განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/4672-17
(№004010817002; N007160616003)
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
17 აგვისტო, 2018 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე ნ----ა გუდაძემ
ნინო ვარაზაშვილის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლების - ალიკა დვალაშვილის, იმედა ფხაკაძის, ლევან კლდიაშვილის, ლევან კოპალიანის, თამარ კერესელიძის, ნინო ციხისელის,ბრალდებულ - ი-----------–---–ის,ადვოკატების - ლამარა ბზიშვილის, იზოლდა რაზმაძის, კახაბერ პაპავას, ია თოდუას, ლალი ბუნტურის, ირაკლი ესიავას მონაწილეობით,ბრალდებულ - ნ---------–-–---–ის მონაწილეობის გარეშე,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე, ბრალდებულების: ი-------------------–--------–---–ის (დაბადებული 1----–-–--------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი №2----------, უმაღლესი განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე, განქორწინებული, რეგისტრირებული: თ---–--–------------–-------------ში, ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–--–-------------–-------------–----------------------------------ში) მიმართ დანაშაულებისთვის, რომლებიც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით; 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და იმავე კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (02 ეპიზოდი);
ნ---------------------–----–-–---–ის (დაბადებული 1----–-–--------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი №0----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: თ---–--–---–-------–---------------ში) მიმართ დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ დაადგინა:
ი-----------–---–მა ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დიდი ოდენობით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით (ორი ეპიზოდი). მანვე, ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით;
ი-----------–---–ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
2015 წლის თებერვალში, ი-----------–---–ი ნ------–----ეს გაეცნო როგორც შპს „ა---–-----------–---------ის“ თანამშრომელი და დაარწმუნა, რომ აუქციონზე იაფად აყიდინებდა ბინებს. 2015 წლის მაისში, ი-----------–---–ი დაუკავშირდა ნ------–----ეს და მოატყუა, თითქოსდა ფინანსთა სამინისტროს ელექტრონულ აუქციონზე იყიდებოდა თ---–--–--------------------------ში მდებარე ბ------- (ს.კ 01.10.13.0--.0--.02.0--) და დაეხმარებოდა მის შეძენაში 20 000 ლარად. ნ------–----ე ენდო რა ი-----------–---–ს, უძრავი ქონების შეძენის მიზნით, 2015 წლის 14 მაისს, შპს „ა---–-----------–---------ის“ საბანკო ანგარიშზე ჩარიცხა 20 000 ლარი, რის შედეგადაც ი-----------–---–მა კომპანიის დირექტორის - ნ---------–-–---–ის მეშვეობით, გამოიტანა ნ------–----ის კუთვნილი 20 000 ლარი და მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა მას.
ი-----------–---–ი მ---------–---–ს გაეცნო, თითქოს იყო ფინანსთა სამინისტროს მომსახურეობის სააგენტოს ელექტრონული აუქციონის თანამშრომელი და დაარწმუნა, რომ 25 000 ლარად ელექტრონულ აუქციონზე შეაძენინებდა თ---–--–------–----------------------------–----------------------------------ში მდებარე ბინას (ს/კ 01.14.01.0--.0--.01.5--). ამ მიზნით 2016 წლის 28-29 იანვარს, მ---------–---–მა ი-----------–---–ს, როგორც საგარანტიო თანხა, ხელზე ორ ეტაპად გადასცა 5 000 ლარი. 2016 წლის თებერვალში, ი-----------–---–მა მოატყუა მ---------–---–ი, თითქოს მონაწილეობა მიიღო აუქციონში და მისთვის შეიძინა უძრავი ქონება, მაშინ, როცა ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობა საერთოდ არ მიუღია და მითითებული უძრავი ქონება უკვე შეძენილი ჰქონდა სხვა პირს. ი-----------–---–მა მ---------–---–ს დამატებით მოსთხოვა 18 000 ლარის გადახდა უძრავი ქონების შეძენის მიზნით. მ---------–---–ი ენდო ი-----------–---–ს და 2016 წლის 13 თებერვალს, თბილისში, საბურთალოზე მდებარე სს ,,თ----------ის“ ფილიალში შპს ,,ა---–----------–---------ის“ საბანკო ანგარიშზე ჩარიცხა 18 000 ლარი, რის შედეგადაც ი-----------–---–მა კომპანიის დირექტორის - ნ---------–-–---–ის მეშვეობით, გამოიტანა მ---------–---–ის კუთვნილი 18 000 ლარი და მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა მას.
2015 წლის აგვისტოში, თბილისში, ი------------–--ის ქუჩაზე ი-----------–---–მა შპს „კ-----------ის“ სახელზე რეგისტრირებული, ,,X------“-ის მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით: L--0---S-, როგორც მისი საკუთრება, 2 500 აშშ დოლარად მიჰყიდა მ-------------ეს. ამ გზით თაღლითურად, მოტყუებით დაეუფლა მ-------------ის კუთვნილ ფულად თანხას 2 500 აშშ დოლარს და მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა.
2015 წლის აპრილის დასაწყისში, ი-----------–---–ი და ნ---------–-–---–ი დანაშაულებრივად დაუკავშირდნენ ერთმანეთს და განიზრახეს თაღლითურად, მოტყუებით დაუფლებოდნენ მ-------------ის კუთვნილ ფულად თანხას. ამ მიზნით, ი-----------–---–მა მ-------------ე დაარწმუნა, რომ შპს „ა---–-----------–---------ის“ დირექტორის ნ---------–-–---–ის მოადგილედ მუშაობდა და დაეხმარებოდნენ ფინანსთა სამინისტროს ელექტრონულ აუქციონზე მისთვის სასურველი ბინის იაფად შეძენაში. მეტი სარწმუნოობისთვის 2015 წლის 14 აპრილს, ი-----------–---–მა და ნ---------–-–---–მა მ-------------ე მიიყვანეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროში და რეგისტრაცია გაატარეს ელექტრონული აუქციონის ვებ-გვერდზე. იმავე დღეს, თ---–--–------------–------------1-ში მდებარე სს „თ----------ის“ ორთაჭალის სერვისცენტრში, ი-----------–---–მა და ნ---------–-–---–მა შპს „ა---–-----------–---------ის“ ანგარიშზე, მ-------------ეს მოტყუებით შეატანინეს ფულადი თანხა 30 000 აშშ დოლარის ოდენობით, თითქოსდა, აუქციონზე 200 000 ლარად ღირებული, თ---–--–----------------------------ში მდებარე ბინის შეძენის მიზნით. აღნიშნული თანხა ეტაპობრივად გაანაღდეს და მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრეს. მოქმედებდნენ რა ერთიანი დანაშაულებრივი განზრახვით, ზემოხსენებული ბინის შეძენის მიზნით, 2015 წლის აგვისტოდან - იმავე წლის დეკემბრამდე პერიოდში, ი-----------–---–ი თანამონაწილე ნ---------–-–---–თან ერთად, მოტყუებით, დამატებით დაეუფლა მ-------------ის კუთვნილ 1 300 აშშ დოლარს. ნ---------–-–---–მა და ი-----------–---–მა თავიანთი დანაშაულებრივი ქმედებით, დაზარალებულ მ-------------ე მიაყენეს 31 300 აშშ დოლარის (70 314 ექვივალენტით ლარებში) დიდი ოდენობით ზიანი.
