გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №(2/17-18წ) 090210018002312509
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
20.07.2018 წ. ამბროლაური
შესავალი ნაწილი
ამბროლაურის რაიონული სასამართლო
მოსამართლე გურამ გოცირიძე
სხდომის მდივანი ქეთევან არჩვაძე
მოსარჩელე: სსიპ ე---------–---------------------
წარმომადგენელი: ა-----–-----------------–-----–---–---–-
მოპასუხე: შპს ,,მ–------–ი’’
წარმომადგენელი: გ---------------
დავის საგანი : პირგასამტეხლოს დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე შპს ,,მ–------–ს’’ მოსარჩელე სსიპ ე---------–---------------------ს სასარგებლოდ, დაეკისროს პირგასამტეხლოს სახით არსებული დავალიანების გადახდა, კერძოდ: სსიპ ე---------–----------------------- და შპს ,,მ–------–ს’’ შორის 2015 წლის 27 ოქტომბერს გაფორმებული N1-- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ, ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო – 29939.6 ლარი და ასევე სსიპ ე---------–---------------------ა და შპს ,,მ–------–ს’’ შორის, 2016 წლის 27 ივნისს გაფორმებული N8- სახელმწიფო შესყიდვის შესახებ, ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო –2764.57 ლარი, სულ 32704.17 ლარის ოდენობით.
1.2. მოპასუხე შპს ,,მ–------–ს’’ დაეკისროს მოსარჩელე სსიპ ე---------–---------------------ს სასარგებლოდ მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი – 981.12 (ცხრაას
ოთხმოცდაერთი ლარი და თორმეტი თეთრი) ლარის ოდენობით.
მოსარჩელეს მოთხოვნა ემყარება შემდეგ ფაქტებზე და გარემოებებზე:
სსიპ ე---------–---------------------ა და შპს ,,მ–------–ს „შორის 2015 წლის 27 ოქტომბერს გაფორმებული N1-- სახელმწიფო შესყიდვის შესახებ, ხელშეკრულების მე–2, მე–3, მე–4 და მე–5 მუხლების თანახმად, მოპასუხეს (მიმწოდებელს) შემსყიდველის დავალებით და მითითებით, 2015 წლის 01 დეკემბრამდე, ეტაპობრივად უნდა განეხორციელებინა რაჭა–ლეჩხუმის ქვემო სვანეთის სატყეო სამსახურის ა-------–----------------------–-, ნ------–------- სატყეოში, მე–8 კვარტალის, მე–2 ლიტერში (საორიენტაციოდ) 1291,47 კუბ.მ მერქნული რესურსის (მრგვალი ხე–ტყის და საშეშე მერქანის)დამზადება, სამანქანე გზამდე გამოზიდვა და დასაწყობება, შემსყიდველის მიერ მითითებულ ტერიტორიაზე. მთლიანი სახელშეკრულებო თანხა განისაზღვრა 103240,1118(ასსამიათას ორასორმოცი ლარი და 11.18 თეთრი)ლარით. მოპასუხემ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები შეასრულა არაჯეროვნად, კერძოდ: დასამზადებელი (საორიენტაციოდ) 1291,47 მ3 მერქნული რესურსიდან დაამზადა და ე---------–--------------------- 2016 წლის 21 სექტემბრის მდგომარეობით, 296 დღის ვადაგადაცილებით (296 დღიდან 11 დღე მოპასუხეს ჩაეთვალა საპატიოდ და ვადაგადაცილებულ დღეთა რაოდენობამ ჯამში შეადგინა 285 დღე), გადასცა სულ 1184.019 მ3 მერქნული რესურსი (მომსახურების ღირებულებამ შეადგინა 94650.48 ლარი). ამ თვალსაზრისით, მოსარჩელეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული, მოპასუხეზე გადასაცემი მომსახურების ღირებულება გადახდილი (გადარიცხული) აქვს სრულად და ჯეროვნად.
