განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N160100117002143869
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
ბოლნისის რაიონული სასამართლო
საქმე №1/231-17 26 ივნისი 2018 წელი ქ. ბოლნისი
(გამოძიების N031130917001)
მოსამართლე: თეა ლეონიძე
სხდომის მდივანი: ნათია მიქელაძე, დიანა ქოჩორაშვილი
სხდომის სახე : ღია
ბრალდების მხარე:
პროკურორი: მადონა ურუშაძე, ზაზა ცქვიტარია, გიორგი სახიაშვილი
დაცვის მხარე:
ადვოკატი: ომარ მურადასილოვი
ბრალდებული: მ--------- ა-–----
მამის სახელი: ალი
დაბადებული: 1-----–-–---------------
პირადი ნომერი: 2----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: უმაღლესი
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
ნასამართლობა: ნასამართლობის არ მქონე
რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: მარნეულის რაიონი, სოფელი თაქალო
თარჯიმანი: სუსანა მარტიაშვილი
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტი.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. 2017 წლის 30 სექტემბრის დადგენილებით პირის ბრალდების შესახებ მ--------- ა-–---ს ბრალად ედება, რომ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 13 სექტემბერს დაახლოებით 19:00 საათზე მარნეულის რაიონის სოფელ თაქალოში მ--------- ა-–---მა ა-–---- ა-–----ს მაღაზიის წინ, ხელებით სცემა თავისი სიძე ს------- მ--------ი, რომელმაც ცემის შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი. ცემის ფაქტს შეესწრო ს------- მ--------ის არასრულწლოვანი შვილი 2006 წლის 28 მაისს დაბადებული რ-----– მ--------ი.
1.2. მასვე ბრალად ედება რომ ჩაიდინა ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ორი პირის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 13 სექტემბერს დაახლოებით 19:00 საათზე მარნეულის რაიონის სოფელ თაქალოში ა-–---- მ--------ის მაღაზიის წინ მ--------- ა-–---მა სცემა კ-------- მ--------ა, რის შედეგადაც ადგილიდან წავიდა, მაგრამ მალევე დაბრუნდა და მუშტი დაარტყა სახის არეში იქვე მყოფ ა-–---- მ--------ს. ფიზიკური დაზიანების შედეგად კ-------- მ--------მა და ა-–---- მ--------მა განიცადეს ფიზიკური ტკივილი.
2. სასამართლომ დაადგინა:
2.1 მ--------- ა-–---- უნდა გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილს ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და იგი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, კერძოდ ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობაში, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 13 სექტემბერს დაახლოებით 19:00 საათზე მარნეულის რაიონის სოფელ თაქალოში მ--------- ა-–---მა ა-–---- ა-–----ს მაღაზიის წინ, ხელებით სცემა თავისი სიძე ს------- მ--------ი, რომელმაც ცემის შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2.2. ასევე ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით ცემაში და სხვაგვარი ძალადობაში, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ორი პირის მიმართ.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 13 სექტემბერს დაახლოებით 19:00 საათზე მარნეულის რაიონის სოფელ თაქალოში ა-–---- მ--------ის მაღაზიის წინ მ--------- ა-–---მა სცემა კ-------- მ--------ა, რის შედეგადაც ადგილიდან წავიდა, მაგრამ მალევე დაბრუნდა და მუშტი დაარტყა სახის არეში იქვე მყოფ ა-–---- მ--------ს. ფიზიკური დაზიანების შედეგად კ-------- მ--------მა და ა-–---- მ--------მა განიცადეს ფიზიკური ტკივილი.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2.1. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
ბრალდებულ მ--------- ა-–----ს განმარტებით, მან განახორციელა ძალადობა ოჯახის წევრის სიძის, ს------- მ--------ის მიმართ, თუმცა აღნიშნულ ფაქტს არ შესწრებია ს------- მ--------ის არასრულწლოვანი შვილი რ-----– მ--------ი. ბრალდებულმა ასევე განმარტა, რომ იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში და იმის გამო, რომ სიძემ მის ქალიშვილს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, ვერ შეიკავა თავი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად, ოჯახის წევრებად ითვლებიან: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
შესაბამისად ირკვევა, რომ მ--------- ა-–---- და ს------- მ--------ი და რ-----– მ--------ი არიან ერთი ოჯახის წევრები.
