გადაწყვეტილება

სამოქალაქო 23.08.2018
საქმის ნომერი
421210018002512564
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
23.08.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N421210018002512564

N2/130- 18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

23.08.2018 წ. ქ. ყვარელი

შესავალი ნაწილი

ყვარლის მაგისტრატი სასამართლო

მოსამართლე ნუნუ ნემსიწვერიძე

სხდომის მდივანი გვანცა სოლოღაშვილი

მოსარჩელე - შ.პ.ს „მ-----------------------------–----–-------“

წარმომადგენელი - გვ--–- მთ----–-–--ლი, დი------- გო---–-ძე.

მოპასუხეები - გი------ ხა----–--ლი.

დავი საგანი -ფულადი ვალდებულების გადახდის დავალდებულება.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

1.1. მოპასუხე გი------ ხა----–--ლს მოსარჩელე შ.პ.ს „მ-----------------------------–----–-------“-ის სასარგებლოდ დაეკისროს 470.39 ლარის გადახდა, საიდანაც ძირითადი თანხაა 407.26 ლარი, საპროცენტო სარგებელი- 36.41 ლარი, ჯარიმა - 26.72 ლარი.

ასევე მოითხოვა მოსარჩელემ გაღებული ხარჯის გამარტივებული წარმოების საფასური 100 ლარის და გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის დაკისრება მოპასუხისათვის.

მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი: 2017 წლის 09 დეკემბერს მოსარჩელე შ.პ.ს „მ-----------------------------–----–-------“-სა და მოპასუხე გი------ ხა----–--ლს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება N27071925, რომლის საფუძველზე მოპასუხეს გადაეცა სესხი 500 ლარის ოდენობით. სესხი იყო 1 თვით გაცემული და უნდა დაბრუნებულიყო 2018 წლის 08 იანვრის ჩათვლით. მოპასუხემ 05.01.2018წ, 05.02.2018წ , 07.03.2018წ და 05.04.2018წ მოახდინა სესხის გადავადება და ბოლო გადავადება იყო 2018 წლის 7 მაისს. მოპასუხემ დადგენილ ვადაში სესხი არ გადაიხადა. 2018 წლის 23 მაისს მოსარჩელემ განხცადებით მიმართა აღსრულების ეროვნულ ბიუროს გამარტივებული საქმი წარმოების დაწყების შესახებ, მაგრამ მოპასუხემ უარი განაცხადა გამარტივებული წარმოების ეტაპზე ყველანაირ მოლაპარაკებაზე.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

2.1. მოპასუხე გი------ ხა----–--ლმა სარჩელი სცნო ნაწილობრივ და განმარტა, რომ იგი პასუხისმგებლობით ეკიდება სესხის გადახდის საკითხს, მაგრამ მძიმე ფინანსური მდგომარეობის გამო ვერ შეძლო სესხის გადახდა. მოითხოვა გადავადების დროს გადახდილი თანხები სულ 193.71 ლარი ჩაეთვალოს სესხის ძირითადი თანხის გადახდაში. ასევე განმარტა, რომ სესხის ხელშეკრულების 8.4 პუნქტის თანახმად, შეთანხმება იყო პირგასამტეხლოზე, მაგრამ სარჩელში მითითებულია ჯარიმა, რასაც არ ეთანხმება.

3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.1.1. 2017 წლის 09 დეკემბერს მოსარჩელე შ.პ.ს „მ-----------------------------–----–-------“-სა და მოპასუხე გი------ ხა----–--ლს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება N27071925, რომლის საფუძველზე მოპასუხეს გადაეცა სესხი 500 ლარის ოდენობით. სესხი იყო 1 თვით გაცემული და უნდა დაბრუნებულიყო 2018 წლის 08 იანვრის ჩათვლით. მოპასუხემ 05.01.2018წ, 05.02.2018წ , 07.03.2018წდა 05.04.2018წ მოახდინა სესხის გადავადება და ბოლო გადავადება იყო 2018 წლის 7 მაისს. მოპასუხემ დადგენილ ვადაში სესხი არ გადაიხადა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საკრედიტო ხელშეკრულება №27071925.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.2.1. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე მხარის განმარტებას, რომ ბანკმა დააკისრა, როგორც ჯარიმა ისე პირგასამტეხლო, რადგან მოთხოვნაში მხოლოდ ჯარიმაა. ასევე ვერ გაიზიარებს მოპასუხის მოსაზრებას, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებულია პირგასამტეხლო და მოთხოვნა არის ჯარიმის და რომ პირგასამტეხლოს და ჯარიმას სხვადასხვა საფუძლი აქვს, რადგან როგორც აღინიშნა, მოთხოვნაა ჯარიმის დაკისრებაზე, ხელშეკრულებაში პირგასამტეხლო და ჯარიმა ორივე მითითებულია. სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო და ჯარიმა ეს არის ხელშეკრულების შეუსრულებლობის შემთხვევაში პასუხისმგებლობის ფორმა, როდესაც ხელშეკრულების დამრღვევს ეკისრება ფულადი თანხის გადახდა კრედიტორისათვის.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

მოსარჩელის წარმომადგენლმა განმარტა, რომ ვალდებულება დაირღვა მოპასუხის მხრიდან, რასაც არც მოპასუხე უარყოფს, მაგრამ მას სურს გადავადებისათვის გადახდილი თანხა ჩაითვალოს სესხში, რასაც სასამართლო ვერ გაიზიარებს, რადგან სესხის ხელშეკრულების პირობების მიხედვით - სესხის გადავადების შემთხვევაში დასაფარი თანხის მოცულობა იქნებოდა - ათვისებული ძირის 5% და დარიცხული საპროცენტო სარგებელი, დარიცხული პირგასამტეხლო.

