გადაწყვეტილება

სამოქალაქო 11.07.2018
საქმის ნომერი
150210117002223934
კატეგორია
დავის ტიპი
სანივთო-სამართლებრივი დავები
თარიღი
11.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

150210117002223934

საქმე # 2/268-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

11 ივლისი, 2018 წელი ქ. ახალქალაქი

შესავალი ნაწილი

ახალქალაქის რაიონული სასამართლო

მოსამართლე მალხაზ ენუქიძე

სხდომის მდივანი დავით მელიქიძე

მოსარჩელე: შპს „საქართველოს მელიორაცია“

წარმომადგენლები - მი------ა გვ-–---ი,მოპასუხე: ჟუ----ს ბდ-----ი (არ გამოცხადდა)

წარმომადგენელი - ლარ--ა შე-–----ე

დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. მოპასუხე ჟუ----ს ბდ-----ის (პ/ნ 3----------) უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნას მოსარჩელე შპს „საქართველოს მელიორაციის“ საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთი: ავტოამწე „ზილ 431412 (კს-2-11ა) გამოშვების წელი 1988, შასის # 2690758, სახელმწიფო სანომრე ნიშნით VQV-806 (გრბ 02-7).

 

სარჩელის თანახმად, მოსარჩელე შპს „საქართველოს მელიორაცია“ წარმოადგენს სახელმწიფოს მიერ 100 % წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოს, რომელიც მოქმედი კანონმდებლობისა და წესდების საფუძველზე ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს სამელიორაციო, საირიგაციო და სადრენაჟე სამუშაოებს. წესდებით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად მის კაპიტალში ირიცხება სხვადასხვა დანიშნულების მექანიზმები და სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც განთავსებულია სხვადასხვა რეგიონში, მათ შორ-- ჯავახეთშიც. ერთ-ერთი ასეთი მექანიზმია ავტოამწე „ზილ 431412 (კს-2-11ა), რომელსაც უკანონოდ ფლობს მოპასუხე. მოსარჩელის მოთხოვნის პასუხად მოპასუხე უარს აცხადებს წარუდგინოს მათ ავტოამწის ტექნიკური დოკუმენტაცია (პასპორტი) იმ მოტივით, რომ ხსენებული ავტოამწე შეძენილი აქვს, იმყოფება მის საკუთრებაში და 2011 წელს გაცემულია ახალი სანომრე ნიშნები და ახალი ტექნიკური დოკუმენტაცია, თუმცა მოპასუხე ვერ უთითებს ვისგან და რა დროს შეიძინა იგი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

2.1. მოპასუხე თავიანთ შესაგებელში არ ეთანხმება სასარჩელო მოთხოვნას და განმარტავს, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგანაც სადავო მოძრავი ნივთი -ავტოამწე „ზილ 431412 (კს-2-11ა) 2011 წლის 10 ნოემბრიდან კანონიერად იმყოფება მის მფლობელობაში, იგი არ-- მისი მესაკუთრე, ხოლო მოსარჩელეს არანაირი მტკიცებულება სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია, რითაც დაადასტურებდა რომ ავტოამწე მისი საკუთრებაა. მოპასუხე სადავო მოძრავ ნივთს კანონიერად, უწყვეტად ფლობს რამდენიმე ათეული წელია და დღემდე არავის არანირი პრეტენზია არ ჰქონია. ამასთან მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებით მოთხოვნა არ-- ხანდაზმული. კერძოდ მოსარჩელისათვის ჯერ კიდევ 2013 წელში იყო ცნობილი რომ სადავო ავტოამწე მოპასუხე ჟუ----ს ბდ-----ის სახელზე იყო გაფორმებული.

3. ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 11 მაისის გადაწყვეტილებით მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება მოსარჩელის გამოუცხადებლობის გამო და შპს „საქართველოს მელიორაციას (ს/ნ 2--------) უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე; გაუქმდა, ახალქალაქის რაიონული სასამართლოს, 2017 წლის 20 დეკემბრ-- განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ყადაღა დაედო მოპასუხე ჟუ----ს ბდ-----ის (პ/ნ 3----------) საკუთრებაში არსებულ სადავო ქონებას - მოძრავ ნივთს - ავტოამწე „ზილ 431412 (კს-2-71ა) გამოშვების წელი 1988, ძრავის #010539, შასის # 2690758, სახელმწიფო სანომრე ნიშნით UQU-806 (გრბ 02-7).

ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 11 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების ასლი მოპასუხეს ჩაბარდა 2018 წლის 28 მაისს, ხოლო მოპასუხის წარმომადგენელმა ზიტა იმანოვმა, 2018 წლის 08 ივნისს მომართა ახალქალაქის რაიონულ სასამართლოს საჩივრით ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 11 მაისის №2/268-17 დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის განხილვის განახლების მოთხოვნით.

2018 წლის 12 ივნისის განჩინებით, მოპასუხე შპს „საქართველოს მელიორაციის (ს/ნ 2--------) წარმომადგენლის საჩივარი, ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 11 მაისის №2/268-17 დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე, მიღებულ იქნა განსახილველად და საჩივრ-- განხილვა დაინიშნა 2018 წლის 06 ივლისს, 12:00 საათზე. 2018 წლის 06 ივლისის საოქმო განჩინებით გაუქმდა ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 11 მაისის №2/268-17 დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განახლდა საქმის განხილვა.

 

4. ფაქტობრივი გარემოებები

4.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

4.1.1. შპს „საქართველოს მელიორაცია“ წარმოადგენს სახელმწიფოს მიერ 100 % წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოს, რომელიც მოქმედი კანონმდებლობისა და წესდების საფუძველზე ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს სამელიორაციო, საირიგაციო და სადრენაჟე სამუშაოებს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (სარჩელი ს.ფ. 1-16; სხდომის ოქმი ს.ფ. 111-115).

- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ს.ფ. 24-26).

- საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრ-- 2007 წლის 19 თებერვლის #1-1/304 ბრძანება (ს.ფ. 17-18).

 

4.1.2. წესდებით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად შპს „საქართველოს მელიორაციის“ კაპიტალში ირიცხება სხვადასხვა დანიშნულების მექანიზმები და სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც განთავსებულია სხვადასხვა რეგიონში, მათ შორ-- ჯავახეთშიც.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოსარჩელე მხარ-- ახსნა-განმარტება (სარჩელი ს.ფ 1-16; სხდომის ოქმი ს.ფ. 111-115).

- ძირითად საშუალებათა საწყისი გასაყიდი ფასის დადგენის აქტი, 2006 წლის 1 ოქტომბრ-- მდგომარეობით (ს.ფ. 20-23).

 

4.1.3. 2018 წლის 18 აპრილს, ახალქალაქის რაიონული სასამართლოს მიერ, სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოდან გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია იმის შესახებ თუ რა გახდა სატრანსპორტო საშუალება ავტოამწე „ზილ 431412-ის (კს-2-11ა) მოპასუხე ჟუ----ს ბდ-----ის სახელზე რეგისტრაციის საფუძველი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ახალქალაქის რაიონული სასამართლოს, 2018 წლის 18 აპრილის #2/268-17 წერილი (ს.ფ. 141).

4.1.4. 2018 წლის 23 აპრილის, საქართველოს შინაგან საქმეთთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს # MIA 7 18 00940451 წერილიდან ირკვევა, რომ შსს მომსახურების სააგენტოს სარეგისტრაციო მონაცემთა ელექტრონული ბაზის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების - ავტოამწე „ზილ 431412 (კს-2-71ა) გამოშვების წელი 1988, ძრავის #010539, შასის # 2690758, სახელმწიფო სანომრე ნიშნით UQU-806 (გრბ 02-7) ჟუ----ს ბდ-----ის (პ/ნ 3----------, დაბადებული: 2-.05.194- წ. მისამართი: ქ. ნინოწმინდა, ლ.ტოლსტოის ქ. # 19) სახელზე რეგისტრაცია განხორციელდა „საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი, კეთილსინდისიერად შეძენილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მფლობელის განცხადების საფუძველზე. აღნიშნულ წერილს დანართის სახით ერთვის 2017 წლის 27 სექტემბრ-- ოქმი, რომლის თანახმადაც წინამდებარე ოქმი შედგენილია მასზედ, რომ ამა/წლის 27 სექტემბერს, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ-- 2007 წლის 31 იანვრ-- #150 ბრძანებით დამტკიცებული „მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესის შესახებ“ ინსტრუქციის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად, განხორციელდა სააგენტოს ტერიტორიული სერვისების ბიუროს რეგიონალური მართვის სამმართველოს სამცხე-ჯავახეთის სამსახურში არსებული, 2010 წლის 28 დეკემბრიდან და 2014 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით პერიოდის, სამცხე-ჯავახეთის სამსახურ-- მიერ მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაციასთან დაკავშირებული მასალების განადგურება.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2018 წლის 23 აპრილის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს # MIA 7 18 00940451 წერილი (ს.ფ. 143);

