გადაწყვეტილება

სამოქალაქო 24.07.2018
საქმის ნომერი
100210018002500416
კატეგორია
დავის ტიპი
ბავშვის შესანახად ალიმენტის გადახდევინების შესახებ
თარიღი
24.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

100210018002500416

# 2/229-2018 წ.

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

საქართველოს სახელით

24.07.2018წ. ქ. საჩხერე

 

შესავალი ნაწილი

საჩხერის რაიონული სასამართლო

სასამართლოს დასახელება

 

მოსამართლე ივანე ყიფიანი

სხდომის მდივანი გოგიტა ტალახაძე

 

მოსარჩელე: ლ-- ჩ---------ე

წარმომადგენელი: ნ--- ღ--------–---–ი

მოპასუხე: შ---- ტ--------ე

წარმომადგენელი: ი-----–--- მ--------ე

 

დავის საგანი: ალიმენტის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. საჩხერის რაიონულ სასამართლოში 2018 წლის 18 ივნისს შემოტანილი იქნა ლ-- ჩ---------ის (პ.ნ. 3----------; მისამართი: საჩხერე სოფელი სპეთი) სარჩელი, მოპასუხის შ---- ტ--------ის (პ.ნ. 3----------) მიმართ, არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ ალიმენტის დაკისრების თაობაზე.

 

მოსარჩელის განმარტებით იგი 2003 წლიდან ცოლად გაყვა და 2007 წლის 26 ივნისიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება მოპასუხე- შ---- ტ--------ესთან. მათ თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ სამი შვილი. მ---- ტ--------ე (დაბ.20.01.2004წ), ლ------ ტ--------ე (დაბ. 08.07.2006 წ) და დ-------- ტ--------ე (დაბ. 25.01.2014 წ). ბავშვები ამჟამად იმყოფებიან მოსარჩელესთან. მოსარჩელე წავიდა მოპასუხის ოჯახიდან და შვილებთან ერთად ცხოვრობს მშობლებთან. იმისათვის, რომ ბავშვები გაიზარდონ სრულყოფილ, განათლებულ პიროვნებები, აუცილებელია ფულადი თანხა, ესაჭიროება კვება, ჩასაცმელი, პირობები აღსაზრდელად. მოპასუხე არის დასაქმებული აქვს სათანადო შემოსავალი.

მოსარჩელე ითხოვს მოპასუხეს დაეკისროს ალიმენტის სახით არასრულწლოვანი შვილების: მ---- ტ--------ის, ლ------ ტ--------ის და დ-------- ტ--------ის სასარგებლოდ თითოეულ ბავშვზე 300 (სამასი) ლარი ყოველთვიურად გადახდა, სარჩელის შეტანის დღიდან მათ სრულწლოვანებამდე.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხემ შესაგებელში მიუთითა , რომ იგი ნაწილობრივ ცნობს სარჩელს და განმარტავს, რომ სტაბილური სამუშაო არ აქვს, აქედან გამომდინარე არ აქვს ის შემოსავალი, რომ გადაიხადოს მოსარჩელის მოთხოვნილი თანხა. მოპასუხემ სასამართლოს წინაშე პროცესზე განაცხადა რომ ის გადაიხდის თვეში 50 ლარს თითოეულ ბავშვზე. იგი ადასტურებს, რომ ჯანმრთელია მუშაობს კერძო სამუშაოებზე, მშენებლობაზე. წელს წასული იყო თურქეთის რესპუბლიკაში და გასამრჯელოს სახით 2600 ლარი მიიღო. აღნიშნული თანხა მთლიანად ოჯახში მოიტანა, მაგრამ სათანადოდ არ დაიხარჯა ოჯახის საჭიროებებისათვის. იგი უკმაყოფილოა მოსარჩელესთან ცხოვრებით . იგი მიუთითებს, რომ სახლში მუდამ მოუწესრიგებელი მდგომარეობაა და ამიტომაც დაშორდა იგი მეუღლეს. მის შეუკითხავად მოსარჩელეს აღებული აქვს სესხები.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. დადგენილია, რომ მხარეებს ჰქონდათ მცდელობა მორიგებულიყვნენ, მაგრამ მიუხედავად ამისა ისინი ვერ შეთანხმდნენ მოცემულ დავაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-მხარეთა ახსნა-განმარტებები(იხ.ოქმი)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოება

