გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 31.08.2018
საქმის ნომერი
330310018002509620
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
31.08.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/3911-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

31 აგვისტო, 2--- წელი ქ.თბილისი

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე-ეკატერინე ჯინჭველაშვილი

სხდომის მდივანი-გვანცა ჩალიგავა

 

მოსარჩელე- საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო(საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უფლებამონაცვლე)

წარმომადგენელი- ნ--------–---

მოპასუხე- გ----------–--ე

დავის საგანი -სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ თანხის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მო---ოვნა

 

1.1. მოპასუხეს-გ----------–--ეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს 1-----.9-(თ--------------- შ--------------–--------- ლარი და ო---მოცდაცამეტი თეთრი) ლარი(იხ. სასარჩელო განცხადება; ს.ფ. 2-16).

 

მოსარჩელის განმარტებით, 2--- წლის 24 მაისს გ----------–--ემ განცხადებით მიმართა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და მოითხოვა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, მ--------- ტექნიკურ უნივერსიტეტში, ინფორმატიკის ფაკულტეტზე ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის დაფინანსება და წარადგინა შესაბამისი სამოტივაციო წერილი. მიმართვის დროისათვის მას უკვე გავლილი ჰქონდა 3 სასწავლო სემესტრი და იმჟამად იყო მე-4 სემესტრის სტუდენტი. 2--- წლის 4 ოქტომბერს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა(შემდგომში ,,გრანტის გამცემი’’) და მოქალაქე გ----------–--ეს(შემდგომში ,,გრანტის მიმღები’’) შორის გაფორმდა N3-----/2---/8- ხელშეკრულება (შემდგომში - ხელშეკრულება). ხელშეკრულების ფარგლებში გრანტის მიმღები დაფინანსდა 1----.9-ლარით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, მ--------- ტექნიკური უნივერსიტეტის ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე 2----2--- სასწავლო წლისათვის სწავლის საფასურითა და საზღვარგარეთ ცხოვრებასთან დაკავშირებული ხარჯების ასანაზღაურებლად. ხელშეკრულების მე-3 მუხლის 3.4 პუნქტის 3.4.5 ქვეპუნქტის თანახმად, გრანტის მიმღები ვალდებულია სწავლის დასრულების შემდეგ, გრანტის გამცემს წარუდგინოს მ--------- ტექნიკური უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხის მიღების დამადასტურებელი დოკუმენტი. ამავე მუხლის 3.4 პუნქტის 3.4.7 ქვეპუნქტის თანახმად, გრანტის მიმღები ვალდებულია დაკისრებული ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში გრანტის გამცემს სრულად დაუბრუნოს გრანტის სახით გადაცემული თანხა. გრანტის გამცემი ხელშეკრულების მე-3 მუხლის 3.1 პუნქტის 3.1.1. ქვეპუნქტის შესაბამისად, პერიოდულად ტელეფონით ან/და მაილის საშუალებით ახორციელებდა მონიტორინგს გრანტის მიმღების მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების თაობაზე. კერძოდ, 2016წლის 22 სექტემბერს, მონიტორინგის განხორციელების დროს, გრანტის მიმღებმა გრანტის გამცემს აცნობა შემდეგი - "ვსწავლობ ჯერ კიდევ იგივე უნივერსიტეტში(მ--------- ტექნიკური უნივერსიტეტი), ამჟამად ფაკულტეტ: informatik: games engineering (ინფორმატიკა: თამაშების ინჟინერია). დავამთავრებ 1.5 - მაქსიმალურ 2 წელიწადში. ეხლა ვარ საქართველოში, 2 დღეში 23.09-ში მივემგზავრები ისევ გერმანიაში."

 

მოსარჩელის განმარტებით, 2--- წლის 24 აპრილს, მონიტორინგის ფარგლებში, გრანტის გამცემმა კვლავ მიმართა გრანტის მიმღებს იმის გასარკვევად, ხომ არ ჰქონდა დასრულებული სასწავლო პროგრამა, ვინაიდან გრანტის მიმღების მიერ ჯერ კიდევ არ იყო წარმოდგენილი სწავლის დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტი და იგი იყო დებიტორების სიაში. აღნიშნულის პასუხად გრანტის მიმღებმა ამავე წლის 08 მაისს მოწერა, რომ ჯერ კიდევ არ ჰქონდა დასრულებული სწავლა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე იძულებულია თავისი კანონიერი უფლებისა და ინტერესების დასაცავად მიმართოს სასამართლოს.

