გადაწყვეტილება

სამოქალაქო 30.08.2018
საქმის ნომერი
330210117002197454
კატეგორია
დავის ტიპი
საბანკო მომსახურება
თარიღი
30.08.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N3-----------------

საქმე №2/33550-17

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

30 აგვისტო, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - შორენა წიქარიძე

სხდომის მდივანი - გიორგი ლილუაშვილი

 

მოსარჩელე - სს ,,თ----------ი“

წარმომადგენელი - ს--–---- ი-–----–---–ი

 

მოპასუხე - კ---- ე------ე

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. კ---- ე------ეს სს ,,თ----------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს, 2017 წლის 10 აპრილის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 839.54 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 826.51 ლარი და პირგასამტეხლო 13.03 ლარი.

 

1.2. კ---- ე------ეს სს ,,თ----------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 2017 წლის 18 აპრილის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 3760.80 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 3407.25 ლარი, პროცენტი 273.58 ლარი და პირგასამტეხლო 79.97 ლარი.

 

1.3. კ---- ე------ეს სს ,,თ----------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს, 2017 წლის 18 აპრილის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 2----–-–----- აგვისტოდან, დავალიანების ძირ თანხაზე - 3 407.25 ლარზე, 374 დღეზე, წლიური სარგებლის 48%-ს გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 136.29 ლარს.

 

1.4. კ---- ე------ეს სს ,,თ----------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 2016 წლის 21 ოქტომბრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 803.40 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 686.36 ლარი, სარგებლის 62.40 ლარი და პირგასამტეხლო 54.64 ლარი.

 

1.5. კ---- ე------ეს სს ,,თ----------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 2016 წლის 21 ოქტომბრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 2----–-–----- აგვისტოდან, ძირ თანხაზე 686.36 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, წლიური სარგებლის 18 %-ს გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 10.29 ლარს.

 

1.6. კ---- ე------ეს სს ,,თ----------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 2016 წლის 06 აპრილის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 7643.54 ლარის გადახდა, საიდანაც დავალიანების ძირი თანხაა 5848.18 ლარი, სარგებელი 795.36 ლარი, პირგასამტეხლო 1000 ლარი (შეამცირა სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე 30.08.2018 წ.).

 

1.7. კ---- ე------ეს სს ,,თ----------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 2016 წლის 06 აპრილის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე 2----–-–----- აგვისტოდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე, წლიური სარგებლის 36%-ს გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 175.44 ლარს.

 

მოსარჩელე მხარის წარმომადგენლის განმარტებით, 2017 წლის 10 აპრილს, კ---- ე------ეს და სს ,,თ----------ს“ შორის დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ბანკს და მსესხებელს შორის წარმოიშვა ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. ხელშეკრულების საფუძველზე, მსესხებელზე გაიცა სესხი 1102 ლარის ოდენობით. კრედიტით სარგებლობის ვადა 360 დღე, კრედიტის წლიური საპროცენტო სარგებელი განისაზღვრა 0%-ით. კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველი თვის 5 რიცხვში 93.37 ლარის ოდენობით. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო - ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისას ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე 20 ლარი და ამას დამატებული ძირითადი თანხის 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

კ---- ე------ის მიერ 2017 წლის 10 აპრილის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები პერიოდულად ირღვეოდა და 2017 წლის 05 ივლისის შემდეგ გადახდა არ განუხორციელებია, რის გამოც კრედიტორი უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს მოვალისთვის არსებული დავალიანების დაკისრება. მსესხებლის მიერ აღნიშნული განვადების ბარათის ფარგლებში ჯამში გადახდილია 286.38 ლარი, საიდანაც დაიაფარა ძირი თანხა - 275.49 ლარი და ჯარიმა 10.89 ლარი.

 

2----–-–----- აგვისტოს მდგომარეობით კ---- ე------ეს 2017 წლის 10 აპრილის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება 839.54 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირითადი თანხაა 826.51 ლარი და ჯარიმა 13.03 ლარი.