- სააღრიცხვო ბარათის ასლი (ს.ფ. 144);

- 2017 წლის 27 სექტემბრ-- ოქმი (ს.ფ. 145).

4.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

4.2.1. მოსარჩელის განმარტებით , ავტოამწე „ზილ 431412-ს (კს-2-11ა) უკანონოდ ფლობს მოპასუხე ჟუ----ს ბდ-----ი. მოსარჩელის მოთხოვნის პასუხად მოპასუხე უარს აცხადებს წარუდგინოს მას ავტოამწის ტექნიკური დოკუმენტაცია (პასპორტი) იმ მოტივით, რომ ხსენებული ავტოამწე შეძენილი აქვს, იმყოფება მის საკუთრებაში და 2011 წელს გაცემულია ახალი სანომრე ნიშნები და ახალი ტექნიკური დოკუმენტაცია, თუმცა მოპასუხე ვერ უთითებს ვისგან და რა დროს შეიძინა იგი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (სარჩელი ს.ფ. 1-16; შესაგებელი ს.ფ. სხდომის ოქმი ს.ფ. 111-115).

 

4.2.2. სარჩელს მტკიცებულების სახით ერთვის, 2016 წლის 13 სექტემბრ--, სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ნინოწმინდის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილის, # MIA 1 1602299142 წერილი, საიდანაც ირკვევა, რომ მოსარჩელის 2016 წლის 01 ივნისის #1744-92 წერილის პასუხად, რომლითაც მოსარჩელე ითხოვდა კომპანიის ბალანსზე რიცხული ავტოამწე „ზილ 431412-თან (კს-2-11ა) დაკავშირებული საკითხის გარკვევას, განხილვისას გამოვლინდა, რომ იგი არ შეიცავს არც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულისა და არც საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ნიშნებს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (სხდომის ოქმი ს.ფ. 111-115).

- 2016 წლის 13 სექტემბრ--, სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ნინოწმინდის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილის, # MIA 1 1602299142 წერილი (ს.ფ. 53).

4.2.3. სასამართლო სხდომაზე გამოცხადებული მოწმე გი-----ი ცო---ას განმარტებით იგი არ-- შპს „საქართველოს მელიორაციის“ ქონების სამსახურ-- უფროსი. 2007 წლიდან შპს „სიონი მ-ში“ მუშაობდა. ამჟამად მუშაობს შპს „საქართველოს მელიორაციაში“. 2013 წელს დაიწყეს სრული ინვენტარიზაცია. სადავო სატრანსპორტო საშუალება ავტოამწე „ზილ 431412“ (კს-2-11ა) ეკუთვნოდა „მტკვარი მ-ს“. 2013 წლის ივნისის თვეში ჩავიდნენ „მტკვარი მ-ში“ და აღწერეს ქონება. რამდენიმე სატრანსპორტო საშუალება თვითონ თანამშრომლების ეზოში იდგა მიბარების ხელწერილებით. მათ ნინოწმინდაში, ჟუ----ს ბდ-----ის ეზოში ნახეს ავტოამწე. ჟ.ბდ-----მა განაცხადა რომ აღნიშნული სატრანსპორტო საშუალება იყო მისი და გაფორმებულიც ჰქონდა, თუმცა ტექპასპორტი არ უჩვენებია. მათ ავტოამწე ბდ-----ის მიერ მითვისებულად ჩათვალეს და მიმართეს წერილობით ნინოწმინდის პოლიციას, თუმცა პოლიციამ აღნიშნულთან დაკავშირებით დანაშაულის ნიშნები ვერ აღმოაჩინა, ხოლო მომსახურების სააგენტომ კი დაადასტურა რომ „ზილ 431412“ (კს-2-11ა) ჟუ----ს ბდ-----ის სახელზე იყო.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოწმე გი-----ი ცო---ას ახსნა-განმარტება (სხდომის ოქმი ს.ფ. 111-115).

