განაჩენი

სისხლის სამართლის 10.08.2018
საქმის ნომერი
330100118002360178
თარიღი
10.08.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/1----18

(#0----------9)

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

10 აგვისტო, 2018 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ლელა ნოზაძე,სხდომის მდივანი სოფიო ჩოხელი,ბრალდების მხარე:

პროკურორები - ნ----- ქ-----–---–- და ლ---- ვ--------;

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - თ-------ე თ----------ის ძე ფ-–--–-–---–ი - დაბადებული 1----–-–----- ი--–---, პირადი #3----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლევი, რეგისტრირებული ქ------–---------–---------2-ში;

ადვოკატი - თ----- ხ------–---–-;

 

კვალიფიკაცია წარდგენილი ბრალდების მიხედვით: საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილი (2ეპიზოდი); საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილი; 2381 მუხლის 1-ლი ნაწილი;

 

სხდომის სახე: ღია;

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი :

 

სასამართლომ დაადგენილად ცნო, რომ 2017 წლის დეკემბრის თვეში თბილისში, გ--------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში თ-------ე ფ-–--–-–---–მა სიტყვიერი შელაპარაკების ნიადაგზე მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ა-–--------------ს მარცხენა გვერდში დაარტყა ფეხი, რის შედეგად დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი;

 

2018 წლის 9 იანვარს, თბილისში, გ--------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში თ-------ე ფ-–--–-–---–მა სიტყვიერი შელაპარაკების ნიადაგზე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ა-–--------------ს და სხეულის სხვადასხვა ადგილზე მრავალჯერადი ხელის დარტყმით დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი;

 

იმავე დღეს თბილისში, გ--------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში თ-------ე ფ-–--–-–---–მა სიტყვიერი შელაპარაკების ნიადაგზე, ასევე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მ------- ი-----------ს რის შედეგად ფეხის არეში დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი;

 

2017 წლის 2 დეკემბერს, თბილისში, გ--------------ში მიმდებარე ტერიტორიაზე, თ-------ე ფ-–--–-–---–ს ადმინისტრაციული წესით ჩაუტარდა პირადი გასინჯვა და ამოღებული იქნა ხელკეტი, რომელიც ცივი იარაღის ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მიეკუთვნება მსხვრევად-დასარტყმელ ცივ იარაღთა კატეგორიას.

 

ბრალდებულმა თ-------ე ფ-–--–-–---–მა თავი დამნაშავედ ცნო ცივი იარაღის ტარებაში, უდავოდ ცნო ბრალდების მტკიცებულებები და დაეთანხმა ამავე მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტებსა და გარემოებებს.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ პუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება და ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან.

სტრასბურგის სასამართლო მიიჩნევს, რომ ზოგიერთ საპროცესო უფლებაზე უარის თქმა არ შეიძლება ჩაითვალოს კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევად. სასამართლო შენიშნავს, რომ უფლებაზე უარის თქმა, კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე ეფექტიანი რომ იყოს, აუცილებელია განხორციელდეს აშკარა ფორმით და ასევე, უზრუნველყოფილი იყოს მინიმალური დაცვის გარანტიები. ამასთან დამატებით უფლებებზე უარის თქმა არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საჯარო ინტერესს.

საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე ბრალდებულმა აღიარა ჩადენილი დანაშაული. მტკიცებულების შეფასების თავისუფლების პრინციპიდან გამომდინარე, რომლის თანახმად, არცერთ მტკიცებულებას არ გააჩნია წინასწარ დადგენილი ძალა, ბრალდებულის აღიარება შეიძლება შემაჯამებელ გადაწყვეტილებას დაედოს საფუძვლად მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ის დასტურდება საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების ერთობლიობით, რაც საკმარისია გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის დასაკმაყოფილებლად. საკმარისად მიიჩნევა მხოლოდ ისეთი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელთა პირველწყაროს წარმოადგენს არა მხოლოდ ბრალდებულის აღიარება, არამედ ბრალდებულის ჩვენებისაგან დამოუკიდებელი სხვა მტკიცებულებითი ინფორმაციის წყაროები.