სასამართლო სხდომაზე სოციალური მომსახურეობის სააგენტოს წარმომადგენლის, გიორგი ცხვარიაშვილის თანდასწრებით მოწმე რ-----– მ--------მა ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მოწმისათვის გარანტირებული უფლებით (კერძოდ, მოწმეს უფლება აქვს არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს) და უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა გამომძიებელი იალჩინ ნაჯაფოვი, რომლის ჩვენებითაც ირკვევა რომ საქმეზე მის მიერ ჩატარებულ იქნა საგამოძიებო ექსპერიმენტი, დანიშნული იქნა სამედიცინო ექსპერტიზა და დაკითხული იქნა მოწმეები. მოწმის განმარტებით მან საქმეზე გამოკითხა ბრალდებულის შვილი გულნარ ა-–---ა, რომელმაც გამოკითხვისას მიუთითა რომ არის მ--------- ა-–----ს შვილი. ილაჩინ ნაჯაფოვს ის დეტალები, თუ რაზე ისაუბრეს გამოკითხვისას მოწმეებმა არ ახსოვს.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის სამედიცინო ექსპერტიზის N005504817 დასკვნის თანახმად წარმოდგენილი სამედიცინო საბუთის მონაცემებით ს------- მ--------ს 13.09.2017 წელს მიღებულ ტრამვასთან დაკავშირებით 13.09.2017 წელს დაუდგინდა: შუბლის და თვალბუდის მიდამოს სისხლჩაქცევა (მხარე მითითებული არ არის), რაც განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობის დადგენა შეუძლებელია, დაზიანების არასრული მორფოლოგიური აღწერილობის გამო.
საქმეზე უდავოდ ცნობილი ა-–---- მ--------ის, კ-------- მ--------ას, ს------- მ--------ის აინაკულ ტუკანოვას, ტახმაზ მამეოდვის, ასად ა-–----ს, ილგარ გარაჯაევის, ეხტიბარ საფაროვის, აიაზ ნაგიევის, ისა გუმბატოვის, სამირა რუსტამოვას გამოკითხვის ოქმებით 2018 წლის 22 სექტემბრის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მ--------- ა-–---მა სიძის ს------- მ--------ის მიმართ განახორციელა ძალადობა.
რაც შეეხება აღნიშნული ძალადობის განხორციელებისას შემთხვევის ადგილზე ს------- მ--------ის შვილის რ-----– მ--------ის ყოფნას, სასამართლო დადასტურებულად ვერ მიიჩნევს. რ-----– მ--------მა სასამართლო სხდომაზე უარი განაცხადა ოჯახის წევრის მ--------- ა-–----ს მიმართ ჩვენების მიცემაზე, სხვა რაიმე მტკიცებულება კი, რომელიც სასამართლოს დაარწმუნებდა რ-----– მ--------ის შემთხვევის ადგილზე ყოფნაში საქმის მასალების თანახმად არ დასტურდება.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტიცებულებების ერთობლიობის არარსებობის პირობებში, მხოლოდ დაუსაბუთებელი ვარაუდების საფუძველზე, პირის დამნაშავედ ცნობის დაუშვებლობის საკითხთან დაკავშირებით, სასამართლო მოიხმობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაში ჩამოყალიბებულ განმარტებას საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რომლის მიხედვითაც, „...ზემოაღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და ამდენად, სისხლის სამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების საფუძველზე მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი. ამდენად, უტყუარი მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენს განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას. ეს უმნიშვნელოვანესი გარანტია გამორიცხავს მტკიცებულებების გარეშე, მხოლოდ ვარაუდების გამო, პასუხისმგებლობის დაკისრებას. ამასთანავე, დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ კონკრეტული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებელ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ“.
სასამართლო განმარტავს, რომ პირის დამნაშავედ ცნობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებების უტყუარობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრულ ეჭვს ან ვარაუდს ბრალდებულის მიმართ არ იწვევდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა არ უნდა წარმოშობდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს, ამასთან, მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა არსებობდეს დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანზე ცალ-ცალკე და არა - ზოგადად, დანაშაულის შესახებ. გარდა აღნიშნულისა უტყუარი მტკიცებულებები საკმარისობის თვალსაზრისით, გონივრულ ეჭვს მიღმა უნდა ადასტურებდეს პირის ბრალეულობას. მტკიცებულებათა არასაკმარისობის პირობებში, მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრობითობის ფუნდამენტური პრინციპიდან გამომდინარე, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას თავისი ინიციატივით გამოითხოვოს და გამოიკვლიოს მტკიცებულებები, რადგან სასამართლო სისხლის სამართლის საქმეს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ მ--------- ა-–---- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და მ--------- ა-–---- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
2.2. ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამო კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ორი პირის მიმართ.
მ--------- ა-–---ს ასევე ბრალად ედება კ-------- მ--------ას და ა-–---- მ--------ის მიმართ ცემის და სხვაგვარი ძალადობის ჩადენა. აღნიშნულ ნაწილში ბრალდებულმა თავი სრულად სცნო დამნაშავედ და სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებები მიიჩნია უდავოდ.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის სამედიცინო ექსპერტიზის N005504617 დასკვნის თანახმად წარმოდგენილი სამედიცინო საბუთების მონაცემებით კ-------- მ--------ას 13.09.2017 წელს მიღებული ტრამვასთან დაკავშრებით 13.09.2017 წელს დაუდგინდა: თვალბუდის არის სისხლჩაქცევა (მხარე მითითებული არ არის), რაც განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობის დადგენა შეუძლებელია, დაზიანების არასრული მორფოლოგიური აღწერილობის გამო.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის სამედიცინო ექსპერტიზის N0055047717 დასკვნის თანხმად წარმოდგენილი სამედიცინო საბუთების მონაცემებით ა-–---- მ--------ს 13.09.2017 წელს მიღებულ ტრამვასთან დაკავშრებით 13.09.2017 წელს დაუდგინდა: ნაჭდევები კეფის არეში. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს.
