გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №140210118002362381
საქმე №2/551-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
13 აგვისტო, 2018 წ. ქ. ქორი
შესავალი ნაწილი
გორის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე მაია კუთხაშვილი
სხდომის მდივანი თემურ საათაშვილი
მოსარჩელეები - ქ--------–------–---–ი, დ-------------–---–ი
მოპასუხეები - ნ-----–------------–---–ი
თ--------–---–ი (მონაწილეობის გარეშე)
წარმომადგენელი - კ-------–-----–--ე (თ--------–---–ის)
დავის საგანი: ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. გათავისუფლდეს ყადაღისაგან შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის, გ--------------–---–ის მიერ 2018 წლის 20 თებერვალს შედგენილი ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტით ყადაღადადებული შემდეგი მოძრავი ნივთები: კომპიუტერის კომპლექტი - „სამსუნგის“ ფირმის მონიტორი, პროცესორი, მაუსი, კლავიატურა, შავი ფერის; „სამსუნგის“ ფირმის ვერცხლისფერი მაცივარი (ქ--------–------–---–ის მოთხოვნა);
1.2. გათავისუფლდეს ყადაღისაგან შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის, გ--------------–---–ის მიერ 2018 წლის 20 თებერვალს შედგენილი ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტით დაყადაღებული შემდეგი მოძრავი ნივთები: „ბოშის“ ფირმის სარეცხი მანქანა 6 კგ-იანი; „სონის“ ფირმის პლაზმური ფერადი ტელევიზორი (დ-------------–---–ის მოთხოვნა);
მოსარჩელის განმარტებით, შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაშია გორის რაიონული სასამართლოს მიერ 11.12.2017 წელს გაცემული №2/502-16 სააღსრულებო ფურცელი, რომლის თანახმად, ნ-----–------------–---–ს თ--------–---–ის სასარგებლოდ დაეკისრა 1319 აშშ დოლარისა და 101 ლარის გადახდა.
აღმასრულებლის მიერ დაყადაღდა სოფელ ხიდისთავში, ქ--------–------–---–ისა და დ-------------–---–ის საცხოვრებელ ბინაში არსებული მოძრავი ქონება, კერძოდ: 1) ფერადი ტელევიზორი „ფილიპსის“ ფირმის, შავი ფერის; 2) მაცივარი „სამსუნგის“ ფირმის, ვერცხლისფერი; 3) სარეცხის მანქანა „ბოშის“ ფირმის; 4) „სონის“ ფირმის პლაზმური ტელევიზორი; 5) „სამსუნგის“ ფირმის მონიტორი, პროცესორი, მაუსი, კლავიატურა, რომელთაგან „სამსუნგის“ ფირმის, ვერცხლისფერი მაცივარი და „სამსუნგის“ ფირმის კომპიუტერი შეძენილია ქ--------–------–---–ის მიერ, ხოლო სარეცხის მანქანა „ბოშის“ ფირმის და „სონის“ ფირმის პლაზმური ტელევიზორი შეძენილია დ-------------–---–ის მიერ.
2. მოპასუხეების პოზიცია
2.1. მოპასუხე ნ-----–------------–---–ს შესაგებელი არ წარმოუდგენია, ხოლო სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მან სარჩელი სრულად ცნო და მიუთითა, რომ დაყადაღებული ნივთებიდან მისი შეძენილი მხოლოდ „ფილიპსის“ ფირმის ფერადი ტელევიზორია, დანარჩენი ნივთები კი მისი მამის და მეუღლის მიერაა შეძენლი (იხ. 13.08.2018 წლის სასამართლო სხდომის ოქმი).
2.2. მოპასუხე თ--------–---–მა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ირკვევა, რომ ნ-----–------------–---–ს მის მიმართ შესასრულებელი აქვს ვალდებულება და სააღსრულებო წარმოება კანონიერია, ხოლო მისმა წარმომადგენელმა სასამართლო სხდომაზე მიუთითა, რომ მოსარჩელეები და ნიკოლოზ თედაშვილი ერთი ოჯახის წევრები არიან და მათ ვერ წარმოადგინეს მტკიცებულებები, იმის დასადასტურებლად, რომ დაყადაღებული ნივთები მოსარჩელეთა ინდივიდუალურ საკუთრებას წარმოადგენს (იხ. შესაგებელი და 13.08.2018 წლის სასამართლო სხდომის ოქმი).
