გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
100210018002470510
#2/198-2018 წ.
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
09.08.2018 წელი. ქ. საჩხერე
საჩხერის რაიონული სასამართლო
სასამართლოს დასახელება
მოსამართლე: ივანე ყიფიანი
სხდომის მდივანი: გოგიტა ტალახაძე
მოსარჩელე: ზ------ ტ-------ე
მოსარჩელის წარმომადგენელი: ნ--- ღ--------–---–ი
მოპასუხე: სსგს ჭიათურის სამოქალაქო რეესტრის სამსახური,მოპასუხე: გ---–----- მ----–--ე
წარმომადგენელი: ე-–--- ჩ--–-----, ვ----– მ--------ე
დავის საგანი: ქორწინების შესახებ ჩანაწერის ბათილად ცნობა, საკომლო წიგნში კომლის ჩანაწერის გაუქმება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1.საჩხერის რაიონული სასამართლოს სარჩელით მომართა, მოსარჩელე ზ------ ტ-------ის ( პ/ნ 6----------) წარმომადგენელმა ნ--- ღ--------–---–მა მოპასუხე გ---–----- მ----–--ის (პ/ნ 5---------- მის.: ქ. ჭიათურა სოფ: ზედა ბერეთისა) მიმართ, საკომლო წიგნში ვ--–---- ტ-------ის კომლში (1996-2000; 2001-2006 წლებში) განხორციელებულ ჩანაწერში გ---–----- მ----–--ის კომლის წევრად ჩანაწერის გაუქმება.
მოსარჩელე სარჩელში მიუთითებს, რომ მოსარჩელის მამა ვ--–---- ტ-------ე გარდაიცვალა, 2016 წლის 16 აპრილს. საარქივო ცნობის მიხედვით 1986 წ ოქმი N 6-ით გაუქმდა ვ--–---- მოსეს ძე ტ-------ის კომლი და აღირიცხა ვ. ტ-------ე სახლის მეპატრონედ.
მოსარჩელე სარჩელში მიუთითებს რომ მის მიერ გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია არქივიდან, სადაც შესაძლოა ასახული ყოფილიყო კომლის გაუქმების და შემდგომ დარეგისტრირების საფუძვლები, ასევე კომლის წევრების რეგისტრაციის საფუძველი. საარქივო ცნობით ეცნობათ, რომ კომლის შემადგენლობაში 1986-1995წ ირიცხება ვ--–---- ტ-------ე, ხოლო 1996-2000, 2001-2006წ ვ--–---- ტ-------ე და გ---–----- მ----–--ე. კომლის წევრად გ---–----- მ----–--ის რეგისტრაცია (ჩაწერა) რის საფუძველზე მოხდა ინფორმაცია არ მოიპოვება.
მოსარჩელე ითხოვს ბათილად იქნას ცნობილი ჭიათურის არქივში დაცული სოფელ ნიგოზეთის საკრებულოს (ზედა ბერეთისა) 1996-2000 და 2001-2006 წლების საკომლო წიგნებში ვ--–---- ტ-------ის (პ/ნ5----------) კომლში არსებული გ---–----- მ----–--ის (პ/ნ5----------) ჩანაწერი.
1.2.საჩხერის რაიონული სასამართლოს სარჩელით მომართა, მოსარჩელე ზ------ ტ-------ის ( პ/ნ 6----------) წარმომადგენელმა ნ--- ღ--------–---–მა ( პ/ნ 3----------) სსგს ჭიათურის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის (ს/ნ 202307404 მის:. ქ. ჭიათურა, ნინოშვილის ქ. N 7 ) მიმართ, ქორწინების შესახებ სააქტო ჩანაწერის ბათილად ცნობის თაობაზე.
საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 30 მაისის განჩინებით მოცემულ სარჩელზე დადგინდა სამოქალაქო წარმოების წესით განხილვის საპროცესო ფორმა.
