გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/8---18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
31 აგვისტო, 2018 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასა--რთლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსა--რთლე თ----- ოქროპირიძე
სხდომის მდივანი სალომე ზაქაშვილი
მოსარჩელე - მ--------- გ--–-–---–-
წარმომადგენელი - ნ-----–- კ-–-----ი
მოპასუხე - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
წარმომადგენელი - თ----- ნ--------ი
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სა--რთლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ადმინისტრაციულ-სა--რთლებრივი აქტის გამოცემის დავალება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2017 წლის 08 ნოემბრის N2--- ბრძანება, დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე (დაზუსტდა მოთხოვნა იხ. 2018 წლის 23 აგვისტოს სხდომის ოქმი)
1.2. დაევალოს მოპასუხეს ახალი ადმინისტრაციულ-სა--რთლებრივი აქტის გამოცემა, მ--------- გ--–-–---–-ს დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ.
მოსარჩელის განმარტებით, 2017 წლის 11 ნოემბერს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2--- ბრძანების საფუძველზე მ--------- გ--–-–--ლს უარი ეთქვა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე. მოსარჩელის განმარტებით, არის უსახლკარო, იგი ოჯახთან ერთად ცხოვრობს დროებით ბინაში, რომელიც გასხვისებულია და ნებისმიერ დროს შესაძლებელია, რომ დარჩეს ოჯახთან ერთად ღია ცის ქვეშ. მოსარჩელეს ჰყავს მეუღლე და სამი არასრულწლოვანი შვილი, ლ--–- გ--–-–---–- (შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი) თ---–- გ--–-–---–- და დ----- გ--–-–---–-, ასევე მოსარჩელის ოჯახი არის სოციალურად დაუცველი.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს (უფლებამონაცვლე -საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო) წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1.მ--------- გ--–-–---–- არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი, რომელზეც გაცემულია იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობა. მ--------- გ--–-–---–-ს ოჯახი (რეგისტრაციის ნომერი №0--------) მონაცემთა ბაზის მიხედვით, დევნილად რეგისტრირებულია მისა--რთზე: ქ. თბილისი, გ-–----- I------ კორ.3- ბ. 6-.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასა--რთლო:
- ცნობა (ს.ფ. 11);
-დევნილის მოწმობა (ს.ფ.147);
3.2. 2014 წლის 11 ივლისს, მ--------- გ--–-–--ლმა შეავსო განაცხადი (N3) საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე. სამინისტრომ მ--------- გ--–-–---–-ს დევნილ ოჯახს კრიტერიუმების გათვალისწინებით, წინასწარი შეფასებით მიანიჭა 9 ქულა, მათ შორის, სოციალურ კრიტერიუმში - 2.5 ქულა, 18 წლამდე ასაკის წევრები - 2 ქულა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები „შშმპ“ - 3 ქულა, ომის ვეტერანი/ვეტერანები მარჩენალდაკარგული - 1.5 ქულა.
მტკიცებულება, რომლებსაც ეყრდნობა სასა--რთლო:
- 2014 წლის 11 ივლისის განაცხადი (ს.ფ. 90-91);
- საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე კითხვარი (ს.ფ. 93-103);
- 2017 წლის 22 მაისის შეფასების ცხრილი (ს.ფ. 89).
3.4. მონიტორინგის ფარგლებში, საკითხის განმხილველი ორგანოს წარმომადგენლები 2017 წლის 11 ივლისს გამოცხადნენ ხარ------–-ს რაიონის სოფელ ხუ---ში, სადაც ადგილზე დახვდათ მხოლოდ განმცხადებლის მა-- - ვახტანგ გ--–-–---–-, რომელმაც განმარტა რომ ზემოაღნიშნულ მისა--რთზე მოსარჩელე (ოჯახთან ერთად) აღარ ცხოვრობს დაახლოებით 2003 წლიდან. განმცხადებლის მამის განმარტებით, მ--------- გ--–-–---–- ოჯახთან ერთად ცხოვრობს თბილისში, სარაჯიშვილის მეტროსთან ახლოს, მისივე ძმის - მ----- გ--–-–---–-ს ბინაში, რომელიც დაახლოებით 20-22 წელია რაც რუსეთში ცხოვრობს.
