განაჩენი

სისხლის სამართლის 17.08.2018
საქმის ნომერი
100100118002572381
დავის ტიპი
126 (1) 1
თარიღი
17.08.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 100100118002572381

№1/84-2018 წელი

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

17 აგვისტო, 2018 წელი ჭიათურა

 

საჩხერის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - დავით კეკენაძე

სხდომის მდივანი - თამარ წერეთელი

 

პროკურორი - ი-–------–------ი

ბრალდებული - ლ-–----------ე

ადვოკატი - ზ-------–--------–ი

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე № 0----------1

 

ბრალდებული: ლ-–----------ე;

მამის სახელი: ლ---ი;

დაბადებული: 1---------- წელი;

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე;

განათლება: ს-–----–-- განათლების მქონე;

ოჯახური მდგომარეობა: დ------------–ი;

პირადი ნომერი: 5---------1;

ნასამართლობა : არ მქონე;

რეგისტრაციის მისამართი: ჭ---------ს მუნიციპალიტეტის სოფელი ი------ი.

ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი: ჭ---------ს მუნიციპალიტეტის სოფელი ი------ი

 

კვალიფიკაცია:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი (ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი; (პირველი ეპიზოდი)

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი. (ოჯახში ძალადობა, ესე იგი, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117–ე, 118–ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ); (მეორე ეპიზოდი)

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

1. 2018 წლის 15 მაისს, თბილისში საცხოვრებელ ბინაში ლ-–----------ემ ეჭვიანობის ნიადაგზე არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს - ნ-----–-----------ს, ხელი დაარტყა სახის არეში, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

 

2. 2018 წლის 24 მაისს, ჭ---------ს მუნიციპალიტეტის სოფელ ი------ში, ლ-–----------ემ ეჭვიანობის ნიადაგზე არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს - ნ-----–-----------ს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ხოლო არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, თავის არეში ჯერ ხელი ჩაარტყა, ხოლო შემდეგ მობილური ტელეფონი, რამაც ნატალია სვარიძის ჯანმრთელობის დაზიანება და ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;

 

ოჯახში ძალადობა, ესე იგი, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117–ე, 118–ე ან 120 მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ ;

 

2. ბრალდებულმა ლ-–----------ემ სასამართლოს წინაშე თავი სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და დაეთანხმა საქმეში არსებულ ყველა ფაქტობრივ გარემოებას. მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს;

 

3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ’’დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია .

 

4. ლ-–----------ის მიმართ წარდგენილი ბრალდება, დადასტურებულია ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ მის ბრალეულობას, კერძოდ:

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ფოტოტაბულით, ბრალდებულის დაკავების ოქმით, შემაკავებელი ორდერით; წარმოდგენილი დოკუმენტაციით ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ; სტაციონალური და კომპლექსური ფსიქიატრიული-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნებით; დაზარალებულ: ნ-----–-----------ის გამოკი------ ოქმებით, მოწმეების მ---------------ს, ხ------------–---–ის, გამოკითხვებით, არასრულწლოვანი მოწმის ე------------ს გამოკითხვით, თავად ბრალდებულ ლ-–----------ის გამოკითხვებით და საქმეზე მოპოვებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით;

 

5. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ 2018 წლის 15 მაისს, თბილისში საცხოვრებელ ბინაში ლ-–----------ემ ეჭვიანობის ნიადაგზე არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს - ნ-----–-----------ს, ხელი დაარტყა სახის არეში, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

 

2018 წლის 24 მაისს, ჭ---------ს მუნიციპალიტეტის სოფელ ი------ში, ლ-–----------ემ ეჭვიანობის ნიადაგზე არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს - ნ-----–-----------ს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ხოლო არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, თავის არეში ჯერ ხელი ჩაარტყა, ხოლო შემდეგ მობილური ტელეფონი, რამაც ნატალია სვარიძის ჯანმრთელობის დაზიანება და ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

 

6. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დადგენილია ოჯახური დანაშაულისათვის, რაც გულისხმობს ოჯახში ძალადობას, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობას, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დადგენილია ოჯახური დანაშაულისათვის, რაც გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობას, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ;

 

7. სსკ-ს 111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

სასამართლო განმარტავს რომ, საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული სიცოცხლის ძირითადი უფლება საფუძვლად უდევს ადამიანის ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლებას, ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლება კი წარმოადგენს ადამიანის უფლებას საკუთარი სხეულის ჯანმრთელ მდგომარეობაზე. იგი დამცავი უფლებაა და უპირველესყოვლისა იცავს ადამიანის სხეულს ფიზიკური დაზიანებისაგან.