მოსარჩელე სარჩელში მიუთითებს, რომ მამა ვ--–---- ტ-------ე გარდაიცვალა 2016 წლის 16 აპრილს. გარდაცვალებამდე მამა იყო მისი მზრუნველობის ქვეშ. ვინაიდან იგი არის პირველი რიგის მემკვიდრე და მისმა დამ უარი განაცხადა სამკვიდრო ქონების მიღებაზე მის სასარგებლოდ მემკვიდრეობის უფლებით მამის ქონება უნდა აღრიცხულიყო მასზე, მაგრამ მისთვის ცნობილი გახდა, რომ მამის სამკვიდრო ქონებაზე პრეტენზიას აცხადებს გ---–----- მ----–--ე.
მოსარჩელე განმარტავს, რომ გ---–----- მულაძისა და ვ--–---- ტ-------ეს შორის გაფორმებული ქორწინების სააქტო ჩანაწერის ნამდვილობის დადგენაზე (2017 წლის 01 სექტემბრიდან) მისი განცხადებით ჭიათურის შსს რაიონული სამმართველო აწარმოებს გამოძიებას.
მოსარჩელე ითხოვს ბათილად იქნას ცნობილი ვ--–---- ტ-------ესა და გ---–----- მ----–--ეს შორის ქორწინების შესახებ, სოფელ მანდაეთის საკრებულოს მიერ 1995 წლის 21 ნოემბერს განხორციელებული ქორწინების N21 სააქტო ჩანაწერი.
მოცემული სარჩელები 2018 წლის 18 ივნისის განჩინებით გაერთიანდა ერთ წარმოებად.
2.მოპასუხეთა პოზიცია:
2.1.მოცემულ სამოქალაქო საქმეზე სსგს ჭიათურის სამოქალაქო რეესტრის სამსახურმა წარმოადგინა შესაგებელი რომლითაც ცნობს სარჩელს, თუმცა წერილობით შესაგებელში სხვა რაიმე მოსაზრება სარჩელთან დაკავშირებით მითითებული არ არის
2.2.მოპასუხე გ---–----- მ----–--ე არცერთ სასარჩელო მოთხოვნას არ ეთანხმება და განმარტავს, რომ მასსა და ვ--–---- ტ-------ეს შორის 1995 წლის 22 ნოემბერს ქორწინების რეგისტრაცია გაფორმდა კანონის სრული დაცვით, არც მას და არც ვ--–---- ტ-------ეს სადაო არ გაუხდიათ ქორწინება თანაცხოვრების პერიოდში. მოპასუხე გ---–----- მ----–--ე განმარტავს რომ 1996 წელს კანონის სრული დაცვით მოხდა მისი ვ--–---- ტ-------ის კომლის წევრად აღრიცხვა. იმ დროისათვის არსებული კანონმდებლობით კომლის უფროსს სრული უფლება ჰქონდა საკომლო წიგნში ჩაეწერა ოჯახის წევრი ამ შემთხვევაში მეუღლე, რომელიც ქორწინების შემდეგ უწყვეტად ფლობს სადაო ქონებას დღემდე.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები.
3.1.1. მხარეებს მიეცათ შესაძლებლობა დავის მორიგებით დასრულებისათვის, თუმცა მხარეები ვერ მორიგდნენ.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. დადგენილია რომ ვ--–---- ტ-------ე პ/ნ 5---------- გარდაიცვალა 2016 წლის 16 აპრილს, რაზედაც გაიცა გარდაცვალების მოწმობა 2016 წლის 19 აპრილს საჩხერის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ. აწ. გარდაცვლილი ვ--–---- ტ-------ე არის მოსარჩელე ზ----- ტ-------ის მამა. დადგენილია, რომ მოპასუხე გ---–----- მ----–--ე ქორწინებაში იმყოფებოდა აწ. გარდაცვლილ ვ--–---- ტ-------ესთან და მეუღლეები ერთ ოჯახად ცხოვრობდნენ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ბერეთისაში.
