განაჩენი

სისხლის სამართლის 15.08.2018
საქმის ნომერი
140100118002494394
თარიღი
15.08.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 140100118002494394

საქმე №1/221-18

გორის რაიონული სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

15 აგვისტო, 2018 წელი ქ. გორი

 

გორის რაიონული სასამართლოს

მოსამართლე გოგა კუპრეიშვილი

სხდომის მდივანი თამარ მაზანაშვილი

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - მიხეილ ბ-----–---–ი

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - ლ---- გ------ის ძე ბ---–--ე - დაბადებული 1----–-–------------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი №43001001802, უ-----–--- განათლების მქონე, განქორწინებული, მცხოვრები: ქ. ქარელი, ე-------ის ქ. N4-ში.

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11,1 1511-ე მუხლის პირველი ნაწილი.

 

დისპოზიცია: მუქარა, ე. ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

სხდომის სახე - სასამართლომ სისხლის სამართლის საქმე განიხილა ღია სასამართლო სხდომაზე.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

2018 წლის 27 აპრილს, დაახლოებით 21:30 საათზე, ქალაქ გორში, სამების ქუჩა N92-ში მდებარე მ---------------–---–ის კუთვნილი საცხოვრებელ სახლის სამზარეულოში, მთვრალ მდგომარეობაში მყოფი ლ---- ბ---–--ე ყოფილ მეუღლეს ე------ ბ---–--ეს და ყოფილი მეუღლის დედას მ---------------–---–ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, მათ შორის მის ხელთ არსებული დანის გამოყენებით, რა დროსაც ე------ ბ---–--ეს და მ---------------–---–ს გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

2. მტკიცებულებათა ე-------ლიობა:

 

სასამართლო გადაწყვეტილება, კერძოდ, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მტკიცებულებათა ე-------ლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. განაჩენის დადგენისას, სასამართლო ვალდებულია იხელმძღვანელოს გამოკვლევის გარეშე მიღებული მტკიცებულებებით, მხოლოდ პრეიუდიციის არსებობის შემთხვევაში.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველის ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, „გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან.“ ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, პრეიუდიუციულად დადგენილი გარემოება (ფაქტი) დამატებით მტკიცებას არ საჭიროებს და გონივრულობის თვალსაზრისით, არც დავას ექვემდებარება. შესაბამისად, საპროცესო ეკონომიის გათვალისწინებით, მხარეებიც მტკიცებითი პროცედურებისგან თავისუფლდებიან.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 220-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, „წინასასამართლო სხდომის მოსამართლე მხარეთა მონაწილეობით საქმის არსებითი განხილვისათვის მოსამზადებლად ამტკიცებს მხარეების მიერ წარსადგენ მტკიცებულებათა ნუსხას, ასევე მათგან მიღებულ იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალს, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიან.“ აღნიშნული ნორმის დანაწესი, საქმის არსებითი განხილვისას პრეიუდიციის რეალიზაციის შესაძლებლობას წარმოადგენს.

 

წინასასამართლო სხდომის ოქმიდან ირკვევა, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და საქმეზე არსებული მტკიცებულებები სრულად იქნა უდავოდ ცნობილი. შესაბამისად, განაჩენის დადგენისას, სასამართლო ვალდებულია სამართლებრივი მსჯელობა წარმართოს უდავო მტკიცებულებათა ფარგლებში.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქმის არსებით განხილვაზე მტკიცებულებათა გამოკვლევის გარეშე მიღების მიუხედავად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსამართლე ვალდებულია გაითვალისწინოს მტკიცებულებათა შეფასების კრიტერიუმები, კერძოდ, „მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელ----ტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით.“ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე - ბარბერა, მესაგე და ჯაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ აღნიშნა, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელ----ტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა, ხოლო საქმეზე ბელიჩე რუსეთის წინააღმდეგ, განმარტა, რომ ევროპულ სასამართლოსთან შედარებით ეროვნული სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, რადგან მას აქვს უპირატესი შესაძლებლობა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები ან განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მტკიცებულებები განხილული უნდა იქნას (შეფასდეს) დადგენილი სტანდარტის (რელ----ტურობა, დასაშვებობა და უტყუარობა) ფარგლებში და დადგინდეს შესაბამისი ფაქტების არსებობა ბრალდებით წარდგენილი დანაშაულის დისპოზიციურ შემადგენლობასთან, კერძოდ:

 

სიცოხლის მოსპობის მუქარა მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან

გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილი აწესებს სასჯელს მუქარისთვის. სასამართლო განმარტავს, რომ მუქარა სპეციფიკურ დანაშაულს წარმოადგენს. ის ძალიან ახლოს დგას განზრახვის გამომჟღავნებასთან, ვინაიდან მუქარის შემთხვევაში სუბიექტის ქმედება ძირითადად გამოიხატება საუბარში, თუმცა მას შეიძლება თან ახლდეს უარყოფითი ემოციების გამოხატვა, გარკვეული ქმედებებიც, საერთო დაძაბული ფონი, წარსულში რაიმე ფაქტები და ა. შ. როგორც ცნობილია, სისხლის სამართალი ქმედების სამართალია, რაც იმას ნიშნავს, რომ ისჯება არა განზრახვის გამომჟღავნება, არამედ ქმედების ჩადენა, თუმცა კანონმდებელმა მუქარა იმდენად საშიშად და საფრთხის შემცველად მიიჩნია, რომ საწყის ეტაპზევე მისი დასჯადობა დააწესა, მიუხედავად იმისა, განხორციელდება თუ არა ის რეალურად. აღნიშნულით კონკრეტული ფიზიკური აქტის განხორციელებამდე დაიცვა კონსტიტუციით დაცული სიცოცხლე (განსახილველ საქმეში ადგილი ჰქონდა სიცოცხლის მოსპობის მუქარას). მიუხედავად იმისა, რომ მუქარა ჰგავს განზრახვის გამომჟღავნებას, ის მაინც ვერ მიიჩნევა ასეთად და სინამდვილეში სსკ-ის 151-ე მუხლი განზრახვის გამომჟღავნების ფარგლებს სცდება, რის გამოც ასევე გამართლებულია მისი დანაშაულად აღიარება. კერძოდ, ერთი მხრივ, ის გულისხმობს არა ნებისმიერ მუქარას, არამედ მხოლოდ სიცოცხლის სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მიმართ არსებულს მუქარას, რა დროსაც დაცულია უ-----–--- ღირებულებები. მეორე მხრივ, აღნიშნული ნორმის შემადგენლობა დაფუძნებული არ არის ზოგადად რაიმე იდეის გამომჟღავნებაზე, არამედ მუქარა გარეგნულად ისეთი ფორმითაა გამოხატული და მას ისეთი ფონი ერთვის, რომ მუქარის ადრესატს ამ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში უჩნდება, შედეგად კი დაზარალებულს ერღვევა მყუდროება, იგი კარგავს სიმშვიდეს. ამდენად, ამ ეტაპზევე მუქარას გარკვეული უარყოფითი შედეგები მოჰყვება.

 

საქმეში არსებული უდავო მტკიცებულებების, ასევე, სასამართლო სხდომაზე გამოხატული პოზიციის (განმარტების) მიხედვით ბრალდებულმა თავი დამნაშავედ ცნო მუქარაში, სრულად დაეთანხმა მტკიცებულებებში ასახულ ფაქტობრივ გარემოებას. დაზარალებულ ე------ ბ---–--ის ჩვენების მიხედვით, ბრალდებული მას დაემუქრა მოკვლით, რაც გამოიხატა სიტყვიერი ფორმით, რომ ყელს გამოჭრიდა. ასევე დაზარალებულ მ---------------–---–ის ჩვენებიდანაც ირკვევა, რომ ბრალდებული მას დანის გამოყენებით დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. ბრალდებული ლ---- ბ---–--ე მის ხელთ არსებული დანის გამოყენებით დაემუქრა ყოფილ მეუღლეს - ე------ ბ---–--ეს, რა დროსაც დაზარალებულს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში გაუჩნდა და ასევე ყოფილი მეუღლის დედას მ---------------–---–ის, რომელსაც ასევე გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდებულის მიერ მუქარა განხორციელდა ოჯახის წევრის მიმართ, რაც სრულად შეესაბამება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლის შენიშვნაში მითითებულ სუბიექტს, კონკრეტულად ყოფილ მეუღლეს, ვისთანაც ბრალდებული მუდმივად ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ წარდგენილი ბრალდებისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11,1 1511-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული კვალიფიკაცია, მართებულია.

