განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
1/6------
(0-----------)
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
17 აგვისტო, 2018 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე ლელა ნოზაძე,სხდომის მდივანი სოფიო ჩოხელი,ბრალდების მხარე:
პროკურორი - დ----- შ----–---–--,დაცვის მხარე:
ადვოკატი - ზ------ რ-------–---–-,ბრალდებული - გ---–- ნ-------, დაბადებული 19---–-–------------–- პ/ნ 0----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობა გაქარწყლებული, დაოჯახებული, რეგისტრირებული და მცხოვრები ქ.თბილისში, ნ.ხ--–-------–----------------------------------ში,კვალიფიკაცია : საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 237-ე მუხლის 1-ლი ნაწილი და 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილი
სხდომის სახე: ღია;
აღწერილობით ნაწილი:
სასამართლომ დადგენილად ცნო: - 2014 წლის 28 სექტემბერს გ---–- ნ------- სტუმრად იმყოფებოდა მეგობრის, შსს ს--–----------------------------------ი სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის ვ-–-------- ზ--------ის საცხოვრებელ სახლში, მდებარე ქ------–--–---–---------------------------------ში. მანვე ისარგებლა რა დროის იმ მონაკვეთით, რომ ვ-–-------- ზ--------ეს ეძინა, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა შსს ს--–-------------- სამხარეო მთავრი სამმართველოს ბალანსზე რიცხულ და ამ უკანასკნელის სახელზე განპიროვნებულ ,,J--------------” მოდელის სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლ იარაღს N4------- თავისივე მჭიდით და 15 ცალი ვაზნით;
2014 წლის 28 სექტემბერს, დაახლოებით 03:45 საათზე, ქ.თ---–--–---------–------------------------------, გ---–- ნ------- თავს დაესხა კერძო ტაქსის მძღოლ დ----- ღ--------ს, რომელსაც ცეცხლსასროლი იარაღით სიცოცხლისათვის საშიში ძალ-----ბის გამოყენების მუქარით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით გასტაცა ,,ნოკიას“ ფირმის მობილური ტელეფონი;
იმავე დღეს, დაახლოებით 03:50 საათზე, ქ.თბილისში, რ----–---------------------------- მიმდებარე ტერიტორიაზე დ---------------------- სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილების თანამშრომლების მიერ იქნა დაკავებული გ---–- ნ-------, რა დროსაც ჩატარებული პირადი ჩხრეკისას, მისგან ამოღებული იქნა შსს ს--–----------------------------------ი სამმართველოს ბალანსზე რიცხული და ვ-–-------- ზ--------ის სახელზე განპიროვნებული ,,J--------------” მოდელის ცეცხლსასროლი პისტოლეტი N4------- თავისივე მჭიდით და 15 ცალი ვაზნით.
გამოკვლეული მტკიცებულებები:
ვ-–-------- ზ--------ის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენებითა და საქმის მასალებით დადგენილია, რომ მუშაობდა ს--–---------------------------------- სამმართველოში უბნის ინსპექტორ გამომძიებლის პოზიციაზე. 2014 წლის 27 სექტემბერს, წ-----–- მდებარე კუთვნილ ბინაში დაპატიჟა მეგობრები გ---–- ნ-------, შეყვარებული რ---- კ---------ი და ო----- მ-------–---–ი მეუღლესთან - მ----- ბ--------–---–---- ერთად. სუფრასთან არაყს ო-----ი და გ---–- სვამდნენ, თავად იყო დაღლილი და მხოლოდ ერთი ჭიქა მოსვა. იქნებოდა დაახლოებით 23 - დან 24 საათამდე პერიოდი, როცა გააცილა სტუმრები და მასთან დარჩა მხოლოდ გ---–- ნ-------. ტელეფონზე თანხის ჩარიცხვის მიზნით ტაქსით ერთად წავიდნენ ვ----------თან. იმავე ტერიტორიაზე მას შემთხვევით შეხვდა მეგობრი დ----- ჩ--------–---–ი, რომელიც სახლში დაპატიჟა და გზაში დამატებით კიდევ ერთი ბოთლი არაყი იყიდა. სამივე ავიდნენ მის ბინაში. რამდენიმე წუთის საუბრის შემდეგ ბიჭებს ბოდიში მოუხდა და გაუხდელად სუფრასთან მდგარ დივანზე მიწვა, იმ იმედით, რომ ცოტას წასთვლემდა და როცა მეგობრები აიშლებოდენენ გააცილებდა სახლში. ამავე ჩვენებით, მას საქამრიდან ტაბელური იარაღი არ მოუხსნია. დილით, როცა გაიღვიძა ნახა, რომ სახლში არავინ იყო, ბიჭები წასულიყვნენ, წელზე მოთავსებული იარაღის ჩასადები იყო ცარიელი და წაღებული იყო საშტატო იარაღი, მჭიდითა და ტყვიებით. როცა გ---–-ს ტელეფონზე დაუკაშირდა ნახა, რომ მეგობარს მობილური ქურთუკთან ერთად მის ბინაში ჰქონდა დატოვებული და წაღებული იყო მისი სახლისა და მანქანის გასაღები. მოგვიანებით გაარკვია, რომ გ---–- ნ-------ს იარაღით ყაჩაღობა ჰქონდა ჩადენილი.
2014 წლის 27 სექტემბერს მეგობრის ვ-–-------- ზ--------ის სახლში ყოფნის ფაქტი დაადასტურეს ო----- მ-------–---–მა, მ----- ბ--------–---–მა და რ--- კ---------მა. მოწმეთა ჩვენებებით დადგენილი გარემოებაა, რომ ვ-–-------- ზ--------ეს იარაღი დამაგრებული ჰქონდა საქამრეზე რომელიც მოთვსებული იყო ე.წ. კაბურაში და საშტატო იარაღი მათი იქ ყოფნის პერიოდში არ მოუხსნია. ასევე დაადასტურეს, რომ სასმელს მხოლოდ გ---–- ნ------- და ო----- მ-------–---–ი სვამდნენ.
დ----- ჩ--------–---–ის ჩვენებით, 2014 წლის 27 სექტემბერს გვიან ღამით შემთხვევით ნახა ვ-–-------- ზ--------ე. ურთიერთმოკითხვის შემდეგ მეგობარმა გააცნო გ---–- ნ-------, რომელიც თან ახლდა და სახლში დაპატიჟა. ბინაში ასვლამდე ლ------ (ვ-–--------მა) იყიდა არაყი და რადგან იმ დღეს იყო მძიმე მარხვა, მან გ---–-სთან ერთად სმა დაიწყო ღამის თორმეტი საათის შემდეგ.
ლ-----ს სასმელი არ დაულევია, იყო დაღლილი და იქვე სუფრასთან მდგარ დივანზე მიწვა. მოწმემ დაადასტურა, რომ ზ--------ეს წელზე ეკეთა ე.წ. კაბურაში მოთავსებული იარაღი. სახლში წასვლამდე შევიდა საპირფარეშოში და იმ დროს ოთხში მძინარე ლ-----სთან გ---–- მარტო დარჩა. შემდეგ ორივე ერთად ჩამოვიდნენ კორპუსის სადარბაზოსთან. ბრალდებულმა სთხოვა დაეჭირა პიჯაკი რომელიც მას ჰქონდა მოცმული და იმავე ტერიტორიაზე გავიდა „მოსასაქმებლად“. სწორედ მაშინ შენიშნა მან ლ-----ს ბმვ-ს ემბლემით გამოსხული მანქანის გასაღები და უთხრა გ---–-ს მისთვის გადაეცა. შიშობდა ნასვამი ბრალდებული არ დამჯდარიყო ლ-----ს მანქანაზე და ავტოსაგზაო შემთხვევა არ მოსვლოდა. გააჩერეს ტაქსი. გ---–- დაჯდა მძღოლის გვერდით მანქანის წინა სალონში, ხოლო თავად უკან. საბურთალოზე ჩამოსვლისას მან კიდევ ერთხელ უთხრა გ---–-ს გადაეცა მისთვის ლ-----ს კუთვნილი გასაღები, რაზეც ბრალდებულის უხეში ტონით უარი მიიღო. გ---–- ტაქსს გაჰყვა და გააგრძელა გზა დ-------ში. მეორე დღეს მისთვის ცნობილი გახდა, რომ გ---–-ს ლ-----ს იარაღით დანაშაული ჰონდა ჩადენილი. მოწმემ განმარტა, რომ ლ------ გ---–-ს წასვლამდე გადასცა ტაქსის ფული 10 ლარიანი კუპიურა.