 

4.2.4. სასამართლო სხდომაზე გამოცხადებული მოწმე ვლ------რ ხმ--–--ის განმარტებით იგი არ-- საქართველოს მელიორაციის სამცხე-ჯავახეთის რესურს ცენტრ-- მთავარი ინჟინერი, მანამდე კი უფროსი იყო. სამმართველოს მაშინდელმა უფროსმა ჟუ----ს ბდ-----ს ხელწერილი ჩამოართვა, რომ სატრანსპორტო საშუალება „ზილ 431412-ს“ (კს-2-11ა) შეინახავდა თავის ეზოში, ავტომანქანას ტექპასპორტი და ნომრებიც ჰქონდა. აღნიშნული ტექპასპორტი 2009 წელს თავად ვ.ხმ--–--ემ ჩაიტანა მცხეთაში, „მტკვარი მ-ის“ ოფისში, ხოლო 2014 წელს კი ჟუ----ს ბდ-----მა განაცხადა, რომ მას ჰქონდა აღნიშნული სატრანსპორტო საშუალება შესყიდული.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოწმე ვლ------რ ხმ--–--ის ახსნა-განმარტება (სხდომის ოქმი ს.ფ. 111-115).

 

სასამართლო განმარტავს, რომ სადავო საკითხის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს მხარეთა თანასწორობის, შეჯიბრებითობისა და დისზპოზიციურობის პრინციპით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარ-- მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორ-- თანაბრადაა გადანაწილებული, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად და ორივე მხარემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დადგინდება მათ მიერ სარჩელსა და შესაგებელში მითითებული გარემოებების არსებობა. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე ფაქტების მტკიცების ტვირთი მოსარჩელესა და მოპასუხეს შორ-- განაწილებულია სამართლიანად. მხარეს უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტის დამტკიცების ვალდებულება, რომლის განხორციელებაც მას შეუძლია. მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება საქმის განხილვის უმთავრესი პრინციპია. მოცემულ შემთხვევაში სადავოა მოპასუხე ჟუ----ს ბდ-----ის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალების მართლზომიერად ფლობის ფაქტი და შესაბამისად, მოსარჩელეს ეკისრება მტკიცების ტვირთი დაამტკიცოს, რომ აღნიშნული სადავო ნივთი არამართლზომიერად იმყოფება მოპასუხესთან და ნებაყოფლობით არ უბრუნებს მათ, ხოლო მოპასუხე ჟუ----ს ბდ-----ს ეკისრება მტკიცების ტვირთი დაამტკიცოს, რომ იგი არ-- სადავო ნივთის მართლზომიერი მფლობელი და მესაკუთრე.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

სამოტივაციო ნაწილი

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

5.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ანალიზის საფუძველზე სასამართლო თვლის, რომ შპს „საქართველოს მელიორაციის“ სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლი, სამოქალაქო კოდექსის 128-130-ე, 160-161-ე, 170-ე, 172-ე, 173-ე მუხლები

7. სამართლებრივი შეფასება

7.1. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლი აღიარებს საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლებასა და მის ხელშეუვალობას, რომლის თანახმადაც დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება. 2. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის დასაშვებია ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ უფლებათა შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, იმგვარად, რომ არ დაირღვეს საკუთრების უფლების არსი.

