გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№ 3/64-20--
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
03 სექტემბერი, 20-- წელი ქ. სამტრედია
სამტრედიის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ლევან მეშველიანი
სხდომის მდივანი ქეთევან მეიშვილი
მოსარჩელე - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო
წარმომადგენელი - მი------- კი-------
მოპასუხე - შპს ,,კ-----------------------------–-------–-------------------------–-----------------“
დირექტორი - ან------ ნი----–--–---–ი
დავის საგანი - ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1.სასარჩელო მოთხოვნა
1.1 მოპასუხე შპს ,,კ-----------------------------–-------–-------------------------–-----------------“, მოსარჩელე სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სასარგებლოდ დაეკისროს მხარეთა შორის გაფორმებული იჯარის ხელშეკრულებიდან გამომდინარე საიჯარო ქირის დავალიანების - 7705.40 ლარისა და პირგასამტეხლოს - 2730 ლარის გადახდა;
სარჩელით წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენლის მიერ გადმოცემული განმარტებით, 20-6 წლის 28 ივლისს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და შპს ,,კ-----------------------------–-------–-------------------------–-----------------“ (ს/კ 4--------) შორის სამტრედიაში, აღ--–-----–ის ქ. N244-ში, პირველ სართულზე მდებარე 1136.6- კვ.მ. არსაცხოვრებელი ფართიდან 62.93 კვ.მ. ფართისა და მასზე წილობრივად დამაგრებულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (ს/კ 3-.0-.6-.0--.0-.5--) გაფორმდა იჯარის ხელშეკრულება 5 წლის ვადით. ხელშეკრულების მე-2 მუხლის მიხედვით ყოველწლიური იჯარის ქირა შეადგენდა 3-4 ლარს, რომელიც უნდა გადახდილიყო ყოველი თვის 05 რიცხვამდე. მოიჯარის მიერ არ იქნა შესრულებული იჯარის ქირის გადახდის ვალდებულება, რის საფუძველზეც სააგენტოს მიერ გაგზავნილი 20-7 წლის 11 აგვისტოს №13/41162, 20-7 წლის 30 მაისის N13/26054 და 20-- წლის 25 იანვრის N13/4351 შეტყობინებებით მოიჯარეს ეცნობა საიჯარო ქირის დავალიანებისა და მასზე დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობის შესახებ, რაც მოიჯარის მიერ რეაგირების გარეშე იქნა დატოვებული. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 07.06.20-- წლის N1/3-299 ბრძანებით შეწყდა იჯარის ხელშეკრულება. 20-- წლის 07 ივნისის მდგომარეობით საიჯარო ქირის დავალიანება შეადგენს 7705.40 ლარს, იჯარის ქირის გადაუხდელობისათვის დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობა - 2730 ლარს.
(იხ. სარჩელი; მოსარჩელის წარმომადგენლის ახსნა-განმარტება - სასამართლო სხდომის ოქმი).
2.მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე შპს ,,კ-----------------------------–-------–-------------------------–-----------------“ სარჩელი და თანდართული დოკუმენტები ჩაბარდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი, მოცემული საკითხის მომწესრიგებელ ნორმათა დაცვით, მაგრამ ამ უკანსკნელის მიერ შესაგებელი არ წარმოდგენილა.
მოპასუხე შპს ,,კ-----------------------------–-------–-------------------------–-----------------ს“ წარმომადგენელმა სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ სცნო.
(იხ. ს.ფ. 37 და სასამართლო სხდომის ოქმი 03.09.20--წ.)
3.ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდაო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 20-6 წლის 28 ივლისს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და შპს ,,კ-----------------------------–-------–-------------------------–-----------------“ (ს/კ 4--------) შორის სამტრედიაში, აღ--–-----–ის ქ. N244-ში, პირველ სართულზე მდებარე 1136.6- კვ.მ. არსაცხოვრებელი ფართიდან 62.93 კვ.მ. ფართისა და მასზე წილობრივად დამაგრებულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (ს/კ 3-.0-.6-.0--.0-.5--) გაფორმდა იჯარის ხელშეკრულება 5 წლის ვადით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
20-6 წლის 28 ივლისის იჯარის ხელშეკრულება (იხ. ს.ფ. 14-18);
-მოსარჩელის განმარტება (იხ. სარჩელი; სასამართლო სხდომის ოქმი).
