გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 25.04.2018
საქმის ნომერი
020310018002295160
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული, ადმინისტრაციული, სხვა სახის დავები
თარიღი
25.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 020310018002295160 (3/14-18)

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

25.04.2018 ქ. ზუგდიდი

შესავალი ნაწილი

ზუგდიდის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ირაკლი აბშილავა

სხდომის მდივანი ნინო დიხამინჯია

მოსარჩელე მუ--------------ე

მოპასუხე აბ-–--------------------------–-------------------------------–------–--–----------------------–----–-------------------–-----------------–----–----------------------–----–------------–-------–-–--------–---------–----------------------------------–ია

წარმომადგენელი მა---------ა.

დავის საგანი მიუღებელი ხელფასის ანაზღაურება.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

მოპასუხისთვის მოსარჩელის მუშაობის პერიოდში 1998-2003 წლებში მოსარჩელისთვის დარიცხული გაუცემელი ხელფასის დაკისრება 442,62 ლარის ოდენობით.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე წერილობით შესაგებელში ნაწილობრივ ცნობს სარჩელს. თუმცა სასამართლო სხდომაზე მიუთითებს, რომ და მოპასუხე უარს აცხადებს დავალიანების ანაზღაურებაზე იმ მოტივით, რომ ამჟამად მოქმედი ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონი არ ითვალისწინებს სამსახურიდან გათავისუფლებულ პირებზე წინა წლებში წარმოქმნილი საბიუჯეტო დავალიანების დაფარვის წესს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. მოსარჩელე სახელმწიფო რწმუნებულის გუბერნატორის ადმინისტრაციაში მუშაობდა 05.10.1997 წ-დან 31.12.2013 წლამდე.. მუშაობის პერიოდში 1998-2003 წლებში მასზე დარიცხული და გაუცემელი შრომის ანაზღაურება შეადგენს 442 ლარს.

 

3.2. სამსახურიდან დათხოვნის შემდეგ დღემდე მოსარჩელესთან საბოლოო ანგარიშწორება არ განხორციელებულა რასაც მოპასუხე აღიარებს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- სარჩელი, შესაგებელი

- მხარეთა განმარტებები, სხდომის ოქმი

- განკარგულება #2 30.01.1997

-განკარგულება #33/21 01.08.2007 წ

-განცხადება 01.12.2017

-ცნობა #01/1692, 05.12.2017

-განცხადება 14.12.2017

-მომართვა #01/1817, 29.12.2017

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სარჩელი საფუძვლიანია. მოპასუხემ მოსარჩელეს უნდა გადაუხადოს მიუღებელი ხელფასი.

 

5.კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი; საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი; ,,ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია’’; „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ საერთაშორისო პაქტი; „ევროპის სოციალური ქარტია’’.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

ევროპის სოციალური ქარტია (საქართველოსთან მიმართებაში ძალაშია 2005 წლის 1 ოქტომბრიდან, რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2005 წლის 1 ივლისის N 1876 – რს დადგენილებით), რომელიც სოციალურ საკითხად განიხილავს შრომითი ურთიერთობებს. ეს გულისხმობს იმას, რომ შრომის უფლება სოციალური უფლებაა, რაც ადამიანის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ინტერესებთან არის დაკავშირებული, მისი რეალიზაცია აუცილებელია ადამიანის არსებობისათვის და საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრულყოფილი მონაწილეობისათვის. სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევაში კი შესაძლოა პირი დარჩეს უმუშევარი, რაც მას აყენებს გარკვეული საფრთხეებისა თუ რისკ-ფაქტორების წინაშე. ამაზე მეტყველებს სხვა საერთაშორისო აქტებიც. კერძოდ, 1948 წლის 10 დეკემბრის ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია (ძალაშია საქართველოს უზენაესი საბჭოს 1991 წლის 15 სექტემბრის დადგენილებით), კონვენცია დასაქმების პოლიტიკის შესახებ (საქართველოში ძალაშია საქართველოს პარლამენტის 1996 წლის 16 მაისის №235 დადგენილებით) და სოციალური, ეკონომიკური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი (საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებულია 1994 წლის 25 იანვარს).

 

საყოველთაო დეკლარაციის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ყოველ ადამიანს აქვს შრომის, სამუშაოს თავისუფალი არჩევის, შრომის სამართლიანი და ხელსაყრელი პირობების და უმუშევრობისაგან დაცვის უფლება. ამავე მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება იღებდეს სამართლიანსა და დამაკმაყოფილებელ გასამრჯელოს.

 

ამრიგად, საერთაშორისო აქტები სახელმწიფოს აკისრებს პასუხისმგებლობას შეასრულოს სახელფასო ვალდებულებები მათი წარმოშობისა და შესრულების მომენტისათვის კანონმდებლობით რეგლამენტირებული ნორმების მიხედვით.