დადგენილია, რომ ზედა ბერეთისაში არსებული მიწის ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლი ს/კ 3-.16.15.4-- აღრიცხულია ვ--–---- ტ-------ის ოჯახის სახელზე, ხოლო უძრავი ქონება ს/კ 3-.10.24.020.01.0-- აღრიცხულია ვ--–---- ტ-------ის სახელზე. ერთმნიშვნელოვანია, რომ ვ--–---- ტ-------ის გარდაცვალების შემდგომ მას დარჩა სამკვიდრო ქონება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- გარდაცვალების მოწმობა(ს.ფ.74)
- რეესტრის ამონაწერები(ს.ფ.76-78)
-დაბადების მოწმობა (ს.ფ.17)
- მხარეთა განმარტებები.
3.2.2. ჭიათურის არქივის ცნობით დადგენილია რომ არქივში დაცული სოფელ ნიგოზეთის საკრებულოს (ზედა ბერეთისა) 1986-1995 წლების საკომლო წიგნში, კომლის უფროსად და ერთად-ერთ წევრად გატარებულია ვ--–---- მოსეს ძე ტ-------ე
სოფელ ნიგოზეთის საკრებულოს (ზედა ბერეთისა) 1996-2000 წლების საკომლო წიგნში, კომლის უფროსად გატარებულია ვ--–---- მოსეს ძე ტ-------ე და კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან ვ--–---- ტ-------ე-ოჯახის უფროსი და გ---–----- მ----–--ე-ცოლი.
სოფელ ნიგოზეთის საკრებულოს (ზედა ბერეთისა) 2001 -2006 წლების საკომლო წიგნში, კომლის უფროსად გატარებულია ვ--–---- ტ-------ე. კომლის შემადგენლობაში კი ირიცხებიან: ვ--–---- ტ-------ე-ოჯახის უფროსი და გ---–----- მ----–--ე ცოლი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საარქივო ცნობა(ს.ფ.81)
- მხარეთა განმარტებები.
3.2.3. სოფელ მანდაეთის საკრებულოს მიერ 1995 წლის 22 ნოემბერს განხორციელებულ ქორწინების ჩაწერის აქტიN21 -ში მითითებულია, რომ დაქორწინდნენ ვ--–---- მოსეს ძე ტ-------ე დაბადებული 1940 წლის 25 მარტს და გ---–----- საშას ასული მ----–--ე დაბადებული 1954 წლის 19 თებერვალს. პირადობის დამადასტურებელი საბუთების ნომრები მითითებულია. მექორწინეთა ხელის მოწერის გრაფაში დაფიქსირებულია, როგორც ვ--–---- ტ-------ის ისე გ---–----- მ----–--ის ხელმოწერები. მოცემული დოკუმენტის საფუძველზე გაცემულია შესაბამისი მოწმობა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა განმარტებები.
-ქორწინების ჩაწერის აქტი (ს.ფ.239-240)
3.2.4. 2017 წლის 10 ოქტომბრის ექსპერტიზის N1154/გრ დასკვნით დადგენილია, რომ 1995 წლის 22 ნოემბრით დათარიღებულ ქორწინების ჩაწერის N21 აქტზე გრაფაში: ,,მექორწინეთა ხელის მოწერა“(გვარი ქორწინებამდე)“ ვ.ტ-------ის გვარით არსებული ხელმოწერა შესრულებულია არა ვ--–---- ტ-------ის , არამედ სხვა პირის მიერ.
დადგენა საკითხისა: აღნიშნულ დოკუმენტზე გ. მ----–--ის გვარით არსებული ხელმოწერა შესრულებულია თუ არა გ---–----- მ----–--ის მიერ შეუძლებელია.