ნ---------–-–---–მა ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით, რაც გამოიხატა შემდეგში:
2015 წლის აპრილის დასაწყისში, ნ---------–-–---–ი და ი-----------–---–ი დანაშაულებრივად დაუკავშირდნენ ერთმანეთს და განიზრახეს თაღლითურად, მოტყუებით დაუფლებოდნენ მ-------------ის კუთვნილ ფულად თანხას. ამ მიზნით, ი-----------–---–მა მ-------------ე დაარწმუნა, რომ შპს „ა---–-----------–---------ის“ დირექტორის ნ---------–-–---–ის მოადგილედ მუშაობდა და დაეხმარებოდნენ ფინანსთა სამინისტროს ელექტრონულ აუქციონზე მისთვის სასურველი ბინის იაფად შეძენაში. მეტი სარწმუნოობისთვის 2015 წლის 14 აპრილს, ნ---------–-–---–მა და ი-----------–---–მა მ-------------ე მიიყვანეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროში და რეგისტრაცია გაატარეს ელექტრონული აუქციონის ვებ-გვერდზე. იმავე დღეს, თ---–--–------------–------------1-ში მდებარე სს „თ----------ის“ ორთაჭალის სერვისცენტრში, ნ---------–-–---–მა და ი-----------–---–მა შპს „ა---–-----------–---------ის“ ანგარიშზე, მ-------------ეს მოტყუებით შეატანინეს ფულადი თანხა 30 000 აშშ დოლარის ოდენობით, თითქოსდა, აუქციონზე 200 000 ლარად ღირებული, თ---–--–----------------------------ში მდებარე ბინის შეძენის მიზნით. აღნიშნული თანხა ეტაპობრივად გაანაღდეს და მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრეს. მოქმედებდნენ რა ერთიანი დანაშაულებრივი განზრახვით, ზემოხსენებული ბინის შეძენის მიზნით, 2015 წლის აგვისტოდან - იმავე წლის დეკემბრამდე პერიოდში, ნ---------–-–---–ი თანამონაწილე ი-----------–---–თან ერთად, მოტყუებით, დამატებით დაეუფლა მ-------------ის კუთვნილ 1 300 აშშ დოლარს. ნ---------–-–---–მა და ი-----------–---–მა თავიანთი დანაშაულებრივი ქმედებით, დაზარალებულ მ-------------ეს მიაყენეს 31 300 აშშ დოლარის (70 314 ექვივალენტით ლარებში) დიდი ოდენობით ზიანი.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით:
დაზარალებულ მ-------------ის ჩვენებით, შვილებთან - თ-----------------ესთან და გ-------------------ესთან ერთად, ცხოვრობდა თბილისში, ი------------–--ის ქუჩის N---ში. მითითებული ბინა 2015 წელს გაყიდა 100 000 აშშ დოლარად, ბანკში არსებული სესხის გამო. ი-----------–---–ს იცნობს, დაახლოებით 2004 წლიდან. ი--ა იყო მისი შვილის გ-------ს ნათლიის - ნ-----–---------–---–------------ას ყოფილი რძალი. გაყიდვის შემდეგ, გადაფარა ვალი და დარჩა მხოლოდ 40 000 აშშ დოლარი. იმყოფებოდა უმძიმეს მდგომარეობაში, რა დროსაც ნ-----–-მ უთხრა, რომ მის რძალს ჰქონდა ფირმა ,,ა---–--------------“, შეეძლო დახმარებოდა და შეახვედრა ი-----------–---–ს, რომელმაც უთხრა, რომ ბინის შეძენაში დაეხმარებოდა. ფირმის დირექტორი იყო ნ---------–-–---–ი, მისი მოადგილე კი ი-----------–---–ი. ნ---------–-–---–ი გაიცნო ი--ასგან, გამოძიების პერიოდში, იგი ამოიცნო ფოტოსურათით. 2015 წლის აპრილში, ყ--------------------ში, 10-11 სართულზე მდებარე დუპლექსის ტიპის ბინა აჩვენა ინტერნეტით, რომელიც იყო 200 კვ/მეტრი და იყო 200 000 ლარის ღირებულების. უთხრა, რომ ნ---------–-–---–ს ჰყავდა ახლობელი დ-------–-–---, რომელიც მუშაობდა აღსრულების ეროვნულ ბიუროში, რომელსაც შეეძლო დახმარება. ბინის შეძენისთვის საჭირო იყო სამი თვე. პერიოდულად მის ფასს უნდა დაეკლო და 30 000 აშშ დოლარზე ჩამოსვლისას, უკვე შეძლებდა ბინის შეძენას. ი-----------–---–მა და ნ---------–-–---–მა წაიყვანეს იუსტიციის სამინისტროში, გამოართვეს პირადობა, მისცეს აქტივაციის კოდიც. გ--------–-ს ქუჩაზე მდებარე ,,ა---–--------------ს“ ოფისის მოპირდაპირე მხარეს მდებარე სს ,,თ----------ში“ იმ დღესვე, ფირმის ანგარიშზე შეატანინეს 30 000 აშშ დოლარი. სამი თვის შემდეგ, მეპატრონე სთხოვდა იმ ბინის დაცლას, სადაც ცხოვრობდა. ახალ ბინაში უნდა შესულიყო ივნისში. ამ პერიოდში, ი--ა და ნ----ა ეუბნებოდნენ, რომ აუცილებლად შეიყვანდნენ ახალ ბინაში. არც გვარს ეუბნებოდნენ მეპატრონის და არც ტელეფონის ნომერს. შემდეგ ჩამოიარა იმ კორპუსში მეზობლები და ერთ-ერთ სადარბაზოში, როდესაც გაუღეს კარი, ი--ას მიერ ნაჩვენები ფოტოებიდან იცნო ბინა. უთხრეს, რომ აღნიშნული ბინა რამდენიმე თვის წინ 160 000 აშშ დოლარად ჰქონდათ შეძენილი. ი--ა ამშვიდებდა, რომ არ ენერვიულა, რადგან მისი თქმით, აღნიშნული ბინა ექნებოდათ გაქირავებული. ნ----ა და ი--ა ეუბნებოდნენ, რომ ხარვეზები იყო და დრო მიეცა მათთვის. იბარებდნენ საჯარო რეესტრში, თუმცა კონკრეტულ მიზეზს არ ეუბნებოდნენ. თუ თავად ჩაერეოდა, საქმე გაფუჭდებოდა. შემდეგ უთხრეს, რომ პრობლემა მხოლოდ ის იყო, რომ მას ბინის ერთი სართულის ერთ შვილზე გაფორმება სურდა, ხოლო მეორე სართულის - მეორე შვილზე. ბოლოს ი-----------–---–ი ემალებოდა, სახლში იყო და კარს არ უღებდა. ი--ა ნ----ასთან აგზავნიდა, შემდეგ ის არ უღებდა კარს. ი--ას დაჰყავდა ხან ბახტრიონის, ხან შ-------ას ქუჩაზე, აჩვენებდა ბინებს და ეუბნებოდა, რომ მეპატრონეებს თავად არ დალაპარაკებოდა, რადგან ის და ნ----ა უყიდიდნენ ბინას. სააღსრულებო ბიუროში დ-------–-–---ს სანახავად წასულს, ნ----ამ დაურეკა გზაში და უთხრა, რომ დ-----ი იქ აღარ იყო და ტყუილად მიდიოდა. აგვისტოში უთხრეს, რომ ბინას უქირავებდნენ შ-------ას ქუჩაზე, საიდანაც ორ კვირაში გადაიყვანდნენ ყ--------------ზე მდებარე ბინაში, რომელიც ვითომ შეაძენინეს. ი-----------–---–ი სამი თვის განმავლობაში უხდიდა 350 აშშ დოლარს ქირის სახით, თუმცა შემდეგ მეპატრონემ გამოაგდო ბინიდან, რადგან აღარ უხდიდნენ ქირას. ერთი დღით გადაიყვანეს პ----ის ქუჩაზე. მან მითითებული ბინა საკუთარი ინიციატივით დატოვა, რადგან მიხვდა, რომ ატყუებდნენ. გარდა ზემოაღნიშნული 30 000 აშშ დოლარისა, მას უთხრეს, რომ დათო ლაშხიასთან სამსახურში პოლიცია იყო შესული და მას უნდა დაემატებინა 1000 აშშ დოლარი, რაც ნიკოლაძის ქუჩაზე გადასცა ი.ღ-----–---–ს. დეკემბერში კვლავ მოსთხოვა 300 აშშ დოლარი დ.ლაშხიასთვის მისაცემად. ნათესავმა მისცა მას ოქრო, რომელიც პ----ის ქუჩაზე დაალომბარდა ი-----------–---–თან ერთად და მისცა მას 300 აშშ დოლარი. ლომბარდში გაფორმდა ხელშეკრულება, რაც წარუდგინა გამოძიებას. ნ---------–-–---–ი ეუბნებოდა, რომ ღ----–--ის ქუჩაზე მდებარე, მისი დედის საცხოვრებელი ბინის შესასყიდად მოძიებული ჰყავდა ინვესტორი და მრავალსართულიანი საცხოვრებელი ბინის აშენების შემდეგ მისცემდა მას 80 კვადრატული მეტრი ფართობის მქონე ბინას. შემოდგომაზე, ი--ამ და ნ----ამ გადასცეს განკარგულება, რომლის თანახმადაც, აუქციონში მონაწილეობის და გამარჯვების შედეგად, მას ეკუთვნოდა 200 კვ/მეტრი ფართობის ბინა ყ------------------------ში. განკარგულებას ხელს აწერდა ნ---------–-–---–ი. განკარგულება გადასცა გამომძიებელს. იმ პერიოდში სჭირდებოდა მანქანა, რაზეც ი--ამ უთხრა, რომ თავის მანქანას - ,,ნ---------------–ს“ მისცემდა. აღნიშნულის სანაცვლოდ, გადაუხადა 2 500 აშშ დოლარი. ი--ას განმარტებით მალე გადაუფორმებდა მანქანას. ერთ დღეს, დიღმის დასაწყისში გააჩერა მანქანა. მასთან მივიდა იქვე მდებარე შპს ,,კ-----------ის“ დირექტორი და მოსთხოვა მანქანის კუთვნილების დამადასტურებელი დოკუმენტი. ვინაიდან აღნიშნული მანქანა ი--ას ჰქონია დალომბარდებული, წაართვა შპს „კ-----------მა“. საერთო ჯამში, ი--ას მისთვის დაბრუნებული აქვს მხოლოდ 800 აშშ დოლარი და 400 ლარი.
მოწმე გ-------------------ის ჩვენებით, დედასთან და დასთან ერთად, ცხოვრობდა თ---–--–---------–--ის ქუჩაზე მდებარე ბინაში, რომელიც დატვირთული იყო იპოთეკით. ბანკში არსებული სესხის გამო, მითითებული ბინა გაყიდა დედამ. ბინის დაცლისას შეიტყო, რომ დედამ 2015 წლის აპრილში, შპს ,,ტ-----ში“ ჩარიცხა 30 000 აშშ დოლარი, აუქციონზე სხვა ბინის შესაძენად. უშუალოდ ბინა ნ---ხი არ ჰქონდათ. დედას აღნიშნულში ეხმარებოდა შპს-ს თანამშრომელი ი-----------–---–ი. ი--ამ უქირავა მათ ბინა, საიდანაც ათ დღეში უნდა გადასულიყვნენ ახალ ბინაში. ნ----ასგან იცოდა, რომ აღსრულების ბიუროში მათ ბინასთან დაკავშირებულ საკითხს აგვარებდა ვინმე დ-------–-–---. მის სანახავად მიდიოდნენ, თუმცა ნ----ამ დაურეკა დედამისს და უთხრა, რომ ლაშხია იქ აღარ იყო და ტყუილად მიდიოდნენ. ი--ამ უქირავა მათ ბინა და როგორც ახსოვს, ორი თვის საფასური წინასწარ გადაუხადა ბინის მეპატრონეს. ი--ამ ერთხელ მისცა დედამისს მისი სწავლის საფასური. ნ----ა და ი--ა ორივე პირდებოდა, რომ ბინასთან დაკავშირებულ საკითხს მოაგვარებდნენ და ბინას გადასცემდნენ. ი--ას თავადაც შეხვდა, როდესაც მისგან 2 500 აშშ დოლარის სანაცვლოდ დედამისმა შეიძინა ,,ნ---------------–ის“ მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით: L--0---S-, რაც მოგვიანებით უნდა გადაეფორმებინა ი--ას მათთვის, თუმცა მანქანა ლომბარდმა წაიღო. მანქანის საფასური ი--ას მათთვის არ დაუბრუნებია. ბინასთან დაკავშირებით სხვადასხვა გარემოებას ასახელებდნენ გადაფორმების შეფერხების მიზეზად.