თ-------ე ფ-–--–-–---–ის აღიარება დასტურდება როგორც მოწმეთა, გ------- ბ----–-----ს, დ-------ი წ------–-–---–ის გამოკითხვის ოქმებით, ასევე თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–------------ განაჩენითა და ცივი იარაღის ექსპერტიზის დასკვნით, რომელთა შეფასებით სასამართლო თვლის, რომ თ-------ე ფ-–--–-–---–მა ჩაიდინა ცივი იარაღის ტარება განზრახი ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 2381 -ე მუხლის 1-ელი ნაწილით.

თ-------ე ფ-–--–-–---–ის ჩვენებით არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება ნ-----–- კ-----------------–---–თან და მასთან ჰყავს ორი შვილი. მანვე არ უარყო, რომ ა-–----------------- სახლში რჩებოდა ხშირად, როგორც დღე, ასევე ღამეც.

 

ბრალდებულმა თავი არ ცნო დამნაშავედ მისთვის ბრალად წარდგენილ სამ ეპიზოდში და განმარტა, რომ მას ფიზიკური ძალადობა არ განუხორციელებია როგორც ა-–--------------ს, ასევე მ------- ი------------ს მიმართ.

 

დაზარალებულ ა-–--------------ს ჩვენებით დადგენილია, რომ თ-------ე ფ-–--–-–---–თან იმყოფებოდა არარეგისტრირებულ ქორწინებაში და დაახლოებით რვა თვის განმავლობაში ეწეოდა საოჯახო მეურნეობას.

 

მათი ურთიერთობის პირველ ეტაპზე ცხოვრობდნენ ვ-------–---ის მოედანზე მდებარე მისი დის - მ------- ი-----------ს სახლში, ხოლო ბოლო პერიოდში გადავიდნენ თბილისში, გ------------------ში.

 

ა-–--------------ს განმარტებით, დასახელებულ მისამართზე ასევე ცხოვრობენ მამა დ----- ი-----------, შვილი- მარი ი-----------, და - მ------- ი-----------, დის შვილები გ---- ი----------- და ერთი წლის დ-----– ს--------ი. 2017 წლის დეკემბრის თვეში, მან და თ-------ემ ეჭვიანობის ნიადაგზე იჩხუბეს. ბრალდებულმა მას ფეხი ჩაარტყა მარჯვენა ნეკნში, რის შედეგად ა-–--------------მ განიცდიდა ძლიერი ტკივილი და ერთი კვირა ვერ მოძრაობდა. მომხდარის ფაქტის შესახებ ცნობილია დაზარალებულის ოჯახის წევრებისათვის.

 

ა-–--------------მ 2018 წლის 9 იანვრის ეპიზოდთან დაკავშირებით განმარტა, რომ გვიან ღამე გ--------------ში მდებარე სახლში არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ თ-------ე ფ-–--–-–---–თან, შვილთან მ------თან და ამ უკანასკნელის მეგობართან ერთად სვამდნენ. როცა ალკოჰოლი შემოაკლდათ, თ-------ესთან ერთად მაღაზიაში წავიდა სასმელის შესაძენად. გზაში მათ ეჭვიანობის ნიადაგზე იჩხუბეს და სახლში მისვლის შემდეგ მათ შორის კამათი ისევ გაგრძელდა. თ-------ემ სიტყვიერი შეურაცხყოფის გარდა მას არაერთხელ დაარტყა ხელი სახეში. ბრალდებულს უთხრა წასულიყო მისი სახლიდან, რაზეც თ-------ემ უპასუხა: „შენს გამო ცოლს დავშორდი და ეგრე ადვილად ჩემგან ვერ წახვალო“.