დაზარალებულ დ----- ღ--------ს ჩვენებით დადგენილია, რომ 2014 წლის 28 სექტემბერს ტაქსაობდა მის მფლობელობაში არსებული ავტომანქანა „ფოლსკვაგენ გოლფით“. დაახლოებით 03:00 საათზე, მან წ----------------–--–--- ჩაისვა ორი ახალგაზრდა მამაკაცი და სხდომაზე მიუთითა, რომ მათგან ერთ-ერთი იყო ბრალდებული გ---–- ნ-------. თ------–---–----------–---------- კვეთაზე მანქანა გააჩერებინეს. გ---–- ნ-------სთან ერთად მყოფი პირი რომელიც მანქანის უკანა სავარძელში იჯდა მივიდა მანქანის წინა სავარძელში მჯდომ ბრალდებულთან და სთხოვა მისთვის გადაეცა რაღაცა ნივთი. ბრალდებულმა ახალგაზრდა მამაკაცს უხეშად უპასუხა და დ----- ღ--------ს მოსთხოვა გზა სწრაფად გაეგრძელებინა. გზაში გ---–- ნ-------მ მას მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ამოიღო იარაღი და მოსთხოვა სიჩქარის მომატება, ასევე დასძინა, რომ იარაღი მას არ ეკუთვნოდა და თუ მოკლავდა პასუხს არავინ მოსთხოვდა. როცა მიუახლოვდა ა--–-------------–-------–-- ქუჩას, ბრალდებულმა შეიყვანა ერთ-ერთ ჩიხში, შემდეგ ისევ მოატრიალებინა მანქანა და გააჩერებინა ერთ-ერთი კორპუსის ეზოში. იარაღის მუქარით მოსთხოვა ტელეფონისა და ავტომანქანის გასაღების გადაცემა. იყო აგრესიული და აგინებდა. დაზარალებულის ჩვენებით მან ამოიღო კუთვნილი ტელეფონი და მიაწოდა. იმავე პერიოდში დაინახეს მათი მიმართულებით მოძრავი ორი პიროვნება, რომელთა დანახვაზე გ---–- ნ------- გადავიდა მისი მართვის ქვეშ მყოფი მანქანიდან, „მიუგდო“ მანქანის გასაღები და სწრაფად გაიქცა კორპუსის მიმართულებით. იმავე პერიოდში ბრალდებულს ხელიდან გაუვარდა დაზარალებულისაგან წართმეული ტელეფონი, რაც თავად აიღო, დაქოქა მანქანა და წავიდა. ვიდრე პოლიციის განყოფილებამდე მივიდოდა ტელეფონზე დაურეკა მის მეზობლად მცხოვრებ დ---------------------------- განყოფილების უფროსს ე------ მ----–---–ს და მოუთხრო მომხდარი ფაქტის შესახებ. ასევე უთხრა ტერიტორია სადაც იმყოფებოდა. შეტყობინებიდან მცირე დროში მასთან მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები რომელთაც დაწვრილებით უამბო მომხადრის შესახებ და აღუწერა თავდამსახმელის გარეგნობა. დაზარალებულის ჩვენებით, მან მონაწილეობა მიიღო საგამოძიებო მოქმედებაში და წარდგენილ სამ პიროვნებას შორის ამოიცნო გ---–- ნ-------.
ე-–------- მ----–---–-ა დადასტურა, რომ 2014 წლის 28 სექტემბერს დაუკავშირდა ნაცნობი დ----- ღ-------- და აცნობა მომხდარი ყაჩაღური თავდასხმის ფაქტი. დაზარალებულმა აღუწერა არა მარტო თავდამსხმელის გარეგნობა ასევე უთხრა შემთხვევის ადგილის მდებარეობა სადაც თავად იმყოფებოდა. მოწმემ თავის მხრივ მომხდარი ყაჩაღობის შესახებ ინფორმაცია ტელეფონით მიაწოდა დ------- - ჩ---------------------------–-------------------–---- უფროსს ვ---- ფ----------–---–ს.
ვ---- ფ----------–---–ის ჩვენებით, 2014 წლის 28 სექტემბერს დაუკავშირდა დ---------------------- მე-3 განყოფილების უფროსი ე-–------- მ----–---–ი და უთხრა, რომ ნაცნობმა ტაქსის მძღოლმა აცნობა ყაჩაღური თავდასხმის ფაქტი, რომელიც მომხდარი იყო ა--–---------------ის მიმდებარე კორპუსებთან და მიაწოდა ინფორმაცია შესაძლო დამნაშავის გარეგნობის შესახებ, რაც თავის მხრივ გადასცა იმავე ტერიტორიაზე მოძრავ ოპერატიულ ჯგუფს. როგორც მისთვის ცნობილია, ცხელ კვალზე გატარებული ღონისძიების შედეგად დაკავებული იქნა გ---–- ნ-------, რომელსაც პირადი ჩხრეკისას ამოუღეს ცეცხლსასროლი იარაღი.
ბრალდებულმა გ---–- ნ-------მ დაადასტურა, რომ 2014 წლის 27 სექტემბერს იმყოფებოდა ლ----- (ვ-–--------) ზ--------ის სახლში. სტუმრებს შორის მის გარდა იყვნენ ასევე ო----- მ-------–---–ი მეუღლესთან ერთად და მეგობრის საცოლე რ---- კ---------ი. ყველანი სვამდნენ არაყს. როცა სტუმრები გააცილეს ლ-----სთან ერთად წავიდა თანხის ჩასარიცხად.
ვ----------თან მათ შემთხვევით შეხვდათ ლ-----ს მეგობარი დ----- ჩ--------–---–ი. სამივე ერთად აბრუნდნენ ლ-----ს ბინაში და გზად იყიდეს კიდევ ერთი ბოთლი არაყი. სახლში შესვლისას კუთვნილი ქურთუკი სკამის საზურგეზე დაკიდა და როცა სამზარეულოდან დაბრუნდა ნახა, რომ მის სკამზე ლ----- იჯდა. აღარ ააყენა და თვითონ სხვა ადგილას გადაჯდა. სუფრის მიმდინარეობისას ლ-----ს იქვე ჩაეძინა. მეგობრის ბინა დატოვა დ----- ჩ--------–---–თან ერთად. წამოსვლისას გზად გააჩერეს ტაქსი. დ----- ჩ--------–---–ი პ---–------------ კუთხესთან ჩამოვიდა და მძღოლმა მისი მითითებით გზა დ-------- მიმართულებით გააგრძელა. როცა სახლთან მივიდა და ფულს დაუწყო ძებნა მაშინ შენიშნა, რომ თან ლ-----ს პიჯაკი ჰქონდა წამოღებული, სადაც იდო ამ უკანასკნელის გასაღებები და ტაბელური იარაღი. ტაქსის მძღოლს უთხრა, რომ ფულს დაუმატებდა და სთხოვა ისევ უკან ბაგებში წაეყვანა.