 

სასამართლო ასევე განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია არა მარტო მუქარის განხორციელება, არამედ ისიც, რომ იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდეს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ამდენად, მუქარა ისეთი ფორმით, ისეთ ვითარებაში და ისეთი პირის მიერ უნდა იყოს წარმოთქმული, რომ მუქარის მსხვერპლს საფუძვლიანად გაუჩნდეს მისი განხორციელების შიში. ასეთი შიშის განცდა დადასტურებულია განსახილველ სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულის ჩვენებასთან ერთად სხვა მოწმეთა ჩვენებებით და უდავო მტკიცებულბებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ლ---- ბ---–--ემ ოჯახის წევრის - ყოფილი მეუღლის და ყოფილი მეუღლის დედის მიმართ განახორციელა მუქარა, რა დროსაც დაზარალებულებს ე------ ბ---–--ეს და მ---------------–---–ის გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ე-------ლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ე-------ლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

 

მტკიცებულებათა ე-------ლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული ანუ მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი, უნდა იყოს აშკარა ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. მტკიცებულებათა ე-------ლიობა პირდაპირ და ცალსახად უნდა ადგენდეს ფაქტებს და პირის ბრალეულობას, სწორედ ამ პირის მიერ დანაშაულის ჩადენის, მოტივს, მიზანს, განზრახვას და ა. შ. გარდა ამისა, მტკიცებულებათა ე-------ლიობა უნდა იყოს დამაჯერებელი ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და უტყუარი მტკიცებულებები უნდა იყოს დამაჯერებელი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრული ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ე-------ლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩამდენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით გათვალისწინებულ ქმედებას, უნდა აღინიშნოს მუქარა მატერიალური, შედეგიანი დანაშაულია, რაც თავისთავად გულისხმობს მიზეზობრივი კავშირის არსებობას ბრალდებულის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ის რომ სიცოცხლის მოსპობის თაობაზე ბრალდებულის მხრიდან აგრესიული, დანის გამოყენებით გამოყენებით განხორციელებული მუქარით დაზარალებულს შეექმნა მუქარის განხორციელების რეალური საფრთხის შეგრძნება, დადასტურდა საქმეში არსებულს მოწმეების ჩვენებებით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სუბიექტურ მხრივ მუქარა ჩადენილია განზრახვით. მუქარის მოტივს კვალიფიკაციისთვის მნიშვნელობა არა აქვს. ამ დანაშაულის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ხელშეუვალობა, მისი სიმშვიდე და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლება. დანაშაული დამთავრებულია მაშინ, როცა მუქარის შედეგად დაზარალებულს გაუჩნდება მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის კვალიფიკაციისთვის მნიშვნელობა არა აქვს დამნაშავის მიზანს. კერძოდ, ჰქონდა თუ არა მას გამიზნული ამ მუქარის რეალიზაცია. შესაძლოა ბრალდებულს არ ჰქონდეს მიზნად სამომავლოდ ამ მუქარის განხორციელება, არამედ სურდეს პირის დაშინება. განსახილველ შემთხვევაში სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურებულია, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, რა დროსაც ყოფილ მეუღლე ე------ ბ---–--ეს და ყოფილი მეუღლის დედას მ---------------–---–ს გაუჩნდა მუქარის განხორცილების საფუძვლიანი შიში.