 

2017 წლის 18 აპრილს, კ---- ე------ეს და სს ,,თ----------ს“ შორის დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ბანკსა და მსესხებელს შორის წარმოიშვა ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. ხელშეკრულების საფუძველზე მსესხებელზე გაიცა სესხი 3 898 ლარის ოდენობით. კრედიტით სარგებლობის ვადა განისაზღვრა 374 დღით, 2018 წლის 27 აპრილამდე. კრედიტის წლიური საპროცენტო სარგებელი განისაზღვრა 48%-ით. კრედიტის პერიოდული დაფარვა უნდა მომხდარიყო ყოველი თვის 27 რიცხვში 421.8 ლარის გადახდით. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო - ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისას ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე 20 ლარი და ამას დამატებული ძირითადი თანხის 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

კ---- ე------ის მიერ 2017 წლის 18 აპრილის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები პერიოდულად ირღვეოდა და 2017 წლის 27 ივლისის შემდეგ გადახდა არ განუხორციელებია. მსესხებლის მიერ აღნიშნული სესხის დასაფაერად ჯამში გადახდილია 880.33 ლარი, საიდანაც დაიფარა სესხის ძირი თანხა 490.75 ლარი, პროცენტი 358.46 ლარი და ჯარიმა 31.12 ლარი.

 

2----–-–----- აგვისტოს მდგომარეობით კ---- ე------ეს 2017 წლის 18 აპრილის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება 3760.80 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირითადი თანხაა 3407.25 ლარი, პროცენტი 273.58 ლარი და ჯარიმა 79.97 ლარი.

 

2016 წლის 21 ოქტომბერს, კ---- ე------ეს და სს ,,თ----------ს“ შორის დაიდო საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა საკრედიტო ბარათი 1000 ლარიანი საკრედიტო ლიმიტის მოცულობით პ-----------ის სახით. საკრედიტო ლიმიტის მოქმედების ვადად განისაზღვრა 11 813 დღე. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 18%-თ კრედიტის სავაჭრო ობიექტებში ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში, 36%-ით კრედიტის სს ,,თ----------ის“ ბანკომატით ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში, 0%-ით ორმოცდათხუთმეტდღიანი საშეღავათო პერიოდის განმავლობაში. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი, ამას დამატებული 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

კ---- ე------ის მიერ 2016 წლის 21 ოქტომბრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები პერიოდულად ირღვეოდა და 2017 წლის 30 მაისის შემდეგ გადახდა არ განუხორციელებია. მსესხებლის მიერ აღნიშნული სესხის დასაფარად ჯამში გადახდილია 464 ლარი.

 

2----–-–----- აგვისტოს მდგომარეობით კ---- ე------ეს 2016 წლის 21 ოქტომბრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება 803.40 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირითადი თანხაა 686.36 ლარი, პროცენტი 62.40 ლარი და ჯარიმა 54.64 ლარი.

 

სს ,,ბ-------------–--ას“ და კ---- ე------ეს შორის 2016 წლის 06 აპრილს დაიდო საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა საკრედიტო ბარათი - 6000 ლარიანი საკრედიტო ლიმიტის მოცულობით პ-----------ის სახით. საკრედიტო ლიმიტის მოქმედების ვადა განისაზღვრა 2017 წლის 06 აპრილამდე. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 36%-ით. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო 20 ლარი, ამას დამატებული 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

2----–-–----- აგვისტოს მდგომარეობით კ---- ე------ეს 2016 წლის 06 აპრილის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება 9094.71 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირითადი თანხაა 5 848.18 ლარი, პროცენტი 795.36 ლარი და ჯარიმა 2451.17 ლარი.

 

საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებით განსაზღვრულ იქნა წლიური საპროცენტო სარგებელი კრედიტით სარგებლობისათვის. ნებისმიერ მსესხებელთან საბანკო კრედიტის ხელშეკრულების გაფორმება ხდება იმ მოლოდინით, რომ ბანკი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოგებას მიიღებს. ვალდებულების შეუსრულებლობა თავისთავად ზიანის მომტანია მხარისთვის, რადგან კრედიტორს ყოველთვის აქვს შესრულების მოლოდინი და შესრულება მისთვის ყოველთვის გარკვეულ ღირებულებას წარმოადგენს. მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანი დგება, როდესაც ვალდებულების შესრულებით კრედიტორს გარკვეული შემოსავლის წყარო გაუჩნდებოდა. დამატებით მატერიალურ სიკეთეს შეიძენდა, რაც ვერ განხორციელდა ვალდებულების შეუსრულებლობის გამო.

