განაჩენი

სისხლის სამართლის 17.08.2018
საქმის ნომერი
060100117002359306
დავის ტიპი
260
თარიღი
17.08.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/49-17

სამტრედიის რაიონული სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

17 აგვისტო, 2018 წელი ქ. სამტრედია

 

სამტრედიის რაიონული სასამართლო

სასამართლოს დასახელება

მოსამართლე ლევან მეშველიანი

სხდომის მდივანი ქეთევან მეიშვილი

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - მა----მ მე-–--ე.

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - ო------ შ-----------------–---–----------------–-------–-–------------–--------------–----------–------------------------------------------–-----–----–----------–--------------–---------------------------------–-----------------–--

 

ადვოკატი - მე---ბ წუ-–-ია.

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექისის 273-ე მუხლით.

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. ო------ ჩა-----–---–მა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, უკანონოდ შეიძინა 10.985 გრამის ოდენობით ნარკოტიკული საშუალება გამომშრალი მარიხუანა, რასაც ასევე უკანონოდ ინახავდა თავის კუთვნილ საცხოვრებელ სახლში, მდებარე ხონის რაიონი სოფელ პატარა ჯი---ში, საიდანაც ზემოდხსენებული ნარკოტიკული საშუალება 2017 წლის 14 თებერვალს, შსს ხონის რაიონული სამმართველოს თანამშრომლება ამოიღეს ჩხრეკის შედეგად.

 

1.2. ხონის მაგისტრატი სასამართლოს 2016 წლის 23 ივნისის დადგენილების საფუძველზე, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღევვათა კოდექსის 45-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღევვის გამო, ო------ ჩ------–---–- ითვლებოდა რა ადმინისტრაციულ სახდელდადებუ-–-დ, კვლავ უკანონოდ მოიხმარა ნარკოტიკული საშუალება ტეტრაჰიდროკანაბინოლი (მარიხუანა), რაც 2017 წლის 15 თებერვალს დაუდგინდა ნარკოლოგიური შემოწმების ექსპერტიზის N801364 დასკვნით.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა და სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა საქმე და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა (ო----- ჩ------–---–-ს გამოკითხვის ოქმი, მოწმეების ტა----ლ უგუ-–-ვას, ვლ------რ მჟ------ის და კო----------ე და------ის გამოკითხვის ოქმები, ჩხრეკის ოქმი და ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნარკოტიკული ნივთირეება, 2017 წლის 16 თებერვლის განჩინება ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების კანონიერების შემოწმების თაობაზე, ქიმიური ექსპერტიზის N74/ს დასკვნა, ნარკოლოგიური ექსპერტიზის N801364 დასკვნა) ერთობლიობა ო------ ჩ------–---–-ს დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

 

სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეუ-–-, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სსკ-ის 73-ე მუხლის ”დ” პუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

 

ამდენად, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებუ-–-დ მიაჩნია, რომ ო------ ჩა-----–---–მა ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარება ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულსახდელშფარდებული პირის მიერ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით.

 

3. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ო------ ჩ------–---–-ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება მას არ გაჩნია.

 

4. სასჯელის გამოყენებაზე უარის თქმის დასაბუთება:

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილებით, არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის (2014 წლის 1 მაისიდან 2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) სიტყვების „ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თოთხმეტ წლამდე“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი N2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული, მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი ოდენობით (70 გრამამდე), ნარკოტიკული საშუალება - გამომშრალი მარიხუანის, პირადი მოხმარების მიზნებისთვის შეძენის და შენახვის გამო.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განმწესრიგებელი სხდომის 2016 წლის 26 თებერვლის №3/1/708, 709, 710 განჩინებით, ძალადაკარგუ-–-დ იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება - გამომშრალი მარიხუანას პირადი მოხმარების მიზნით უკანონო შეძენა-შენახვის გამო.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ზ/აღნიშნული გადაწყვეტილებების თანახმად, დადგინდა პირადი მოხმარების მიზნით „გამომშრალი მარიხუანას“ შეძენა/შენახვისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის არაკონსტიტუციურობა, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილი კი, გარდა ვადიანი თავისუფლების აღკვეთისა, არ ითვალისწინებს სხვა ალტერნატიული სასჯელის გამოყენების შესაძლებლობას (ხსენებული დანაშაულისათვის სასჯელის - თავისუფლების აღკვეთისაგან გათავისუფლების აუცილებლობაზე მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაც, იხ. 2016 წლის 17 მარტის №499აპ-15 გადაწყვეტილება).

 

საქართველოს სსსკ-ის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს კანონმდებლობაში ხარვეზის არსებობისას დასაშვებია სისხლის სამართლის საპროცესო ნორმის ანალოგიით გამოყენება, თუ ამით არ იზღუდება საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ადამიანის უფლებები და თავისუფლებები.