საკითხის განმხილველი ორგანოს წარმომადგენლები 2017 წლის 18 ივლისს მ--------- გ--–-–---–-ს მონიტორინგის მიზნით გამოცხადდნენ ქ. თბილისში თემქაზე (ქ. თბილისი, თემქა, მე-10-2 კვარტალი, 39კორპუსი ბ-1-) სადაც არავინ დახვდათ. მ--------- გ--–-–---–-ს განმარტებით მეუღლე ლ--–- ლ------ შვილებთან ერთად იმყოფებოდა სოფელში, ხარ------–-ს რაიონში, ხოლო თავად იმყოფებოდა კოჯორში. 2017 წლის 24 ივლისს მონიტორინგის ჯგუფი ისევ გამოცხადდა ბოლოს აღნიშნულ მისა--რთზე. განმცხადებელი აღნიშნულ მისა--რთზე არ იმყოფებოდა.
მტკიცებულება, რომლებსაც ეყრდნობა სასა--რთლო:
- გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მონიტორინგის ფორმა (ს.ფ. 111-119);
3.5.საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2017 წლის 08 ნოემბრის №2--- ბრძანებით დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2017 წლის 29 აგვისტოს გადაწყვეტილებით (ოქმი N73) ქ. ქუთაისში, ახლადაშენებულ კორპუსში (შერვაშიძის ქ. N5-,ერისთავის ქ. N7, აღმაშენებლის ქ. N1--) მ--------- გ--–-–---–-ს პ/ნ 6---------- ოჯახს (განცხადებით გათვალისწინებულ პირებს) გადაუდებელი განსახლების აუცილებლობის არ საჭიროების გამო ამ ეტაპზე უარი ეთქვა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასა--რთლო:
- საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2017 წლის 08 ნოემბრის №2--- ბრძანება (ს.ფ. 27);
3.6. თბილისის საქალაქო სასა--რთლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 23 აგვისტოს საოქმო განჩინებით ადმინისტრაციულ საქმეზე №3/8---18, მოსარჩელე - მ--------- გ--–-–---–-, მოპასუხე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო, დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სა--რთლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ახალი აქტის გამოცემის დავალება, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასა--რთლო:
- თბილისის საქალაქო სასა--რთლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 23 აგვისტოს საოქმო განჩინება (ს.ფ. 205-207);
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასა--რთლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სა--რთლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სა--რთლებრივი შეფასების შედეგად, სასა--რთლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მ--------- გ--–-–---–-ს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. ნორმატიული აქტები, რომლებითაც სასა--რთლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტრიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 201- წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული ,,დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის წესი'', საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2014 წლის 3 თებერვლის №382 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის დებულება“.
6. სა--რთლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სა--რთლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” პუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სა--რთლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სა--რთლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სა--რთლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სა--რთლებრივი შედეგი.
სასა--რთლო, ზემოაღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა სამინისტროს 2017 წლის 08 ნოემბრის N2--- ბრძანება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სა--რთლებრივი აქტია და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე აქტების დებულებებთან.
6.2. სასა--რთლო განმარტავს, რომ ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონი ემყარება საქართველოს კონსტიტუციასა და საერთაშორისო სა--რთლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებს, განსაზღვრავს დევნილის სა--რთლებრივ სტატუსს, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებსა და წესს, დევნილის სა--რთლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს.
აღნიშნული კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება.
მითითებული კანონის მე-4 მუხლის „დ“ პუნქტის თანახმად, დევნილის რეგისტრაციის ადგილი არის სამინისტროში არსებულ დევნილთა მონაცემთა ბაზაში აღნიშნული დევნილის საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი დევნილობის პერიოდში დარეგისტრირდა, მიუხედავად ამ ადგილის საკუთრების ფორმისა. ა--ვე მუხლის „ე“ პუნქტის თანახმად, დევნილის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი არის დევნილის მიერ დევნილობის პერიოდში არჩეული საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი რეგისტრაციის გარეშე ფაქტობრივად ცხოვრობს. ა--ვე კანონის მე-1- მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს დევნილისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებების განხორციელებას, იღებს ზომებს მისი უსაფრთხო და ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელი სოციალურ-ეკონომიკური პირობების შესაქმნელად.