 

2.1. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე- გ----------–--ეს წერილობითი ფორმით შესაგებელი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს(საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უფლებამონაცვლე) სარჩელზე არ წარმოუდგენია, სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა მოსარჩელე-გ----------–--ემ კი ცნო სარჩელი.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1 2--- წლის 24 მაისს, გ----------–--ემ განცხადებით მიმართა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და მოითხოვა დაერთოთ ნება მონაწილეობა მიეღო ,,ნიჭიერი, გამორჩეული უნარ-ჩვევებისა და მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე პირთა საგანმანათლებლო პროგრამის’’ ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსში უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ბაკალავრიატის საგანმანთლებლო პროგრამაზე სწავლის დაფინანსების მოსაპოვებლად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- გ----------–--ის 2--- წლის 24 მაისის განცხადება, მოტივაცია(ს.ფ. 17-19)

 

3.1.2. 2--- წლის 4 ოქტომბერს, ერთის მხრივ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროგრამების დეპარტამენტს, წარმოდგენილი ამავე დეპარტამენტის უფროსის ნი------------- სახით(შემდგომში „გრანტის გამცემი“) და მეორეს მხრივ, გ----------–--ეს(---------------------------------------)(შემდგომში „გრანტის მიმღები“), შორის გაფორმდა გრანტის შესახებ ხელშეკრულება.

 

დასახელებული ხელშეკრულების 1.1. მუხლის თანახმად, „საქართველოს 2--- წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონის, საქართველოს მთავრობის 2---წლის 21 თებერვლის №4- დადგენილების საფუძველზე დამტკიცებული პროგრამა „ცოდნის კარის” ფარგლებში შექმნილი სპეციალური საკონკურსო კომისიის 2--- წლის 1- ივნისის №- ოქმითა და 2--- წლის 27აგვისტოს 9 ოქმით მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ამავე დადგენილებით დამტკიცებული „ცოდნის კარის“ „ნიჭიერი, გამორჩეული უნარ-ჩვევებისა და სწავლის მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე პირთა საგანმანათლებლო ქვეპროგრამის“ ფარგლებში, „გრანტის გამცემი” უსასყიდლოდ გადასცემს მიზნობრივ ფულად სახსრებს „გრანტის მიმღებს“ უცხო ქვეყნის სასწავლო დაწესებულების ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის ღირებულებისა და საზღვარგარეთ ცხოვრებასთან დაკავშირებული ხარჯების დასაფინანსებლად(ამ ხელშეკრულების დანართის შესაბამისად).

 

დასახელებული ხელშეკრულების მე-2 მუხლის 2.1. პუნქტის თანახმად, „გრანტის გამცემი“ „გრანტის მიმღებს“ უსასყიდლოდ გადასცემს მიზნობრივ ფულად სახსრებს გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, მ--------- ტექნიკურ უნივერსიტეტში ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე 2----2--- სასწავლო წლისათვის სწავლის საფასურისა და საზღვარგარეთ ცხოვრებასთან დაკავშირებული ხარჯების ასანაზღაურებლად. „გრანტის გამცემი” გრანტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის გაცემას ახორციელებს უნაღდო ანგარიშსწორებით, ეროვნულ ვალუტაში, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გადახდის დღისათვის დადგენილი კურსის შესაბამისად;

 

დასახელებული ხელშეკრულების მე-2 მუხლის 2.2. პუნქტის თანახმად, ,,გრანტის გამცემი“ „გრანტის მიმღებს“ გრანტის სახით გადასცემს 5----(ხ----ი ათასი) ევროს ეკვივალენტ თანხას ეროვნულ ვალუტაში, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გადახდის დღისათვის დადგენილი კურსის შესაბამისად;

 

დასახელებული ხელშეკრულების მე-2 მუხლის 2.2.1 პუნქტის თანახმად, მ--------- ტექნიკურ უნივერსიტეტის ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის საფასურს 2--(ო---- ოცდაორი) ევროს ეკვივალენტ თანხას ეროვნულ ვალუტაში საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გადახდის დღისათვის დადგენილი კურსის შესაბამისად;

 

დასახელებული ხელშეკრულების მე-2 მუხლის 2.2.2 პუნქტის თანახმად, საზღვარგარეთ ცხოვრებასთან დაკავშირებული ხარჯების ასანაზღაურებლად 4----(ო---- ათას შ------ სამოცდათვრამეტი) ევროს ეკვივალენტთანხას ეროვნულ ვალუტაში საქართველოს ეროვნული ბანკისმიერ გადახდის დღისათვის დადგენილი კურსის შესაბამისად;

 

დასახელებული ხელშეკრულების მე-3 მუხლის 3.1.1. პუნქტის თანახმად ,,გრანტის გამცემს“ უფლება აქვს: ნებისმიერ დროს, მის მიერ შერჩეული ფორმითა და საშუალებით, მოახდინოს „გრანტის მიმღებისათვის”გადარიცხული თანხების ხარჯვისა და ამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების მონიტორინგი;