2017 წლის 10 ოქტომბრის ექსპერტიზის N1490/გრ დასკვნით დადგენილია, რომ 1995 წლის 22 ნოემბრით დათარიღებულ ქორწინების ჩაწერის N21 აქტზე გრაფაში : ,,მექორწინეთა ხელის მოწერა (გვარი ქორწინებამდე) ვ.ტ-------ისა და გ. მ----–--ის გვარით არსებული ხელმოწერები შესრულებულია ლიანა ცუცქირიძის მიერ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა განმარტებები.
- ექსპერტიზის დასკვნები (ს.ფ.177-193)
3.2.5. ნოტარიუსთა პალატის მიერ გაცემული ინფორმაციით ერთიანი ელექტრონული სამემკვიდრეო რეესტრიდან 2016 წლის 16 აპრილს გარდაცვლილი ვ--–---- მოსეს ძე ტ-------ის დანაშთ სამკვიდრო ქონებაზე მიღებულია ნოტარიუს ხაინდრავას მიერ 2016 წლის 27 აპრილს და 2017 წლის 07 ივნისს სამკვიდროს მოწმობის გაცემის შესახებ განცხადება. 2016 წლის 13 ივლისს ნოტარიუს ხაინდრავას მიერ დამოწმებულია სამკვიდროს მიღებაზე უარის თქმის თაობაზე განცხადება. ნოტარიუს ხაინდრავაშტან განცხადება სამკვიდროს მოწმობის გაცემის თაობაზე შეტანილი აქვს ზ----- ტ-------ეს და გ---–----- მ----–--ეს.
დადგენილია, რომ გ---–----- მ----–--ემ 2018 წლის 27 მარტს მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს სოფელ ზედა ბერეთისაში არსებული 935 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთის რეგისტრაციისათვის. წარადგინა საკადასტრო აზომვითი ნახაზი, სარეგისტრაციო მოწმობა.
დადგენილია, რომ ქორწინების ჩაწერის აქტთან დაკავშირებით ყალბი დოკუმენტის დამზადების ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება ჭიათურის შ.ს. რაიონულ სამმართველოში ზ----- ტ-------ის განცხადების საფუძველზე
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა განმარტებები.
- ერთიანი ელექტრონული რეესტრი (ს.ფ.91)
- განცხადების მიღების ბარათი (ს.ფ.87)
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო თვლის, რომ ზ----- ტ-------ის სარჩელი სსგს ჭიათურის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის და გ---–----- მ----–--ის მიმართ ინდა დაკმაყოფილდეს . სასამართლოს მიაჩნია, რომ ქორწინების ჩაწერის N21 აქტის ბათილობის დამადასტურებელი გარემოებები სახეზეა ასევე სახეზეა საკომლო წიგნის ჩანაწერის ბათილობის დამადასტურებელი გარემოებებიც.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50--ე, 59-ე , 183-ე, 316-ე, 317-ე, 1106-ე-1107-ე , 1140-ე მუხლებით
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლის შესაბამისად ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში (შემდგომ – სააგენტოს ტერიტორიული სამსახური).
სამოქალაქო კოდექსის 1107-ე მუხლის შესაბამისად დაქორწინებისათვის აუცილებელია: ა. საქორწინო ასაკი; ბ. დასაქორწინებელ პირთა თანხმობა.
სამოქალაქო კოდექსის 1140-ე მუხლის შესაბამისად ქორწინება შეიძლება ცნობილ იქნეს ბათილად, თუ დარღვეულია 1107-ე, 1108-ე და 1120-ე მუხლებით დაწესებული პირობები და, თუ ქორწინების რეგისტრაცია მიზნად არ ისახავდა ოჯახის შექმნას (ფიქციური ქორწინება). ქორწინება შეიძლება ბათილად ცნოს მხოლოდ სასამართლომ.