 

გამოძახებულ სასწრაფო დახმარებას ა-–-------------მა განუცხადა, რომ დაზიანებები მიიღო კიბეზე დაგორების შედეგად და ექიმებს შეთავაზებაზე საავადმყოფოში გადაყვანათ განუცხადა უარი. ანალოგიური უთხრა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებსაც, რაც დაზარალებულმა ახსნა იმ მოტივით, რომ უყვარდა თ-------ე და არ სურდა ბრალდებულს შექმნოდა პრობლემები. ეგონა ზემოაღნიშნულს თ-------ე გაითვალისწინებდა, მაგრამ ის კიდევ უფრო მეტად გაღიზიანდა და გაცილებით მეტი აგრესიით დაუწყო ცემა. თ-------ე იყო არაადექვატური, ახსოვს, რომ ყვიროდა და ითხოვდა შველას. ცემის შედეგად ა-–--------------მ მიიღო დაზიანებები და სდიოდა სისხლი. საავადმყოფოში წაიყვანეს, სადაც ცხვირზე დასჭირდა ოპერაციული ჩარევა.

 

ამავე ჩვენებით, 2018 წლის 9 იანვარს მის დასახმარებლად მისულ მ------- ი-----------ს თ-------ე ფ-–--–-–---–მა ფეხზე მიაყენა დაზიანებები. მომხდარი ფაქტის გამო, მეორე დღეს ა-–-------------- მოინახულა მისი პირველი ქმრის დედამ - ლ----- მ--------ამ.

 

გ---- ი-----------ს ჩვენებით დადგენილი გარემოებაა, რომ 2018 წლის 8 იანვარს იმყოფებოდა სახლში ქ.თბილისში, გ--------------ში ოჯახის წევრებთან ერთად. 9 იანვარს დაახლოებით ღამის 4 საათზე გააღვიძა ხმაურმა. მისაღებ ოთახში მისი დეიდა ა-–-------------- ჩხუბობდა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ თ-------ე ფ-–--–-–---–თან. გაშველების შემდეგ ფ-–--–-–---–ი ა-–------ ერთად წავიდა საძინებელ ოთახში. მას მალე ისევ მოესმა ყვირილს ხმა და როცა მეორე სართულზე ავიდა ნახა, რომ ბრალდებული სცემდა ა-–--------------ს, რომელსაც მიღებული დაზიანებების შედეგად მოსდიოდა სისხლი. სასწრაფო დახმარება ვინ გამოიძახა არ ახსოვს. ექიმმა ა-–-- შესთავაზა, რომ გადაიყვანდენენ საავადმყოფოში, რაზეც მისმა დეიდა განაცხადა უარი და მათ განუმარტა, რომ დაზიანებები მიიღო კიბიდან წაქცევის შედეგად. ამავე ჩვენებით, მან დაინახა თუ როგორ ჩაარტყა რამოდენიმეჯერ ფეხი თ-------ე ფ-–--–-–---–მა მ------- ი-----------ს, რის გამოც დედამისს ფეხი სტკიოდა და უჭირდა სიარული.

 

დ----- ი-----------ს ჩვენებით დადგენილია, რომ ა-–-------------- არის მისი ქალიშვილი, ხოლო თ-------ე ფ-–--–-–---–ი ყოფილი მეუღლე, რომელიც გარკვეული პერიოდი ცხოვრობდა გ-----------------ში მდებარე მათ სახლში. 2018 წლის 9 იანვარს მ------- ი-----------საგან შეიტყო, რომ ა-–---ყო ნაცემი. გამოძახებული იყო ასევე სასწრაფო დახმარება, რომელსაც მისი შვილი არ გაჰყვა და იმავე ღამეს ფ-–--–-–---–მა ალა მეორედ სცემა. ამჯერად ისე სასტიკად, რომ ოთხში იდგა სისხლის გუბე და ვერ ასწრებდა იატაკის მოწმენდას. ამავე ჩვენებით დ----- ი----------მა დაადასტურა, რომ თ-------ეს მისი შვილი ალა სხვა დროსაც ჰყავს ნაცემი.

 

ლ----- მ--------ას ჩვენებით მას მომხდარის ფაქტის შესახებ აცნობეს ტელეფონით. ადგილზე გ-----------------ში ალა დახვდა დასისხლიანებული, გ---- ყვიროდა, სასწრაფოს ნუ დაველოდებით, წავიყვანოთ საავადმყოფოშიო. მოწმის განმარტებით იცოდა, რომ მისი შვილის - მ-–-- მ--------ის დაკავების შემდეგ, ალა თ-------ესთან ერთად ცხოვრობდა, ბრალდებულს მეუღლედ მოიხსენიებდა და სურდათ ჯვრისწერაზეც.