7.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლი ითვალისწინებს მესაკუთრედ ყოფნის პრეზუმფციას, რომლის თანახმადაც ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არ-- მისი მესაკუთრე. ეს წესი არ მოქმედებს იმ შემთხვევაში, როცა ნივთზე საკუთრებითი ურთიერთობის ხასიათი ვლინდება საჯარო რეესტრიდან. საკუთრების პრეზუმფცია არ გამოიყენება არც ძველი მფლობელის მიმართ, თუ მან ეს ნივთი დაკარგა, მოჰპარეს ან სხვაგვარად გავიდა იგი მისი მფლობელობიდან. საკუთრების პრეზუმფცია მოქმედებს ძველი მფლობელის სასარგებლოდ მხოლოდ მისი მფლობელობის პერიოდში.

7.3. სამოქალაქო კოდექსის 160-ე მუხლი საფუძველზე თუ კეთილსინდისიერ მფლობელს ჩამოერთმევა მფლობელობა, მას სამი წლის განმავლობაში შეუძლია ახალ მფლობელს ნივთის უკან დაბრუნება მოსთხოვოს. ეს წესი არ გამოიყენება მაშინ, როცა ახალ მფლობელს აქვს მფლობელობის უკეთესი უფლება.

 

7.4. სამოქალაქო კოდექსის 161-ე მუხლის თანახმად თუ კეთილსინდისიერ მფლობელს არ ჩამოერთმევა ნივთი, მაგრამ სხვაგვარად შეეშლება ხელი მისი მფლობელობის განხორციელებაში, მაშინ მას, მსგავსად მესაკუთრ--ა, შეუძლია მოითხოვოს ხელის შეშლის აღკვეთა. ამასთანავე, მას შეუძლია მოითხოვოს მფლობელობის ხელყოფით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ზიანის ანაზღაურების ეს წესი გამოიყენება მაშინაც, როცა შეუძლებელია ხელის შეშლის აღკვეთის მოთხოვნა.

 

7.5. ამავე კოდექსის 165-ე მუხლის თანახმად თუ პირი მოძრავ ნივთს ხუთი წლის განმავლობაში უწყვეტად ფლობს როგორც საკუთარს, მოიპოვებს მასზე საკუთრების უფლებას (საკუთრების შეძენა ხანდაზმულობით).

 

7.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხდვით მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

7.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა. თუ ამგვარი ხელშეშლა კვლავ გაგრძელდება, მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით.

საკუთრების სუბსტანცია, რომელშიც იგულისხმება საკუთრების ინსტიტუტით გათვალისწინებული შინაარსის რეალიზაცია, უნდა შენარჩუნდეს, ე.ი. კერძო საკუთრების შეზღუდვა არ უნდა ნიშნავდეს საკუთრების უფლების რეალიზაციის მოსპობას. არ შეიძლება, რომ პირს ფორმალურად გააჩნდეს საკუთრების უფლება, ხოლო ფაქტობრივად არა, ანუ ვერ სარგებლობდეს საკუთრების უფლებით.

 

7.8. ხსენებული ნორმების სამართლებრივი ანალიზი საფუძველს იძლევა დასკვნისათვის, რომ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა (ვინდიკაციური სარჩელი) მესაკუთრ-- უფლების დაცვის გავრცელებული საშუალებაა, რომელიც საკუთრების აბსოლუტური ბუნებიდან მომდინარეობს. ესაა სარჩელი, რომელსაც მესაკუთრე მაშინ იყენებს, როცა შელახულია ნივთზე მისი მფლობელობა, სახელდობრ, როცა მესაკუთრ-- ქონება უკანონო მფლობელის ხელთაა. ნივთის ვინდიცირებაც სხვისი უკანონო მფლობელობიდან მის გამოთხოვას გულისხმობს. ამასთან, არამფლობელი მესაკუთრ-- მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისათვის უნდა არსებობდეს აუცილებელი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე; ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი; გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება. მხოლოდ მას შემდეგ, რაც დადგინდება სამივე წინაპირობის არსებობა, შესაძლებელი გახდება მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა.

