განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 1/438-18
(№021150318001)
რუსთავის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
30 აგვისტო, 2018 წელი ქ.რუსთავი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კლეგიის
მოსამართლე მადონა მაისურაძემ,სხდომის მდივანი ეკატერინე გობეჯიშვილი,ბრალდების მხარე:
პროკურორი: დავით მუხიაშვილი,დაცვის მხარე:
ბრალდებული დ--------------ე, დაბადებული 1----–-–---------------ს, პირადი ნომერი 0----------, ქმედების ჩადენისას ნასამართლეობის არმქონე, საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლებით, დაოჯახებული, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: ქ-------–----------------------–--–----------ში;
ადვოკატი: იოსებ გორგაძე,კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ ქ/პუნქტი, ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია;
სხდომის სახე: ღია,ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო
ნ ა წ ი ლ ი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 28 ივნისის განაჩენით დ--------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 (ორი) წელი. მასვე, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 საათის ხანგრძლივობით.
1.2. 2018 წლის 09 მარტს ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს მიერ ორგანიზებულ აუქციონზე სარეალიზაციოდ გატანილი შ----------------------–“-ის (საიდ N205223541) კუთვნილი ქვა-ღორღის გადამამუშავებელი ქარხნის 5 ცალი ლენტა ტრანსპორტიორის შემძენმა შ------------ს“ (საიდ, N 406239725) დირექტორმა დ--------------ემ განიზრახა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაუფლებოდა შ----------------------–ის“ კუთვნილი საწარმოს ტერიტორიაზე არსებულ ქვა-ღორღის სამტვრევი დანადგარის ქვიშის სარეცხ სპირალს, რომელიც აუქციონზე მის მიერ შეძენილი ნივთების ჩამონათვალში არ შედიოდა. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით დ--------------ემ თავის მეგობარს ვ----–-–---------–---–ს, რომელიც მსგავსი ობიექტების დემონტაჟით იყო დაკავებული, უთხრა, რომ სურდა აუქციონზე შეძენილი ქვა ღორღის სამტვრევი დანადგარის ქვიშის სარეცხი სპირალის (კლასიფიკატორის) მოხსნა, ჯართის სახით მისი ჩაბარება და სთხოვა დახმარება. 2018 წლის 15 მარტს დილის საათებში, დ--------------ე ვ----–-–---------–---–თან ერთად, სპეციალური ამწეიანი სატვირთო ა/მანქანით, მივიდა გარდაბნის რაიონის სოფელ ყ--------–---ში შ----------------------–“-ის ქვა - ღორღის გადამამუშავებელ ქარხანაში, საიდანაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით მოჭრა და ფარულად დაეუფლა შ----------------------–ის“ კუთვნილ ქვა ღორღის სამტვრევი დანადგარის ქვიშის სარეცხის ლითონის სპირალს (კლასიფიკატორს), რაც წაიღო და 1103 ლარად ჯართის სახით ჩააბარა შ--------------------–-------------–----------ი“-ის მეტალურგიულ ქარხანაში. ამ ქმედებით დ--------------ემ, თანახმად სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნისა, შ----------------------–“-ს მიაყენა 3000 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა და სამართლებრივი შეფასება:
სასამართლოს დასკვნა, დ--------------ის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: მოწმეების: შეტყობინებას დანაშაულის ჩადენის შესახებ, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს, მოწმეების: გ-------–-----ის, ლ------------–---–ის, ვ----–-–---------–---–ის, თ---------–---------–---–ის, დ--------------ის, ლ-–--------–---–ის, თ---------------------, ა-–-------–-----ის, ნ-----–------------ის, ზ---------------–---–ის, რ-------------ის, გ--------------ის გამოკითხვის ოქმებს, დაზარალებულის წარმომადგენელ ლ------------–---–ის გამოკითხვის ოქმს, ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს მიერ მოწოდებული ინფორმაციას, სპირალის, ზედნადების და სალაროს ქვითრის ამოღების ოქმებს, სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნას და სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას.
საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, ბრალდებულმა აღიარა ჩადენილი ქმედება და დაცის მხარემ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან უდავოდ მიიჩნია ყველა მტკიცებულება. შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე, საქმეში არსებული მტკიცებულებები სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა გამოკვლევის გარეშე.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილებით, საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, განმარტა, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა, არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა და მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა. (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia).
საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის თანახმად, საკუთრება ხელშეუვალია. სისხლის სამართლის კოდექსით საკუთრების უფლება დაცულია ნებისმიერი მართლსაწინაღმდეგო ქმედებისაგან. ადამიანს უფლება აქვს თავისი შეხედულებისამებრ განკარგოს მისი ქონება. საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისათვის მნიშვნელოვანია, რომ დანაშაულის საგანი ეკუთვნოდეს სხვას, რომ ის არის სხვის (მართლზომიერ) მფლობელობაში.
სასამართლო განმარტავს, რომ ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით დაკვალიფიცირებისათვის, საჭიროა დადგინდეს მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი და სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების ფაქტი, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის ”ა” ქვეპუნქტი პასუხისმგებლობას აწესებს თუ მიყენებული ქმედებით დაზარალებულს მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ფარულ დაუფლებას მაშინ აქვს ადგილი, როდესაც სხვისი ნივთის დაუფლება ხდება როგორც მისი მესაკუთრისაგან, ისევე სხვა გარეშე პირებისაგან ფარულად, რომელთაც გააზრებული და გაცნობიერებული არ აქვთ ეს ფაქტი, რასაც მოცემულ შემთხვევაში ჰქონდა ადგილი, ასევე მნიშვნელოვანია პირის აღქმა, კერძოდ, შეგნებული აქვს თუ არა მას, რომ ნივთს სხვისგან ფარულად ეუფლება. სასამართლოს მიაჩნია, რომ გარდაბნის რაიონის სოფელ ყ--------–---ში შ----------------------–“-ის ქვა - ღორღის გადამამუშავებელ ქარხანაში, შ----------------------–ის“ კუთვნილ ქვა ღორღის სამტვრევი დანადგარის ქვიშის სარეცხის ლითონის სპირალის (კლასიფიკატორს), დაუფლების დროს მოქმედებდა ფარულად, გაცნობიერებული ჰქონდა, რომ მისი ქმედება არ იყო შესამჩნევი.
იმისათვის, რათა დადგინდეს მისაკუთრების მართლსაწინააღმდეგო მიზანი, თავად ქმედება უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო, ანუ მესაკუთრის ნებისაგან დამოუკიდებელი და ამას უნდა აცნობიერებდეს პირი, რომელიც მას სჩადის. ასევე მნიშვნელოვანია, პირს გაცნობიერებული ჰქონდეს, რომ ქმედება ზიანის მომტანია ნივთის მესაკუთრისათვის. ვინაიდან დ--------------ის განზრახვა მოიცავდა იმ ნივთის დაუფლებას, რომელიც არ იყო მისი საკუთრება და არანაირი მართლზომიერი უფლება არ გააჩნდა ამ ნივთზე, დასაუფლებლად იგი მოქმედებდა მართლსაწინააღმდეგო მიზნით.
სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის მე-3 ნაწილი ადგენს მნიშვნელოვანი ზიანის ცნებას, რომლის თანახმად, კოდექსის ამ თავში მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარის ზევით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მხარეთა შორის შეთანხმებული მტკიცებულებებათა ერთობლიობით, დ---------ის ქმედებამ დაზარალებულს მიაყენა 150 ლარის ზევით მატერიალური ზიანი, რაც ქმნის სსკ-ს 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოში წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ დ--------------ემ ჩაიდინა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ ქ/პუნქტით. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში.
3. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები
ბრალდებული აღიარებს ჩადენილ ქმედებას, დაზარალებულს აუნაზღაურა მიყენებული ზიანი; პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გამოვლენილა;
4. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, ოჯახურ მდგომარეობას.
