განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/311-18წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
ახალციხის რაიონული სასამართლო
29 აგვისტო, 201- წელი ქ.ახალციხე
მოსამართლე - შალვა მჭედლიშვილი
სხდომის მდივანი - ქეთევან ინასარიძე
სხდომის სახე - ღია
ბრალდების მხარე - პროკურორი - კ---------–---–---–-
დაცვის მხარე - ბრალდებული - გ---------------–---–- - საქართველოს მოქალაქე, დაბადებული 0-.1-.1--- წელს, პ/ნ 1---------- მცხ. ქ.ბ----------, ნ-----–---ს ქ.N1-ში. ადვოკატი- მ-------------–---
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტი და 126-ე მუხლის პირველი ნაწილი.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
201- წლის 2-------, დაახლოებით 09:30 საათზე, ქ.ბ---------ში ნ-----–---ს ქუჩა N1-ის მიმდებარე ტერიტორიაზე გ---------------–---–მა არასრულწლოვან 1-.0-.2--- წელს დაბადებულ ვ-–----------–-------ს მოქაჩა მარცხენა ყურიდან და ძლიერად დაარტყა ფეხი საჯდომზე, ყურის მოქაჩვითა და ფეხის დარტყმით ვ-–----------–-------მ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. ასევე, 201- წლის 2-------, დაახლოებით 09:30 საათზე, ქ.ბ---------ში ნ-----–---ს ქუჩა N1-ის მიმდებარე ტერიტორიაზე გ---------------–---–მა ფიზიკური შეურაწყოფა მიაყენა არასრულწლოვან ვ-–----------–-------ს, რასაც გამოესარჩლა ვ-–----------–-----------------------–-------, რომელმაც მისცა შენიშვნა, შენიშვნის მიცემით გაღიზიანებულმა გ---------------–---–მა ერთხელ ძლიერად დაარტყა ხელი გულმკერდის არეში ი-------–-------ს, რომელმაც განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.
მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა:
მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
პრეიუდიციად მიჩნეულ მტკიცებულებებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები:
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
გ---------------–---–მა ჩაიდინა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
მანვე ჩაიდინა სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
აღნიშნული დანაშაულის ჩადენა დასტურდება შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობით:
დაზარალებულ ი-------–-------ს ჩვენება, რომლის თანახმად ცხოვრობს ქ. ბ---------ში ნ-----–---ს ქუჩა N 1--ში საერთო საცხორებელ ბინაში ოჯახთან ერთად, ყავს სამი არასრულწლოვანი შვილი - ვ-–---------, ე-–---------------–----------. ამავე ქუჩის N 1-ში ოჯახით ცხოვრობს მისი მეზობელი გ---------------–---–-, რომლის ოჯახსაც კარგად იცნობს. მისი უფროსი არასრულწლოვანი შვილი ვ-–----------–------- და აღნიშნული მეზობლის გ---------------–---–-ს არასრულწლოვანი შვილი თ--------------–---–- არიან მეგობრები, უბანში ერთად იზრდებიან და ერთად თამაშობენ თითქმის ყოველდღიურად მათ ქუჩაზე მდებარე საფეხბურთო სტადიონზე. მისი მეუღლის მ-------–-------ს და მისი არასრულწლოვანი შვილის ვ-–----------–-------ს გადმოცემით იცის, რომ დაახლოებით ერთი კვირის წინ ზუსტად დღე და რიცხვი არ ახსოვს მისი არასრულწლოვანი შვილი ვ-–----------–------- თავის მეგობართან თ--------------–---–თან ერთად თამაშობდნენ ფეხბურთს სტადიონზე, რა დროსაც შემთხვევით თამაშის დროს ვ-–---------- ბურთზე გაქნეული ფეხი მოარტყა