6.3. სასა--რთლო მიუთითებს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 201- წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებულ დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესზე, რომელიც ადგენს დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი (შემდგომში − წესი) ეფუძნება საქართველოს კანონმდებლობას, გაეროს სახელმძღვანელო პრინციპებს ქვეყნის შიგნით გადაადგილების შესახებ და ადგენს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის, მე-4 მუხლის „ლ“, „ნ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-1- მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2017 წლის 1- თებერვლის №240 განკარგულებით დამტკიცებული „იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ 2017-2018 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის“ (შემდგომში − სამოქმედო გეგმა) შესაბამისად, დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების წესს.
მითითებული წესის მე-2 მუხლის „ბ“ პუნქტის თანახმად, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა – ამ წესის შესაბამისად, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების ან მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სა--რთლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განცხადებების განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელია ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-9 პუნქტით შექმნილი დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია (შემდგომში – კომისია). ა--ვე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, კომისია, ამ წესის შესაბამისად, ანაწილებს დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით სამინისტროსათვის გადმოცემულ ან სამინისტროს მიერ შესყიდულ/რეაბილიტირებულ საცხოვრებლ ფართებს და არსებული რესურსის გათვალისწინებით, განსაზღვრავს იმ დევნილი ოჯახების კონტინგენტს, რომელთაც გაუკეთდებათ გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფისათვის კონკრეტული შეთავაზებები.
მითითებული მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ამ წესის ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-6 პუნქტით დამტკიცებული „საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმის“ − დანართი №6 და „სოციალური კრიტერიუმის“ – დანართი №7 (შემდგომში – კრიტერიუმები) და ამ ბრძანებით პირველი მუხლის მე-7 პუნქტით დამტკიცებული „გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, საცხოვრებელი ფართის საორიენტაციო სტანდარტები დევნილი ოჯახის წევრთა რიცხოვნობის გათვალისწინებით“ – №8 დანართის (შემდგომში – საცხოვრებელი ფართის საორიენტაციო სტანდარტები) შესაბამისად, დეპარტამენტი ახდენს განაცხადების დამუშავებას ამ მუხლის მე-5-მე-8 პუნქტებით დადგენილი პროცედურით. დეპარტამენტი დამუშავებულ მასალას წარუდგენს კომისიას საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
ხოლო მე-5 პუნქტი დეტალურად ითვალისწინებს დეპარტამენტის მიერ საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადების დამუშავების პროცედურებს:ა) დეპარტამენტის სოციალურ საკითხთა და განსახლების სამმართველოს საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის მიღებისა და წინასწარი შეფასების განყოფილების ან/და საჭიროების შემთხვევაში, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სა--რთლებრივი აქტით განსაზღვრული დეპარტამენტის სხვა მოხელე/მოხელეები ახდენენ გასანაწილებელი ფართების დაკავების მსურველთა განაცხადების მიღებას, ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული კონტინგენტიდან. განაცხადის შევსება ხდება საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის მიღებისა და წინასწარი შეფასების განყოფილების ან/და საჭიროების შემთხვევაში, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სა--რთლებრივი აქტით განსაზღვრული დეპარტამენტის სხვა მოხელის/მოხელეების მიერ, რასაც ხელმოწერით ადასტურებენ როგორც აღნიშნული მოხელეები, ისე დევნილი ოჯახის ყველა სრულწლოვანი წევრი ან ოჯახის ერთ-ერთი წარმომადგენელი, მასზე კანონმდებლობით დადგენილი წესით ოჯახის სრულწლოვანი წევრების მიერ მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე. გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფისათვის დევნილი ოჯახის მიერ ივსება ამ ბრძანებით პირველი მუხლის მე-2 პუნქტით დამტკიცებული დანართი №2 – „საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის ფორმა“ და ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-5 პუნქტით დამტკიცებული დანართი №5 – „გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე კითხვარის ფორმა“, რომლებსაც უნდა ერთოდეს მასში მოცემული ინფორმაციის და--დასტურებელი დოკუმენტაცია;
