განაჩენი

სისხლის სამართლის 08.09.2018
საქმის ნომერი
120100118002445934
დავის ტიპი
177 3 გ , 126 1
თარიღი
08.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2445934-1/208-18წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

 

05 სექტემბერი, 2018 წელი ქ. ახალციხე

 

ახალციხის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - შალვა მჭედლიშვილი

სხდომის მდივანი - ქეთევან ინასარიძე

 

ბრალდების მხარე: პროკურორი – კ---------–---–---–-

 

დაცვის მხარე: ბრალდებული – მ-----–-------------------------, დაბადებული 1--- წლის 1--------ს, პ/ნ (4----------) საქართველოს მოქალაქე, რეგისტრირებული ა---––--- გ-------–---–------, მცხოვრები: ვ--–----------–------------------------.

 

ადვოკატი - ზ-------------

 

თარჯიმანი - ლ----------------

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი.

 

სხდომის სახე - ღია

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

2018 წლის 2--------–- მ-----–----------მა უკანონოდ შეაღწია ქ. ა---––--- გ------–---–-ს ქუჩა N 3-–ში მცხოვრებ რ--------------------ს საცხოვრებელი სახლში, საიდანაც ფარაულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა რ--------------------ს შვილის ლ---------------ს კუთვნილ ერთ ცალ “SAMSUNG”–ის ფირმის ციფრულ ფოტო აპარატს და ერთ ცალ მეხსიერების ბარათს, მ-----–-----------ს დანაშაულებრივი ქმედების შედეგად ლ--------------ს მიაყენა 125 ლარის ოდენობის ქონებრივი ზიანი.

 

ასევე, 2018 წლის 2--------- დაახლოებით 21:55 საათზე ქ. ა---––---ში ე.წ. „ა---“ დასახლებაში მდებარე გ-----------------–---–-ს კუთვნილ მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სადგომის გვერდით აშენებულ საცხოვრებელ ოთახში მყოფი მ-----–----------- მეგობრებთან ს----------------თან და რ-------------------თან ერთად ქეიფობდა, რომელმაც გვერდით ოთახში მყოფი ნ------------------ რამოდენიმეჯერ მოიპატიჟა სუფრასთან, რაზეც ნ------------------მ უარი განუცხადა, აღნიშნულის გამო განაწყენებული მ-----–----------- შევიდა ნ------------------ს ოთახში, რომელსაც მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, შემდეგ თმებიდან მოქაჩა და ძალის გამოყენებით გამოიყვანა გვერდით ოთახში, ძალადობრივი ქმედების შედეგადაც ნ------------------მ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა:

მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

პრეიუდიციად მიჩნეულ მტკიცებულებებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები:

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

მ-----–----------მა ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი ბინაში უკანონო შეღწევით.

 

მანვე, ასევე ჩაიდინა სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

აღნიშნული დანაშაულის ჩადენა დასტურდება შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობით:

 

რ-------------------მა გამოკითხვისას განმარტა, რომ ცხოვრობს ზემოთ მითითებულ მისამართზე ოჯახთან, კერძოდ შვილებთან ლ-----------–----------------ებთან ერთად. 2018 წლის 2--------–- დილით 10 საათზე თვითონ და თავისი შვილი ლ---- გავიდნენ სახლიდან და სახლის კარები თვითონ დაკეტა პირადად და გასაღები ჩაიდო ჯიბეში, ხოლო მისი შვილი ა-–------- იყო წასული თბილისში. როდესაც სახლიდან გამოვიდნენ გზაში შეხვდა მისი ძველი ნაცნობი ქ.ვ--–-ში მ-------–-----ს დასახლებაში მცხოვრები მ-----–-----------, მან უთხრა შენთან მოვდიოდი, შენ კიდე მიდიხართ, მან იგი გააგდო და უთხარი შენთან არაფერი მესაქმება და წადი საიდანაც მოხვედიო, ამასობაში მ-----–--- წავიდა, თუ სად, არ იცის. როდესაც ა-–------- ჩამოვიდა თბილისიდან სახლში დაბრუნდნენ ერთად დაახლოებით 14:00 საათზე. როდესაც სახლში მივიდნენ სახლის კარები გააღო თვითონ პირადად, აღმოაჩინა, რომ მისი შვილის ოთახში გარდიროფი იყო არეულ-დარეული, რაზეც მას ხელი აღარ მოუკიდია, კიდევ შეამჩნია, რომ აღნიშნულ ოთახში მცირე ზომის კარადაზე იყო მისი შვილის ალ----------------ის პენსიის ბარათი გადატეხილი შუაზე. ამასობაში შეამჩნია, რომ ფანჯარა იყო ჩამოღებული და მიყუდებული იყო სახლის კედელზე. უშუალოდ ლურსმნები, რომელიც ამაგრებდნენ შუშას, ამოღებული. როცა ლ---- მოვიდა და საღამოზე მან დაალაგა გარდიროფი, უთხრა, რომ მისი მეხიერების ბარათი და სამსუნგის ფირმის ციფრული ფოტო აპარატი არის მოპარულიო, რაზეც დახმარების მიზნით მიმართა პოლიციას. აღნიშნული ნივტები მოპარული იქნება მ-----–-----------ს მიერ, რადგან როგორც მან, ასევე მეზობლებმა დაინახეს იმ დღისით მ-----–----------- მის სახლთან.

