გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3-----------------
საქმე №3/206-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
27 ივლისი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ლეილა გოგიშვილი
სხდომის მდივანი - ანა მგელაძე
მოსარჩელე - გ------------–--ე
წარმომადგენელი - ზ-----------------
მოპასუხე - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
წარმომადგენელი - შ-----------------–---–ი, თ--------–---–ი
მესამე პირები - დ-----------------, ლ--–------------
წარმომადგენელი - მ--–----------–---–ი
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 23 (22) აგვისტოს N88------------- გადაწყვეტილება;
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 24 მარტის #8-------------- გადაწყვეტილება;
1.3. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 13 დეკემბრის #5----- გადაწყვეტილება.
2. მხარეთა პოზიციები
2.1. მოპასუხის პოზიცია
2.1.1. მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა საქმეზე წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტა, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. მესამე პირების პოზიცია
3.1.1. მესამე პირების - დ----------------ისა და ლ--–-----------ის წარმომადგენელმა მ--–----------–---–მა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით არ არსებობს განხორციელებული უფლებების რეგისტრაციის ბათილად ცნობის საფუძვლები.
4. ფაქტობრივი გარემოებები
4.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
4.1.1. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საინფორმაციო ბარათით დგინდება, რომ გლდანის ს--------------------ში მაღაზიის შენობის მესაკუთედ მითითებულია გ------------–--ე (ნაკვეთის საკუთრების ტიპი -გაურკვეველი, ნაკვეთის ფუნქცია-გაურკვეველი, ფაქტიური ფართობი-599 კვ.მ., საკუთრების აღწერა: ლიტერ ა, დასახელება-მაღაზიის შენობა, სართულების რაოდენობა-1, საერთო სარგებლობასი არსებული ფართი 146,53 კვ.მ; განაშენიანების ფართი -169, კვ.მ. )
უფლების დამდგენ დოკუმენტებად მითითებულია, 2001 წლის სექტემბრის მიღება-ჩაბარების აქტი, ტექნიკური აღრიცხვის ბარათი, N100, 18/10/2001; დადგენილება N5, 08/08/2001 მცხეთის რაისამომხმარებლო კოოპერატივის გამგეობა (შენიშვნა: ტექ. პასპორტზე მფლობელის გრაფაში ფიქსირდება მცხეთის რაისამომხმარებლო კოოპერატივი. )
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ლ--–-----------ის 2016 წლის 21 მარტის N8----------- სარეგისტრაციო განცხადება (იხ. ს.ფ. 133-140);
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 24 მარტის N8-------------- (იხ. ს.ფ. 141-144).
4.1.2. 2016 წლის 21 მარტს, ლ--–------------მ N8----------- სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურს და მოითხოვა უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია, მდებარე მცხეთა, გლდანის მასივის ტერიტორია ს/კ 7-----------. აღნიშნულ განცხადებას თან ერთვოდა შემდეგი დოკუმენტაცია - წარმომადგენლობის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლი, მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, ელექტრონული ვერსია. 2016 წლის 24 მარტის, ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის N8-------------- გადაწყვეტილებით ლ--–-----------ის მოთხოვნის რეგისტრაციის შესახებ გაიცა ამონაწერი საჯარო რეესტრიდან და საკადასტრო გეგმა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ლ--–-----------ის 2016 წლის 21 მარტის N8----------- სარეგისტრაციო განცხადება (იხ. ს.ფ. 133-140);
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 24 მარტის N8-------------- (იხ. ს.ფ. 141-144).
4.1.2. 2017 წლის 10 მაისს დ-----------------მ N8----------- სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურს, რომლითაც მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში სასოფლო-სამურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია, მდებარე ქ. თბილისი, გლდანის მასივის ტერიტორია 555 კვ.მ. დაინტერესებულმა პირმა სარეგისტრაციო განცხადებას დაურთო შემდეგი დოკუმენტაცია - წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი, სანოტარო წესით დამოწმებული სამკვიდრო მოწმობა, მებაღის წიგნაკი, საკადასტრო აზომვითი ნახაზი, ელექტრონული ვერსია, ცნობა საბინაო პირობების შემოწმების შესახებ 14.04.1995.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- დ----------------ის 2017 წლის 10 მაისის N8----------- განცხადება თანდართული მასალით (იხ. ს.ფ. 77-99)
4.1.3. 2017 წლის 16 მარტს ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურმა მიიღო N8------------03 გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ, რომლითაც დაინტერესებულ პირს ეცნობა, რომ სარეგისტრაციოდ მოთხოვნილ უძრავ ნივთზე დასადგენი იყო მიწის ნაკვეთის იდენტურობა, რის საფუძველზეც საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2017 წლის 16 მარტის N8---- წერილით გამოითხოვა ინფორმაცია გლდანის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან.