 

დასახელებული ხელშეკრულების მე-3 მუხლის 3.2. პუნქტის თანახმად, ,,გრანტის გამცემი“ ვალდებულია სრულად და დროულად დააფინანსოს ,,გრანტის მიმღები“(წერილობითი განაცხადის მიღების საფუძველზე ) ამავე ხელშეკრულების მე-2 მუხლის შესაბამისად;

 

დასახელებული ხელშეკრულების მე-3 მუხლის 3.4.1 მუხლის თანახმად, გრანტის მიმღები ვალდებულია ხელშეკრულების ფარგლებში მიღებული გრანტის თანხები გამოიყენოს მხოლოდ ხელშეკრულების 1-ლი და მე-2 მუხლის 2.1 პუნქტით გათვალისწინებული მიზნებისათვის;

 

დასახელებული ხელშეკრულების მე-3 მუხლის 4.2 პუნქტის თანახმად, ,,გრანტის გამცემს“ უფლება აქვს ,,გრანტის მიმღების“ მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ცალმხრივად, საკუთარი გადაწყვეტილებით შეწყვიტოს ხელშეკრულების მოქმედება, რაც დაუყონებლივ უნდა აცნობოს ,,გრანტის მიმღებს“;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2--- წლის 4 ოქტომბრის ,,გრანტის შესახებ’’ ხელშეკრულება №3-----/2---/8- (ს.ფ. 20-23)

 

3.1.3 2--- წლის 06 დეკემბერს, გ----------–--ემ განცხადებით მიმართა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და მოითხოვა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და მის მიერ 2--- წლის 4ოქტომბერს გაფორმებული გრანტის შესახებ №3-----/2---/8- ხელშეკრულების თანახმად, ხელშეკრულების დანართისა და ინვოისის შესაბამისად, სწავლის საფასური 2-- ევრო გადაერიცხათ მ--------- ტექნიკური უნივერსიტეტის ანგარიშზე.

 

2--- წლის 06 დეკემბერს, გ----------–--ემ განცხადებით მიმართა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და აცნობა, რომ მის მიერ წარდგენილი ცნობა ადასტურებს, 2---/1- სასწავლო წლის ზამთრის სემესტრის(01ოქტომბერი 2---წ.-მარტი 2---წ.) გადასახადი შეადგენს 1-- ევროს. ასევე 2--- წლის ზაფხულის სემესტრის(01 აპრილი 2--- წ-30 სექტემბერი 2---წ) გადასახადიც შეადგენს 1-- ევროს. ამასთან აცნობა, რომ ზამთრის სემესტრის გადასახადის გადახდის ვადა იწურება 2---წლის 15 სექტემბერს, ამიტომ გადაიხადა იგი პირადად. ასევე აღნიშნული განცადებით გ----------–--ემ განუმარტა, რომ თუ ჩაურიცხავდნენ მითითებულ ანგარიშზე 2---/1- სასწავლო წლის მთლიან საფასურს 2-- ევროს, მაშინ უნივერსიტეტი მას დაუბრუნებდა მის მიერ პირადად გადახდილ 1--ევროს.

 

2--- წლის 06 დეკემბერს, გ----------–--ემ განცხადებით მიმართა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და მის მიერ 2--- წლის 4 ოქტომბერს გაფორმებული გრანტის შესახებ №3-----/2---/8- ხელშეკრულების თანახმად, მოითხოვა ხელშეკრულების დანართის შესაბამისად, საყოფაცხოვრებო ხარჯებისათვის განკუთვნილი თანხის 4--- ევროს ოდენობით გადარიცხვა მის პირად საბანკო ანგარიშზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- გ----------–--ის 2--- წლის 06 დეკემბრის განცხადება (ს.ფ. 24)

- გ----------–--ის 2--- წლის 06 დეკემბრის განცხადება(ს.ფ. 25)

-გ----------–--ის 2--- წლის 06 დეკემბრის განცხადება(ს.ფ. 26)

 

3.1.4. 2--- წლის 06 დეკემბრის №- საგადასახადო დავალების თანახმად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გ----------–--ეს გადაერიცხა 4---.00(ო----ათას შ------ სამოცდათვრამეტი) ევრო.

 

2--- წლის 12 დეკემბრის №----- საგადასახადო მო---ოვნის თანახმად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გ----------–--ეს გადაერიცხა 1-----.4-(თერთმეტი ათას ო----ორმოცდათვრამეტი ლარი და ორმოცი თეთრი)ლარი.

