განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N------------------
საქმე N---------
(N------------)
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
06 აგვისტო, 2018 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე - იზა კელენჯერიძე
სხდომის მდივანი - თეა ვარდოშვილი
ბრალდების მხარე:
სტაჟიორ-პროკურორები - რ--------------ე, ა----------–---–ი, ი-----–- ლ-----–---–ი
დაცვის მხარე:
ბრალდებული - თ-----ი ა-----–---ის ძე წ--------ა - დაბადებული 1----–-–----- ი------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი N-----------, ნასამართლევი, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ა--–---------------–------------ში.
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტი (ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის).
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1.სასამართლომ დაადგინა:
1.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–----------ის განაჩენით, თ-----ი წ--------ა ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით;
1.2. ქ-------ის საქალაქო სასამართლოს 2----–-–----------------ის განაჩენით, თ-----ი წ--------ა ასევე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით;
1.3. 2018 წლის 5 მაისის მდგომარეობით, თ-----ი წ--------ა ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის და მას აღნიშნული დროისთვის ნასამართლობა არ ჰქონდა გაქარწყლებული;
1.4. 2018 წლის 5 მაისს, დაახლოებით 12:20 საათზე, ქ. თბილისში, მ---------------- დ------ის ქვედა გამოსასვლელში, თ-----ი წ--------ამ, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოქალაქე ა---–----–---ეს, ზურგჩანთის გარეთა ჯიბიდან, ფარულად ამოაცალა ფულადი თანხა 10 (ათი) ლარის ოდენობით, კერძოდ: ორი 5 (ხუთი) ლარიანი კუპიურა. თ-----ი წ--------ა დაეუფლა რა აღნიშნულ თანხას, შეეცადა ტერიტორიის დატოვებას, რა დროსაც დააკავეს. თ-----ი წ--------ას დანაშაულებრივი ქმედებით ა---–----–---ეს მიადგა 10 (ათი) ლარის ქონებრივი ზიანი.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2.1. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით:
2.1.1. დაზარალებულმა ა---–----–---ემ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ცხოვრობს თბილისში, ვ---------ის დ-----–--აში და არის სტუდენტი. უ-------------ი, სადაც იგი სწავლობს, მდებარეობს დ------ში, ლ----–---ას ქუჩაზე. 2018 წლის 5 მაისს, დილით, უ-------------ში წასვლის წინ, დედამ - ნ---- კ------ემ მას გადასცა ახალი, ორი ხუთლარიანი კუპიურა, ჯამში სულ 10 ლარი, რომელიც ა---–----–---ემ შეინახა შავი ზურგჩანთის ზედა ჯიბეში. დაახლოებით 11:30 საათისთვის გავიდა სახლიდან და 12:00 საათისთვის უკვე ვ---------–ის მ-------ში იყო, საიდანაც 20 წუთი დასჭირდა დ------ის მ-------მდე მგზავრობისთვის. დაახლოებით 12:30 საათისთვის, დ------ის მ-------ს ქ-------------–--–თან იგი გააჩერა სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა პოლიციელმა, რომელმაც უთხრა, რომ შეემოწმებინა ჯიბე. შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ ზურგჩანთის ზედა ჯიბე იყო გახსნილი და მასში ფული აღარ იყო. ზურგჩანთას აქვს ორი ჯიბე, ქვედა და ზედა ჯიბე, რომელიც თანხის მოთავსების შემდეგ დაკეტა ელვაშესაკრავით. მას საფულე არ ჰქონდა და თანხა შენახული ჰქონდა ზურგჩანთის ზედა ჯიბეში, გზაში ჯიბე არ გაუხსნია, ასევე არ ჰქონია შემთხვევა, რომ ჯიბე თავისით გახსნილიყო.
