გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 02.03.2018
საქმის ნომერი
010310017001880779
კატეგორია
დავის ტიპი
მიწის კანონმდებლობიდან გამომდინარე
თარიღი
02.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3-255/17

№ 010310017001880779

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

02 მარტი, 2018 წელი ქ. ბათუმი

ბათუმის საქალაქო სასამართლო

ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძე

სხდომის მდივანი ინეზა ტარიელაძე

მოსარჩელე - ხე-–--–-----–---ძე

წარმომადგენელი - თენ---------–--–-ძე

მოპასუხე - ქობულეთის მინიციპალიტეტში თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე

საკუთრების უფლების აღიარების კომისია

წარმომადგენელი - ანა--------–-ძე

დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი აქტის გამოცემა

აღწერილობითი ნაწილი:

სასარჩელო მოთხოვნა

1.1. ხე-–--–-----–---ძემ სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ, რომლითაც მოითხოვა:

კომისიის 2009 წლის 16 თებერვლის №2 საოქმო გადაწყვეტილების ბათილად ცნობა ხე-–--–-----–---ძის ნაწილში, მისგან გამომდინარე სამართლებრივი შედეგებით;

კომისიის 2016 წლის 26 დეკემბრის №11-02/09 ოქმის №14 გადაწყვეტილებისა და მის საფუძველზე მიღებული 2016 წლის 27 დეკემბრის კომისიის თავმჯდომრის №11-03/193 განკარგულების ბათილად ცნობა;

მოპასუხე მხარის მიერ სახელმწიფო ბაჟისა და იურიდიული მომსახურების ხარჯების გადახდა.

 

1.2. თავის მოთხოვნას მოსარჩელე მხარე შემდეგ გარემოებებზე ამყარებს:

2008 წლის მაისში ხე-–--–-----–---ძემ განცხადება შეიტანა ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში და მოითხოვა დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება, რომლითაც ის სარგებლობდა 1993 წლიდან.

 

2008 წლის 17 მაისს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, დაბა ჩ---ში და---- აღ--–-----–ის ქ. №7-ის მიმდებარედ 200 კვ.მ. მიწის ნაკვეთი აღიარებულ იქნა ხე-–--–-----–---ძის საკუთრებად და გაიცა №14128 საკუთრების მოწმობა.

2016 წლის 15 ნოემბერს ხე-–--–-----–---ძემ შემთხვევით გაიგო, რომ 2009 წლის 16 თებერვლის №2 საოქმო გადაწყვეტილებით მის სახელზე გაცემული მოწმობა კომისიის მიერ გაუქმებულია, რის საფუძვლად აღნიშნულია, რომ თითქოს არ დგენდებოდა თვითნებურად დაკავების ფაქტი, თუმცა ოქმში მითითებული არ არის ამისათვის კონკრეტული დასაბუთებული გარემოებები და გადაწყვეტილება არ არის იურიდიულად დასაბუთებული.

2016 წლის 18 ნოემბერს ხე-–--–-----–---ძემ საჩივარი შეიტანა ქობულეთის მუნიცეპალიტეტში თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში 2009 წლის 16 თებერვლის №2 გადაწყვეტილების ბათილობის მოთხოვნით. კომისიის 2016 წლის 26 დეკემბრის №11-02/09 ოქმის №14 გადაწყვეტილებითა და მის საფუძველზე მიღებული 2016 წლის 27 დეკემბრის კომისიის თავმჯდომრის №11-03/193 განკარგულებით ხე-–--–-----–---ძის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. მოსარჩელეს კომისიაში დაცული მასალები 2017 წლის 03 აპრილის №11/1016 წერილით ჩაბარდა ხელზე. საქმეში გარდა ამ აქტებისა, სხვა რაიმე სახის დოკუმენტები არ მოიპოვება. კომისიის სხდომაზე ხე-–--–-----–---ძე მიწვეული არ ყოფილა და გადაწყვეტილება მიღებულია მისი დასწრების გარეშე. ამასთან, არც კომისიის 2009 წლის 16 თებერვლის №2 გადაწყვეტილება ჩაბარებია.

მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ კომისიის მიერ დარღვეულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მოთხოვნები, რომლის თანახმადაც საჭიროა წერილობით გამოცემული ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის დასაბუთება. გასაჩივრებული აქტის შემთხვევაში დასაბუთება არასრულია და შეუძლებელია მისი მიღების რეალური საფუძვლის შეფასება.

გასაჩივრებული ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი ეწინაარმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს ხე-–--–-----–---ძეს და უკანონოდ ზღუდავს მის საკუთრების უფლებას.

 

2.მოპასუხის პოზიცია:

 

2.1. მოპასუხე მხარის, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრების აღიარების კომისიის მიერ სარჩელი არ იქნა ცნობილი, შემდეგი საფუძვლით:

საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ 2009 წლის 16 თებერვალს №2 საოქმო გადაწყვეტილებით კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით სცნო ბათილად, ხე-–--– ქარ–----ის სახელზე გაცემული №12184 საკუთრების უფლების მოწმობა, რადგანაც ვერ აკმაყოფილებდა აღიარების შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნებს, კერძოდ, არ დგინდებოდა თვითნებურად დაკავების ფაქტი. რაც შეეხება მოსარჩელე მხარის მტკიცებას იმასთან დაკავშირებით, რომ 2016 წლის 26 დეკემბრის №11-02/09 ოქმის №14 გადაწყვეტილებით და მის საფუძველზე მიღებული 2016 წლის 27 დეკემბრის კომისიის თავმჯდომარის №11-03/193 განკარგულებით არასწორად ეთქვა უარი ხე-–--–-----–---ძის სახელზე გაცემული საკუთრების უფლების მოწმობის ბათილად ცნობის შესახებ 2009 წლის 16 თებერვლის №2 საოქმო გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნაზე, მოპასუხე მხარე მიუთითებს შემდეგს:

„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონი შეესაბამება სამი სახის ურთიერთობას, კერძოდ ურთიერთობას, რომელიც გამომდინარეობს მიწის მართლზომიერი მფლობელობიდან, მიწით სარგებლობიდან და მიწის თვითნებურად დაკავებიდან. განსახილველ შემთხვევაში მოთხოვნა უკავშირდება მიწის თვითნებურად დაკავების ფაქტს. მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებელი ტერმინთა შორის ახდენს დეფინიცირებას და თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთს გამიჯნავს მართლზომიერი ფლობისა და სარგებლობის უფლებით დაკავებული მიწის ნაკვეთისაგან, ყველა ზემოთ აღნიშნულ ტერმინთა საერთო მახასიათებელ ელემენტს წარმოადგენს ფლობის ფაქტი, იმ განსხვავებით, რომ ერთ შემთხვევაში საუბარია მართლზომიერ მფლობელობაზე, ხოლო მეორე შემთხვევაში, არამართლზომიერ მფლობელობაზე. ანუ მფლობელობა არის ფაქტი იმის მიხედვით, რა სამართლებრივ საფუძველს ემყარება მფლობელობა და შესაბამისად, ერთმანეთისგან გამიჯნავენ არამართლზომიერ და მართლზომიერ მფლობელობას. მართლზომიერ მფლობელად ითვლება ყველა პირი, რომელიც სამართლებრივ საფუძველზე ახორციელებს ნივთის მიმართ ფაქტობრივ ბატონობას, მაშინ, როდესაც არამართლზომიერი მფლობელობის დროს ნივთზე ბატონობა ხორციელდება სამართლებრივი საფუძვლების გარეშე. ორივე შემთხვევაში სავალდებულოა, რომ პირი დაუფლებული იყოს ნივთს და ახორციელებდეს მასზე ფაქტობრივ მფლობელობას.

აღნიშნულ შემთხვევაში მოსარჩელე ხე-–--–-----–---ძის მხრიდან გამოირიცხება კანონის პირდაპირი მოთხოვნის ფლობისა და სარგებლობის ფაქტის არსებობა.

მოქალაქე ხე-–--–-----–---ძე ვერ აკმაყოფილებდა, ვერც 2008 წელს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნას და ვერც დღევანდელი მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს, რამდენადაც არ დგინდება თვითნებურად დაკავების ფაქტი, ამასთან აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე არ არის განთავსებული შენობა-ნაგებობა. დღეს მოქმედი „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის იმპერატიული მოთხოვნის შესაბამისად, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთად მიიჩნევა ამ კანონის ამოქმედებამდე.

რაც შეეხება ადმინისტრაციულ წარმოებაში ხე-–--–-----–---ძის მიუწვევლობას და საკუთარი აზრის წარდგენის არ მიცემის საკითხს, კომისიის გადაწყვეტილება მიღებული იქნა ყველა წევრის მიერ ერთხმად. მოსარჩელე მხარის მტკიცება, ადმინისტრაციულ წარმოებაში დაინტერესებული პირის მიუწვევლობის და საკუთარი მოსაზრების წარდგენის შეუძლებლობის შესახებ, არ წარმოადგენს არსებითი ხასიათის დარღვევას და მას არ შეიძლება მოყვეს სადაო აქტის ბათილად ცნობა.

ხე-–--–-----–---ძის სარჩელი უსაფუძვლოა, ვინაიდან ადმინისტრაციული აქტები მიღებულია კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით და შესაბამისად არ არსებობს მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. 2008 წლის 2 მაისს ხე-–--–-----–---ძემ განცხადება შეიტანა ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში და მოითხოვა დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება, რომლითაც ის სარგებლობდა 1990 წლიდან. განცხადებას თან ერთვოდა საკადასტრო აზომვითი ნახაზი, მოწმეების, თამაზ შამილიშვილისა და რუსლან გვარიშვილის ნოტარიულად დამოწმებული განცხადება მიწის ნაკვეთით სარგებლობის ფაქტის შესახებ და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.

საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2008 წლის 17 მაისის №25 საოქმო გადაწყვეტილებით „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე დაკმაყოფილდა ხე-–--–-----–---ძის განცხადება დაბა ჩ---ში, და---- აღ--–-----–ის ქ. №7-ის მიმდებარე 200,5 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე, იგი ჩაითვალა უფლებააღიარებას მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის თვითნებურ დამკავებლად, რის საფუძველზეც კომისიამ 2008 წლის 23 მაისს გასცა №14128 საკუთრების უფლების მოწმობა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

– ხე-–--–-----–---ძის 2008 წლის 2 მაისის განცხადება;

– თ. შამილიშვილისა და რ. გვარიშვილის ნოტარიულად დამოწმებული განცხადება;

– კომისიის 2008 წლის 17 მაისის №25 საოქმო გადაწყვეტილება;

– 2008 წლის 23 მაისის №14128 საკუთრების უფლების მოწმობა;

– მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.1.2. ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ 2009 წლის 16 თებერვალს განიხილა ხე-–--–-----–---ძის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ გადაწყვეტილებისა და მასზე გაცემული საკუთრების უფლების მოწმობის კანონიერების საკითხი და 2009 წლის 16 თებერვლის №2 საოქმო გადაწყვეტილებით ბათილად ცნო საკუთრების უფლების აღიარების შესახებ, 2008 წლის 17 მაისის №25 საოქმო გადაწყვეტილება და ხე-–--–-----–---ძეზე 2008 წლის 23 მაისს გაცემული №14128 საკუთრების უფლების დამადასტურებელი მოწმობა, იმ საფუძვლით, რომ მიწის ნაკვეთზე არ დგინდება თვითნებური დაკავების ფაქტი, ასევე, საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე შეტანილია ამირან გორგილაძის განცხადება, საკუთრების უფლების აღიარების შესახებ.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

– კომისიის 2009 წლის 16 თებერვლის №2 საოქმო გადაწყვეტილება;

– მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.1.3. 2016 წლის 18 ნოემბერს ხე-–--–-----–---ძემ საჩივარი შეიტანა ქობულეთის მუნიცეპალიტეტში თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში, 2009 წლის 16 თებერვლის №2 გადაწყვეტილების ბათილობის მოთხოვნით.