ბ) დეპარტამენტის სოციალურ საკითხთა და განსახლების სამმართველოს საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის მიღებისა და წინასწარი შეფასების განყოფილება ან/და საჭიროების შემთხვევაში, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სა--რთლებრივი აქტით განსაზღვრული დეპარტამენტის სხვა მოხელე/მოხელეები ახდენს საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის, მასზე თანდართული დოკუმენტაციის, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე შევსებული კითხვარის, ასევე მოპოვებული მონაცემების საფუძველზე თითოეული დევნილი ოჯახის მდგომარეობის შეფასებას კრიტერიუმებისა და საცხოვრებელი ფართის საორიენტაციო სტანდარტების მეშვეობით, რის საფუძველზეც განყოფილების შესაბამისი თანამშრომელი ან/და საჭიროების შემთხვევაში, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სა--რთლებრივი აქტით განსაზღვრული დეპარტამენტის სხვა მოხელე/მოხელეები აფასებს, ავსებს და ხელმოწერით ადასტურებს მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სა--რთლებრივი აქტით დამტკიცებულ განაცხადის შეფასების ფორმას. თითოეული დევნილი ოჯახის მიერ შევსებული განაცხადი, მასზე თანდართულ დოკუმენტაციასთან და შესაბამის შეფასების ფორმასთან ერთად ინახება ამ დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის თაობაზე პირადი საქმის სახით. თუ აღნიშნული განყოფილების ან/და მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სა--რთლებრივი აქტით განსაზღვრული დეპარტამენტის სხვა მოხელ(ებ)ის მიერ განაცხადების შეფასებისას აღმოჩნდა, რომ დევნილის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია არის არსებითად მცდარი, რა--ც შეიძლება გავლენა იქონიოს ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შეფასებაზე, განაცხადი რჩება განუხილველი, რის თაობაზეც დევნილ ოჯახს ეცნობება დეპარტამენტის უფროსის ან დეპარტამენტის სოციალურ საკითხთა და განსახლების სამმართველოს უფროსის დასაბუთებული წერილობითი აქტის მეშვეობით;
გ) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წინასწარი შეფასების დასრულების შემდგომ, დეპარტამენტი, სამინისტროს ვებგვერდზე (www.mra.gov.ge) გამოქვეყნების მიზნით, წინასწარი შეფასების შედეგებს გადასცემს სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს. წინასწარი შედეგების გამოქვეყნებიდან 15 სამუშაო დღის ვადაში, დევნილ ოჯახებს უფლება აქვთ სამინისტროში და--ტებით წარმოადგინონ ამ ბრძანებით გათვალისწინებული ინფორმაცია და დოკუმენტაცია, რომელმაც შეიძლება გავლენა იქონიოს მათთვის მინიჭებული ქულებზე;
დ) ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების შემდგომ, დეპარტამენტის სოციალურ საკითხთა და განსახლების სამმართველოს საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის მიღებისა და წინასწარი შეფასების განყოფილება, შესაბამისი საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, ახდენს მინიჭებული ქულების კორექტირებას. მინიჭებული ქულების კორექტირების შემდეგ, საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის მიღებისა და წინასწარი შეფასების განყოფილების უფროსი სამსახურებრივი ბარათით დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსს წარუდგენს ინფორმაციას განაცხადების შეფასების შედეგების თაობაზე;
ე) ამ პუნქტის „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების შემდგომ, დეპარტამენტი კომისიას წარუდგენს განაცხადებს, სრული ინფორმაციითა და დოკუმენტაციით. კომისია, დეპარტამენტის სოციალურ საკითხთა და განსახლების სამმართველოს საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის მიღებისა და წინასწარი შეფასების განყოფილების შეფასებაზე დაყრდნობითა და კონკრეტულ ობიექტზე არსებული ბინების რაოდენობის გათვალისწინებით, განსაზღვრავს განაცხადების რაოდენობას, რომელთა გადამოწმება უნდა განახორციელოს დეპარტამენტის საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების მონიტორინგის სამმართველომ;