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. შიქა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის, გ--------------–---–ის მიერ 2018 წლის 20 თებერვალს სოფელ ხიდისთავში მდებარე საცხოვრებელ სახლში დაყადაღდა მოძრავი ნივთები: 1) ფერადი ტელევიზორი „ფილიპსის“ ფირმის, შავი ფერის; 2) მაცივარი „სამსუნგის“ ფირმის, ვერცხლისფერი; 3) სარეცხის მანქანა „ბოშის“ ფირმის; 4) „სონის“ ფირმის პლაზმური ტელევიზორი; 5) „სამსუნგის“ ფირმის მონიტორი, პროცესორი, მაუსი, კლავიატურა.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2018 წლის 20 თებერვლის აქტი ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მოპასუხე ნ-----–------------–---–ი არის მოსარჩელის, დ-------------–---–ის შვილი და ქ--------–------–---–ის მეუღლე.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
3.2.2. გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით მოპასუხე ნ-----–------------–---–ს თ--------–---–ის მიმართ დაკისრებული აქვს 1319 აშშ დოლარისა და 101 ლარის გადახდა, რომელიც შესულია კანონიერ ძალაში და რომელზეც 11.12.2017 წელს გაცემულია №2/502-16 სააღსრულებო ფურცელი.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოპასუხეების ახსნა-განმარტება;
- 2018 წლის 20 თებერვლის აქტი ქონების აღწერის და დაყადაღების შესახებ
3.2.3. 2018 წლის 20 თებერვალს აღმასრულებლის მიერ ყადაღადადებული ნითების ღირებულებაა:
1. მაცივარი „SAMSUNG“ (მეორადი) RL34ECTS - 567 ლარი;
2. სარეცხის მანქანა „BOSCH“ 6 კოლოგრამიანი WAE16262BC - 400 ლარი;
3. პლაზმური ფერადი ტელევიზორი „SONY“ KDL40RD353BR – 350 ლარი;
4. კომპიუტერი „SAMSUNG“-ის მონიტორით Sung Master B1930 პროცესორი პენტიუმ 5 - 400 ლარი
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2018 წლის 20 მარტის აუდიტორული დასკვნა
3.2.4. შიქა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის, გ--------------–---–ის მიერ 2018 წლის 20 თებერვალს შედგენილ ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტით ყადაღადადებული სადავო ნივთები: „SAMSUNG“-ის ფირმის მაცივარი და კომპიუტერი „SAMSUNG“-ის წარმოადგეს ქ--------–------–---–ის საკუთრებას, ხოლო სარეცხის მანქანა „BOSCH“ და პლაზმური ფერადი ტელევიზორი „SONY“ - დ-------------–---–ის საკუთრებას.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;
- მოპასუხე ნ-----–------------–---–ის ახსნა-განმარტება;
- 24.12.2014 წლის საგარანტიო ბარათები.
- 21.03.2017 წლის №2497740-8843104 საბანკო კრედიტისა და გირავნობის ხელშეკრულება;
წამოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება, რომ კომპიუტერი და მაცივარი შეძენილია მეგატექნიკაში ქ--------–------–---–ის მიერ, სარეცხის მანქანა შეძენილია ასევე მეგატექნკაში დ-------------–---–ის მიერ, ხოლო სონის ტელევიზორი ასევე დ-------------–---–ის მიერაა განვადებით შეძენილი ელიტ ელექტრონიქსში.