სასამართლო განმარტავს, რომ მითითებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმათა დანაწესი ადგენს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს. მხარეს, რომელიც თავის მოთხოვნას თუ შესაგებელს აფუძნებს რომელიმე ფაქტობრივ გარემოებას, ეკისრება მითითებული გარემოების მტკიცების ტვირთი. ამასთან, გარკვეული ფაქტობრივი გარემოებების დადასტურებისათვის მხოლოდ ზეპირი განმარტება არაა საკმარისი. ზეპირი განმარტება გამყარებული უნდა იყოს მტკიცებულებებით. როდესაც მხარეები დავობენ ფაქტობრივ გარემოებაზე, ასეთ შემთხვევაში მხარის ვალდებულებაა წარმოადგინონ სარჩელში ან შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების უფრო მყარი და დამაჯერებელი მტკიცებულება, რაც სასამართლოს მისცემს ანალიზის საშუალებას და შეუქმნის დამაჯერებელ შინაგან რწმენას. ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტება სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად უნდა მიგვეჩნია, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს. ამავე დროს, სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცების ტვირთი, როგორც წესი, იმ მხარეს ეკისრება, რომელიც ფაქტის არსებობაზე მიუთითებს და არა იმას, რომელიც ფაქტის არსებობას უარყოფს. შესაბამისად, მოვალის მხრიდან ვალდებულების დარღვევაზე მტკიცების ტვირთი მოსარჩელის მხარეზეა.

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელემ უზრუნველყო მოპასუხის მიერ სადავოდ გამხდარი ფაქტის სათანადო წესით დადასტურება. შესაბამისად, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ გი------ ხა----–--ლმა დაარღვია ხელშეკრულება და მის მიმართ მოსარჩელის მოთხოვნა სრულად უნდა დაკმაყოფილდეს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი ;

- შესაგებელი;

- მხარეთა ახსნა-განმარტება (სასამართლოს სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერი).

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

სასამართლო თვლის, რომ შ.პ.ს „მ-----------------------------–----–-------“-ის სარჩელი სრულად უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;

6. სამართლებრივი შეფასება:

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

დადგენილია, რომ მოსარჩელე შ.პ.ს „მ-----------------------------–----–-------“-სა და მოპასუხე გი------ ხა----–--ლს შორის 2017 წლის 09 დეკემბერს დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება.

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა შორის პროცენტის თაობაზე შეთანხმების არსებობისას მსესხებლის ვალდებულებას წარმოადგენს დააბრუნოს სესხის ძირითადი თანხა და ასევე, ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტი. აგრეთვე, მსესხებლის ვალდებულებაა გადაიხადოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შეშრულების შემთხვევაში.

დადგენილია, რომ მოსარჩელე მხარემ მოპასუხე გი------ ხა----–--ლთან საკრედიტო ხელშეკრულება დადო, რომლის საფუძველზეც მოპასუხემ სესხად გადაცემული თანხის, დარიცხული სარგებლის და ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება იკისრა.

შესაბამისად, მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებების საფუძველზე მოპასუხეს წარმოეშვა, როგორც სესხად მიღებული თანხის, აგრეთვე დარიცხული სარგებლის, ხოლო ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება. თავის მხრივ მოსარჩელეს წარმოეშვა ვალდებულების შესრულების მოთხოვნის უფლება.

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად ხელშეკრულებით გაითვალისწინონ დამატებითი საშუალებებიც: პირგასამტეხლო, ბე და მოვალის გარანტია.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

სასამართლო განმარტავს, რომ ყოველი ხელშეკრულება, თავისი შინაარსით მხარეთა უფლება-მოვალეობებს განსაზღვრავს, ყოველი ხელშემკვრელი მხარე კი უნდა ცდილობდეს უფლებების მართლზომიერად გამოყენებას და ვალდებულებების ჯეროვან შესრულებას. ვინაიდან სამოქალაქო-სამართლებრივი ურთიერთობები ყოველთვის გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული, ამგვარი ურთიერთობის მონაწილეთათვის არსებით მნიშვნელობას იძენს ხელშეკრულებით გათვალიწინებული ვალდებულებების დროული და ჯეროვანი შესრულება, ვალდებულების დარღვევად კი მიჩნევა ის მდგომარეობა, როდესაც კრედიტორი ვალდებულების შესრულებას დროის მკაცრად განსაზღვრულ მონაკვეთს უკავშირებს, ხოლო მოვალე ვალდებულებას ვადაში არ ასრულებს.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2017 წლის 09 დეკემბრის საკრედიტო ხელშეკრულებით მხარეებმა გაითვალისწინეს პირგასამტეხლოს გადახდა ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის და მისი ოდენობა განისაზღვრა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ვადაგადაცილებული ძირი თანხის 0.41%.