 

7.9. სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, სხვა პირ--აგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ამავე კოდექსის 129-ე მუხლის თანახმად სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს. სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

 

განსახილველ საქმესთან მიმართებაში სასამართლოს დადგენილად მიაჩნია და სადავო არაა რომ შპს „საქართველოს მელიორაცია“ წარმოადგენს სახელმწიფოს მიერ 100 % წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოს, რომელიც მოქმედი კანონმდებლობისა და წესდების საფუძველზე ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს სამელიორაციო, საირიგაციო და სადრენაჟე სამუშაოებს. წესდებით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად შპს „საქართველოს მელიორაციის“ კაპიტალში ირიცხება სხვადასხვა დანიშნულების მექანიზმები და სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც განთავსებულია სხვადასხვა რეგიონში, მათ შორ-- ჯავახეთშიც. სადავო სატრანსპორტო საშუალება ავტოამწე „ზილ 431412-ის (კს-2-11ა) 2011 წლის 10 ნოემბრიდან რეგისტრირებულია მოპასუხე ჟუ----ს ბდ-----ის სახელზე. ასევე დადგენილია, რომ 2018 წლის 18 აპრილს, ახალქალაქის რაიონული სასამართლოს მიერ, სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოდან გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია იმის შესახებ თუ რა გახდა სატრანსპორტო საშუალება ავტოამწე „ზილ 431412-ის (კს-2-11ა) მოპასუხე ჟუ----ს ბდ-----ის სახელზე რეგისტრაციის საფუძველი. 2018 წლის 23 აპრილის, საქართველოს შინაგან საქმეთთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს # MIA 7 18 00940451 წერილიდან ირკვევა, რომ შსს მომსახურების სააგენტოს სარეგისტრაციო მონაცემთა ელექტრონული ბაზის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების - ავტოამწე „ზილ 431412 (კს-2-71ა) გამოშვების წელი 1988, ძრავის #010539, შასის # 2690758, სახელმწიფო სანომრე ნიშნით UQU-806 (გრბ 02-7) ჟუ----ს ბდ-----ის (პ/ნ 3----------, დაბადებული: 2-.05.194- წ. მისამართი: ქ. ნინოწმინდა, ლ.ტოლსტოის ქ. # 19) სახელზე რეგისტრაცია განხორციელდა „საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი, კეთილსინდისიერად შეძენილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მფლობელის განცხადების საფუძველზე. სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს სარჩელზე მტკიცებულების სახით დართულ, 2016 წლის 13 სექტემბრ--, სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ნინოწმინდის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილის, # MIA 1 1602299142 წერილზე, საიდანაც ირკვევა, რომ მოსარჩელის 2016 წლის 01 ივნისის #1744-92 წერილის პასუხად, რომლითაც მოსარჩელე ითხოვდა კომპანიის ბალანსზე რიცხული ავტოამწე „ზილ 431412-თან (კს-2-11ა) დაკავშირებული საკითხის გარკვევას, განხილვისას გამოვლინდა, რომ იგი არ შეიცავს არც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულისა და არც საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ნიშნებს. ამასთან, მოპასუხის მიერ სადავო სატრანსპორტო საშუალების ფლობის ფაქტი თავად მოწმის სახით დაკითხულმა გი-----ი ცო---ამ და ვლ------რ ხმ--–--ემაც დაადასტურეს, მათ ისიც გაიხსენეს თუ როგორ საუბრობდა ჟუ----ს ბდ-----ი მის მიერ ავტოამწის შესყიდვის ფაქტზე.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულების თანახმად სააგენტოს ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენს მექანიკური სატრანსპორტო საშუალების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრაცია და მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემა. ხოლო მოძრავი ნივთის - სატრანსპორტო საშუალების მიმართ უფლების დამდგენი დოკუმენტია ტექნიკური პასპორტი, რითაც დგინდება სატრანსპორტო საშუალებაზე პირ-- საკუთრების უფლება.