 

3.2.1. დადგენილია, რომ მოსარჩელე ლ-- ჩ---------ე (პ/ნ3----------) და მოპასუხე შ---- ტ--------ე (პ/ნ3----------) იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში 2007 წლის 26 ივნისიდან. მოცემული დროისათვის მოსარჩელე ლ-- ჩ---------ე თავის სამ მცირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს მამის ოჯახში სოფელ სპეთში.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

- ქორწინების მოწმობა (ს.ფ.14)

- ცნობა (ს.ფ.20)

 

3.2.2. დადგენილია, რომ მოსარჩელეს და მოპასუხეს ერთობლივ ქორწინებაში შეეძინათ სამი შვილი მ---- ტ--------ე (პ/ნ 3---------- დაბ.20.01.2004წ), ლ------ ტ--------ე (პ/ნ 3---------- დაბ. 08.07.2006 წ) და დ-------- ტ--------ე (პ/ნ 3---------- დაბ. 25.01.2014 წ). დადგენილია, რომ შ---- ტ--------ე და ლ-- ჩ---------ე თავიანთ შვილებთან ერთად ცხოვრობდნენ ცალკე ოჯახად , ცალკე საცხოვრებელ სახლში. მათ საოჯახო მეურნეობისათვის გააჩნდათ შესაბამისი სასოფლო სამეურნეო მიწები. აღნიშნული ფაქტი უდავოა და ადასტურებენ მხარეები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

- დაბადების მოწმობები (ს.ფ.15-17);

 

3.2.3. დადგენილია რომ მოპასუხე შ---- ტ--------ე მუშაობდა სამშენებლო საწარმოში -შ.პ.ს. ,,ნოლა გრუპი“ , სადაც იღებდა შესაბამის ანაზღაურებას, თუმცა 2018 წლის 01 იანვრიდან იგი ამ საწარმოში აღარ მუშაობს. შ---- ტ--------ე მოცემული დროისათვის არის ჯანმრთელი. მისი ფულადი შემოსავალი 2018 წლის 1 იანვრიდან სარჩელის შემოტანამდე იყო სულ მცირე სამიათასექვსასი ლარი. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით შ.პ.ს,,ემსი დეველოპერში“ შეადგენდა 1250 ლარს, საიდანაც მოხდა საშემოსავლო გადასახადის დაქვითვა 250 ლარის ოდენობით. მოპასუხისვე განმარტებით მან იმუშავა თურქეთის რესპუბლიკაში და ოჯახში შეიტანა ფულადი თანხა 2600 ლარის ოდენობით. დადგენილია, რომ ლ-- ჩ---------ე არსად არ მუშაობს და დამოუკიდებელი შემოსავალი არ გააჩნია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-შემოსავლების სამსახურის ცნობა (ს.ფ 62-63)

- ცნობა(ს.ფ.18-19)

- ცნობა(ს.ფ.33)

 

3.2.4. დადგენილია, რომ შ---- ტ--------ეს საკუთრების უფლებით ფლობს უძრავ ქონებებს , კერძოდ უძრავ ქონებას სოფელ არგვეთში ს/კ35.10. 21.126, სასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთის წილს ზედა ორღულში ს/კ 35.02.48.457 მიწის ფართობი 2200 კვადრატული მეტრი. სასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთის წილს ზედა ორღულში ს/კ 35.02.48.461 მიწის ნაკვეთის ფართობი 702 კვადრატული მეტრი. სასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთის წილს ზედა ორღულში ს/კ 35.02.48.456 მიწის ნაკვეთის ფართობი 2100 კვადრატული მეტრი.

საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალაში შ---- ტ--------ე საკუთრების უფლებით ფლობს 819 კვადრატულ მეტრ სასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთს ს/კ 35.03.04.168. საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალაში შ---- ტ--------ე საკუთრების უფლებით ფლობს 792 კვადრატულ მეტრ სასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთს ს/კ 35.10.20.297

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

-ამონაწერები საჯარო რეესტრიდან (ს.ფ.46-56)

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

4.1. საქმეში წარმოდგენილი გარემოებებისა და მტკიცებულებების გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე სასამართლო თვლის რომ, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს შ---- ტ--------ეს სარჩელის აღძვრის დღიდან 2018 წლის 18 ივნისიდან თავისი არასრულწლოვანი შვილების მ---- ტ--------ე (პ/ნ 3---------- დაბ.20.01.2004წ), ლ------ ტ--------ე (პ/ნ 3---------- დაბ. 08.07.2006 წ) და დ-------- ტ--------ე (პ/ნ 3---------- დაბ. 25.01.2014 წ) სარჩენად ლ-- ჩ---------ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს თითოეულ ბავშვზე თვეში 100- 100 ლარის (სულ 300 ლარის )გადახდა მათ სრულწლოვანებამდე, მდგომარეობის შეცვლამდე .

 

5.კანონები, სხვა სახის ნორმატიული აქტები, რომლებითაც იხელმძღვანელა სასამართლომ

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე, 1198-ე მუხლი, 1212-ე , 1213-ე, 1214 მუხლები. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-106 მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

6.2. „ბავშვის უფლებათა კონვენციის” მე-2 და მე-3 მუხლების შესაბამისად მონაწილე სახელმწიფოები პატივს სცემენ და უზრუნველყოფენ მათი იურისდიქციის ფარგლებში მყოფი თითოეული ბავშვის ყველა უფლებას, რომელიც წინამდებარე კონვეციითაა გათვალისწინებული, ნებისმიერი სახის დისკრიმინაციის გარეშე, რასის, კანის ფერის, სქესის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა მრწამსის, ეროვნული, ეთნიკური თუ სოციალური წარმოშობის, ქონებრივი მდგომარეობის, ბავშვის, მისი მშობლებისა და კანონიერი მეურვეების ჯანმრთელობისა და დაბადების მდგომარეობის ან სხვა რამ ვითარების განურჩევლად.

 

მონაწილე სახელმწიფოები ყოველგვარ აუცილებელ ზომას იღებენ დისკრიმინაციის ყველა იმ ფორმისა და სასჯელისაგან ბავშვის დაცვის უზრუნველსაყოფად, რომლებიც უკავშირდება ბავშვის, ბავშვის მშობლების, კანონიერი მეურვეების ან ოჯახის სხვა წევრთა სტატუსს, საქმიანობას, მათ მიერ გამოთქმულ შეხედულებებს და მათ გამჟღავნებულ მრწამსს.

 

6.3.ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.

მონაწილე სახელმწიფოები, ითვალისწინებენ რა ბავშვის მშობლის, ბავშვის მიმართ პასუხისმგებლობის მტვირთველი კანონიერი მეურვეებისა და სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, ვალდებულებას იღებენ უზრუნველყონ ბავშვი ისეთი დაცვითა და მზრუნველობით, რომელიც აუცილებელია მისი კეთილდღეობისათვის და ამისათვის იღებენ ყველა საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომას.

მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ ბავშვისათვის ზრუნვაზე ან მის დაცვაზე პასუხისმგებელი დაწესებულებები, სამსახურები ან ორგანოები შეესაბამებოდნენ კომპეტენტური ორგანოების მიერ დაწესებულ ნორმებს, კერძოდ, უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის სფეროში მათი პერსონალის რიცხობრიობისა და ვარგისიანობის, აგრეთვე კომპეტენტური ზედამხედველობის თვალსაზრისით.

