გადაწყვეტილება

სამოქალაქო 31.08.2018
საქმის ნომერი
330210018002462460
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
31.08.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 2/15141-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

31.08.2018 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე მაია სვიანაძე

სხდომის მდივანი ხატია გაგელიძე

მოსარჩელე - ნა---–---–--ე

მოპასუხეები - ია--------–-ძე

სო------–-------ძე

ვას--–-----------–--ლი

ნიკ-----------–---–ი

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1 მოსარჩელე ითხოვს, მოპასუხეებს ია--------–-ძეს, სო------–-------ძეს, ვ----–----------–---–სა და ნიკ-----------–---–ს დაეკისროთ ქირავნობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული 4 თვის ქირა - 1600 ლარი (დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა).

 

2. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხეებმა ია--------–-ძემ, სო------–-------ძემ, ვა---–-----------–--–მა და ნიკ-----------–---–მა სარჩელი ცნეს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1 საჯარო რეესტირის ამონაწერის მიხედვით უძრავი ნივთის, მდებარე: ქ--–--------–--–-----–--------------–---------------------–---------------------------------–----------0 (ს/კ N 0--11.---0--.0---0--0--) მესაკუთრეა ნა---–---–--ე, უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენს უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება N1--------, დამოწმების თარიღი: 2---------

3.1.2 დადგენილია, რომ მოპასუხეები წარმოადგენენ უძრავი ქონების, მდებარე: ქ--–--------–--–-----–--------------–---------------------–---------------------------------–----------0 (ს/კ N 0--11.---0--.0---0--0--) დამქირავებლებს.

3.1.3 მოპასუხეებს გამქირავებლისათვის არ აუნაზღაურებიათ ქირავნობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ქირა 4 თვის განმავლობაში, თვეში 400 ლარის ოდენობით (ჯამში 1600 ლარი).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

საქმეში არსებულ მტკიცებულებათა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 131-ე, 208-ე მუხლებით;

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1 სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრინციპს წარმოადგენს დისპოზიციურობა, რომელიც მხარეებს ანიჭებს საკუთარი მატერიალური და საპროცესო უფლებების განკარგვის შესაძლებლობას. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს ცნოს სარჩელი. მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა წარმოადგენს დისპოზიციურობის პრინციპის კონკრეტულ გამოვლინებას, რომლის საშუალებითაც მოპასუხის მიერ ხდება თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებების განკარგვა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის მიხედვით, მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას, ხოლო ამავე კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სარჩელის ცნობა მისი დაკმაყოფილების საფუძველია. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხეებმა საქმის მომზადების ეტაპზე სარჩელი ცნეს. კერძოდ აღიარეს, მათ მიერ უძრავი ქონებით სარგებლობისას ქირავნობის ხელშეკრულების საფუძელზე წარმოშობილი ვალდებულების შეუსრულებლობა 4 თვის განმავლობაში და 1600 ლარის გადახდის ვალდებულების არსებობა.

 

7. საპროცესო ხარჯები

ამოქალაქო საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის „ა“ პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის გადახდევინება წარმოებს სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონით დადგენილი წესით სარჩელზე. ამავე კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ პუნქტის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-40 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ერთ სარჩელში რამდენიმე სხვადასხვა მოთხოვნაა ჩამოყალიბებული, მაშინ ეს მოთხოვნები უნდა შეჯამდეს და ამის შემდეგ განისაზღვროს სადავო საგნის ღირებულება. 41-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესიდან გამომდინარე, კი, დავის საგნის ფასი განისაზღვრება: დ) ვადიანი გასაცემის ან გადასახდელის შესახებ სარჩელისა – არა უმეტეს სამი წლის განმავლობაში გასაცემი ან გადასახდელი თანხების ერთობლიობით და კ) 4 000 ლარით, თუ ქონებრივ-სამართლებრივ დავაში (საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა, სამეზობლო დავა და სხვა) შეუძლებელია დავის საგნის ფასის განსაზღვრა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

მოცემულ შემთხვევაში, განსახილველ საქმეზე თავდაპირველად დავის საგანს წარმოადგენს უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა და ზიანის ანაზღაურება. საპროცესო კანონმდებლობის ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, ვინდიკაციურ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა განისაზღვრება 120 ლარით, ხოლო, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნასთან დაკავშირებულ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟი შეადგენს 100 ლარს. ვინაიდან მოსარჩელემ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოხმობის ნაწილში გაიხმო სარჩელი, ხოლო მოპასუხეებმა ზიანის ანაზღაურების ნაწილში ცნეს სარჩელი, მოსარჩელის უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით წინასწარ გადახდილი 130 და 14 ლარი.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 38-ე, 39-ე, მე-40, 41-ე, 49-ე, 53-ე,131-ე, 208-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

~

 

გადაწყვიტა

 

1. ნა---–---–--ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.

2. ია--------–-ძეს სო------–-------ძეს, ვ----–----------–---–სა და ნიკ-----------–---–ს ნა---–---–--ის სასარგებლოდ დაეკისროს 1600 (ათას ექვსასი) ლარის გადახდა.

3. მოსარჩელეს - ნა---–---–--ის დაუბრუნდეს მის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 130 ლარი, რომელიც გადახდილია 01/02/2018-ში, შემდეგ რეკვიზიტებზე: სახელმწიფო ბიუჯეტი, ხაზინის ერთიანი ანგარიში, ბანკის კოდი TRESGE22; სახაზინო კოდი 300 773 150 (საგადახდო დავალება №0).

4. მოსარჩელეს - ნა---–---–--ის დაუბრუნდეს მის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 14 ლარი, რომელიც გადახდილია 05/02/2018-ში, შემდეგ რეკვიზიტებზე: სახელმწიფო ბიუჯეტი, ხაზინის ერთიანი ანგარიში, ბანკის კოდი TRESGE22; სახაზინო კოდი 300 773 150 (საგადახდო დავალება №0).

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. #6) მხარეებისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით.

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე მაია სვიანაძე