მანვე ბიძაშვილთან დასარეკად ტელეფონი გამართვა მძღოლს, რაც შემდეგ მას ისევ უკან დაუბრუნა. რ----- ნ------ის სახლში დახვდა ი----- ს------–---–ი, რომელსაც 10 ლარი გამოართვა. როცა დაბრუნდა, დ----- ღ--------მ უთხრა, რომ დაურეკეს და ვერ შეძლებდა უკან ბაგებში მის წაყვანას. ტაქსის მძღოლს გადაუხადა კუთვნილი 10 ლარი და დაემშვიდობა. ხ--–------–-ს ქუჩის გამოსასვლელთან ის შეაჩერეს მისთვის უცნობმა პირებმა და ჰკითხეს ხომ არ ჰქონდა თან რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი. მიხვდა, რომ იყვნენ პოლიციელები და ყოველგვარი წინააღმდეგობის გაწევის გარეშე გადასცა ცეცხსლსასროლი იარაღი, რის შემდეგ დააკავეს და გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში.
დათვალიერების ოქმის თანახმად, 2014 წლის 28 სექტემბერს დაზარალებულ დ----- ღ--------ს დაკითხვისას მის მიერ წარდგენილ იქნა ავტომანქანა ,,ფ---–------------–----“, სახ.#H------, სარეგისტრაციო მოწმობა, რომლის მიხედვით, აღნიშნული ავტომანქანა წარმოადგენს შპს ,,ე----“ კუთვნილებას; ავტომანქანის გამოშვების თარიღია 1993 წელი; ფერი - ლურჯი 8/8; ტიპი - უნივერსალი; ძრავის მოცულობა 1800; ტრანსპორტის საიდენტიფიკაციო ნომერია W---------------. ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობის ნომერია A--------, მისი გადაცემის თარიღია 17/01/2013 წელი, ტრანსპორტის რეგისტრაციის საფუძველი გახდა ერთობლივი განცხადება (A------------------);
ამავე ოქმის თანახმად, დ----- ღ--------ს მიერ, ასევე, წარდგენილ იქნა მობილური ტელეფონი ,,ნოკია“ იმეი კოდით 3--------------, რომელშიც მოთავსებულია შპს ,,ჯეოსელის“ ქსელში ჩართული სიმბარათი ნომრით 5-----------. აღნიშნული ტელეფონის შემავალი და გამავალი ზარების დათვალიერებით ირკვევა, რომ 2014 წლის 28 სექტემბერს 03:44 საათზე დაფიქსირებულია გამავალი ზარი სატელეფონო ნომერზე 5-----------, რომელზეც დათვალიერებაში მონაწილე დ----- ღ--------მ განაცხადა, რომ აღნიშნული ნომერი ეკუთვნის ე------ (ე-–-------) მ----–---–ს, რომელსაც შეატყობინა მისი დაყაჩაღების ფაქტის შესახებ. იმავე თარიღით 03:47 სთ-ზე დაფიქსირებულია შემავალი ზარი ტელეფონის ნომრიდან 5------------ რომელზეც დ----- ღ--------მ განაცხადა, რომ აღნიშნული ნომრით მას დაუკავშირდა დ---------------------- ს-----------–-------------------–--ის თანამშრომელი, რომელიც დარეკვისთანავე სხვა თანამშრომელთან ერთად მივიდა ადგილზე და მათ მოახდინეს თავდამსხმელის დაკავება.
ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, 2014 წლის 28 სექტემბერს, 03:50 საათზე გ---–- ნ------ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებულ იქნა შარვლის მარცხენა მხარის სარტყელიდან შავი ფერის პისტოლეტი, წარწერით ,,J--------------” ნომრით 4------, მასში მოთავსებული მჭიდით და მჭიდში მოთავსებული 15 (თხუთმეტი) ვაზნით. დაკავებულის შარვლის წინა მარცხენა ჯიბიდან ამოღებული იქნა 1 (ერთი) 10 (ათი) ლარიანი კუპიურა და 1(ერთი) ცალი 5(ხუთი) თეთრიანი მონეტა. დაკავებულის პიჯაკის გარეთა მარჯვენა ჯიბიდან ამოღებული იქნა 1(ერთი) ცალი გასაღები მასზე მიმაგრებული ყვითელი ფერის ე.წ ჩიპით.
საქმეზე დაკითხული იქნა დაზარალებულის - ს--–----------------------------------ი სამმართველოს ადმინისტრაციის სამმართველოს საფინანსო-სამეურნეო განყოფილების წარმომადგენელი წამყვანი სპეციალისტი რ---- მ---------მ, რომელმაც განმარტა, რომ იარაღი, რომელსაც ფლობდა ვ-–-------- ზ--------ე, რიცხულია ს--–-------------- მ--------------------–----ე.
გასავლის ზედდებულის თანახმად, დანაყოფის უფროსის თ. ც--------- და ინსპექტორ რ.მ--------ის მიერ, 2014 წლის 3 სექტემბერს შსს ს--------------------------------–------------------------------------– ვ-–-------- ზ--------ეზე, #1------ პატაკის საფუძველზე გაიცა ერთი ცალი პისტოლეტი „იერიხო“, ორი ცალი მჭიდი და 30 ცალი ლუგერის ვაზნა.
შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს 2014 წლის 29 სექტემბრის ბალისტიკური ექსპერტიზის N1----- დასკვნის თანახმად, გამოკვლევაზე წარდგენილი, ქარხნული წესით დამზადებული, ,,J--------------” მოდელის, 9 მმ კალიბრის N4------- პისტოლეტი მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის, ხოლო 15 ცალი ვაზნა არის ქარხნული წესით დამზადებული, 1908 წლის ნიმუშის, პარაბელუმ-ლუგერის 9მმ კალიბრის ვაზნა, განკუთვნილი 9 მმ კალიბრის უცხოური წარმოების პისტოლეტების დიდი ჯგუფისათვის, მათ შორის წარმოდგენილი პისტოლეტისთვის. გამოსაკვლევი თხუთმეტივე ვაზნა ვარგისია გამოსაყენებლად და მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას.
მოწმე ა------- შ-------მ სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე.
ავტომანქანის დათვალიერების ოქმის თანახმად, 2014 წლის 28 სექტემბერს ,,ვოლქსვაგენ გოლფის“ მარკის ავტომანქანის, სახ.#H------, დათვალიერებისას ექსპერტების მიერ აღებული იქნა ორი სუნის კვალის ნიმუშები ავტომანქანის წინა მარჯვენა სავარძლიდან და ავტომანქანის უკანა მარჯვენა სავარძლიდან. ასევე, წინა მარჯვენა კარის ჩარჩოს შიდა ზედაპირიდან, წინა მარჯვენა კარის გარე ზედაპირიდან და ავტომანქანის კარებს შორის არსებული სამაგრიდან, აღებული იქნა სამი ხელის კვალი, რაც შეიფუთა კანონის დაცვით.
შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს 2014 წლის 28 ოქტომბრის N5--/ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად: ავტომანქანა ,,V--------------”, სახ. #H-------ის წინა მარჯვენა სავარძლის საზურგე ადგილიდან დაქტილოფირით ამოღებულ ბოჭკოს მიკრონაწილაკებს შორის აღმოჩენილ მოლურჯო/ნაცრისფერი ბამბის ბოჭკოს მიკრონაწილაკებს და გ---–- ნ------ის პიჯაკის ქსოვილის შემადგენლობაში შემავალ მოლურჯო/ნაცრისფერი ბამბის ბოჭკოებს გააჩნიათ საერთო გვარეობითი კუთვნილება.
მოწმე ი----- მ-----–---–მა სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე.
2014 წლის 28 სექტემბერს ნიმუშის აღების ოქმის თანახმად, ბრალდებულ გ---–- ნ------ის თანხმობით მოხდა მისი დაქტილოსკოპირება ელექტრონულად.
