გადაწყვეტილება

სამოქალაქო 27.07.2018
საქმის ნომერი
330210116001365691
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
27.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №-/12607-16

გადაწყვეტილება

ს----------–ოს სახელით

27 ივლისი, 2018 წელი თ---–--ი

შესავალი ნაწილი

თ---–--ის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ლ--–- ტყემალაძე

სხდომის მდივანი ანა მეშველიანი

მოსარჩელე - თ----- ც--–------ე

მოპასუხე - ე-–------- შ-------–---–ი

წარმომადგენელი - ნ----ა ო----–---–ი

შეგებებული სარჩელით მოსარჩელე - ე-–------- შ-------–---–ი

შეგებებული სარჩელით მოპასუხეები - თ----- ც--–------ე, ლ--–- ს-----------ე, მ----- ც--–------ე, ნ--- ც--–------ე, გ------- ც--–------ე

დავის საგანი - თანხის დაკისრება, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. თ----- ც--–------ის სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1.1. ე-–------- შ-------–---–ისათვის თ----- ც--–------ის მიერ თ---–--ი, ზ--------ნის მე-2 მ/რ, კორპუსი 2--, 2--ე ბინის შიდა გარემონტებისა და გარე კომუნიკაციების მოწესრიგებისათვის გაწეული ხარჯის 2-665,44 ლარის ანაზღაურება.

 

1.2. ე-–------- შ-------–---–ის სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.2.1. მოპასუხეების თ----- ც--–------ის, ლ--–- ს-----------ის, მ----- ც--–------ის, ნ--- ც--–------ის და გ------- ც--–------ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნეს ე-–------- შ-------–---–ის საკუთრებაში არსებული ბინა, მდებარე, თ---–--ი, ზ--------ნის მე-2 მ/რ, კორპუსი 2--, სადარბაზო - 2, სართული - 1, ბინა - 2-, 46,45 კვ.მ, ს/კ 0---------------------- და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცეს ე-–------- შ-------–---–ს.

 

1.2.2. მოპასუხეებს თ----- ც--–------ეს, ლ--–- ს-----------ეს, მ----- ც--–------ეს, ნ--- ც--–------ესა და გ------- ც--–------ეს სოლიდარულად დაეკისროთ ე-–------- შ-------–---–ის სასარგებლოდ 4800 ლარის გადახდა.

 

მოსარჩელე თ----- ც--–------ემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი:

 

თ---–--ის ნაძალადევის რაიონის გამგეობის მიერ 2014 წლის 16 მაისს გაცემული №--- განკარგულებით და მის საფუძველზე გაცემული საკუთრების მოწმობით (№---) მოსარჩელის კეთილსინდისიერ სარგებლობაში არსებული ბინა მდებარე, თ---–--ი, ზ--------ნის დასახლება, მე-2 მ/რ, კორპ 2--, ბინა №--, რომელიც გადაეცა ე-–------- შ-------–---–ს.

 

აღნიშნულ მისამართზე თ----- ც--–------ე ცხოვრობდა 2003 წლიდან, იმ საფუძვლით, რომ ს----------–ოს მაშინდელმა პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ ნება დართო სოციალურად დაუცველ პირებს დაეკავებინათ მსგავსი მიტოვებული მშენებარე შენობები. აღნიშნული კორპუსები იყო მიტოვებული, არ იყო არავითარი კომუნიკაცია, წყალი, დენი, კანალიზაცია, რაც შემდგომში მოსახლეობის მიერ იქნა გაკეთებული, რაზედაც სახელმწიფო ორგანოების მიერ გაცემულ იქნა შესაბამისი ნებართვები. შესაბამისად მოსარჩელემაც გაიღო ყველა ხარჯი, რომ ამ მიტოვებულ კარკასულ მდგომარეობაში არსებული კორპუსებიდან შეექმნა საცხოვრებელი პირობები.