2.1.2. მოწმე ნ---- კ------ემ განმარტა, რომ მისი შვილი ა---–----–---ე სწავლობს დ----- ტ---–-----ის ს----–---------------------ში, რომელიც მდებარეობს ქ. თბილისში, დ------ში, ლ----–---ას ქუჩაზე და უ---------------ში მისასვლელად სარგებლობდა რამდენიმე საზოგადოებრივი ტრანსპორტით - სამარშუტო ტაქსით, მ-------თი და ავტობუსით. 2018 წლის 5 მაისს, უ-------------ში წასვლის წინ, ნ---- კ------ემ ა---–----–---ეს გადასცა ორი ცალი, ახალი დიზაინის ხუთლარიანი კუპიურა, რომელიც ა--- შეინახა შავი ფერის ზურგჩანთის ზედა ჯიბეში, რომელიც დახურა ელვაშესაკრავით. ა----აფულეს არ იყენებდა და თანხას ყოველთვის ინახავდა ზურგჩანთის ზედა ჯიბეში. ნ---- კ------ემ დაინახა, რომ ა--- ზედა ჯიბეში თანხის მოთავსების შემდეგ ჯიბე დაკეტა. აღნიშნულ დღეს, დაახლოებით 12:30 საათიდან 13:00 საათამდე პერიოდში, ა---–----–---ემ ტელეფონის საშუალებით აცნობა, რომ მ-------სთან თანხა ამოაცალეს და მომხდარის შესახებ ინფორმაციის მისაწოდებლად მიჰყვებოდა პოლიციის თანამშრომელს სამმართველოში.
2.1.3. მოწმე ლ---- ე--------მ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ იგი მუშაობს საქართველოს შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უ----------------------------------–-------- განყოფილებაში უ-----------------------------–ად. 2018 წლის 5 მაისს, თანამშრომლებთან - ნ-----–---- უ--------თან და ო-----------–---–თან ერთად იმყოფებოდა მ---------------- ,,დ------ის“ მიმდებარე ტერიტორიაზე და ოპერატიული თვალსაზრისიდან გამომდინარე, ისინი სამოქალაქო ფორმაში ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას. მ---------------- ,,დ------ის“ გ------იდან ა--------------ის მიმართულებით მოძრაობისას, მათ ქ-------------–--–თან შენიშნეს 50-55 წლამდე ასაკის მამაკაცი, რომელიც უკნიდან მიუახლოვდა ახალგაზრდა გოგოს, მარცხენა ხელით გაუხსნა ზურგჩანთის ჯიბის ელვაშესაკრავი, ამოაცალა ფულადი თანხა და სწრაფი ნაბიჯებით სცადა მიმალვა, რა დროსაც ნ-----–---- უ--------მა და ო-----------–---–მა იგი დააკავეს, ხოლო თვითონ მივიდა გოგონასთან, რომელსაც განუმარტა, რომ იყო პოლიციიდან და ჰკითხა, ჰქონდა თუ არა რაიმე დაკარგული. შეკითხვაზე გოგონამ ზურგჩანთა მოიხსნა და ნახა, რომ ზურგჩანთის ზედა ჯიბის ელვაშესაკრავი გახსნილი და თანხა ამოღებული იყო. გოგონას განმარტებით, მას მანამდე ჯიბის ელვაშესაკრავი დაკეტილი ჰქონდა, სადაც შენახული ჰქონდა ორი ცალი, ახალი დიზაინის ხუთლარიანი კუპიურა. ლ---- ე--------მ აღნიშნული იქვე აცნობა ნ-----–---- უ--------ს და ო-----------–---–ს და დაზარალებული გადაიყვანეს განყოფილებაში. მოწმის განმარტებით, მან ნათლად დაინახა მისგან 2-3 მეტრზე მყოფი მამაკაცი, რომელმაც გოგონას მარცხენა ხელით გაუხსნა ზურგჩანთის ჯიბე და ამოაცალა თანხა.