საქმეზე უდავოდ ცნობილი ა-–---- მ--------ის, კ-------- მ--------ას გამოკითხვის ოქმებით, სამედიცინო დოკუმენტაციით, 2017 წლის 22 სექტემბრის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით დგინდება რომ მ--------- ა-–---მა დაზიანებები მიაყენა კ-------- მ--------ას და ა-–---- მ--------ს.
3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
3.1. სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა (გარდა მოწმე რ-----– მ--------ის და იალჩინ ნაჯაფოვის ჩვენებისა), ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” პუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა. ამდენად, სასამართლოს დასკვნა მუბარიზ ალიევის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, გარდა ბრალდებულ მუბარიზ ალიევის აღიარებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, კერძოდ: ალმაზ მ--------ის, კ-------- მ--------ას, ს------- მ--------ის აინაკულ ტუკანოვას, ტახმაზ მამეოდვის, ასად ა-–----ს, ილგარ გარაჯაევის, ეხტიბარ საფაროვის, აიაზ ნაგიევის, ისა გუმბატოვის, სამირა რუსტამოვას გამოკითხვის ოქმები, 2018 წლის 22 სექტემბრის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმები, სამედიცინო დოკუმენტაცია, სამედიცინო ექსპერტიზის N005504817 დასკვნა, სამედიცინო ექსპერტიზის N005504617 დასკვნა, სამედიცინო ექსპერტიზის N0055047717 დასკვნა.
სასამართლო სხდომაზე არ მომხდარა მ--------- ა-–----ს სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებების (გარდა მოწმე რ-----– მ--------ის და იალჩინ ნაჯაფოვის ჩვენებისა) გამოკვლევა, რადგანაც მხარეთა მიერ არ გამხდარა ზემოაღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სადავო. სასამართლომ მოახდინა მხოლოდ მათი შეფასება. მტკიცებულებათა შეფასება მეტად რთული პროცესია. ამ დროს ხდება როგორც ფსიქოლოგიური, ასევე ლოგიკისა და სამართლებრივი კრიტერიუმების მეშვეობით მოსამართლის მიერ აღქმული ინფორმაციის გადამუშავება, გაანალიზება. სწორედ ამ პროცესის შედეგად სასამართლოს გამოაქვს მნიშვნელოვანი დასკვნები მტკიცებულებებში ფიქსირებული ინფორმაციის სხვა მტკიცებულებებთან, აგრეთვე არსებულ რეალობასთან შესაბამისობის თაობაზე. დასკვნები კი უშუალოდ აისახება იმ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სახით, რომლებიც საფუძვლად ედება გადაწყვეტილების მიღებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიერ გაკეთებული დასკვნა ყალიბდება არა მხოლოდ მტკიცებულებათა შეჯერებით, არამედ შეჯერებული ინფორმაციის შეფასებით არსებულ რეალობასთან მიმართებით.
4. სამართლებრივი შეფასება:
4.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
4.2. საქმეზე არსებული მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ მ--------- ა-–---მა ს------- მ--------ის მიმართ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, ხოლო კ-------- მ--------ასა და ა-–---- მ--------ის მიმართ განხორციელებული ქმედებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.
5.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას, სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადექვატური, და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
სასამართლო ითვალისწინებს, რომ მ--------- ა-–---- შერიგებულია დაზარალებულებთან და მათ არ გააჩნიათ პრეტენზია ბრალდებულის მიმართ, ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას, ასევე სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულის ჩდენის მოტივსაც.
5.3. აღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით, ბრალდებულ მ--------- ა-–---ს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით სასჯელის სახედ და ზომად უნდა დაენიშნოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 (ასი) საათის ვადით, ხოლო საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით უნდა განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათის ვადით. საბოლოოდ კი მას სასჯელი დაენიშნება შთანთქმის პრინციპის გათვალისწინებით(როგორც ნასამართლეობა გაქარწყლებულს) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათის ვადით.
სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას, კერძოდ - სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 20-ე, 255-ე მუხლის პირველი ნაწილით, 258-260-ე, 268-269-ე, 270-276-ე, 277-ე 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მ--------- ა-–---- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
მ--------- ა-–---- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 (ასი) საათის ვადით.
მ--------- ა-–---- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით დანიშნულმა მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, მ--------- ა-–---ს განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათის ვადით.
საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის ნაწილში განაჩენი აღსასრულებლად, გადაეგზავნოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
მ--------- ა-–----ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს. გირაოს სახით მ--------- ა-–----ს (პირადი ნომერი 2----------) მიერ გადახდილი 2 000(ორი ათასი) ლარი დაუბრუნდეს მის შემტანს განაჩენის აღსრულებიდან 1(ერთი) თვის ვადაში.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა გამოცხადებისთანავე.
განაჩენი ბრალდების მხარის და მსჯავრდებულის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს - განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე : თეა ლეონიძე