იქნა და 2017 წლის 01 სექტემბერიდან არ მომხდარა დავალიანების დაფარვა.
2018 წლის 30 იანვრის მდგომარეობით მოპასუხეს ერიცხება პირგასამტეხლო - 141.32 ლარი. მოსარჩელე ასევე ითხოვს 2018 წლის 30 იანვრიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან) 2017 წლის 01 სექტემბრის საბ---ო კრედიტისა და გირავნობის N21-6029-9165098 ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 516 ლარზე, ვალდებულების სრულ შესრულებამდე, დასარიცხი პირგასამტეხლოს, ყოველდღიური 0.5%-ის გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს 2.58 ლარს, მაგრამ არაუმეტეს 500 ლარისა.
სასამართლო თვლის, რომ პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს და განისაზღვროს მთლიანად 141 ლარი და 32 თეთრი.
6.26.დადგენილია , რომ სს „ თ----- ბ---სა “ და დ----- წ--------–ს შორის 2017 წლის 30 აგვისტოს საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებაში, გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო 20 ლარის, ამას დამატებული 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. დადგენილია, რომ საკრედიტო ბარათის სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება დარღვეულ იქნა. 2018 წლის 30 იანვრის მდგომარეობით მოპასუხეს საბ---ო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება პირგასამტეხლო - 354.86 ლარი. მოსარჩელე ასევე ითხოვს 2018 წლის 30 იანვრიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან) 2017 წლის 30 აგვისტოს საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 2 495.98 ლარზე, ვალდებულების სრულ შესრულებამდე, დასარიცხი პირგასამტეხლოს, ყოველდღიური 0.5%-ის გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს 12.47 ლარს, მაგრამ არაუმეტეს 800 ლარისა.
სასამართლო თვლის, რომ პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს და განისაზღვროს მთლიანად 354 ლარი და 86 თეთრით.
6.27.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის შესაბამისად ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება).
დადგენილია, რომ მოპასუხეებს დ----- წ--------–ს და მ--------- წ--------–ს შორის გაფორმებულ იქნა უძრავი ქონების წილის ჩუქების ხელშეკრულება. დადგენილია, რომ 2017 წლის 17 ოქტომბრისათვის უძრავი ქონება საკადასტრო კოდით 3-.1-.4-.2-- და უძრავი ქონება ს/კ 3-.1-.4-.8-- საკუთრების უფლებით აღრიცხული იყო მოპასუხე დ----- წ--------–-ს, ი----- ბ-----–--ის (მოპასუხის მეუღლე), გ------- წ--------–-ს(შვილი) და ლ---- წ--------–-ს (შვილი) სახელზე. 2017 წლის 17 ოქტომბერს დ----- წ--------–მა, ი----- ბ-----–--ემ, გ------- წ--------–მა და ლ---- წ--------–მა აჩუქეს უძრავი ქონება ს/კ 3-.1-.4-.2-- და ს/კ 3-.1-.4-.8--, ზ----- წ--------–ს, რაც დადასტურებულია ნასყიდობის ხელშეკრულებით და შესაბამისი რეესტრის ამონაწერით.
დადგენილია , რომ ზოგიერთი სასესხო ურთიერთობების შესრულება მოსარჩელე დ----- წ--------–მა შეწყვიტა 2017 წლის სექტემბრის თვეში, ხელშეკრულების გაფორმება მოხდა ოქტომბრის თვეში. ზ----- წ--------–- არის დ----- წ-------–ის დედა. მას და მის ოჯახს სხვა საცხოვრებელი არ გააჩნია. მოპასუხე დ----- წ--------–ს, როგორც შესაგებელში ხსნის ქვეყნის გარეთ არ გასულა. ერთმნიშვნელოვანია, რომ მოპასუხე მ--------- წ--------–ს უნდა სცოდნოდა დ----- წ-------–ის მდგომარეობის შესახებ სესხებთან მიმართებაში. ასევე ერთმნიშვნელოვანია, რომ გარიგების გაფორმება მოხდა პასუხისმგებლობისაგან თავის არიდების მიზნით. გარდა ამისა დადგენილია, რომ მისი ოჯახის წევრები მეუღლე ი----- ბ-----–--ე და შვილები ლ---- და გ------- წ-------–ები კავშირში არ არიან დ----- წ-------–ის ვალდებულებებთან. ჩუქების ხელშეკრულების მთლიანად ბათილობა უსაფუძვლოა.