 

2017 წლის 08 მაისს განხორციელებული რეორგანიზაციის (შერწყმის) შედეგად სს ,,თ----------ი“ წარმოადგენს სს ,,ბ-------------–--ას“ უფლებამონაცვლეს.

 

სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა 1.6. სასარჩელო მოთხოვნაში დაფიქსირებული ჯარიმა შეამცირა 1000 ლარამდე (იხ. სარჩელი და მხარის ახსნა-განმარტება).

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე კ---- ე------ემ წარმოდგენილი შესაგებლით სს ,,თ----------ის“ სასარჩელო მოთხოვნები სრულად ცნო (იხ. შესაგებელი და სხდომის ოქმი).

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

უდავო გარემოებები არ გამოკვეთილა

 

4. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1. 2017 წლის 10 აპრილს, კ---- ე------ეს და სს ,,თ----------ს“ შორის დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ბანკს და მსესხებელს შორის წარმოიშვა ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. ხელშეკრულების საფუძველზე, მსესხებელზე გაიცა სესხი 1102 ლარის ოდენობით. კრედიტით სარგებლობის ვადა 360 დღე, კრედიტის წლიური საპროცენტო სარგებელი განისაზღვრა 0%-ით. კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველი თვის 5 რიცხვში 93.37 ლარის ოდენობით. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო - ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისას ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე 20 ლარი და ამას დამატებული ძირითადი თანხის 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

კ---- ე------ის მიერ 2017 წლის 10 აპრილის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები პერიოდულად ირღვეოდა და 2017 წლის 05 ივლისის შემდეგ გადახდა არ განუხორციელებია. მსესხებლის მიერ აღნიშნული განვადების ბარათის ფარგლებში ჯამში გადახდილია 286.38 ლარი, საიდანაც დაიფარა ძირი თანხა - 275.49 ლარი და ჯარიმა 10.89 ლარი.

 

2----–-–----- აგვისტოს მდგომარეობით კ---- ე------ეს 2017 წლის 10 აპრილის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება 839.54 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირითადი თანხაა 826.51 ლარი და ჯარიმა 13.03 ლარი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საბანკო კრედიტის და გირავნობის ხელშეკრულება #1----------------ს.ფ. 20-23)

- ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები (ს.ფ. 24)

- დავალიანების გრაფიკი (ს.ფ. 53)

- დავალიანების ცნობა (ს.ფ. 58)

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

4.2. 2017 წლის 18 აპრილს, კ---- ე------ეს და სს ,,თ----------ს“ შორის დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ბანკსა და მსესხებელს შორის წარმოიშვა ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. ხელშეკრულების საფუძველზე მსესხებელზე გაიცა სესხი 3 898 ლარის ოდენობით. კრედიტით სარგებლობის ვადა განისაზღვრა 374 დღით, 2018 წლის 27 აპრილამდე. კრედიტის წლიური საპროცენტო სარგებელი განისაზღვრა 48%-ით. კრედიტის პერიოდული დაფარვა უნდა მომხდარიყო ყოველი თვის 27 რიცხვში 421.8 ლარის გადახდით. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო - ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისას ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე 20 ლარი და ამას დამატებული ძირითადი თანხის 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

კ---- ე------ის მიერ 2017 წლის 18 აპრილის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები პერიოდულად ირღვეოდა და 2017 წლის 27 ივლისის შემდეგ გადახდა არ განუხორციელებია. მსესხებლის მიერ აღნიშნული სესხის დასაფაერად ჯამში გადახდილია 880.33 ლარი, საიდანაც დაიფარა სესხის ძირი თანხა 490.75 ლარი, პროცენტი 358.46 ლარი და ჯარიმა 31.12 ლარი.