 

კორპუსების პირველადი რეგისტრაცია სახელმწიფოს სახელზე განხორციელდა 2006 წელს, შემდეგ გადაეცა თ---–--ის მერიას, ხოლო შემდეგ, თ---–--ის მერიის 2010 წლის 27 ივლისის №-------- მთავრობის დადგენილებით აღნიშნული ქონება მიტოვებულ იქნა სახელმწიფოს სასარგებლოდ.

 

2010 წლის 12 აგვისტოდან ზემოთ აღნიშნული კორპუსები გახდა სახელმწიფოს ანუ ე----------- ს----------ოს საკუთრება. დავის განხილვის დროისათვის ბინა არის ე-–------- შ-------–---–ის საკუთრება.

 

ბინის გაუმჯობესების მიზნით, მოსარჩელემ გასწია ხარჯი 2014 წლის 16 მაისამდე, როდესაც კეთილსინდისიერად ფლობდა სადავო ქონებას. მოპასუხე ვალდებულია აუნაზღაუროს მოსარჩელეს ამ უკანასკნელის მიერ გაწეული ხარჯები, კერძოდ, კორპუსის გარე ტერიტორიის კეთილმოწყობისათვის ჩატარებული სამშენებლო - საინჟინრო და სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება, ჯამურად, 22978,04 ლარი და ბინის შიდა რემონტისათვის გაწეული ხარჯი, რაც შეადგენს 2400 აშშ დოლარს, სარჩელის შეტანის დროისათვის - 52-0 ლარს, ასევე ელექტროსადგურში სამუშაო ზეთის საფასური, რამაც მოსარჩელისათვის შეადგინა 407,40 ლარი.

 

შეგებებული სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლები:

 

2014 წლის 17 ნოემბერს №--------- სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე ე-–------- შ-------–---–ის საკუთრებაში აღირიცხა უძრავი ქონება მდებარე თ---–--ი, ზ--------ნის მე-2 მ/რ, კორპუსი 2--, სადარბაზო - 2, სართული - 1, ბინა - 2-, 46,45 კვ.მ, ს/კ 0----------------------. მოპასუხეები მესაკუთრის ნებართვის გარეშე ცხოვრობენ აღნიშნულ ბინაში. ე-–------- შ-------–---–ს მოპასუხეთა მიერ ნივთის უკანონო ფლობით მიადგა ზიანი, 2014 წლის 17 ნოემბრიდან მესაკუთრე ნივთის გაქირავებით მიიღებდა შემოსავალს 4800 ლარის ოდენობით.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე ე-–------- შ-------–---–ი პოზიცია თ----- ც--–------ის სარჩელთან დაკავშირებით:

 

ე-–------- შ-------–---–მა წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო სარჩელი.

 

2.2. თ----- ც--–------ის პოზიცია ე-–------- შ-------–---–ის შეგებებულ სარჩელთან დაკავშირებით:

 

ე-–------- შ-------–---–ის შეგებებულ სარჩელზე თ----- ც--–------ემ წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო სარჩელი და მიუთითა, რომ თანხის დაკისრების შესახებ სასარჩელო მოთხოვნა მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1. უძრავი ნივთი, ბინა №--, მდებარე თ---–--ი, ზ--------ნის II მიკრო/რაიონი, კორპუსი №---, ს/კ 0----------------------, რეგისტრირებულია ე-–------- შ-------–---–ის საკუთრებად, 2014 წლის 26 დეკემბრიდან.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 26-27);

 

3.1.2. მხარეთა შორის სადავო არ არის გარემოება იმის შესახებ, რომ თ----- ც--–------ე, ლ--–- ს-----------ე, მ----- ც--–------ე, ნ--- ც--–------ე და გ------- ც--–------ე ფლობენ აღნიშნულ უძრავ ქონებას, მათ შორის თ----- ც--–------ე სადავო ნივთს ფლობს 2003 წლიდან.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 7).

მოპასუხე მხარეს ეს გარემოება სადავოდ არ გაუხდია.