 

იხ. ს.ფ.102-103;

 

ლ---------------ს ჩვენება, რომლის მიხედვით: ა---––---ში დაბრუნების შემდეგ დაახლოებით 14:00 საათზე, ნახა რომ ვიღაც შესულა მათ ფანჯრიდან სახლში და აურევია მისი ტანსაცმლის კარადა, ასევე მისი ძმის კუთვნილი ბარათიც გაუტეხია და მაგიდაზე დაეგდო. მან ნახა, რომ საძინებლის ფანჯრიდან მინა იყო ამოღებული და გვერძე კედელზე იყო მიყუდებული, მისი ტანსაცმლის კარადა იყო არეული. მან დაიწყო კარადის დალაგება და აღმოაჩინა, რომ მისი კუთვნილი „სამსუნგი’’ -ს ფირმის ფოტო აპარატი, რომელიც შეიძინა დაახლოებით 3-4 წლის წინ ახალქალაქში და ასევე მეხსიერების ბარათი, აღარ იყო. აღნიშნული ფოტო აპარატი და მეხსიერების ბარათი მის ტანსაცმლის კარადაში პირველ თაროზე ტანსაცმლის ქვეშ ქონდა შენახული. სახლიდან სხვა არაფერი იყო მოპარული, გარდა მისი კუთვნილი „სამსუნგი“-ს ფირმის შავი ფოტო აპარატისა და მეხსიერების ბარათისა, ასვე მისი ძმის კუთვნილი საპენსიო ბარათი იყო გადატეხილი. აღნიშნული ქურდობის გამო მოწმის განმარტებით მას მიადგა მატერიალური ზიანი 350 ლარის ოდენობით, ვინაიდან ფოტო აპარატში გადაიხადა 350 ლარი, ხოლო მეხსიერების ბარათში 15 ლარი პირადად. მან დარწმუნებით იცის, რომ მისი ნივთების ქურდობა ჩაიდინა მ-----–----------მა, რომელიც დედას ყოფილი მეგობარია და იმ დღისით მათ სახლთან იმყოფებოდა.

 

იხ. ს.ფ.108-109;

 

ნ-------------------ს ჩვენება, რომლის თანახმადაც - მწყემსი, რომელიც მუშაობდა მასთან ერთად ფერმაში და რომელმაც მას მიაყენა როგორც სიტყვიერი, ისე ფიზიკური შეურაწყოფა, კერძოდ, მისი ფიზიკური შეურაწყოფა გამოიხატა იმაში, რომ მან ნ------------------- თმებიდან ითრია და იძალადა მასზე. აღნიშნული პიროვნება არის ქ.ვ--–-ში მ-------–-----ს დასახლებაში მცხოვრები მ-----–-----------

იხ. ს.ფ.59-60;

 

