გადაწყვეტილება

სამოქალაქო 31.08.2018
საქმის ნომერი
110210018002469378
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
31.08.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 110210018002469378

N2/517-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

31.08.2--- წელი ქ. ზესტაფონი

შესავალი ნაწილი

ზესტაფონის რაიონული სასამართლო

მოსამართლე მიხეილ ბებიაშვილი

სხდომის მდივანი: ირინე კვირიკეიშვილი

მოსარჩელე თ---------- კა----ძე,წარმომადგენელი: ნ---- ვ--------–-;

მოპასუხე ნ----- ა----------–-,წარმომადგენელი: ე----- ტ--------;

დავის საგანი: ალიმენტის ოდენობის შემცირება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

მოსარჩელეს შეუმცირდეს ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2--- წლის 15 მარტის გადაწყვეტილებით 150 ლარის ოდენობით დაკისრებული ალიმენტი და არასრულწლოვანი შვილის - 2--- წლის 0------------ დაბადებული თა---ა კა----ძის რჩენა-აღზრდისთვის ალიმენტის სახით განისაზღვროს ყოველთვიურად 75 ლარი;

 

თ---------- კა----ძეს და ნ----- აბ-----–-ილს თანაცხოვრების პერიოდში, 2--- წლის 6 ნოემბერს, შეეძინათ შვილი თა---ა კა----ძე. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2--- წლის 15 მარტის გადაწყვეტილებით თ---------- კა----ძეს დაეკისრა ალიმენტის გადახდა მცირეწლოვანი შვილის თა---ა კა----ძის რჩენა აღზრდისთვის ყოველთვიურად 150 ლარი მის სრულწლოვანებამდე. აღნიშნული გადაწყვეტილების შემდეგ შეიცვალა მოსარჩელის ოჯახური მდგომარეობა, შექმნა ახალი ოჯახი და რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება მ-----–------------თან , თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი გი-----ი კა----ძე, დაბადებული 2--- წლის 2--------------- და ლ---ი კა----ძე, დაბადებული 2--- წლის 1------------. შეიცვალა ასევე მისი მატერიალური მდგომარეობა, კერძოდ, ყოველთვიური ხელზე ხელფასი გახდა 250 ლარი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე ნ----- აბ-----–-ილმა წარმოადგენილი შესაგებლით სარცელი არ ცნო და მიუთითა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით დანიშნული მოსარჩელეს ალიმენტი დაეკისრა მისი ქონებრივი და ოჯახური მდგომარეობის, ასევე შვილის ასაკისა და მდგომარეობის გათვალისწინებით. გამომდინარე აღნიშნულიდან, არ არსებობს მოსარჩელისათვის სასამართლოს მიერ დადგენილი ალიმენტის ოდენობის შემცირების საფუძველი. უსაფუძვლოა მოსარჩელის მითითება ყოველთვიურ ხელფასთან დაკავშირებითაც, რადგან მისი ყოველთვიური შემოსავალი ბევრად აღემატება 250 ლარს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2--- წლის 15 მარტის გადაწყვეტილებით თ---------- კა----ძეს დაეკისრა ალიმენტის გადახდა 150 ლარის ოდენობით, მცირეწლოვანი შვილის თა---ა კა----ძის რჩენა აღზრდისათვის.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2--- წლის 15 მარტის გადაწყვეტილება.

 

3.2. მოსარჩელე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება მ-----–------------თან. თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი გი-----ი კა----ძე , დაბადებული დაბადებული 2--- წლის 2--------------- და ლ---ი კა----ძე, დაბადებული 2--- წლის 1------------.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- გი-----ი და ლ---ი კა----ძეების დაბადების მოწმობები.

- ქორწინების მოწმობა;

 

3.3. მოსარჩელე 2017 წლის 27 მარტიდან მუშაობს შ.პ.ს ,,ჭ----------------------------–-’’ მდნობელად, მისი ხელზე ასაღები ხელფასი შეადგენს 250 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- შ.პ.ს ,,ჭ-----------------------------’’ 2--- წლის 21 მაისის ცნობა N145/105-18

 

3.4. 2--- წლის 01 იანვრიდან 2--- წლის 13 ივლისის ჩათვლით მოსარჩელეზე დანამატის (პრემია და ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურება) სახით გაცემული თანხა შეადგენს 2021.23 ლარს;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- შ.პ.ს ,,ჭ-----------------------------’’ 2--- წლის 18 ივლისის ცნობა N172/07-18.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისთვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში, ამასთან მხარეთა რეალური მატერიალური, ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით, არასრულწლოვანი შვილის თა---ა კა----ძის სასარგებლოდ გადასახდელი ალიმენტის ოდენობა უნდა შემცირდეს და განისაზღვროს იგი 100 (ასი) ლარის ოდენობით.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1221-ე, 1212-ე, 1198-ე, 1214-ე, 1234-ე, 1215-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

მოსარჩელემ მოითხოვა სასამართლოს განჩინებით დაკისრებული ალიმენტის ოდენობის შემცირება იმ გარემოებაზე მითითებით, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ შეიცვალა მისი ოჯახური მდგომარეობა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანხმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზრდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება. ამავე კოდექსის 1197-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ.