2.1.4. მოწმემ ნ-----–---- უ--------მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ იგი მუშაობს საქართველოს შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უ----------------------------------–-------- განყოფილებაში უ-----------------------------–ად. 2018 წლის 5 მაისს, თანამშრომლებთან ლ---- ე--------სთან და ო-----------–---–თან ერთად იმყოფებოდა მ---------------- ,,დ------ის“ და ა-------------- ,,ო-----ას“ ტერიტორიაზე. მ---------------- ,,დ------ის“ გ------იდან ა--------------ის მიმართულებით მოძრაობისას, მათ ქ-------------–--–თან შენიშნეს 50-55 წლამდე ასაკის მამაკაცი, რომელიც უკნიდან მიჰყვებოდა ახალგაზრდა გოგოს, მარცხენა ხელით გაუხსნა ზურგჩანთის ჯიბის ელვაშესაკრავი, მარცხენა ხელით ამოაცალა ფულადი თანხა და სწრაფი ნაბიჯებით სცადა გ------იდან ხელმარჯვნივ ბაზრობის მიმართულებით მიმალვა, რა დროსაც იგი დააკავა ო-----------–---–თან ერთად გ------ის გასასვლელთან, ხოლო მათი მეწყვილე ლ---- ე-------- მივიდა გოგოსთან. ლ---- ე--------მ მათ დაუძახა, რომ გოგონას აღარ ჰქონდა ფულადი თანხა. დაკავებულს განემარტა მისი უფლებები და ჩაუტარდა ჩხრეკა, რა დროსაც ბრალდებულის მარცხენა ხელიდან ამოიღეს ორი ცალი, ახალი დიზაინის ხუთლარიანი კუპიურა. ასევე ჩხრეკის შედეგად დაკავებულს ჯიბეში ჰქონდა დღიური, 50 ლარამდე ოდენობის თანხა და სხვადასხვა ნივთები, რაც ნ-----–---- უ--------მა აღწერა ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმში და ო-----------–---–ის მონაწილეობით ადგილზე დალუქა ორ პაკეტად. ერთ პაკეტში დალუქა ამოღებული ორი ახალი დიზაინის ხუთლარიანი კუპიურა, ხოლო მეორე პაკეტში -ბრალდებულის ჩხრეკის შედეგად ამოღებული სხვადასხვა ნივთები. ბრალდებულმა გაურკვეველი მიზეზით უარი განუცხადა როგორც ლუქების ხელმოწერაზე, ასევე დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის ხელმოწერაზე და ასლის ჩაბარებაზე. მოწმის განმარტებით, ბრალდებული მათგან 2-3 მეტრით იყო დაშორებული და ნათლად დაინახა, რომ ბრალდებულმა მარცხენა ხელით გოგონას გაუხსნა ზურგჩანთის ზედა ჯიბე და ამოაცალა თანხა.
2.1.5. მოწმემ ო-----------–---–მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ იგი მუშაობს საქართველოს შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უ----------------------------------–-------- განყოფილებაში უ-----------------------------–ად. 2018 წლის 5 მაისს, თანამშრომლებთან ლ---- ე--------სთან და ნ-----–---- უ--------თან ერთად იმყოფებოდა მ---------------- ,,დ------ის“ მიმდებარე ტერიტორიაზე და ოპერატიული მიზნებიდან გამომდინარე სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა სამოქალაქო ფორმაში. მ---------------- ,,დ------ის“ ქ-------------–--–ში, ა-------------- ,,ო-----ა“-ს მიმართულებით მოძრაობისას, გ------ის შუაში, მისი და მისი კოლეგების ყურადღება მიიქცია 50-55 წლამდე ასაკის მამაკაცმა, რომელიც ათვალიერებდა მოქალაქეების ჯიბეებსა და ხელჩანთებს. აღნიშნული მამაკაცი მიუახლოვდა მის წინ მიმავალ ახალგაზრდა გოგონას, მარცხენა ხელით გაუხსნა მუქი ფერის ზურგჩანთის ზედა ჯიბის ელვაშესაკრავი, ჩაუყო