სასამართლო განმარტავას, რომ შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
ამავე კოდექსის 103-ე მუხლის დანაწესის მიხედვით მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. სასამართლოს შეუძლია შესთავაზოს მხარეებს წარმოადგინონ დამატებითი მტკიცებულებები. თუ მხარეებმა ამა თუ იმ მიზეზით ვერ შეძლეს მტკიცებულებების უშუალოდ მიღება და სასამართლოში წარდგენა, მხარეთა შუამდგომლობით სასამართლოს შეუძლია თვითონ გამოითხოვოს მტკიცებულებები, ვისთანაც უნდა იყოს ისინი. კანონის დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებებს იურიდიული ძალა არა აქვთ. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
განსახილველ შემთხვევაში სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავო დაყადაღებული მოძრავი ნივთების ქ--------–------–---–ის და დ-------------–---–ის მფლობელობის, მესაკუთრედ ყოფნის საწინააღმდეგო მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვება, შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე და 103-ე მუხლების გათვალისწინებით, მოძრავი ნივთების მოსარჩელეებისადმი კუთვნილების ფაქტის დადასტურება სარწმუნოდ განახორციელა მოსარჩელე მხარემ. სხვა რაიმე მტკიცებულება მოპასუხე მხარეს მოძრავი ნივთების ნ-----–------------–---–ისათვის კუთვნილების თაობაზე არ წარმოუდგენია, მათ შორის საქმეში არ მოიპოვება თუნდაც მოწმის ჩვენება, რომლებიც მხოლოდ მოძრავი ნივთების ნ-----–------------–---–ისათვის კუთვნილებას დაადასტურებდა.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და ყადაღისაგან უნდა გათავისუფლდეს შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის გ--------------–---–ის მიერ 2018 წლის 20 თებერვალს შედგენილი ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტით ყადაღადადებული ნივთებიდან „SAMSUNG“-ის ფირმის მაცივარი, „BOSCH“-ის ფირმის სარეცხის მანქანა, „SONY“-ის ფირმის პლაზმური ფერადი ტელევიზორი და „SAMSUNG“-ის ფირმის კომპიუტერი.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 155-ე, 158-ე, 170-ე მუხლებით;
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე, 103-ე, 105-ე მუხლებით;
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 32-ე, მე-40 მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის მე-40 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადება ნიშნავს მოვალის ქონების აღწერას, მესაკუთრისათვის ქონების განკარგვის - ნებისმიერი ფორმით გასხვისების, დაგირავების, მასზე ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულებების დადების - აკრძალვის გამოცხადებას ანდა ქონების შესანახად გადაცემას. აღნიშნული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ ყადაღა შეიძლება დაედოს მხოლოდ მოვალის კუთვნილ მოძრავ ქონებას.
6.2. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 32-ე მუხლის (მესამე პირის სარჩელი სხვისი ვალების გამო აღწერილი ქონების საკუთრების უფლების შესახებ) თანახმად, თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი. ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით (სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ). სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს. თუ ყადაღადადებული ქონება უკვე რეალიზებულია, სარჩელი წარედგინება აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც ქონება გადაეცათ. რეალიზებული ქონების დაბრუნების შესახებ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში დავა ქონების შემძენს, კრედიტორსა და მოვალეს შორის განიხილება სასამართლო წესით.
6.3. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონი იცავს იმ პირთა უფლებებს, რომელთა საკუთრების ობიექტი მიჩნეულია მოვალის ქონებად (აღსრულების საგნად). ასეთ ვითარებაში აღსრულების საგანზე უფლების მქონე მესამე პირი სარგებლობს უფლებამოსილებით, აღძრას სასამართლოში სარჩელი მოვალისა და კრედიტორის წინააღმდეგ და მოითხოვოს ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება.
6.4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
აღნიშნული მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, შეჯიბრებითობა ნიშნავს მოდავე მხარეთა თანაბარ შესაძლებლობას განკარგონ ფაქტობრივი გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები, აგრეთვე მხარეთა უფლებას, მიუთითონ ფაქტებზე თავიანთი მოთხოვნების თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და წარმოადგინონ მტკიცებულებები ამ ფაქტების დასამტკიცებად. შესაბამისად, სასამართლო შებოჭილია არა მარტო მხარეთა სასარჩელო მოთხოვნის თუ შესაგებლის ფარგლებით, რასაც პირდაპირ ადგენს საქართველოს სსკ-ის 248-ე მუხლი, არამედ მათი მითითებით, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს, ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
6.5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის თანახმად, კი მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.