დაინტერესებულმა პირმა 2017 წლის 31 მარტს და 06 აპრილს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დამატებით წარადგინა პასპორტის ასლი, დოკუმენტი (სარეგისტრაციო დოკუმენტის პირისადმი კუთვნილების ფაქტის დამდგენი კომისიის ოქმი N62, საკითხი N12). კომისიამ გადაწყვიტა, რომ დგინდება მებაღის წიგნაკის კუთვნილების ფაქტი სამკვიდრო მოწმობაში მითითებული მამკვიდრებლის გ-------–-----------ისადმი.
2017 წლის 05 აპრილს ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურმა მიიღო N8------------05 გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ, რომლითაც დაინტერესებულ პირს ეცნობა, რომ წარდგენილ მებაღეობის წიგნაკში სახელი არ ფიქსირდება სრულად, რის საფუძველზეც 2017 წლის 05 აპრილს N1-------- მიმართვით პირის მიერ წარდგენილი და სარეგისტრაციო წარმოებისას მოძიებული დოკუმენტაციის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის დაინტერესებული პირისადმი კუთვნილების ფაქტის დადგენის მიზნით დოკუმენტაცია გადაიგზავნა კომისიაში.
2017 წლის 16 მაისს ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურმა მიიღო N8------------11 გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ, რომლითაც დაინტერესებულ პირს ეცნობა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2017 წლის 05 აპრილს N1----- წერილით გამოითხოვა ინფორმაცია ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის გლდანის რაიონის გამგეობიდან. ასევე ეცნობა, რომ სარეგისტრაციო მოთხოვნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღებოდა 2017 წლის 05 აპრილს N1----- წერილზე პასუხის მიღებისთანავე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 16 მარტის N8------------03 გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ (იხ. ს.ფ. 124);
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 16 მარტის N8---- წერილი (იხ. ს.ფ. 116);
- შემოვლის ფურცელი (100-112);
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 05 აპრილის N8------------05 გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ (იხ. ს.ფ. 125);
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 05 აპრილის N1-------- წერილი (იხ. ს.ფ. 113);
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 16 მაისის N8------------11 გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ (იხ. ს.ფ. 128);
4.1.4. სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების 2017 წლის 27 ივლისის N0---- ოქმით დადგინდა, რომ წარმოდგენილი ნახაზის მონაცემები ჯდება მეზობელი ნაკვეთების საზღვრებში და გამგეობა ადასტურებდა სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთის დ------------ის მიერ ნაკვეთის ფლობის ფაქტს. შესაბამისად ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გლდანის რაიონის გამგეობის 2017 წლის 16 აგვისტოს N3------------- წერილით საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ზემოთაღნიშნული ოქმის საფუძველზე დაუდასტურა N8----------- სარეგისტრაციო განცხადების ფარგლებში წარდგენილი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისიწინებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა.