 

2----–-–----- აგვისტოს მდგომარეობით კ---- ე------ეს 2017 წლის 18 აპრილის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება 3760.80 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირითადი თანხაა 3407.25 ლარი, პროცენტი 273.58 ლარი და ჯარიმა 79.97 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საბანკო კრედიტისა და გირავნობის ხელშეკრულება #1-------------- (ს.ფ. 25-28)

- ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები (ს.ფ. 29)

- დავალიანების გრაფიკი (ს.ფ. 54)

- დავალიანების ცნობა (ს.ფ. 58)

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

4.3. 2016 წლის 21 ოქტომბერს, კ---- ე------ეს და სს ,,თ----------ს“ შორის დაიდო საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა საკრედიტო ბარათი 1000 ლარიანი საკრედიტო ლიმიტის მოცულობით პ-----------ის სახით. საკრედიტო ლიმიტის მოქმედების ვადად განისაზღვრა 11 813 დღე. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 18%-თ კრედიტის სავაჭრო ობიექტებში ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში, 36%-ით კრედიტის სს ,,თ----------ის“ ბანკომატით ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში, 0%-ით ორმოცდათხუთმეტდღიანი საშეღავათო პერიოდის განმავლობაში. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი, ამას დამატებული 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

კ---- ე------ის მიერ 2016 წლის 21 ოქტომბრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები პერიოდულად ირღვეოდა და 2017 წლის 30 მაისის შემდეგ გადახდა არ განუხორციელებია. მსესხებლის მიერ აღნიშნული სესხის დასაფარად ჯამში გადახდილია 464 ლარი.

 

2----–-–----- აგვისტოს მდგომარეობით კ---- ე------ეს 2016 წლის 21 ოქტომბრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება 803.40 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირითადი თანხაა 686.36 ლარი, პროცენტი 62.40 ლარი და ჯარიმა 54.64 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 21.10.2016 წლის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება #C-------------- (ს.ფ. 30-32)

- TBC P---------ის განაცხადი (ს.ფ. 33-34)

- დავალიანების ცნობა (ს.ფ. 58)

- მხარეთა ახსნა-განმარტება

4.4. სს ,,ბ-------------–--ას“ და კ---- ე------ეს შორის 2016 წლის 06 აპრილს დაიდო საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა საკრედიტო ბარათი - 6000 ლარიანი საკრედიტო ლიმიტის მოცულობით პ-----------ის სახით. საკრედიტო ლიმიტის მოქმედების ვადა განისაზღვრა 2017 წლის 06 აპრილამდე. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 36%-ით. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო 20 ლარი, ამას დამატებული 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

2----–-–----- აგვისტოს მდგომარეობით კ---- ე------ეს 2016 წლის 06 აპრილის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება 9094.71 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირითადი თანხაა 5 848.18 ლარი, პროცენტი 795.36 ლარი და ჯარიმა 2451.17 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- დავალიანების ცნობა (ს.ფ. 35)

- მხარეთა ახსნა-განმარტება

სამოტივაციო ნაწილი:

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლომ განიხილა სს ,,თ----------ის“ სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 867-ე, 868-ე, 873-ე, 361-ე, 417-ე, 420-ე, 411-412-ე მუხლები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 208-ე მუხლები

 

7. სამართლებრივი შეფასება

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად, მხარე მისთვის მინიჭებული საპროცესო უფლებათა თავისუფალი განკარგვის შესაძლებლობით სარგებლობს. მოპასუხე მხარის მიერ სარჩელის ცნობა სწორედ აღნიშნული პრიციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამაზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

წარმოდგენილ შემთხვევაში, მოპასუხე კ---- ე------ემ მის მიმართ არსებული სასარჩელო მოთხოვნები ცნო სრულად, შესაბამისად, სს ,,თ----------ის“ სარჩელი სრულად უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

 

ამავე კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი. ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა შორის პროცენტის თაობაზე შეთანხმების არსებობისას მსესხებლის ვალდებულებას წარმოადგენს დააბრუნოს სესხის ძირითადი თანხა და ასევე, ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის თანახმად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.