ს----------------ის ჩვენება, რომლის თანახმადაც - 2018 წლის 2--------- საღამოს საათებში თვითონ და ქ.ა---––---ში მცხოვრები რ-------------------,ი იგივე ლ------, რომელიც არის მისი და მ-----–---ს საერთო მეგობარი, აიღეს საკვები პროდუქტი, სპირტიანი სასმელი არაყი და ლუდი და მიაკითხეს ფერმაში, მისვლისას მ-----–----------მა შეიყვანა ფერმის გვერდით მიშენებულ საცხოვრებელში, სადაც მისივე თქმით იყო მისი მოსასვენებლი ოთახი, მათ გაშალეს სუფრა და დასხდნენ საქეიფოდ, სანამ დასხდებოდნენ გვერდით ოთახში იყო ქალბატონი მცირეწლოვან ბავშვთან ერთად, რომელზეც მ-----–----------მა თქვა, რომ იგი იყო მსხვილფეხა პირუტყვის შწველავი იქ მომუშავე ნ------------------ ად-----ს რაიონიდან. რომელიც გაიცნო საუბარში. მის მცირეწლოვან შვილს რ---------მა მიაწოდა წვენი. როდესაც დასხდნენ და დაიწყეს ქეიფი, მ-----–----------მა რამოდენიმეჯერ დაუძახა ნ------------------ს, რათა გამოსულიყო მისი ოთახიდან და პური ეჭამა მათთან ერთად, რაზეც ნ------------------მ უთხრა უარი. იყვნენ ნასმები, უკვე იყო მობნელებული, როდესაც მ-----–----------მა შეაღო ნ------------------ს ოთახის კარები და დაუძახა, გამოდი იქეიფე ჩვენთან ერთადო, რა დროსაც მან გაიგონა ნ------------------ს სიტყვები, რომ გადი აქედან მე არ მინდა ქეიფი და თქვენ იქეიფეთო. ამ დროს დაინახა, რომ ნ------------------- ყვირილით გამოვარდა თავისი ოთახიდან და გაიქცა საცხოვრებლიდან გარეთ, რომელსაც გაყვა მ-----–-----------, რომელიც უძახდა, რომ უკან მობრუნებულიყო, მაგრამ მისი გაქცევიდან ესმოდა გარედან ნ------------------ის ყვირილის ხმა, რომ ეხლა პოლიციაში დავრეკავო, მან მაშინათვე დაუძახა მ-----–----------ს და უთხრა, რომ დაანებე თავი შარში არ ჩაგაგდოსო, რის შემდეგაც სუფრა აალაგეს და წავიდნენ აღნიშნული ადგილიდან. იმ დროს, რა დროსაც მ-----–----------- შევიდა ნ------------------ს ოთახში, მაგ დროს იჯდა ზურგით და არ დაუნახავს თმებით მოითრია თუ არა ნ------------------ მ-----–----------მა, მაგრამ გარეთ მალევე გამოექცა ნ------------------, რომელიც გაიქცა გარეთ ეზოში, მისი აზრით იმიტომ გაიქცა გარეთ ნ------------------, რომ ალბათ ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა მ-----–----------მა მიაყენა შეურაწყოფა, თუმცა პირადად არ დაუნახავს თმებით მოქაჩა თუ რა მ-----–----------მა.

 

იხ. ს.ფ.52-53;

 

ბრალდებულ მ-----–-----------ს გამოკითხვის ოქმით, 2018 წლის 2--------- ნ-------------------ს ქ·ა---––---ში ,,ა---’’ დასახლებაში მდებარე გ-----------------–---–-ს კუთვნილი ფერმის გვერდით მიშენებულ საცხოვრებელში მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაწყოფა, რასაც აღიარებს და წარდგენილ ბრალდებაში თავს ცნობს სრულიად დამნაშავედ.

იხ. ს.ფ.78-79;

 

ბრალდებულმა მ-----–----------მა სასამართლო სხდომაზე აღიარა ჩადენილი დანაშაული და ითხოვა პატიება.