 

3.1.3. უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის მონაცემების მიხედვით, უძრავ ნივთზე მდებარე: თ---–--ი, ზ--------ნის II მიკრორაიონი, კორპუსი №--- (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N----------------; დაზუსტებული ფართობი: 2088.00 კვ.მ. შენობა-ნაგებობის ჩამონათვალ:N1 (მშენებარე შენობა-ნაგებობ(ებ)ის საერთო ფართი: 3505.34) თავდაპირველი რეგისტრაცია განხორციელდა 22/05/2006 წელს.

 

22/05/2006 წ-დან 30/08/2006 წ. პერიოდში აღნიშნულ უძრავ ნივთზე რეგისტრირებული იყო სახელმწიფო საკუთრების უფლება.

 

30/08/2006 წ-დან 16/01/2008 წ. პერიოდში აღნიშნულ უძრავ ნივთზე რეგისტრირებული იყო ”თ---–---------–--ის“ საკუთრების უფლება.

 

16/01/2008 წ-დან 19/03/2008 წ. პერიოდში აღნიშნულ უძრავ ნივთზე რეგისტრირებული იყო სახელმწიფოს საკუთრების უფლება.

 

19/03/2008 წ-დან 05/08/2010 წ. პერიოდში აღნიშნულ უძრავ ნივთზე რეგისტრირებული იყო ქალაქ თ---–--ის თვითმმართველი ერთეულის საკუთრების უფლება.

 

05/08/2010 წ-დან 1--------- წ, პერიოდში აღნიშნულ უძრავ ნივთზე მიტოვებული იყო საკუთრების უფლება.

 

1--------- წ-დან მიმდინარე პერიოდზე უძრავ ნივთზე მდებარე: ზ--------ნის II მიკრო/რაიონი, კორპუსი №--- რეგისტრირებულია სახელმწიფოსა და ბინის მესაკუთრეთა საერთო საკუთრება (საფუძველი-წერილ №------------, დამოწმების თარიღი: 1---------, ს----------–ოს ე-----------ა და მ--------ი გ-----------ის ს----------ო).

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 02 აგვისტოს წერილი №------ (ს.ფ. 2--30).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ თ----- ც--–------ის მიერ ჩატარებული კორპუსის სამშენებლო - საინჟინრო და სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება შეადგენს 22978,04 ლარს, ხოლო მოსარჩელის მიერ ბინის შიდა რემონტისათვის გაწეული ხარჯი შეადგენს 2400 აშშ დოლარის ექვივალენტს - 52-0 ლარს; თ----- ც--–------ის მიერ გაწეული ხარჯი საერთო ჯამში შეადგენს 2- 258,04 ლარს.

 

სადავო არ არის გარემოება, რომ თ----- ც--–------ე სადავო ბინას ფლობდა 2003 წლიდან.

 