სამოქალაქო კოდექსის 1221-ე მუხლის თანახმად, მშობელს, რომელიც არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ იხდის ალიმენტს, უფლება აქვს აღძრას სარჩელი სასამართლოს მიერ დადგენილი ალიმენტის ოდენობის შემცირების შესახებ. იმ მშობლების მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის შეცვლის შემთხვევაში, რომლებიც ალიმენტს იხდიან მტკიცე თანხის სახით, სასამართლოს უფლება აქვს, დაინტერესებული პირის მოთხოვნით, შეამციროს ან გაადიდოს ალიმენტის ოდენობა.

 

დადგენილია, რომ მოსარჩელე თ---------- კა----ძეს და ნ----- აბ-----–-ილს თანაცხოვრების პერიოდში, 2--- წლის 0------------ შეეძინათ შვილი თა---ა კა----ძე. არასრულწლოვანი თა---ა კა----ძე ცხოვრობს დედასთან ნ----- აბ-----–-ილთნ ერთად. მოპასუხე ნ----- ა----------–- არ არის დასაქმებული და მატერიალური შემოსავალი არ გააჩნია.

 

მოსარჩელე მხარე ალიმენტის ოდენობის შემცირებას მოითხოვს იმ გარემოებაზე მითითებით, რომ იგი 2--- წლის 29 თებერვალს დაქორწინდა მაია ლაბარტყავაზე და მასთან თანაცხოვრების პერიოდში შეეძინა ორი შვილი - გი-----ი და ლ---ი კა----ძეები.

 

დადგენილია, რომ მოსარჩელე თ---------- კა----ძის ყოველთვიური ხელფასი (მუშაობდა შპს ,,ე---------––-“) ალიმენტის დანიშვნის დროისათვის შეადგენდა 525 ლარს, ამჟამად კი მოსარჩელე 2017 წლის 27 მარტიდან მუშაობს შ.პ.ს ,,ჭ-----------------------------–-’’ და მისი ხელზე ასაღები ხელფასი შეადგენს 250 ლარს. ამდენად, მოსარჩელის მატერიალური მდგომარეობა შეცვლილია. რაც შეეხება მოპასუხის მითითებას იმ ფაქტზე, რომ 2--- წლის 01 იანვრიდან 2--- წლის 13 ივლისის ჩათვლით მოსარჩელეზე დანამატის (პრემია და ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურება) სახით გაცემული თანხა შეადგენს 2021.23 ლარს, სასამართლო განმარტავს, რომ ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულებას საქართველოს შრომის კოდექსის მე-17 მუხლი ანაზღაურების სანაცვლოდ სავალდებულოდ ითვალისწინებს მხოლოდ საწარმოო ავარიის თავიდან აცილების ან/და მისი შედეგების ლიკვიდაციისთვის, ხოლო სხვა შემთხვევაში ზეგანაკვეთური სამუშაოდ მიიჩნევა მხარეთა შეთანხმებით დასაქმებულის მიერ სამუშაოს შესრულება დროის იმ მონაკვეთში, რომლის ხანგრძლივობა სრულწლოვნისთვის აღემატება კვირაში 40 საათს, 16 წლიდან 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვნისთვის – კვირაში 36 საათს, ხოლო 14 წლიდან 16 წლამდე ასაკის არასრულწლოვნისთვის – კვირაში 24 საათს. რა დროსაც ანაზღაურება ხდება ხელფასის საათობრივი განაკვეთის გაზრდილი ოდენობით. ამ ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებით. აღსანიშნავია ისიც, რომ მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების სანაცვლოდ დასაქმებულისათვის დამატებითი დასვენების დროის მიცემაზე. ამდენად, ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულება ეს არის დასაქმებულის უფლება და ასეთი სამუშაოს შესრულებისათვის გაცემული ანაზღაურება ვერ ჩაითვლება ყოველთვიურ სტაბილურ შემოსავლად, ისევე, როგორც მოსარჩელის მიერ მიღებული პრემია, რომელიც შიძლება გაცემულ იქნეს არა ყოველთვიურად სტაბილურად, არამედ შესრულებული ზეგანაკვეთური სამუშაოს ან/და დამატებითი ფუნქციების დაკისრებისას, მათ შორის, ღამის საათებში, დასვენების/უქმე დღეს და ჯანმრთელობისათვის რისკის შემცველ სამუშაო პირობებში საქმიანობის გამო.