 

2--- წლის 12 დეკემბრის №----- საგადასახადო მო---ოვნის თანახმად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გ----------–--ეს სასწავლო გრანტის დაფინანსების მიზნით გადაერიცხა 523.53(ხ----ასოცდასამი ლარი და ორმოცდაცამეტი თეთრი)ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2--- წლის 06 დეკემბრის №- საგადასახადო მო---ოვნა(ს.ფ. 27)

-2--- წლის 12 დეკემბრის №----- საგადასახადო მო---ოვნა(ს.ფ28)

-2--- წლის 12 დეკემბრის №----- საგადასახადო მო---ოვნა(ს.ფ29)

 

3.1.5. 2--- წლის 02 მაისს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ წერილით მიმართა გ----------–--ეს და აცნობა, რომ 2--- წლის 4 ოქტომბერს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და თქვენს შორის გაფორმდა გრანტის შესახებ ხელშეკრულება N3-----/2---/8-. აღნიშნული ხელშეკრულების მე-3 მუხლის 3.4 პუნქტის 3.4.5 ქვეპუნქტის თანახმად „გრანტის მიმღები“ ვალდებულია სწავლის დასრულების შემდეგ „გრანტის გამცემს“ წარუდგინოს მ--------- ტექნიკური უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხის მიღების დამადასტურებელი დოკუმენტი(ქართულ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული). ამავე მუხლის 3.4.7 ქვეპუნქტის თანახმად, ,,გრანტის მიმღები’’ ვალდებულია დაკისრებული ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში ,,გრანტის გამცემს’’ სრულად დაუბრუნოს გრანტის სახით გაცემული თანხა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე გ----------–--ეს დაევალა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უმოკლეს ვადაში წარუდგინოთ სასწავლო პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო იტოვებს უფლებას მიმართოს სამართლებრივ ზომებს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2--- წლის 05 დეკემბრის წერილი №M--------------(ს.ფ. 33)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მხარეებს შორის ფაქტობრივი გარემოებები სადაოდ არ არის გამხდარი.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და სხდომაზე გამოცხადებული მხარის ახსნა-განმარტების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს(საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უფლებამონაცვლე) მიერ აღძრული სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხეს- გ----------–--ეს, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს 1-----,9-(თერმეტიათას შ--------------–--------- ლარი და ო---მოცდაცამეტი თეთრი) ლარის გადახდა.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

,,გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს მთავრობის 2--- წლის 21თებერვლის N4- დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს 2--- წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული „სახელმწიფო სასწავლო, სამაგისტრო გრანტების, დოქტორანტურის პროგრამებისა და ახალგაზრდების წახალისების პროგრამის“ ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან პროგრამა „ცოდნის კარი“, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 251-ე მუხლი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე მუხლები, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 131-ე, 208-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ” ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორცილების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსათან დადებული სამოქალაქო-სამართლებრივი ხელშეკრულება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიყენოს საქმიანობის როგორც საჯაროსამართლებრივი, ასევე კერძოსამართლებრივი ფორმები, მათ შორის, დადოს როგორც ადმინისტრაციული, ისე კერძოსამართლებრივი ხელშეკრულება. კონკრეტულ შემთხვევაში, ადმინისტრაციული და სამოქალაქო სამართლებრივი ხელშეკრულებების გამიჯვნა შესაძლებელია ამ ხელშეკრულებათა მიზნის დადგენის გზით.

 

6.2. საქართველოს მთავრობის 2--- წლის 21 თებერვლის N4- დადგენილებით დამტკიცებული იქნა ,,საქართველოს 2--- წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული „სახელმწიფო სასწავლო, სამაგისტრო გრანტების, დოქტორანტურის პროგრამებისა და ახალგაზრდების წახალისების პროგრამის“ ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან პროგრამა „ცოდნის კარი“, რომლის 2.1 მუხლის თანახმადაც, პროგრამა ,,ცოდნის კარი“ ხელს უწყობს: ა)ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარებისათვის საჭირო მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებას; ბ)საქართველოს მოქალაქეთა ან პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელთა მიერ უცხო ქვეყნის საგანმანათლებლო დაწესებულებებში განათლების მიღებას; გ)საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების ან აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი უწყების სპეციალური საკონკურსო კომისიისათვის დასაბუთებული მიმართვის საფუძველზე უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ბაკალავრიატის, მაგისტრატურის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის, დოქტორანტურის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლას.