2014 წლის 29 სექტემბრის დ----- ღ--------ს ხელის კვლების ნიმუშის აღების ოქმის თანახმად, დ----- ღ--------საგან აღებული იქნა ხელის კვლების ნიმუში.
2014 წლის 29 სექტემბრის თითების ანაბეჭდები ნიმუშის აღების ოქმის თანახმად, მოწმე დ----- ჩ--------–---–ისაგან აღებული იქნა ხელის თითების ანაბეჭდები ელექტრონული მეთოდით.
შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს 2014 წლის 8 ოქტომბრის დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის N2---/დ დასკვნის თანახმად:
სს N0----------- საქმეზე, გამოკვლევაზე წარმოდგენილი ხელის თითის კვლები გადატანილი დაქტილოფირებზე ზომებით: 39X53 მმ-კვალი N1, 38 X48მმ-კვალი N2, პიროვნების იდენტიფიკაციისათვის ვარგისია.
ხელის კვალი გადატანილი დაქტილოფირზე ზომით: 39 X51მმ პიროვნების იდენტიფიკაციისათვის უვარგისია.
ხელის თითის კვალი N2 (ამოღებული ავტომანქანის წინა მარჯვენა კარის ჩარჩოს შიდა ზედაპირიდან) იდენტურია მონაცემთა ერთიან ბაზაში აღრიცხვაზე მყოფი დ----- ზ------- ძე ჩ--------–---–ის, დაბ. 2--1--1--- წ. მარცხენა ხელის საჩვენებელი თითის ანაბეჭდის ნიმუშის.
ხელის თითის კვალი N1 არ არის იდენტური დ----- ყ--------- ძე ღ--------ს, დაბ. 3--0-.1---.; დ----- ზ------- ძე ჩ--------–---–ის, დაბ. 2--1--1---- გ---–- ი-–--- ძე ნ------ის, დაბ.1--0--1--- ხელის თითის ანაბეჭდების ნიმუშების.
ხელის თითის კვალი N1, იდენტური შემთხვევის ადგილებიდან ამოღებული პიროვნების იდენტიფიკაციისათვის ვარგისი ხელის თითის კვლები და დაქტილოსკოპირებული პირების ხელის თითის ანაბეჭდები მონაცემთა ერთიან ბაზაში არ მოიპოვება.
მოწმე ე---------- ჩ---–--–---–მა სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე.
2014 წლის 28 და 29 სექტემბერს ნიმუშის აღების ოქმების თანახმად, რაც დაცვის მხარის მიერ უდავო ფაქტობრივ გარემოებად იქნა მიჩნეული, გ---–- ნ------ისა და დ----- ჩ--------–---–ისგან აღებულ იქნა სუნის ნიმუში.
შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს 2014 წლის 15 ოქტომბრის ოდოროლოგიური ექსპერტიზის N4-------- დასკვნის თანახმად: 2014 წლის 28 სექტემბერს, ქ. თბილისში, ა--–--------------, II კორპუსის მიმდებარედ დ----- ღ--------ზე განხორციელებული ყაჩაღური თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით, ავტომანქანიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუშები იდენტურია ბრალდებულ გ---–- ნ------ისგან და მოწმე დ----- ჩ--------–---–ისგან აღებული სუნის კვალის ნიმუშის.
მოწმე მ-------- ჩ------ემ სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნის სიწორე.
2014 წლის 29 სექტემბრის ნივთიერი მტკიცებულებების გახსნისა და დათვალიერების ოქმის თანახმად, დ----- ღ--------ს და ვ-–-------- ზ--------ის მონაწილეობით გაიხსნა და დათვალიერდა ვერცხლისფერი მეტალის ე.წ. ბრელოკი თავისივე რგოლით, რომელზეც ასახულია ერთი ცალი შავი პლასტმასის გაწყობილი ა/მანქანა B---ს ემბლემის გამოსახულებით გასაღებით, ერთი ცალი ოდნავ გრძელი ვერცხლისფერი მეტალის გასაღები და ერთი ცალი შედარებით მცირე ზომის ვერცხლისფერი გასაღები, რომელზეც იკითხება ასოები ,,T---”, აღნიშნულზე ვ-–-------- ზ--------ემ განმარტა, რომ მას ეკუთვნის, ვინაიდან შავი პლასტმასით გაწყობილი M---ს ემბლემის გამოსახულებით გასაღები, არის მისი ავტომანქანა B---ს გასაღები, რომლის სახელმწიფო ნომერია F------, ვ-–--------ის განმარტებით, ავტომანქანის გასაღები ამოიცნო მასზე არსებული ნაკაწრით, ხოლო გასაღები, რომელიც არის მოგრძო ასევე, ეკუთვნის მას და არის მის სამსახურში განკუთვნილი სეიფის გასაღები. რაც შეეხება ე.წ. ბრელოკს, განმარტა, რომ შეძენილი აქვს დაახლოებით ერთი თვის წინ ახალციხეში ერთ-ერთ მაღაზიაში. ვ-–-------- ზ--------ემ ამოიცნო მისი კუთვნილი გასაღებების ასხმა.
2014 წლის 28 სექტემბრის დათვალიერების ოქმის თანახმად, გ---–- ნ------ის მიერ, დაკითხვის შემდეგ ნებაყოფლობით იქნა წარდგენილი ტანსაცმელი, რაც მას ეცვა დაკავების დროს: შავი ფერის პიჯაკი, ნაცრისფერი სპორტული შარვალი, შავი ფერის ზონრით და თეთრი ფერის მაისური.
დაცვის მოწმე რ----- ნ------ის ჩვენებით დადგენილი გარემოებაა, რომ 2014 წლის 28 სექტემბერს დაახლოებით 03:30 საათზე სახლიდან გამოვიდა სიგარეტის მოსაწევად, დაინახა მეზობელი ა---–-- თ-------ე, რომელიც უბანში ასეირნებდა ძაღლს და მასთან ერთად გააგრძელა ფეხით სვლა. მცირე დროში დაინახა ბიძაშვილი გ---–- ნ-------. მოკითხვის შემდეგ გ---- (გ---–- ნ-------) უთხრა, რომ მასთან სახლში იყო და ი----- ს------–---–ს, რომელიც არის მოწმის და გამოართვა ტანხა 10 ლარის ოდეობით. ამავე ჩვენებით, გ---–-მ გადაუხადა ტაქსის მძღოლს ფული, მათ ერთამანეთი გადაკოცნეს დაემშვიდობნენ ,,კარგად ძმაოო“ და ერთამანეთს ხელი ჩაამოართვეს.
იგივე ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურეს მოწმეებმა ა---–-- თ-------ემ და ი----- ს------–---–მა. ამ უკანასკნელმა დამატებით განმარტა, რომ გ---–- ნ------- არის მისი მამინაცვლის ძმისშვილი და ხშირად მიდის მათ ოჯახში სტუმრად. რადგან რ-----ი არ დახვდა გ---–-ს თანხა მას გამოართვა.
მოწმე ი----- მ-------ემ განმარტა, რომ 2014 წლის 28 სექტემბერს მას დაურეკა მეუღლის ბიძაშვილმა რ----- ნ-------მ და უთხრა, რომ გ---–- იმყოფებოდა მასთან ნასვამ მდგომარეობაში.
მოწმე დ-------- ს------–---–მა განმარტა, რომ მონაწილეობა მიიღო ამოცნობაში რომელიც ჩატარდა დ---------------------ის პოლიციის განყოფილებაში. ოთახში იყვნენ სულ სამნი და არ ახსოვს ამომცნობმა ვის დაადო ხელი.