 

წარმოდგენილ შემთხვევაში დადგენილია, რომ სს ,,თ----------ს“ და კ---- ე------ეს შორის არსებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებში მხარეებს შორის დაიდო ოთხი ხელშეკრულება. ამ ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები მოპასუხის მიერ სრულდებოდა არაჯეროვნად, შესაბამისად, საქმეში წარმოდგენილი დავალიანების ცნობის და მსესხებლის ანგარიშიდან ამონაწერების თანახმად, მოპასუხე კ---- ე------ის დავალიანებამ #1-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებაზე შეადგენს ჯამში 841.04 ლარს, #1-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებაზე 3 763.80 ლარს, P---------ის #G--------------------- ხელშეკრულებაზე 803.40 ლარს, P---------ის #G--------------------- ხელშეკრულებაზე 9 094.71 ლარს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

მოცემულ შემთხვევაში საქმეზე დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ საკრედიტო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულება შესრულდა სრულად - მსესხებელზე გაიცა შეთანხმებული საკრედიტო თანხები, ხოლო რაც შეეხება მსესხებლის ვალდებულებას, მოპასუხე ლაშა ენუქიძემ ვალდებულება არ შეასრულა ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის.

 

კონკრეტულ შემთხვევაში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, განაცხადზე ხელმოწერით მსესხებელი დაეთანხმა იმ საკრედიტო პირობებს რომელიც შეთავაზებული იქნა საბანკო დაწესებულების მიერ და მიიღო შეთანხმებული კრედიტის თანხა სრული მოცულობით. სესხის დაფარვის გრაფიკით დასტურდება მოპასუხე მხარის მიერ გარკვეული პერიოდულობით თანხების ანგარიშზე შეტანის ფაქტი, თუმცა მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო არსებული ხელშეკრულების ფარგლებში ერიცხება პირგასამტეხლო.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირასამტეხლო.

 

აღნიშნული ნორმის დეფინიციის თანახმად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს სასამართლოს შესაძლებლობას შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რათა არ მოხდეს სამოქალაქო ბრუნვისათვის მიუღებელი და არაგონივრული ტვირთის მხარისათვის დაკისრება, რაც თავის მხრივ კრედიტორის უსაფუძვლოდ გამდიდრებას გამოიწვევს. სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება სწორედ მხარეთა უფლებება-მოვალეობების დაბალანსებას ემსახურება. მითითებულ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა, მიუხედავად მოსარჩელე მხარის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო, წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოს. სასამართლო მიუთითებს, რომ პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება, მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლო გამდიდრებას. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული და არ შეიძლება მნიშვნელოვნად და შეუსაბამოდ აღემატებოდეს მას.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილ შემთხვევაში, მოსარჩელე სს ,,თ----------ის“ მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს თანხები გონივრულ შესაბამისობაშია დავალიანების ძირ თანხებთან, ამასთან მოპასუხე მხარემ სრულად სცნო მოსარჩელის მოთხოვნები მათ შორსი პირგასამტეხლოს ნაწილში, შესაბამისად, სასამართლო არ შეამცირებს მოსარჩელის მიერ მოთხოვნილ პირგასამტეხლოს ოდენობას.

 

7.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის შესაბამისად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.

 

ხოლო ამავე კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. მითითებული ნორმათა დეფინიციის შესაბამისად, ანაზღაურებას ექვემდებარება მიუღებელი შემოსავალი, ანუ რომელიც შეიძლებოდა მიეღო პირს სამოქალქო ბრუნვის ნორმალური განვითარების პირობებში. მიუღებელი შემოსავალი სავარაუდო შემოსავალია და საჭიროა ყველა მნიშველოვანი გარემოებების შეფასებიდან ჩანდეს მისი დადგომის შესაძლებლობა.