მარცხენა ხელი და ამოაცალა ფული, რის შემდეგაც ჩქარი ნაბიჯებით გაუსწრო გოგონას და სცადა მიმალვა. ო-----------–---–მა ნ-----–---- უ--------თან ერთად მ---------------- ,,დ------ი“-ს ქ-------------–--–ის ბოლოს დაკავეს აღნიშნულ მამაკაცი, ხოლო ლ---- ე-------- მივიდა გოგოსთან. ბრალდებულს დაკავებისას წარუდგინეს პოლიციის მოწმობები და განუმარტეს მისი უფლებები. მალევე, ლ---- ე--------მ მათ დაუძახა, რომ ახალგაზრდა გოგონას აღარ ჰქონდა ზურგჩანთის ზედა ჯიბეში ორი ცალი, ახალი დიზაინის ხუთლარიანი კუპიურა. მან ნ-----–---- უ--------თან ერთად ბრალდებულს ადგილზე ჩაუტარა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც ბრალდებულის მარცხენა ხელიდან ამოიღეს ორი ახალი დიზაინის ხუთლარიანი კუპიურა, ასევე ჩხრეკისას ამოიღეს გასაღები, დღიური, 50 ლარამდე თანხა და ბრალდებულის სხვა პირადი ნივთები, რომლებიც დალუქეს სათანადო წესით და ხელი მოაწერეს. ცალკე - ერთ პაკეტში დალუქეს ბრალდებულის ჩხრეკისას ამოღებული ორი ცალი ახალი დიზაინის ხუთლარიანი კუპიურები, ხოლო ბრალდებულის პირადი ნივთები - მეორე პაკეტში. ბრალდებულმა გაურკვეველი მიზეზით უარი განუცხადა მათ ლუქების, ასევე დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის ხელმოწერაზე და ასლის ჩაბარებაზე. აღნიშნულის შემდეგ, ბრალდებული გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში. მოწმის განმარტებით, ბრალდებული მათგან იყო 2-3 მეტრში და მან კარგად დაინახა, ბრალდებულმა მარცხენა ხელით ახალგაზრდა გოგონას როგორ გაუხსნა ზურგჩანთის ზედა ჯიბე და ამოაცალა თანხა.
2.1.6. მოწმე დ----- ყ-----–---–მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ 2018 წლის 5 მაისს იგი მუშაობდა საქართველოს შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უ----------------------------------–-------- განყოფილებაში უ-----------------------------–ის თანამდებობაზე და იმყოფებოდა სამსახურში. აღნიშნულ დღეს, მ---------------- ,,დ------ის“ ქ-------------–--–ში დაკავებული იქნა თ-----ი წ--------ა, რომელიც დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ჩატარების შემდეგ გადაყვანილი იქნა პოლიციის სამორიგეო ნაწილში და ნ-----–---- უ--------ის ინფორმაციული პატაკის საფუძველზე დაიწყო გამოძიება ქურდობის ბრალდებით. მოცემულ საქმეზე მან მოწმის სახით დაკითხა დაზარალებული ა---–----–---ე, რომელმაც განუმარტა, რომ ცხოვრობს ვ---------–ში და სწავლობს დ------ში მდებარე უ---------------ში. 2018 წლის 5 მაისს, დილით, უ-------------ში წასვლის წინ მას დედამ გადასცა ორი ცალი, ახალი დიზაინის ხუთლარიანი კუპიურა, რომელიც მოათავსა ზურგჩანთის ზედა გარეთა ჯიბეში და დაკეტა ელვაშესაკრავით. მ---------------- ,,დ------ის“ ქ-------------–--–ის ბოლოს იგი გააჩერა სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა პიროვნებამ, რომელიც იყო პოლიციის თანამშრომელი ლ---- ე-------- და სთხოვა შეემოწმებინა ზურგჩანთის შიგთავსი და ჯიბეები, რა დროსაც ა---–----–---ემ აღმოაჩინა, რომ ზურგჩანთის გარეთა ჯიბის ელვაშესაკრავი იყო გახსნილი და მასში აღარ იყო ორი ცალი, ახალი დიზაინის ხუთლარიანი კუპიურა.