მოწმე ლ-–- ფ-----ს ჩვენებით, 2014 წლის 28 სექტემბერს დ---------------------- სამმართველში მუშაობდა, რ-------–----------------–---- უფროს ვ---- ფ----------–---–ს დ------------------------–---- უფროსმა ე------ მ----–---–-ა და უთხრა, რომ ა--–---- ქუჩაზე მისი ნაცნობი ტაქსის მძღოლი დააყაჩაღა შეიარაღებულმა პიროვნებამ და აღუწერა თავდამსხმელის აღნაგობა. ე-–------- მ----–---–ი დაუკავშირდა ოპერატიულ ჯგუფს, რომელიც გამოცხადდა ადგილზე და დაზარალებულ ღ--------ს მითითებით დააკავა გ---–- ნ-------, რომლის ჩხრეკის დროს ამოღებული იქნა ცეცხლსასროლი იარაღი.
სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის თანახმად, ადამიანი უდანაშაულოდ ითვლება, ვიდრე მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება კანონით დადგენილი წესით და კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
დასკვნით სიტყვაში დაცვის მახრემ მოითხოვა გ---–- ნ------ის გამართლება ყაჩაღურ თავდასხმასა და მისაკუთრების მიზნით ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო დაუფლებაში.
ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება დამთავრებულია როცა დამნაშავე სხვადასხვა ხერხის გამოყენებით, მათ შორის ფარულად ან აშკარად შეძლებს ზემოთჩამოთვლილი ნივთების ამოღებას სხვა პირის მფლობელობიდან, დაეუფლება მას და მიეცემა შეხედულებისამებრ მათი განკარგვის შესაძლებლობა.
ო----- მ-------–---–მა, რ--- კ---------მა და მ----- ბ--------–---–მა დაკითხვისას ცალსახად დაადასტურეს, რომ ვ-–-------- ზ--------ეს საშტატო იარაღი ჰქონდა ე.წ. კაბურაში და მათი სუფრაზე ყოფნის პერიოდში არ მოუხსნია. ასევე განმარტეს, რომ სასმელს მხოლოდ გ---–- ნ------- და ო----- მ-------–---–ი სვამდნენ. ზემოთდასახელებულ პირთა მიერ გადმოცემული ფაქტები სრულად შეესაბამება ვ-–-------- ზ--------ის მიერ მიცემულ ჩვენებას, რომ არაყს სვამდნენ გ---–- და ო-----ი, თავად იყო დაღლილი და მხოლოდ ერთი ჭიქა მოსვა. იარაღი არ მოუხსნია და ედო ე.წ. კაბურაში.
არანაკლებ მნიშვნელოვანია მოწმე დ----- ჩ--------–---–ის ჩვენება, რომელიც ზ--------ის სახლში ავიდა მოგვიანებით. ციტირება სხდომის ოქმიდან „...ლ-----ს არ დაულევია, მე და გ---–- ვსვამდით... ლ----- იყო დაღლილი და მიწვა“. მანვე პროკურორის შეკითხვაზე განმარტა, რომ ლ-----ს ე.წ. კაბურადან იარაღი არ ამოუღია. რაც თავის მხრივ თავსებადია ვ-–-------- ზ--------ის ჩვნებასთან „...მე არ ვსვამდი ბიჭებმა დალიეს ..“, „...იარაღი მქონდა ტანზე, იარაღის ჩასადებში ე. წ. კაბურაში.“
რამდენადაც მოწმეთა ჩვენებებით დადგინდა, რომ ვ-–-------- ზ--------ეს სასმელი არ დაულევია, იყო ფხიზელი და ნათლად ახსოვს, რომ იარაღი საბრძოლო მასალასთან ერთად ეკეთა საქამრეზე, არ მოუხსნია, შეუძლებელია დასახელებული ნივთები აღმოჩენილიყო იმ პიჯაკის ჯიბეში, რომელიც შემთხვევით, როგორც ამას დაცვის მხარე განმარტავს, წამოიღო გ---–- ნ-------მ.
მოწმეთა ჩვენებებისა და საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებით სასამართლო ვერ გაიზიარებს გ---–- ნ------ის განმარტებას, რომ ვ-–-------- ზ--------ის სახლიდან წამოღებულ პიჯაკში მან იარაღი შეამჩნია მხოლოდ მაშინ როცა სახლთან მივიდა და ფულს ძებნა დაუწყო.
დ----- ჩ--------–---–მა ჩვენებაში დააფიქსირა, რომ როცა გ---–- ნ-------მ სთხოვა დროებით დაეჭირა ზედატანი მან სწორედ იმ დროს შენიშნა, რომ პიჯაკი ავტომანქანის გასაღებებთან ერთად ეკუთვნოდა ვ-–-------- ზ--------ეს. ტაქსიდან ჩასვლისას ბრალდებულს სთხოვა მისთვის გადაეცა ლ-----ს (ვ-–-------- ზ--------ე) მანქანის გასაღები. მისი თხოვნა ახსნა იმ გარემოებით, რომ არ უნდოდა ნასვამ მდგომარეობაში მყოფი გ---–- ნ------- დამჯდარიყო ლ-----ს მანქანაზე და მოსვლოდა ავარია.
დ----- ჩ--------–---–ის ჩვენებას ადასტურებს დაზარალებული დ----- ღ--------ც, რომელმაც სხდომაზე განმარტა, რომ უკანა სავარძელზე მჯდომი პირი როცა გადმოვიდა ავტომანქანიდან მივიდა ბრალდებულთან და სთხოვა გადაეცა მისთვის რაღაც ნივთი. მართალია გამოძიების ეტაპზე მოწმეთა გამოკითხვის ოქმებში გადმოცემულ ფაქტობრივ გარემოებებს სასამართლო მტკიცებულებად არ იყენებს, მაგრამ მნიშვნელოვანია შეფასდეს ისინი მოწმის ჩვენების სანდოობის კუთხით. მოცემულ შემთხვევაში როგორც დ----- ღ--------, ასევე დ----- ჩ--------–---–ი გამოკითხვის ოქმებში ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად უთითებენ დასახელებულ გარემოებას რაც ასევე განაცხადეს სასამართლო პროცესზე.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ბრალდებულის ჩვენების იმ ნაწილზეც, სადაც გ---–- ნ------- ცდილობს სასამართლო დაარწმუნოს, რომ მას შემთხვევით წამოჰყვა მეგობრის ზედატანი და კუთვნილ ქურთუკს მოიხსენიებს როგორც პიჯაკს. ციტირება სასამართლო სხდომის ოქმიდან „..როდესაც უკან დავბრუნდით მე ხელში მეჭირა კოკა-კოლა და კიდე თუ არ ვცდები პური. შევედი თუ არა იმ სკამზე სადაც მანამდე ვიჯექი გადავკიდე ჩემი პიჯაკი.“ იქვე გაგრძელება „...დავლიეთ, ვილაპარაკეთ, დავცალეთ არაყი და შევხედე ლ-----ს ეძინებოდა და დავცალეთ ბოლო ჭიქაც და ლ-----ს ამასობაში ჩაეძინა. მე ავდექი ავიღე პიჯაკი, ეს ნიკაც (გულისხმობს დ----- ჩ--------–---–ს) ჩემთან ერთად წამოვიდა, გავაჩერეთ ტაქსი, ის ჩამოვიდა პავლოვის დასაწყისში, აქ ვცხოვრობო მითხრა და შემდეგ მე გავაგრძელე გზა დ--------კენ სადაც ჩემი სახლია და მოვედით ჩემს სახლთან. მანქანაში, რომ დავსხედით ეს პიჯაკი დავდე ჩემსა და მძღოლს შორის სადაც ხელის მუხრუჭი აქვს მანაქანას. რომ მივედით ადგილზე ფულის ძებნა დავიწყე და ავიღე პიჯაკი და ხელი რომ ჩავყავი ჯიბეში, ვნახე გასაღები რომელიც არ იყო ჩემი, მერე მოვიკიდე სპორტულის ჯიბეზე ხელი, არც ტელეფონი არ მქონდა და მივხვდი რომ ლ-----ს პიჯაკი იყო.“
იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებული შემოსილი იყო სპორტული ტანსაცმლით, რასაც არც თავად უარყოფს და ზემოაღნიშნულს ადასტურებენ როგორც დ----- ღ--------, ასევე, რ----- ნ------- არადამაჯერებელია მას ტანზე ზევიდან სცმოდა პიჯაკი. დასახელებული გარემოების წინ წამოწევით სასამართლო ასკვნის, რომ გ---–- ნ------- განზრახ არ ახსენებს ქურთუკს და კუთვნილ ზედატანს მოიხსენიებს პიჯაკად, რათა შექმნას შთაბეჭდილება, რომ მას აერია სკამის საზურგეზე გადაკიდებულ ორ პიჯაკს შორის კუთვნილი და მეგობრის შემთხვევით ჩაიცვა.