კომისიის 2016 წლის 26 დეკემბრის №11-02/09 ოქმის №14 გადაწყვეტილებითა და მის საფუძველზე მიღებული 2016 წლის 27 დეკემბრის კომისიის თავმჯდომრის №11-03/193 განკარგულებით, ხე-–--–-----–---ძის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. მოსარჩელეს კომისიაში დაცული მასალები 2017 წლის 03 აპრილის №11/1016 წერილით ჩაბარდა ხელზე.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

– კომისიის 2016 წლის 26 დეკემბრის №11-02/09 ოქმის №14 გადაწყვეტილება;

– კომისიის თავმჯდომრის 2016 წლის 27 დეკემბრის №11-03/193 განკარგულება;

– მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მტკიცებას, თითქოს გასაჩივრებული აქტების გამოცემისას საკუთრების უფლების აღიარების კომისიას გააჩნდა საკმარისი საფუძველი მიეჩნია, რომ მიწის ნაკვეთზე არ დგინდება თვითნებური დაკავების ფაქტი.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2009 წლის 16 თებერვლის №2 საოქმო გადაწყვეტილებაში სწორედ ეს გარემოება იქნა მითითებული, რაც გახდა საფუძველი, 2008 წლის 17 მაისის №25 გადაწყვეტილებისა და მის საფუძველზე 2008 წლის 23 მაისს გაცემული №14128 საკუთრების უფლების მოწმობის ბათილობისა.

მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ამის დასაბუთებად 2009 წლის 16 თებერვლის №2 საოქმო გადაწყვეტილებაში საერთოდ არაფერია მითითებული. სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენელმა განმარტა, რომ საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ ეს ფაქტობრივი გარემოება ადგილზე დათვალიერებით დაადგინა, თუმცა ამის დამადასტურებელი შესაბამისი მტკიცებულება სასამართლოში ვერ წარმოადგინა, რადგანაც არ არსებობს ადგილზე გასვლის, ადგილის დათვალიერების შესახებ რაიმე სახის დოკუმენტი.

კომისიამ 2009 წლის 16 თებერვლის №2 საოქმო გადაწყვეტილების კანონიერების საკითხი განიხილა ასევე, ხე-–--–-----–---ძის 2016 წლის 18 ნოემბერს წარდგენილი საჩივრის საფუძველზე და 2016 წლის 26 დეკემბრის №11-02/09 ოქმის №14 გადაწყვეტილებითა და მის საფუძველზე მიღებული 2016 წლის 27 დეკემბრის კომისიის თავმჯდომრის №11-03/193 განკარგულებით, ხე-–--–-----–---ძის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, იგივე საფუძვლით, რომ არ დგინდებოდა თვითნებური დაკავების ფაქტი, მაგრამ არც ამ აქტებშია კონკრეტულად მითითებული და გაანალიზებული რაიმე სახის ფაქტობრივი გარემოებები, რაც კომისიის ასეთი დასკვნის მიღების საფუძველი გახდა.

სასამართლო არ იზიარებს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაკეთებულ ასეთ შეფასებას და დასკვნას, რამდენადაც კომისიის მიერ გამოცემულ სადავო აქტებში მითითებული ეს გარემოება, არაფრით დასტურდება.

მოსარჩელე მხარის მტკიცებით, მიწის ნაკვეთით 1990 წლიდან სარგებლობს ხე-–--–-----–---ძე, საკუთრების უფლების აღიარების დროისათვის მიწის ნაკვეთზე განტავსებული ჰქონდა დამხმარე შენობა და კონტეინერი, სადაც ეწეოდა სავაჭრო საქმიანობას, ხოლო დანარჩენ მიწის ნაკვეთს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით მოიხმარდა. მისივე განმარტებით, მიწის ნაკვეთით დღემდე უწყვეტად სარგებლობს, მასზე განათავსა ახალი სავაჭრო ჯიხური და ავტოფარეხი, შემოღობილია აქვს გარდა წინა მხარისა, ბადურა ღობით.

მისთვის ნაკვეთით სარგებლობასთან დაკავშირებით არცერთ სახელმწიფო ან თვითმმართველობის უწყებას დღემდე არ განუცხადებია რაიმე სახის პრეტენზია და კომისიის 2009 წლის 16 თებერვლის №2 საოქმო გადაწყვეტილების თაობაზეც არ ყოფილა ცნობილი, 2016 წლის 15 ნოემბრამდე.

მოსარჩელე მხარემ სასამართლოს წარმოუდგინა სპეციალისტის დასკვნა საკადასტრო აზომვით ნახაზზე, რომლითაც ადასტურებს, რომ მიწის ნაკვეთი გამიჯნულია ღობით, მასზე განლაგებულია ნახევრადკაპიტალური შენობა-ნაგებობა და სავაჭრო ჯიხური.

მოსარჩელე მხარის მიერ ასევე წარმოდგენილია მიწის ნაკვეთზე გადაღებული ფოტოსურათები, რიტაც ის ადასტურებს ფაქტობრივ ფლობასა და სარგებლობას, მასზე შენობების არსებობის ფაქტს.

მოსარჩელე მხარე ასევე მიუთითებს, მოწმეების, თამაზ შამილიშვილისა და რუსლან გვარიშვილის ნოტარიულად დამოწმებული განცხადებაზე, რაც 2008 წლის 2 მაისს წარუდგინა საკუთრების უფლების აღიარების კომისიას, მიწის ნაკვეთით სარგებლობის ფაქტის შესახებ. სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს ვერ იქნა მოსმენილი მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს არგუმენტირებული და დასაბუთებული პასუხი, თუ რატომ არ მიიჩნევა მიწის ნაკვეთის სარგებლობად, მისი შემოსაზღვრა ფიქსირებული საზღვრით, მასზე შენობების არსებობა და ნარგავების მოშენება.

მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე მხარემ თავისი მტკიცების გასამყარებლად ვერ წარმოადგინა შესაბამისი დამადასტურებელი მტკიცებულებები.

სასამართლო საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე დადგენილად მიიჩნევს, უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს სადავო გადაწყვეტილებაში გაკეთებული შეფასება და დასკვნა, რომ არ დასტურდება ხე-–--–-----–---ძის მიერ თვითნებურად დაკავების ფაქტი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

– კომისიის 2009 წლის 16 თებერვლის №2 საოქმო გადაწყვეტილება;

– კომისიის 2016 წლის 26 დეკემბრის №11-02/09 ოქმის №14 გადაწყვეტილება;

– კომისიის თავმჯდომრის 2016 წლის 27 დეკემბრის №11-03/193 განკარგულება;

– სპეციალისტის დასკვნა საკადასტრო აზომვით ნახაზზე;

– ფოტოსურათები;

– მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

4.1. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს ხე-–--–-----–---ძის სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძვლები.

 

5. კანონები, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ

-„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონი.

 

-საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის №525 ბრძანებულებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესი“.

-„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისი №376 დადგენილება.

-საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.

-საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;

-საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. სასამართლო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე განმარტავს, რომ დავის საგანი, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2009 წლის 16 თებერვლის №2 საოქმო გადაწყვეტილება, 2016 წლის 26 დეკემბრის №11-02/09 ოქმის №14 გადაწყვეტილება და კომისიის თავმჯდომრის 2016 წლის 27 დეკემბრის №11-03/193 განკარგულება წარმოადგენს, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს და შესაბამისად, მათი კანონიერება სასამართლოს მიერ უნდა შემოწმდეს ფორმალურ-მატერიალური თვალსაზრისით, რისთვისაც საკმარისი არ არის მათი ფორმალური კანონშესაბამისობა, არამედ გასაჩივრებული აქტების კანონიერება უნდა განისაზღვროს მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისითაც, უნდა შეფასდეს, არსებობდა თუ არა კანონისმიერი საფუძველი, მიწის ნაკვეთზე ხე-–--–-----–---ძის აღიარებული საკუთრების უფლების გაუქმებისათვის.

 

6.2. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის ,,კ“ ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული წარმოება არის ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემისა და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტის აგრეთვე ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადების, დადების ან გაუქმების მიზნით.

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 5.1. მუხლში რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი - უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე, რაც ნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება.

ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა, სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული.

 

6.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფოს საკუთრების სასოფლო ან/და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირის ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნის საკუთრების უფლების აღიარების წესსა და პირობებს არეგულირებს საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის №525 ბრძანებულების 1-ლი მუხლის მიხედვით, ამ ბრძანებულებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესი“.

საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის №525 ბრძანებულებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ მე-11 მუხლის თანახმად, კომისია თავის ფუნქციებს ახორციელებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VIII თა---- განსაზღვრული ფორმალური ადმინისტრაციული წარმოებით, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ ბრძანებულებით განსაზღვრული წესით.

 

6.4. ხე-–--–-----–---ძის მიერ საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის დროისათვის მოქმედი, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის №525 ბრძანებულებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესი“-ს მოქმედი რედაქციით განსაზღვრული წესის შესაბამისად, ფიზიკურ პირზე საკუთრების უფლების აღიარება შეიძლებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული პირი განცხადების წარდგენის მომენტისათვის ნამდვილად ფლობდა, სარგებლობდა ან თვითნებურად ჰქონდა დაკავებული მიწის ნაკვეთი.

კერძოდ, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, საკუთრების უფლების აღიარებას ექვემდებარებოდა სახელმწიფოს საკუთრების სასოფლო ან/და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების შემდეგი მიწის ნაკვეთი:

ა) მართლზომიერ მფლობელობაში არსებული;

ბ) ბ) სარგებლობაში არსებული მიწა;

გ) თვითნებურად დაკავებული.

 

6.5.ხე-–--–-----–---ძის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ კომისიის გადაწყვეტილების მიღების დროისათვის მოქმედი რედაქციის „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის `გ“ პუნქტით განსაზღვრულია თვითნებურად დაკავებული მიწა, როგორც ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირის ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზებული წარმონაქმნის მიერ ამ კანონის ამოქმედებამდე თვითნებურად დაკავებული სახელმწიფოს საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან მის გარეშე, რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული;

 

6.6. სასამართლოს მიერ დადგენილია და უდავო, რომ 2008 წლის 2 მაისს ხე-–--–-----–---ძემ განცხადებით მიმართა ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და მოითხოვა დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება, რომლითაც ის სარგებლობდა 1990 წლიდან. განცხადებას თან ერთვოდა საკადასტრო აზომვითი ნახაზი, მოწმეების, თამაზ შამილიშვილისა და რუსლან გვარიშვილის ნოტარიულად დამოწმებული განცხადება მიწის ნაკვეთით სარგებლობის ფაქტის შესახებ და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.

კომისიის 2008 წლის 17 მაისის №25 საოქმო გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ხე-–--–-----–---ძის განცხადება დაბა ჩ---ში, და---- აღ--–-----–ის ქ. №7-ის მიმდებარე 200,5 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე დაკმაყოფილდა და იგი ჩაითვალა უფლებააღიარებას მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის თვითნებურ დამკავებლად, რის საფუძველზეც კომისიამ 2008 წლის 23 მაისს გასცა №14128 საკუთრების უფლების მოწმობა.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ 2009 წლის 16 თებერვალს განიხილა ხე-–--–-----–---ძის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ გადაწყვეტილების კანონიერების საკითხი და 2009 წლის 16 თებერვლის №2 საოქმო გადაწყვეტილებით ბათილად ცნო საკუთრების უფლების აღიარების შესახებ, 2008 წლის 17 მაისის №25 საოქმო გადაწყვეტილება და ხე-–--–-----–---ძეზე 2008 წლის 23 მაისს გაცემული №14128 საკუთრების უფლების დამადასტურებელი მოწმობა, იმ საფუძვლით, რომ მიწის ნაკვეთზე არ დგინდება თვითნებური დაკავების ფაქტი, ასევე, საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე შეტანილია ამირან გორგილაძის განცხადება, საკუთრების უფლების აღიარების შესახებ.

2016 წლის 18 ნოემბერს ხე-–--–-----–---ძემ საჩივარი შეიტანა ქობულეთის მუნიცეპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში, 2009 წლის 16 თებერვლის №2 გადაწყვეტილების ბათილობის მოთხოვნით, ხოლო კომისიის 2016 წლის 26 დეკემბრის №11-02/09 ოქმის №14 გადაწყვეტილებითა და მის საფუძველზე მიღებული 2016 წლის 27 დეკემბრის კომისიის თავმჯდომრის №11-03/193 განკარგულებით, მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

კომისიის გადაწყვეტილებაში ამის ძირითად საფუძვლად მითითებული იქნა ის გარემოება, რომ მისი მიღების დროს არსებითად დაირღვა გადაწყვეტილების მომზადებისა და გამოცემის კანონით დადგენილი წესი, კერძოდ არ დგინდებოდა დაბა ჩ---ში, და---- აღ--–-----–ის ქ. №7-ის მიმდებარე 200,5 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების ფაქტი, ხოლო კონკრეტული ფაქტები, თუ რაში გამოიხატებოდა ეს, გადაწყვეტილებაში არ არის ასახული, მასში არ არის გაანალიზებული, მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულ რომელ პირობებს არ აკმაყოფილებდა ამ მხრივ ხე-–--–-----–---ძის მოთხოვნა, მიწის ნაკვეთის თვითნებური დაკავების საფუძვლით საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე. კომისიის გადაწყვეტილებით მიღებულია მხოლოდ ზოგადი დასკვნა, რომ საკუთრების უფლების აღიარება არ შეესაბამებოდა კანონის მოთხოვნებს.