სსიპ ,,ე---------–---------------------ა’’ და შპს ,,მ–------–ს“ შორის 2015 წლის 27 ოქტომბერს გაფორმებული N1-- სახელმწიფო შესყიდვის შესახებ, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის, მოპასუხეს დაეკისრა 29939.6 (ოცდაცხრაათას ცხრაასოცდაცხრამეტი ლარი და სამოცი თეთრი) ლარის ოდენობით პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება და ე---------–---------------------ს 2016 წლის 12 ოქტომბრის N10/22911 წერილით განესაზღვრა გადახდის ქვითრის წარდგენა შემსყიდველ ორგანიზაციაში, არაუგვიანეს, 2016 წლის 25 ოქტომბერს. მიუხედავად წერილობით წარდგენილი მოთხოვნისა, მოპასუხეს მითითებული პირგასამტეხლოს გადახდა დღემდე არ განუხორციელებია.
სსიპ ე---------–---------------------ა და შპს ,,მ–------–ს“ შორის, 2016 წლის 28 ივნისს გაფორმებული N8- სახელმწიფო შესყიდვის შესახებ,ხელშეკრულების მე–2,მე–3 ,მე–4 და მე–5 მუხლების თანახმად, მოპასუხეს (მიმწოდებელს) შემსყიდველის დავალებით და მითითებით, 2016 წლის 01 სექტემბრამდე, ეტაპობრივად უნდა განეხორციელებინა რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სატყეო სამსახურის ა-------–----------------------–-, ნ------–------- სატყეოში,მე–14 კვარტალის,მე–2 ლიტერში (საორიენტაციოდ) 1191,78 მ3 მერქნული რესურსის (მრგვალი ხე–ტყის და საშეშე მერქანის) დამზადება, სამანქანე გზამდე გამოზიდვა და დასაწყობება შემსყიდველის მიერ მითითებულ
ტერიტორიაზე,მთლიანი სახელშეკრულებო თანხა განისაზღვრა – 95330,4822 ლარით.
მოპასუხემ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები შეასრულა არაჯეროვნად: კერძოდ, დასამზადებელი (საორიენტაციოდ) 1191,78 მ3 მერქნული რესურსიდან დაამზადა და ე---------–---------------------ს 2016 წლის 29 სექტემბრის მდგომარეობით, 29 დღის ვადაგადაცილებით, გადასცა სულ 952.145 მ3 მერქნული რესურსი (მომსახურების ღირებულებამ შეადგინა 76162.08 ლარი). ამ თვალსაზრისით, მოსარჩელეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული, მოპასუხეზე გადასაცემი მომსახურების ღირებულება გადახდილი (გადარიცხული) აქვს სრულად და ჯეროვნად.
სსიპ ,,ე---------–---------------------სა’’ და შპს ,,მ–------–ს“ შორის, 2015 წლის 28 ივნისს გაფორმებული N8- სახელმწიფო და შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობითვის, მოპასუხეს დაეკისრა 2764.57 (ორიათას შვიდას სამოცდაოთხი ლარი და 57 თეთრი) ლარის ოდენობით. პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება და ე---------–---------------------ს 2016 წლის 08 ნოემბრის N1------- წერილით განესაზღვრა გადახდის ქვითრის წარდგენა შემსყიდველ ორგანიზაციაში, არაუგვიანეს, 2016 წლის 25 ნოემბრისა. მიუხედავად წერილობით წარდგენილი მოთხოვნისა, მოპასუხეს მითითებული პირგასამტეხლოს გადახდა დღემდე არ განუხორციელებია.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე მხარემ წარმოადგინა შესაგებელი, სადაც სარჩელს არ ცნობს, შემდეგ გარემოებათა გამო: მოსარჩელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები შესრულებული იქნა კეთილსინდისიერად, რაც დასტურდება თავად მოსარჩელის მიერ, რადგან მოსარჩელე თავადვე აღნიშნავს, რომ სრულად აქვს ანაზღაურებული გაწეული მომსახურების ღირებულება. შესაბამისად გაურკვეველია, თუ რატომ მოახდინა შემსყიდველმა იმ მომსახურების სრულად ანაზღაურება რასაც არაჯეროვნად უთვლის, ასევე გაურკვეველია, რატომ არ მიმართა სასამართლოს 2018 წლამდე პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნით.