 

საქმის მასალებით მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ გამოვლენილა.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ლ---- ბ---–--ეს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემობად უნდა ჩაითვალოს ის გარემოება, რომ იგი აღიარებს და ინანებს ჩადენილს, გამოხატავს მზაობას, რომ მისი მხრიდან ადგილი არ ექნება ანალოგიური ხასიათის დანაშაულის ჩადენას. ჰყავს არასრულწლოვანი შვილები. მან ასევე უდავო სამართალწარმოების წესით ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას

 

ლ---- ბ---–--ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ ეტაპზეც დაზარალებულ ე------ ბ---–--ეს მკაცრი პოზიცია გააჩნია და თხოვს მკაცრად დასჯას.

 

5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოსამართლო სამართალწარმოების ერთ-ერთ ძირითად ფუნქციას ბრალის ხარისხის შესაბამისი სასჯელის დანიშვნა წარმოადგენს. დანაშაულის დისპოზიციური შემადგენლობის დადგენის შემდეგ აუცილებელია ადეკვატური და დანაშაულის თანაზომიერი სანქციის განსაზღვრა კონკრეტული ქმედებისათვის. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლიანობის აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პირის მსჯავრდება ჩადენილი ქმედებისათვის, არამედ ამ ქმედებისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრა და მისი შედეგების გათვალისწინება.

 

სასამართლო სასჯელის სამართლიანობასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე და ბრალდებულის პიროვნება. სასამართლო ვალდებულია მხედველობაში მიიღოს კერძო და ზოგადი პრევენციის აუცილებლობა.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ლ---- ბ---–--ეს სასჯელის სახით უნდა განესაზღვროს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა, რაც სრულ შესაბამისობაშია კანონმდებლობით განსაზღვრულ სასჯელის მიზნებთან. ამასთან, სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ ბრალდებულმა აღიარა ჩადენილი დანაშაული, ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას - საქმის განხილვისას უდავოდ, პრეიუდიციულად ცნო ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები.

 

რაც შეეხება უშუალოდ სასჯელის დანიშვნას, ვინაიდან სახეზეა ბრალდებულის მხრიდან დანაშაულის ჩადენა, მაშინ როცა დადგინდა რომ ბრალდებულს ბრალი მიუძღვის სხვა დანაშაულშიც, რომელიც მან პირველ საქმეზე (ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 19 ივნისის განაჩენი) განაჩენის გამოტანამდე ჩაიდინა, სასამართლო ვალდებულია იხელმძღვანელოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეოთხე ნაწილით, რომლის თანახმად, ,,ამ მუხლის მე-2 ან მე-3 ნაწილით განსაზღვრული წესით დაინიშნება სასჯელი, თუ განაჩენის გამოტანის შემდეგ დადგინდა, რომ მსჯავრდებულს ბრალი მიუძღვის სხვა დანაშაულშიც, რომელიც მან პირველ საქმეზე განაჩენის გამოტანამდე ჩაიდინა. ამ შემთხვევაში საბოლოო სასჯელში ჩაითვლება სასჯელი, რომელიც პირველი განაჩენით მოხდილია მთლიანად ან ნაწილობრივ.“

 

ამასთან, ვინაიდან საქმეში მოიპოვება ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 19 ივნისის განაჩენი, გამოყენებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილი, რაც სასჯელის დანიშვნისას, პირველი განაჩენით დანიშნული სასჯელის შთანთქმის პრინციპს გულისხმობს.