6.28.სასამართლო თვლის, რომ მითითებული პრეზუმირებული ფაქტები ქმნიან სადავო გარიგების მოსაჩვენებლად დადების ვარაუდს, რაც სსკ-ის 56.1 მუხლის მიხედვით, ამ გარიგების ბათილობის საფუძველი იყო. სსკ-ის 56.1-ე მუხლის მიხედვით გარიგების ბათილობის საფუძველი ხელშეკრულების მონაწილე მხარეების ის ფარული (და არა აშკარა) ნებაა, რაც ფორმალურად ხელშეკრულების გაფორმების სურვილს გამოხატავს, რეალურად კი არ ემსახურება იმ მიზანს, რაც გარიგების დადებას უნდა მოჰყვეს შედეგად. სწორედ ამიტომ იწოდება ამგვარი გარიგებები მოჩვენებითად. დ----- წ-------–ის საკუთრებაში არსებულ კუთვნილ წილზე ერთადერთ უძრავ ქონებაზე გარიგების დადგება, კერძოდ ჩუქება დედისათვის ზუსტად იმ დროის მონაკვეთში, როდესაც მას წარმოეშვა სასესხო დავალიანებები , აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ დ----- წ--------–- სწორედ იმ განზრახვით მოქმედებდა, რომ მოსარჩელის სასარგებლოდ დაკისრებული ვალდებულების შესრულებისაგან თავი აერიდებინა.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ამ საფუძვლით გარიგების ბათილობასთან დაკავშირებით დადგენილ პრაქტიკაზე: „საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის პირველ ნაწილზე და განმარტავს, რომ მოჩვენებითი გარიგების არსებობის შემთხვევაში არ არსებობს გამოვლენის გარეგანი დათქმა. ამ შემთხვევაში აუცილებელია, რომ ნების გამომვლენი და ნების მიმღები მოქმედებდნენ შეთანხმებით და ორივე აცნობიერებდნენ ნების ნაკლს. მოჩვენებითი გარიგების დროს კანონი ადგენს კავშირს ფიქტიურ გარიგებასა და ნების მიმღები ადრესატის თანხმობას შორის. სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგი მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება), ამრიგად, განსახილველი ნორმით იგულისხმება ის შემთხვევა, როდესაც, როგორც ნების გამომვლენი, ასევე მისი მიმღები მოქმედებენ იმ განზრახვის გარეშე, რომ ამ გარიგებას შესაბამისი იურიდიული შედეგი მოჰყვეს. ყოველივე აღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ მოჩვენებით გარიგებას ახასიათებს მხარეთა „ურთიერთშეთანხმება“, „გარიგება“ მოჩვენებით ნების გამოვლენის შესახებ. ამ შემთხვევაში ორივეს გაცნობიერებული აქვს, რომ მათ მიერ ასეთი ნების გამოვლენას არ მოჰყვება იურიდიული შედეგი. სასამართლო პრაქტიკამ გვიჩვენა, რომ ძირითადად მოჩვენებითი გარიგების დადება დაკავშირებულია მესამე პირებთან არსებულ ურთიერთობასთან (მაგალითად, მოჩვენებითი გარიგების დადების ერთ-ერთ მოტივს შეიძლება წარმოადგენდეს მესამე პირის მოტყუება, პასუხისმგებლობისაგან თავის არიდება და ა.შ). ამრიგად, იმისათვის, რომ სასამართლომ სადავო გარიგება მიიჩნიოს მოჩვენებით გარიგებად, აუცილებელია ისეთი ფაქტობრივი გარემოებების არსებობა, რომლებიც მიუთითებენ ნების გამოვლენის ნაკლზე, ფიქტიური გარიგების შესახებ „ურთიერთშეთანხმებაზე“, საერთო მიზანზე, რაც არ შეესაბამება მათ მიერ გარეგანი ნების გამოვლენას. (იხ.სუსგ #-ას-789-754-2015 6.1-.2015 წელი).