საქმის სასამართლო განხილვის დროს, შპს ,, მ–------–ის’’ წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მიუთითა, რომ მოპასუხე მხარის მიერ ვალდებულებები არის პირნათლად შესრულებული. სარჩელი არის იურიდიულად დაუსაბუთებული და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების საფუძველი. იმავდროულად მოითხოვა პირგასამტეხლოს შემცირება, რადგან არის შეუსაბამოდ მაღალი.
3. ფაქტობრივი გარემოებები.
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები. 3.1.1. სსიპ ე---------–---------------------ა და შპს ,,მ–------–ს„ შორის, 2015 წლის 27 ოქტომბერს გაფორმებული N1-- სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების მე–2, მე–3, მე–4 და მე–5 მუხლების თანახმად, მოპასუხეს (მიმწოდებელს) შემსყიდველის დავალებით და მითითებით, 2015 წლის 01 დეკემბრამდე, ეტაპობრივად უნდა განეხორციელებინა რაჭა–ლეჩხუმის ქვემო სვანეთის სატყეო სამსახურის ა-------–----------------------–-, ნ------–------- სატყეოში, მე–8 კვარტალის, მე–2 ლიტერში (საორიენტაციოდ) 1291,47 კუბ.მ მერქნული რესურსის (მრგვალი ხე–ტყის და საშეშე მერქანის)დამზადება, სამანქანე გზამდე გამოზიდვა და დასაწყობება, შემსყიდველის მიერ მითითებულ ტერიტორიაზე. მთლიანი სახელშეკრულებო თანხა განისაზღვრა 103240,1118 (ასსამიათას ორასორმოცი ლარი და 11,18 თეთრი)ლარით. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს: –2015 წლის 27 ოქტომბრის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N1-- ხელშეკრულება სსიპ ე---------–---------------------ა და შპს ,,მ–------–ს“ შორის, 2016 წლის 28 ივნისს გაფორმებული N8- სახელმწიფო შესყიდვის შესახებ, ხელშეკრულების მე–2,მე–3 ,მე–4 და მე–5 მუხლების თანახმად, მოპასუხეს (მიმწოდებელს) შემსყიდველის დავალებით და მითითებით, 2016 წლის 01 სექტემბრამდე ეტაპობრივად უნდა განეხორციელებინა რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სატყეო სამსახურის ა-------–----------------------–-, ნ------–------- სატყეოში,მე–14 კვარტალის,მე–2 ლიტერში (საორიენტაციოდ) 1191,78 მ3 მერქნული რესურსის (მრგვალი ხე–ტყის და საშეშე მერქანის) დამზადება, სამანქანე გზამდე გამოზიდვა და დასაწყობება შემსყიდველის მიერ მითითებულ ტერიტორიაზე, მთლიანი სახელშეკრულებო თანხა განისაზღვრა – 95330,48-2 ლარით. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს: –2016 წლის 28 ივნისის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N8- ხელშეკრულება 3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები. 3.2.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამდენად, სამოქალაქო პროცესში სასამართლო შებოჭილია არამარტო მხარეთა სასარჩელო მოთხოვნებისა თუ შესაგებლის ფარგლებით, არამედ, მხარეთა მითითებებით, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც, მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის შესაბამისად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ხოლო 327-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, კი, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. ამდენად, ხელშეკრულების დადების უმთავრეს წინაპირობას წარმოადგენს მხარეთა ნება, კერძოდ, მხარეები თავად იღებენ გადაწყვეტილებას ხელშეკრულების დადების თაობაზე და თავად განსაზღვრავენ მის პირობებს. იმ შემთხვევაში, თუ მხარეებს შორის ვერ ხორციელდება შეთანხმება ხელშეკრულების პირობების თაობაზე, ხელშეკრულება არ შეიძლება მიჩნეულ იქნას დადებულად. ამდენად, ხელშეკრულების დადების ძირითად პირობას წარმოადგენს მხარეთა ნების თანხვედრა. მოცემულ შემთხვევაში, კი, როგორც უკვე დადგენილია მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებები, სადაც ერთ-ერთ პირობად განისაზღვრა ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის პირგასამტეხლოს დაკისრება. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხემ აღნიშნულ ხელშეკრულებაზე ხელმოწერით გამოავლინა ნება პირობის მოწონების თაობაზე, რითიც მან იკისრა ვალდებულება გადაეხადა შესაბამისი პირგასამტეხლო ვალდებულების არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში. დადგენილია, რომ 2015 წლის 27 ოქტომბერს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების თანახმად, შპს ,,მ–------–ი" ვალდებული იყო შეესრულებინა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები – 2015 წლის 01 დეკემბრისა. ასევე დადგენილია, რომ სამუშაოები შესრულდა 296 დღის ვადაგადაცილებით, თუმცა აქედან – 11 დღე მოპასუხე ჩაუთვალეს საპატიოდ და ვადაგადაცილებულ დღეთა რაოდენობამ შეადგინა – 285 დღემ. შესაბამისად, სახეზეა მოპასუხე მხარის მიერ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების დარღვევის ფაქტი, რასაც უკავშირდება ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დაკისრების ვალდებულება. ასევე დადგენილია, რომ 2016 წლის 28 ივნისს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების თანახმად, შპს ,,მ–------–ი" ვალდებული იყო შეესრულებინა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები – 2016 წლის 01 სექტემბრამდე. ასევე დადგენილია, რომ სამუშაოები შესრულდა 29 დღის ვადაგადაცილებით. შესაბამისად, სახეზეა მოპასუხე მხარის მიერ, ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების დარღვევის ფაქტი, რასაც უკავშირდება ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დაკისრების ვალდებულება.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი 6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. 317-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების წარმოშობის ერთ-ერთი საფუძველი არის ხელშეკრულება, ხოლო 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
_ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობა და დასაბუთებულობა სასამართლომ შეამოწმა, როგორც გამომდინარე ხელშეკრულებიდან.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის თანხმად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში, თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც,რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას. თუ საზოგადოების ან პიროვნების არსებითი ინტერესების დაცვისათვის ხელშეკრულების ნამდვილობა დამოკიდებულია სახელმწიფოს ნებართვაზე, მაშინ ეს უნდა მოწესრიგდეს ცალკე კანონით.
_დადგენილია, რომ 2015 წლის 27 ოქტომბერს, სსიპ ე---------–---------------------სა და შპს ,,მ–------–ს’’ შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება №1--.
2015 წლის 27 ოქტომბრის N1-- ხელშეკრულების თანახმად, ხელშეკრულების საერთო ღირებულება განისაზღვრა 103240,118 ლარით, ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა – ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულ და ჯეროვან შესრულებამდე, მაგრამ არანაკლებ 2016 წლის 31 იანვრის ჩათვლით.
–ასევე დადგენილია, რომ 2015 წლის 28 ივნისს, სსიპ ე---------–---------------------სა და შპს ,,მ–------–ს’’ შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება №8-.
2015 წლის 28 ივნისის N8- ხელშეკრულების თანახმად, ხელშეკრულების საერთო ღირებულება განისაზღვრა 95330.48-2 ლარით, ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა – 2016 წლის 28 ივნისიდან – 2017 წლის 31 იანვრის ჩათვლით.
6.3. სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
2015 წლის 27 ოქტომბრის N1-- ხელშეკრულების 16.1 პუნქტის შესაბამისად , სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს დასრულების კონკრეტული ვადა განისაზღვრა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულ და ჯეროვან შესრულებამდე, მაგრამ არანაკლებ 2016 წლის 31 იანვრის ჩათვლით.