მოწმე თ-----------------ის ჩვენებით, 2015 წელს, დედასთან და ძმასთან ერთად ცხოვრობდა თ---–--–---------–--ის ქუჩაზე. მითითებული ბინა გაყიდეს 2015 წელს 100 000 აშშ დოლარად. აღებული თანხით გადაფარეს ვალი და ნაწილი თანხა დარჩათ. იმავე წლის აგვისტოს შუა რიცხვებში, შეიტყო, რომ დედამისმა - მ-------------ემ შპს ,,ტ-----ის“ ანგარიშზე ბანკში შეიტანა ფულადი თანხა, თ---–--–----------------------------ში მდებარე, ორსართულიანი ბინის შესაძენად, რაშიც ეხმარებოდა ი-----------–---–ი. მითითებული შპს-ს დირექტორი იყო ნ---------–-–---–ი. ბინა ადგილზე არ ჰქონდათ ნ---ხი. ნ.ხ--–-–---–თან და ი.ღ-----–---–თან ურთიერთობა ჰქონდა დედამისს. დედამისი მისი თანდასწრებითაც შეხვედრია ი--ას. შეხვედრია ნ---------–-–---–საც. სხვადასხვა ადგილას იბარებდა ხოლმე ი--ა. ერთხელ ი--ა დამატებით ითხოვდა 1000 აშშ დოლარს, რაც სჭირდებოდა დ-------–-–---ს მითითებული ბინის დოკუმენტებთან დაკავშირებით. შეთანხმდნენ ტელეფონით და ი--ას შეხვდნენ ნიკოლაძის ქუჩაზე, სადაც მისი თანხლებით მანქანაში გადასცა თანხა დედამისმა ი--ას. ი--ასთან ერთად ერთხელ წავიდნენ საჯარო რეესტრში, სადაც ი--ამ შეავსო რაღაც დოკუმენტები, როგორც თავად თქვა, მითითებულ ბინასთან დაკავშირებით. ჩააბარა თუ არა რეესტრში განცხადება არ იცის. ი--ა მანამდე ნ---ხი ჰყავდა დედამისის მეგობართან - ნ-----–---------–---–------------ასთან, რომლის რძალიც იყო ი-----------–---–ი. კიდევ ერთხელ გადასცა დედამისმა თანხა ი--ას, მისივე თხოვნის საფუძველზე. დედამისმა ლომბარდში ჩადო მისი ნათლიის სამკაულები. აღნიშნული თანხაც ი--ას გადასცა. ი-----------–---–მა და ნ---------–-–---–მა მ-------------ეს მისცეს შპს ,,ტ-----ის“ სახელით მომზადებული განკარგულება, რაც ადასტურებდა მ-------------ის მიერ აუქციონში მონაწილეობის ფაქტს და თ---–--–----------------------------ში მდებარე სახლის კუთვნილებას. ბინა საბოლოოდ მათ არ გადასცემიათ, არც თანხა დაბრუნებიათ. ნაქირავებ ბინაში გადასვლისას, სამი თვის განმავლობაში, ი--ა მათ უხდიდა ქირას. ბინის გარდა, დედამისმა ი--ასგან შეიძინა მანქანაც, სახელმწიფო ნომრით - L-0--ZA, რომელიც როგორც გაირკვა ლომბარდში იყო ჩადებული და წაართვეს.
მოწმე ნ-----–- ჯ--------ას ჩვენებით, ი-----------–---–ი იყო მისი რძალი. ნ---------–-–---–ი იყო შპს ,,ტ-----ის“ დირექტორი, ვისთანაც მუშაობდა ი-----------–---–ი. მისმა რძალმა ბინა დატვირთა იპოთეკით, ისე, რომ არ იცოდნენ. ბინა იპოთეკარებმა გაუყიდეს და ხუთი წელი ცხოვრობდნენ სარდაფში. მ-------------ე არის მისი მეგობარი. მისი ოჯახიდან გაიცნო მ-----მ ი--ა. ი--ა და ნ----ა აუქციონზე ეძებდნენ ბინას მ-----სთვის, რომლის შეძენის სანაცვლოდ, მ-----მ შპს „ტ-----ის“ სახელზე ჩარიცხა 30 000 აშშ დოლარი. თანხის გადაცემის თაობაზე იცოდა როგორც ი--ასგან, ისე მ-----სგან. მ----- რამდენიმე წელი ელოდა ბინას, თუმცა ვერც ბინა მიიღო და ვერც თანხა. ი--ა თავიდან ამბობდა, რომ რეალურად ბინა არსებობდა, შემდეგ თქვა, რომ ნ----ას ბრალი იყო მომხდარი. ი--ასგან მ-----მ მანქანაც შეიძინა, რომელიც დალომბარდებული აღმოჩნდა და წაართვეს.
მოწმე დ----------------ს ჩვენებით, 2015 წლის დეკემბერში, მასთან მივიდა მ-------------ე და სთხოვა 300 აშშ დოლარი, რაც არ ჰქონდა, თუმცა, ჰქონდა ოქროს ნივთები - ქორწინების ბეჭედი, ალმასის თვლიანი ჯვრები, რომლებიც შეკრიბა და მისცა მას. როგორც იცის, თანხა სჭირდებოდა ი-----------–---–ისთვის. საქმე ეხებოდა უძრავი ქონების შეძენას. სულ საჭირო იყო 30 000 აშშ დოლარი. ი-----------–---–ი იყო მ-----ს მეგობრის - ნ---ს ყოფილი რძალი. მის მიერ მიცემული ოქროს სამკაულები, როგორც იცის მ-----მ დაალომბარდა და მის პროცენტებსაც დღემდე მ.ჩ------ე იხდის.
მოწმე ქ--------–--------ის ჩვენებით, მუშაობს საფინანსო ორგანიზაცია შპს ,,გ-------------ში“ იურისტის თანამდებობაზე. მითითებული კომპანიის პ----ის ქუჩაზე მდებარე ფილიალში მ-------------ემ დაალომბარდა ოქროს ნივთები, რომელთა სანაცვლოდაც კომპანიისგან მიიღო 300 აშშ დოლარი.
მოწმე დ----- ს--------–--ის ჩვენებით, მისმა მძახალმა ლ--–-----------–---–მა უთხრა, რომ თანხა ჰქონდა გასესხებული პიროვნებაზე, რომელმაც სესხის სანაცვლოდ თბილისში, პ----ის ქუჩისა და ყ------ის გამზირის კვეთაზე მდებარე ბინა დაუტვირთა იპოთეკით, ვინაიდან თანხას ვეღარ უბრუნებდა მოვალე, ბინა გატანილი იყო აუქციონზე. 2017 წლის 14 აპრილს, მონაწილეობა მიიღო ელექტრონულ აუქციონში, რა დროსაც მითითებული ბინა შეისყიდა. თანხის პირველი ნაწილი დაახლოებით 30 000 ლარამდე შეიტანა აღსრულების ბიუროს ანგარიშზე. საერთო ჯამში გადაიხადა დაახლოებით 120 000 აშშ დოლარი. ბინაში არც უცხოვრიათ. მისი ინტერესი არ ჰქონიათ, რის გამოც მესაკუთრეებმა გამოიტანეს სესხი, გადაურიცხეს მას პირად ანგარიშზე და ბინა კვლავ ყოფილ მესაკუთრეს გადაუფორმა.
მოწმე მ------–------–---–ის ჩვენებით, მისი საცხოვრებელი და რეგისტრაციის მისამართია თ---–---------------------------ის ბინა N9. 2014 წელს, ნ---------–-–---–ის დედამ სთხოვა, რომ მის ქალიშვილს, კორესპოდენციის მისაღებად სურდა თავისი შპს-ს იურიდიულ მისამართად, მისი ფაქტობრივი და რეგისტრაციის მისამართის დაფიქსირება. ამ მიზნით, ნ---------–-–---–ს გაჰყვა მარჯანიშვილის ქუჩაზე მდებარე საჯარო რეესტრში, სადაც მითითებულ შპს იურიდიულ მისამართად მიუთითეს მისი ზემოაღნიშნული მისამართი.
მოწმე ი--------------ას ჩვენებით, მუშაობს საქართველოს შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს დეტექტივების განყოფილების დეტექტივის თანაშემწე გამომძიებლის თანამდებობაზე. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის პოლიციიდან შესული მიმართვისა და მასზე თანდართული მ-------------ის განცხადების საფუძველზე, 2017 წლის 01 აგვისტოს, თაღლითობის მუხლით დაწყებული გამოძიების ფარგლებში, გამოკითხა მოწმეები, გამოითხოვა - სამოქალაქო რეესტრიდან განცხადება-ანკეტა, ხოლო სს ,,თ----------იდან“ - სხვადასხვა დოკუმენტი, რომლებზეც ჩატარდა ხელწერის ექსპერტიზები. ჩაატარა ასევე ფოტოსურათით ამოცნობის ოქმი, რა დროსაც დაზარალებულმა ამოიცნო ნ---------–-–---–ი. დადგენილება ბრალდების შესახებ წარუდგინა ი-----------–---–ს, ხოლო ნ---------–-–---–ს მის დაუსწრებლად წარედგინა ბრალი, ვინაიდან მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, იგი არ იმყოფებოდა საქართველოში. მან მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად შედგენილი ოქმების ავთენტურობა დაადასტურა სრულად.
მოწმის სახით ექსპერტ მ-----------------ს ჩვენებით, 2017 წლის 22 აგვისტოს, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე გასცა ხელწერის ექსპერტიზა, რომლის თანახმად, ,,ხელმოწერები ნ---------–-–---–ის სახელით (ტექსტის სახით), განლაგებული, შპს ,,ა---–-----------–---------ის“ განკარგულებაზე, 15.10.2015 წლის თარიღით, ნაბეჭდი ტექსტის ქვემოთ, მარჯვნივ, გრაფაში: ,,დირექტორი: ნ.ხ--–-–---–ი“ და სალაროს გასავლის ორდერებზე, შესაბამისად შემდეგი ნომრებითა და თარიღებით: N----------, 14.04.2015 წ; N1---------, 17.04.2015 წ; N1---------, 16.04.2015წ; N1168419864, 24.04.2015წ; N1---------, 20.04.2015წ; N1---------, 14.05.2015წ; N1---------, 02.05.2015წ; N1165554074, 17.04.2015წ; N1---------, 04.05.2015 წლის თარიღებით, მარჯვენა მხარეს, გრაფებში: ,,კლიენტის ხელმოწერა“, შესრულებულია არა ი-----------–---–ის, არამედ შესრულებულია ნ---------–-–---–ის მიერ.“ შესადარებლად წარდგენილი ხელწერები ერთმანეთთან შედარებისას დადგინდა, რომ ნიმუშები ერთსა და იმავე პირს ეკუთვნოდა. რაც შეეხება კონკრეტულად ვის ხელმოწერაზეა საუბარი, ამ შემთხვევაში დადგენილ ფაქტად მიიღება, რომ ნამდვილად იმ პირისაა, ვისზეც მიუთითებს მოცემულ შემთხვევაში გამომძიებელი და საქმის მასალები. კვლევისას გამოიყენა გამადიდებელი შუშა, ასევე უახლესი კომპიუტერული დანადგარი.