 

საქართველოს მთავრობის 2--- წლის 21 თებერვლის N4- დადგენილების 4.1 მუხლის თანახმად, ,,სამაგისტრო და სადოქტორო ქვეპროგრამის“ ბენეფიციარია საქართველოს მოქალაქე, პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელი:

ა) რომელსაც მოპოვებული აქვს ბაკალავრის აკადემიური ხარისხი, ჩარიცხულია უცხოეთის შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სამაგისტრო პროგრამაზე, ასაკი არ აღემატება 35 წელს და რომელიც:

ა.ა) შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არსებული შეფასების სისტემის მიხედვით ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლისას გამოირჩეოდა მაღალი აკადემიური მოსწრებით;

 

ა.ბ) უცხოეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მაგისტრატურაში სწავლისას შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მოქმედი შეფასების სისტემის მიხედვით გამოირჩევა მაღალი აკადემიური მოსწრებით, უცხოეთის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურაში სწავლის პირველი სასწავლო წლის დასრულების შემდგომ დაფინანსების მო---ოვნის შემთხვევაში;

ბ)რომელიც ჩარიცხულია უცხოეთის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სადოქტორო პროგრამაზე და მოპოვებული აქვს ნაწილობრივი დაფინანსება მინიმუმ 50%-ის ოდენობით.

 

ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ,,ნიჭიერი, გამორჩეული უნარ-ჩვევებისა და მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე პირთა საგანმანათლებლო ქვეპროგრამის“ ბენეფიციარია საქართველოს მოქალაქე, პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელი, რომელიც:

ა) არის სხვადასხვა საერთაშორისო თუ ეროვნული სასწავლო ღონისძიებებისა თუ კონკურსების გამარჯვებული, ჩაბარებული აქვს უცხოეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე და რომელიც:

ა.ა) შესაბამის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში არსებული შეფასების სისტემის მიხედვით ზოგადი განათლების დამამათავრებელ კლასში გამოირჩეოდა მაღალი აკადემიური მოსწრებით;

ა.ბ) უცხოეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ბაკალავრიატში სწავლისას შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მოქმედი შეფასების სისტემის მიხედვით გამოირჩევა მაღალი აკადემიური მოსწრებით, უცხოეთის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატში სწავლის პირველი სასწავლო წლის დასრულების შემდგომ დაფინანსების მო---ოვნის შემთხვევაში;

ბ) ჩარიცხულია უცხოეთის საგანმანათლებლო დაწესებულებაში სახელოვნებო და შემოქმედებითი მიმართულების საგანმანათლებლო პროგრამებზე. (22.08.2--- N 217)

 

საქართველოს მთავრობის 2--- წლის 21 თებერვლის N4- დადგენილების 5.5 მუხლის თანახმად, სპეციალური საკონკურსო კომისიის მიერ, უცხოეთის საგანმანათლებლო დაწესებულების სახელოვნებო და შემოქმედებით საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული ბენეფიციარებიდან „საქართველოს 2--- წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსათვის გამოყოფილი შესაბამისი ასიგნებებიდან დასაფინანსებელი კანდიდატების შერჩევა, შერჩეული კანდიდატებისათვის გამოსაყოფი დაფინანსების ოდენობის განსაზღვრა ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით, ხოლო დაფინანსების გაცემას, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, უზრუნველყოფს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო. ამავე დადგენილების მე-7 მუხლის თანახმად, სპეციალური საკონკურსო კომისია: ა) იღებს გადაწყვეტილებას კონკურსის გამოცხადების შესახებ და შეიმუშავებს სახელმძღვანელო პრინციპებს, რომლის საფუძველზეც შეირჩევა „ცოდნის კარის“ პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი კანდიდატები; ბ) შეარჩევს კანდიდატებს ,,ცოდნის კარის“ პროგრამის ფარგლებში; გ)განსაზღვრავს შერჩეული კანდიდატებისათვის გამოსაყოფი დაფინანსების ოდენობას; გ1)იღებს გადაწყვეტილებას უცხოეთის საგანმანათლებლო დაწესებულების სახელოვნებო და შემოქმედებით საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული პირების „საქართველოს 2--- წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული „სახელმწიფო სასწავლო, სამაგისტრო გრანტების, დოქტორანტურის პროგრამებისა და ახალგაზრდების წახალისების პროგრამის“ ფარგლებში პროგრამა „ცოდნის კარისათვის“ გამოყოფილი ასიგნებებიდან ან „საქართველოს 2--- წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსათვის გამოყოფილი შესაბამისი ასიგნებებიდან დაფინანების შესახებ; დ) იღებს გადაწყვეტილებას „ცოდნის კარის“ პროგრამის ფარგლებში შერჩეული კანდიდატებისათვის, ასევე, „საქართველოს 2--- წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსათვის გამოყოფილი შესაბამისი ასიგნებებიდან დასაფინანსებელი კანდიდატებისათვის დაფინანსების გამოყოფისა და ხელშეკრულების გაფორმების შესახებ; ე)განსაზღვრავს პრიორიტეტული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და მიმართულებების ნუსხას, ხოლო ამავე დადგენილების მე-8 მუხლის თანახმად კი, ამ დანართის მე-6 მუხლით გათვალისწინებულ სპეციალურ საკონკურსო კომისიას ტექნიკურ დახმარებას უწევს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროგრამების დეპარტამენტი, რომელიც: ა)უზრუნველყოფს ყველა განაცხადის მიღებას, კანონმდებლობით დადგენილ მო---ოვნებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით განმცხადებლისათვის ხარვეზის დადგენასა და კანონმდებლობის მო---ოვნებთან შესაბამისობაში მყოფი განცხადებების სპეციალური საკონკურსო კომისიისათვის განსახილველად გადაცემას; ბ)კანდიდატს აწვდის ნებისმიერ ინფორმაციას, რომელიც დაკავშირებულია სასწავლო პროგრამასთან. ასევე კანდიდატს აცნობებს მის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის სრულყოფილებისა თუ ხარვეზების თაობაზე; გ)ახორციელებს ,,ცოდნის კარის“ პროგრამის ფარგლებში შერჩეული კანდიდატების მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს; დ)იღებს ყველა ზომას პროგრამა ,,ცოდნის კარის“ ფარგლებში შერჩეული კანდიდატისათვის გამოსაყოფი დაფინანსების პირის ან/და საგანმანათლებლო დაწესებულების ანგარიშზე გადარიცხვის უზრუნველსაყოფად, დაწესებულების მიერ მო---ოვნილ ვადებში; ე) სპეციალური საკონკურსო კომისიის მიერ ამ დანართის მე-7 მუხლის შესაბამისად მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე დებს ხელშეკრულებებს ,,ცოდნის კარის“ პროგრამის ფარგლებში სპეციალური საკონკურსო კომისიის მიერ შერჩეულ კანდიდატებთან.