2017 წლის 22 (23) აგვისტოს ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურმა მიიღო N88------------- გადაწყვეტილება დ----------------ის მიერ მოთხოვნილი უფლების რეგისტრაციის შესახებ და გაიცა ამონაწერი საჯარო რეესტრიდან და საკადასტრო გეგმა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სახელმწიფო პროექტის ფარგლებში 2017 წლის 27 ივლისის N0---- ოქმი უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების შესახებ (იხ. ს.ფ. 121-123);
- ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გლდანის რაიონის გამგეობის 2017 წლის 16 აგვისტოს N3------------- წერილი (იხ. ს.ფ. 119-120);
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 22 (23) აგვისტოს N88------------- გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ (იხ. ს.ფ. 11, 129-132)
4.1.5. 2017 წლის 11 სექტემბერს გ------------–--ემ N8----------- განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია, მდებარე გლდანის ს---------–-----------–----------. აღნიშნულ განცხადებას თან ერთვოდა დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, სუბსიდირების პროექტი, თანხმობა დოკუმენტის აღიარების კომისიაში გადაგზავნის შესახებ, თანხმობა მედიატორის დანიშვნის შესახებ, ნახაზი და ელ. ვერსია რეგისტრაციაზე N8-----------, ცნობა დახასიათება, საინვენტარიზაციო გეგმა, ქვითრის ასლი და მინდობილობა. წარდგენილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 05.09.2017 წლის ცნობა დახასიათებით დგინდება, რომ გლდანის ს--------------------ში 599.00 კვ.მ.-ში მდებარეობს მაღაზიის შენობა, საერთო სარგებლობაში არსებული ფართი (კვ.მ) - 146,53 კვ.მ, განაშენიანების ფართი (კვ.მ.) 169.05 კვ.მ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- გ------------–--ის 2017 წლის 11 სექტემბრის N8---------- განცხადება თანდართული მასალით (იხ. ს.ფ. 161-170)
4.1.6. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 15 სექტემბრის N8------------03 გადაწყვეტილებით განმცხადებელს განემარტა, რომ სარეგისტრაციო განცხადებაზე სარეგისტრაციოდ წარდგენილი და 7----------- და 7----------- საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის დადგინდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება.
2017 წლის 16 ოქტომბერს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს N5-------- ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა გ------------–--ის წარმომადგენელმა ზ----------------მა, რომლითაც მოითხოვა 7----------- და 7----------- საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულ უძრავ ნივთებთან დაკავშირებით მიღებული რეგისტრაციის შესახებ N88------------- (22.08.2017) და N8-------------- (24.03.2016) გადაწყვეტილებების კანონიერების შესწავლა.
2017 წლის 13 დეკემბრის N5----- გადაწყვეტილებით გ------------–--ის ადმინისტრაციული საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული და დაინტერებულ პირს განემარტა, რომ მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება საჩივრდებოდა სასამაღტლო წესით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 15 სექტემბრის N8------------03 გადაწყვეტილება (იხ. ს.ფ. 171-172);
- გ------------–--ის 2017 წლის 16 ოქტომბრის N5-------- ადმინისტრაციული საცივარი (იხ. ს.ფ. 146-153);
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 13 დეკემბრის N5----- წერილი (იხ. ს.ფ. 144-145);
4.1.7. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს N8------------41 (29.10.2017), N8------------44 (13.11.2017), N8------------46 (24.11.2017) და N8------------48 (28.11.2017) გადაწყვეტილებებით გ------------–--ეს განემარტა, რომ ვინაიდან სარეგისტრაციო წარდგენილ და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის არსებობს ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება, განმცხადებელს დაევალა კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზის წარდგენა.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 29 ნოემბრის N8------------49 გადაწყვეტილებით, ვინაიდან სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მეირ არ იქნა წარდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი/ინფორმაცია, მიღებული იქნა გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 29 ოქტომბრის N8------------41 გადაწყვეტილება (იხ. ს.ფ. 194-195);
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 13 ნოემბრის N8------------44 გადაწყვეტილება (იხ. ს.ფ. 196-197);
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 24 ნოემბრის N8------------46 გადაწყევტილება (იხ. ს.ფ. 198-199);
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 28 ნოემბრის N8------------48 გადაწყევტილება (იხ. ს.ფ. 198-201);
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 29 ნოემბრის N8------------49 გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ (იხ. ს.ფ. 202)
სამოტივაციო ნაწილი
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ გ------------–--ის მიერ აღძრული სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
6. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონი; საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ ინსტრუქცია; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.
7. სამართლებრივი შეფასება
7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ პუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
მითითებული ნორმის დეფინიციიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 23 (22) აგვისტოს N88------------- გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ, 2017 წლის 24 მარტის N8-------------- გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ და 2017 წლის 13 დეკემბრის N5----- გადაწყვეტილა ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებია. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მათი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან და სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
7.2. სასამართლო განმარტავს, რომ ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონი განსაზღვრავს საჯარო რეესტრის წარმოების ორგანიზაციულ-სამართლებრივ საფუძვლებს, საჯარო რეესტრის მწარმოებელი ორგანოს – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს (შემდგომ - სააგენტო) უფლება-მოვალეობებს. მითითებული კანონის მე-2 მუხლის ,,თ’’ ქვეპუნქტის თანახმად, რეგისტრაცია არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის, ტყის ფონდის საზღვრის დადგენის და მასში ცვლილების, გეოგრაფიული ობიექტების, მათი კომპლექსებისა და ნაწილების ნუმერაციის და მათ შესახებ მონაცემების, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემების, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ,,მეწარმეთა შესახებ’’ საქართველოს კანონითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სავალდებულო სარეგისტრაციო მონაცემების, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორთა წილებზე საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულებების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემთა აღრიცხვა შესაბამის რეესტრში, რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით.