თ-------- ე. წ. საზარდულში, რა დროსაც თ-------- ტკენია მისი შვილის მიერ შემთხვევით მორტყმული ფეხი აღნიშნულ ადგილზე და დაუწყია ტირილი და წასულა სახლში. ამის შემდეგ მიმდინარე წლის 2------- დილით დაახლოებით 08:30 სთ-ზე იმყოფებოდა თავის ზემოაღნიშნულ საცხოვრებელ სახლში და ემზადებოდა სამსახურში წასასვლელად, ასევე სახლში იყვნენ მისი მეუღლე მ-------–------- და მისი არასრულწლოვანი შვილები ვ-–---------, ე-–---------------–----------. ბავშვები მოემზადნენ სკოლაში წასასვლელად და გავიდნენ მის მეუღლესთან ერთად ნ-----–---ს ქუჩაზე და წავიდნენ სკოლის მიმართულებით, ხოლო თვითონ დარჩა მარტო სახლში. მათი წასვლიდან დაახლოებით 5 წუთის გასვლის შემდეგ ქუჩიდან სახლში შემოესმა უცენზურო სიტყვებისა და ხმამაღალი ტონით საუბრის ხმა, რაზეც გავიდა სახლიდან გარეთ ნ-----–---ს ქუჩაზე და დაინახა მისი მეზობელი გ---------------–---–- როგორ აყენებდა უცენზურო სიტყვებით მის მეუღლეს და მის ოჯახის წევრებს სიტყვიერ შეურაცხყოფას, აღნიშნულზე მივიდა ჩქარი ნაბიჯით მათთან და გ---------------–---–ს სიტყვიერად უთხრა რა გინდა ჩემს ოჯახის წევრებთან რატო აყენებ სიტყვიერ შეურაცხყოფასო, ამავდროულად იქ იმყოფებოდნენ გ-------ს მშობლები დედა და მამა, რა დროსაც გ------- მის მიმართ გახდა აგრესიული, ლანძღვა-გინებით მიუახლოვდა, მოკიდა მარჯვენა ხელი პერანგის საყელოში და მარცხენა ხელის მუშტი დაარტყა მკერდის არეში ძლიერად, რა დროსაც მკერდის არეში განიცადა ძლიერი ტკივილი, თვითონ მოგერიების მიზნით ხელი კრა და მოიშორა გ-------, რა დროსაც მათ შორის ჩადგნენ გ-------ს მშობლები, ასევე მისი მეუღლე და დაშორდნენ ერთმანეთს მალევე.
ამის შემდეგ გ------- თავისმა მშობლებმა წაიყვანეს თავის სახლის მიმართულებით, მისი არასრულწლოვანი შვილები ვ-–--------- და მ------–---------- რომლებიც შეესწრენ თავიდან ბოლომდე აღნიშნულ ფაქტს, წავიდნენ სკოლის მიმართულებით, ხოლო თვითონ მეუღლესთან ერთად წავიდა სახლის მიმართულებით, რა დროსაც გზაში მეუღლემ უთხრა, რომ როდესაც მათი არასრულწლოვანი ბავშვები მიდიოდნენ სკოლაში გ---------------–---–- ქუჩაში თავის სახლის წინ დახვდა ბავშვებს, გ------- მივიდა ვლ--------თან ახლოს დაუწყო უცენზურო სიტყვებით ლანძღვა-გინება, ეუბნეოდა ბავშვს, რატომ ამოარტყა მის შვილს საზარდულში ფეხი, მოკიდა ხელი ყურში, აუწია ყური მაღლა და ფეხი ძლიერად ამოარტყა საჯდომზე, რა დროსაც ვ-–--------- ტკივილისგან დაუწყია ტირილი, ასევე მისმა მეუღლემ უთხრა, რომ გ-------ს მისთვისაც უგინებია უცენზურო სიტყვებით.
იხ.ტ.1 ს.ფ. 11-12.
ვ-–----------–-------ს ჩვენება, რომლის თანახმად 201- წლის 2------- დილით მიდიოდა სკოლაში თავის პატარა დასთან 8 (რვა) წლის მ------–-------სთან ერთად, მის სახლთან ახლოს გზაზე მათთან მოვიდა თ--------------–---–-ს მამა გ---------------–---–-, რომელმაც აუწია მარცხენა ყური და უთხრა რატომ ამოარტყი თ------ ფეხიო. მან უთხრა გ------- ბიძია ძალით არ მინდოდა თამაშის დროს შემთხვევით მომიხვდათქო, რის შემდეგაც მან ფეხი ამოარტყა საჯდომზე ძლიერად და უთხრა მეც შემთხვევით მომივიდა, ახლა წადი სკოლაში და მეორეთ ჩემს შვილს ფეხი აღარ ამოარტყაო, მან გ---------------–---–-ს მიერ ყურის აწევის და ფეხის საჯდომზე ამორტყმის შედეგად განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
იხ.ტ.1 ს.ფ. 20-21.
