განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე#030140018002497765
№ 1/214-2018
განაჩენი
საქართველოს სახელით
4 სექტემბერი, 2018 წელი ქ. ფოთი
ფოთის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე - შოთა სირაძე
სხდომის მდივანი - თამარ მგალობლიშვილი
ბრალდების მხარე:
სტაჟიორ-პროკურორი: ნ---- გ--------,დაცვის მხარე:
ადვოკატი: ლ---- ა------,ბრალდებული: კ--- ხ-----–---–-,მამის სახელი: დ--------,დაბადებული: 2----.1--- წელი,დაბადების ადგილი: საქართველო, თ---–---,მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე,განათლება: ს-–----–--,ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი,პირადი ნომერი: 0----------,ნასამართლობა: ნასამართლები,მცხოვრები: საქართველო, ქ. თ---–---, ა--------- №3--
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი - თაღლითობა, ე.ი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი მოძრავი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (ორი ეპიზოდი).
სასამართლომ ღია სხდომაზე განიხილა ფოთის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორის ნ---- გ--------ს შუამდგომლობა ბრალდებულ კ--- ხ-----–---–-სთვის საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ბრალდებულ კ--- ხ-----–---–ს სისხლის სამართლის №045100618001 საქმეზე ბრალდების შესახებ დადგენილებით ბრალი ედება თაღლითობაში, ე.ი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი მოძრავი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (ორი ეპიზოდი).
კ--- ხ-----–---–-ს მიმართ ბრალად შერაცხული ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2018 წლის 10 ივნისს, დაახლოებით 15:00 საათზე, ქ. ფოთში, ა---------–- ბ------- ტერიტორიაზე, კ--- ხ-----–---–მა ი--- ბ------ს მოტყუებით, ოქროს ძეწკვის ნაცვლად, 520 ლარად მიჰყიდა არაძვირფასი მეტალის ოქროსფერი ძეწკვი, რითაც დაზარალებულს მიადგა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
2018 წლის 10 ივნისს დაახლოებით 14:00 საათზე, ქ. ფოთში, ფ--------- მ----- ქუჩა №14-ში, კ--- ხ-----–---–მა მ------ გ-----ს მოტყუებით, ოქროს ძეწკვის ნაცვლად, 510 ლარად მიჰყიდა არაძვირფასი მეტალის ოქროსფერი ძეწკვი, რითაც დაზარალებულს მიადგა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კ--- ხ-----–---–ს წარდგენილი აქვს ბრალდება დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი).
2018 წლის 20 აგვისტოს ბრალდების მხარემ წარმოადგინა შუამდგომლობა ბრალდებულ კ--- ხ-----–---–-სათვის საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე, რასაც 2018 წლის 4 სექტემბერს გამართულ სასამართლო სხდომაზე მხარი დაუჭირეს სტაჟიორ-პროკურორმა ნ---- გ--------მ, ბრალდებულმა კ--- ხ-----–---–მა და ბრალდებულის ადვოკატმა ლ---- ა------მ.
შუამდგომლობაში მითითებულია, რომ ბრალდებული გაფრთხილებულია საპროცესო შეთანხმების შედეგების შესახებ და განემარტა საქართველოს სსსკ-ის 210-ე მუხლის 12-ლი ნაწილით გათვალისწინებული გარემოებები.
ბრალდებულ კ--- ხ-----–---–-ს მიერ თავისი ინტერესების დამცველი ადვოკატისაგან იურიდიული დახმარების მიღების შემდეგ, ზემდგომ პროკურორთან ფ--–--- ჯ--–--------სთან და საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილესთან გ------- გ------–---–თან შეთანხმებით, ადვოკატ ლ---- ა------ს მონაწილეობითა და ბრალდებულ კ--- ხ-----–---–-ს ნებაყოფლობითი თანხმობით (იხ. შუამდგომლობაზე დართული ბრალდებულისა და მისი ადვოკატის განცხადება), 2018 წლის 09 აგვისტოს შედგა საპროცესო შეთანხმება სტაჟიორ-პროკურორ ნ---- გ--------სა და ბრალდებულ კ--- ხ-----–---–ს შორის, რომლის თანახმად ბრალდებული კ--- ხ-----–---–- აღიარებს დანაშაულს.