,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. ამავე კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით კი მარეგისტრირებელი ორგანო რეგისტრაციის საკითხზე გამოსცემს გადაწყვეტილებას.
სასამართლო განმარტავს, რომ უძრავ ქონებაზე როგორც რეგისტრაცია, ასევე მათში ცვლილება წარმოებს შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის, საკადასტრო მონაცემების და სხვა დოკუმენტაციის საფუძველზე. თავის მხრივ ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონი განსაზღვრავს თუ რა წარმოადგენს სარეგისტრაციო დოკუმენტს, კერძოდ- დასახელებული კანონის მე-2 მუხლის ,,კ’’ ქვეპუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას.
ამავე კანონის 21-ე, 22-ე და 23-ე მუხლებით კონკრეტულად არის გაწერილი ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც სარეგისტრაციო ორგანო უფლებამოსილია უარი უთხრას პირს რეგისტრაციაზე, შეაჩეროს და/ან შეწყვიტოს სარეგისტრაციო წარმოება.
დასახელებული კანონის 23-ე მუხლი განსაზღვრავს რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძვლებს. კერძოდ, სარეგისტრაციო წარმოების განმავლობაში მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ, თუ: ა) უფლების, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის წარმოშობა, მათში ცვლილება და მათი შეწყვეტა, ასევე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობა არ ექვემდებარება რეგისტრაციას; ბ) რეგისტრირებული უფლება, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულება, მათში ცვლილება და მათი შეწყვეტა, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვა ან საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა გამორიცხავს იმავე უძრავ ნივთზე სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის ან საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციას; გ) სარეგისტრაციო დოკუმენტი გამოცემული, მიღებული ან შედგენილია არაუფლებამოსილი პირის მიერ; დ) დადგენილი წესით გახდა ცნობილი სარეგისტრაციო დოკუმენტის გაუქმების ფაქტი; ე) წარმოდგენილია სასამართლოს (არბიტრაჟის) კანონიერ ძალაში შესული აქტი, რომელიც ითვალისწინებს რეგისტრაციაზე უარის თქმას; ვ) რეგისტრაციის მოთხოვნის დროისათვის საკუთრების უფლება გადასულია ახალ მესაკუთრეზე; ვ1) სარეგისტრაციო მოთხოვნა რეგისტრირებული მონაცემების იდენტურია; ვ2) საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის რეგისტრაციის შესახებ მარეგისტრირებელი ორგანოსთვის წარდგენილ განცხადებას არ ერთვის საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის წარმოშობის დამადასტურებელი სამართლებრივი აქტი ან/და საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის გამოყენების თაობაზე სასამართლოსთვის მიმართვისა და ჩაბარების დოკუმენტი სარჩელის და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების მოთხოვნის შესახებ განცხადების ასლთან ერთად ან/და სააპელაციო სასამართლოში საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის გამოყენების თაობაზე დავის მიმდინარეობის დამადასტურებელი დოკუმენტი; ვ3) საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის წარმოშობის მოთხოვნა იდენტურია იმ მოთხოვნისა, რომლის ფარგლებშიც სააგენტოში მიმდინარეობს სარეგისტრაციო წარმოება; ზ) არსებობს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2017 წლის 11 სექტემბერს გ------------–--ემ N8----------- განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია, მდებარე გლდანის ს---------–-----------–----------.