 

2018 წლის 9 იანვრის ამოღების ოქმით დადგენილია, რომ თბილისში, გ--------------ში ამოღებული იქნა ა-–--------------ს კაბა, რომელსაც საყელოსთან, მკლავებზე და წინა მხარეს მუხლებთან ემჩნეოდა მოწითალო ლაქები.

 

2018 წლის 9 იანვრის ამოღების ოქმით, შპს ,,პ------–------------------“ ადმინისტრაციული შენობაში, ექთნის დამხმარე ლ-–- კ------–-----ან ამოღებული იქნა თ-------ე ფ-–--–-–---–ის კუთვნილი სვიტერი მოწითალო ლაქებით და შარვალი, მასში გაყრილი ქამრით, ასევე, მოწითალო ლაქებით.

 

შსს თბილისის პო-–-–-------------------ის ი----------------------------–--------- განყოფილების გამომძიებლის ვ-–-------- ა-------- სასამართლოში მოწმის სახით მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ სამსახურში შევიდა შეტყობინება ა-–--------------ს მიმართ განხორციელებული ოჯახური ძალადობის ფაქტზე. შემთხვევის ადგილზე მისულმა ნახა, რომ სახლის კიბეები და ოთახები სისხლით იყო მოსვრილი.

 

ამავე ჩვენებით მოწმემ განმარტა, რომ ექსპერტ-კრიმინალისტების მონაწილეობით დათვალიერებული იქნა შემთხვევის ადგილი და ამოღებული იქნა საქმისათვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებები.

 

თბილისში, გ--------------ში მდებარე საცხოვრებელი სახლის დათვალიერების ოქმის თანახმად, გამომძიებელ ვ-–-------- ა-------- მიერ, ექსპერტების ზ---- მ-----ა და თ------ ა----–---–ის, ასევე, სახლის მეპატრონის - მ------- ი-----------ს მონაწილებით 2018 წლის 9 იანვარს სახლის დათვალიერებისას ამოღებული იქნა პირობითად დანომრილი ობიექტები, კერძოდ, ამონატეხები ეზოს მოპირკეთებული ფილიდან, მოწითალო ფერის ლაქებით; ამონაჭრები ლამინატის იატაკიდან მეორე სართულზე შესასვლელ ოთახში, მოწითალო ლაქებით; ამონაჭერები შესასვლელ ოთახში კედლიდან მოწითალო ლაქებით; ამონაჭრები მეორე საძინებელ ოთახში ლამინირებული იატაკის ზედაპირიდან, მოწითალო ლაქებით; ამონაჭრები საძინებელ ოთახში იატაკის და კედლის ზედაპირებიდან, ლინოლიუმის ამონაჭერი სამზარეულო ოთახის იატაკიდან, მოწითალო ლაქებით; ასევე, საძინებელ ოთახში საწოლის მიმდებარედ იატაკიდან ამოღებული იქნა ზეწარი და ბალიშის პირი მოწითალო ლაქებით, ხოლო მეორე სართულზე შესასვლელ ოთახში ჟურნალების მაგიდიდან და მაგიდის მიმდებარედ იატაკიდან ამოღებული იქნა ორი ცალი ხელსახოცი მოწითალო ლაქებით.

 

ი----------------------------–--------- განყოფილების გამომძიებელმა, სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ნ----------------- დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების ავთენტურობა.

 

ამავე განყოფილების გამომძიებელმა გ------- გ------- სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2018 წლის 3 თებერვალს თ-------ე ფ-–--–-–---–ს წარუდგინა ბრალი და გააცნო დადგენილება პირის ბრალდების შესახებ. მასვე გაუცვალა მტკიცებულებები.

