გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
080210018002415001
#2/1382-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
14.08.2018 წ. ქ. ქუთაისი
შესავალი ნაწილი
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - დარინა აბულაძე
სხდომის მდივანი - სოფიო ბეგვაძე
მოსარჩელე - სს მ------------------–ი;
წარმომადგენელი - ს----------------ე;
მოპასუხე - ნ------–-------ე;
წარმომადგენელი- თ------------–-------ე;
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ნ------–-------ეს სს მ------------------–ის სასარგებლოდ დაეკისროს 541.50 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხა შეადგენს 361 ლარს, სარგებელი - 180.50 ლარს.
1.2. ნ------–-------ეს სს მ------------------–ის სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის გადახდა.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2016 წლის 23 მაისს ნ------–-------ეს და სს მ------------------–ს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მოპასუხეზე გაცემული იქნა სესხი 500 ლარის ოდენობით, 17 თვის ვადით, ყოველთვიურად გადასახდელი საპროცენტო საპროცენტო სარგებლის და ძირი თანხის ოდენობა განისაზღვრა სესხის გრაფიკის შესაბამისად, რაც შეადგენს 62.58 ლარს. ხელშეკრულების თანახმად, საპროცენტო სარგებლის დარიცხვა გრძელდება და გადახდას ექვემდებარება მიუხედავად ხელშეკრულების მოქმედების, ან სრულად ან ნაწილობრივ შეწყვეტისა, სესხის ან/და სარგებლის იძულებითი ან მსესხებლის მიერ ნებაყოფლობითი დაფარვის მომენტამდე. მოპასუხის მიერ დარღვეული იქნა სესხის გადახდის გრაფიკი 2017 წლის 23 თებერვალს და აღნიშნულის შემდეგ მოპასუხის მიერ დავალიანების დაფარვა აღარ მომხდარა. 2018 წლის 01 თებერვლის მდგომარეობით მოპასუხის ჯამური დავალიანება გამსესხებლის წინაშე შეადგენს 801.52 ლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხა შეადგენს 361 ლარს, სარგებელი 440.42 ლარს. რასაც მოსარჩელე ამცირებს და სარგებლის სახით მოითხოვს 180.5 ლარის დაკისრებას (იხ. სარჩელი).
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე ნ------–-------ემ წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით ნაწილობრივ ცნო სს მ------------------–ის სარჩელი, კერძოდ ძირი თანხის 361 ლარის დაკისრების ნაწილში, მისი მხრიდან დარღვეული იქნა სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები, რაც გამოწვეული იქნა მძიმე ფინანსური მდგომარეობის გამო (იხ. შესაგებელი).
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2016 წლის 23 მაისს სს მ------------------–ს და მოპასუხე ნ------–-------ეს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე, ნ------–-------ეზე გაცემული იქნა 50 ლარი, 17 თვის ვადით დღით, ხელშეკრულებით განისაზღვრა საპროცენტო სარგებელი 10%-ის ოდენობით. საპროცენტო სარგებლის დარიცხვა გრძელდება და გადახდას ექვემდებარება მსესხებლის მიერ ნებაყოფლობითი დაფარვის მომენტამდე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-23.05.2016 წლის სესხის ხელშეკრულება.
3.1.2. მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება დაირღვა 2017 წლის 23 თებერვლიდან და მისი დავალიანება შეადგენს 541.5 ლარს ლარს, საიდანაც ძირი თანხა შეადგენს 361 ლარს, სარგებელი - 180.5 ლარს;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-01.02.2018 წლის ცნობა, დავალიანების შესახებ.
-გადახდის გრაფიკი.
3.2. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები.
3.2.2. საქმისათვის მნიშნელოვანი გარემოებები მხარეებს შორის სადავო არ არის. მოპასუხე სადავოდ ხდის პროცენტის ოდენობას;
სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლზე, რომლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ასევე ამავე კოდექსის 102 და 103 მუხლებზე, რომელთა თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. სასამართლოს შეუძლია შესთავაზოს მხარეებს წარმოადგინონ დამატებითი მტკიცებულებები. თუ მხარეებმა ამა თუ იმ მიზეზით ვერ შეძლეს მტკიცებულებების უშუალოდ მიღება და სასამართლოში წარდგენა, მხარეთა შუამდგომლობით სასამართლოს შეუძლია თვითონ გამოითხოვოს მტკიცებულებები, ვისთანაც უნდა იყოს ისინი.
დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ ვალდებულება არ იქნა შესრულებული ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ვადაში, დარღვეულია ვალდებულების შესრულების ვადები, რაც ანიჭებს კრედიტორს სარგებლის მოთხოვნის უფლებას, რაც შეთანხმებულია მხარეთა მიერ.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სს მ------------------–ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი სახის გარემოებების გამო:
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე, 131-ე მუხლები;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 623-ე, 625-ე, 361-ე, 420-ე მუხლები;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. იმავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. 625-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.