 

6.3. საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 251-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განიხილება საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65.1 მუხლის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობა, შეცვლა ან შეწყვეტა ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია კონკრეტული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობა, რომლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის გზით მოწესრიგების უფლებამოსილება მას კანონით აქვს მინიჭებული, მოაწესრიგოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით.

 

მოცემულ შემთხვევაში, დასახელებული ნორმების ანალიზის საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროგრამების დეპარტამენტს და გიორგი ბიწაძეს შორის 2--- წლის 4 ოქტომბერს გაფორმებული ,,გრანტის შესახებ’’ ხელშეკრულება წარმოადგენს ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას. ამასთან, ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმებული არიან მის ყველა არსებით პირობაზე(სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლი).

 

6.4. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65.2 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება ამ კოდექსის ნორმები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მო---ოვნები ხელშეკრულებათა შესახებ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ,,გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს საქართველოში გრანტის გაცემის, მიღებისა და გამოყენების საერთო პრინციპებს. დასახელებული კანონის 2.1 მუხლის თანახმად, გრანტი არის გრანტის გამცემის(დონორის) მიერ გრანტის მიმღებისათვის უსასყიდლოდ გადაცემული მიზნობრივი სახსრები ფულადი ან ნატურალური ფორმით, რომლებიც გამოიყენება კონკრეტული ჰუმანური, საგანმანათლებლო, სამეცნიერო-კვლევითი, ჯანმრთელობის დაცვის, კულტურული, სპორტული, ეკოლოგიური, სასოფლო-სამეურნეო განვითარებისა და სოციალური პროექტების, აგრეთვე სახელმწიფოებრივი ან საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროგრამების განხორციელებისათვის. ამავე კანონის მე-4 მუხლით განსაზღვრულია ის სუბიექტები, თუ ვინ შეიძლება წარმოადგენდეს გრანტის მიმღებს, ხოლო მე-5 მუხლით განსაზღვრულია გრანტის გაცემის სამართლებრივი საფუძველი. კერძოდ,- დასახელებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გრანტის გაცემის სამართლებრივი საფუძველია წერილობითი ხელშეკრულება გრანტის გამცემსა(დონორსა) და გრანტის მიმღებს შორის, აგრეთვე საერთაშორისო სპორტული ორგანიზაციის ოფიციალური წერილობითი გადაწყვეტილება საქართველოს სპორტული ფედერაციის ან კლუბებისათვის მიზნობრივი დანიშნულების მატერიალური და არამატერიალური ფასეულობების (მათ შორის ფულადი სახსრების) გამოყოფის შესახებ. ხეშეკრულება უნდა შეიცავდეს გრანტის გაცემის მიზანს, მოცულობას, სახსრების გამოყენების კონკრეტულ მიმართულებას, მათი ათვისების ვადებს და ამ ძირითად მო---ოვნებს, რომლებსაც გრანტის გამცემი(დონორი) უყენებს გრანტის მიმღებს. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, გრანტი გამოიყენება მხოლოდ ხელშეკრულებაში აღნიშნული მიზნებისათვის.სხვა მიზნებისათვის გრანტის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ გრანტის გამცემის(დონორის) თანხმობით.