ამასთან, კომისიის 2016 წლის 26 დეკემბრის №11-02/09 ოქმის №14 გადაწყვეტილებასა და მის საფუძველზე მიღებულ, 2016 წლის 27 დეკემბრის კომისიის თავმჯდომრის №11-03/193 განკარგულებაში, რომლითაც ხე-–--–-----–---ძის მოთხოვნა საკუთრების უფლების აღდგენის თაობაზე არ დაკმაყოფილდა, იგივე საფუძვლი იქნა მითითებული, რომ არ დგინდებოდა თვითნებური დაკავების ფაქტი, მაგრამ არც ამ აქტებშია კონკრეტულად აღნიშნული და გაანალიზებული რაიმე სახის ფაქტობრივი გარემოებები, რაც კომისიამ ასეთი დასკვნის მიღების საფუძვლად მიიჩნია.

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშედარების საფუძველზე. იმავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად დაუშვებელია აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

მოცემულ შემთხვევაში გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების, მოსარჩელის აღიარებული საკუთრების უფლების ბათილად ცნობის შესახებ, კომისიის 2009 წლის 16 თებერვლის №2 გადაწყვეტილების, ასევე, ხე-–--–-----–---ძის საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის შესახებ კომისიის 2016 წლის 26 დეკემბრის №11-02/09 ოქმის №14 გადაწყვეტილებისა და მის საფუძველზე მიღებულ, 2016 წლის 27 დეკემბრის კომისიის თავმჯდომრის №11-03/193 განკარგულების მომზადებისა და გამოცემისას საქმისათვის მნიშვნელობის მქონეს წარმოადგენდა ის გარემოება, რომ კომისიას ზუსტად დაედგინა, 2008 წლის 17 მაისის №25 საოქმო გადაწყვეტილების მიღებისას, ხე-–--–-----–---ძის საკუთრების უფლების აღიარება შეესაბამებოდა თუ არა, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნას, რისთვისაც აუცილებელი იყო შესაბამისი ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების ანალიზი, იმ მხრივ, რომ ზუსტად და ზედმიწევნით ყოფილიყო დადგენილი საკითხი, მიწის ნაკვეთის ფაქტობრივ ფლობასა და სარგებლობასთან დაკავშირებით.

 

6.7. სასამართლოს მიერ არ იქნა გაზიარებული მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მტკიცება - თითქოს გასაჩივრებული აქტების გამოცემისას საკუთრების უფლების აღიარების კომისიას გააჩნდა საკმარისი საფუძველი მიეჩნია, რომ არ დასტურდებოდა ხე-–--–-----–---ძის მიერ, უფლებააღიარებული მიწის ნაკვეთის თვითნებური დაკავების ფაქტი.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ 2009 წლის 16 თებერვლის №2 საოქმო გადაწყვეტილებით, სწორედ ამ საფუძვლით ცნო ბათილად, 2008 წლის 17 მაისის №25 გადაწყვეტილება და მის საფუძველზე გაცემული, №14128 საკუთრების უფლების მოწმობა, რომ არ დგინდება ხე-–--–-----–---ძის მიერ მიწის ნაკვთის თვითნებურად დაკავების ფაქტი.

მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ამის დასაბუთებად 2009 წლის 16 თებერვლის №2 საოქმო გადაწყვეტილებაში საერთოდ არაფერია მითითებული. სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენელმა განმარტა, რომ საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ ეს ფაქტობრივი გარემოება ადგილზე დათვალიერებით დაადგინა, თუმცა ამის დამადასტურებელი შესაბამისი მტკიცებულება სასამართლოში ვერ წარმოადგინა, რადგანაც არ არსებობს ადგილზე გასვლის, ადგილის დათვალიერების შესახებ რაიმე სახის დოკუმენტი.

სასამართლო არ იზიარებს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაკეთებულ ასეთ შეფასებას და დასკვნას, რამდენადაც კომისიის 2009 წლის 16 თებერვლის №2 საოქმო გადაწყვეტილებაში, 2016 წლის 26 დეკემბრის №11-02/09 ოქმის №14 გადაწყვეტილებასა და კომისიის თავმჯდომრის 2016 წლის 27 დეკემბრის №11-03/193 განკარგულებაში მითითებული ეს გარემოება, არაფრით დასტურდება.

მოსარჩელე მხარის მტკიცებით, მიწის ნაკვეთით 1990 წლიდან სარგებლობს ხე-–--–-----–---ძე, საკუთრების უფლების აღიარების დროისათვის მიწის ნაკვეთზე განტავსებული ჰქონდა დამხმარე შენობა და კონტეინერი, სადაც ეწეოდა სავაჭრო საქმიანობას, ხოლო დანარჩენ მიწის ნაკვეთს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით მოიხმარდა. მისივე განმარტებით, მიწის ნაკვეთით დღემდე უწყვეტად სარგებლობს, მასზე განათავსა ახალი სავაჭრო ჯიხური და ავტოფარეხი, შემოღობილია აქვს გარდა წინა მხარისა, ბადურა ღობით.

მისთვის ნაკვეთით სარგებლობასთან დაკავშირებით არცერთ სახელმწიფო ან თვითმმართველობის უწყებას დღემდე არ განუცხადებია რაიმე სახის პრეტენზია და კომისიის 2009 წლის 16 თებერვლის №2 საოქმო გადაწყვეტილების თაობაზეც არ ყოფილა ცნობილი, 2016 წლის 15 ნოემბრამდე.

 

სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს ვერ იქნა მოსმენილი მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს არგუმენტირებული და დასაბუთებული პასუხი, თუ რატომ არ მიიჩნევა მიწის ნაკვეთის სარგებლობად, მისი შემოსაზღვრა ფიქსირებული საზღვრით, მასზე ნარგავების მოშენება და შენობის არსებობა.

მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე მხარემ თავისი მტკიცების გასამყარებლად ვერ წარმოადგინა შესაბამისი დამადასტურებელი მტკიცებულებები.

