გადაწყვეტილება

სამოქალაქო 23.08.2018
საქმის ნომერი
330210018002385423
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
23.08.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 2/10162-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

23.08.2018 წელი ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე მაია სვიანაძე

სხდომის მდივანი გვანცა ლომიძე

მოსარჩელე - გუ-–----–-----ი

წარმომადგენელი - რა---–----------–--ე

მოპასუხე - გე------------–ი

წარმომადგენელი - ელ---------–--–---–ი

დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, ზიანის ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. გე------------–ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნას უძრავი ნივთი, მდებარე: ქა-–--------–--–-----–------------–----------------------–------------------ში, ბინა N-- (ს/კ N 01.11.-----------------) და გამონთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცეს მესაკუთრე გუ-–----–-----ს.

1.2. გე------------–ს მოსარჩელე გუ-–----–-----ის სასარგებლოდ დაეკისროს მიუღებელი შემოსავალის ანაზღაურება 2017 წლის 01 აპრილიდან უძრავი ქონების გამოთავისუფლებამდე, ყოველთვიურად 300 ლარის ოდენობით.

 

2. მოპასუხეთა პოზიცია

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და სადავო გახადა მის მიერ უძრავი ნივთის, მდებარე: ქა-–--------–--–-----–------------–----------------------–------------------ში, ბ---------ის (ს/კ N 01.11.-----------------) ფლობის ფაქტი. მოპასუხე სადავოდ ხდიდა ნივთობრივ განსჯადობას, ვინაიდან იგი ცხოვრობდა გო------------–----------–--------–--

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1 საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, უძრავი ქონების, მდებარე: ქა-–--------–--–-----–------------–----------------------–------------------ში, ბ-------- (ს/კ N 01.11.-----------------) მესაკუთრედ რეგისტირებულია გუ-–----–-----ი.

3.2.2 საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება მოპასუხის მიერ სადავო ქონების ფლობის ფაქტი. დადგენილია, რომ მოპასუხე ცხოვრობს გ--------------–----------–--------–- და მას ამავე მისამართზე ბარდებოდა გზავნილები.

3.2.3 დამოუკიდებელი აუდიტის დასკვნის თანახმად, სადავო საცხოვრებელი ბინის საიჯარო ქირის ღირებულება შეადგენს ყოველთვიურად 300 ლარს.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე, 172-ე, 183-ე, 312-ე, 168-ე, 982-ე, 976-ე, 986-ე, 987-ე მუხლები; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის შესაბამისად, მესაკუთრეს შეუძლია, ვინდიკაციური სარჩელი აღძრას, თუ მისი ქონება უკანონო მფლობელის ხელთაა და არსებობს სამი ელემენტი: მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე, მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი, მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება. მხოლოდ ამ სამი პირობის დადგენის შემდეგ სასამართლოს შეუძლია, დაადგინოს უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა. პირველი პირობა ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილებისათვის არის ის, რომ მესაკუთრეობა (თუ დავა უძრავ ნივთს ეხება) უნდა დასტურდებოდეს საჯარო რეესტრის ჩანაწერით. მეორე აუცილებელი ელემენტია, რომ მოპასუხე აუცილებლად უნდა ფლობდეს მესაკუთრის ნივთს და მფლობელობა არ უნდა იყოს კანონიერი. ხოლო 312-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე. ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.

6.2 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 168-ე მუხლის მიხედვით მესაკუთრის პრეტენზიის გამო ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას.

საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, უძრავი ნივთის, მდებარე: ქა-–--------–--–-----–------------–----------------------–------------------ში, ბ-------- (ს/კ N 01.11.-----------------) მესაკუთრეა გუ-–----–-----ი. თუმცა, მოსარჩელე ვერ ადასტურებს მოპასუხე გე------------–ის მიერ სადავო უძრავი ნივთის ფლობის ფაქტს. მოსარჩელე თავად ადასტურებს, რომ მოპასუხე ცხოვრობს არა სადავიო ბინაში, არამედ გო------------–----------–--------–--

6.3 მოცემულ შემთხვევაში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მოსარჩელის ფულადი ანაზღაურების მოთხოვნაზე უნდა გავრცელდეს ხელყოფის კონდიქციის სპეციალური წესი, რომელიც მოცემულია სსკ-ის 982-ე მუხლით (პირი, რომელიც ხელყოფს მეორე პირის სამართლებრივ სიკეთეს მისი თანხმობის გარეშე განკარგვის, დახარჯვის, სარგებლობის, შეერთების, შერევის, გადამუშავების ან სხვა საშუალებით, მოვალეა აუნაზღაუროს უფლებამოსილ პირს ამით მიყენებული ზიანი). აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული ზიანი წარმოადგენს არა ზიანის ანაზღაურების შემთხვევას, არამედ, საქმე გვაქვს გამდიდრების გათანაბრებასთან.