საქმეში არსებული 2016 წლის 2- ნოემბრის ზ--------ნის მე-2 მ/რ, №--- და №-05 კორპუსების მობინადრეთა საერთო კრების ოქმით (ს.ფ. 133-138) დგინდება, რომ კორპუსებთან დაკავშირებული სამუშაოები ჩატარდა 2005-2012 წლებში. აღნიშნული კრების ოქმით დგინდება, რომ ზ--------ნის დასახლება მე-2 მიკრო/რაიონში მდებარე №------- კორპუსებში 2003-2004 წლებში შესახლებულმა პირებმა (დასახელებულნი კრების ოქმში) 2005-2012 წლებში ჩაატარეს შემდეგი სახის სამუშაოები: შეცვალეს ძველი ამორტიზირებული უმოქმედო საკანალიზაციო სისტემა დაახლოებით 2000 გრძივი მეტრი და განახორციელეს მისი სრული რეაბილიტაცია, რათა შესაძლებელი ყოფილიყო კორპუსების ნორმალური ფუნქციონირება; დაახლოებით 2000 გრძივ მეტრზე გაითხარა ორმო (დაზიანებული იყო დაახლოებით 80% მილები), კორპუსის მაცხოვრებლებმა ჩასვეს ახალი მილები დაზიანებულ ნაწილებში; კორპუსში არ იყო წყალი და დაახლოებით 2 კმ-იდან გამოიყვანეს წყლის ცენტრალური მილი, განახორციელეს კორპუსების წყლით მომარაგება, რისთვისაც შეიძინეს 65მმ 2000 მეტრის ოდენობის ლითონის მილები, მოხდა სრული მონტაჟი, გადაბმების და ჭების მოწყობა, ჩამკეტი სისტემების მოწყობა, ორმოს დახურვა და ბინებში „სტაიაკების“ მოწყობა; კორპუსში შესახლებულმა პირებმა მოახდინეს სარდაფის რეაბილიტაცია, წყლის ამოტუმბვა, სადრენაჟო სისტემის მოწყობა, დასუფთავება; ამასთან, კორპუსის ეზოდან გაიტანეს სამშენებლო ნაგავი და ამოაშრეს დაჭაობებული ფართი, მოაწყეს სადრენაჟე სისტემა, დაახლოებით 4000 კვ.მ; კორპუსში შესახლებულმა პირებმა გამოცვალეს სახლის სახურავი და განახორციელეს მისი ჰიდროიზოლაცია; თითოეულმა ოჯახმა შიდა წყალგაყვანილობა შეიყვანა ბინაში; კორპუსებში შესახლებულმა პირებმა გააკეთეს გზა მისი „მოხრეშვით“; მათ შეიძინეს ელექტრო მომარაგების კაბელები, ელექტრო ბოძები და სატრანსფორმატოროდან მიიყვანეს ელექტროენერგია, რისთვისაც შეიძინეს 2000 მ სიგრძის კაბელები, ასევე შეიძინეს ელექტრომომარაგების ქვესადგური, კორპუსის ბინადრებმა მოამზადეს გაზმომარაგების პროექტი, შეიყვანეს მაგისტრალი და განახორციელეს თითოეული ბინის გაზიფიცირება; ამასთან, კიბის უჯრედებს არ ჰქონდა მოაჯირები, რაც შეძინეს დაახლოებით 45 მეტრი, ასევე მათ შეიძინეს წყალსაწრეტი მილები და დაამონტაჟეს, დაახლოებით 60 მეტრი სიგრძის.

 

კრების ოქმს ხელს აწერენ №------- კორპუსებში მცხოვრები პირები (სულ 27 მობინადრე), მათ შორის თ----- ც--–------ე.

 

ასევე, საქმეში წარმოდგენილია ს----------–ოს ე-----------ა და მდგარდი გ-----------ის ს----------ოს 29.08.2012 წლის წერილი (ს.ფ. 23), რომელშიც გამოხატული ნებართვის საფუძველზე თ---–--ი, ზ--------ნის მე-2 მ/რ, კორპუსი №--- და №-05 კორპუსებში მცხოვრებ მოქალაქეებს უფლება მიეცათ ელექტროენერგიითა და ბუნებრივი აირით მომარაგების მიზნით ინდივიდუალური გამრიცხველიანებისა.

 

ამასთან, საქმეში არსებული 2013 წლის 11 იანვრის ახალი საყოფაცხოვრებო მომხმარებლის გაზიფიცირებულ ქსელზე მიერთების შესახებ ხელშეკრულებით დგინდება, რომ თ----- ც--–------ემ სადავო ბინაში უზრუნველყო გაზიფიცირებულ ქსელზე მიერთება. მოსარჩელე მხარის მიერ ასევე წარმოდგენილია „ყ-------------- თ---–--ისა“ და სს ,,თ--–--ის’’ იმავე მისამართზე გამოწერილი ქვითრები, თ----- ც--–------ის სახელზე, რომლის მიხედვით დგინდება გაზიფიცირებისა და ელექტრომომარაგების ფაქტი (ს.ფ. 21-22).