6.2. სოფელ მანდაეთის საკრებულოს მიერ 1995 წლის 22 ნოემბერს განხორციელებულ ქორწინების ჩაწერის აქტიN21 -ში მითითებულია, რომ დაქორწინდნენ ვ--–---- მოსეს ძე ტ-------ე დაბადებული 1940 წლის 25 მარტს და გ---–----- საშას ასული მ----–--ე დაბადებული 1954 წლის 19 თებერვალს. მექორწინეთა ხელის მოწერის გრაფაში დაფიქსირებულია, როგორც ვ--–---- ტ-------ის ისე გ---–----- მ----–--ის ხელმოწერები. მოცემული დოკუმენტის საფუძველზე გაცემულია შესაბამისი მოწმობა.
2017 წლის 10 ოქტომბრის ექსპერტიზის N1154/გრ დასკვნით დადგენილია, რომ 1995 წლის 22 ნოემბრით დათარიღებულ ქორწინების ჩაწერის N21 აქტზე გრაფაში: ,,მექორწინეთა ხელის მოწერა“(გვარი ქორწინებამდე)“ ვ.ტ-------ის გვარით არსებული ხელმოწერა შესრულებულია არა ვ--–---- ტ-------ის , არამედ სხვა პირის მიერ.
დადგენა საკითხისა: აღნიშნულ დოკუმენტზე გ. მ----–--ის გვარით არსებული ხელმოწერა შესრულებულია თუ არა გ---–----- მ----–--ის მიერ შეუძლებელია.
2017 წლის 10 ოქტომბრის ექსპერტიზის N1490/გრ დასკვნით დადგენილია, რომ 1995 წლის 22 ნოემბრით დათარიღებულ ქორწინების ჩაწერის N21 აქტზე გრაფაში : ,,მექორწინეთა ხელის მოწერა (გვარი ქორწინებამდე) ვ. ტ-------ისა და გ. მ----–--ის გვარით არსებული ხელმოწერები შესრულებულია ლიანა ცუცქირიძის მიერ.
6.3. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ქორწინების ბათილობის ზემოაღნიშნულ საფუძვლებს და მიიჩნევს, რომ მითითებული საფუძვლებიდან ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესს მიეკუთვნება ქორწინების ნებაყოფლობითი ხასიათი, რაც გამორიცხავს ქორწინებას ნების არარსებობის შემთხვევაში. საგულისხმოა, რომ წინამდებარე სარჩელი, როგორც უკვე აღინიშნა, ემყარება სწორედ იმ არგუმენტს, რომ ქორწინება რეგისტრირებულია პირის ნების არარსებობის პირობებში, კერძოდ, ნების გაყალბების გზით. ერთმნიშვნელოვნად დადგენილია ექსპერტიზის დასკვნებით, რომ ქორწინების აქტის N21 ჩანაწერში არ არის მექორწინეთა ვ--–---- ტ-------ის და გ---–----- მ----–--ის ხელმოწერები, რითაც დასტურდება დასაქორწინებელ პირთა თანხმობა. სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1140-ე მუხლით გათვალისწინებული ქორწინების ბათილობის პირობა შესაბამისად ქორწინების აქტის ჩანაწერი N21 გაცემული მანდაეთის საკრებულოს მიერ 1995 წლის 22 ნოემბერს ბათილად უნდა იქნას ცნობილი რეგისტრაციის დღიდან.
6.4. ჭიათურის არქივის ცნობით დადგენილია რომ არქივში დაცული სოფელ ნიგოზეთის საკრებულოს (ზედა ბერეთისა) 1986-1995 წლების საკომლო წიგნში, კომლის უფროსად და ერთად-ერთ წევრად გატარებულია ვ--–---- მოსეს ძე ტ-------ე
სოფელ ნიგოზეთის საკრებულოს (ზედა ბერეთისა) 1996-2000 წლების საკომლო წიგნში, კომლის უფროსად გატარებულია ვ--–---- მოსეს ძე ტ-------ე და კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან ვ--–---- ტ-------ე-ოჯახის უფროსი და გ---–----- მ----–--ე-ცოლი.