 

,,გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის 6.1. მუხლის თანახმად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევისათვის მხარეები პასუხს აგებს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

 

მოცემულ შემთხვევაში როგორც აღინიშნა დადგენილია, რომ 2--- წლის 4 ოქტომბერს, ერთის მხრივ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროგრამების დეპარტამენტს, წარმოდგენილი ამავე დეპარტამენტის უფროსის ნი------------- სახით(შემდგომში „გრანტის გამცემი“) და მეორე მხრივ, გ----------–--ეს(პ/ნ 0----------, პასპორტის N1--------) (შემდგომში „გრანტის მიმღები“), შორის გაფორმდა გრანტის შესახებ ხელშეკრულება. დასახელებული ხელშეკრულების 1.1. მუხლის თანახმად, „საქართველოს 2--- წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონის, საქართველოს მთავრობის 2---წლის 21 თებერვლის №4- დადგენილების საფუძველზე დამტკიცებული პროგრამა „ცოდნის კარის” ფარგლებში შექმნილი სპეციალური საკონკურსო კომისიის 2--- წლის 1- ივნისის №- ოქმითა და 2--- წლის 27აგვისტოს 9 ოქმით მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ამავე დადგენილებით დამტკიცებული „ცოდნის კარის“ „ნიჭიერი, გამორჩეული უნარ-ჩვევებისა და სწავლის მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე პირთა საგანმანათლებლო ქვეპროგრამის“ ფარგლებში, „გრანტის გამცემი” უსასყიდლოდ გადასცემს მიზნობრივ ფულად სახსრებს „გრანტის მიმღებს“ უცხო ქვეყნის სასწავლო დაწესებულების ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის ღირებულებისა და საზღვარგარეთ ცხოვრებასთან დაკავშირებული ხარჯების დასაფინანსებლად(ამ ხელშეკრულების დანართის შესაბამისად). დასახელებული ხელშეკრულების მე-2 მუხლის 2.1. პუნქტის თანახმად, „გრანტის გამცემი“ „გრანტის მიმღებს“ უსასყიდლოდ გადასცემს მიზნობრივ ფულად სახსრებს გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, მ--------- ტექნიკურ უნივერსიტეტში ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე 2----2--- სასწავლო წლისათვის სწავლის საფასურისა და საზღვარგარეთ ცხოვრებასთან დაკავშირებული ხარჯების ასანაზღაურებლად. „გრანტის გამცემი” გრანტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის გაცემას ახორციელებს უნაღდო ანგარიშსწორებით, ეროვნულ ვალუტაში, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გადახდის დღისათვის დადგენილი კურსის შესაბამისად; დასახელებული ხელშეკრულების მე-2 მუხლის 2.2. პუნქტის თანახმად, ,,გრანტის გამცემი“ „გრანტის მიმღებს“ გრანტის სახით გადასცემს 5----(ხ----ი ათასი) ევროს ეკვივალენტ თანხას ეროვნულ ვალუტაში, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გადახდის დღისათვის დადგენილი კურსის შესაბამისად; დასახელებული ხელშეკრულების მე-2 მუხლის 2.2.1 პუნქტის თანახმად, მ--------- ტექნიკურ უნივერსიტეტის ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის საფასურს 2--(ო---- ოცდაორი) ევროს ეკვივალენტ თანხას ეროვნულ ვალუტაში საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გადახდის დღისათვის დადგენილი კურსის შესაბამისად; დასახელებული ხელშეკრულების მე-2 მუხლის 2.2.2 პუნქტის თანახმად, საზღვარგარეთ ცხოვრებასთან დაკავშირებული ხარჯების ასანაზღაურებლად 4----(ო---- ათას შ------ სამოცდათვრამეტი) ევროს ეკვივალენტ თანხას ეროვნულ ვალუტაში საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გადახდის დღისათვის დადგენილი კურსის შესაბამისად; დასახელებული ხელშეკრულების მე-3 მუხლის 3.1.1. პუნქტის თანახმად ,,გრანტის გამცემს“ უფლება აქვს: ნებისმიერ დროს, მის მიერ შერჩეული ფორმითა და საშუალებით, მოახდინოს „გრანტის მიმღებისათვის”გადარიცხული თანხების ხარჯვისა და ამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების მონიტორინგი; დასახელებული ხელშეკრულების მე-3 მუხლის 3.2. პუნქტის თანახმად, ,,გრანტის გამცემი“ ვალდებულია სრულად და დროულად დააფინანსოს ,,გრანტის მიმღები“(წერილობითი განაცხადის მიღების საფუძველზე ) ამავე ხელშეკრულების მე-2 მუხლის შესაბამისად. დასახელებული ხელშეკრულების მე-3 მუხლის 3.4.1 მუხლის თანახმად, გრანტის მიმღები ვალდებულია ხელშეკრულების ფარგლებში მიღებული გრანტის თანხები გამოიყენოს მხოლოდ ხელშეკრულების 1-ლი და მე-2 მუხლის 2.1პუნქტით გათვალისწინებული მიზნებისათვის; დასახელებული ხელშეკრულების მე-3 მუხლის 4.2 პუნქტის თანახმად, ,,გრანტის გამცემს“ უფლება აქვს ,,გრანტის მიმღების“ მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ცალმხრივად, საკუთარი გადაწყვეტილებით შეწყვიტოს ხელშეკრულების მოქმედება, რაც დაუყონებლივ უნდა აცნობოს ,,გრანტის მიმღებს“.