3.1.2. ხელშეკრულების მე-2 მუხლის მიხედვით ყოველწლიური იჯარის ქირა შეადგენდა 3-4 ლარს, რომელიც უნდა გადახდილიყო ყოველი თვის 05 რიცხვამდე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-20-6 წლის 28 ივლისის იჯარის ხელშეკრულების მე-2 მუხლი (იხ. ს.ფ.14);
-მოსარჩელის განმარტება (იხ. სარჩელი; სასამართლო სხდომის ოქმი).
3.1.3. ხელშეკრულების 3.1.3. მუხლის შესაბამისად მოიჯარე ვალდებულია საიჯარო ურთიერთობის ვადის გასვლამდე ,,ქონების“ დაბრუნების შემთხვევაში შესთავაზოს ,,მეიჯარეს“ სხვა გადახდისუნარიანი და ,,მეიჯარისათვის“ მისაღები ,,მოიჯარე“, რომელიც დაეთანხმება ,,ხელშეკრულების“ პირობებს. წინააღმდე შემთხვევაში, ,,მოიჯარე“ ვალდებულია გადაიხადოს საიჯარო ქირა ,,ხელშეკრულებით“ განსაზღვრული საიჯარო პერიოდის დასრულებამდე. ეს წესი არ მოქმედებს თუ ხელშეკრულების ვადის გასვლამდე შეწყვეტა ორივე მხარის ინტერესებშია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-20-6 წლის 28 ივლისის იჯარის ხელშეკრულების 3.1.3 მუხლი(იხ. ს.ფ. 15);
-მოსარჩელის განმარტება (იხ. სარჩელი; სასამართლო სხდომის ოქმი).
3.1.4. ხელშეკრულების 3.1.5. მუხლის შესაბამისად მოიჯარე ვალდებულია ,,ქონებით“ სარგებლობისას დაიცვას ამ ,,ხელშეკრულებით“ გათვალისწინებული პირობები და მათ შესრულებაზე ,,მეიჯარეს“ წარუდგინოს ინფორმაცია წერილობითი მოთხოვნის ჩაბარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-20-6 წლის 28 ივლისის იჯარის ხელშეკრულების 3.1.5 მუხლი(იხ. ს.ფ. 15);
-მოსარჩელის განმარტება (იხ. სარჩელი; სასამართლო სხდომის ოქმი).
3.1.5. ხელშეკრულების 5.2. მუხლის შესაბამისად ხელშეკრულების მე-2 მუხლით გათვალისიწინებული საიჯარო ქირის გადაუხდელობის შემთხვევაში მოიჯარეს ეკისრება პირგასამტეხლო გადაუხდელი თანხის 0,1%-ის ოდენობით დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-მოსარჩელის განმარტება (იხ. სარჩელი; სასამართლო სხდომის ოქმი).
-20-6 წლის 28 ივლისის იჯარის ხელშეკრულების 5.2. მუხლი (იხ. ს.ფ. 15);
3.1.7. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ 20-7 წლის 30 მაისის N13/26054 შეტყობინებით მოიჯარეს ეცნობა საიჯარო ქირის დავალიანებისა და მასზე დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობის შესახებ, და განესაზღვრა 20 (ოცი) კალენდარული დღე ვალდებულებათა შესასრულებლად, რაც მას ჩაბარდა 20-7 წლის 0- ივნისს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 20-7 წლის 30 მაისის N13/26054 შეტყობინება (იხ.ს.ფ. 23-24);
-საქართველოს ფოსტის ჩაბარება-არჩაბარების შეტყობინების ბარათი (იხ. ს.ფ. 29);
-მოსარჩელის განმარტება (იხ. სარჩელი; სასამართლო სხდომის ოქმი).
3.1.8. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ 20-7 წლის 11 აგვისტოს №13/41162 შეტყობინებით მოიჯარეს განმეორებით გაეგზავნა შეტყობინება ვალდებულებათა შესრულების მოთხოვნით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 20-7 წლის 11 აგვისტოს №13/41162 შეტყობინება (იხ. ს.ფ. 21-22);
-მოსარჩელის განმარტება (იხ. სარჩელი; სასამართლო სხდომის ოქმი).
3.1.9. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ 20-- წლის 25 იანვრის N13/4351 შეტყობინებით მოიჯარეს მესამედ გაეგზავნა შეტყობინება ვალდებულებათა შესრულების მოთხოვნით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 20-- წლის 25 იანვრის N13/4351 შეტყობინება (იხ.ს.ფ. 24-25);
-საქართველოს ფოსტის ჩაბარება-არჩაბარების შეტყობინების ბარათი (იხ. ს.ფ. 27);
-მოსარჩელის განმარტება (იხ. სარჩელი; სასამართლო სხდომის ოქმი).