2015 წლის 28 ივნისის N8- ხელშეკრულების 16.1 პუნქტის შესაბამისად, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს დასრულების კონკრეტული ვადა განისაზღვრა – 2016 წლის 28 ივნისიდან – 2017 წლის 31 იანვრის ჩათვლით.
– შპს ,,მ–------–მა’’ N1-- ხელშეკრულებით დადგენილი მომსახურების გაწევის ვადების ვადაგადაცილებულ დღეთა რაოდენობამ საერთო ჯამში შეადგინა 285 დღე (პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0.1% , დღეში 103.24 ლარი), რაც შეადგენს 29423.4 ლარს, ხოლო ხელშეკრულების არაჯეროვნად შესრულებისათვის ხელშეკრულების 0.5 % ოდენობით, რაც შეადგენს 516.2 ლარს.
– შპს ,,მ–------–მა’’ N8- ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევის ვადების ვადაგადაცილებულ დღეთა რაოდენობამ საერთო ჯამში შეადგინა 29 დღე (პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0.1%, დღეში 95.33 ლარი), რაც შეადგენს 2764.57 ლარს.
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის.
პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან, ანუ პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია ვალდებულების დარღვევის ფაქტი. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, მიუხედავად იმისა, რომ კრედიტორის ერთი და იმავე ინტერესის დაკმაყოფილებისაკენაა მიმართული, დამოუკიდებელ მოთხოვნებად რჩება.
პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა შესრულებულიყო დარღვეული ვალდებულება ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას, ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას, მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ)
ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას, გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა.
ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს, ანუ პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაა. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად.
მოცემულ შემთხვევაში, მხარეებს შორის არსებული შეთანხმების ძალით, მოპასუხემ იკისრა პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების (სამუშაოს შესრულება) შესრულებისათვის დადგენილი ვადების დარღვევის შემთხვევაში. ამის გარდა დაეთანხმა ხელშეკრულებების იმ პირობებსაც, რომელიც ითვალისწინებდა პირგასამტეხლოს დაკისრებას ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევის შემთხვევაშიც.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო თვლის, რომ სახეზეა მოპასუხის მიერ 27.10.2015 წლის ხელშეკრულებითა და 28.06.2016 წლის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადის დარღვევის ფაქტი, რაც საფუძველია მხარისთვის პირგასამტეხლოს დაკისრებისათვის მხარეთა მიერ შეთანხმებული ოდენობით.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე, მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეს მიერ გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი 981.12 ლარის ოდენობით და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ, უნდა დაეკისროს 981.12 ლარის გადახდა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-ე, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 364-365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1.გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ე---------–---------------------ს სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. მოპასუხე შპს ,,მ–------–ს’’ მოსარჩელე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ე---------–---------------------ს სასარგებლოდ, დაეკისროს 2015 წლის 27 ოქტომბრის N1-- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო, პირგასამტეხლოს სახით –29939.6 ლარის გადახდა.
3. მოპასუხე შპს ,,მ–------–ს’’ მოსარჩელე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ე---------–---------------------ს სასარგებლოდ, დაეკისროს 2016 წლის 28 ივნისის N8- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ, ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო, პირგასამტეხლოს სახით –2764.57 ლარის გადახდა.
4. მოპასუხეს შპს ,,მ–------–ს’’ მოსარჩელე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ე---------–---------------------ს სასარგებლოდ, დაეკისროს მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი – 981.12 ლარის ანაზღაურება.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი ნიუ-პორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეზე ჩაბარებიდან – 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, ამბროლაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
6.გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან, არა უადრეს – 20 და არა უგვიანეს –30 დღისა, გამოცხადდეს ამბროლაურის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან – 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე : გურამ გოცირიძე