ამდენად სასამართლო თვლის, რომ ბათილად უნდა იქნას ცნობილი ჩუქების ხელშეკრულების ის ნაწილი რომლითაც უძრავი ქონებების თავისი წილი დ----- წ--------–მა აჩუქა დედას-ზ----- წ--------–ს.
6.29. „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის" ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამოქალაქო უფლებებისა და მოვალეობების განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას, ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ. სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული საერთაშორისო აქტით განმტკიცებული სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს სასამართლოს ვალდებულებას, დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. პროცესის მონაწილეებისათვის, ისევე როგორც, საზოგადოებისათვის, ნათელი უნდა იყოს განსჯის ის პროცესი, რომელიც სასამართლომ გაიარა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებამდე. გადაწყვეტილებაში ასახული უნდა იყოს სასამართლოს მოსაზრებები და სამართლებრივი დასკვნები, რომლებმაც დავის სწორედ ამგვარი გადაწყვეტა გამოიწვია. სასამართლო დაცვა უნდა იყოს სრული, რაც გულისხმობს არა მხოლოდ ყველას შესაძლებლობას მიმართოს სასამართლოს, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გამოიტანოს სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება. ეს მოთხოვნა მიზნად ისახავს მხარის მიერ გასაჩივრების უფლების განხორციელების შესაძლებლობის უზრუნველყოფას. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Suominen v. Finland, აბზაცი 36, აგრეთვე 2008 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Peric v. Croatia, აბზაცი 21, განმარტა შემდეგი– „მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულ სასამართლოებს აქვთ გარკვეული მიხედულება კონკრეტული საქმის დასაბუთების არჩევისას და მხარეთა მოსაზრებების მხარდამჭერი მტკიცებულებების დაშვებისას, სასამართლო ვალდებულია დაასაბუთოს თავისი საქმიანობა თავის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მოტივაციით“.
7. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა.
დადგენილია, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხე მ--------- წ--------–- სარცელს არ ცნობს მოპასუხე დ----- წ--------–მა ყველა ხელშეკრულებაზე ძირი და პროცენტის თანხის ნაწილში ცნო სარჩელი, შესაბამისად ამ სამართლებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით შემოტანილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი უბრუნდება მოსარჩელეს. სს. ,, თ----- ბ----“-ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 294 (ორასოთხმოცდათოთხმეტი) ლარი და 81 (ოთხმოცდაერთი) თეთრი (საგადასახადო დავალება №3, გადამხდელის ბ---- - სს „თ----- ბ----“, გადახდის თარიღი 22.03.2018წ, სახაზინო კოდი 300223150, თანხა - 619.12 ლარი, გადამხდელი - სს „თ----- ბ----“ ს.ნ.2--------) კანონით დადგენილი წესით.
დ----- წ--------–ს (პ/ნ3----------) უნდა დაეკისროს სს. ,,თ----- ბ----“-ს სასარგებლოდ მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 56 ლარისა და 76 თეთრის , გადახდა.