გ---------------–---–-ს ჩვენება, რომლის თანახმად მიმდინარე წლის 2------- დილის საათებში დაახლოებით 08:00 საათის შემდეგ იმყოფებოდა სახლში. ვინაიდან ცხოვრობს აღნიშნული ბინის პირველ სართულზე ნ-----–---ს ქუჩაზე კარგად ხედავს, თუ ვინ მოძრაობს ფეხით, დაინახა, რომ მისი მეზობლის ი--------–-------ს არასრულწლოვანი შვილები მოდიოდნენ ფეხით ნ-----–---ს ქუჩაზე სკოლის მიმართულებით, მათ შორის არასრულწლოვანი ვ-–----------–-------. ის გამოვიდა სახლიდან გარეთ ქუჩაში მარტო, როდესაც მიუახლოვდა ვ-–---------, დაუძახა გაფრთხილების მიზნით, რათა მეორედ არ ამოერტყა თამაშის დროს მისი შვილისთვის თ--------თვის წიხლი, მოკიდა ხელი მარცხენა ყურში აუწია ოდნავ, გააფრთხილა აღნიშნულზე შემოატრიალა მისკენ ზურგით და მარჯვენა ფეხის ტერფის ნაწილი საშუალოდ ამოარტყა საჯდომის ნაწილში, ბავშმა დაიწყო ტირილი, რაც დაინახა მისმა დედამ მ-------–-------- და დაუწყო ყვირილი, რატომ მიაყენე ჩემს შვილს შეურაცხყოფაო, მან უთხრა რომ მოეკიდა ხელი შვილებისათვის და წასულიყო იქედან. ამის შემდედ დაინახა ქუჩაზე ჩქარი ნაბიჯით მისი მიმართულებით მოდიოდა ვ-–---------ს მამა ი--------–-------, რომელიც მიუიახლოვდა და ხმამაღალი ტონით დაუწყო ყვირილი რატო აყენებ ჩემს ცოლმვილს სიტყვიერ მეურაცხყოფასო, აღელვებულმა ვეღარ მოითმინა მარჯვენა ხელი ი------- პერანგის საყელოში მოკიდა და მოშორების მიზნით მარცხენა ხელის მუშტი ამოარტყა გულმკერდის არეში, რაზეც წაკინკლავდნენ ერთმანეთში, რა დროსაც მათ შორის ჩადგნენ მისი მშობლები და მალევე დაშორდნენ ერთმანეთს.
იხ.ტ.1 ს.ფ. 112-114.
201- წლის 3-------- Nº4--------- სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმად ი--------–-------ს სხეულზე არსებული სისხლნაჟღენთები და ნაჭდევები მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და როგორც თითოეული ცალცალკე, ასევე ყველა ერთად აღებული ეკუთვნის სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით აღნიშნული დაზიანებები არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს.
იხ.ტ.1 ს.ფ. 32-33.
გ---------------–---–-ს მიერ ბრალდებით გათვალისწინებული დანაშაული ასევე დადასტურებულია საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, კერძოდ: მოწმეთა ი--------–-------ს, ვ-–----------–-------ს, მ-------–-------ს გამოკითხვის ოქმებით, დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილებებით, გ---------------–---–-ს ბრალდებულად ცნობის შესახებ დადგენილებით, დადგენილება სამედიცინო ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით და სასამართლოში წარმოდგენილი ბრალდების მხარის სხვა მტკიცებულებებით.
ბრალდებულმა გ---------------–---–მა აღიარა მის მიმართ ბრალად წარდგენილი ინკრიმინირებული ქმედება
3. სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებენ, რომ გ---------------–---–მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.
4.პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები
გ---------------–---–-ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ქმედების გულწრფელი მონანიება, ხოლო დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
5.სასჯელის გამოყენების დასაბუთება
სასამართლო სასჯელის გამოყენების დასაბუთებისას ხელმძღვანელობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით, რომლის მე-3 ნაწილი ადგენს, რომ სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს. ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ბრალად წარდგენილ ქმედებას, შეურიგდა დაზარალებულებს, რომელთაც ბრალდებულის მიმართ რაიმე სახის პრეტენზია არ გააჩნიათ.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, გ---------------–---–ს უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - ჯარიმა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 258-ე, 259-ე, 260-ე, 271-272-ე, 277-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.გ---------------–---–- (პ/№1----------) ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3000(სამი ათასი) ლარის ოდენობით.
2.გ---------------–---–- (პ/№1----------) ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000(ორი ათასი) ლარის ოდენობით.
3.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელი და გ---------------–---–ს საბოლოოდ ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3 000(სამი ათასი) ლარის ოდენობით.
4. გ---------------–---–-ს (პ/№1----------) მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში ყადაღა მოეხსნას თ--------------–---–-ს (პ/№1----------- საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას 5000 ლარის ფარგლებში, მდებარე: ქ. ბ----------, ნ-----–---ს ქ. N1, სართული 2, ფართი 27,90 კვ.მ, ს/კ 6-.2-.0-.0--.0-/5--. (201- წლის 05 ივლისის განჩინება).
5. ჯარიმის გადახდაზე კონტროლის განხორციელება უზრუნველყოს სააღსრულებო ბიურომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ გამოცხადებისთანავე.
7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე შალვა მჭედლიშვილი