დადგენილია, რომ მოპასუხე გი------ ხა----–--ლი ვალდებული იყო სესხის დაფარვა ერთ თვეში განეხორციელებინა, თუმცა მისი მხრიდან დაირღვა ვალდებულება და მოპასუხემ 05.01.2018წ, 05.02.2018წ, 07.03.2018წ, 05.04.2018წ, 07.05.2018წ მოახდინა სესხის გადავადება, მაგრამ საბოლოოდ სესხი არ გადაიხადა.

შესაბამისად, სახეზეა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევა, რაც მოსარჩელე მხარეს მოპასუხეების მიმართ პირგსამტეხლოს გადახდევინების დაკისრების მოთხოვნის უფლებას ანიჭებს.

 

როგორც აღინიშნა, პირგასამტეხლო მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალებაა. სასამართლო განმარტავს, რომ ხელშეკრულების არაჯეროვნად შესრულებისას, კერძოდ, ვადის გადაცილებისას, თუ პირგასამტეხლოს გადახდა მოვალის მიერ ვალდებულების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობისთვის არის გათვალისწინებული, კრედიტორს უფლება აქვს მოითხოვოს, როგორც ვალდებულების შესრულება, ისე პირგასამტეხლოს გადახდევინება.

 

მოსარჩელის მხრიდან - მოპასუხე გი------ ხა----–--ლის მიმართ მოთხოვნა საფუძვლიანია, რადგან მისი მხრიდან დაირღვა ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის გადახდის პირობა და შესაბამისად, მის მიმართ პირგასამტეხლოს გადახდევინების დაკისრების ნაწილში არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

6.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის მიხედვით, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.

ამავე კოდექსის 403-ე მუხლის პირველი ნაწილით მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია, გადაცილებული დროისთვის გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პროცენტი თუ კრედიტორს, სხვა საფუძვლიდან გამომდინარე, უფრო მეტის მოთხოვნა არ შეუძლია.

კონკრეტულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2017 წლის 09 დეკემბრის საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხი სარგებლიანი იყო და წლიური საპროცენტო განაკვეთი მხარეთა შეთანხმებით 68%-ით განისაზღვრა. ამავე ხელშეკრულების თანახმად, თითოეული საკრედიტო პროდუქტით სარგებლობისათვის ბანკი კლიენტს უწესებს სარგებლის წლიურ განაკვეთს, რაც არის ამ საკრედიტო პროდუქტით სარგებლობის საფასური.

 

ამდენად, მოსარჩელე შ.პ.ს „მ-----------------------------–----–-------“-ის მოთხოვნა მოპასუხე გი------ ხა----–--ლის მიმართ სრულად, უნდა დაკმაყოფილდეს.

7. საპროცესო ხარჯები:

7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, სახელმწიფო ბაჟის რაოდენობა დავის საგნის ღირებულების 3%-ს შეადგენს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. იმავე მუხლის მე-2 ნაწილით, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში ამავე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს შეადგენს.

მოცემულ შემთხვევაში დავის საგანი 570.39 ლარით განისაზღვრა და მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით წინასწარ გადახდილია 50 ლარი.

შესაბამისად, შ.პ.ს „მ-----------------------------–----–-------“-ის სასარგებლოდ, სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის ანაზღაურება უნდა დაეკისროს მოპასუხეს გი------ ხა----–--ლს.

მოსარჩელის მიერ სარჩელის გამარტივებილი წარმოების საფასური გადახდილი აქვს 100 ლარი, რაც ასევე უნდა დაეკისროს მოპასუხეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-39-ე, 41-ე, 49-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 2591, 369-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. მოსარჩელე შ.პ.ს „მ-----------------------------–----–-------“-ის სარჩელი მოპასუხე გი------ ხა----–--ლის მიმართ დაკმაყოფილდეს ;

 

2. მოპასუხე გი------ ხა----–--ლს (პ/ნ 4----------) შ.პ.ს „მ-----------------------------–----–-------“-ი (ს/კ 4--------- სასარგებლოდ დაეკისროს 470.39 (ოთხას სამოცდაათი ლარი და 39 თეთრი), საიდანაც ძირი თანხაა 407. 26 (ოთხას შვიდი ლარი და 26 თეთრი), პროცენტი 36.41 ( ოცდათექვსმეტი ლარი და 41 თეთრი), ჯარიმა 26.72 (ოცდაექვსი ლარი და 72 თეთრი).

 

3. მოპასუხე გი------ ხა----–--ლს (პ/ნ 4----------) შ.პ.ს „მ-----------------------------–----–-------“ (ს/კ 4--------- სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 50 (ორმოცდაათი ლარი) ლარის და გამარტივებული წარმოების გადასახადის 100 (ასი ლარი) ლარი ანაზრაურება.

 

4. გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი არ დაიშვება.

 

მოსამართლე ნუნუ ნემსიწვერიძე