ვ) დეპარტამენტის საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების მონიტორინგის სამმართველო ახდენს ამ პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად გადაცემული საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის, მასზე თანდართული დოკუმენტაციისა და გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე შევსებული კითხვარის მიხედვით მინიჭებული ქულების გადამოწმებას, დევნილი ოჯახების საცხოვრებელი პირობებისა და საჭიროებების ადგილზე შესწავლასა და „გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზუნველყოფის მონიტორინგის ფორმის (დანართი №9) (შემდგომში – მონიტორინგის ფორმა) შედგენას, რომელსაც ხელს აწერენ მოცემული სამმართველოს შესაბამისი თანამშრომელ(ებ)ი და დევნილი ოჯახის სრულწლოვანი წევრები. იმ შემთხვევაში, თუ კანონმდებლობის შესაბამისად, აღნიშნული სამმართველოს მიერ გადამოწმების საფუძველზე აღმოჩნდა, რომ შევსებულ კითხვარში წარდგენილი ინფორმაცია და დოკუმენტაცია არის არსებითად მცდარი ან/და დევნილი ოჯახის მიერ მონიტორინგის დროს წარდგენილი იქნა დოკუმენტაცია, რა--ც შეიძლება გავლენა იქონიოს მინიჭებულ ქულებზე, აღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია წარედგინება კომისიას, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
ზემოთ მითითებული ნორმების გათვალისწინებით სასა--რთლო განმარტავს, რომ მოპასუხე, რომელიც წარმოადგენს დევნილთა განსახლების საკითხზე პასუხისმგებელ უწყებას, ვალდებულია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გულისხმიერად და სრული პასუხიმგებლობით მიუდგეს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს - ზედმიწევნით ზუსტად განსაზღვროს დევნილი ოჯახის განსახლების პრიორიტეტულობის საკითხი, რაც უნდა განახორციელოს საქმის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევის გზით. შესაბამისად, პრიორიტეტულობის საკითხის შეფასება ხდება დევნილი ოჯახის მიერ მიწოდებული ინფორმაციის ანალიზისა და შეჯერების საფუძველზე. ხოლო, იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე განმცხადებლის თაობაზე მოძიებული ინფორმაცია და წესით დადგენილი დანართების შესაბამისად შევსებული კითხვარი არ იძლევა მეტ-ნაკლებად კონკრეტული გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას, დეპარტამენტის უფლებამოსილი თანამშრომლები ადგილზე შეისწავლიან დევნილი ოჯახების საცხოვრებელ პირობებს და საჭიროების შემთხვევაში, კომისია და--ტებითი მასალის მოძიების დავალებას მისცემს დეპარტამენტს, რომლის თანამშრომლებიც ვალდებულები არიან მოიძიონ და--ტებითი მონაცემები დევნილის შესახებ და ასევე, დევნილისგან მოთხოვონ აუცილებელი მონაცემების წარდგენა, რათა საკითხის შეფასება განხორციელდეს ობიექტური კრიტერიუმის საფუძველზე.
6.4. სასა--რთლო განმარტავს, რომ დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კრიტერიუმებს განსაზღვრავს დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის წესის მე-6 მუხლი. კერძოდ, აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, გრძელვადიანი საცხოვრებელ ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-5 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გა--რტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი.
მითითებული მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, აღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით მოხდება დევნილი ოჯახებისათვის საცხოვრებელი ფართების განაწილება, იქნება ეს ახლადაშენებული, რეაბილიტირებული შენობები თუ სხვა საცხოვრებელი ბინები და სახლები. დევნილთა საჭიროებების პრიორიტეტულობის გათვალისწინებით განისაზღვრება, თუ კონკრეტული პროექტის შესაბამისად, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, რა რიგითობით მოხდება საცხოვრებელი ფართის შეთავაზება. ა--ვე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კრიტერიუმები განსაზღვრულია ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-6 პუნქტით დამტკიცებული „საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმის“ №6 დანართისა და „სოციალური კრიტერიუმის“ №7 დანართის შესაბამისად.
ზემოაღნიშნულ ნორმათა ანალიზის საფუძველზე, სასა--რთლო განმარტავს, რომ დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხის შეფასებისთვის განისაზღვრა საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმი და სოციალური კრიტერიუმი. აღნიშნული კრიტერიუმები დამტკიცებულ იქნა ა--ვე ბრძანებით დანართი №4 და დანართი №5-ის სახით. ა--სთან, მითითებული კრიტერიუმების განსაზღვრა ხდება, დევნილი ოჯახის მიერ სამინისტროსთვის, ა--ვე ნორმატიული აქტით დამტკიცებული კითხვარის შევსების შედეგად, მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე.