 

აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს მოსარჩელე თ---------- კა----ძისათვის დაკისრებული ალიმენტის ოდენობის შემცირების საფუძველი, თუმცა არა მოთხოვნილი ოდენობით. მშობლის საალიმენტო მოვალეობა უპირატესია სხვა ვალდებულებებთან შედარებით. არასრულწლოვანთან მიმართებით, ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტისას, ამოსავალი წერტილი არის ბავშვის საუკეთესო ინტერესები. ალიმენტის ოდენობის დადგენისას ბავშვის საუკეთესო ინტერესები უნდა განისაზღვროს ბავშვის ფიზიკური, სოციალური, გონებრივი, ემოციური და სულიერი მოთხოვნებიდან გამომდინარე. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ ორივე მშობელი თანაბრადაა ვალდებული, არასრულწლოვანი შვილი უზრუნველყონ რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი საჭიროებებით. ამასთან, სასამართლო მიუთითებს იმაზეც, რომ სარჩენი პირების ასაკის ზრდასთან ერთად იზრდება ბავშვის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა, შესაბამისად, ამისათვის საჭირო ხარჯების ოდენობაც. სასამართლო აღნიშნავს, რომ ალიმენტის დადგენილი ოდენობა გონივრულ და სამართლიან შესაბამისობაში უნდა იყოს მშობლის ფინანსურ შესაძლებლობებთან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება.

 

ამავე კოდექსის 1202-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მშობლებს თანაბრად აქვს ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებული არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ.

 

ამავე კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.

 

დადგენილია და სადაო არ არის, რომ ნ----- აბ-----–-ილს და თ---------- კა----ძეს ერთად ცხოვრების პერიოდში, 2--- წლის 0------------, შეეძინათ შვილი თა---ა კა----ძე. მხარეებს შორის 2015 წლის 16 ნოემბერს შეწყდა ქორწინება, ცხოვრობენ ცალ-ცალკე ოჯახად. არასრულწლოვანი თა---ა კა----ძე ცხოვრობს დედასთან ნ----- აბ-----–-ილთან ერთად. არასრულწლოვანი თა---ა კა----ძის მშობლები ვალდებულნი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის მიხედვით, საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. შესაბამისად, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება, მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები.

 

საოჯახო სამართლებრივი ნორმები, მართალია, ადგენს მხარეთა მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის ცვლილებების შესაბამისად ალიმენტის ოდენობის შეცვლის შესაძლებლობას, თუმცა მითითებული მუხლის განმარტება უნდა მოხდეს ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, რაც თავისთავად გამორიცხავს ნებისმიერ ცვლილებას ბავშვის ინტერესების საზიანოდ. აღნიშნულის გათვალისწინებით, დაუშვებელია ალიმენტის ოდენობის ცვლილება განხორციელდეს იმ ფარგლებში, რომელიც ხელყოფს ბავშვის ინტერესებს და ვერ უზრუნველყოფს მისი რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი მინიმალური პირობების შექმნას, ანუ ცვლილების - ალიმენტის შემცირების შემთხვევაში, ალიმენტის მინიმალური ოდენობა უნდა იქნეს დადგენილი თუ შენარჩუნებული.

 

„ბავშვის უფლებების შესახებ" კონვენციის პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია, იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მისი ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ. ამავე კონვენციის მე-18 მუხლის მიხედვით, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს.

 

საქმეზე დადგენილი ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, არასრულწლოვანის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში, არასრულწლოვანი თა---ა კა----ძის სასარგებლოდ მოსარჩელის მხრიდან გადასახდელი ალიმენტის ოდენობა ყოველთვიურად უნდა განისაზღვროს 100 ლარით.

 

7. საპროცესო ხარჯები

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

იმის გათვალისწინებით, რომ თ---------- კა----ძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხე ნ----- აბ-----–-ილს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს საქმეზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის - 18 ლარის ანაზღაურება.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე- 8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. თ---------- კა----ძის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:

 

1.1. თ---------- კა----ძეს (პ.ნ 1----------) შეუმცირდეს ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2--- წლის 15 მარტის გადაწყვეტილებით 150 ლარის ოდენობით დაკისრებული ალიმენტი და არასრულწლოვანი შვილის - 2--- წლის 0------------ დაბადებული თა---ა კა----ძის რჩენა-აღზრდისთვის დაეკისროს ალიმენტი ყოველთვიურად 100 ლარის ოდენობით სარჩელის აღძვრის მომენტიდან, კერძოდ, 2--- წლის 29 მაისიდან მის სრულწლოვანებამდე.

 

2. მოპასუხე ნ----- აბ-----–-ილს (პ.ნ 1----------) მოსარჩელე თ---------- კა----ძის (პ.ნ 1----------) სასარგებლოდ დაეკისროს საქმეზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის - 18 ლარის ანაზღაურება.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: მიხეილ ბებიაშვილი