დ----- წ--------–ს და მ--------- წ--------–ს სოლიდარულად უნდა დაეკისროს სს. ,,თ----- ბ----“-ს სასარგებლოდ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯები 250 (ორასორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
დ----- წ--------–ს და მ--------- წ--------–ს სოლიდარულად უნდა დაეკისროს სს. ,,თ----- ბ----“-ს სასარგებლოდ 170 ლარის გადახდა(სარჩელის სახ. ბაჟი 100 ლარი სარჩელის უზრუნველყოფის 50 ლარი და რეგისტრაციის 20 ლარი )
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1.ს.ს. ,, თ----- ბ----“-ს (ს/კ2--------) სარჩელი დ----- წ-------–ის და მ--------- წ-------–ის მიმართ, დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
1.1. დ----- წ--------–ს (პ/ნ.5----------) დაეკისროს სს.,, თ----- ბ----“-ს სასარგებლოდ (2016 წლის 21 ოქტომბრის საბანკო კრედიტის N2116029-8584690 ხელშეკრულება) 4856 (ოთხიათასრვაასორმოცდათექვსმეტი) ლარი და 77 (სამოცდაჩვიდმეტი) თეთრი(საიდანაც 4178,73 ლარი არის ძირი თანხა, პროცენტი არის 339 ლარი და 70 თეთრი , პირგასამტეხლო არის 417 ლარი და 84 თეთრი, დაზღვევა 7 ლარი და 13 თეთრი). დ----- წ--------–ს სს.,, თ----- ბ----“-ს სასარგებლოდ დაეკისროს ასევე 2018 წლის 30 იანვრიდან ვალდებულების სრულ შესრულებამდე თვეში 34 ლარის და 82 თეთრის გადახდა, მაგრამ ჯამში არაუმეტეს ერთი წლის გადასახდელისა- 417(ოთხასჩვიდმეტი) ლარისა და 84 (ოთხმოცდაოთხი) თეთრისა (მიუღებელი შემოსავალი.).
1.2. დ----- წ--------–ს (პ/ნ.5----------) დაეკისროს სს.,, თ----- ბ----“-ს სასარგებლოდ (2017 წლის 01 სექტემბრის საბანკო კრედიტის N2116029-9164981 ხელშეკრულება) 407(ოთხასშვიდი) ლარი და 59 (ორმოცდაცხრამეტი) თეთრის გადახდა (საიდანაც 320 ლარი არის ძირი თანხა, პირგასამტეხლო არის 87 ლარი 59 თეთრი )
1.3. დ----- წ--------–ს (პ/ნ.5----------) დაეკისროს სს.,, თ----- ბ----“-ს სასარგებლოდ (2017 წლის 12 ივნისის საბანკო კრედიტის N2116029-8990932 ხელშეკრულება) 439 ( ოთხასოცდაცხრამეტი) ლარისა და 75(სამოცდათხუთმეტი) თეთრი (საიდანაც 375ლარი და 06 თეთრი არის ძირი თანხა, ხოლო 64 ლარი და 69 თეთრი არის პირგასამტეხლო).
1.4. დ----- წ--------–ს (პ/ნ.5----------) დაეკისროს სს.,, თ----- ბ----“-ს სასარგებლოდ (2017 წლის 31 აგვისტოს საბანკო კრედიტის N2116029-9163342 ხელშეკრულება) 1272 ლარისა და 52 თეთრის გადახდა (საიდანაც 980 ლარი არის ძირი თანხა, ხოლო 194 ლარი და 52 თეთრი პროცენტი და 98 ლარი არის პირგასამტეხლო). დ----- წ--------–ს სს.,, თ----- ბ----“-ს სასარგებლოდ დაეკისროს ასევე 2018 წლის 30 იანვრიდან ვალდებულების სრულ შესრულებამდე თვეში 8 ლარის და 17 თეთრის გადახდა, მაგრამ ჯამში არაუმეტეს ერთი წლის გადასახდელისა - 98 ლარისა (მიუღებელი შემოსავალი.).