 

სასამართლოში მოწმედ დაკითხული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმის თ---------- ჩვენებით, 2018 წლის 9 იანვარს, მეწყვილე ზ---- კ------–---სთან ერთად გამოცხადდა თბილისში, გ--------------ში, სადაც დახვდათ დაახლოებით 40 წლამდე ასაკის ახალგაზრდა ქალბატონი, რომელსაც ჰქონდა ცხვირის ტრავმა სისხლდენით და სახეზე რამდენიმე ექსკორიაცია, რის მიზეზად ამ უკანასკნელმა კიბეზე დაგორება დაასახელა. გაუწიეს სათანადო დახმარება და შესთავაზეს ჰოსპიტალიზაცია, რაზეც ამ უაკანასკნელმა განაცხადა უარი და პოზიცია ხელმოწერით დაადასტურა. იმავე სახლში იმყოფებოდა ასევე ბრალდებული რომელზეც ა-–--------------მ განმარტა, რომ იყო მისი ქმარი.

 

სამედიცინო ექსპერტიზის #0-------- დასკვნით დადგენილია, რომ მაღალი ს------–-------------–---------–---------------------------- კლინიკის ბეჭდით დამოწმებული სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი #6----ის ჩანაწერების თანახმად, მოქ. ა-–--------------მ კლინიკას მიმართა 10:00 საათზე საიდანაც გაეწერა იმავე დღეს 15:00 სთ-ზე. ყბა-სახის ქირურგის მიერ კლინიკურად დაესვა დიაგნოზი - ცხვირის მოტეხილობა, ასევე, აღენიშნებოდა პერიორბიტალური კანქვეშა ჰემატომა.

 

ამავე დასკვნით ჰემატომა განვითარებულია რაიმე მკვრივ-ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. მისი ხანდაზმულობის განსაზღვრა შეუძლებელია, წარმოდგენილ სამედიცინო დოკუმენტაციაში აღნიშნული ჰემატომის მორფოლოგიური აღწერილობის არ არსებობის გამო.

 

დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ნ----- ჯ------ემ.

 

დაზარალებულმა მ------- ი----------მა განმარტა, რომ ცხოვრობს ქ.თბილისში, გ--------------ში შვილებთან გ---- ი----------თან და დ-----– ს--------თან, დასთან, ა-–----------------- და მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ თ-------ე ფ-–--–-–---–თან, მამასთან დ----- ი----------თან ერთად.

 

თ-------ე ფ-–--–-–---–ი და მისი და რამდენიე თვე ჯერ ი--–------ს ქუჩაზე ცხოვრობდნენ შემდეგ თავისი ბინა დაუთმო ვ-------–---ზე, ბოლო რვა თვე კი მასთან გადმოვიდნენ გ-----ის ქუჩაზე.

 

2018 წლის 9 იანვარს, მულის დაბადების დღიდან სახლში გვიან დაბრუნდა. კარები გაუღო მამამისმა. მას მეორე სართულიდან მოესმა დის ა-–--------------ს ყვირილი „თავი დამანებეო“. ოთახში რომ შევიდა მის დას სახე არ უჩანდა და სისხლით ჰქონდა მოსვრილი. თ-------ე ფ-–--–-–---–ი ზედ ეჯდა ა-–--ა და ურტყამდა. დახმარების მიზნით მისულს ბრალდებულმა მასაც რამოდენიმეჯერ დაარტყა და ფეხი, ჩაარტყა ტრამვირებულ ფეხში. დაზარალებულის განმარტებით, მან თ-------ეს მხრიდან განხორციელებული ქმედებების გამო განიცადა ძლიერი ტკივილი.

 

ამავე ჩვენებით, გარკვეული პერიოდი არ იმყოფებოდა საქართველოში და როცა ჩამოვიდა ალა დახვდა ცუდად. როგორც მისთვის არის ცნობილი თ-------ემ ჩხუბის დროს ფეხი ჩაარტყა მის დას ნეკნში, რის გამოც ალა ვერ დადიოდა და უჭირდა სუნთქვა.

 

სამედიცინო ექსპერტიზის #0-------- დასკვნით დადგენილია, რომ მოქ. მ------- ი-----------ს პირადი შემოწმებისას (10.01.2018) აღენიშნებოდა მარჯვენა მტევნის და ორივე კოჭ-წვივის სახსრის მიდამოებში სისხლნაჟღენთები, რომლებიც განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და მიეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოშლის გარეშე. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებებში მითითებულ თარიღს.