დადგენილია ასევე, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 15 სექტემბრის N8------------03 გადაწყვეტილებით განმცხადებელს განემარტა, რომ სარეგისტრაციო განცხადებაზე სარეგისტრაციოდ წარდგენილი და 7----------- და 7----------- საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის დადგინდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება. აღნიშნული გარემოების საფუძველზე 2017 წლის 16 ოქტომბერს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს N5-------- ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა გ------------–--ის წარმომადგენელმა ზ----------------მა, რომლითაც მოითხოვა 7----------- და 7----------- საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულ უძრავ ნივთებთან დაკავშირებით მიღებული რეგისტრაციის შესახებ N88------------- (22.08.2017) და N8-------------- (24.03.2016) გადაწყვეტილებების კანონიერების შესწავლა, თუმცა აღნიშნული სააგენტოს 2017 წლის 13 დეკემბრის N5----- გადაწყვეტილებით გ------------–--ეს უარი ეთქვათ ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე და მიეთითა, ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც რეგისტრაციის შესახებ მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება საჩივრდება სასამართლო წესით.
სასამართლო მიუთითებს ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის 29-ე მუხლის მე-3 პუნქტზე, რომლის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება უფლების რეგისტრაციის, ასევე მოძრავ ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის შესახებ საჩივრდება სასამართლო წესით. რეგისტრაციის შესახებ მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება საჩივრდება სასამართლო წესით.
საგულისხმოა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთება საქმეზე Nბს-408-403 (2კ-14), სადაც სასამართლოს განმარტება ეხება ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის 29-ე მუხლის მე-3 პუნქტს, კერძოდ: ,,აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო პირველ რიგში მიუთითებს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკაზე და კერძოდ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 25 მაისის №ბს-1695-1651(კ-10) გადაწყვეტილებაზე, რომელშიც სასამართლოს მიერ განიმარტა, რომ „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 3.3 მუხლზე დაყრდნობით საკასაციო სასამართლო საგულისხმოდ მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო უფლებამოსილებას ახორციელებს უშუალოდ ან თავისი ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახურების და ავტორიზებული პირების მეშვეობით. შესაბამისად, ზემოაღნიშნულ მუხლში საუბარია სააგენტოზე, როგორც ერთიან ადმინისტრაციულ ორგანოზე, თუმცა საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საჯარო რეესტრის სტრუქტურული წყობა არ შეიძლება გაგებულ იქნას იმგვარად, რომ მას არა აქვს უფლება ადმინისტრაციული საჩივრის საფუძველზე გადაამოწმოს მის მიერვე მიღებული აქტის კანონიერება. გასაჩივრების ადმინისტრაციული წესი იძლევა ადმინისტრაციულ სფეროში პრევენციული ზომების მიღების, ადმინისტრაციული ორგანოს სისტემის თვითკონტროლის საშუალებას, იძლევა შესაძლებლობას ადმინისტრაციულმა ორგანომ თავადვე გამოასწოროს საკუთარი შეცდომა, რაც წარმოადგენს ადმინისტრაციული წარმოების მთავარ მახასიათებელს, საერთო მმართველობითი საქმიანობის ყველა სფეროსთვის და აძლევს დაინტერესებულ მხარეს შესაძლებლობას, მოითხოვოს ადმინისტრაციული წარმოების შედეგად მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების გადასინჯვა. სწორედ ამ გარემოებითაა განპირობებული სზაკ-ის 178-ე მუხლში განხორციელებული ჩანაწერი, რომლის შესაბამისადაც დადგენილია, რომ ადმინისტრაციულ საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, თუ იქ არსებობს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი თანამდებობის პირის ან სტრუქტურული ქვედანაყოფის ზემდგომი თანამდებობის პირი“. ასევე, ,,იმის გათვალისწინებით, რომ ადმინისტრაციულ ორგანოსა და პირებს შორის არსებობს უფლებამოსილებათა დისბალანსი, მათ შორის ურთიერთობა საჭიროებს ეფექტურ კონტროლს, რაც გამოვლენას ჰპოვებს ერთის მხრივ ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებაში საკუთარ გადაწყვეტილებებსა თუ მოქმედებებზე განახორციელოს თვითკონტროლი და მეორეს მხრივ იძლევა შესაძლებლობას ამ მოქმედებათა სრული ციკლი მოექცეს სასამართლო კონტროლქვეშ.
აღნიშნული მოსაზრებიდან გამომდინარე, სასამართლო ვერ გამორიცხავს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უფლებას კანონით დადგენილი პროცედურების დაცვით უზრუნველყოს ტერიტორიული სამსახურების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კონტროლი.