სოფელ ნიგოზეთის საკრებულოს (ზედა ბერეთისა) 2001 -2006 წლების საკომლო წიგნში, კომლის უფროსად გატარებულია ვ--–---- ტ-------ე. კომლის შემადგენლობაში კი ირიცხებიან: ვ--–---- ტ-------ე-ოჯახის უფროსი და გ---–----- მ----–--ე ცოლი.
6.5.სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ პრაქტიკაზე, რომლის შესაბამისად: „საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობების და სხვა სასოფლო-სამეურნეო საწარმოების რეორგანიზაციის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 1992 წლის 22 სექტემბრის №949 დადგენილების, სახელმწიფო საბჭოს 1993 წლის 21 ოქტომბრის №29 დეკრეტის საფუძველზე 1993 წლიდან დადგინდა სახელმწიფომეურნეობების, კოლმეურნეობების რეორგანიზაცია და ახალ ორგანიზაციულ სამართლებრივფორმაზე გადასვლა. კოლმეურნეობების გაუქმებით საკოლმეურნეო კომლის არსებობასსამართლებრივი საფუძველი გამოეცალა და მან არსებობა შეწყვიტა. საქართველოს სამოქალაქოსამართლის კოდექსის (1964 წლის რედაქციით) 129-ე მუხლის შესაბამისად, საკოლმეურნეო კომლის მოსპობის შემდეგ დარჩენილი ქონების გაყოფა წარმოებს ამ კოდექსის 125-ე და 128-ე მუხლებში აღნიშნული წესებით. ამავე კოდექსის 122-ე მუხლის თანახმად, საკოლმეურნეო კომლის ქონება ეკუთვნის მის წევრებს თანასაკუთრების უფლებით. აღნიშნული კოდექსის 125-ე მუხლის თანახმად, საკოლმეურნეო კომლის წევრის წილი განისაზღვრება იმ ანგარიშით, რომ კომლის ყველა წევრს, მათ შორის, არასრულწლოვანსა და შრომისუუნაროსაც თანაბარი წილი ეკუთვნის. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკოლმეურნეო კომლის გაუქმების შემდეგ, კომლის ქონება გარდაიქმნა კომლის ყოფილ წევრთა საერთო საკუთრებად, სადაც თითოეულ წევრს თანაბარი წილი ეკუთვნის (საქართველოს უზენაესი სასამართლოსსამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 27 ივლისის განჩინება, №ას-988-1242-05). ამდენად, მას შემდეგ, რაც 1993 წლიდან გაუქმდა საკოლმეურნეო კომლი და მას სამართლებრივი საფუძველი გამოეცალა.
6.6. საკოლმეურნეო კომლში აღრიცხვა კომლიდან გამოყოფა, საკოლმეურნეო კომლის ქონებაზე უფლების დაკარგვა, კომლის გაყრა და ა.შ ხდებოდა 1993 წლამდე მოქმედი ნორმატიული აქტების, მათ შორის, სამოქალაქო სამართლის კოდექსის 126-ე, 127-ე, 128-ე მუხლების საფუძველზე. თითოეული ზემოთ მითითებული მოქმედება ხორციელდებოდა გარკვეული პროცედურების დაცვით, რაც შემდეგში აისახებოდა საკომლო ჩანაწერებში, ანუ ყოველი საკომლო ჩანაწერი გამომდინარეობდა გარკვეული წინაპირობებიდან. შესაბამისად, მსგავსი ურთიერთობის მოწესრიგებისას არსებითი მნიშვნელობის მტკიცებულებას წარმოადგენს საკომლო წიგნის ჩანაწერები.