 

ამასთან, მოსარჩელის მიერ საქმეში წარმოდგენილია 2016 წლის 25 აპრილის აუდიტორული დასკვნა, რომლის თანახმადაც ქ. თ---–--ი, ზ--------ნის მე-2 მ/რ, კორპუსი №---, ბინა #2--ის კარკასის ღირებულება განსაზღვრულია 4000 აშშ დოლარით, ბინის შიგნით შესრულებული სამუშაოების ღირებულება - 2400 აშშ დოლარით, ხოლო გარე სამშენებლო და საკომუნიკაციო ხარჯი საერთო ჯამში 350000 აშშ დოლარით, ხოლო მოსარჩელის წილი - 12960 აშშ დოლარით.

 

მოსარჩელის მიერ ასევე წარმოდგენილია 2016 წლის 22 დეკემბრის საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა (№--------), რომლის თანახმად - თ---–--ში, ზ--------ნის დასახლება მე-2 მ/რ, კორპუსები №--------ში და მათ მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარებული სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება 2016 წლის 5 დეკემბრის მდგომარეობით განისაზღვრა 620 407,11 ლარით (ს.ფ. 115-132). ამავე დასკვნაში ასახულია ჩატარებული სამუშაოები - ძველი, ამორტიზირებული საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაცია, გარე წყალმომარაგების სისტემის მონტაჟი, სარდაფის დასუფთავება-რეაბილიტაცია, კორპუსის მიმდებარე ტერიტორიის (ეზოს) სამშენებლო ნაგვისაგან განთავისუფლება და მოსწორება, სახურავის რეაბილიტაცია, კორპუსის შიდა წყალგაყვანილობის რეაბილიტაცია, კორპუსთან მისასვლელი საავტომობილო გზის მოწყობა, ელექტრომომარაგების სადენების მონტაჟი, ელ. მომარაგების ქვესადგურის მონტაჟი, გაზმომარაგების დაპროექტება და მონტაჟი, ბინების შიდა გაზმომარაგების მონტაჟი, კიბის უჯრედებში მოაჯირების მონტაჟი, ატმოსფერული ნალექის გამშვები მილების მონტაჟი. ასევე, დასკვნაში აღწერილია შესრულებული სამუშაოები ცალ-ცალკე და მითითებულია მათი ხარჯთაღრიცხვა.

 

მოსარჩელის მიერ ასევე წარმოდგენილია ნაძალადევის რაიონის გამგეობის წერილი (იხ. ს.ფ. 172), სადაც განმარტებულია, რომ ამხანაგობა ,,მ--------–--ი’’ მის: ზ--------ნის დასახლება მე-2 მ/რ, კორპუსები №--------ში, შეიქმნა 2015 წლის 13 მაისს. შესაბამისად, გლდანი-ნაძალადევის გამგეობა 2003-2012 წლებში აღნიშნულ მისამართზე ქალაქ თ---–--ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის გ-----------ის ხელშეწყობის პროგრამის’’ ფარგლებში გათვალისწინებულ სამუშაოებს ვერ ჩაატარებდა.

 

ასევე, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია ს----------–ოს ეროვნული არქივის საარქივო ცნობები (იხ. ს.ფ. 173-177) მასზედ, რომ ქალაქ თ---–--ის გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგეობის 2003-2012 წლების დოკუმენტებში, დადგენილება ან განკარგულება ნაძალადევის რაიონში, ლოტკინი, ზ--------ნის დასახლება, მე-2 მიკრო რაიონში მდებარე #2-- და 205 კორპუსებში რაიმე სახის სამშენებლო, საინჟინრო, კორპუსის გადახურვითი, საგზაო ან ტექნიკური სამუშაოების ჩატარების შესახებ არ არის დაცული.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ს----------–ოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით კი მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ზემოაღნიშნული მტკიცებულებების საწინააღმდეგოდ მოპასუხე მხარემ წარმოადგინა მხოლოდ შპს ,,თ---–--------–--ის’’ 2016 წლის 15 ივნისის წერილი (იხ. ს.ფ. 187), სადაც განმარტებულია, რომ აღნიშნულ კორპუსში შპს ,,თ---–--------–--ის’’მიერ დასრულებული იყო სამშენებლო სამუშაოები, კერძოდ კორპუსი გადახურული იყო ბრტყელი გადახურვით, ჰიდროსაიზოლაციო მასალით, სადარბაზოებში კიბის უჯრედში გაკეთებული იყო ხის მოაჯირები, გაყვანილი იყო ელ.სადენები და შესრულებული იყო ლესვითი სამუშაოები, კორპუსამდე მიყვანილი იყო წყალგაყვანილობა, კორპუსის გარეთ გაკეთებული იყო ცენტრალური საკანალიზაციო ქსელი, აივანზე დაყენებული იყო რკინის მოაჯირები, ჩაყენებული იყო ხის კარ-ფანჯრები.