სსკ 976-ე, 986-ე, 987-ე მუხლების თანახმად, უსაფუძვლო გამდიდრების სამართლებრივი ინსტიტუტის მიზანი არის უსაფუძვლოდ და გაუმართებლად შეძენილი ქონების ამოღება და ამგვარად ქონებრივი მიმოქცევის წონასწორობისა და სამართლიანობის აღდგენა. ამ მიზნით, ქონებრივი შეღავათი იმ პირს უნდა დაუბრუნდეს, რომლის ხარჯზეც მოხდა სხვა პირის ქონების გაზრდა, ანუ მისი უსაფუძვლო გამდიდრება. ამ ინსტიტუტის უმთავრესი დანიშნულება არის ქონებრივი ნამატის ამოღება, პირის თავდაპირველ ქონებრივ-სამართლებრივ მდგომარეობის აღდგენა, ანუ გამდიდრების გათანაბრება. გამდიდრების უსაფუძვლობა კი შეიძლება ემყარებოდეს სხვადასხვა გარემოებებს, მათ შორის მართლზომიერ ქმედებებსაც. უსაფუძვლო გამდიდრების დროს, მნიშვნელობა არა აქვს ბრალს, ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ერთი პირის ქონების გადასვლის ფაქტი მეორე პირის საკუთრებაში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე. ასეთ შემთხვევაში, დაზარალებულს აუნაზღაურდება ზიანი იმ ოდენობით, რომლითაც მიმღები გამდიდრდა.

მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის სამართლიანი განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, სასამართლო თვლის, რომ მოსარჩელემ ვერ შეძლო, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების ნორმების დაცვით, მისი მტკიცების საგანში შემავალი სადავო გარემოებების დადასტურება. უწინარესად, მან ვერ დაადასტურა ის ფაქტი, რომ მოპასუხე ფლობდა სადავო ქონებას. მოსარჩელე, შესაბამისად ვერ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ იგი აპირებდა სადავო ბინის გაქირავებას. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბინის პირდაპირი დანიშნულებაა მისი საცხოვრებლად გამოყენება და მასში ბინადრობა, იგი ყოველთვის არ არის გამიზნული იმისათვის, რომ მან რაიმე შემოსავალი/მოგება მოუტანოს მესაკუთრეს მისი გაქირავების შედეგად, მითუმეტეს კი, ისეთ ვითარებაში, როდესაც, მხარე ვერ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ იგი აპირებდა ბინის გაქირავებას. ამასთან, ვერ დასტურდება ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მოპასუხე სადავო ბინაში ცხოვრობს და ამის შედეგად იგი გამდიდრდა, რაც მოსარჩელის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ზიანის ანაზღაურების თაობაზე დაუსაბუთებელი სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის „ა“ პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის გადახდევინება წარმოებს სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონით დადგენილი წესით სარჩელზე. ამავე კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ პუნქტის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-40 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ერთ სარჩელში რამდენიმე სხვადასხვა მოთხოვნაა ჩამოყალიბებული, მაშინ ეს მოთხოვნები უნდა შეჯამდეს და ამის შემდეგ განისაზღვროს სადავო საგნის ღირებულება. 41-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესიდან გამომდინარე, კი, დავის საგნის ფასი განისაზღვრება: დ) ვადიანი გასაცემის ან გადასახდელის შესახებ სარჩელისა – არა უმეტეს სამი წლის განმავლობაში გასაცემი ან გადასახდელი თანხების ერთობლიობით;

და კ) 4 000 ლარით, თუ ქონებრივ-სამართლებრივ დავაში (საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა, სამეზობლო დავა და სხვა) შეუძლებელია დავის საგნის ფასის განსაზღვრა.

მოცემულ შემთხვევაში, განსახილველ საქმეზე დავის საგანს წარმოადგენს უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა და ზიანის ანაზღაურება. საპროცესო კანონმდებლობის ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, ვინდიკაციურ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა განისაზღვრება 120 ლარით, ხოლო, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნასთან დაკავშირებულ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟი შეადგენს 324 ლარს. მოსარჩელის უნდა დაუბრუნდეს სარჩელზე ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 189 ლარი და გადახდილი თანხის სხვაობა უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 243-244-ე, 249-ე, 268-ე, 364-ე 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. მოსარჩელე გუ-–----–-----ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

2. გუ-–----–-----ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს რა---–----------–--ის მიერ 633 ლარიდან ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 189 ლარი, რომელიც გადახდილია 2018 წლის 04 აპრილს, შემდეგ რეკვიზიტებზე: სახელმწიფო ბიუჯეტი, ხაზინის ერთიანი ანგარიში, ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი 300 773 150 (საგადახდო დავალება №1988675475)

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისი სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე მაია სვიანაძე