1.5. დ----- წ--------–ს (პ/ნ.5----------) დაეკისროს სს.,, თ----- ბ----“-ს სასარგებლოდ (2017 წლის 31 აგვისტოს საბანკო კრედიტის N2116029-9164284 ხელშეკრულება) 326 ( სამასოცდაექვსი) ლარისა და 94 (ოთხმოცდათოთხმეტი) თეთრი (საიდანაც 285ლარი არის ძირი თანხა, ხოლო 41 ლარი და 94 თეთრი არის პირგასამტეხლო).
1.6. დ----- წ--------–ს (პ/ნ.5----------) დაეკისროს სს.,, თ----- ბ----“-ს სასარგებლოდ (2017 წლის 01 სექტემბრის საბანკო კრედიტის N2116029-9165098 ხელშეკრულება) 657 ( ექვსასორმოცდაჩვიდმეტი) ლარისა და 32 (ოცდათორმეტი) თეთრი (საიდანაც 516 ლარი არის ძირი თანხა, ხოლო 141 ლარი და 32 თეთრი არის პირგასამტეხლო).
1.7. დ----- წ--------–ს (პ/ნ.5----------) დაეკისროს სს.,, თ----- ბ----“-ს სასარგებლოდ (2017 წლის 30 აგვისტოს საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება) 2993 (ოთხიათასრვაასორმოცდათექვსმეტი) ლარი და 01 (სამოცდაჩვიდმეტი) თეთრი(საიდანაც 2495,98 ლარი არის ძირი თანხა, პროცენტი არის 142 ლარი და 17 თეთრი , პირგასამტეხლო არის 354ლარი და 86 თეთრი). დ----- წ--------–ს სს.,, თ----- ბ----“-ს სასარგებლოდ დაეკისროს ასევე 2018 წლის 30 იანვრიდან ვალდებულების სრულ შესრულებამდე თვეში 20 ლარის და 80 თეთრის გადახდა, მაგრამ ჯამში არაუმეტეს ერთი წლის გადასახდელისა- 249(ორასორმოცდაცხრა) ლარისა და 60 (სამოცი) თეთრისა (მიუღებელი შემოსავალი.).
1.8. ბათილად იქნას ცნობილი უძრავი ნივთების-ს/კ 3-.1-.4-.8-- და ს/კ 3-.1-.4-.2-- დ----- წ-------–ის კუთვნილი წილის მ--------- წ-------–ისათვის ჩუქების 2017 წლის 17 ოქტომბრის ხელშეკრულება.
1.9. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
2. სს. ,, თ----- ბ----“-ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 294 (ორასოთხმოცდათოთხმეტი) ლარი და 81 (ოთხმოცდაერთი) თეთრი (საგადასახადო დავალება №3, გადამხდელის ბანკი - სს „თ----- ბ----“, გადახდის თარიღი 22.03.2018წ, სახაზინო კოდი 300223150, თანხა - 619.12 ლარი, გადამხდელი - სს „თ----- ბ----“ ს.ნ.2--------) კანონით დადგენილი წესით.
3. დ----- წ--------–ს (პ/ნ3----------) დაეკისროს სს. ,,თ----- ბ----“-ს სასარგებლოდ მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 56 ლარისა და 76 თეთრის , გადახდა.
4.დ----- წ--------–ს და მ--------- წ--------–ს სოლიდარულად დაეკისროს სს. ,,თ----- ბ----“-ს სასარგებლოდ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯები 250 (ორასორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
დ----- წ--------–ს და მ--------- წ--------–ს სოლიდარულად დაეკისროს სს. ,,თ----- ბ----“-ს სასარგებლოდ 170 ლარის გადახდა(სარჩელის სახ. ბაჟი 100 ლარი სარჩელის უზრუნველყოფის 50 ლარი და რეგისტრაციის 20 ლარი )
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით საჩხერის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (ქ. საჩხერე, დ. აღმაშენებლის ქ. #3).
6.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს საჩხერის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: /ივანე ყიფიანი/