 

მითითებული ნორმათა დეფინიციის შესაბამისად, ანაზღაურებას ექვემდებარება მიუღებელი შემოსავალი, ანუ რომელიც შეიძლებოდა მიეღო პირს სამოქალქო ბრუნვის ნორმალური განვითარების პირობებში. მიუღებელი შემოსავალი სავარაუდო შემოსავალია და საჭიროა ყველა მნიშველოვანი გარემოებების შეფასებიდან ჩანდეს მისი დადგომის შესაძლებლობა. სასამართლო განმარტავს, რომ ვალდებულების შეუსრულებლობა, თავისთავად, ზიანის მომტანია მხარისთვის, რადგან კრედიტორს ყოველთვის აქვს შესრულების მოლოდინი და შესრულება მისთვის ყოველთვის გარკვეულ ღირებულებას წარმოადგენს, მაგრამ მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების მოთხოვნა წარმოიშობა ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მხოლოდ მაშინ, თუ დარღვევამ დამატებით ზიანი მიაყენა კრედიტორს. მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანი დგება, როდესაც ვალდებულების შესრულებით კრედიტორს გარკვეული შემოსავლის წყარო გაუჩნდებოდა, დამატებით მატერიალურ სიკეთეს შეიძენდა, რაც ვერ განხორციელდა ვალდებულების შეუსრულებლობის გამო.

 

წარმოდგენილ შემთხვევაში საკრედიტო ხელშეკრულებით გაცემულ ფულად თანხას ერიცხება კონკრეტული სარგებელი და სამართლებრივ ურთიერთობაში საბანკო დაწესებულების მონაწილეობის გათვალისწინებით ხელშეკრულების მონაწილე მხარისათვის ცალსახად სავარაუდო და მოსალოდნელია ყველა ის შედეგი (ზიანი) რაც მისი მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობას შეიძლება მოჰყვეს კრედიტორთან მიმართებით, რომელიც გაცემული ფულადი რესურსის ფარგლებში ყოველთვის საპროცენტო სარგებლის მიღებაზეა ორინტირებული. თუმცა ასევე საგულისხმოა, რომ მიუღებელი შემოსავლის დადგენისა და მისი მოვალისათვის დაკისრებისას გასათვალისწინებელია სრულად ყველა ფაქტობრივი ასპექტი და მისი ოდენობის დადგენა და მხარისათვის დაკისრება არ უნდა იწვევდეს არც ერთი მხარის უფლებების უგულვებელყოფას ან/და კრედიტორის გაუმართლებლად უპირატეს მდგომარეობაში ჩაყენებას. მოსარჩელე მხარის განმარტებით არაერთი გაფრთხილების მიუხედავად მოპასუხე მხარემ არ დაფარა არსებული დავალიანება. სასამართლო მიუთითებს, რომ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება არ უნდა იწვევდეს გაუმართლებელი ტვირთის მხარისათვის დაკისრებას და თავის მხრივ არ უნდა აყენებდეს კრედიტორს ისეთ მდგომარეობაში, რომელიც ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში უსაფუძვლოდ გამდიდრებულ მდგომარეობაში აღმოჩნდება. საბანკო დაწესებულება, მისი საქმიანობის სფერო, უშუალოდ საკრედიტო სესხების გაცემის და საპროცენტო სარგებლით მოგების მიღებაა. მოთხოვნის არსიდან გამომდინარე მხარის მოთხოვნას წარმოადგენს 2017 წლის 18 აპრილის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მიუღებელი შემოსავლის სახით წლიური 48%-ს, 2016 წლის 21 ოქტომბრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მიუღებელი შემოსავლის წლიური 18%-ს და 2016 წლის 06 აპრილის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მიუღებელი შემოსავლის სახით წლიური სარგებლის 36%-ს გადახდა. სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული მოთხოვნები სრულად უნდა დაკმაყოფილდეს.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

8.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხემ სრულად ცნო სასარჩელო მოთხოვნები, მოსარჩელე სს ,,თ----------ს“ უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 782.74 ლარის ოდენობით, ხოლო სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს მოსარჩელის შუამდგომლობა და მოპასუხეს უნდა დაეკისროს ადვოკატის მომსახურებისთვის მოსარჩელის მიერ გაწეული ხარჯის მხოლოდ ნაწილის 100 ლარისა და აკრძალვის რეგისტრაციის საფასური 20 ლარის ოდენობით.

 

9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელე სს ,,თ----------ის“ სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა, გადაწყვეტილების აღსრულებამდე ძალაში დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ 2017 წლის 04 დეკემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ ღონისძიება, რომლითაც მოპასუხე კ---- ე------ეს აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მდებარე: ქ-------–---, მ------------ის ქუჩა N---, სართული 10, ბინა N--; საკადასტრო კოდი N0------------------------- - გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.