ბრალდების მხარემ მხედველობაში მიიღო რა ჩადენილი დანაშაულისათვის გათვალისწინებული სასჯელის სიმძიმე, დანაშაულის ხასიათი, ბრალეულობის ხარისხი, ბრალდებულის საზოგადოებრივი საშიშროება და მისი პიროვნული მახასიათებლები, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებული კ--- ხ-----–---–- აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, საჯარო ინტერესების დაცვით, სტაჟიორ-პროკურორმა ნ---- გ--------მ ზემდგომი პროკურორისა და საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილის თანხმობით, 2018 წლის 09 აგვისტოს ბრალდებულ კ--- ხ-----–---–თან გააფორმა საპროცესო შეთანხმება, შემდეგი პირობებით:
კ--- ხ-----–---–- ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) განსაზღვრული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ი--- ბ------ს ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლით. დანიშნული სასჯელიდან საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლით განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლით ჩაეთვალოს პირობით;
მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (მ------ გ-----ს ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალოს პირობით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი და დანაშაულთა ერთობლიობით კ--- ხ-----–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლით. დანიშნული სასჯელიდან საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლით განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლით, ჩაეთვალოს პირობით;
მასვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 8 სექტემბრის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული პირობითი მსჯავრი;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს - თავისუფლების აღკვეთას 4 (ოთხი) წლით. საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ბრალდებულ კ--- ხ-----–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლით. დანიშნული სასჯელიდან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და 64-ე მუხლის პირველი ნაწილის გამოყენებით, თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლით განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლით კი ჩაეთვალოს პირობით, ამავე გამოსაცდელი ვადით;
მასვე, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით;
სისხლის სამართლის საქმეზე კ--- ხ-----–---–-ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული ფულადი თანხიდან - 1080 ლარიდან, რომელიც ინახება შსს ფოთის საქალაქო სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში, 520 ლარი დაუბრუნდეს დაზარალებულს - ი--- ბ------ს; 510 ლარი დაუბრუნდეს დაზარალებულს - მ------ გ-----ს; ხოლო დარჩენილი თანხა - 50 ლარი საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს კ--- ხ-----–---–ს;
სისხლის სამართლის საქმეზე კ--- ხ-----–---–-ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული „ALKATEL onetouch”-ის ფირმის მობილური ტელეფონის აპარატი, იმეი კოდით - 3-------------- და 3--------------, ტელეფონში მოთავსებული ერთი ცალი ბილაინის ქსელში ჩართული ნომრით საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს მესაკუთრე კ--- ხ-----–---–ს;
სისხლის სამართლის საქმეზე ამოღებული ი--- ბ------სა და მ------ გ-----ს ნერწყვის ნიმუში, რომელიც ინახება ლ---- ს----------–-- ს----–----- ე---------–- ექსპერტიზის ბიუროში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, განადგურდეს;
სისხლის სამართლის საქმეზე მ------ გ-----სგან ამოღებული ოქროსფერი ძეწკვი, რომელიც ინახება ლ---- ს----------–-- ს----–----- ეროვნულ ექსპერტიზის ბიუროში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს მესაკუთრეს კ--- ხ-----–---–ს;
სისხლის სამართლის საქმეზე ი--- ბ------სგან ამოღებული ოქროსფერი ძეწკვი, რომელიც ინახება ლ---- ს----------–-- ს----–----- ეროვნულ ექსპერტიზის ბიუროში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს მესაკუთრეს კ--- ხ-----–---–ს;
სისხლის სამართლის საქმეზე კ--- ხ-----–---–-ს პი---დი ჩხრეკისას ამოღებული ორი ცალი ოქროსფერი ძეწკვი, რომელიც ინახება ლ---- ს----------–-- ს----–----- ეროვნულ ექსპერტიზის ბიუროში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს მესაკუთრეს კ--- ხ-----–---–ს;
სისხლის სამართლის საქმეზე შპს „ს------“-ის ლომბარდიდან გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერი ერთ ცალ DVD დისკზე, რომელიც ინახება ლ---- ს----------–-- ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს და შენახულ იქნას მისი შენახვის ვადით;
სისხლის სამართლის საქმეზე შპს მ---- „რ-------------“-ს ლომბარდიდან გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერი სამ ცალ DVD დისკზე, რომელიც ინახება ლ---- ს----------–-- ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს და შენახულ იქნას მისი შენახვის ვადით;
დაცვის მხარე დაეთანხმა პროკურორის შუამდგომლობას და ითხოვა მისი დაკმაყოფილება მასში მითითებული პირობებით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა დაცვით, საქმის მასალების საფუძველზე, სასამართლომ განიხილა რა შუამდგომლობის დასაბუთებულობა, მიაჩნია, რომ საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები ასაბუთებენ ბრალდებულ კ--- ხ-----–---–-სათვის წარდგენილ ბრალდებას. შესაბამისად, საქმეში არსებობს საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-111 ნაწილით გათვალისწინებული საკმარისი მტკიცებულებები საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად და მას მსჯავრი უნდა დაედოს თაღლითობაში, ე.ი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი მოძრავი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (ორი ეპიზოდი).