მნიშვნელოვანია გამოძიებაში დაზარალებულ დ----- ღ--------ს დაკითხვის ის ნაწილი, სადაც განმარტავს, რომ ბრალდებულმა იარაღი ამოიღო წელის უკანა არედან.
დაზარალებულის ჩვენება, რომ სარწმუნოა დასტურდება ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმითაც, რომლის თანახმად: - დაკავებული გ---–- ნ------ის შარვლის მარცხენა მხარეს სარტყლიდან ამოღებული იქნა შავი ფერის პისტოლეტი, მასში მოთავსებული მჭიდითა და 15 ვაზნით. ოქმი ხელმოწერილია ბრალდებულის მიერ და საგამოძიებო მოქმედებას, რაიმე სახის შენიშვნა თან არ ახლავს.
გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან არ არის გასაკვირი, თუ რატომ ვერ შენიშნა დ----- ჩ--------–---–მა ვ-–-------- ზ--------ის იარაღი იმ პიჯაკში, რომელიც ხელში დასაჭერად გადასცა რამდენიმე წუთით გ---–- ნ-------მ როცა ის გავიდა კორპუსის უკან „მოსასაქმებლად“, რომელიც წონითა თუ მოცულობით ბევრად აღემატება გასაღებს.
ამავე საკითხზე დასკვნით სიტყვაში ბრალდებულმაც დასვა როტორიკული შეკითხვა და თავადვე გასცა პასუხი მის სასარგებლოდ, მეც ისევე ვერ შევამჩნიე პიჯაკში იარაღი, როგორც დ----- ჩ--------–---–მაო.
მტკიცებულებათა შეფასებამ კიდევ ერთხელ გამორიცხა დაცვის ვერსია, რომ იარაღი პიჯაკში იყო მოთავსებული. ან რატომ უნდა ჩაედო გ---–- ნ-------ს საქამრის სარტყელში სხვისი იარაღი, რომელიც მეგობრის პიჯაკის ჯიბეში იპოვა, თუ მას მართლაც სურდა დაებრუნებინა ნივთი ვ-–-------- ზ--------ისათვის.
იმის გათვალისწინებით, რომ მტკიცებითი სამართალი არ ითვალისწინებს მტკიცებულებათა მყარ იერარქიას თუ რომელს მიენიჭოს მეტი მტკიცებულებითი ძალა, მოწმის ჩვენებას, ექსპერტიზის დასკვნას, ამოღებულ ნივთმტკიცებას და ა.შ. თოთოეული მათგანი მისი სახის მიუხედავად თანაბრად უნდა იყოს შეფასებული. სწორედ ამიტომ კანონმდებელი უთითებს, რომ სამართლაწარმოების პროცესში არც ერთ მტკიცებულებას არ გააჩნია წინასწარ დადგენილი ძალა. თუმცა იმავდრულად უნდა აღინიშნოს, რომ მტკიცებულების წონა მატულობს იმისდა მიხედვით, თუ მტკიცების საგანში შემავალ რამდენად მნიშვნელოვან საკითხს ეხება, ასევე როგორი სიზუსტითა და დამაჯერებლობით ამტკიცებს ან უარყოფს მას.
დაცვის მხარემ დასკვნით სიტყვაში განმარტა, რომ ოდოროლოგიური, დაქტილოსკოპიური და ქიმიური ექსპერტიზის დასკვნებით უშუალოდ არ დასტურდება ყაჩაღური თავდასხმის ფაქტი და იმ გარემოებას, რომ გ---–- ნ------- იჯდა დ----- ღ--------ს მართვის ქვეშ მყოფ ავტომანქანაში და ჰქონდა კონტაქტი, არც ეს უკანასკნლი უარყოფდა.
სასამართლო თვლის, რომ ზემოთდასხელებული მტკიცებულებები, მართალია პირდაპირ არ ადასტურებენ ყაჩაღური თავდასხმის ფაქტს, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ მათში გადმოცემულ ინფორმაციას უშუალო კავშირი აქვს დასამტკიცებელ გარემოებასთან გვაძლევენ რეალურ სურათს არსებულის შესახებ.
საკნონსტიტუციო სასამართლომ, თავის გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ „მტკიცებულების უტყუარობას, განაპირობებს ის, თუ რამდენად არის შესაძლებელი ან უზრუნველყოფილი მისი შემოწმება“ .
მოწმის ჩვენების უტყუარობა მხარემ შესაძლებლია ეჭვქვეშ დააყენოს მისი არგულწრფელობის, მიკერძოების, მოვლენების სწორედ აღქმა-დამახსოვრებისა თუ გადმოცემის კუთხით.
პროკურორის მიერ დასმულ შეკითხვაზე, დაკითხულ პირებს, მათ შორის დაზარალებულ დ----- ღ--------ს, ხომ არ ჰქონდა ბრალდებულის მიმართ პირადი მტრობა და ინტერესი, რომ დაებრალებინათ დანაშაული, გ---–- ნ-------მ გამორიცხა რა ასეთის არსებობა მხოლოდ დ----- ჩ--------–---–ზე განმარტა, ციტირება სხდომის ოქმიდან „... ერთადერთი მიზეზი რაც შეიძლება ყოფილიყო იყო ის, რომ ლ-----სათვის რაიმე მუხლი არ წაეყენებინათ იარაღის დაუდევრად შენახვაზეო.“
სასამართლო ვალდებულია შეამოწმოს მოწმის ჩვენება შინაარსობრივად ხომ არ შეიცავს ურთიერთსაწინააღმდეგო და და ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას.
გ---–- ნ-------მ ჩვენებაში განმარტა, რომ ციტირება სხდომის ოქმიდან „..ავტომობილიდან გადმოსვლის დროს არაფერი მოუთხოვია დ-----ს ჩემთვის, ან რა უნდა მოეთხოვა.“ შემდეგ აგრძელებს „ ...ჩემთან ერთად წამოვიდა, გავაჩერეთ ტაქსი, ნიკა (მოიხსენიებს დ----- ჩ--------–---–ს) ჩამოვიდა პავლოვის დასაწყისში, აქ ვცხოვრობო მითხრა და შემდეგ მე გავაგრძელე გზა დ--------კენ სადაც ჩემი სახლია და მოვედით ჩემს სახლთან.“ დასახელებული გარემოება განსხვავებულად აღწერა თავად დ----- ჩ--------–---–მა, როცა განმარტა, რომ მანქანიდან გადმოსვლის შემდეგ მივიდა წინა სალონში მჯდომ ბრალდებულთან და სთხოვა გადაეცა ზ--------ის მანქანის გასაღები.
დ----- ჩ--------–---–ის ჩვენების სანდოობა, გარადა დაზარალებულის ჩვენებისა დასტურდება ასევე დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნით, რომლის თანახმად, ხელის თითის კვალი #2, რომელიც ამოღებული იქნა ავტომანქანის წინა მარჯვენა კარის ჩარჩოს შიდა ზედაპირიდან იდენტურია დ----- ჩ--------–---–ის მარცხენა ხელის საჩვენებელი თითის ანაბეჭდის ნიმუშისა.