 

ექსპერტიზის დასკვნის ავთენტურობა დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა გ------- მ-------ემ.

 

მხარეთა მიერ უდავოდ იქნა მიჩნეული მოწმეთა, მ------ ი-----------ს, მ----- მ--------ას დაკითხვის ოქმი, წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულებები ასევე ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმად დადგინდა, რომ პაკეტში, წარწერით: ,,... 2 (ორი) ცალი ხელსახოცი მოწითალო ლაქებით...“, მოთავსებულ ქაღალდის მაგვარ ფრაგმენტებზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ.N1,2) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის ა-–--------------ს (ობ.N28; პაკეტში, წარწერით: ,,...ა-–--------------ს სისხლის ნიმუში...“); პაკეტში, წარწერით: ,,... ამონატეხები, ობიექტები N2;3;4;5;6;7;10;12; N13;14-ამონაჭერები - მოწითალო ლაქებით...“, მოთავსებულ სხვადასხვა ქვისმაგვარ (ობ.N3) ხისმაგვარ (ობ.N4,5) მოყავისფრო (ობ.N6,7,10,11,13,14) მოთეთრო ფერისა (ობ.N8) და ქაღალდისმაგვარ (ობ.N9,12) ფრაგმენტებზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს. ობ.N3-10, 14-ის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ა-–--------------ს (ობ.N28). ობ.N11-13-ის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის თ-------ე ფ-–--–-–---–ს (ობ.N27; პაკეტში, წარწერით: ,,...ნერწყვის ნიმუში... აღებული ბრალდებულ თ-------ე თ----------ის ძე ფ-–--–-–---–ის...“). პაკეტში, წარწერით: ,,...ზეწარი და ბალიშის პირი მოწითალო ლაქებით ამოღებული მეორე სართულზე შესასვლელიდან მე-2 საძინებელ ოთახში საწოლის მიმდებარედ იატაკის ზედაპირიდან ...“, მოთავსებულ ბალიშის შალითასა და ზეწარზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ.N15 და ობ.N16) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის თ-------ე ფ-–--–-–---–ს (ობ. N27); პაკეტში, წარწერით: ,,...თ-------ე ფ-–--–-–---–ის ტანსაცმელი...“, მოთავსებულ ჯინსის შარვალზე (ობ.N17,18), კაპიუშონიანი მაისურზე (ობ.N19-21), ლურჯი ფერის მაისურსა (ობ.N22) და ქუდზე (ობ.N23) არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს. ობ.N17,21-ის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ა-–--------------ს (ობ.N28). ობ.N18-20,22,23-ის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის თ-------ე ფ-–--–-–---–ს (ობ.N27). ამავე პაკეტში მოთავსებულ მარცხენა ჩუსტზე არსებული მოყავისფრო დანაშრევი (ობ.N24) სისხლი არ აღმოჩნდა; პაკეტში, წარწერით: ,,... ა-–--------------ს ტანსაცმელი...“, მოთავსებულ კაბაზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ.N25,26) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის ა-–--------------ს (ობ.N28).

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს თ-------ე ფ-–--–-–---–ის ჩვენებას, ბრალად წარდგენილ სამ ეპიზოდში.

 

სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის შენიშვნაში მითითებულია თუ ვინ ითვლება ოჯახის წევრად. ამავე მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

მოწმეთა, ა-–--------------ს, მ------- ი-----------ს, გ---- ი-----------ს, დ----- ი-----------ს, ჩვენებებით დადგენილი გარემოებაა, რომ ბრალდებულის დაკავებამდე დაახლოებით რვა თვის განმავლობაში თ-------ე ფ-–--–-–---–ი არარეგისტრირირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ა-–-----------------, ისინი ეწეოდენენ ერთიან საოჯახო მეურნეობას და ცხოვრობდენენ დაზარალებულის მშობლებისა და დის სახლში.