სასა--რთლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელე - მ--------- გ--–-–---–- წარმოადგენს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირს - დევნილს, რომელიც ზემოაღნიშნული სამოქმედო გეგმიდან გამომდინარე, არ არის დაკმაყოფილებული საცხოვრებელი ფართით, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიებების ფარგლებში. შესაბამისად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია უფლებამოსილი იყო ეხელმძღვანელა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 201- წლის 9 აგვისტოს N320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესით“ და გადაეწყვიტა მოსარჩელის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხი.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მ--------- გ--–-–--ლმა შეავსო განაცხადი საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე, ზემოაღნიშნული წესის საფუძველზე, სამინისტრომ მ--------- გ--–-–---–-ს დევნილ ოჯახს კრიტერიუმების გათვალისწინებით, წინასწარი შეფასებით მიანიჭა 9 ქულა, მათ შორის, სოციალურ კრიტერიუმში - 2.5 ქულა, 18 წლამდე ასაკის წევრები- 2 ქულა, შეზღუდული შესაძლენლობების მქონე პირები „შშმპ“-3 ქულა, ომის ვეტერანი/ვეტერანები მარჩენალდაკარგული- 1.5 ქულა.
6.5. სასა--რთლო მიუთითებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2014 წლის 3 თებერვლის №382 ბრძანებით დამტკიცებულ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის დებულებაზე, რომლითაც განსაზღვრულია დევნილთა საკითხების დეპარტამენტის ამოცანები და უფლებამოსილებები. აღნიშნული დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“, „ს“ და „ტ“ ქვეპუნქტების თანახმად, დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და უფლებამოსილებებში შედის: დევნილთა განსახლების ორგანიზება; განსახლების პოლიტიკის შემუშავება, განსახლების პროცესის მართვა და მონიტორინგი; დევნილთა გრძელვადიანი განსახლების ორგანიზება მინისტრის ნორმატიული აქტის საფუძველზე; დევნილთა ერთიანი მონაცემთა ბაზის ადმინისტრირება, მასში დაცული მონაცემების ფორმირება, დახვეწა და დაცვა კანონმდებლობის შესაბამისად; დევნილთა განსახლების ობიექტებში არსებული საყოფაცხოვრებო პირობების შესწავლა; ობიექტების მდგომარეობის შესახებ დევნილთა განცხადებების განხილვა და რეაგირება.
მოპასუხის პოზიციის თანახმად, მოსარჩელისათვის უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი არის 2017 წლის ივლისის თვეში განხორციელებული მონიტორინგის შედეგად მოპოვებული ინფორმაცია, კერძოდ მ--------- გ--–-–---–- და მისი მეუღლე 2003 წლიდან ცხოვრობენ ქ. თბილისი, თემქა, მე-1-- კვარტალი, 39 კორპუსი, ბინა-1-, ქირის გარეშე. მითითებული საცხოვრებელი ფართი წარმოადგენს მოსარჩელის - მ--------- გ--–-–---–-ს ძმის - მ----- გ--–-–---–-ს საკუთრებას. მ----- გ--–-–---–- დაახლოებით 20 წელია ცხოვრობს რუსეთში. ასევე გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ რამდენჯერმე, სხვადასხვა დროს ადგილზე გამოცხადებულ მონიტორინგის თანამშრომლებთან გასაუბრებისას და შესაბამისი მონიტორინგის ფორმის შევსებისას მოსარჩელეს არ დაუფიქსირებია, რომ მესაკუთრე, რომელიც წარმოადგენს მის ძმას სთხოვს ბინის გამონთავისუფლებას. ზემოაღნიშნული საკუთრება 2017 წლის 1- დეკემბერს გასხვისებულ იქნა ნ--------------------. მოპასუხის პოზიციის თანახმად აღნიშნული წარმოადგენს მიზანმიმართულ, თვალთმაქცურ, მოჩვენებითი ხასიათის ქმედებას, რომელიც ემსახურება გარიგების ნამდვილი არსის დაფარვას. აღნიშნულ არგუმენტს ამყარებს არაერთგზით განხორციელებული მონიტორინგის შედეგები, ასევე კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება და სადავო აქტის გამოცემის დროსაც კი უძრავი ქონება ირიცხებოდა ძმის საკუთრებაში.