 

სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, ყურადღება გაამახვილოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ მტკიცებულებათა შეფასების სტანდარტზე და აღნიშნავს, რომ არცერთ მტკიცებულებას არ გააჩნია რაიმე უპირატესობა სხვა მტკიცებულებასთან შედარებით. არცერთ მტკიცებულებას არა აქვს, აგრეთვე, წინასწარ დადგენილი ძალა სასამართლოსათვის. მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლოს ექმნება შინაგანი რწმენა, რომელსაც საფუძვლად უდებს გადაწყვეტილებას. ამდენად, სასამართლო სადავო გარემოებათა არსებობა-არარსებობის დადგენისას ინდივიდუალურად და ერთობლიობაში აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რის შედეგად აყალიბებს თავის შინაგან რწმენას გამოსაკვლევი საკითხის მიმართ. შინაგანი რწმენის ჩამოყალიბება მოსამართლის მიერ ხდება არა სუბიექტურად, არამედ ობიექტური მიუკერძოებლობის კონტექსტში შესწავლ--–- მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე. მართლმსაჯულების მიზანი მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის, მათი ობიექტური და სრულყოფილი შესწავლის შედეგად ჭეშმარიტების უტყუარად გამორკვევაა იმგვარად, რომ დადგენილი გარემოება არ ემყარებოდეს მხოლოდ ვარაუდს, არამედ განპირობებული იყოს საქმის მასალების ერთობლივი ანალიზით.

 

სასამართლომ, სსსკ 105-ე მუხლით დადგენილი სტანდარტით შეაფასა ორივე მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და დადგენილად მიიჩნევს, რომ თ---–--ი, ზ--------ნის მე-2 მ/რ, კორპუსი №--- და №-05 კორპუსებში ჩატარებულია 2016 წლის 22 დეკემბრის საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნაში (№--------) მითითებული სამუშაოები 620 407,11 ლარის ღირებულების, ასევე 2016 წლის 25 აპრილის აუდიტორული დასკვნის საფუძველზე მოსარჩელეს ბინა #2--ში ჩატარებული აქვს შიდა სარემონტო სამუშაოები 2400 აშშ დოლარის ექვივალენტის ღირებულების. სასამართლო მიუთითებს, რომ აღნიშნული დასკვნების გამაბათილებელი მტკიცებულებები მოპასუხეს არ წარმოუდგენია. რაც შეეხება შპს ,,თ---–--------–--ის’’ 2016 წლის 15 ივნისის წერილს (იხ. ს.ფ. 187), სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული წერილი ვერ გამოდგება ზემოაღნიშნული დასკვნების საპირწონედ, ვინაიდან იგი არ გამორიცხავს ქონების გაუმჯობესების ფაქტს.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ წარმოებულმა სამშენებლო-სარემონტო სამუშაოებმა გამოიწვია მოპასუხის ქონების გაუმჯობესება. ფაქტია, რომ მშენებარე კორპუსისა და ბინის ნაცვლად მოსარჩელის მიერ მოწყობილი იქნა საცხოვრებელად ვარგისი ბინა, როგორც შიდა ასევე, გარე კომუნიკაციებით აღჭურვილი, რამაც გაზარდა ქონების ღირებულება. მოპასუხეს მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის საწინააღმდეგოდ მტკიცებულება არ წარმოუდგენია.