 

საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი შეიძლება გამოტანილ იქნეს:

ა) მოსახდელი სასჯელის დანიშვნით;

ბ) სასჯელის დანიშვნით და მისი მოხდისაგან გათავისუფლებით;

გ) სასჯელის დაუნიშნავად.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლი განსაზღვრავს გამამტყუნებელი განაჩენით სასჯელის გამოყენების 3 შესაძლებლობას (გამამტყუნებელი განაჩენი სასჯელის დანიშვნით, სასჯელის დანიშვნითა და მისი მოხდისაგან გათავისუფლებით და სასჯელის დაუნიშნავად), რომელთა შორისაც არ არის სსკ-ის შესაბამისი მუხლის სანქციის არარსებობის შემთხვევაში გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმა, რაც მოცემულ შემთხვევაში უნდა ჩაითვალოს საპროცესო კანონმდებლობის ხარვეზად. სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ გადაწყვეტილების გამოტანის მომენტისათვის კანონმდებლობაში არსებული ხსენებული ხარვეზის პირობებში უნდა მოხდეს საქართველოს სსკ-ის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული კანონის ანალოგიის გამოყენება, ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე მითითებით, რადგან ამით არათუ ილახება ბრალდებულის უფლებები, არამედ არსებითად და მნიშვნელოვნად უმჯობესდება მისი სამართლებრივი მდგომარეობა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში 2017 წლის 26 ივლისს ამოქმედებული ცვლილებით, ე.ი. ამჟამად მოქმედი რედაქციით მარიხუანას შეძენა და შენახვა კვალიფიცირდება 273 პრიმა მუხლით, რაც ითვალისწინებს სასჯელის ისეთ სახეს რაც არ არის დაკავშირებული თავისუფლების აღკვეთასთან.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მესამე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, თუ დანაშაულის ჩადენიდან განაჩენის გამოტანამდე სისხლის სამართლის კანონი რამდენჯერმე შეიცვალა, გამოიყენება ყველაზე მსუბუქი კანონი.

 

ყოველივე ზ/აღნიშნულის გათვალისწინებით, იმ პირობებში, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებებით დადგინდა პირადი მოხმარების მიზნით „გამომშრალი მარიხუანას“ შეძენა/შენახვისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის არაკონსტიტუციურობა, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილი კი, ო. ჩ------–---–-ს მიერ ბრალად შე---ცხული დანაშაულის ჩადენისას გარდა ვადიანი თავისუფლების აღკვეთისა, არ ითვალისწინებდა სხვა ალტერნატიული სასჯელის გამოყენების შესაძლებლობას, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულ ო------ ჩ------–---–-ს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით წარდგენილი ბრალდება უნდა გადაკვალიფიცირდეს ამავე კოდექსის 273-ე პრიმა მუხლის პირველ ნაწილზე და გამოტანილი უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი სასჯელის დაუნიშნავად (და არა სასჯელის დანიშვნით და მისი მოხდისაგან გათავისუფლებით, ვინაიდან არაკონსტიტუციურად არის ცნობილი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობა, რაც სასამართლოს აზრით, გამორიცხავს არამარტო საპატიმრო სასჯელის აღსრულების, არამედ ასეთი სასჯელის დანიშვნის შესაძლებლობასაც).

 

5. სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის დასაბუთება.

 

პირის ბრალდების შესახებ 2017 წლის 28 თებერვლის დადგენილებით, ო------ ჩა-----–---–ს ბრალი დაედო საქართველოს სისხლის სამართლის კოდესის 273-ე მუხლით მასში, რომ ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალება მარიხუანას ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება, ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის 1 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად სისხლისსამართლებრივი დევნა უნდა შეწყდეს თუ კანონი, რომელსაც ემყარება ბრალდება, არაკონსტიტუციურად არის ცნობილი;

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის № 1 / 13 / 732 გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის სიტყვების „ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებდა სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისთვის.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 30 ივლისის №1/3/1282 გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვების „ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ამ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის 35-ე პუნქტში მითითებული გარემოებების არარსებობისას ითვალისწინებს პასუხისმგებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისთვის.

 

ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ საქარველოს საკუნსტიტუციო სასამართლოს ზემოთ მითითებული გადაწყვეტილებებით ნარკოტიკული საშუალება მარიხუანას ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარებისათვის გაუქმდა სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობა, სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ ნაწილში ო. ჩ------–---–-ს მიმართ სისხლისამართლებრივი დევნა უნდა შეწყდეს საქართველოს სისსხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

 

6. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა.

 

6.1. ნივთმტკიცება, სამი ძირი მწვანე ფერის გამომშრალი მცენარე საერთო წონით 0.025 გრამი, ნარკოტიკული საშუალება გამომშრალი მარიხუანა საერთო წონით 10.46 გრამი, და ნარკოტიკული საშუალება გამომშრალი მარიხუანას შემცველი ნარევი საერთო წონით 0.75 გრამი, რომელიც ინახება შს სამინისტროს მთავარ კრიმინალურ დეპარტამენტში საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილით, 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით, 105-ე მუხლით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის № 1 / 13 / 732 გადაწყვეტილებითა და 2016 წლის 26 თებერვლის №3/1/708, 709, 710 განჩინებით, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ო------ ჩ------–---–-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ბრალდება გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მეორე ნაწილზე.

 

ო----- ჩ------–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2371-ე მუხლის მეორე ნაწილით სასჯელის დაუნიშნავად.

 

ო------ ჩა-----–---–ს “ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად 05 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება - ხოლო 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვას საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება;

 

ო------ ჩ------–---–-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დაწყებული სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდეს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32), სამტრედიის რაიონული სასამართლოს (ქ. სამტრედია, ძმები ნინუების ქ. №1) მეშვეობით.

 

მოსამართლე ლევან მეშველიანი