3.1.9. 20-- წლის 07 ივნისს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული საგენტოს იმერეთ-რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მომსახურების ცენტრის უფროსის მიერ გამოცემული იქნა №1/3-299 ბრძანება სამტრედიის მუნიციპალიტეტში, აღ--–-----–ის ქუჩა N224-ში, პირველ სართულზე მდებარე 1136.6- კვ.მ. არსაცხოვრებელი ფართიდან 62.93 კვ.მ. ფართისა და მასზე წილობრივად დამაგრებულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (ს/კ 3-.0-.6-.0--.0-.5--) სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და შპს ,,კ-----------------------------–-------–-------------------------–-----------------“ (ს/კ 4--------) შორის 28.07.20-6 წელს დადებული იჯარის ხელშეკრულების მოშლის შესახებ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს იმერეთ-რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მომსახურების ცენტრის უფროსის 20-- წლის 07 ივნისის №1/3-299 ბრძანება; (იხ. ს.ფ. 31-32)
-მოსარჩელის განმარტება (იხ. სარჩელი; სასამართლო სხდომის ოქმი).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მოპასუხე შპს ,,კ-----------------------------–-------–-------------------------–-----------------“ (ს/კ 4--------) მიერ დაირღვა იჯარის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებანი. შესაბამისად იჯარის ხელშეკრულების შეწყვეტის დროისათვის - 20-- წლის 07 ივნისის მდგომარეობით საიჯარო ქირის დავალიანება შეადგენს 7705.40 ლარს, იჯარის ქირის გადაუხდელობისათვის დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობა - 2730 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-20-6 წლის 28 ივლისის იჯარის ხელშეკრულება (იხ. ს.ფ. 14-18);
-სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 20-7 წლის 30 მაისის N13/26054 შეტყობინება (იხ.ს.ფ. 23-24);
-საქართველოს ფოსტის ჩაბარება-არჩაბარების შეტყობინების ბარათი (იხ. ს.ფ. 29);
-სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 20-7 წლის 11 აგვისტოს №13/41162 შეტყობინება (იხ. ს.ფ. 21-22);
-სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 20-- წლის 25 იანვრის N13/4351 შეტყობინება (იხ.ს.ფ. 25-26);
-საქართველოს ფოსტის ჩაბარება-არჩაბარების შეტყობინების ბარათი (იხ. ს.ფ. 27);
- საფინანსო სამსახურის უფროსის 20-- წლის 19 ივნისის N6-263 სამსახურებრივი ბარათი სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს იმერეთ-რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მომსახურების ცენტრისადმი (იხ. ს.ფ. 30)
-მოსარჩელის განმარტება(იხ.სარჩელი; სასამართლო სხდომის ოქმი)
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, იჯარის ქირის დავალიანების ანაზღაურება მოპასუხეს უნდა დაეკისროს სრულად, ხოლო რაც შეეხება პირგასამტეხლოს - პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება, მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლო გამდიდრებას. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა 2730 ლარი შეუსაბამოდ მაღალია და იგი საქმეში დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა გათვალისწინებით უნდა შემცირდეს 2568.46 ლარამდე.
კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 6-1 მუხლი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 319-ე, 327-ე, 361-ე, 417-ე, 418-ე, 581-ე მუხლები
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 6-1 მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად კერძოსამართლებრივ ურთიერთობებში ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს, როგორც სამოქალაქო სამართლის სუბიექტი, ხოლო განსახილველი ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სამოქალაქო სამართლებრივი ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისი ნორმები.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 581-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად იჯარის ხელშეკრულებით მეიჯარე მოვალეა გადასცეს მოიჯარეს განსაზღვრული ქონება დროებით სარგებლობაში და საიჯარო დროის განმავლობაში უზრუნველყოს ნაყოფის მიღების შესაძლებლობა, თუ იგი მიღებულია მეურნეობის სწორი გაძღოლის შედეგად შემოსავლის სახით. მოიჯარე მოვალეა გადაუხადოს მეიჯარეს დათქმული საიჯარო ქირა. საიჯარო ქირა შეიძლება განისაზღვროს როგორც ფულით, ისე ნატურით. მხარეებს შეუძლიათ შეთანხმდნენ საიჯარო ქირის განსაზღვრის სხვა საშუალებებზედაც. განსახილველი ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად იჯარის ხელშეკრულების მიმართ გამოიყენება ქირავნობის ხელშეკრულების წესები, თუ 581-606-ე მუხლებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 20-6 წლის 28 ივლისს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და შპს ,,კ-----------------------------–-------–-------------------------–-----------------“ (ს/კ 4--------) შორის სამტრედიაში, აღ--–-----–ის ქ. N244-ში, პირველ სართულზე მდებარე 1136.6- კვ.მ. არსაცხოვრებელი ფართიდან 62.93 კვ.მ. ფართისა და მასზე წილობრივად დამაგრებულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (ს/კ 3-.0-.6-.0--.0-.5--) გაფორმდა იჯარის ხელშეკრულება 5 წლის ვადით. ხელშეკრულების მე-2 მუხლის მიხედვით ყოველწლიური იჯარის ქირა შეადგენდა 3-4 ლარს, რომელიც უნდა გადახდილიყო ყოველი თვის 05 რიცხვამდე. ხელშეკრულების 3.1.3. მუხლის შესაბამისად მოიჯარე ვალდებული იყო საიჯარო ურთიერთობის ვადის გასვლამდე ,,ქონების“ დაბრუნების შემთხვევაში შეეთავაზებინა ,,მეიჯარესათვის“ სხვა გადახდისუნარიანი და ,,მეიჯარისათვის“ მისაღები ,,მოიჯარე“, რომელიც დაეთანხმებოდა ,,ხელშეკრულების“ პირობებს. წინააღმდე შემთხვევაში, ,,მოიჯარე“ ვალდებული იყო გადაეხადა საიჯარო ქირა ,,ხელშეკრულებით“ განსაზღვრული საიჯარო პერიოდის დასრულებამდე. ეს წესი არ იმოქმედებდა თუ ხელშეკრულების ვადის გასვლამდე შეწყვეტა ორივე მხარის ინტერესებში იქნებოდა, ხოლო ხელშეკრულების 3.1.5. მუხლის შესაბამისად მოიჯარეს ეკისრებოდა ვალდებულება ,,ქონებით“ სარგებლობისას დაეცვა ამ ,,ხელშეკრულებით“ გათვალისწინებული პირობები და მათ შესრულებაზე ,,მეიჯარეს“ წარედგინა ინფორმაცია წერილობითი მოთხოვნის ჩაბარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში.
6.3 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოიჯარის - შპს ,,კ-----------------------------–-------–-------------------------–-----------------ს“ (ს/კ 4--------) მიერ არ შესრულებულა 20-6 წლის 28 ივლისის იჯარის ხელშეკრულება.
6.3 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
განსახილველ შემთხვევაში ხელშეკრულების 5.2. მუხლის შესაბამისად ხელშეკრულების მე-2 მუხლით გათვალისიწინებული საიჯარო ქირის გადაუხდელობის შემთხვევაში მოიჯარეს ეკისრება პირგასამტეხლო გადაუხდელი თანხის 0,1%-ის ოდენობით დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად სახელმწიფო ბაჟის გადახდევინება წარმოებს სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონით დადგენილი წესით: სარჩელზე, აგრეთვე განცხადებაზე ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის საგნის დაბრუნების შესახებ;
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში წარმოადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
განახილველ შემთხვევაში მოპასუხეს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახლმწიფო ბაჟის - 30-.22 ლარის გადახდა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-2, მე-5, მე-9, მე-10, მე-12 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 55-ე, 243-244-ე, 247-249, 257-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მოპასუხე შპს,,კ-----------------------------–-------–-------------------------–-----------------“ მოსარჩელე სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სასარგებლოდ დაეკისროს მხარეთა შორის გაფორმებული იჯარის ხელშეკრულებიდან გამომდინარე საიჯარო ქირის დავალიანების - 7 705.40 (შვიდი ათას შვიდას ხუთი ლარი და 40 თეთრი) ლარისა და პირგასამტეხლოს - 2 568.46 (ორი ათას ხუთას სამოცდარვა ლარი და 46 თეთრი) ლარის გადახდა;
3. მოპასუხე შპს,,კ-----------------------------–-------–-------------------------–-----------------“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახლმწიფო ბაჟის გადახდა - 30-.22 (სამასრვა ლარი და 22 თეთრი) ლარის ოდენობით;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32) სამტრედიის რაიონული სასამართლოს (მდებარე: სამტრედია, ძმები ნინუების ქუჩა №1) მეშვეობით 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.
მოსამართლე ლევან მეშველიანი