 

6. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, უნდა გადაწყდეს საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულების საკითხი, კერძოდ: საქმეზე ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებები, კერძოდ, დანისმაგვარი საგანი, ასევე შავი ფერის ოთხკუთხედი ფორმის პლასმასის დანისმაგვარი საგანი, რომელიც ინახება შსს გორის რაიონული სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს, ხოლო ლ---- ბ---–--ის პირადი ჩხეკის შედეგად ამოღებული სამსუნგის ფირმის მობილური ტელეფონი, ბიომეტრიული პასპორტი, შავი ფერი ტყავის საფულე, პირადობის მოწმობა, მართვის მოწმობა, ფულადი თანხა 1 (ერთი) ცალი 100 (ასი) დოლარიანი კუპიურა, 2 (ორი) ცალი 50 (ორმოცდაათი) აშშ დოლარიანი კუპიურა, 1 (ერთი) ცალი 1 (ერთი) დოლარიანი კუპიურა, 11 (თერთმეტი) ცალი 50 (ორმოცდაათი) ლარიანი კუპიურა, 2 (ორი) ცალი 20 (ოცი) ლარიანი კუპიურა, 1 (ერთი) ცალი 5 (ხუთი) ლარიანი კუპიურა, რკინის მონეტები - 3 (სამი) ცალი 1 (ერთი) ლარიანი, 1 (ერთი) ცალი 50 (ორმოცდაათი) თეთრიანი, 4 (ოთხი) ცალი 20 (ოცი) თეთრიანი, 1 (ერთი) ცალი 2 (ორი) თეთრიანი, 2 (ორი) ცალი 1 (ერთი) თეთრიანი მონეტა, ქარხნულად შეფუთული 1 (ერთი) ცალი ცისფერი ფერის სამედიცინო აბი, მაჯის საათი GUESS-ის ფირმის, მზის სათვალე, ტელეფონის სატვირთი, რომელიც ინახება შსს გორის რაიონული სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ლ---- ბ---–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11,1 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 7 (შვიდი) თვით თავისუფლების აღკვეთა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11,1 151-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნულმა სასჯელმა 7 (შვიდი) თვით თავისუფლების აღკვეთამ შთანთქოს ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 19 ივნისის განაჩენით დანიშნული სასჯელი - 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე და 64-ე მუხლბის საფუძველზე ჩათვლილია პირობით იმავე გამოსაცდელი ვადით და საბოლოოდ, ლ---- ბ---–--ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 7 (შვიდი) თვით თავისუფლების აღკვეთა.

 

ლ---- ბ---–--ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.

 

მსჯავრდებულ ლ---- ბ---–--ეს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 28 აპრილიდან.

 

საქმეზე ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებები, კერძოდ, დანისმაგვარი საგანი, ასევე შავი ფერის ოთხკუთხედი ფორმის პლასმასის დანისმაგვარი საგანი, რომელიც ინახება შსს გორის რაიონული სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს, ხოლო ლ---- ბ---–--ის პირადი ჩხეკის შედეგად ამოღებული სამსუნგის ფირმის მობილური ტელეფონი, ბიომეტრიული პასპორტი, შავი ფერი ტყავის საფულე, პირადობის მოწმობა, მართვის მოწმობა, ფულადი თანხა 1 (ერთი) ცალი 100 (ასი) დოლარიანი კუპიურა, 2 (ორი) ცალი 50 (ორმოცდაათი) აშშ დოლარიანი კუპიურა, 1 (ერთი) ცალი 1 (ერთი) დოლარიანი კუპიურა, 11 (თერთმეტი) ცალი 50 (ორმოცდაათი) ლარიანი კუპიურა, 2 (ორი) ცალი 20 (ოცი) ლარიანი კუპიურა, 1 (ერთი) ცალი 5 (ხუთი) ლარიანი კუპიურა, რკინის მონეტები - 3 (სამი) ცალი 1 (ერთი) ლარიანი, 1 (ერთი) ცალი 50 (ორმოცდაათი) თეთრიანი, 4 (ოთხი) ცალი 20 (ოცი) თეთრიანი, 1 (ერთი) ცალი 2 (ორი) თეთრიანი, 2 (ორი) ცალი 1 (ერთი) თეთრიანი მონეტა, ქარხნულად შეფუთული 1 (ერთი) ცალი ცისფერი ფერის სამედიცინო აბი, მაჯის საათი GUESS-ის ფირმის, მზის სათვალე, ტელეფონის სატვირთი, რომელიც ინახება შსს გორის რაიონული სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გორის რაიონული სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე გოგა კუპრეიშვილი