6.3. მხარეებს შორის არსებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის საფუძველია - 2016 წლის 23 მაისს გაფორმებული სესხის ხელშეკრულება.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეთა შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა 2016 წლის 23 მაისის სესხის ხელშეკრულების საფუძველზე. დადგენილია, რომ 2016 წლის 23 მაისს სს მ------------------–ს და ნ------–-------ეს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხეს გადაეცა სესხის სახით 500 ლარი, 17 თვის ვადით, სესხის ხელშეკრულების 3.1. პუნქტით განისაზღვრა მისი დარიცხვის და შეცვლის წესი. ხელშეკრულების თანახმად, საპროცენტო სარგებელი იანგარიშება კრედიტით სარგებლობის ფაქტიური დღეების შესაბამისად, წელიწადში 365 დღეზე გაანგარიშებით. ხელშეკრულებით განისაზღვრა, რომ სესხი არის პროცენტიანი და ყოველთვიური საპროცენტო სარგებელი შეადგენს 10%-ს. ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდენ, რომ საპროცენტო სარგებლის დარიცხვა გრძელდება ან გადახდას ექვემდებარება მიუხედავად ხელშეკრულების მოქმედებისა, ან სრულად ან ნაწილობრივ შეწყვეტისა, სესხის ან/და სარგებლის იძულებითი ან მსესხებლის მიერ ნებაყოფლობით დაფარვის მომენტამდე.
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2016 წლის 23 მაისს, მოპასუხე სს მ-------------------ს და ნ------–-------ეს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე, ნ------–-------ეზე გაიცა 500 ლარი, 17 თვის ვადით, ხელშეკრულებით განისაზღვრა ყოველთვიური საპროცენტო სარგებელი 10%-ის ოდენობით. მოსარჩელის მიერ სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულდა სრულად - მსესხებელზე გაიცა შეთანხმებული თანხა, ხოლო რაც შეეხება მსესხებელს - ნ------–-------ის მიერ ვალდებულება არ იქნა შესრულებული ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას.
სესხის ხელშეკრულების თანახმად, მსესხებელზე სესხი გაცემული იქნა 17 თვის ვადით. მსესხებელი ვალდებული იყო სესხი და მასზე დარიცხული სარგებელი დაეფარა ყოველთვიურად თანაბარწილად ანუიტეტური გრაფიკის შესაბამისად. მსესხებელმა სესხის გადახდის გრაფიკი დაარღვია 2017 წლის 23 თებერვალს და აღნიშნული თარიღის შემდეგ დავალიანების დაფარვა აღარ მომხდარა. მსესხებელმა დაარღვია სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, კერძოდ ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში სესხის თანხა და შეთანხმებული პროცენტი არ გადაიხადა.
6.5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით, ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. მოცემელ შემთხვევაში, როგორც უკვე აღინიშნა მოპასუხემ სარჩელი ცნო სესხის ძირითადი თანხის მოთხოვნის ნაწილში, რაც შეესაბამება სამოქალაქო სამართალწარმოების ძირითად პრინციპს - დისპოზიციურობას. იმავე კოდექსის კოდექსის 131-ე მუხლით, ერთი მხარის მიერ ასეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. კოდექსის 208.3 მუხლის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. ხსენებულ ნორმათა სამართლებრივი ანალიზი საფუძველს იძლევა დასკვნისათვის, რომ მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა, წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილების საკმარის საფუძველს. იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ცნო სესხის ძირითადი თანხის 361 ლარის მოცულობით, ამ ნაწილში სარჩელის ცნობაც საკმარისი საფუძველია მოპასუხისათვის 361 ლარის დასაკისრებლად.
დადგენილია, რომ მსესხებელმა დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და კრედიტორს არ გადაუხადა ხელშეკრულებით განსაზღვრული თანხა. მოპასუხე მხარის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ იქნა შესრულებული.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხეზე დავალიანების ძირითადი თანხის 361 ლარის და სარგებლის 180,50 ლარის დაკისრების შესახებ არის საფუძვლიანი და უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ მოპასუხე მთავარ სხდომამდე ცნობს სარჩელს მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხემ ცნო მოთხოვნა 361 ლარის მოთხოვნის ნაწილში. შესაბამისად, მოპასუხე უნდა გათავისუფლდეს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მის მიერ აღიარებული სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში, 25 ლარის ოდენობით, რაც მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშიდან. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 25 ლარის ოდენობით, მის მიერ არ აღიარებული და სასამართლოს მიერ დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის პროპორციულად.
9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. სს მ------------------–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. ნ------–-------ეს- სს მ------------------–ის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს 541.5 ლარის გადახდა, საიდანც სესხის ძირითადი თანხაა - 361 ლარი და პროცენტი - 180.5 ლარი.
3. ნ------–-------ეს- სს მ------------------–ის სასარგებლოდ დაეკისროს 25 ლარის გადახდა, მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.
4. სს მ------------------–ს (ს/კ 2--------) დაუბრუნდეს 2018 წლის 22 მარტს სს 'ს----------–--------–-' სარჩელის აღძვრის გამო გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 25 ლარი (საგადახდო დავალება №101), რომელიც ჩაირიცხა სახელმწიფო ხაზინაში შემდეგ რეკვიზიტებზე - ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდი - 300183150.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ.№32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (ქუთაისი, კუპრაძის ქუჩა #11).
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არ უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
7. განემარტოთ მხარეებს, რომ ვინაიდან განხილულ დავაში, დავის საგნის ღირებულება არ აღემატება 2000 (ორიათასი) ლარს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი არ დაიშვება.
მოსამართლე დარინა აბულაძე