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY განმარტა შემდეგი: წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან. ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან; მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულად აკმაყოფილებენ აღნიშნულ სტანდარტს;

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილისა და სსსკ-ის მე-5 მუხლის თანახმად, ადამიანი უდანაშაულოდ ითვლება, ვიდრე მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება კანონით დადგენილი წესით და კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. საგულისხმოა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება მასზედ რომ, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად უნდა დაედოს პირდაპირი მტკიცებულებები ( და არა ირიბი);

 

ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, გონივრულ ეჭვს მიღმა ეს არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, განაჩენი კანონიერია, თუ გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. იმავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, განაჩენი დასაბუთებულია, თუ ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

 

ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მეორე ნაწილისა და 33-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს - პროკურორს.

 

გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ბრალდების დადასტურების ვალდებულება პროკურორს ეკისრება არა მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციითა და საპროცესო კანონმდებლობით, არამედ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციითაც, რაც ასევე განმტკიცებულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლით. კერძოდ, საყოველთაოდ აღიარებულია, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი (in dubio pro reo - ეჭვის ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყვეტის პრინციპი) (იხ. გადაწყვეტილებები საქმეებზე: Barberа, Messeguй and Jabardo v. Spain; Lavents v. Latvia; Melich and Beck v. the Czech Republic).

 

განსახილველ შემთხვევაში სასამართლოში წარმოდგენილია უდაოდ მიჩნეული პირდაპირ მტკიცებულებათა ერთობლიობა, ასევე სასამართლო სხდომაზე მოწმე თამთა კეკიშვილისა და ბრალდებულ კობა შუბითიძის აღიარებითი ჩვენებები, რაც გადალახავს საქმის ბედით დაინტერესებული პირის გონივრული ეჭვის სტანდარტს და გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს ბრალდებულის მიერ დანაშაულის ობიექტური და სუბიექტური შემადგენლობის განხორციელებას, რის გამოც ბრალდებულის მიმართ წარდგენილ ბრალდებაში (1261-ე მუხლის პირველი ნაწილი და 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი) გამოტანილ უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი.

8. ამდენად, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ლ-–----------ემ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;

 

მანვე ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117–ე, 118–ე ან 120 მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ;

 

სამართლებრივი შეფასება:

 

9. ლ-–----------ემ მის მიერ განხორციელებული ქმედებებით ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით;

 

10. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მოწმე ეკა იაკობიძე არასრულწლოვანია, რომლის მიმართაც მართლმსაჯულების მიზანია არ განხორციელდეს ხელახალი ან/და მეორეული ვიქტიმიზაცია;

 

ამასთან დაკავშირებით, „ბავშვის უფლებათა კონვენციის” მე-2 და მე-3 მუხლების შესაბამისად მონაწილე სახელმწიფოები პატივს სცემენ და უზრუნველყოფენ მათი იურისდიქციის ფარგლებში მყოფი თითოეული ბავშვის ყველა უფლებას, რომელიც წინამდებარე კონვენციითაა გათვალისწინებული, ნებისმიერი სახის დისკრიმინაციის გარეშე, რასის, კანის ფერის, სქესის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა მრწამსის, ეროვნული, ეთნიკური თუ სოციალური წარმოშობის, ქონებრივი მდგომარეობის, ბავშვის, მისი მშობლებისა და კანონიერი მეურვეების ჯანმრთელობისა და დაბადების მდგომარეობის ან სხვა რამ ვითარების განურჩევლად.

 

მონაწილე სახელმწიფოები ყოველგვარ აუცილებელ ზომას ღებულობენ დისკრიმინაციის ყველა იმ ფორმისა და სასჯელისაგან ბავშვის დაცვის უზრუნველსაყოფად, რომლებიც უკავშირდება ბავშვის, ბავშვის მშობლების, კანონიერი მეურვეების ან ოჯახის სხვა წევრთა სტატუსს, საქმიანობას, მათ მიერ გამოთქმულ შეხედულებებს და მათ გამჟღავნებულ მრწამსს.

 

ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.

 

მონაწილე სახელმწიფოები, ითვალისწინებენ რა ბავშვის მშობლის, ბავშვის მიმართ პასუხისმგებლობის მტვირთველი კანონიერი მეურვეებისა და სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, ვალდებულებას იღებენ უზრუნველყონ ბავშვი ისეთი დაცვითა და მზრუნველობით, რომელიც აუცილებელია მისი კეთილდღეობისათვის და ამისათვის იღებენ ყველა საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომას.

 

მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ ბავშვისათვის ზრუნვაზე ან მის დაცვაზე პასუხისმგებელი დაწესებულებები, სამსახურები ან ორგანოები შეესაბამებოდნენ კომპეტენტური ორგანოების მიერ დაწესებულ ნორმებს, კერძოდ, უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის სფეროში მათი პერსონალის რიცხობრიობისა და ვარგისიანობის, აგრეთვე კომპეტენტური ზედამხედველობის თვალსაზრისით.