ამდენად, ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაში გაკეთებული განმარტებისა და დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად, სასამართლო დასაშვებად მიიჩნევს, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ტერიტორიული სამსახურების მიერ მიღებული გადაწყვეტილების (მათ შორის, საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების) კონტროლის/გადამოწმების შესაძლებლობას“.
ყოველივე ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო 13.12.2017 წლის N5----- გადაწყვეტილების მიღებისას სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ არ განხორციელებულა ადმინისტრაციული აქტის საფუძვლად არსებული გარემოებების გამოკვლევა და შეფასება, შესაბამისად იმისათვის, რომ შესრულდეს კანონის მოთხოვნა და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შედეგად, იმისათვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს დაუსაბუთებელი დასკვნის გაკეთება. ამდენად, ადმინისტრაციულ ორგანოს ეძლევა შესაძლებლობა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სათანადო გამოკვლევის შედეგად მიიღოს კონკრეტული შემთხვევისათვის სათანადო გადაწყვეტილება და გ------------–--ის ადმინისტრაციული საჩივრის ფარგლებში ერთობლივად იმსჯელოს საჩივრის ავტორის მიერ დასმულ საკითხებზე.
სასამართლო მიუთითებს, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა. სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული. ამავე კოდექსის 97-ე მუხლით, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოითხოვოს დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევისა და შეფასების მიზნით მიმართოს კანონომდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. აღნიშნული ნორმის განმარტებიდან ჩანს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ყოველმხრივ უნდა გამოიკვლიოს, სწორად შეაფასოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და ისე გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი.
დასახელებულ ნორმათა ანალიზის საფუძველზე, სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია სრულფასოვნად გამოიყენოს მისთვის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილება და გადაწყვეტილების მიღებისას იმსჯელოს საკითხის იმგვარად გადაწყვეტაზე, რომ არ შეილახოს პირის კანონით გარანტირებული უფლებები, იმისათვის, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შედეგად, რათა თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს წინააღმდეგობრივი და დაუსაბუთებელი დასკვნის საფუძველზე ადმინისტრაციული აქტის გამოცემა.
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.
მოცემულ შემთხვევაში საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გადაწყვეტილებაში განვითარებული მსჯელობის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 13.12.2017 წლის N 5-----) გამოცემულია საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, რის გამოც, იგი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, კანონმდებლობით დადგენილ ვადაში, საქმის გარემოებების სრულყოფილი შესწავლისა და გამოკვლევის, ასევე წინამდებარე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული არგუმენტების გათვალისწინებით უნდა დაევალოს გ------------–--ის ამინისტრაციულ ადმინისტრაციული საჩივრის განხილვა და (16.10.2017 N5--------) ახალი აქტის მიღება.
7.3. იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლოს მიერ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 13 დეკემბრის N5----- გადაწყვეტილება, რომლითაც უარი ეთქვა გ------------–--ეს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს N88------------- (22.08.2017) და N8-------------- (24.03.2016) გადაწყვეტილებების კანონიერების შესწავლაზე და დაევალა ადმინისტრაციული საჩივრის განხიოლვა, სასამართლო აღნიშნული დავის პირობებში არსებითად არ იმსჯელებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 23 (22) აგვისტოს N88------------- და 2017 წლის 24 მარტის N8-------------- გადაწყვეტილების კანონიერებაზე, ვინაიდან აღნიშნული აქტების კანონიერების შემოწმება პირველ რიგში უნდა განხორციელდეს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ.
8. საპროცესო ხარჯები
,საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1 მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც.
შესაბამისად, სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების გამო, სსიპ საჯარო რეესრის ეროვნულ სააგენტოს მოსარჩელე გ------------–--ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ 200 (ასი) ლარის გადახდა ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-10, მე-12, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. გ------------–--ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 13 დეკემბრის N5----- გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ და დაევალოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, კანონმდებლობით დადგენილ ვადაში, საქმის გარემოებების სრულყოფილდა შესწავლისა და გამოკვლევის, ასევე წინამდებარე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული არგუმენტების გათვალისწინებით, გ------------–--ის ადმინისტრაციული საჩივრის ( N5-------- თარიღი: 16.10.2017) თაობაზე ახალი აქტის მიღება;
3. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, გ------------–--ის სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 200 ლარის ანაზღაურება.
4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე თბილისი, გრ. რობაქიძის №7ა) სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.
მოსამართლე: ლეილა გოგიშვილი