მოწმე ზ-----------–--ის ჩვენებით, მუშაობს თ---–--–---------–----------------ში მდებარე ავტოლომბარდ შპს ,,კ-----------ში“ მენეჯერის თანამდებობაზე. ბრალდებული ნ---------–-–---–ი ერთხელ ჰყავს ნ---ხი, ხოლო ი-----------–---–ი - რამდენჯერმე. 2015 წლის 22 მაისს, ისინი მივიდნენ მასთან სამსახურში და დაალომბარდეს ,,ნ----ის“ მარკის, წითელი ფერის ავტომანქანა, რომელსაც ჰქონდა ფასიანი ნომერი, რაც უკან წაიღეს. მანქანა ირიცხებოდა შპს-ს სახელზე, რომლის დირექტორიც იყო ნ---------–-–---–ი. დალომბარდებიდან დაახლოებით 7-8 თვე იხდიდნენ პროცენტს, 2016 წლის იანვრამდე. სარგებელი შეჰქონდა ი-----------–---–ს. გადახდის შეწყვეტის შემდეგ, ურეკავდა ნ----ას და ი--ას, პასუხობდნენ და ეუბნებოდნენ, რომ თანხას მიიტანდნენ, თუმცა ამაოდ. მანქანა მოგვიანებით, სრულიად შემთხვევით, მისი ოფისის წინ გააჩერა მ-------------ემ, რომელსაც აუხსნეს, რომ მანქანა დაგირავებული იყო. მ-----მ უპრობლემოდ გადასცა მას მანქანის გასაღები და ტექპასპორტი. მანქანა გადაიყვანა სადგომზე. მ-----მ თქვა, რომ მანქანა ი-----------–---–ისგან იყიდა. მითითებული ავტომანქანა გადაფორმდა შპს ,,კ-----------ზე“ და 2017 წლის მაისში გაიყიდა 2000 აშშ დოლარად.
ბრალდებულმა ი-----------–---–მა წარდგენილ ყველა ბრალდებაში თავი სრულად ცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ ნ---------–-–---–ი გაიცნო ნ----ას დედისგან - ქ-------------–---–ისგან, რომელიც გაიცნო პატიმრობაში ყოფნისას. მას ჰქონდა ფირმა შპს „ა---–--------------“, სადაც ფორმალურად გაფორმებული ჰყავდა ნ---------–-–---–ი. ფირმის იურიდიული მისამართი არ იცის. დედის გარდაცვალების შემდეგ, ფირმაში ბევრი პრობლემა გამოაშკარავდა, რომელთა მოგვარებაშიც ეხმარებოდა ნ----ას. თავიდან ნ----ა საქმიანობას ეწეოდა წინამძღვრიშვილის ქუჩაზე, საიდანაც ქირის გადაუხდელობის გამო, გადავიდა ი.ღ-----–---–ის ყოფილი დედამთილის ნ-----–- ჯ--------ას სახლში, გ--------–-ს N4-ში, სადაც ჰქონდა კომერციული ფართი. ამ პერიოდში თავად ნ-----–-სთან ერთად ცხოვრობდა. შპს „ა---–--------------“ აუქციონებზე ყიდულობდა და ყიდიდა ქონებას. მ-------------ე იყო მისი ყოფილი დედამთილის ბავშვობის მეგობარი, რომელსაც იცნობს დაახლოებით 2004 წლიდან. მ----- მივიდა მათთან და უთხრა, რომ ჰქონდა პრობლემები, ბანკი ართმევდა ბინას, რჩებოდა რაღაც თანხა და სურდა ბინის ყიდვა. აღნიშნულის თაობაზე მან უთხრა ნ----ასაც. დუპლექსის ტიპის ბინა, რომელიც მოიძიეს, მდებარეობდა ყ--------------ზე, ფართი დიდი იყო. მეორედ მ-----ს ოფისში შეხვდა ნ----ასთან ერთად. მ-----სთვის ბინა არ უჩვენებიათ, მხოლოდ ფოტოსურათები ანახეს, რომელიც აუქციონზე იდო. იმ დროისთვის ბინის ფასი იყო 64 000 ლარი. ამ ბინისთვის ქალბატონმა მ-----მ ჩარიცხა 30 000 აშშ დოლარი. საბოლოოდ, ბინა ვერ შეიძინეს, რის თაობაზეც მ-----ს რამდენიმე თვის შემდეგ შეატყობინეს. აღნიშნული თანხიდან მას ნ----ასგან არაფერი მიუღია, სრულად მოხმარდა გარდაცვლილი ქ-------------–---–ის ვალების გასტუმრებას. თანხა ანგარიშიდან გამოჰქონდა ნ----ას. მ----- თითქმის ყოველდღე მიდიოდა ოფისში, აღარ ჰქონდა არაფრის საშუალება, რის გამოც ი--ა უხდიდა ბინის ქირასაც და ყველანაირად მატერიალური კუთხით, რითიც შეეძლო ეხმარებოდა. გარდა ამ 30 000 ლარისა მ-------------ისთვის გამორთმეული აქვს 1000 აშშ დოლარი და მოგვიანებით 300 აშშ დოლარი, რაც გამოიყენა პირადი საჭიროებისთვის. თანხის ჩარიცხვამდე ფინანსთა სამინისტროში რეგისტრაციაში გაატარა მ-------------ე. რაც შეეხება განკარგულებას, რომელიც შედგენილია 2015 წლის ოქტომბრის თვეში, არ ახსოვს რა დროს და რისთვის გადაეცა მ-----ს. განკარგულება გამოძიების პერიოდში ნახა თავადაც. უშუალოდ გადაცემის პროცესს ესწრებოდა თუ არა თავად, არ ახსოვს. გამოძიებაში ჩვენების მიცემისას, როდესაც აჩვენეს განკარგულება, მიამსგავსა თავის ხელმოწერას, შესაბამისად განაცხადა, რომ თავად გასცა განკარგულება, თუმცა, მოგვიანებით დადგინდა, რომ ხელმოწერა მას არ ეკუთვნოდა. განკარგულებაში მითითებულია, რომ მ-------------ემ შპს-ში ჩარიცხა ზემოაღნიშნული თანხა და მონაწილეობა მიიღო აუქციონში. ადასტურებს, რომ ზემოაღნიშნული დანაშაულებრივი ქმედება მან წინასწარი შეთანხმებით ჩაიდინა ნ---------–-–---–თან ერთად, რასაც გულწრფელად ნანობს. ავტომობილი, რაც მ-----ს მიჰყიდა რეგისტრირებული იყო ნ----ას ფირმის სახელზე, როდესაც ჩადეს ლომბარდში, თუმცა იყო მისი საკუთრება და ფორმალურად იყო გაფორმებული შპს „ტ-----ზე“. მ-----ს ავტომობილის სანაცვლოდ გამოართვა 2 500 აშშ ლარი. გადაცემის ფაქტს ესწრებოდა მხოლოდ თავად და მ-------------ე.
ამოღების ოქმის თანახმად, 2017 წლის 10 აგვისტოს, თბილისში, ისანი-სამგორის სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში, მ----- დ-----ის ასულ ჩ------ისგან (პ/ნ 0----------) ამოღებულ იქნა 2015 წლის 15 ოქტომბრით დათარიღებული შპს ,,ა---–-----------–---------ის“ განკარგულება დედნის სახით, ერთ ფურცლად, რაც კანონით დადგენილი წესით დაილუქა.
შპს ,,ა---–-----------–---------ის“ 2015 წლის 15 ოქტომბრის განკარგულების შესაბამისად, შპს ,,ა---–-----------–მა ტ-----მა“ (ს/ნ 4--------) 2015 წლის 23 ივნისს, მონაწილეობა მიიღო საქართველოს საჯარო აუქციონზე, ქალბატონ თ-----------------ის (პ/ნ 0----------; მცხოვრები: თბილისში, ი------------–--ის ქუჩის N---ს ბინა N---ში) სახელით, (აქტივაციის კოდი 1-----). აუქციონზე მოხდა უძრავი ქონების შეძენა 67 000 ლარად. უძრავი ქონება წარმოადგენს საცხოვრებელ ბინას, რომელიც განთავსებულია თბილისში ა-–---------- ყ------------------------ში, თერთმეტსართულიანი კორპუსის მე-10-11 სართულზე, საცხოვრებელი ფართით 202 კვ/მეტრი. განკარგულება გადაეცა შპს ,,ა---–-----------–---------ის“ დირექტორს - ნ---------–-–---–ს (პ/ნ 0----------, მცხოვრები თბილისში, ღ----–--ის ქუჩის N--ში) შემდგომში საჯარო რეესტრში წარსადგენად.
სს ,,თ----------ის“ ოპერაციების ცენტრალიზებულად დამუშავების განყოფილების სახელმწიფო სტრუქტურებთან ურთიერთობის ქვეგანყოფილების უფროსი მენეჯერის წერილის თანახმად, სს ,,თ----------ის“ ერთ-ერთი ფილიალი მდებარეობს თბილისში, ორთაჭალაში, გ--------–-ს ქ-------- ში.