 

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის მიზანია მართლმსაჯულების პროცესში არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების დაცვა, კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია, არასრულწლოვანი დაზარალებულისა და არასრულწლოვანი მოწმის უფლებათა დაცვა, არასრულწლოვანი დაზარალებულისა და არასრულწლოვანი მოწმის მეორეული ვიქტიმიზაციისა და არასრულწლოვანი დაზარალებულის ხელახალი ვიქტიმიზაციის თავიდან აცილება, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და მართლწესრიგის დაცვა.

 

ამავე კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ეს კოდექსი გამოიყენება კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის, არასრულწლოვანი დაზარალებულისა და არასრულწლოვანი მოწმის არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში მონაწილეობისას.

 

ამავე კოდექსის მე-3 მუხლის პირველი, მე-4, მე-13, მე-15 და მე-16 ნაწილის თანახმად არასრულწლოვანია – 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვანი დაზარალებული, არასრულწლოვანი მოწმე, კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანი.

 

არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესებია − არასრულწლოვნის უსაფრთხოების, კეთილდღეობის, ჯანმრთელობის დაცვის, განათლების, განვითარების, რესოციალიზაცია-რეაბილიტაციისა და სხვა ინტერესები, რომლებიც საერთაშორისო სტანდარტებისა და არასრულწლოვნის ინდივიდუალური მახასიათებლების შესაბამისად, აგრეთვე მისი აზრის გათვალისწინებით განისაზღვრება.

 

მეორეული ვიქტიმიზაციაა − არასრულწლოვანი დაზარალებულისთვის /არასრულწლოვანი მოწმისთვის შესაძლო ზიანის მიყენება მისი არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში მონაწილეობის შედეგად.

 

აღნიშნული გარემოებები გათვალისწინებული უნდა იქნას, როგორც საქმეზე სამართალწარმოების დროს, ასევე სასჯელის დანიშვნის დროსაც, რამეთუ არასრულწლოვანი მოწმე ოჯახის წევრია და მომსწრეა დანაშაულებრივი ქმედების განხორციელების მომენტში, რამაც გარკვეული სულიერი ტანჯვა მიაყენა;

 

ამდენად ბრალდებულის მიმართ გარდა იმისა, რომ განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი, გასათვალისწინებელია სასჯელის ნაწილში არასრულწლოვანი მოწმეების საუკეთესო ინტერესი, რამეთუ არ მოხდეს მეორეული და ხელახალი ვიქტიმიზაცია;

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

10. ლ-–----------ის მიმართ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ჩადენილი ქმედების აღიარება და გულწრფელი მონანიება. ადრე ნასამართლევი და სახდელ დადებული არაა; ბრალდებული მძიმე ავადმყოფია;

 

11. ლ-–----------ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა დანაშაულის ჩადენა ნასვამ მდგომარეობაში; ასევე საგულისხმოა, რომ დანაშაულის ობიექტია ქალი, ძალადობის ინტენსივობა; დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენა ხორციელდებოდა არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, რაც წარუშლელ ნეგატიურ კვალს ტოვებს მოზარდებში და განსაკუთრებულ სულიერ ტანჯვას განაცდევინებს;

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

საქართველოს სსსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით სასჯელად გათვალისწინებულია საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთა ვადით ერთ წლამდე იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

 

საქართველოს სსსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილით სასჯელად გათვალისწინებულია საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ვადით 200-და 400 საათამდე ან და თავისუფლების აღკვეთა ვადით ერთიდან სამ წლამდე. იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

 

12. სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

 

სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის ობიექტის (ქალი, არასრულწლოვანი შვილის დედა), მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა (არასრულწლოვნის თანდასწრებით) და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ ლ-–----------ეს სასჯელის სახით უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების გათვალისწინებით, სანქციის ზედა და ქვედა ზღვართა მხედველობაში მიღებით (თავისუფლების აღკვეთა ერთ წლამდე ვადით) სასჯელის ქვედა ზღვარის ზომით - თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით, სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სასჯელის სახე - შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების გათვალისწინებით, სანქციის ზედა და ქვედა ზღვართა მხედველობაში მიღებით (თავისუფლების აღკვეთა ერთიდან სამ წლამდე ვადით) სასჯელის ქვედა ზღვართან მიახლოებული ზომით - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით; ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ აღიარებს ჩადენილს, ადრე ნასამართლევი არაა, კმაყოფაზე ჰყავს არასრულწლოვანი შვილი, მძიმე ავადმყოფია, დანიშნული სასჯელი ორივე ეპიზოდში სსკ-ს 63-ე მუხლის თანახმად უნდა ჩაეთვალოს პირობით და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის შესაბამისად, დაუწესდეს გამოსაცდელი ვადა, მასვე სსკ-ის 42 მუხლის საფუძველზე დამატებით სასჯელად უნდა განესაზღვროს ჯარიმა 1500 ლარის ოდენობით, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხი, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს მ-------–---–----- მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას. საგულისხმოა სსკ-ს 59-ე მუხლის მოთხოვნები, რომლის თანახმად უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს უფრო მსუბუქ სასჯელს;