მნიშვნელოვანია შეფასდეს ქიმიური ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც როგორც ზემოთგანხილული მტკიცებულებები ეჭვქვეშ აყენებს გ---–- ნ------ის ჩვენებას. ციტირება ბრალდებულის დაკითხვიდან „... პიჯაკი დავდე ჩემსა და მძღოლს შორის სადაც ხელის მუხრუჭი აქვს მანაქანას“, მაშინ როცა ექსპერტიზის დასკვნით გ---–- ნ------ის პიჯაკის ქსოვილის შემადგენლობაში შემავალი ბოჭკოს ნაწილაკები ამოღებულია ავტომანქანა ,,V--------------”, სახ. #H-------ის წინა მარჯვენა სავარძლის საზურგედან.
ყაჩაღობა ფორმალური დანაშაულია და ის დამთავრებულია ყაჩაღური თავდასხმის მომენტიდან, იმისდა მიუხედავად შეძლო თუ არა დამნაშავემ სხვისი ქონების დაუფლება. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით გამოძიება გ---–- ნ-------ს ედავება ცეცსხლასროლი იარაღით სიცოცხლისათვის საშიში ძალ-----ბის გამოყენების მუქარით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით „ნოკიას“ ფირმის მობილური ტელეფონის გატაცებას.
დაცვის მახრემ ეჭვქვეშ დააყენა არა მარტო დაზარალებულისა და მოწმეთა ჩვენებების სანდოობა, ასევე შეეხო საქმეში განთავსებულ პატაკსა და დაზარალებულად ცნობის დადგენილებას, რომ მათი შინაარსი არ შეესაბამებოდა ერთმანეთს.
პატაკში მითითებულია, რომ დ----- ღ--------ს უცნობი მგზავრი ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით ართმევდა ავტომობილსა და მობილურ ტელეფონს, ხოლო დაზარალებულად ცნობის დადგენილებაში დ----- ღ--------ს გ---–- ნ-------მ ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით წაართვა კუთვნილი 100 ლარად ღირებული „ნოკიას “ფირმის ტელეფონი.
მნიშველოვანია განიმარტოს ზემოთდასახელებული დოკუმენტების სამართლებრივი ბუნება. პატაკი თავისი შინაარსით არის მხოლოდ პოლიციის თანამშრომლის წერილობითი შეტყობინება მის მიერ ოპერატიული ინფორმაციის ფლობის შესახებ, ხოლო დაზარალებულად ცნობის დადგენილების საფუძველზე პირი იძენს დაზარალებულის უფლება-მოვალეობებს.
პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით გამოძიება გ---–- ნ-------ს არ ედავება ავტომანქანის დაუფლებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, სახეზე იქნებოდა არა სსკ-ის 179-ე მუხლის 1-ელი ნაწილი, არამდ ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი.
სასამართლო ვალდებულია საქმე განიხილოს წარდგენილი ბრალდების ფარგლებში და სისხლისამართლებრივი დევნის დისკრეცია პროკურორის უფლებაა. ამასთან, სასამართლო განხილვისას როცა ბრალდების ნაწილი უსაფუძვლოდაა მიჩნეული ან დანაშაულის კვალიფიკაცია არასწორია, არსებობს შეესაბამისი საფუძველი და მოტივები, სასამართლოს გააჩნია საპროცესო უფლებამოსილება გადაწყვეტილება მიიღოს მხოლოდ ბრალდებულის სასარგებლოდ და არა საუარესოდ.
დ----- ღ--------მ სასამართლო სხდომაზე კრიტიკულად დაკითხვის მიუხედავად დეტალურად აღწერა გ---–- ნ------ის მხრიდან ცეცხლსასროლი იარაღით თავდასხმის ფაქტი და მიუთითა, რომ პირველად მისი მოთხოვნა მხოლოდ მანქანის სწრაფ სვლას ეხებოდა, ხოლო როცა ბრალდებული მიიყვანა საცხოვრებელ სახლთან იმავე იარაღითა და მოკვლის მუქარით მოსთხოვა კუთვნილი ტელეფონისა და ავტომანქანის გასღების გადაცემა.
დაზარალებულის ჩვენების ციტირება სხდომის ოქმიდან „...ამოიღო წელიდან იარაღი და მომადო ჩემს მუცელზე.... მერე გაბრაზდა ... მე სულ ფეხზე მკიდიაო, ესო ძაღლის იარაღიაო და იმას დაბრალდებაო მე შენ ,,დაგბრიდავო”. ამავე ოქმით „.. მანქანის გასაღები და ტელეფონი მომთხოვა მეორე ადგილზე, კორპუსებში შიგნით..... ჯერ დაფრთხა ის ორი ბიჭი რომ შედიოდა ,,პადიესდში” და შემდეგ მანქანამ რომ მოანათა ... ამაზე დაფრთხა და გაიქცა, გასაღები მომიგდო, მაშინ დავავლე მე ხელი გასაღებს და ტელეფონი დავარდა ქვევით.“.
სასამართლოს არ გააჩნია საფუძველი ეჭვი შეიტანოს დაზარალებულის ჩვენებაში, მხოლოდ იმიტომ, რომ ის წარსულში ნასამართლევია და ნაცნობობა აკავშირებდა პოლიციის თანამშრომელთან.
საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებები, მათ შორის მოწმეთა ჩვენებები, წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულებები სრულად შეესაბამება დ----- ღ--------ს მიცემულ ჩვენებას.
რაც შეეხება იმ გარემოებას, თუ რატომ აცნობა პირველად ყაჩაღური თავდასხმის შესახებ მის ნაცნობ პოლიციელს, დაზარალებულმა განმარტა, რომ ე------ მ----–---–ს მის სამოქმედო ტერიტორიაზე ყველა ნასამართლევ პირთან ჰქონდა კონტაქტი. ციტირება სხდომის ოქმიდან „ყველას ელაპარაკებოდა ვინც იყო გამოსული ციხიდან რამე არ მოხდესო“.
დ----- ღ--------ს ჩვენებით მან ე-–------- მ----–---–ს დაურეკა არა უშუალოდ იმ დროს, როცა გ---–- ნ------- მის მანქანაში იჯდა და ემუქრებოდა, არამედ მას შემდეგ, როცა საშუალება მიეცა კუთვნილი მობილური ტელეფონიდან დაკავშირებოდა.
იმის გათვალისწინებით, რომ ტელეფონზე დაზარალებულს ფაქტების ახსნა უხდებოდა ექსტრემალურ ვითარებაში, სტრესისა და შიშის ფაქტორის ქვეშ, გასაგები ხდება თუ რატომ უთხრა მ----–---–ს ,,მართმევენ“ თუ ,,წამართვესო“, რადგან ამ უკანასკნელის გადასახედიდან შესაძლოა ჯერ კიდევ არსებობდა დანაშაულის გაგრძელების საფრთხე, რაც თავის მხრივ ასევე დაადასტურეს მოწმის სახით დაკითხულმა ლ-–- ფ-----მ და ვ---- ფ----------–---–მა.
სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარემ იმის დასტურად, რომ გ---–- ნ------- დ----- ღ--------ს დაემშვიდობა მოკითხვითა და პირზე კოცნით დაკითხა ბრალდებულის ნაცნობ -ნათესავები.