ეროვნული ბანკიდან ინფორმაციის მოპოვების შესახებ ოქმის მიხედვით, საქართველოს ეროვნული ბანკიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, 2015 წლის 14-15 აპრილის მდგომარეობით, დოლარის კურსი ლართან მიმართებაში არის 2,2435 ლარი (30 000 აშშ დოლარი - 67 305 ლარი); 2015 წლის 8-9 დეკემბრის მდგომარეობით, დოლარის კურსი ლართან მიმართებაში არის 2,3859 ლარი (300 აშშ დოლარი - 715,77 ლარი); 2015 წლის აგვისტოს მდგომარეობით, დოლარის კურსი ლართან მიმართებაში არის 2,3465 ლარი (2 500 აშშ დოლარი - 5 866,25 ლარი, 1 000 აშშ დოლარი - 2 326,5 ლარი).
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს გენერალური დირექტორის წერილის შესაბამისად, მ-------------ემ (პ/ნ 0----------) ელექტრონული აუქციონის ვებგვერდზე www.eauction.ge რეგისტრაცია გაიარა 2015 წლის 14 აპრილს (აქტივაციის კოდი -abv8lt). მას ვებგვერდზე გამოცხადებულ არც ერთ ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობა არ მიუღია. თ-----------------ე (პ/ნ 0----------) ვებგვერდზე www.eaucation.ge მომხმარებლად არ არის დარეგისტრირებული.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბიზნეს რეგისტრაციის სამსახურის მენეჯერის მიმართვის თანახმად, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის მონაცემებში შპს ,,ა---–-----------–---------ის“ საიდენტიფიკაციო ნომერია 4--------, იურიდიული მისამართია - საქართველო, თბილისი, ისანი-სამგორის რაიონი, გურჯაანის ჩიხის N6, ბინა N9. აღნიშნული შპს-ს რეგისტრაციის თარიღია 2014 წლის 06 მარტი. წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირია ნ---------–-–---–ი (პ/ნ 0----------).
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უძრავი ნივთის მესაკუთრის თანხმობის შესახებ განაცხადის ფორმის მიხედვით, მ------–------–---–მა (პ/ნ 0----------) 2014 წლის 05 მარტს, განაცხადა თანხმობა, რომ შპს ,,ა---–-----------–---------ის“ იურიდიულ მისამართად რეესტრში მითითებული ყოფილიყო მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მისამართი - თ---–---------------------------ის ბინა N9.
საჯარო რეესტრიდან ამონაწერის შესაბამისად, მ------–------–---–ის (პ/ნ 0----------) საკუთრებაში ირიცხება თ---–--–------------------------------------ში მდებარე უძრავი ქონება.
ამოღების ოქმის თანახმად, 2017 წლის 17 აგვისტოს, თბილისში ა-----–------------------ში მდებარე „თ----------ის“ ადმინისტრაციულ შენობაში, ამავე ბანკის სახელმწიფო სტრუქტურებისა და ურთიერთობების განყოფილების მენეჯერის თ------–-–---–ისგან ამოღებულ იქნა ამონაწერი ანგარიშიდან G------------------------, ანგარიშის მფლობელი - შპს „ა---–-----------–---------ი“, პერიოდი - 14/04/2015-14/05/2015, სალაროს შემოსავლის ორდერი N1---------, დათარიღებული 14.04.2015 წლით; სალაროს გასავლის ორდერი N----------, დათარიღებული 14.04.2015 წლით; სალაროს გასავლის ორდერი N1---------, დათარიღებული 16.04.2015 წლით; სალაროს გასავლის ორდერი N1---------, დათარიღებული 17.04.2015 წლით; სალაროს გასავლის ორდერი N1----------, დათარიღებული 17.04.2015 წლით; სალაროს გასავლის ორდერი N1---------, დათარიღებული 20.04.2015 წლით; სალაროს გასავლის ორდერი N1---------, დათარიღებული 24.04.2015 წლით; სალაროს გასავლის ორდერი N1---------, დათარიღებული 02.05.2015 წლით; სალაროს გასავლის ორდერი N1---------, დათარიღებული 04.05.2015 წლით; სალაროს გასავლის ორდერი N1---------, დათარიღებული 14.05.2015 წლით, სალაროს გასავლის ორდერი დედნის სახით 10 ფურცლად, შპს „ა---–----------–---------ის“ ამონაწერი ანგარიშიდან ორ ფურცლად.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის 2017 წლის 14 აგვისტოს წერილის შესაბამისად, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების სამსახურის საარქივო მასალებში დ-------–-–---ს პირადი საქმე არ ინახება.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს უფროსის წერილის თანახმად, თბილისში, ა-–---------- ყ------ის N---–-------------------–------------------–---------------------- აუქციონის წესით 277 440 ლარად შეიძინა დ----- ს--------–--ემ (პ/ნ 3----------). აუქციონი დასრულდა 2015 წლის 22 აპრილს და მასში მონაწილეობდა მხოლოდ ერთი მომხმარებელი - დ----- ს--------–--ე.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელ ქ------------------ის მიერ 2015 წლის 11 აგვისტოს გაცემული განკარგულების შესაბამისად, 2015 წლის 22 აპრილს გამართულ, იძულებით საჯარო აუქციონზე, თბილისში, ა-–---------- ყ------ის N---–-------------------–------------------–-----------------------ის მესაკუთრე გახდა დ----- ს--------–--ე.
ნიმუშის აღების შესახებ ოქმის მიხედვით, 2017 წლის 15 აგვისტოს, ი-----------–---–ისგან, მისივე თანხმობით, აღებულ იქნა ხელწერისა და ხელმოწერის ნიმუშები.
ამოღების ოქმის თანახმად, 2017 წლის 18 აგვისტოს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ბიუროს არქივიდან სპეციალისტ ნაილი წაქაძისგან, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ამოღებულ იქნა: ნ---------------------–----–-–---–ის (პ/ნ 0----------, დაბადებული 1----–-–--------------) განცხადება-ანკეტა, დათარიღებული 20-- წლის 02 ივლისით და განცხადება პირადობის ელექტრონული მოწმობის გაცემის შესახებ, დათარიღებული 2015 წლის 17 მარტით.
20-- წლის 12 ივლისის იპოთეკის N1060 ხელშეკრულების მიხედვით, მ-------------ემ ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია იზიკრედ ჯორჯიაში“ 120 დღის ვადით, აიღო სესხი, რაც უზრუნველყო მის საკუთრებაში არსებული თბილისში, ი------------–--ის ქუჩის N---ს ბინა N---ში მდებარე უძრავი ქონებით.
2015 წლის 14 აპრილის უძრავი ქონების ხელშეკრულების შესაბამისად, გ---------------ემ მ-------------ისგან შეიძინა თბილისში, ი------------–--ის ქუჩის N---ს ბინა N---ში მდებარე უძრავი ქონება 100 000 აშშ დოლარად.
ფოტოსურათით ამოცნობის ოქმის თანახმად, 2017 წლის 15 სექტემბერს მ-------------ემ მისთვის წარდგენილ ოთხ ფოტოსურათზე, ამოიცნო N1 ფოტოზე გამოსახული ნ---------–-–---–ი.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის მთავარი სამმართველოს მონაცემთა აღრიცხვისა და რეგისტრაციის სამმართველოს უფროსის მოადგილის 2017 წლის 16 აგვისტოს წერილზე დართული საზღვრის კვეთის თაობაზე ინფორმაციის მიხედვით, ნ---------–-–---–ს (პ/ნ 0----------) საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა სარფის საბაჟო გამტარი პუნქტის გავლით, უფიქსირდება 2016 წლის 23 ნოემბერს.
ძებნის გამოცხადების შესახებ 2017 წლის 03 ოქტომბრის დადგენილების თანახმად, ნ---------–-–---–ს (პ/ნ 0----------) მიმართ გამოცხადდა ძებნა.
ქმედება ჩადენილი, დიდი ოდენობით:
დაზარალებულ მ-------------ის ჩვენებით, მან შპს ,,ა---–-----------–---------ის“ ანგარიშზე აუქციონზე ბინის შესყიდვის პირველადი საფასური - 30 000 აშშ დოლარი ჩარიცხა 2015 წლის 14 აპრილს. მანვე მითითებულ პროცესისთვის დამატებით 1 300 აშშ დოლარი გადასცა ი-----------–---–ს.
მოწმე გ-------------------ის ჩვენებით, დედამისმა მ-------------ემ შპს ,,ა---–-----------–---------ის“ ანგარიშზე, აუქციონზე ბინის შესყიდვის მიზნით, ჩარიცხა 30 000 აშშ დოლარი.
მოწმე თ-----------------ის ჩვენებით, დედამისმა მ-------------ემ შპს ,,ა---–-----------–---------ის“ ანგარიშზე, აუქციონზე ბინის შესყიდვის მიზნით, გადარიცხული თანხის გარდა, ი-----------–---–ს, მისი თანდასწრებით, დამატებით გადასცა 1 000 აშშ დოლარი.
მოწმე ნ-----–- ჯ--------ას ჩვენებით, როგორც მისი ყოფილი რძლისგან - ი-----------–---–ისგან და მეგობრისგან - მ-------------ისგან იცის, მ-------------ემ შპს ,,ა---–-----------–---------ის“ ანგარიშზე ჩარიცხა 30 000 აშშ დოლარი.
მოწმის სახით დაკითხულ ბრალდებულ ი-----------–---–ის ჩვენებით, მ-------------ემ, შპს ,,ა---–-----------–---------ის“ ანგარიშზე ჩარიცხა 30 000 აშშ დოლარი. მისთვის დამატებით გამორთმეული აქვს 1 300 აშშ დოლარი.
მ-------------ის მიერ გამოძიებისთვის წარდგენილი ქვითრის თანახმად, სს ,,თ----------ის“ ნაძალადევის ფილიალში, 2015 წლის 14 აპრილს, ფიზიკურმა პირმა - მ-------------ემ (პ/ნ 0----------), შპს ,,ა---–-----------–---------ის“ ანგარიშზე გადარიცხა 30 000 აშშ დოლარი.
ეროვნული ბანკიდან ინფორმაციის მოპოვების შესახებ ოქმის მიხედვით, საქართველოს ეროვნული ბანკიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, 2015 წლის 14-15 აპრილის მდგომარეობით, დოლარის კურსი ლართან მიმართებაში არის 2,2435 ლარი (30000 აშშ დოლარი - 67305 ლარი); 2015 წლის 8-9 დეკემბრის მდგომარეობით, დოლარის კურსი ლართან მიმართებაში არის 2,3859 ლარი (300 აშშ დოლარი - 715,77 ლარი).