 

6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის შესაბამისად შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის შესაბამისად მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება. მშობლებს ენიჭებათ უფლება და ეკისრებათ ვალდებულება, ჰქონდეთ ურთიერთობა თავიანთ შვილებთან, განსაზღვრონ თავიანთ შვილებთან მესამე პირთა ურთიერთობის უფლება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის შესაბამისად მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1213-ე მუხლის შესაბამისად არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტების ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის შესაბამისად თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის შესაბამისად იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლ-- სასამართლოს საშუალებით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულ-- ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან.

 

6.5. სასამართლო განმარტავს, რომ არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის, შეძლებისდაგვარად, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებას, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარეთა მატერიალურ მდგომარეობას, შემოსავლებს, რომელსაც ალიმენტის გადამხდელი იღებს, ასევე ითვალისწინებს მის კმაყოფაზე მყოფ პირთა კანონიერ ინტერესს და განსაზღვრავს ალიმენტის ოდენობას გონივრული და სამართლიანი შეფასების საფუძველზე. დასახელებული ნორმებით დადგენილია მშობელთა ვალდებულება, არჩინონ თავიანთი შვილები. ამ ვალდებულების არსებობა არ შეიძლება დამოკიდებული იქნეს მშობლის ფინანსურ მდგომარეობაზე და იმის გამო, თუ მშობელს არ გააჩნია სტაბილური მატერიალური შემოსავალი, იგი არ შეიძლება, გათავისუფლდეს შვილის რჩენის ვალდებულებისაგან. ამასთან, სასამართლოს მიერ ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და ალიმენტი რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას. ანუ, ოდენობა, რასაც სასამართლო განსაზღვრავს, არ შეიძლება იყოს იმ მინიმალურ ოდენობაზე ნაკლები, რაც აუცილებელია პირის სარჩენად. აღნიშნული ვალდებულება ასევე გამომდინარეობს „ბავშვის უფლებათა კონვენციის” 27.2 მუხლიდან (საქართველო მიუერთდა 1994 წელს), რომლის თანახმად, მშობელს (მშობლებს) ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავისი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები.

 

6.6. დადგენილია რომ მოპასუხე შ---- ტ--------ე მუშაობდა სამშენებლო საწარმოში - შ.პ.ს. ,,ნოლა გრუპი“ , სადაც იღებდა შესაბამის ანაზღაურებას, თუმცა 2018 წლის 01 იანვრიდან იგი ამ საწარმოში აღარ მუშაობს. შ---- ტ--------ე მოცემული დროისათვის არის ჯანმრთელი. მისი ფულადი შემოსავალი 2018 წლის 1 იანვრიდან სარჩელის შემოტანამდე იყო სულ მცირე სამიათექვსასი ლარი. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით შ.პ.ს,,ემსი დეველოპერში“ შეადგენდა 1250 ლარს, საიდანაც მოხდა საშემოსავლო გადასახადის დაქვითვა 250 ლარის ოდენობით. მოპასუხისვე განმარტებით მან იმუშავა თურქეთის რესპუბლიკაში და ოჯახში შეიტანა ფულადი თანხა 2600 ლარის ოდენობით. დადგენილია, რომ ლ-- ჩ---------ე არსად არ მუშაობს და დამოუკიდებელი შემოსავალი არ გაჩბნია.

 

6.7. დადგენილია, რომ შ---- ტ--------ეს საკუთრების უფლებით ფლობს უძრავ ქონებებს , კერძოდ უძრავ ქონებას სოფელ არგვეთსი ს/კ35.10. 21.126, სასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთის წილს ზედა ორღულში ს/კ 35.02.48.457 მიწის ფართობი 2200 კვადრატული მეტრი. სასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთის წილს ზედა ორღულში ს/კ 35.02.48.461 მიწის ნაკვეთის ფართობი 702 კვადრატული მეტრი. სასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთის წილს ზედა ორღულში ს/კ 35.02.48.456 მიწის ნაკვეთის ფართობი 2100 კვადრატული მეტრი.

საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალაში შ---- ტ--------ე საკუთრების უფლებით ფლობს 819 კვადრატულ მეტრ სასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთს ს/კ 35.03.04.168. საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალაში შ---- ტ--------ე საკუთრების უფლებით ფლობს 792 კვადრატულ მეტრ სასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთს ს/კ 35.10.20.297

 

6.8. კონკრეტულ შემთხვევაში, მოპასუხე შრომისუნარიანია , შეუძლია იმუშაოს. მისივე განმარტებით ფაქტიურად მიმდინარე წლის პირველ ექვს თვეში მის მიერ მიღებულია ფულადი თანხა სამიათასექვსასი ლარის ოდენობით. მას აქვს უძრავი ქონება საკუთრებაში , მათ შორის სასოფლო სამეურნეო მიწები და შეუძლია მოაწყოს მეურნეობა . ლ-- ჩ---------ე არ მუშაობს და ბავშვები ისეთ ასაკში არიან , რომ ისინი მუდმივად საჭიროებენ მშობლის ყურადღებას. იგი თავის თავზე იღებს შვილების მოვლასა და აღზრდას. ხსენებული გარემოებების გათვალისწინებით თანხა, რომელიც შეიძლება მიჩნეულ იყოს იმ გონივრულ ოდენობად, რაც აუცილებელია არასრულწლოვანი ბავშვებისათვის საცხოვრებელი პირობების შესაქმნელად, მოცემულ ეტაპზე არის 100 ლარი თითოეულ ბავშვზე.

 

სასამართლო ასევე მიუთითებს , რომ მშობლების უფლება-მოვალეობების, ასევე მათი ინტერესების დაბალანსებისას, ყურადღება უნდა იყოს გამახვილებული იმ გარემოებაზე, რომ მშობელი, რომელთანაც არ ცხოვრობს ბავშვი, ალიმენტის დაკისრებისას იტვირთება მხოლოდ ფულადი ვალდებულებით, განხვავებით მშობლისაგან, რომელთანაც ცხოვრობს ბავშვი. ეს უკანასკნელი თავის თავზე იღებს რა შვილების მოვლასა და აღზრდას, ამ ვალდებულების გამო მეორე მშობელთან შედარებით გარკვეულწილად იზღუდება, უზრუნველყოს მატერიალური სახსრების მიღება თავისი გამომუშავებით.

 

6.9. ამდენად სასამართლო თვლის, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს გონივრული შეფასების ფარგლებში და შ---- ტ--------ეს უნდა დაეკისროს თავისი ბავშვების რჩენა -აღზრდისათვის ალიმენტი.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, ”იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა”.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად,თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება. თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. მოპასუხემ მოსამზადებელ ეტაპზე ნაწილობრივ ცნო სარჩელი. მოპასუხემ ცნო სარჩელი თითოეულ ბავშვზე თვეში ორმოცდაათი ლარის გადახდის ნაწილში თითოეულ ბავშვზე. ამ ნაწილში მოპასუხე განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ლ-- ჩ---------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და შ---- ტ--------ეს სარჩელის აღძვრის დღიდან 2018 წლის 18 ივნისიდან თავისი არასრულწლოვანი შვილების მ---- ტ--------ის (პ/ნ 3---------- დაბ.20.01.2004წ), ლ------ ტ--------ის (პ/ნ 3---------- დაბ. 08.07.2006 წ) და დ-------- ტ--------ის (პ/ნ 3---------- დაბ. 25.01.2014 წ) სარჩენად ლ-- ჩ---------ის სასარგებლოდ დაეკისროს თითოეულ ბავშვზე თვეში 100(ასი)- 100(ასი) ლარის (სულ 300 ლარის )გადახდა მათ სრულწლოვანებამდე, მდგომარეობის შეცვლამდე .

 

2. ლ-- ჩ---------ის სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

 

3. შ---- ტ--------ეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 54(ორმოცდათოთხმეტი) ლარის ოდენობით (კოდი300223150).

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით საჩხერის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (ქ. საჩხერე, დ. აღმაშენებლის ქ. #3).

5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს საჩხერის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: ივანე ყიფიანი