მას შემდეგ, რაც 1993 წლიდან გაუქმდა საკოლმეურნეო კომლი და მას სამართლებრივი საფუძველი გამოეცალა შესაბამისად 1993 წლიდან არ არსებობს საკოლმეურნეო კომლში აღრიცხვის პროცედურა და უფლებამოსილი ორგანო. მაშასადამე 1995 წელს არ არსებოდა სამართლებრივი საფუძველი , რომლითაც შესაძლოა ვ--–---- ტ-------ის საკომლო წიგნში აღრიცხულიყო გ---–----- მ----–--ე . ამიტომ სასამართლოს მიაჩნია, რომ ბათილია ჭიათურის არქივში დაცული სოფელ ნიგოზეთის საკრებულოს (ზედა ბერეთისა) 1996-2000 და 2001-2006 წლების საკომლო წიგნებში ვ--–---- ტ-------ის (პ/ნ5----------) კომლში არსებული გ---–----- მ----–--ის (პ/ნ5----------) ჩანაწერი. მოსარჩელის, როგორც აწ. გარდაცვლილი ვ--–---- ტ-------ის პირველი რიგის მემკვიდრის ინტერესი საკომლო წიგნის ჩანაწერის ბათილობასთან დაკავშირებულია უძრავი ქონების საკუთრებასთან , რომელიც მოცემული დროისათვის ს/კ 3-.16.15.4-- აღრიცხულია ვ--–---- ტ-------ის ოჯახის სახელზე, ხოლო უძრავი ქონება ს/კ 3-.10.24.020.01.0-- ვ--–---- ტ-------ის სახელზე. დადგენილია, ასევე რომ გ---–----- მ----–--ემ 2018 წლის 27 მარტს მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს სოფელ ზედა ბერეთისაში არსებული 935 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთის რეგისტრაციისათვის. წარადგინა საკადასტრო აზომვითი ნახაზი, სარეგისტრაციო მოწმობა.
6.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის შესაბამისად გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად ბათილია კანონით ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული აუცილებელი ფორმის დაუცველად დადებული გარიგება, ასევე ნებართვის გარეშე დადებული გარიგება, თუ ამ გარიგებისთვის საჭიროა ნებართვა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლის შესაბამისად უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და შემძენზე ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში.
ამ შემთხვევაში სასამართლო მიუთითებს, რომ 1993 წლის შემდგომ არც საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წლის რედაქციით) და არც ამჟამად მოქმედი საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსი არ ითვალისწინებს საკუთრების შეძენას საკომლო წიგნში სუბიექტის აღრიცხვის გზით, გარიგების ფორმა დაუცველია და შესაბამისად ბათილია სადაო ჩანაწერი ვ--–---- ტ-------ის საკომლო წიგნებში.
6.8. „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის" ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამოქალაქო უფლებებისა და მოვალეობების განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას, ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ. სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული საერთაშორისო აქტით განმტკიცებული სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს სასამართლოს ვალდებულებას, დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. პროცესის მონაწილეებისათვის, ისევე როგორც, საზოგადოებისათვის, ნათელი უნდა იყოს განსჯის ის პროცესი, რომელიც სასამართლომ გაიარა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებამდე. გადაწყვეტილებაში ასახული უნდა იყოს სასამართლოს მოსაზრებები და სამართლებრივი დასკვნები, რომლებმაც დავის სწორედ ამგვარი გადაწყვეტა გამოიწვია. სასამართლო დაცვა უნდა იყოს სრული, რაც გულისხმობს არა მხოლოდ ყველას შესაძლებლობას მიმართოს სასამართლოს, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გამოიტანოს სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება. ეს მოთხოვნა მიზნად ისახავს მხარის მიერ გასაჩივრების უფლების განხორციელების შესაძლებლობის უზრუნველყოფას. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Suominen v. Finland, აბზაცი 36, აგრეთვე 2008 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Peric v. Croatia, აბზაცი 21, განმარტა შემდეგი– „მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულ სასამართლოებს აქვთ გარკვეული მიხედულება კონკრეტული საქმის დასაბუთების არჩევისას და მხარეთა მოსაზრებების მხარდამჭერი მტკიცებულებების დაშვებისას, სასამართლო ვალდებულია დაასაბუთოს თავისი საქმიანობა თავის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მოტივაციით“.