სასამართლო დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმების დადებისას ადგილი არ ჰქონია წამებას, არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას, მოტყუებას, მუქარას, იძულებას, ძალადობას, დაშინებას და ბრალდებულ კ--- ხ-----–---–ს არ შეზღუდვია უფლება მიეღო კვალიფიციური იურიდიული დახმარება.
სასამართლო სხდომაზე დადგინდა, რომ საპროცესო შეთანხმება ნებაყოფლობით არის დადებული და ბრალდებული ნებაყოფლობით აღიარებს დანაშაულს, იგი სრულად აცნობიერებს საპროცესო შეთანხმების, მათ შორის ნასამართლობის სამართლებრივ შედეგებს, იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მას ედება ბრალი და ამ დანაშულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს, ასევე მისთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ. ბრალდებულისათვის ასევე ცნობილია საქართველოს სსსკ-ის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,თ” და „ი“ ქ/პუნქტებით განსაზღვრული მისი უფლებების შესახებ.
კ--- ხ-----–---–-ს მიერ აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა დადასტურებულია ბრალდებულ კ--- ხ-----–---–-ს დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით, მოწმეების: ე-- მ----------ს, მ------ გ-----ს, ი--- რ-----ს და ქ--------- ს-------ს გამოკითხვის ოქმებით, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებით - ორი ოქროსფერი ძეწკვით და ფულადი თანხით - 1080 ლარით.
სასამართლოს მიაჩნია, რომ პროკურორის მიერ ფაქტობრივი და სამართლებრივი შეფასებები საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ გაკეთებულია სწორად, მასში მითითებული სასჯელი სამართლიანია და იგი უნდა შეეფარდოს ბრალდებულ კ--- ხ-----–---–ს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 209-216-ე, 255-ე, 258-260-ე, 267-ე, 269-ე, 271-274-e და 277-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ფოთის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორის ნ---- გ--------ს შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
2. დამტკიცდეს ფოთის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორ ნ---- გ--------სა და ბრალდებულ კ--- ხ-----–---–ს შორის, ზემდგომი პროკურორის ფ--–--- ჯ--–--------ს და საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილის გ------- გ------–---–-ს თანხმობით, 2018 წლის 09 აგვისტოს დადებული საპროცესო შეთანხმება.
3. კ--- ხ-----–---–- ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებულ მისთვის ინკრიმინირებულ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეულ ქმედებაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ი--- ბ------ს ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, 1 (ერთი) წელი განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლით, ჩაეთვალოს პირობით;
საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის თანახმად, კ--- ხ-----–---–ს დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვორს ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით;
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (მ------ გ-----ს ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალოს პირობით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, კ--- ხ-----–---–ს საბოლოო ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წელი, განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლით, ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუწესდეს 5 (ხუთი) წელი.
საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის თანახმად, კ--- ხ-----–---–ს დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვორს ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდეს თ---–---ს საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 08 სექტემბრის განაჩენით, სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნული პირობითი მსჯავრი;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 და მე-6 ნაწილების თანახმად, ბოლო (წინამდებარე) განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს წინა (თ---–---ს საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 08 სექტემბრის) განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ბრალდებულ კ--- ხ-----–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და 64-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წელი განესაზღვოს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუწესდეს 5 (ხუთი) წელი.
საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის თანახმად, კ--- ხ-----–---–ს დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.
კ--- ხ-----–---–ს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდა ჩაეთვალოს და დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 10 ივნისის 16:00 საათიდან.
4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლის საფუძველზე, მსჯავრდებულ კ--- ხ-----–---–ს დაევალოს პირობითი მსჯავრის ვადაში, პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი.
5. მსჯავრდებულ კ--- ხ-----–---–-ს ქცევაზე კონტროლი საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლის თანახმად, განახორციელოს საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს სსიპ პრობაციის ე---------–- სააგენტოს ტერიტორიულმა ორგანომ, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესების შესაბამისად.
6. კ--- ხ-----–---–-ს მიმართ დანიშნული გამოსაცდელი ვადის - 05 (ხუთი) წლის ათვლა, დაიწყოს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდის მომენტიდან.
7. კ--- ხ-----–---–-ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული თანხიდან - 1080 ლარიდან, რომელიც ინახება შსს ფოთის საქალაქო სამმართველოში, 520 ლარი დაუბრუნდეს დაზარალებულ ი--- ბ------ს, 510 ლარი დაუბრუნდეს დაზარალებულ მ------ გ-----ს, ხოლო დარჩენილი 50 ლარი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს კ--- ხ-----–---–ს, ხოლო ამოღებული „ALKATEL ONETOUCH”-ის ფირმის მობილური აპარატი, იმეი კოდით - 3-------------- და 3--------------, ტელეფონში მოთავსებული ერთი ცალი ბილაინის ქსელში ჩართული ნომრით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს მესაკუთრეს კ--- ხ-----–---–ს.
საქმეზე ამოღებული ი--- ბ------სა და მ------ გ-----ს ნერწყვის ნიმუში, რომელიც ინახება ლ---- ს----------–-- ს----–----- ე---------–- ექსპერტიზის ბიუროში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, განადგურდეს;
სისხლის სამართლის საქმეზე მ------ გ-----სგან ამოღებული ოქროსფერი ძეწკვი, რომელიც ინახება ლ---- ს----------–-- ს----–----- ე---------–- ექსპერტიზის ბიუროში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს კ--- ხ-----–---–ს.
სისხლის სამართლის საქმეზე ი--- ბ------სგან ამოღებული ოქროსფერი ძეწკვი, რომელიც ინახება ლ---- ს----------–-- ს----–----- ე---------–- ექსპერტიზის ბიუროში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს კ--- ხ-----–---–ს.
სისხლის სამართლის საქმეზე, კ--- ხ-----–---–-ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული ორი ცალი ოქრისფერი ძეწკვი, რომელიც ინახება ლ---- ს----------–-- ს----–----- ე---------–- ექსპერტიზის ბიუროში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს კ--- ხ-----–---–ს.
სისხლის სამართლის საქმეზე შპს „ს------ის“ ლომბარდიდან გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერი DVD დისკზე, რომელიც ინახება ლ---- ს----------–-- ს----–----- ე---------–- ექსპერტიზის ბიუროში, დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს და შენახულ იქნას მისი შენახვის ვადით.
8. კ--- ხ-----–---–-ს მიმართ ფოთის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 ივნისის განჩინებით გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, გაუქმდეს.
9. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა გამოცხადებისთანავე.
10. განაჩენი არ საჩივრდება, გარდა საქართველოს სსსკ-ის 215-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლებისა, მსჯავრდებულისათვის განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში, ხოლო პროკურორისათვის მსჯავრდებულის მიერ საპროცესო შეთანხმებაში ასახული პირობის დარღვევის შემთხვევაში, დარღვევის გამოვლენიდან ერთი თვის ვადაში.
მოსამართლე შოთა სირაძე