შპს ,,ა---–-----------–---------ის“ ანგარიშიდან ამონაწერის შესაბამისად, მითითებული შპს-ს დოლარის საბანკო ანგარიშზე (G-------------------------), მ-------------ემ 2015 წლის 14 აპრილს, ჩარიცხა 30 000 აშშ დოლარი. მითითებული ამონაწერის თანახმად, იმავე დღეს ნ---------–-–---–მა ანგარიშიდან მოხსნა 10 000 დოლარი, შემდეგ პერიოდულად გამოჰქონდა ანგარიშიდან სხვადასხვა ოდენობის თანხა. უკანასკნელი გამოტანა ფიქსირდება 2015 წლის 14 მაისს და გამოტანილი თანხის ოდენობაა 1 475,99 აშშ დოლარი.
სამართლებრივი შეფასება:
სასამართლომ მხარეთა სრული თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა და შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის და ბრალდებულების დამნაშავედ ცნობისთვის საკმარისობის თვალსაზრისით, ასევე იმ მტკიცებულებებით, რაც მხარეთა მიერ გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული და მხარეები შეთანხმდნენ მასზე, მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზეა ერთმანეთთან შეთანხმებული, სანდო და ურთიერთშეჯერებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რაც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ი-----------–---–ის ბრალეულობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით; 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და იმავე კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (02 ეპიზოდი), კერძოდ, თაღლითობაში, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლებაში, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია; თაღლითობაში, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლებაში, ჩადენილი წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით და თაღლითობაში, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლებაში (ორი ეპიზოდი), ასევე ნ---------–-–---–ის ბრალეულობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, კერძოდ, თაღლითობაში, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლებაში, ჩადენილი წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისთვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 06 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, § 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 08 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, § 32).
იმისთვის, რომ პირის ქმედება დაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით, საჭიროა სახეზე გვქონდეს პირის სურვილი და ნება, რომ მას სურს ამ ქმედების ჩადენა. თაღლითობა კი, თავისი არსით გულისხმობს მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლებას ან ქონებრივი უფლების მიღებას მოტყუებით. მოტყუება ეს არის სიმართლის დამახინჯება ან გარკვეულ გარემოებათა განზრახ დაფარვა. სწორედ ტყუილის მეშვეობით ხდება ძირითადი მოქმედების შესრულების უზრუნველყოფა.
სასამართლო განმარტავს, რომ თაღლითობის ობიექტია საკუთრებითი ურთიერთობები, ხოლო მის საგანს წარმოადგენს სხვისი მოძრავი ან უძრავი ქონება. ობიექტური მხრივ თაღლითობა მისი ჩადენის ხერხში მდგომარეობს. საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ სხვა დანაშაულებისგან განსხვავებით, რომლებისთვისაც დამახასიათებელია დანაშაულის განხორციელების ფიზიკური ხერხი, თაღლითობისას, პირის მოქმედებას ინფორმირებული ხასიათი აქვს, ან გამოხატულია დამნაშავესა და დაზარალებულს შორის არსებული ნდობის ფაქტორი.
ქონების დაუფლების საშუალებაა მოტყუება. ცხადია მოტყუება თავისთავად არ გულისხმობს სხვისი ქონების დაუფლებას, მაგრამ მისი დახმარებით ხდება ძირითადი მოქმედების შესრულების უზრუნველყოფა.
თაღლითობის მნიშვნელოვან თავისებურებას წარმოადგენს ის, რომ სხვის ქონებას ისაკუთრებს პირი ან იგი გადადის მის მფლობელობაში და მას ამ ქონების მიმართ უჩნდება განსაზღვრული უფლებამოსილება. ამ დანაშაულის სუბიექტური მხარე პირდაპირ განზრახვაში გამოიხატება. პირს გაცნობიერებული აქვს, რომ იგი თაღლითობით მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლება სხვის ქონებას, რითაც ზიანს აყენებს მის მესაკუთრეს და სურს ამ შედეგის დადგომა.
სასამართლო აღნიშნავს, რომ იმისთვის, რათა დადგინდეს მისაკუთრების მართლსაწინააღმდეგო მიზანი, თავად ქმედება უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო, ე.ი. მესაკუთრის, მფლობელის ან მოსარგებლის ნებისაგან საწინააღმდეგო, მათი მფლობელობიდან ნივთის გასვლის შემდეგ, დამნაშავე უნდა ცდილობდეს მის მისაკუთრებას არამართლზომიერი გზით. თავად კი, უნდა აცნობიერებდეს, რომ ის სჩადის დანაშაულს. ამასთან, მნიშვნელოვანია, პირს გაცნობიერებული ჰქონდეს, რომ მისი ქმედება ზიანის მომტანია ნივთის მესაკუთრისთვის.
იმ მტკიცებულებებით, რაც მხარეთა უშუალო მონაწილეობით იქნა გამოკვლეული, კერძოდ, მოწმეების: გ-------------------ის, თ-----------------ის, ნ-----–- ჯ--------ას, დ----- ს--------–--ის, ი--------------ას, ქ--------–--------ის, მ------–------–---–ის, დ----------------ს, მ-----------------ს, ზ-----------–--ის, დაზარალებულ მ-------------ის, ბრალდებულ ი-----------–---–ის ჩვენებებით, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული წერილობითი მტკიცებულებებით, ასევე იმ მტკიცებულებებით, რაც მხარეთა მიერ გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული და მხარეები შეთანხმდნენ მასზე, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ 2015 წლის თებერვალში, ი-----------–---–ი ნ------–----ეს გაეცნო როგორც შპს „ა---–-----------–---------ის“ თანამშრომელი და დაარწმუნა, რომ აუქციონზე იაფად აყიდინებდა ბინებს. 2015 წლის მაისში, ი-----------–---–ი დაუკავშირდა ნ------–----ეს და მოატყუა, თითქოსდა, ფინანსთა სამინისტროს ელექტრონულ აუქციონზე იყიდებოდა თ---–--–--------------------------ში მდებარე ბ------- (ს.კ 01.10.13.0--.0--.02.0--) და დაეხმარებოდა მის შეძენაში 20 000 ლარად. ნ------–----ე ენდო რა ი-----------–---–ს, უძრავი ქონების შეძენის მიზნით, 2015 წლის 14 მაისს, შპს „ა---–-----------–---------ის“ საბანკო ანგარიშზე ჩარიცხა 20 000 ლარი, რის შედეგადაც ი-----------–---–მა კომპანიის დირექტორის - ნ---------–-–---–ის მეშვეობით, გამოიტანა ნ------–----ის კუთვნილი 20 000 ლარი და მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა მას.
ი-----------–---–ი მ---------–---–ს გაეცნო, თითქოს იყო ფინანსთა სამინისტროს მომსახურეობის სააგენტოს ელექტრონული აუქციონის თანამშრომელი და დაარწმუნა, რომ 25 000 ლარად, ელექტრონულ აუქციონზე შეაძენინებდა თ---–--–------–----------------------------–----------------------------------ში მდებარე ბინას (ს/კ 01.14.01.0--.0--.01.5--). ამ მიზნით, 2016 წლის 28-29 იანვარს, მ---------–---–მა ი-----------–---–ს, როგორც საგარანტიო თანხა, ხელზე ორ ეტაპად გადასცა 5 000 ლარი. 2016 წლის თებერვალში, ი-----------–---–მა მოატყუა მ---------–---–ი, თითქოს მონაწილეობა მიიღო აუქციონში და მისთვის შეიძინა უძრავი ქონება, მაშინ, როცა ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობა საერთოდ არ მიუღია და მითითებული უძრავი ქონება უკვე შეძენილი ჰქონდა სხვა პირს. ი-----------–---–მა მ---------–---–ს დამატებით მოსთხოვა 18 000 ლარის გადახდა უძრავი ქონების შეძენის მიზნით. მ---------–---–ი ენდო ი-----------–---–ს და 2016 წლის 13 თებერვალს, თბილისში, საბურთალოზე მდებარე სს ,,თ----------ის“ ფილიალში შპს ,,ა---–----------–---------ის“ საბანკო ანგარიშზე ჩარიცხა 18 000 ლარი, რის შედეგადაც ი-----------–---–მა კომპანიის დირექტორის - ნ---------–-–---–ის მეშვეობით, გამოიტანა მ---------–---–ის კუთვნილი 18 000 ლარი და მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა მას.
2015 წლის აგვისტოში, თბილისში, ი------------–--ის ქუჩაზე, ი-----------–---–მა შპს „კ-----------ის“ სახელზე რეგისტრირებული ,,X------“-ის მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით: L--0---S-, როგორც მისი საკუთრება, 2 500 აშშ დოლარად მიჰყიდა მ-------------ეს. ამ გზით თაღლითურად, მოტყუებით დაეუფლა მ-------------ის კუთვნილ ფულად თანხას 2 500 აშშ დოლარს და მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა.