6.9. ამდენად ყველა პირობა არსებობს იმისათვის ზ----- ტ-------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს
7. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 42-ე მუხლის შესაბამისად, თუ სარჩელის აღძვრის მომენტში შეუძლებელია დავის საგნის ღირებულების ზუსტად განსაზღვრა, სახელმწიფო ბაჟის ოდენობას წინასწარ განსაზღვრავს მოსამართლე, შემდეგ კი ხდება დამატებით გადახდევინება ან ზედმეტად გადახდილის უკან დაბრუნება საქმის გადაწყვეტისას დადგენილი სარჩელის ფასის შესაბამისად.
დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ ერთ შემთხვევაში ბაჟის სახით გადახდილი 100 ლარი მეორე შემთხვევაში 210 ლარი
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,კ“ პუნქტის შესაბამისად, დავის საგნის ფასი განისაზღვრება: 4 000 ლარით, თუ ქონებრივ-სამართლებრივ დავაში (საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა, სამეზობლო დავა და სხვა) შეუძლებელია დავის საგნის ფასის განსაზღვრა. ამ შემთხვევაში სასამართლოთვლის, რომ ორივე სასარჩელო მოთხოვნა მითითებული ნორმის შესაბამისია, რის გამოც ზედმეტად გადახდილი 70 ლარი უნდა დაუბრუნდეს მოსარჩელეს ბიუჯეტიდან , ხოლო 240 ლარი უნდა დაეკისროს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ.
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ზ------ ტ-------ის სარჩელი გ---–----- მ----–--ის და ს.ს.გ.ს ჭიათურის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიმართ დაკმაყოფილდეს:
1.1.ბათილად იქნას ცნობილი მანდაეთის საკრებულოს მიერ 1995 წლის 22 ნოემბერს განხორციელებული ქორწინების ჩაწერის აქტი N21 ვ--–---- ტ-------ესა (პ/ნ5---------- დაბადებული 1940 წლის 25 მარტს) და გ---–----- მ----–--ეს (პ/ნ5---------- დაბადებული 1954 წლის 19 თებერვალს) შორის.
1.2. ბათილად იქნას ცნობილი ჭიათურის არქივში დაცული სოფელ ნიგოზეთის საკრებულოს (ზედა ბერეთისა) 1996-2000 და 2001-2006 წლების საკომლო წიგნებში ვ--–---- ტ-------ის (პ/ნ5----------) კომლში არსებული გ---–----- მ----–--ის (პ/ნ5----------) ჩანაწერი.
2. გ---–----- მ----–--ეს დაეკისროს ზ----- ტ-------ის სასარგებლოდ 240 (ორასორმოცი) ლარის გადახდა (გადახდილი სახელმწიფო ბაჟი).
3.ზ------ ტ-------ეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს ნ--- ღ--------–---–ის მიერ ზ----- ტ-------ის სასარგებლოდ შეტანილი სახელმწიფო ბაჟიდან 70 (სამოცდაათი)ლარი(საგადასახადო დავალებაN56 გადამხდელის ბანკი ს.ს. ,,საქართველოს ბანკი“ გადამხდელის დასახელება :ნ--- ღ--------–---–ი. გადახდის თარიღი: 24.05.2018წელი; გადასახადის გადამხდელის დასახელება: ზ----- ტ-------ე პ/ნ 6---------- სახაზინო კოდი: 300223150; გადახდის დანიშნულება სასამართლო ბაჟი ზ----- ტ-------ის სასარგებლოდ ბანკის კოდი - TRESGE22; თანხა - 100(ასი) ლარი; )
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით საჩხერის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (ქ. საჩხერე, დ. აღმაშენებლის ქ. #3).
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს საჩხერის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: /ივანე ყიფიანი/