სასამართლო საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე დადგენილად მიიჩნევს, უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს სადავო გადაწყვეტილებაში გაკეთებული შეფასება და დასკვნა, რომ არ დასტურდება ხე-–--–-----–---ძის მიერ თვითნებურად დაკავების ფაქტი.

მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე მხარემ თავისი მტკიცების გასამყარებლად ვერ წარმოადგინა შესაბამისი დამადასტურებელი მტკიცებულებები.

სასამართლო საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე დადგენილად მიიჩნევს, უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს სადავო გადაწყვეტილებაში გაკეთებული შეფასება და დასკვნა, რომ არ დასტურდება ხე-–--–-----–---ძის მიერ თვითნებურად დაკავების ფაქტი.

სასამართლო ამ გარემოებასთან დაკავშირებით განმარტავს, რომ ხე-–--–-----–---ძის საკუთრების უფლების რეგისტრაციის დროს მოქმედი კანონმდებლობით, კერძოდ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონით არ არის განსაზღვრული და დაკონკრეტებული, მიწის ნაკვეთის თვითნებური დაკავებისა და მისი სარგებლობის ფორმების შესახებ, იმ მხრივ, თუ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი რა სახით უნდა იყოს გამოყენებული, რომ ის თვითნებურად დაკავებულად იქნას მიჩნეული და მიწის ნაკვეთის ღობით შემოსაზღვრა, მისი დამუშავება და მასზე ნარგავების, ნათესების არსებობა, რატომ არ ჩაითვლება ნაკვეთის სარგებლობად.

ამასთან, სასამართლო მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ ხე-–--–-----–---ძის განცხადებას, მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ, თან ერთვოდა საკადასტრო აზომვითი ნახაზი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და მოწმეთა ნოტარიული წესით დამოწმებული განცხადება, რასაც ითვალისწინებდა იმ დროს მოქმედი კანონმდებობა საკუთრების უფლების აღიარების შესახებ და რაც საკმარისი იყო, თვითნებური დაკავების საფუძვლით უფლების აღიარებისათვის.

კომისიას გასაჩივრებული აქტის გამოცემის პროცესში, არ გამოუკვლევია კონკრეტული ფაქტები, რათა გაეკეთებინა სწორი სამართლებრივი ანალიზი და დასკვნა ამ საკითხთან დაკავშირებით, თუ რა საფუძვლით იყო მოპოვებული საკუთრების უფლება ხე-–--–-----–---ძის მიერ, უფლებააღიარებულ მიწის ნაკვეთზე. კომისიის გადაწყვეტილებებში საერთოდ არ არის მოცემული დასაბუთება, ხე-–--–-----–---ძის საკუთრების უფლების აღიარების კანონიერების საკითხის შესწავლის შესახებ, მოსარჩელის ინიციატივით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების დროს, რა კონკრეტული გარემოებები და ფაქტები გამოიკვლია კომისიამ, რომლის საფუძველზეც იქნა მიღებული, ასეთი დასკვნა.

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამოქალაქო სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე, მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები და მტკიცებულებები.

ამავე კოდექსის კოდექსის 105-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ სასამართლოსათვის არა----არ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც სასამართლოს გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი ამ გარემოებებთან დაკავშირებით სხვა, განსხვავებულ წესს არ ადგენს.

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით, მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.

მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე მხარემ თავისი მტკიცების გასამყარებლად ვერ წარმოადგინა შესაბამისი დამადასტურებელი მტკიცებულებები და სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გოჩა გელაძის საკუთრების უფლების აღიარების დროისათვის კომისიას გააჩნდა საკმარისი საფუძველი 2008 წლის 17 მაისის №25 საოქმო გადაწყვეტილებით საკუთრების უფლების აღიარებისა, ნაკვეთის თვითნებური დაკავების საფუძვლით.

 

6.8. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის შესაბამისად, მოპასუხე ვალდებულია, წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. ამასთან, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას.

თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას.

ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.

სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის აღიარებული საკუთრების უფლების ბათილად ცნობის შესახებ, კომისიის 2009 წლის 16 თებერვლის №2 საოქმო გადაწყვეტილება ამ მხრივ მოკლებულია დასაბუთებას, რამდენადაც ისინი ემყარება ისეთ გარემოებას და არგუმენტს, რომელიც ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით არასწორად არის გაანალიზებული და შეფასებული, ადმინისტრაციული წარმოების პროცესში.

მოპასუხე მხარის მიერ ვერც სასამართლოს სხდომაზე იქნა დასაბუთებული მის მიერ გამოცემული აქტის ფაქტობრივი და სამართლებრივი არგუმენტაცია.

მოპასუხემ ისე მიიღო გადაწყვეტილება, რომ არასწორად გამოიკვლია და შეაფასა საკითხის გადასაწყვეტად მნიშვნელოვანი გარემოებები, რაც უმთავარეს პირობას წარმოადგენს მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღირების საფუძვლების განსაზღვრისას.

სასამართლო აღნიშნავს, რომ ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონისა და საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბერის №525 ბრძანებით დამტკიცებული ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთზე საკუთრების აღიარების წესის“ თანახმად, საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების განმახორციელებელი მუდმივმოქმედი კომისია ვალდებულია გადაამოწმოს მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნასთან დაკავშირებით დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, დარწმუნდეს მის უტყუარობაში და ამის შესაბამისად მიიღოს გადაწყვეტილება.

ასევე, კომისია ვალდებულია საჭიროების შემთხვევაში მოიპოვოს დამატებითი მტკიცებულებანი, მოახდინოს უფლებასაღიარებელი უძრავი ქონების დათვალიერება, გამოითხოვოს სხვა ადმინისტრაციული ორგანოდან შესაბამისი ინფორმაცია, გამოიყენოს სპეციალისტის დასკვნები.

იგივე ვალდებულებები გააჩნია საკუთრების უფლების აღიარების კომისიას, მის მიერ ადრე, საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების კანონიერების გადასინჯვასთან დაკავშირებული საკითხის გადაწყვეტისას.

სასამართლო აღნიშნავს, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოა ვალდებული დაამტკიცოს, რომ ადმინისტრაციული აქტი გამოცემულია ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე და მისი გამოცემით არ დარღვეულა მოსარჩელის კანონიერი უფლებები, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონის ეს მოთხოვნა ათავისუფლებს მოსარჩელეს მტკიცების ტვირთისგან, რომ სადავო აქტი ითვლება არამართლზომიერად იქამდე, ვიდრე მისი გამომცემი არ დაამტკიცებს მის მართლზომიერებას.