 

გარდა ზემოთდასახელებული მოწმეებისა, მნიშვნელოვანია სასამართლო სხდომაზე დაკითხული ობიექტურად დაუინტერესებლი პირის ლ----- მ--------ას ჩვენებაც, რომელმაც განმარტა, რომ მას შემდეგ რაც შვილი - მ-–-- მ--------ი დააპატიმრეს, მისმა რძალმა ა-–--------------მ თანაცხოვრება გააგრძელა თ-------ე ფ-–--–-–---–თან ერთად. უფრო მეტიც, პირადად მოისმინა, რომ თ-------ეს და ა-–-- სურდათ დაეწერათ ჯვარი და უკვირდა „რამ გააგიჟა, რა ჯვრის დასაწერი გოგო ეს არიო“.

 

თ-------ე ფ-–--–-–---–ის ჩვენებას, რომ 2018 წლის 9 იანვარს გ-----------------ში ა-–--------------მ დაზიანება მიიღო ამავე საცხოვრებელ ბინაში მყოფ უცხო მამაკაცებს შორის მომხდარი ჩხუბისას გაშველების შედეგად ეწინააღმდეგება გამოკვლეულ მტკიცებულებებს და თვლის, რომ მოგონილია პასუხისმგებლობისაგან თავის არიდების მიზნით.

 

სასამართლო თვლის, რომ სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა შეფასებით, მათ შორის დაზარალებულთა, ა-–--------------სა და მ------- ი-----------ს, მოწმეთა, გ---- ი-----------ს, დ----- ი-----------ს, მ------ ი-----------ს, ლ----- მ--------ას, თ----------, გ------- მ-------ის, ვ-–-------- ა--------, ნ----- ჯ------ის, ლ-–- კ------–--ის, მ----- მ--------ას, გ------- გ------ს ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ამოღების ოქმებით, სასამართლო - სამედიცინო და ბილოგიური ექსპერტიზის დასკვნებით, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებებითა და საგამოძიებო მოქმედებათა ოქმებით დასტურდება, რომ თ-------ე ფ-–--–-–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, სსკ-ის 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ელი ნაწილით 2017 წლის დეკემბრის ეპიზოდი და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ელი ნაწილით 2018 წლის 9 იანვრის ეპიზოდი.

 

კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლით კრიმინალიზებულია ცემა რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. დანაშაული მატერიალური შემადგენლობისაა და დამთავრებულად ცნობისათვის საკმარისია ადგილი ჰქონდეს არაერთჯერად დარტყმას.

 

მტკიცებულების შეფასების თავისუფლების პრინციპიდან გამომდინარე, არც ერთ მტკიცებულებას არ გააჩნია წინასწარ დადგენილი ძალა. ყველა მტკიცებულება ექვემდებარება დასაშვებობის, სარწმუნოობისა და რელევანტურობის ტესტზე თანაბარ შემოწმებას. ამასთან, მტკიცებულებათა ერთობლიობა, გულისხმობს მტკიცებულებებს შორის შინაარსობრივი კავშირის არსებობას და გამორიცხავს მათ შორის წინააღმდეგობას.

 

თ-------ე ფ-–--–-–---–მა დაკითხვისას გამარტა, რომ მ------- ი-----------მ დაზიანება მიიღო ფეხის კარებში მოყოლის გამო. მ------- ი-----------ს ჩვენების უტყუარობას, რომ 2018 წლის 9 იანვარს სწორედ თ-------ე ფ-–--–-–---–მა დაარტყა ჯერ ხელი და შემდეგ ფეხი ადასტურებენ არა მარტო უშუალოდ ფაქტის შემსწრე თვითმხილველი მოწმეები, გ---- ი----------- და ა-–--------------, ასევე სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაც, რომლის მიხედვით, მ------- ი-----------ს მომხდარი ფაქტიდან მეორე დღეს პირადი შემოწმებისას აღენიშნებოდა რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად განვითარებული როგორც მარჯვენა მტევნის, ასევე ორივე კოჭ-წვივის სახსრის მიდამოებში სისხლნაჟღენთები. სასამართლო თვლის, რომ ზემოთდასახელებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, თ-------ე ფ-–--–-–---–ის ბრალეულობას მისთვის ბრალად წარდგენილ ეპიზოდში და თვლის, რომ სწორი სამართლებრივი შეფასება აქვს მიცემული საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის განსაზღვრის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მის ოჯახურ მდგომარეობასა და წარსულ ცხოვრებას, ქმედების საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს, დამნაშავის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხესა და მისი რესოციალიზაციის ობიექტურ შესაძლებლობას.