2.1.7. მოწმე ბ-------------მ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მუშაობს საქართველოს შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უ----------------------------------–-------------------–--აში უ---------------------------------------–ის თანამდებობაზე. 2018 წლის 5 მაისს იმყოფებოდა სამსახურში და ასრულებდა თავის სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც უ----------------------------------–-------- განყოფილების თანამშრომლების მიერ თბილისის პოლიციის დეპარტამენტში წარდგენილი იქნა მ---------------- ,,დ------ის“ ქ-------------–--–ის მიმდებარე ტერიტორიაზე, 2018 წლის 5 მაისს, ქურდობის ფაქტზე დაკავებული თ-----ი წ--------ა. მოცემულ საქმეზე მან ჩაატარა რიგი საგამოძიებო მოქმედებები, კერძოდ, დაკითხა თვითმხილველი მოწმეები, რომელთაც დაუდასტურეს მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების მიმდინარეობა და შედეგები. ასევე დაკითხა დაზარალებულის დედა - ნ---- კ------ე, რომელმაც დაუდასტურა, რომ 2018 წლის 5 მაისს, უ---------------ში წასვლის წინ ა---–----–---ეს გადასცა ორი ცალი, ახალი დიზაინის ხუთლარიანი კუპიურები, რომელიც დაზარალებულმა შეინახა ზურგჩანთის ზედა ჯიბეში და დახურა ელვაშესაკრავით; ასევე დაკითხა ბრალდებული, რომელსაც დაკითხვამდე განუმარტა მისი უფლება-მოვალეობები. ბრალდებულმა ისარგებლა დუმილის უფლებით და გაურკვეველი მიზეზით უარი განუცხადა დაკითხვის ოქმის ხელმოწერაზე. ბ-------------მ ბრალდებულს გააცნო და გადასცა პირის ბრალდების შესახებ დადგენილების ასლი, რომლის ჩაბარების ხელმოწერაზე ბრალდებულმა გაურკვეველი მიზეზით უარი განუცხადა. ბრალდებულმა ასევე გაურკვეველი მიზეზით უარი განუცხადა საქმეზე შეკრებილი ფატობრივი მტკიცებულებების ასლის ჩაბარებაზე და ხელმოწერაზე.
2.1.8. უშუალო თვითმხილველი - ნ-----–---- უ--------ის, ო-----------–---–ის და ლ---- ე--------ს ჩვენებები გამორიცხავს ბრალდებულ თ-----ი წ--------ას ჩვენებაში მითითებული ინფორმაციის ნამდვილობას. როგორც ბრალდებულმა სასამართლო სხდომაზე განმარტა, იგი ცხოვრობს ა--–-ში და 2018 წლის 5 მაისს, 8-9 საათისთვის წავიდა გ-–----ის ბაზარში. ს-------იდან მ---------------- ,,დ------ემდე“ მგზავრობისას გადაწყვიტა, რომ წასულიყო ა--–-ში სამარშუტო მიკროავტობუსით და ვინაიდან მ------- ,,დ------ის“ ქ-------------–--–თან დგას ქ-------ში მიმავალი მიკროავტობუსები, მ------- ,,დ------ის“ ქ-------------–--–თან მას ხელში მომზადებული ჰქონდა ქ-------ამდე გადასახდელი სამგზავრო თანხა - ხუთი ლარი. მას ადრეც არაერთხელ უმგზავრია ქ-------ამდე ხუთ ლარად. ბრალდებულმა უარყო მისი ხელიდან ორი ცალი ხუთლარიანის ამოღება და განმარტა, რომ მას ხელში ჰქონდა კონკრეტული პიროვნებისთვის გადასაცემი მხოლოდ ერთი ხუთლარიანი, რომელიც ამოიღეს მისი ხელიდან. ასევე უარყო სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი და გამოკვლეული ნივთიერი მტკიცებულების - ორი ცალი ხუთლარიანი კუპიურის მისი ხელიდან ამოღება.