სასამართლო მიიჩნევს, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საკუთრების უფლების აღიარების შესახებ გამოცემულ აქტში მითითებული ის გარემოება, რომ იმავე მიწის ნაკვეთის მიმართ კომისიაში განცხადება ჰქონია წარდგენილი სხვა პირსაც,ეჭვს ქვეშ ვერ დააყენებს ხე-–--–-----–---ძის საკუთრების უფლების აღიარების შესახბ კომისიის გადაწყვეტილების კანონიერებას, რამდენადაც ამ პირის მიმართ კომისიას საკუთრების უფლების აღიარებაზე დადებითი გადაწყვეტილება არ მიუღია.

საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ ვერ იქნა სამართლებრივად დასაბუთებული, 2008 წლის 17 მაისის №25 საოქმო გადაწყვეტილების კანონიერების გადასინჯვისას, თუ რატომ მიიჩნია კომისიამ, რომ ხე-–--–-----–---ძის საკუთრების უფლების აღიარება ეწინააღმდეგება საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოქმედ კანონმდებლობას, რომ ხე-–--–-----–---ძის მიერ მიწის ნაკვეთის შემოღობვა და უწყვეტად სარგებლობა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით, იქ მრავალწლიანი ნარგავებისა და დამხმარე შენობის არსებობა, რატომ არ ჩაითვლება ნაკვეთის დაკავებად და ნაკვეთით სარგებლობად.

მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების არასწორი და კანონშეუსაბამო ანალიზისა და შეფასების შედეგად, ფაქტობრივად უკანონოდ წაართვა მოსარჩელეს, კანონისმიერი გზით მოპოვებული საკუთრების უფლება მიწის ნაკვეთზე, ისე, რომ კონსტიტუციით გარანტირებული ამ უფლების დაცვის შესაძლებლობაც არ მისცა მას. კერძოდ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით განსაზღვრული წესის თანახმად, ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მიღების უფლება აქვთ იმ პირებს, ვისაც უშუალო ინტერესი აქვს კონკრეტული საკითხის მიმართ. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მხოლოდ იმის შემდეგ, რაც მოუსმენს ყველას, ვისი უფლება ან კანონიერი ინტერესიც ამ აქტით იზღუდება. Yყველას, ვისი უფლებაც შეიძლება შეიზღუდოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემით, უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს ამ აქტის გამოცემასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში და თავისი გავლენა მოახდინოს ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებაზე, მაგრამ მონაწილეობა სავალდებულოა, როცა მისაღები აქტით შესაძლებელია პირის სამართლებრივი მდგომარეობის გაუარესება. კანონის ამ მოთხოვნათა უგულებელყოფითა და დარღვევით, ხე-–--–-----–---ძის კომისიის მიერ არც ეცნობა ადმინისტრაციული წარმოების შესახებ, რომელზედაც უნდა მომხდარიყო მისი საკუთრების უფლების აღიარების შესახებ კომისიის გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმება და არ მიეცა შესაძლებლობა, წარედგინა თავისი მოსაზრება და მისი სასარგებლო მტკიცებულებები. ხე-–--–-----–---ზე არც ზეპირ განხილვაზე იქნა მიწვეული, რაც ასევე ევალებოდა საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და კომისიამ მოსარჩელეს არც მიღებული გადაწყვეტილება გააცნო, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით, რაც გასაჩივრებული აქტების გამოცემის პროცედურული წესის არსებით დარღვევად უნდა იქნას მიჩნეული.

ამდენად, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ ისე მიიღო გადაწყვეტილება, რომ არ გამოიკვლია, არ შეაფასა და არ შესაჯერა ისეთი გარემოება, რომელიც მნიშვნელოვანი იყო საკითხის გადასაწყვეტად.

 

6.9. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

ამ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული, მოსარჩელის აღიარებული საკუთრების უფლების ბათილად ცნობის შესახებ, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2009 წლის 16 თებერვლის №2 საოქმო გადაწყვეტილება, 2016 წლის 26 დეკემბრის №11-02/09 ოქმის №14 გადაწყვეტილება და კომისიის თავმჯდომრის 2016 წლის 27 დეკემბრის №11-03/193 განკარგულება ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონის, საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბერის №525 ბრძანებით დამტკიცებული ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთზე საკუთრების აღიარების წესის“, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისი №376 დადგენილებისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნების დარღვევით არის მიღებული.

სასამართლო აღნიშნავს, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ საკითხის გადაწყვეტა განეკუთვნება, მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისიის დისკრეციული უფლებამოსილების სფეროს.

ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების გადასინჯვის წესის, მისი მხოლოდ კანონიერების თვალსაზრისით შემოწმების შეასაძლებლობის, და მისი დისკრეციული უფლებამოსილების შეზღუდვის მიზანშეუწონლობის გამო სასამართლო ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ამოწმებს მხოლოდ კანონიერების თვალსაზრისით.

ამასთან, სასამართლო მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდქსის 32-ე მუხლის მე-4 პუნქტის თნახმად თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაწყვეტის გარეშე ბათილად ცნოს აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ გარემოებების გამოკვლევის და შეფასების საფუძველზე გამოსცეს ახალი აქტი.

სასამართლო მიზანშეწონილად თვლის, რომ კანონის აღიშნული ნორმით დადგენილი წესის გამოყენებით ბათილად უნდა იქნას ცნობილი მოსარჩელის აღიარებული საკუთრების უფლების ბათილად ცნობის შესახებ, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2009 წლის 16 თებერვლის №2 საოქმო გადაწყვეტილება, საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის შესახებ 2016 წლის 26 დეკემბრის №11-02/09 ოქმის №14 გადაწყვეტილება, კომისიის თავმჯდომრის 2016 წლის 27 დეკემბრის №11-03/193 განკარგულება და ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედ კომისიას უნდა დაევალოს ამ გადაწყვეტილებაში მითითებული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, ხე-–--–-----–---ძის საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე კომისიის 2008 წლის 17 მაისის №25 საოქმო გადაწყვეტილების კანონიერების გადასინჯვის საკითხთან დაკავშირებით.

სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე მხარეს გაშვებული არ აქვს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრებისათვის დადგენილი, ერთ თვიანი ვადა, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2009 წლის 16 თებერვლის №2 საოქმო გადაწყვეტილების (ხე-–--–-----–---ძის ნაწილში) გასაჩივრებასთან დაკავშირებით, რამდენადაც, სასამართლოს მიერ დადგენილია და მოპასუხე მხარეც ადასტურებს, რომ გადაწყვეტილება კანონით დადგენილი წესით ოფიციალურად არ გაცნობილა ხე-–--–-----–---ძისათვის, ხოლო მისი გაცნობის შემდეგ მან კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრა სასამართლოში.

აღნიშნული გარემოების გთვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ხე-–--–-----–---ძის მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრების ვადა დარღვეული არ არის.

 

6.10. სასამართლო, განსახილველი დავის სწორად გადაწყვეტისათვის არსებით მნიშვნელობას ანიჭებს საქმეზე ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების სრულყოფილ გამოკვლევას და მიიჩნევს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ, რომელსაც აქტის გამოცემის პროცესში მინიჭებული აქვს ადმინისტრაციული წარმოების განხორციელების ვალდებულება, უნდა შეკრიბოს უფლებააღიარებული მიწის ნაკვეთის მიმართ საკუთრების უფლების აღიარებისათვის მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული, სადავოდ გამხდარი კონკრეტული საფუძვლების თაობაზე, სრულყოფილი და ამომწურავი ინფორმაცია.

ადმინისტრაციული წარმოების პროცესში ამ გარემოებათა დასადგენად ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გამოიკვლიოს სასამართლო გადაწყვეტილებაში მითითებული გარემოებები და მოცემულობები, ასევე, მოქმედი საკანონმდებლო რეგულაციით დადგენილი წესები.

ამ მიზნით, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა მოახდინოს საკუთრების უფლებააღიარებული უძრავი ქონების ადგილზე დათვალიერება, გამოითხოვოს სხვა ადმინისტრაციული ორგანოდან შესაბამისი ინფორმაცია, მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მფლობელობის შესახებ, ამისათვის ასევე შესაძლებელია, მოწმის სახით დაკითხოს მომიჯნავედ მდებარე მიწის ნაკვეთის მესაკუთრეები, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ტერიტორიული წარმომადგენელი, საჭიროების შემთხვევაში გამოიყენოს სპეციალისტის დასკვნები, რათა სარწმუნოდ დადგინდეს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტები, რამდენადაც აღნიშნული განმსაზღვრელი მნიშვნელობის მქონე გარემოებების დადგენის გარეშე შეუძლებელია, საქმეზე კანონიერი და ობიექტური გადაწყვეტილების გამოტანა.

სასამართლოს მიაჩნია, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს საკითხის გადაწყვეტისას დასახელებულ მტკიცებულებათა მოპოვებისა და შეფასების გზით უნდა დაედგინა საქმისათვის განმსაზღვრელი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, რაც მის მიერ არ განხორციელებულა; შესაბამისად, საკითხის ხელახალი განხილვისას ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია სრულფასოვნად გამოიყენოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილება და მტკიცებულებათა შეგროვება კანონით განსაზღვრული პროცედურის ჩატარების მეშვეობით.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ამ კოდექსის 38-ე მულის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა;

39-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის მიხედვით, არაქონებრივ დავაზე ბაჟის ოდენობაა 100 ლარი.

მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟი, 100 ლარის ოდენობით წინასწარ არის გადახდილი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხეს უნდა გადახდეს ხე-–--–-----–---ძის სასარგებლოდ, ამ უკანასკნელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი ბაჟის ნაწილი, 50 ლარი.

 

7.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი პუნქტით ასევე განსაზღვრულია, რომ იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა.

საქართველოს სსკ 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით კი დადგენილია შემდეგი წესი:

თუ მხარეს არ შეუძლია ადვოკატის ხარჯების ანაზღაურება, სასამართლოს უფლება აქვს ამ მხარის შუამდგომლობის საფუძველზე მოიწვიოს ადვოკატი სახელმწიფოს ხარჯზე, თუ განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გამო ადვოკატის მონაწილეობა ამ საქმის განხილვაში მიზანშეწონილია. ასეთ შემთხვევაში ადვოკატი მიიღებს ანაზღაურებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტამდე ოდენობით. არაქონებრივი დავის დროს განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით ადვოკატი მიიღებს ანაზღაურებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

აღნიშნული ნორმით დადგენილი წესისა და განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, მოპასუხე მხარეს, ქობულეთის მუნიციპალიტეტში თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ, წარმომადგენლისათვის გაწეული ხარჯების სახით, 150 ლარის გადახდა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-2 მე-5, 22-ე, 32-ე მუხლებითა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 38-39-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257-258-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ხე-–--–-----–---ძის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:

2. -ბათილად იქნას ცნობილი ქობულეთის მინიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2009 წლის 16 თებერვლის №2 საოქმო გადაწყვეტილება, ხე-–--–-----–---ძის ნაწილში;

-ბათილად იქნას ცნობილი საჩივრის დაკმაყოფილოებაზე უარის შესახებ, ქობულეთის მინიციპალიტეტში თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2016 წლის 26 დეკემბრის №11-02/09 ოქმის №14 საოქმო გადაწყვეტილება;

-ბათილად იქნას ცნობილი ქობულეთის მუნიციპალიტეტში თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2016 წლის 27 დეკემბრის №11-03/193 განკარგულება, ,,მოქალაქე ხე-–--–-----–---ძის განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“.

3. მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს, ქობულეთის მუნიციპალიტეტში თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალოს, ამ გადაწყვეტილებაში მითითებული, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (გადაწყვეტილება) კომისიის 2008 წლის 17 მაისის №25 საოქმო გადაწყვეტილების კანონიერებასთან დაკავშირებით, ხე-–--–-----–---ძის ნაწილში.

4. ქობულეთის მუნიციპალიტეტში თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას გადახდეს მოსარჩელე ხე-–--–-----–---ძის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 ლარის ნაწილი, 50 ლარი.

5. ქობულეთის მუნიციპალიტეტში თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას გადახდეს ასევე, მოსარჩელე მხარის მიერ გაწეული საადვოკატო ხარჯის ნაწილი, 150 ლარის ოდენობით.

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში, (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ. №32) ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მისამართი: ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქ. №30)

 

მოსამართლე: ჯუმბერ ბეჟანიძე