2015 წლის აპრილის დასაწყისში, ი-----------–---–ი და ნ---------–-–---–ი დანაშაულებრივად დაუკავშირდნენ ერთმანეთს და განიზრახეს თაღლითურად, მოტყუებით დაუფლებოდნენ მ-------------ის კუთვნილ ფულად თანხას. ამ მიზნით, ი-----------–---–მა მ-------------ე დაარწმუნა, რომ შპს „ა---–-----------–---------ის“ დირექტორის ნ---------–-–---–ის მოადგილედ მუშაობდა და დაეხმარებოდნენ ფინანსთა სამინისტროს ელექტრონულ აუქციონზე მისთვის სასურველი ბინის იაფად შეძენაში. მეტი სარწმუნოობისთვის 2015 წლის 14 აპრილს, ი-----------–---–მა და ნ---------–-–---–მა მ-------------ე მიიყვანეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროში და რეგისტრაცია გაატარეს ელექტრონული აუქციონის ვებ-გვერდზე. იმავე დღეს, თ---–--–------------–------------1-ში მდებარე სს „თ----------ის“ ორთაჭალის სერვისცენტრში, ი-----------–---–მა და ნ---------–-–---–მა შპს „ა---–-----------–---------ის“ ანგარიშზე, მ-------------ეს მოტყუებით შეატანინეს ფულადი თანხა 30 000 აშშ დოლარის ოდენობით, თითქოსდა, აუქციონზე 200 000 ლარად ღირებული, თ---–--–----------------------------ში მდებარე ბინის შეძენის მიზნით. აღნიშნული თანხა ეტაპობრივად გაანაღდეს და მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრეს. მოქმედებდნენ რა ერთიანი დანაშაულებრივი განზრახვით, ზემოხსენებული ბინის შეძენის მიზნით, 2015 წლის აგვისტოდან - იმავე წლის დეკემბრამდე პერიოდში, ი-----------–---–ი თანამონაწილე ნ---------–-–---–თან ერთად, მოტყუებით, დამატებით დაეუფლა მ-------------ის კუთვნილ 1 300 აშშ დოლარს. ნ---------–-–---–მა და ი-----------–---–მა თავიანთი დანაშაულებრივი ქმედებით დაზარალებულ მ-------------ეს მიაყენეს 31 300 აშშ დოლარის (70 314 ექვივალენტით ლარებში) დიდი ოდენობით ზიანი.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენელ ელემენტს წარმოადგენს ქმედება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
განსახილველ შემთხვევაში იმისთვის, რომ მოცემული დანაშაულის შემადგენლობა გვქონდეს სახეზე, მის აუცილებელ პირობას წარმოადგენს ნივთის მესაკუთრისთვის ან სხვა კანონიერი მფლობელისთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენება.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის მე-3 ნაწილის თანახმად, საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებთან მიმართებით, მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარს ზევით.
იმის შესაფასებლად, ი-----------–---–ის დანაშაულებრივი ქმედების (ავტომანქანა ,,N------------”-ის გასხვისების ეპიზოდი) შედეგად ნამდვილად მიადგა თუ არა დაზარალებულ მ-------------ეს მნიშვნელოვანი ზიანი, სასამართლო ითვალისწინებს მოწმის სახით დაკითხულ დაზარალებულ მ-------------ის, მოწმეების - გ-------------------ის, თ-----------------ის, მ----- ჯ--------ას, ზ-----------–--ის, ქ--------–--------ის ჩვენებებს და იმ მტკიცებულებებს, რაც მხარეთა მიერ გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული და მხარეები შეთანხმდნენ მასზე, რომელთა მიხედვითაც, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ი-----------–---–ის დანაშაულებრივი ქმედების შედეგად, დაზარალებულ მ-------------ეს მიადგა 2 500 აშშ დოლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი. ეროვნული ბანკიდან გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, 2015 წლის აგვისტოს მდგომარეობით, დოლარის კურსი ლართან მიმართებაში იყო 2,3465 ლარი, შესაბამისად 2 500 აშშ დოლარი უდრიდა 5 866,25 ლარს, რაც მნიშვნელოვნად აღემატება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის მესამე ნაწილით გათვალისწინებულ 150 ლარს.
სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენელ ელემენტს წარმოადგენს ქმედება, რამაც დიდი ოდენობით ზიანი გამოიწვია.
განსახილველ შემთხვევაში იმისთვის, რომ მოცემული დანაშაულის შემადგენლობა გვქონდეს სახეზე, მის აუცილებელ პირობას წარმოადგენს ნივთის მესაკუთრისთვის ან სხვა კანონიერი მფლობელისთვის დიდი ოდენობით ზიანის მიყენება.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის პირველი ნაწილის თანახმად, საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებთან მიმართებით, დიდი ოდენობად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 10 000 ლარს ზევით.
იმის შესაფასებლად, ი-----------–---–ის დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად, ნამდვილად მიადგათ თუ არა დაზარალებულებს - ნ------–----ეს და მ---------–---–ს, ხოლო ი-----------–---–ისა და ნ---------–-–---–ის ერთობლივი ქმედებით მ-------------ეს დიდი ოდენობით ზიანი, სასამართლო ითვალისწინებს იმ მტკიცებულებებს, რაც მხარეთა უშუალო მონაწილეობით იქნა გამოკვლეული, კერძოდ, მოწმეების: მ-------------ის, გ-------------------ის, თ-----------------ის, ნ-----–- ჯ--------ას, ბრალდებულ ი-----------–---–ის ჩვენებებს, მ-------------ის მიერ გამოძიებისთვის წარდგენილ საბანკო ქვითარს, საქმეზე გამოთხოვილ შპს ,,ა---–-----------–---------ის“ საბანკო ამონაწერს, საქართველოს ეროვნული ბანკიდან გამოთხოვილ ინფორმაციას და იმ მტკიცებულებებს, რაც მხარეთა მიერ გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული და მხარეები შეთანხმდნენ მასზე, რომელთა მიხედვითაც, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ი-----------–---–ის დანაშაულებრივი ქმედების შედეგად, დაზარალებულ ნ------–----ეს მიადგა 20 000 ლარის დიდი ოდენობით ზიანი, მ---------–---–ს - 18 000 ლარის დიდი ოდენობით ზიანი, ხოლო ი-----------–---–ისა და ნ---------–-–---–ის ერთობლივი ქმედებით, მ-------------ეს მიადგა 70 314 ლარის დიდი ოდენობით ზიანი.
სასამართლო მიუთითებს, რომ ბრალდებულმა ი-----------–---–მა სხდომაზე აღიარა მის მიმართ წარდგენილი ოთხივე ბრალდება და საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები უდაოდ გახადა. რაც შეეხება მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ძებნილი ბრალდებულის - ნ---------–-–---–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას, აღნიშნულს ადასტურებს სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. კერძოდ, დაზარალებულ მ-------------ის ჩვენებით, მას ბინის ყიდვასთან დაკავშირებულ საკითხებში, გარდა ი-----------–---–ისა, ეკონტაქტებოდა ნ---------–-–---–იც, რომელიც ჰპირდებოდა მას ბინის შეძენაში დახმარებას. აღნიშნულს ადასტურებს საქმეზე მოწმის სახით დაკითხული თ-----------------ის, გ-------------------ის და ნ-----–- ჯ--------ას ჩვენებებიც. მ-------------ემ საქმეში წარმოდგენილი ქვითრის თანახმად, შპს ,,ა---–-----------–---------ის“ ანგარიშზე 2015 წლის 14 აპრილს, ჩარიცხა 30 000 აშშ დოლარი, რომლითაც შემდგომში უნდა მომხდარიყო მისთვის ბინის შეძენა. მითითებული შპს-ს დირექტორი და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი იყო ნ---------–-–---–ი, რაც დასტურდება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის მონაცემებით.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს უფროსის წერილის თანახმად, თბილისში, ა-–---------- ყ------ის N---–-------------------–------------------–----------------------, აუქციონის წესით შეიძინა დ----- ს--------–--ემ. აუქციონი დასრულდა 2015 წლის 22 აპრილს. იმის თაობაზე, რომ ბინა, რომლის შეძენაში დახმარებასაც ი-----------–---–ი და ნ---------–-–---–ი სთავაზობდნენ მ-------------ეს, 2015 წლის 22 აპრილის მდგომარეობით, რეალურად გასხვისებული იყო და აუქციონი იყო დამთავრებული, რაც ი-----------–---–ისთვის და ნ---------–-–---–ისთვის ცნობილი იყო, თუმცა მიუხედავად აღნიშნულისა, ნ---------–-–---–ს მ-------------ის მიერ მისი შპს-ს ანგარიშზე ბინის შესაძენად ჩარიცხული თანხიდან, 2015 წლის 22 აპრილის შემდეგაც გამოჰქონდა თანხა. ბოლო გამოტანა მას უფიქსირდება 2015 წლის მაისში, რაც დადასტურებულია საქმეზე წარმოდგენილი საბანკო ამონაწერით. მითითებული თანხა კი დაზარალებულს არ დაბრუნებია. აუქციონის დასრულების თაობაზე ინფორმირებულობა დაადასტურა სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ბრალდებულმა ი-----------–---–მაც. რაც შეეხება ნ---------–-–---–ის მიერ მითითებულ ვინმე დ-------–-–---ს, რომელიც ვითომდა მუშაობდა აღსრულების ეროვნულ ბიუროში და აგვარებდა აუქციონზე მ-------------ისთვის შესაძენ ბინასთან დაკავშირებულ საკითხებს, საქმეში წარმოდგენილი აღსრულების ეროვნული ბიუროს უფლებამოსილი პირის წერილის თანახმად, ამ სახელითა და გვარით პიროვნებას საერთოდ არ უმუშავია აღსრულების ეროვნულ ბიუროში. აღნიშნული წარმოადგენდა მხოლოდ თაღლითური სქემის ნაწილს, რათა შემდგომში დ-------–-–---სთვის გადასაცემი თანხა - 1 300 აშშ დოლარი მ-------------ისთვის მოეთხოვათ ბრალდებულებს დამატებით. იმ დროს კი, როდესაც მ-------------ემ გადაწყვიტა აღსრულების ეროვნულ ბიუროში მისვლა და დ-------–-–---ს ნახვა, ნ---------–-–---–მა დაურეკა მას და უთხრა, რომ ამ პიროვნებას იქ ვერ ნახავდა, რასაც ადასტურებს დაზარალებულის შვილი გ-------------------ეც.