2.1.9. ბრალდებულის ჩვენების ნამდვილობას გარდა ზემოაღნიშნულისა, ასევე გამორიცხავს სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული წერილობითი მტკიცებულება - ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი, რომლითაც დასტურდება, რომ თ-----ი წ--------ა დაკავებული იქნა მ---------------- ,,დ------ის“ ქვედა გამოსასვლელის მიმდებარე ტერიტორიაზე, 2018 წლის 5 მაისს, 12:20 საათზე, დროის სწორედ იმ მონაკვეთში, რასაც მიუთითებს დაზარალებული ა---–----–---ე. ასევე ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით დასტურდება, რომ ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას მისი მარცხენა ხელიდან ამოიღეს სწორედ ორი ცალი, ახალი დიზაინის ხუთლარიანი კუპიურა ნომრებით - N---------- და N---------- და სხვა პირადი ნივთები. სწორედ აღნიშნულ ორ ცალ, ახალი დიზაინის ხუთლარიან კუპიურებზე მიუთითებენ დაზარალებული ა---–----–---ე და ნ---- კ------ე თავიანთ ჩვენებებში.
2.1.10. ბრალდებულის ჩვენების ნამდვილობას ასევე გამორიცხავს სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული და ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმში აღწერილი, ახალი დიზაინის ორი ცალი, ხუთლარიანი N---------- და N---------- კუპიურები, რომელიც 2018 წლის 5 მაისს, ა---–----–---ემ შეინახა ზურგჩანთის ზედა ჯიბეში და სწორედ აღნიშნული კუპიურები ნ-----–---- უ--------მა და ო-----------–---–მა ბრალდებულის ჩხრეკისას ამოიღეს მისი მარცხენა ხელიდან და დალუქეს სათანადო წესით. სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა თავად დაადასტურა წარმოდგენილ ნივთმტკიცებებზე ლუქების მთლიანობა და აღნიშნა, რომ ლუქების მთლიანობა დარღვეული არ არის.
2.1.11. გამოკვლეული მტკიცებულებების ურთიერშეჯერების საფუძველზე სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებული თ-----ი წ--------ა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა დაზარალებულ ა---–----–---ის ორ ცალ ხუთლარიანს, ჯამში - 10 (ათი) ლარს.
2.1.8. მტკიცებულებების შეფასების საფუძველზე, სასამართლომ დაასკვნა, რომ თ-----ი წ--------ამ ჩაიდინა ქურდობა, მან იცოდა, რომ ქონება რომელსაც იგი ეუფლებოდა სხვისი საკუთრება იყო და მას ამ ქონებასთან კანონიერად წვდომის საფუძველი არ გააჩნდა. სასამართლო განმარტავს, რომ ქურდობის კვალიფიკაციისათვის აუცილებელია დადგინდეს მისაკუთრების მართლსაწინააღმდეგო მიზანი, ასევე თავად ქმედება უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო, ანუ მესაკუთრის ნებისაგან დამოუკიდებელი და ამას უნდა აცნობიერებდეს პირი, რომელიც მას ჩადის. დაუფლება არის პირის მიერ მესაკუთრისათვის ან მფლობელისათვის ხელმიუწვდომელ (უცნობ) ადგილას ნივთის გადატანის (გადაადგილების) ან სხვა ნებისმიერი გზით მისი (ნივთის) ფლობის, სარგებლობის და განკარგვის პრაქტიკული შესაძლებლობის მართლსაწინააღმდეგოდ წართმევა. გამოკვლეული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ თ-----ი წ--------ა დაზარალებულის ორ ცალ ხუთლარიან კუპიურას, ჯამში 10 (ათი) ლარს დაეუფლა მ---------------- ,,დ------ის“ ქ-------------–--–ში, ხოლო დაუფლებული ნივთით - 10 ლარით დაკავებული იქნა იქვე - მ---------------- ,,დ------ის“ ქ-------------–--–ის ბოლოს, შესაბამისად, მას ჰქონდა დაუფლებული თანხის დაზარალებულის ნების საწინააღმდეგოდ განკარგვის შესაძლებლობა, რაც მიუთითებს დაუფლების განზრახვაზე. გარდა ამისა, ფარულ დაუფლებაზე მიუთითებს ის გარემოება, რომ დაზარალებულმა მხოლოდ პოლიციის თანამშრომლის მითითების შემდეგ აღმოჩინა, რომ მას ზურგჩანთის ზედა ჯიბიდან თანხა ამოცალეს. განსახილველ შემთხვევაში თ-----ი წ--------ამ იცოდა, რომ დასაუფლებელი ქონება არ იყო მისი საკუთრება, დაზარალებულისგან ფარულად ეუფლებოდა თანხას, ასევე იცოდა, რომ სხვისი ქონების ფარული დაუფლება წარმოადგენს დანაშაულს, ვინაიდან წარსულში სწორედ ქურდობისთვის არის არაერთხელ ნასამართლევი.