როგორც საქმის მასალებით დგინდება, საკითხზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით, მონიტორინგის ფარგლებში, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ საჭიროდ მიიჩნია საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე შევსებული კითხვარის მიხედვით დევნილის საცხოვრებელი პირობების ადგილზე შესწავლა. ამ მიზნით, დეპარტამენტის უფლებამოსილი თანამშრომლები გამოცხადნენ აპლიკანტის ფაქტობრივ საცხოვრებელ მისა--რთზე და საბოლოოდ კომისიის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მ--------- გ--–-–---–-ს განსახლების აუცილებლობის არ საჭიროების გამო გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ.
უდავოდ დადგენილია, რომ მ--------- გ--–-–--ლს საკუთრებაში არ გააჩნია უძრავი ქონება. სასა--რთლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან მ--------- გ--–-–---–-სთვის დევნილი ოჯახის გრძელვადიან განსახლებაზე უარის თქმის საფუძვლად იმ გარემოებაზე მითითება, რომ მ--------- გ--–-–---–-, ოჯახთან ერთად ცხოვრობს ძმის საკუთრებაში არსებულ ბინაში, რომელიც გასხვისებულ იქნა ნ-------------------- გარიგების ნამდვილი არსის დაფარვის გამო, არ წარმოადგენს მისთვის იმ მომენტისათვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის საფუძველს. მით უფრო იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელემ სასა--რთლო პროცესზე განმარტა, რომ მისმა ძმამ გაასხვისა აღნიშნული ბინა, დღესდღეობით აღარ ცხოვრობს ამ ბინაში და ამჟა--დ ოჯახთან ერთად ცხოვრობს ქირით.
ამდენად, სასა--რთლო თვლის, რომ მოსარჩელე არის თავშესაფარის არმქონე, რომელიც საჭიროებს განსახლებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ზემოხსენებული ცხადყოფს, რომ ადმინისტრაციული ორგანომ ადმინისტრაციული წარმოების დროს არ დაიცვა კანონით გათვალისწინებული ვალდებულებები და საქმის გარემოებების გამოკვლევისა და შეჯერების შედეგად არ მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება, რაც თავის მხრივ სასა--რთლოს კონტროლის პირობებში ქმნის სადავო ადმინისტრაციულ-სა--რთლებრივი აქტის ბათილობის წინაპირობას. შესაბამისად, აღნიშნული პირისათვის არსებობს დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემის აუცილებლობა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
6.7. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასა--რთლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ა--ვე კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სა--რთლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასა--რთლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სა--რთლებრივი აქტი.
სასა--რთლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ-სა--რთლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სა--რთლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ა--ვე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სა--რთლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სა--რთლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე, 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
მითითებულ გარემოებათა გათვალისწინებით, სასა--რთლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სა--რთლებრივი აქტი ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს, რაც მისი ბათილად ცნობისა და მოსარჩელე მ--------- გ--–-–---–-ს საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის დავალდებულების საფუძველს წარმოადგენს. ამდენად, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
მხარეები, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილისა და ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,უ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე, გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასა--რთლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასა--რთლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასა--რთლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12, 22-ე, 23-ე, 32-ე, 33-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მ--------- გ--–-–---–-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2017 წლის 08 ნოემბრის №2--- ბრძანება დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე;
3. დაევალოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სა--რთლებრივი აქტი, რომლითაც დაკმაყოფილდება მ--------- გ--–-–---–-ს მოთხოვნა საცხოვრებლი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე.
4. მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასა--რთლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისა--რთი: ქ.თბილისი, გრიგოლ რობაქიძის 7ა) თბილისის საქალაქო სასა--რთლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მისა--რთი: ქ.თბილისი, დ----- აღმაშენებლის ხეივნი მე-12 კმ, №6) მეშვეობით 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის დღიდან.
მოსა--რთლე: თ----- ოქროპირიძე