 

მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ირკვევა, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ(უფლებამონაცვლე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო) სრულყოფილად შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და გ----------–--ეს განცხადების შესაბამისად გადაურიცხა მის მიერ მო---ოვნილი მ--------- ტექნიკური უნივერსიტეტტის ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის საფასური- 2--(ო----ოცდაორი) ევროს ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში და საზღვარგარეთ ცხოვრებასთან დაკავშირებული ხარჯების ასანაზღაურებლად 4---(ო---- ათას შ------სამოცდათვრამეტი) ევროს ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში, საერთო ჯამში- 1----,9-(თ--------------- შ--------------–--------- ლარი და ო---მოცდაცამეტი თეთრი) ლარი. ამასთან, ხელშეკრულების თანახმად, ,,გრანტის გამცემი’’ პერიოდულად ახორციელებდა მონიტორინგს ,,გრანტის მიმღების’’ მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების თაობაზე, საბოლოოდ ,,გრანტის მიმღებმა’’ 2--- წლის 08 მაისის წერილით აცნობა, რომ სწავლა ჯერ კიდევ არ ჰქონდა დასრულებული, რის გამოც საქართველოს სამოქალაოქ კოდექსის 4-5-ე მუხლის საფუძველზე ,,გრანტის მიმცემმა’’ უარი თქვა ხელშეკრულებაზე.

 

6.5. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ეფუძნება დისპოზიციურობის პრინციპს, რაც გულისხმობს მხარეთა თავისუფლებას- განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. აღნიშნული პრინციპის გამოხატულებაა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის(განცხადების) შეტანის შესახებ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია, რომ ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, ხოლო მე-2 ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მონაწილე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია საქმე მორიგებით დაამთავროს, უარი თქვას სარჩელზე ან ცნოს სარჩელი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.

 

მოპასუხე- გ----------–--ემ მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ცნო სარჩელი, განსახილეველ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი საფუძვლიანია, მოპასუხე ფიზიკური პირის მიერ სარჩელის ცნობა არ შეიცავს კანონსაწინააღმდეგო დებულებებს და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.

 

დასახელებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებითა და მხარეთა განმარტებებით დასტურდება, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში სახეზეა გარემოება, როდესაც მოპასუხე- გ----------–--ის მიერ ვალდებულება არ იქნა შესრულებული ჯეროვნად და კეთილსინდისიერად, აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულება კი საქმეში წარმოდგენილი არ არის. ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს(საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უფლებამონაცვლე) მიერ აღძრული სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხეს- გ----------–--ეს, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს 1----,9-(თერმეტიათას შ--------------–--------- ლარი და ო---მოცდაცამეტი თეთრი) ლარის გადახდა.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე ,,სახელმწიფო ბაჟის” შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ,,უ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, შესაბამისად მის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილი არ არის. ამასთან, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება. ხოლო მე-2 ნაწილის თანახმად კი თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე - გ----------–--ემ სარჩელი ცნო სასამართლოს მთავარ სხდომამდე, ასეთ შემთხვევაში კი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49.2მუხლის საფუძველზე მოპასუხე მთლიანად თავისუფლდება სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო. ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით არ არსებობს სამართლებრივი საფუძველი მხარეებზე სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის დაკისრებისა.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 251-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 268-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს(საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უფლებამონაცვლე) სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2.მოპასუხეს- გ----------–--ეს, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს 1----,9-(თერმეტიათას შ--------------–--------- ლარი და ო---მოცდაცამეტი თეთრი) ლარის გადახდა.

 

3. მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ მხარეები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში(მდებარე: ქ.თბილისი, გრ.რობაქიძის გამზირი №7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14(თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის(მდებარე: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.

 

მოსამართლე ეკატერინე ჯინჭველაშვილი