2.2. ქურდობა იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის
მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის:
2.2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–----------ის განაჩენით, თ-----ი წ--------ა მსჯავრდებული იქნა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 10 (ათი) თვის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) თვის ვადით განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის გამოსაცდელი ვადით;
2.2.2. ქ-------ის საქალაქო სასამართლოს 2----–-–----------------ის განაჩენით, თ-----ი წ--------ა მსჯავრდებული იქნა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 4(ოთხი) წლის გამოსაცდელი ვადით;
2.2.3. საქართველოს სსკ-ის 79-ე მუხლის თანახმად, მსჯავრდებული ნასამართლევად ითვლება გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან ნასამართლობის გაქარწყლების ან მოხსნის მომენტამდე. ნასამართლობა მხედველობაში მიიღება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის, დანაშაულის კვალიფიკაციისა და სისხლისსამართლებრივი ზემოქმედების ღონისძიების საკითხის გადაწყვეტისას. 2018 წლის 5 მაისის მდგომარეობით, თ-----ი წ--------ა ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის ფარულად მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის და მას აღნიშნული დროისათვის ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული არ ჰქონდა (იმყოფებოდა გამოსაცდელი ვადის პირობებში), შესაბამისად, დადასტურებულია მაკვალიფიცირებელი ნიშანი - ქურდობა იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა საქმეში არსებული ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია თ-----ი წ--------ას მიერ ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა, კერძოდ, საქმეში არსებული მტკიცებულებებით, სასამართლო ცალსახად ადგენს, რომ თ-----ი წ--------ას ჰქონდა განზრახვა ფარულად დაუფლებოდა დაზარალებულ ა---–----–---ის კუთვნილ ფულად თანხას, რაც მოიყვანა სისრულეში.
3.2. სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ მოპოვებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაამტკიცა ბრალდებულ თ-----ი წ--------ას ბრალეულობა წარდგენილ ბრალდებაში.
3.3. სასამართლო განმარტავს რომ, საკუთრების უფლება ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა, რომელიც გულისხმობს ადამიანის შესაძლებლობას, საკუთარი ნების შესაბამისად და სხვათა ინტერესების შეულახავად ფლობდეს, სარგებლობდეს და განკარგავდეს თავის ქონებას. შესაბამისად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება ამ უფლების დამრღვევს - კონკრეტულ შემთხვევაში ბრალდებულ თ-----ი წ--------ას, იგი არის პირდაპირ პასუხისმგებელი იმ დანაშაულზე, რაც ჩაიდინა.
3.4. მიუხედავად იმისა, რომ მოცემულ შემთხვევაში დაზარალებულისთვის მიყენებული ზიანი არ არის დიდი ოდენობის, სასამართლომ გაითვალისწინა არა მხოლოდ მიყენებული ზიანის - 10 ლარის მატერიალური ოდენობა, არამედ ასევე მოცემული საქმის გარემოებები, ყველა მტკიცებულებათა ერთობლიობა, დამნაშავის პიროვნება და უშუალოდ დაზარალებულის ქონებრივი მდგომარეობა; კერძოდ, მსჯავრდებული თ-----ი წ--------ა წარსულში არაერთხელ არის ნასამართლევი საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის და მისთვის ვერც პირობითი მსჯავრი იქნა შემაკავებელი ხასიათის; პირობითი მსჯავრის პირობებში ვერ იქნა სასჯელის მიზნები უზრუნველყოფილი და მან კვლავ ჩაიდინა საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული. რაც შეეხება დაზარალებულის პიროვნებას და ქონებრივ მდგომარეობას, დაზარალებული სტუდენტია, რომელსაც დედამ დილით, გარკვეული ხარჯებისთვის უ-------------ში გაატანა 10 ლარი, რაც მოწმობს იმაზე, რომ აღნიშნული თანხა უშუალოდ დაზარალებულისთვის მცირე მნიშვნელობას არ წარმოდგენს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულის სწორედ აღნიშნული პიროვნული მახასიათებლის, ასევე დაზარალებულის პიროვნების და ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, სისხლის სამართლის საქმეში არსებული და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული გარემოებები არ იძლევა საკმარის საფუძველს, რომ მოცემულ საქმეზე მცირე მნიშვნელობის გამო მოხდეს სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტა ან სხვა გადაწყვეტილების მიღება.