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაცია გულისხმობს დამნაშავის გამოსწორებას რეციდივის დაუშვებლობისა და მისი პიროვნების ხელახალი აღზრდის (გარდაქმნის) მიზნით, ხოლო დანაშაულის პრევენცია მიზნად ისახავს დანაშაულის თავიდან აცილებას როგორც კონკრეტული დამნაშავის მხრიდან, ასევე, ზოგადად. რაც შეეხება სამართლიანობის აღდგენას, აღნიშნული გულისხმობს ჩადენილი დანაშაულისთვის შესაბამისი სასჯელის დანიშვნას, რომელიც არ დატოვებს უსამართლობის განცდას დამნაშავის, დაზარალებულისა და საზოგადოების თვალში. სწორედ ამ მიზნის შესრულებას ემსახურება სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნა.

 

თ-------ე ფ-–--–-–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებებია, ის რომ ნაწილობრივ აღიარა ჩადენილი დანაშაული, საქმეს ერთვის მისი მცირეწლოვანი გ-------– ფ-–--–-–---–ისა და ე-–-------- ფ-–--–-–---–ის დაბადების მოწმობები, ხოლო პასუხისმგებლობას უმძიმებს წარსულში ნასამართლობა.

 

ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, უნდა გადაწყდეს ნივთიერი მტკიცებულების ბედი. მოცემულ შემთხვევაში, ამონაჭრელები, ამონატეხები, ხელსახოცები, სისხლის და ნერწყვის ნიმუშები და ხელკეტი უნდა განადგურდეს, ტანსაცმელი, ზეწარი და ბალიშის პირი უნდა დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელებს, ხოლო შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გადაღებული სურათები, რაც აღბეჭდილია ლაზერულ დისკზე, შენახული უნდა იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

თ-------ე ფ-–--–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2 ეპიზოდი), სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სსკ-ის 2381-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, სასჯელის სახედ დაენიშნოს:

 

სსკ-ის 2381-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - ჯარიმა 500 ლარის ოდენობით;

 

სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2017 წლის დეკემბრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 7(შვიდი) თვის ვადით;

 

სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2018 წლის 9 იანვრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 9(ცხრა) თვის ვადით; მასვე სსკ-ის 521-ე მუხლით 1(ერთი) წლის ვადით შეეზღუდოს იარაღთან დაკავშირებული უფლებები;

 

სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2018 წლის 9 იანვრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 8(რვა) თვის ვადით;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და თ-------ე ფ-–--–-–---–ს სასჯელის სახედ განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9(ცხრა) თვის ვადით და 1(ერთი) წლის ვადით შეეზღუდოს იარაღთან დაკავშირებული უფლებები;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ამ განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–------------ განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა 4200 ლარის ოდენობით და საბოლოოდ, თ-------ე ფ-–--–-–---–ს სასჯელის სახედ დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 9(ცხრა) თვის ვადით და მასვე 1(ერთი) წლის ვადით შეეზღუდოს იარაღთან დაკავშირებული უფლებები;

 

თ-------ე ფ-–--–-–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 2 თებერვლიდან;

 

გაუქმდეს თ-------ე ფ-–--–-–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა;

 

ნივთიერი მტკიცებულებები - ზეწარი, ბალიშის პირი და ა-–--------------ს და თ-------ე ფ-–--–-–---–ის ტანსაცმელი დაუბრუნდეს კანონიერ მესაკუთრეებს, სისხლისა და ნერწყვის ნიმუშები, ორი ცალი ხელსახოცი, სისხლის ლაქებიანი ამონაჭრელები, ამონატეხები და ლითონის ხელკეტი განადგურდეს, ხოლო ერთი ცალი ლაზეტული დისკი შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე :

/ლელა ნოზაძე/