 

სარეზოლუციო ნაწილი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. სს ,,თ----------ის" (ს/კ N2--------) სარჩელი მოპასუხე კ---- ე------ის (პ/ნ N5----------) მიმართ, თანხის დაკისრების თაობაზე - დაკმაყოფილდეს სრულად.

 

1.1. მოპასუხე კ---- ე------ეს მოსარჩელე სს ,,თ----------ის" სასარგებლოდ დაეკისროს 2017 წლის 10 აპრილის საბანკო კრედიტის N1-------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირი თანხა - 826.51 ლარი და ჯარიმა - 13.03 ლარი.

 

1.2. მოპასუხე კ---- ე------ეს მოსარჩელე სს ,,თ----------ის" სასარგებლოდ დაეკისროს 2017 წლის 18 აპრილის საბანკო კრედიტის N1-------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების სესხის ძირი თანხა - 3407.25 ლარი, პროცენტი - 273.58 ლარი და ჯარიმა - 79.97 ლარის ოდენობით.

 

1.3. მოპასუხე კ---- ე------ეს მოსარჩელე სს ,,თ----------ის" სასარგებლოდ დაეკისროს 2----–-–----- აგვისტოდან, 2017 წლის 18 აპრილის საბანკო კრედიტის N1-------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 3407.25 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, წლიური სარგებლის 48%-ის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს - 136.29 ლარს.

 

1.4. მოპასუხე კ---- ე------ეს მოსარჩელე სს ,,თ----------ის" სასარგებლოდ დაეკისროს 2016 წლის 21 ოქტომბრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან სესხის ძირი თანხა - 686.36 ლარი, სარგებელი - 62.40 ლარისა და ჯარიმა - 54.64 ლარის ოდენობით.

 

1.5. მოპასუხე კ---- ე------ეს მოსარჩელე სს ,,თ----------ის" სასარგებლოდ დაეკისროს 2----–-–----- აგვისტოდან, 2016 წლის 21 ოქტომბრის საკრედიტო ბარათით საეგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 686.36 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, წლიური სარგებლის 18%-ის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს - 10.29 ლარს.

 

1.6. მოპასუხე კ---- ე------ეს მოსარჩელე სს ,,თ----------ის" სასარგებლოდ დაეკისროს 2016 წლის 06 აპრილის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირი თანხა - 5848.18 ლარი, სარგებელი - 795.36 ლარისა და ჯარიმა - 1000 ლარის ოდენობით.

 

1.7. მოპასუხე კ---- ე------ეს მოსარჩელე სს ,,თ----------ის" სასარგებლოდ დაეკისროს 2----–-–----- აგვისტოდან, 2016 წლის 06 აპრილის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 5848.18 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, წლიური სარგებლის 36%-ის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს - 175.44 ლარს.

 

2. გადაწყვეტილების აღსრულებამდე ძალაში დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ 2017 წლის 04 დეკემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ ღონისძიება, რომლითაც მოპასუხე კ---- ე------ეს აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მდებარე: ქ-------–---, მ------------ის ქუჩა N---, სართული 10, ბინა N--; საკადასტრო კოდი N0------------------------- - გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.

 

3. მოსარჩელე სს ,,თ----------ს" დაუბრუნდეს მის მიერ 2----–-–----- ნოემბერს სს ,,თ----------ში" N-- საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 782.74 (შვიდას ოთხმოცდაორი ლარი და სამოცდათოთხმეტი თეთრი) ლარის ოდენობით.

 

4. მოსარჩელე სს ,,თ----------ის" მიერ 2----–-–----- ნოემბერს სს ,,თ----------ში" N-- საგადახდო დავალებით გადახდილი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ნაწილში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით - დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

5. მოპასუხე კ---- ე------ეს მოსარჩელე სს ,,თ----------ის" სასარგებლოდ დაეკისროს აკრძალვის რეგისტრაციის საფასურის - 20 (ოცი) ლარისა და საადვოკატო მომსახურების საფასურის ნაწილის - 100 (ასი) ლარის ანაზღაურება.

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე შორენა წიქარიძე