3.5. გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლიობა, თითოეული მტკიცებულების თანხვედრა და კავშირი სხვა მტკიცებულებებთან, სასამართლოს შეფასებით წარმოადგენს საკმარის საფუძველს გამამტყუნებელი განაჩენის სტანდარტისათვის; ამ სტანდარტის შესაბამისად, სასამართლომ დაადგინა, რომ თ-----ი წ--------ამ მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით, რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
თ-----ი წ--------ას პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია, ხოლო დამამძიმებელი გარემოებაა მისი პიროვნული მახასიათებელი, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის დროს იგი იმყოფებოდა პირობითი მსჯავრის პირობებში; ასევე ქმედება ჩადენილია საჯარო ადგილას.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
5.2. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლი ან მუხლის ნაწილი დანაშაულის შემადგენლობის ნიშნად ითვალისწინებს შემამსუბუქებელ ან დამამძიმებელ გარემოებას, იგივე გარემოება სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში არ მიიღება.
5.3. განაჩენის 5.1. და 5.2. პუნქტებთან მიმართებით სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
5.4. თ-----ი წ--------ას მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ათ წლამდე. სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს მიიჩნევს, რომ თ-----ი წ--------ას რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისთვის, მას უნდა დაენიშნოს სასჯელი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში და დამამძიმებელი გარემოებების მხედველობაში მიღებით, სასჯელი უნდა იყოს ადეკვატური - თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით, ხოლო განაჩენთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელის დანიშვნისას გამოყენებული უნდა იქნას - სასჯელთა შთანთქმის პრინციპი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე-260-ე, 268-ე-269-ე, 271-ე-274-ე, 277-ე-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თ-----ი წ--------ა ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 7 (შვიდი) წლის ვადით;
2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს ქ-------ის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 04 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი - 4 (ოთხი) წლის ვადით და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა - 7 (შვიდი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთამ შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, თ-----ი წ--------ას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 7 (შვიდი) წლის ვადით;
3. თ-----ი წ--------ას სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 05 მაისის 12:20 საათიდან.
4. მსჯავრდებულ თ-----ი წ--------ას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.
5. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთმტკიცებათა საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:
- თ-----ი წ--------ას პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული ფულადი თანხა 10 (ათი) ლარის ოდენობით, კერძოდ ორი ერთეული ახალი დიზაინის 5 (ხუთი) ლარიანი კუპიურები N---------- და N----------; ბლოკნოტი მასში მოთავსებული ფულადი თანხით 47 (ორმოცდაშვიდი) ლარისა და 3 (სამი) აშშ დოლარის ოდენობით, მ-------მანი, გასაღები (მოვერცხლისფრო ჯაჭვთან ერთად), ფულადი თანხა 7 (შვიდი) ლარისა და 20 (ოცი) თეთრის ოდენობით, ,,ადიდასის“ მოკლესახელოებიანი მაისური, ქუდი და ცხვირსახოცი, რომლებიც დალუქულ მდგომარეობაში ინახება საქართველოს შსს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უ----------------------------------–-------------------–--აში - დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მესაკუთრის ნდობით აღჭურვილ პირს;
- თ-----ი წ--------ას პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული პოლიეთილენის პარკი, რომელიც დალუქულ მდგომარეობაში ინახება საქართველოს შსს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უ----------------------------------–-------------------–--აში - განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე იზა კელენჯერიძე