 

დადგენილია, რომ მოსარჩელის სახელფასო დავალიანება მოპასუხეს წარმოეშვა 1998-2003 წლებში და დღეისათვის მოსარჩელე დავობს ამ პერიოდში წარმოქმნილ და შეუსრულებელ ვალდებულებებზე.

 

1997 წლის 01 დეკემბრიდან ძალაში შევიდა ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელმაც იმოქმედა 2017 წლის 01 ივლისამდე. ამ პერიოდიდან კი ამოქმედდა ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის ახალი რედაქციის ძირითადი ნორმები.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელე მუშაობდა რა სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაციაში არსებულ სტრუქტურაში, იმყოფებოდა შრომით ურთიერთობაში მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოსთან და როგორც ძალადაკარგული, ისე მოქმედი ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, წარმოადგენდა საჯარო მოსამსახურეს შესაბამისი შრომითი ანაზღაურების უფლებით.

 

სადავო პერიოდში მოქმედი და ძალადაკარგული ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონი აწესრიგებდა საჯარო სამსახურის განხორციელებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს. კერძოდ, კანონის 37-ე პირველი პუნქტის მიხედვით, ამ კანონის მე-9 მუხლის საფუძველზე მოსამსახურეს უფლება აქვს სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან განთავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო (ხელფასი). მოსამსახურის შრომითი გასამრჯელო (ხელფასი) მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, პრემიას და კანონით გათვალისწინებულ დანამატებს. დანამატების გაცემა უნდა განხორციელდეს მხარჯავი დაწესებულებებისათვის ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში.

 

იმავე მუხლის მე-4 პუნქტით, მოსამსახურეთა შრომითი გასამრჯელოს (ხელფასის) ფონდის ფორმირების წყაროა შესაბამისი ბიუჯეტი. საბიუჯეტო ასიგნებათა შემცირება არ შეიძლება იყოს მოსამსახურეთა შრომითი გასამრჯელოს (ხელფასის) და ამ კანონით გათვალისწინებული სხვა გარანტიების დაფინანსების შემცირების საფუძველი.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის პოზიციას მოქმედი კანონმდებლობით წინა წლებში წარმოქმნილი საბიუჯეტო დავალიანების დაფარვის წესისა და ვალდებულების არარსებობის თაობაზე და აღნიშნავს, რომ 2009 წლის 18 დეკემბერს მიღებული ,,საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის” 30-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტში შექმნილია წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდი, რომლის განკარგვა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესაბამისად. ამავე მუხლის მე-2 პუნქტით, წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდიდან თანხებს საქართველოს მთავრობის შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე გამოყოფს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელე ითხოვს სწორედ წინა წლებში წარმოქმნილი სახელფასო დავალიანების მოპასუხისაგან ანაზღაურებას, რაც თავად მოპასუხის მიერ 05.12.2017 წელს გაცემული №01/1692 წერილის თანახმად, შეადგენს დარიცხული სახით 442 ლარს, ხოლო ხელზე გასაცემი თანხაა 390,62 ლარი.

 

სასამართლო თვლის, რომ ზემოთ მითითებული ნორმები წარმოადგენენ სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძველს. მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებისაგან სახელფასო დავალიანების ანაზღაურებაზე უარი, არსებული სახელმწიფო პოლიტიკის საწინააღმდეგო და კანონშეუსაბამოა.

 

მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მოქმედების განუხორციელებლობა - ხელფასის გაუცემლობა, პირდაპირ და უშუალო ინდივიდუალურ ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებასა და ინტერესს და საქმეზე გამოყენებული უნდა იქნეს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 331-ე მუხლი, რომლის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება, ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის მოთხოვნა დასაბუთებულია და ექვემდებარება დაკმაყოფილებას.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

სასამართლო ხარჯების საკითხი უნდა გადაწყდეს შემდეგნაირად: ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ და ,,უ’’ ქვეპუნქტის, თანახმად მოსარჩელე, ისევე როგორც მოპასუხე განთავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის შესაბამისად, როდესაც ორივე მხარე განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო.

 

8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების საკითხი.

 

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არ არის გამოყენებული.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე,250-ე, 364ე, 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1.მუ--------------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. აბ-–--------------------------–-------------------------------–------–--–----------------------–----–-------------------–-----------------–----–----------------------–----–------------–-------–-–--------–---------–----------------------------------–ია მუ--------------ის სასარგებლოდ დაეკისროს მიუღებელი ხელფასის 442 ლარის (დაუბეგრავი თანხა, კუთვნილი გადასახადების ჩათვლით).

 

3.მხარეები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

5 .გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს (მდებარე ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. 32) ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს (მდებარე ქ. ზუგდიდი, გრ. ქობალიას ქ. 12) მეშვეობით, 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის გადაცემის მომენტიდან.

 

მოსამართლე ირაკლი აბშილავა