რ----- ნ------ისა და ა---–-- თ-------ის ჩვენებით: - მას შემდეგ რაც გ---–- ნ-------მ ტაქსის მძღოლს გადაუხადა 10 ლარი გაიგონეს ბრალდებულის ნათქვამი ,,კარგად ძმაო“ და დაინახეს, რომ მათ ერთმანეთი გადაკოცნეს. ი----- ს------–---–ის ჩვენებით: ციტირება სხდომის ოქმიდან „ ...გ---- მთხოვა, რომ მისთვის მიმეცა 10 ლარი. ამოვიღე ჩანთიდან, მივაწოდე და მაშინვე გაბრუნდა. როდესაც გავიდა ნასვამი რომ იყო თვალი გავაყოლე. შეხვდა ჩემს ძმას, რ-----ის. წავიდა ტაქსისკენ, ... შემდეგ ხელი ჩამოართვა, დაიღუნა, გადაკოცნა ჩემი აღქმით .... კარგად ძმაო თუ რაღაც ესეთი უთხრა.“ მართალია მოწმეთა ჩვენებები ნაწილობრივ თანხვედრაშია ერთმანეთთან, მაგრამ ისინი იმავდროულად მოდიან წინააღმდეგობაშიც. როგორც რ----- ნ-------მ ასევე ა---–-- თ-------ემ განმარტეს ისინი ქუჩაში ერთად ასეირნებდნენ ძაღლს. ი----- ს------–---–ის ჩვენებით კი მან როცა თანხა გადასცა გ---–- ნ-------ს და თვალი გააყოლა ეზოში, დაინახა მხოლოდ მისი ძმა და ბრალდებული.
ამასთან, თუ სასამართლო გაჰყვება ბრალდებულის ჩვენებას, რომ მას 10 ლარიანის გამორთმევა იმაზე ს------–---–ისაგან დასჭირდა იმ მიზნით, რომ ნასესხები თანხა დაემატებინა ვ-–-------- ზ--------ის მიერ მიცემულ თანხას და უკან დაბრუნებულიყო მეგობართან, დაუჯერებელია ისე კეთილგანწყობილად და მეგობრულად დაშორებოდა დ----- ღ--------ს, როგორც ამას აღწერენ მოწმეები. მით უფრო, როცა გ---–- ნ-------მ მგზავრობა წინასწარ შეათანხმა ტაქსის მძღოლთან და ჩქარობდა, რომ დაებრუნებინა ვ--–------- ზ--------ისათვის კუთვნილი ნივთები.
სასამართლო თვლის, რომ დასახელებულ პირთა ჩვენებები არის დამაჯერებლობას მოკლებული და ისახავს მიზანს მოსალოდნელი პასუხისმგებლობა ააცილონ გ---–- ნ-------ს.
გ---–- ნ-------მ წარდგენილი ბრალდებიდან თავი ცნო დამნაშავედ ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარებაში.
იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება გამოიხატება იარაღთან ერთად გადაადგილებაში, როდესაც პირს ამის კანონიერი უფლება არა აქვს.
ბრალდებულის აღიარება თავსებადია საქმეზე გამოკვლეულ მტკიცებულებებთან, გ---–- ნ------ის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმთან, ამოღებულ ნივთიერ მტკიცებულებებთან, ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნასთან, ასევე რ---- მ--------ის, ვ-–-------- ზ--------ის, დ----- ღ--------სა და ლ-–- ფ-----ს ჩვენებებთან.
ზემოთმოყვანილ მტკიცებულებათა შეფასებით, რასაც არც თავად ბრალდებული უარყოფს, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ გ---–- ნ-------მ ვ-–-------- ზ--------ის ბინიდან, მის საცხოვრებელ კორპუსამდე კანონიერი ნებართვის გარეშე ატარა ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, რომელთა გამოყენების ვარგისიანობა დადასტურებულია ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნით.
ამდენად, სასამართლომ შეაფასა რა თითოეული მტკიცებულება სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით მიაჩნია, რომ გ---–- ნ-------მ ჩაიდინა ყაჩაღობა - ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის საშიში ძალ-----ბის გამოყენების მუქარით, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით; ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება მისაკუთრების მიზნით, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 237-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.
სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, არა მისი სიმკაცრე, არამედ მისი გარდუვალობა განაპირობებს. მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულების პიროვნების, მათ მიერ ჩადენილი ქმედების, მათ მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.
შემამსუბუქებელი და გამამძიმებელი გარემოებები:
გ---–- ნ------ის მიმართ შემამსუბუქებელი გარემოებაა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. საქმეში წარმოდგენილი ცნობით აქვს პათოლოგიური რთული სტადიით მიმდინარე ქრონიკული ,,C ჰეპატიტი“, მასვე დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
ნივთმტკიცების საკითხი:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით - ნივთმტკიცების სახით არსებული ნივთი, რომელსაც ღირებულება არა აქვს – ნადგურდება; ამავე მუხლის პირველი ნაწილის ,,ე” ქვეპუნქტით - სხვა პირის კუთვნილი ყველა ნივთი და დოკუმენტი, უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს.
პისტოლეტი ერთი მჭიდით და გამოკვლევის შემდეგ დარჩენილი ვაზნები უნდა დაუბრუნდეს შსს შესაბამის სამსახურს, რომელსაც მოცემულ შემთხვევაში წარმოადგენს ს--–-------------- სამხარეო შს მთავარი სამმართველო; პირადი ნივთები უნდა დაუბრუნდეს კანონიერ მესაკუთრეებს; ავტომანქანის დათვალიერებისას გადაღებული ფოტოსურათები DVD-R-ზე უნდა დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს მისი შენახვის ვადით, ხოლო ხელის კვლები, სუნის კვლის ნიმუშები და მიკრონაწილაკები -განადგურდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
გ---–- ნ------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 237-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2015 წლის 14 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
სსკ-ის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 5(ხუთი) წლისა და 3(სამი) თვის ვადით;
სსკ-ის 237-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 5(ხუთი) წლის ვადით;
სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 4(ოთხი) წლის ვადით;
საქართველოს სსკ 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ გ---–- ნ-------ს სასჯელის სახედ განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5(ხუთი) წლისა და 3(სამი) თვის ვადით;
გ---–- ნ-------ს სასჯელის მოხდა დაეწყოს განაჩენის აღსრულების მომენტიდან და მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2014 წლის 28 სექტემბრიდან 2015 წლის 24 ივნისის ჩათვლით პერიოდი;
გაუქმდეს გ---–- ნ------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და გირაოს თანხა დაუბრუნდეს მის შემტან პირს; ასევე, გაუქმდეს სასამართლოში ანგარიშგების ვალდებულება და გ---–- ნ-------ს დაუბრუნდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები (ID ბარათი და პასპორტი);
საქმეზე ნივთიერ მტკიცებულებად ცნობილი - პისტოლეტი ,,J--------------” N4-------, ერთი მჭიდით და 10 ცალი ვაზნა დაუბრუნდეს საქართველოს შს სამინისტროს სამცხე-ჯ--------- ს----------–------------------------–---;
ბრალდებულ გ---–- ნ------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული პირადი ნივთები, ასევე, ტანსაცმელი დაუბრუნდეს მსჯავრდებულს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს;
დაზარალებულ დ----- ღ--------ს მიერ წარდგენილი ,,NOKIA-ს“ ფირმის მობილური ტელეფონი და ავტომანქანა ,,ფ---–------------–----“, სახ.#H------ სარეგისტრაციო მოწმობა დაუბრუნდეს დაზარალებულ დ----- ღ--------ს;
ავტომანქანის დათვალიერებისას ამოღებული ავტომანქანა ,,B---ს“ გასაღები, ე.წ. ბრელოკთან და ორ სხვა გასაღებთან ერთად დაუბრუნდეს ვ-–-------- ზ--------ეს;
ერთი ცალი DVD-R დისკი შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმეს მისი შენახვის ვადით, ხოლო ხელის კვლები 3 ცალი დაქტილობარათით, სუნის კვლის ნიმუშები 4 ქილით და 3 პაკეტით და მიკრონაწილაკები დაქტილობარათებზე, განადგურდეს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და მისი გასაჩივრება შეიძლება 1(ერთი) თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე :
/ლელა ნოზაძე/