 

კონკრეტულ საქმესთან მიმართებაში მოსარჩელის მიერ სასამართლოსათვის ვერ იქნა წარმოდგენილი სადავო სატრანსპორტო საშუალებაზე, ავტოამწე „ზილ 431412-ის (კს-2-11ა), საკუთრების უფლების დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულება. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია მხოლოდ შპს „მელიორაციის“ დირექტორ-- 2013 წლის 16 დეკემბრ-- მოხსენებითი ბარათი და აუდიტორული დასკვნა რომლებშიც მითითებულია, რომ ავტოამწე კს-2-71 აყვანილია მათ ბალანსზე, თუმცა მხოლოდ აღნიშნული გარემოება ვერ ჩაითვლება იმის უტყუარ მტკიცებულებად რომ სადავო ავტოსატრანსპორტო საშუალება მოსარჩელის საკუთრებაა. ასევე საქმეზე მტკიცებულების სახით დართული სსიპ „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს“ 2016 წლის 30 ივნისის # MIA 41601606621 წერილის თანახმად, ავტოამწე კს-2-71 სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის შესახებ ინფორმაცია მოძიებული ვერ იქნა მომსახურების სააგენტოს ელექტრონულ ბაზაში და საარქივო მასალებში, ხოლო ამავე სააგენტოს ელექტრონული ბაზის თანახმად, შასის ნომრით #2690758 სატრანსპორტო საშუალება ზილ 431412 2011 წლის 10 ნოემბრიდან, საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია მოპასუხე ჟუ----ს ბდ-----ზე. ასევე გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ მოთხოვნა ხანდაზმულია და გასულია სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა, კერძოდ მოწმე გი-----ი ცო---ას, რომელიც არ-- შპს „საქართველოს მელიორაციის“ ქონების სამსახურ-- უფროსი, ჩვენებიდან დასტურდება, რომ „მათ 2013 წელს დაიწყეს სრული ინვენტარიზაცია. 2013 წლის ივნისის თვეში ჩავიდნენ „მტკვარი მ-ში“ და აღწერეს ქონება. რამდენიმე სატრანსპორტო საშუალება თვითონ თანამშრომლების ეზოში იდგა მიბარების ხელწერილებით. მათ ნინოწმინდაში, ჟუ----ს ბდ-----ის ეზოში ნახეს ავტოამწე. ჟ.ბდ-----მა განაცხადა რომ აღნიშნული სატრანსპორტო საშუალება იყო მისი და გაფორმებულიც ჰქონდა“, ამდენად, მოსარჩელისათვის ჯერ კიდევ 2013 წელში იყო ცნობილი რომ სადავო ავტოამწე მოპასუხე ჟუ----ს ბდ-----ის სახელზე იყო გაფორმებული. სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. შესაბამისად ხანდაზმულობის ვადა დაიწყო 2013 წლის ივნისის თვიდან, ხოლო მოსარჩელემ სასამართლოს სარჩელით მომართა ოთხი წლისა და ხუთი თვის შემდეგ - 2017 წლის 19 დეკემბერს.

 

ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ სადავო ნივთზე - სატრანსპორტო საშუალება ავტოამწე „ზილ 431412-ის (კს-2-11ა) მოსარჩელეს არ გააჩნია საკუთრების უფლება და იგი არ არ-- შეზღუდული მოპასუხის მხრიდან ამ ნივთის ფლობით, რადგან მოპასუხე წარმოადგენს სამოქალაქო კოდექსის 160-162-ე მუხლებით დაცული უფლების მქონე პირს - მართლზომიერ მფლობელს და იგი არ-- სადავო ნივთის მესაკუთრე, შპს „საქართველოს მელიორაციის“ (ს/ნ 2--------) სარჩელი მოპასუხე ჟუ----ს ბდ-----ის (პ/ნ 3----------) მიმართ, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

8. საპროცესო ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარ-- მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს ეთქვა უარი.

მოცემულ შემთხვევაში, რადგანაც მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე შესაბამისად არ არსებობს მოპასუხე ჟუ----ს ბდ-----ისათვის სახელმწიფო ბაჟის დაკისრების საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, მე-14, 46-ე, 55-ე, 102-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 2-7-ე, 2-91-ე, 30917-ე და 30920-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შპს „საქართველოს მელიორაციის“ (ს/ნ 2--------) სარჩელი მოპასუხე ჟუ----ს ბდ-----ის (პ/ნ 3----------) მიმართ, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;

2. მოსარჩელის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად.

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. თბილისი, რობაქიძის გამზ. №7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ახალქალაქის რაიონული სასამართლოს (მისამართი: ქ. ახალქალაქი, მაშტოცის ქ. #110) მეშვეობით;

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ახალქალაქის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: მალხაზ ენუქიძე