გამამტყუნებელი განაჩენით სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო აფასებს ბრალდებულის ქცევას და ამ ქცევის შედეგად დამდგარ შედეგს (მიყენებულ ზიანს), შესაბამისად, სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი პირველ რიგში უნდა პასუხობდეს სამართლიანობის პრინციპს, ზუსტად უნდა ემსახურებოდეს სასჯელის მიზნების მიღწევას, სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებასაც, წარსულში ჩადენილ დანაშაულებსა და გამოძიებასთან თანამშრომლობას.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
სამართლიანობის აღდგენა გულისხმობს ჩადენილი დანაშაულისათვის შესაბამისი სასჯელის დანიშვნას, რომელიც არ დატოვებს უსამართლობის განცდას დამნაშავისა და საზოგადოების თვალში; სასჯელი რესოციალიზაციის ერთგვარი ფორმაა და მას პრევენციული მნიშვნელობაც გააჩნია, სასჯელის გამოყენება დამნაშავის გამოსწორებასა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისკენაა მიმართული;
სასჯელი უნდა იყოს არა დანაშაულის, არამედ დამნაშავის შესაფერისი, რომლის მიზანი დამნაშავის შეცვლას უნდა ემსახურებოდეს მის ფსიქოლოგიურ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების გზით; სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით ის უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით;
დემოკრატიულ სახელმწიფოში სასჯელის მიზანს ადამიანის ფიზიკური ტანჯვა და პირადი დასჯა არ წარმოადგენს. სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა საზოგადოებისთვის განსაკუთრებული საფრთხის შემცველი ქმედებებისთვის არის დადგენილი და ვინაიდან იგი წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. სასჯელის სახით გამოყენებული თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივობა უნდა წარმოადგენდეს ქმედების შესაბამის, რეალურ და პროპორციულ საშუალებას სასჯელის მიზნების მისაღწევად.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ დ--------------ეს, უნდა განესაზღვროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის გათვალისწინებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა, ამ მუხლით დადგენილი სანქციის ფარგლებში, თუმცა იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ ბრალდებულს გაცნობიერებული აქვს ქმედების მართლსაწინააღმდეგო ხასიათი, გულწრფელად ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, დაზარალებულს აუნაზღაურა ზიანი, მისი ოჯახის წევრს ესაჭიროება მკურნალობა საზღვარგარეთ, დანიშნული სასჯელი მას უნდა ჩაეთვალოს პირობითად და გამოსაცდელი ვადის განმავლობაში უკეთ უნდა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, გამოწვეული შედეგი. რაც შეეხება საბოლოო სასჯელს, ვინაიდან ბრალდებულს ქმედება ჩადენილი აქვს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 28 ივნისის განაჩენის გამოტანამდე, უნდა განესაზღვროს საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2, მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გათვალისწინებით.
5. აღკვეთის ღონისძიების, ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხები
დ--------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო უნდა გაუქმდეს.
საქმეზე ამოღებული შ--------------------–-------------–--ის“ სასაქონლო ზედნადები და ქვითარი, შენახული უნდა იქნეს საქმის შენახვის ვადით, ხოლო შ--------------------–-------------–--ის“ ტერიტორიიდან ამოღებული ქვიშის სარეცხი სპირალი, უნდა დაუბრუნდეს დაზარალებულ ორგანიზაციას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 81-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 280-281-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დ--------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალოს პირობითად და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 4 (ოთხი) წელი.
საქართველოს სსკ-ს 59-ე მუხლის მე-2, მე-4 ნაწილების თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა სრულად შთანთქოს წინა - თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 28 ივნისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი (თ/აღკვეთა 2 წელი) და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, დ--------------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალოს პირობითად და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 4 (ოთხი) წელი.
მასვე, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათის ხანგრძლივობით, რომლის სახე განსაზღვროს პრობაციის ბიურომ.
2. დ--------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში გირაოს თანხა სრულად დაუბრუნდეს მის შემტან პირს სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - აღსრულების ეროვნულ ბიუროში წარდგენის გზით.
3. ”არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად, განაჩენის აღსრულებაზე კონტროლი დაევალოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის (იურიდიული მისამართის) მიხედვით.
4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლის თანახმად, განემარტოს მსჯავრდებულს, რომ გამოსაცდელი ვადის განმავლობაში, პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი.
5. საქართველოს სსსკ-ს 81-ე მუხლის თანახმად, საქმეზე ამოღებული შ--------------------–-------------–--ის“ სასაქონლო ზედნადები და ქვითარი, რომელიც ერთვის ს.ს. საქმეს, შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით, ხოლო შ--------------------–-------------–--ის“ ტერიტორიიდან ამოღებული ქვიშის სარეცხი სპირალი, რომელიც ინახება შ--------------------–-------------–--ის“ ტერიტორიაზე, დაუბრუნდეს დაზარალებულ ორგანიზაციას.
6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მ.მაისურაძე