ბრალდებულ მ-----–-----------ს მიერ ბრალდებით გათვალისწინებული დანაშაული ასევე დადასტურებულია საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, კერძოდ: რ--------------------ს განცხადება. რ--------------------ს 29.04.2018 წ, ლ---------------ს 29.04.2018 წ, ლ----------------ს 29.04.2018 წ, ზ----------------ის 29.04.2018 წ, ა---------------ს 29.04.2018 მოწმის სახით გამოძახების და გამოკითხვის ოქმები. ლ--------------ს პატაკი. დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობის გამო დათვალიერების შესახებ. ადგილის დათვალიერების ოქმი. დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობის გამო პირადი ჩხრეკის ჩატარების შესახებ მ-----–-----------ს ბრალდებულის სახით დაკავების და პირადი ჩხრეკის ოქმი. ლ---------------ს მიერ ფოტო აპარატის ამოცნობის ოქმი. დაგენილება გადაუდებელი აუცილებლობის გამო დათვალიერების შესახებ. ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმი. ცნობები მ-----–-----------ს ნასამართლეობის შესახებ. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 20 თებერვლის განაჩენი მ-----–-----------ს მიმართ. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 31 მარტის განჩინება მ-----–-----------ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე. დგენილება საქონელმცოდნეობითი ექსპერტიზის ჩატარების შესახებ და მიმართვა ექსპერტს. საქონელმცოდნეობითი ექსპერტიზის 2018 წლის 3--------–-- N------ დასკვნა. შუამდგომლობა გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე მ-----–-----------ს პირადი ჩხრეკის კანონიერად ცნობის შესახებ. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 3--------–-- განჩინება მ-----–-----------ს პირადი ჩხრეკის კანონიერად ცნობის შესახებ მ-----–-----------ს 30.04.2018 წლის ბრალდებულის სახით გამოკითხვის ოქმი. დადგენილება ლ---------------ს დაზარალებულად ცნობის შესახებ და უფლებების განმარტების ოქმი, ლ---------------ს 01.05.2018 წლის დაზარალებულის სახით გამოკითხვის ოქმი. მ-----–-----------ს ბრალდების შესახებ. შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 01 მაისის განჩინება აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ. ფორმაN1 შეტყობინება დანაშაულის ჩადენის შესახებ, ოქმი ნ------------------ის გამოძახების შესახებ, გარეშე პირის მოწვევის შესახებ, ნ------------------ს 22.03.2018 წ, 27.03.2018 წ. მოწმის სახით გამოკითხვის ოქმები, მე-----–-----------ს 22.03.2018 წ. მოწმის სახით გამოძახებისა და გამოკითხვის ოქმები მიმართვა და დადგენილება ნ------------------ს მიმართ სამედიცინო ექპერტიზის დანიშვნის შესახებ, ოქმები გარეშე პირის მოწვევის შესახებ, გ-----------------–---–-ს თანხმობის ხელწერილი საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარებაზე, ნ------------------ს ხელწერილი, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი და ფოტოილუსტრირებით, გ-----------------–---–-ს 22.03.2018 წ. მოწმის სახით გამოძახებისა და დაკითხვის ოქმები, რ--------------------ს 23.03.2018 წ. მოწმის გამოძახებისა და გამოკითხვის ოქმები, ცნობები მ-----–-----------ს ადმინისტრაციული და ნასამართლეობის შემოწმების შესახებ. სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის 2018 წლის 2----------------------- დასკვნა ნ------------------ის მიმართ. საარქის მოსოიანის 26.03. 2018 წ მოწმის სახით გამოძახებისა და გამოკითხვის ოქმი, ახალციხის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 20 თებერვლის განაჩენი მ-----–-----------ს მიმართ, ნ------------------ს განცხადება, მიმართვა სამცხე-ჯავახეთის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატის გამოყოფაზე. ადვოკატ ტ------–----–-----–---–-ს ორდერი. დადგენილება ნ------------------ს დაზარალებულად ცნობის შესახებ დაზარალებულ ნ------------------ს გამოკითხვის ოქმი. ადვოკატ ტ------–----–-----–---–-ს ორდერი. დადგენილება მ-----–-----------ს ბრალდების შესახებ. მ-----–-----------ს ბრალდებულის სახით გამოკითხვის ოქმი. შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ, ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 31 მარტის განჩინება აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლო დადასტურებულად თვლის, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებენ, რომ მ-----–----------მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

მ-----–-----------ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა დანაშაულის ჩადენა ნასვამ მდგომარეობაში.

მ-----–-----------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ბრალის აღიარება და ქმედების გულწრფელი მონანიება.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

5.სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ასაკის, ჯანმრთელობის, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის, დაზარალებულის პოზიციის და იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებულმა აღიარა დანაშაული, სასამართლო მიიჩნევს, რომ მ-----–----------- საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 01(ერთი) წლის ვადით, ასევე მ-----–----------ს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 04(ოთხი) წლის და 06(ექვსი) თვის ვადით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუზველზე დანაშაულთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ მ-----–----------ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04(ოთხი) წლისა და 06(ექვსი) თვის ვადით, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს მ-----–-----------ს მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე, 259-ე, 260-ე, 271-ე, 272-ე, 277-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.მ-----–----------- (პ/ნ 4----------) ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01(ერთი) წლის ვადით.

 

2.მ-----–----------- (პ/ნ 4----------) ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04(ოთხი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით.

 

3.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუზველზე დანაშაულთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ მ-----–----------ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04(ოთხი) წლისა და 06(ექვსი) თვის ვადით.

 

4. მსჯავრდებულ მ-----–----------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან 2018 წლის 29 აპრილიდან.

 

5. მსჯავრდებულ მ-----–----------ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.

 

6. ნივთიერი მტკიცებულებები:

 

- შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული თითის კვლები დალუქულ მდგომარეობაში 1 ფუთად, რომელიც ინახება შსს ახალციხის რაიონულ სამმართველოში, შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

- ერთი ცალი შავი ფერის სამსუნგის ფირმის ფოტოაპარატი და ერთი ცალი შავი ფერის მეხსიერების ბარათი დალუქულ მდგომარეობაში 1 ფუთად, რომელიც ინახება შსს ახალციხის რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს ლ--------------ს.

 

7. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ გამოცხადებისთანავე;

 

8. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;

 

9.განემარტოს მსჯავრდებულს, რომ უფლება აქვს აღძრას შუამდგომლობა შეწყალების თაობაზე.

 

მოსამართლე: შალვა მჭედლიშვილი