 

სასჯელად ბრალდებულზე საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის შეფარდება არ იქნებოდა სამართლიანი, რადგან დანაშაულებრივი ქმედება ჩადენილია ოჯახის წევრის - მეუღლის მიმართ, ძალადობა არაერთხელ განხორციელდა და ამდენად ამ გზით ვერ იქნებოდა მიღწეული სისხლის სამართლის პოლიტიკის მიზანი სასჯელის ნაწილში;

 

რაც შეეხება დამატებითი სასჯელის სახით იარაღთან დაკავშირებული შეზღუდვების გამოყენებას, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულის პიროვნებისა (ავადმყოფია, მოინანია დანაშაულის ჩადენა, ადრე ნასამართლევი და სახდელდადებული არაა) და დანაშაულის ხასიათიდან გამომდინარე- მიზანშეუწონელია;

 

მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომა სასჯელის მიმართებაში, კერძოდ „ვინტერი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (2012 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილება); სასამართლომ განმარტა, რომ აშკარად არაპროპორციული სასჯელი დაარღვევდა ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის მოთხოვნებს; კონვენციის მე-3 მუხლის თანახმად არავინ არ შეიძლება დაექვემდებაროს წამებას, არაადამიანურ ან ღირსების შემლახველ მოპყრობას ან დასჯას;

 

ამდენად სასჯელი არ უნდა იყოს აშკარად არაგონივრული და არაპროპორციული საშუალება კანონმდებლის მიერ დასახული მიზნის მისაღწევად (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია) და არ უნდა იწვევდეს პირის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დაუსაბუთებლად შეზღუდვას;

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის თანახმად ადამიანის პატივი და ღირსება ხელშეუხებელია, დაუშვებელია ადამიანის წამება, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობა და სასჯელის გამოყენება; ბრალდებულის პიროვნებისა და დანაშაულის სიმძიმის აშკარად არაპროპორციული სასჯელის დანიშვნა ჩაითვლებოდა ბრალდებულის ღირსების შელახვად და გაუტოლდებოდა კონვენციის მე-3 მუხლით გარანტირებული უფლების ხელყოფას;

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე, 42-ე, 53-ე, 59-ე მუხლებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე, 259-ე, 260-ე,268-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 277-ე, 292-ე, 293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. ბრალდებული ლ-–----------ე (პ/ნ 5---------1) ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ;

 

1.2 ბრალდებულ ლ-–----------ეს (პ/ნ 5---------1) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც სსკ-ს 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალოს პირობით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის გარეშე;

 

1.3.ბრალდებულ ლ-–----------ეს (პ/ნ 5---------1) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით,რაც სსკ-ს 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალოს პირობით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის გარეშე;

 

მასვე სსკ-ის 42 მუხლის საფუძველზე დამატებით სასჯელად განესაზღვროს ჯარიმა 1500 (ათასხუთასი) ლარის ოდენობით;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, ლ-–----------ეს (პ/ნ 5---------1) საბოლოოდ სსკ-ს 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც სსკ-ს 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალოს პირობით და სსკ-ს 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 03 (სამი) წელი; იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის გარეშე; მასვე, სსკ-ს 42-ე მუხლის თანახმად დამატებით სასჯელად განესაზღვროს ჯარიმა 1500 (ათასხუთასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;

 

2. მსჯავრდებულ ლ-–----------ეს სასჯელის მოხდაში ჩაეთვალოს დაკავებისა და პატიმრობაში ყოფნის დრო 2018 წლის 31 მაისიდან 2018 წლის 02 ივნისის ჩათვლით - 3 დღე;

 

3. მსჯავრდებულ ლ-–----------ეს სასჯელის მოხდაში ჩაეთვალოს სტაციონარში ყოფნის დრო ( სტაციონალური ექსპერტიზა) 2018 წლის 18 ივნისიდან 2018 წლის 22 ივნისის ჩათვლით - 5 დღე;

 

4. ლ-–----------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს; განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში გირაოს შემტანს მაგდა იაკობიძეს (პ/ნ54001049842) დაუბრუნდეს გირაოს სახით გადახდილი თანხა 2700 (ორიათასშვიდასი) ლარის ოდენობით;

 

5.განაჩენი აღსასრულებლად გადაეგზავნოს იმერეთის პრობაციის ბიუროს, და იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს მსჯავრდებულ ლ-–----------ის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32), საჩხერის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე დავით კეკენაძე