რაც შეეხება საქმეში არსებულ განკარგულებას, რომელიც მიუთითებს თ-----------------ის მიერ აუქციონში გამარჯვებას და თბილისში, ყ------ის N3ა-ში მდებარე უძრავი ქონების მისდამი კუთვნილებას, ხელმოწერილია ნ---------–-–---–ის მიერ, რასაც ადასტურებს საქმეზე წარმოდგენილი ხელწერისა და ხელმოწერის ექსპერტიზის დასკვნა, რომლის ავტორმაც - ექსპერტმა მ-----------------მ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნის სისწორე. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ორ გარემოებაზე, პირველ რიგში მნიშვნელოვანია განკარგულების, როგორც სამართლებრივი აქტის მნიშვნელობა და მის გამოცემაზე უფლებამოსილი პირის დადგენა. ამასთან დაკავშირებით, სასამართლო მიუთითებს ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-183 მუხლის მე-10 პუნქტზე, რომლის თანახმად, ,,სააღსრულებო წარმოებისას ქონების შემძენისთვის საკუთრების უფლების მინიჭების შესახებ განკარგულება არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი“. ამავე კანონის 75-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად ,,აუქციონში გამარჯვებული პირის მიერ ქონების ფასის სრულად გადახდის შემდეგ, აღსრულების ეროვნული ბიურო გამოსცემს განკარგულებას აუქციონზე შეძენილ ქონებაზე საკუთრების შესახებ“. აღნიშნულიდან გამომდინარე, მითითებული განკარგულების გამოცემაზე უფლებამოსილი პირი არის სააღსრულებო ბიურო და ისიც მას შემდეგ, რაც აუქციონში გამარჯვებული პირი ქონების ღირებულების საფასურს შეიტანს შესაბამის ანგარიშზე, რაც გამოიცა კიდეც დ----- ს--------–--ის მიერ ზემოაღნიშნული ქონების შეძენისას, მისი საფასურის გადახდის შემდეგ. მოცემულ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ნ---------–-–---–ი არ იყო უფლებამოსილი მითითებული განკარგულება გამოეცა. მან გამოიყენა ყალბი დოკუმენტი თაღლითობის ჩადენისას, რათა დაზარალებულის მეტი ნდობა მოეპოვებინა. მართალია, უშუალოდ პირველი ქმედების ჩადენისას, როდესაც ი.ღ-----–---–მა და ნ.ხ--–-–---–მა 30 000 აშშ დოლარი ჩაარიცხინეს მ-------------ეს შპს-ს ანგარიშზე, არ ყოფილა გამოყენებული აღნიშნული ყალბი დოკუმენტი, თუმცა იგი საჭირო იყო მ-------------ის ნდობის შესანარჩუნებლად, ვინაიდან პირველ ჯერზე თანხის გამორთმევის შემდეგ, მ-------------ემ ბრალდებულთა მოთხოვნის შესაბამისად, კვლავ გადასცა მათ დამატებით 1 300 აშშ დოლარი, შესაბამისად, ის გარემოება, რომ ბრალდებულებისთვის მ-------------ის ნდობა მნიშვნელოვანი იყო, უდავოა. ამასთან, სასამართლო მიუთითებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს უფროსის წერილზე, რომლის თანახმად, ზემოაღნიშნულ აუქციონში მონაწილეობა მხოლოდ ერთ კანდიდატს - დ----- ს--------–--ეს ჰქონდა მიღებული, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ნ---------–-–---–ის მიერ გამოცემული განკარგულების სიყალბეს.
ყოველივე ზემოთ მითითებულის მხედველობაში მიღებით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია ის გარემოება, რომ ი-----------–---–მა და ნ---------–-–---–მა ერთობლივად, წინასწარ განიზრახეს მ-------------ის კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლება, რაც ასევე ერთობლივი და შეთანხმებული ქმედებებით მოიყვანეს სისრულეში. თავდაპირველად ი-----------–---–ი შევიდა მასთან ნდობაში, შემდეგ გააცნო მას ნ---------–-–---–ი. ისინი ერთობლივად პირდებოდნენ დახმარებას ბინის შეძენაში მ-------------ეს, შეატანინეს მას თანხა შპს-ს ანგარიშზე, რაც ნ---------–-–---–ს გამოჰქონდა ეტაპობრივად, მიუხედავად იმისა, რომ მ-------------ისთვის საყიდელი ბინა აუქციონის წესით უკვე გასხვისებული იყო. ი-----------–---–ი და ნ---------–-–---–ი ერთობლივად აგრძელებდნენ მ-------------ის მოტყუებას. დამატებით გამოართვეს მას 1 300 აშშ დოლარი, შემდეგ კი, ორივე ემალებოდა მას და როგორც დაზარალებულის ჩვენებიდან ირკვევა, როდესაც იგი აკითხავდა ბრალდებულებს, პასუხისმგებლობისგან თავის არიდების მიზნით, ი--ა ნ----ასთან აგზავნიდა მას და პირიქით.
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ მის მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად მოხდა საქმეში არსებულ მტკიცებულებათა შეფასება, თითოეული მათგანის, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის, აგრეთვე ბრალდებულ ი-----------–---–ის და ნ---------–-–---–ის დამნაშავედ ცნობისთვის საკმარისობის თვალსაზრისით, ასევე იმ მტკიცებულებებით, რაც მხარეთა მიერ გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული და მხარეები შეთანხმდნენ მასზე, კერძოდ, მოწმეების - ნ------–----ის, პავლე ვაშაკიძის, ირინა ჩაგანავას, რუიზან ბერიშვილის, დ----- ვაშაკიძის, ნიკოლოზ კვირიკაშვილის, ეკატერინე ლაბარტყავას, ბორია დევრისაშვილის, ნესტან ქადაგიშვილის გამოკითხვის ოქმებით; სს ,,თ----------იდან“, ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოდან და საჯარო რეესტრიდან გამოთხოვილი დოკუმენტაციით; დათვალიერების ოქმებით და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ი-----------–---–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით; 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და იმავე კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (02 ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა. კერძოდ, ი-----------–---–მა ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია; მანვე ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით და ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დიდი ოდენობით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით (ორი ეპიზოდი), ასევე უტყუარად დასტურდება ნ---------–-–---–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, კერძოდ, მან ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით. შესაბამისად, მათ სწორედ აღნიშნული კვალიფიკაციებით უნდა დაედოთ მსჯავრი.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ი-----------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი გულწრფელად აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულებს, არ არის ნასამართლევი, დაზარალებულებისთვის მიყენებული ზიანი მცირე ოდენობა აქვს ანაზღაურებული, გამოთქვამს მზაობას სრულად აუნაზღაუროს მიყენებული ზიანი დაზარალებულებს, არის მცირეწლოვანი შვილების დედა, ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება მას არ გააჩნია. ნ---------–-–---–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია, ხოლო პასუხისმგებლობას უმძიმებს ის გარემოება, რომ იგი ძებნილია, მან თავი აარიდა სასამართლოს, რითაც ხელი შეუშალა მართლმსაჯულების სწრაფ განხორციელებას.
სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დიდი ოდენობით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით, ხოლო 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დიდი ოდენობით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი, არის კანონის საპასუხო სანქცია ჩადენილ დანაშაულებთან მიმართებით. შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
სასჯელთა დანიშვნის დროს სასამართლო მხედველობაში იღებს ჩადენილი დანაშაულების მოტივსა და მიზანს, ქმედებებში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედებების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგებს, დამნაშავეთა პიროვნებებს, დანაშაულების ჩადენის შემდეგ მათ ქცევას, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს, რომლებიც გავლენას ახდენს სასჯელზე, აგრეთვე იმ გარემოებას, რამდენად სამართლიანი, შესატყვისი და პროპორციული იქნება დანიშნული სასჯელები ჩადენილი დანაშაულების სიმძიმესთან.
სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს მიიჩნევს, რომ ბრალდებულთა რესოციალიზაციისთვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისთვის, ბრალდებულების პიროვნების, მათი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების გათვალისწინებით, ი-----------–---–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით; 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და იმავე კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (02 ეპიზოდი) გათვალისწინებული სანქციების ფარგლებში უნდა დაენიშნოს არასაპატიმრო სასჯელები - ჯარიმის სახით, რაც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების მიღწევას. მათი ოდენობა კი უნდა განისაზღვროს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა და ბრალდებულის მატერიალური მდგომარეობის შესაბამისად. ამასთან, ი-----------–---–ს საბოლოო სასჯელი უნდა განესაზღვროს დანაშაულთა ერთობლიობით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი წესით, რომლის მიხედვითაც, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ხოლო ნ---------–-–---–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში უნდა დაენიშნოს საპატიმრო სასჯელი, ვინაიდან მან თავი აარიდა სასამართლოს, რითიც ხელი შეუშალა მართლმსაჯულების სწრაფ განხორციელებას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ნ---------–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 30 სექტემბრის განჩინებით, ნ---------–-–---–ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გაუქმდეს.
მსჯავრდებული ნ---------–-–---–ი, დაკავების შემთხვევაში შესახლებულ იქნეს შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის აღსრულების მიზნით, ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან.
ი-----------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარის ოდენობით;
ი-----------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ნ------–----ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით;
ი-----------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (მ---------–---–ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით;
ი-----------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა - ჯარიმამ 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარის ოდენობით, შთანთქოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და იმავე კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (02 ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ი-----------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარის ოდენობით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 08 ივლისის და ამავე სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 30 სექტემბრის განჩინებით, ი-----------–---–ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო გაუქმდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 30 სექტემბრის განჩინებით, ი-----------–---–ის მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 199-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ვალდებულება - საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობისა და პასპორტის გამომძიებლისთვის ჩაბარების თაობაზე, გაუქმდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2016 წლის 09 აგვისტოს განჩინებით, გამოყენებული იძულების ღონისძიება გაუქმდეს და ყადაღა მოეხსნას ი-----------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების - გირაოს თანხის გადახდის უზრუნველსაყოფად, ო------------------–----–----------------–---------ში (საკადასტრო კოდით: 26.01.62.1--) მდებარე, ნ-------------–-–---–ის (პირადი ნომრით: 0----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ექვივალენტურ ნაწილს.
მსჯავრდებულ ი-----------–---–ის მიმართ ძირითადი სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმის გადახდაზე კონტროლი და აღსრულება დაევალოს საქართველოს აღსრულების ეროვნული ბიუროს ტერიტორიულ ერთეულს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის შესაბამისად.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი ი-----------–---–ის მიმართ, შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
განაჩენი ნ---------–-–---–ის მიმართ, ბრალდების მხარის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით, ხოლო დაცვის მხარის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით, მსჯავრდებულის დაპატიმრებიდან ან სათანადო ორგანოებში გამოცხადების მომენტიდან ერთი თვის ვადაში, ან განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თუ მსჯავრდებული მოითხოვს სააპელაციო საჩივრის განხილვას მისი მონაწილეობის გარეშე.
მოსამართლე: ნ----ა გუდაძე