6.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 155-ე მუხლის თანახმად,მფლობელობა წარმოიშობა ნივთზე ფაქტობრივი ბატონობის ნებითი მოპოვებით, ხოლო ამავე კოდექსის 158-ე მუხლის თანახმად, ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის ამ ნივთის მესაკუთრე.
6.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.
6.8. მხარეთა ახსნა-განმარტებით, ასევე წერილობითი მტკიცებულებებით დასტურდება რა ის ფაქტი, რომ მოსარჩელეები და მოპასუხე ნ-----–------------–---–ი არიან ნათესავები, ოჯახის წევრები და ცხოვრობენ ერთად და მათივე განმარტებით, სადავოდ გამხდარი მოძრავი ნივთებით მოპასუხეც სარგებლობს, თუმცა ეს გარემოება, რომ მოსარჩელეთა მიერ სადავოდ გამხდარი მოძრავი ნივთებით მოპასუხეც სარგებლობს, ვერ გამორიცხავს მოსარჩელეთა საკუთრების უფლებას ამ ნივთებისადმი და არ შეიძლება გახდეს მოვალის ვალდებულების დაფარვს საშუალება.
ამდენად, ”სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართელოს კანონის 32-ე მუხლი ითვალისწინებს მესამე პირის უფლებას აღწერილ და დაყადაღებულ ქონებაზე, კერძოდ, აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი. ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით (სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ). დასახელებული კანონის მიხედვით, როგორც ზემოთ აღინიშნა, ივარაუდება, რომ ნივთი რომელსაც მოვალესთან პოულობენ არის მისი საკუთრება, მესაკუთრემ კი უნდა შეძლოს ამ ვარაუდის გაქარწყლება, უნდა დაადასტუროს სადავო ქონების მის საკუთრებაში არსებობა, რაც მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მხარემ დაადასტურა.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
დადასტურებულია, რომ მოსარჩელე მხარის მიერ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 150 ლარი -100 ლარი სარჩელზე და 50 ლარი - უზრუნველყოფის განცხადებაზე, თუმცა თავის საგნის ფასიდან (1717 ლარი) გამომდინარე სარჩელზე გადასახდელი ბაჟის ოდენობა 50 ლარია. ასევე დადასტურებულია, რომ ერთერთმა მოპასუხემ მოსამზადებელ სხდომაზე ცნო სარჩელი. შესაბამისად, მოსარჩელე მხარეს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.
8.უზრუნველყოფის ღონისძიება
მოცემულ საქმეზე, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 22 მარტის განჩინებით შეჩერდა შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს მიერ 2018 წლის 20 თებერვალს შედგენილი ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტით სოფელ ხიდისთავში მდებარე საცხოვრებელ ბინაში არსებული მოძრავი ქონების რეალიზაცია და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა, აღნიშნული განჩინება უნდა დარჩეს ძალაში გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 243-244-ე, 248-249, 364-ე და 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. დაკმაყოფილდეს ქ--------–------–---–ის და დ-------------–---–ის სარჩელი.
2. ყადაღისაგან გათავისუფლდეს შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის გ--------------–---–ის მიერ 2018 წლის 20 თებერვალს შედგენილი ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტით ყადაღადადებული შემდეგი მოძრავი ნივთები: 1) „სამსუნგის“ ფირმის ვერცხლისფერი მაცივარი (მაღლა საყინულით); 2) „ბოშის“ სარეცხი მანქანა 6 კგ-იანი; 3) „სონის“ ფირმის პლაზმური ფერადი ტელევიზორი; 4) კომპიუტერი სამსუნგის - მონიტორი, პროცესორით, მაუსი, კლავიატურა შავი ფერის.
3. მოსარჩელეებს: ქ--------–------–---–ს და დ-------------–---–ს დაუბრუნდეთ ქ--------–------–---–ის მიერ 2018 წლის 21 მარტს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 150 ლარი (საგადასახადო დავალებები №0, №1, №1).
4. გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 22 მარტის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დარჩეს უცვლელი.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის საააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, გორის რიონული სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს გორის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მაია კუთხაშვილი