 

ამდენად, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ თ----- ც--–------ის მიერ №--- კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარებული სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება შეადგენს 22 978,04 ლარს, კერძოდ საერთო ღირებულებიდან - 62--07.11 ლარიდან მოსარჩელის წილობრივი მონაწილეობა განისაზღვრება 27 მობინადრეზე გაყოფით.

 

რაც შეეხება მოსარჩელის მიერ დამატებით 407,40 ლარის ოდენობით ელექტრო სადგურში სამუშაო ზეთის ხარჯს, სასამართლო მიუთითებს, რომ 2016 წლის 22 დეკემბრის საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნაში აღნიშნული ხარჯი შესულია საერთო თანხაში - 62--07.11 ლარში, ხოლო მოსარჩელის მხრიდან დამატებით სხვა მტკიცებულება აღნიშნული ხარჯის გაწევის თაობაზე წარმოდგენილი არ არის.

 

რაც შეეხება ბინის შიდა რემონტსა და მის ხარჯებს, 2016 წლის 25 აპრილის №------- ექსპერტიზის დასკვნით თანახმად, შიდა სამუშაოების (დამუშავებული კედლები, ჭერი, იატაკი, კარ-ფანჯარა და შიდა ყველა კომუნალური ქსელი) ღირებულება შეადგენს 2400 აშშ დოლარს, რაც სარჩელის შეტანის დროისათვის მოსარჩელის მიერ განსაზღვრულია 52-0 ლარით.

 

მოპასუხე მხარეს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ ექსპერტიზის დასკვნაში მოცემული შიდა სამუშაოების ღირებულებისგან განსხვავებული ოდენობით ხარჯების გაწევის ფაქტს.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერებისა და შეფასების საფუძველზე, მიაჩნია, რომ თ----- ც--–------ის სარჩელი და ე-–------- შ-------–---–ის შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

ს----------–ოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე, 170-ე, 172-ე, 987-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. თ----- ც--–------ის სარჩელთან დაკავშირებით:

 

ს----------–ოს სამოქალაქო კოდექსის 385-ე მუხლის თანახმად, ის, რაც ვალდებულების გარეშეა გადახდილი, შეიძლება უსაფუძვლო გამდიდრების შესახებ წესების მიხედვით უკან იქნეს მოთხოვილი.

 

ს----------–ოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ- კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ: ა) ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში.

 

მოცემული ნორმით გათვალისწინებული შემადგენლობა გულისხმობს შემდეგი სამი პირობის ერთდროულად არსებობას: მოპასუხის გამდიდრებას, რაც ხდება მოსარჩელის ქონებრივი დანაკლისის საფუძველზე და მატერიალურ სიკეთეთა გადანაცვლებას უსაფუძვლოდ.

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ დაკავებული უძრავი ქონების მესაკუთრე არის ე-–------- შ-------–---–ი. დადგენილია, რომ ე-–------- შ-------–---–ის საკუთრებაში არსებული ბინის კეთილმოწყობისა და საჭირო კომუნიკაციებით უზრუნველყოფის მიზნით, თ----- ც--–------ემ კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელებული სამუშაოებისათვის და ასევე ბინის შიდა რემონტისათვის გასწია ხარჯი 2-258,04 ლარის ოდენობით.

 

ს----------–ოს სამოქალაქო კოდექსის 987-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, პირს, რომელმაც შეგნებულად ან შეცდომით ხარჯები გასწია მეორე პირის ქონებაზე, შეუძლია მისგან მოითხოვოს თავისი დანახარჯების ანაზღაურება, თუ მეორე პირი ამით გამდიდრდა. ამავე ნორმის მეორე ნაწილის თანახმად - გამდიდრების არსებობა განისაზღვრება იმ მომენტით, როცა მოვალეს უბრუნდება თავისი ნივთი, ან იგი ღირებულების გაზრდის შედეგად სხვაგვარად იღებს სარგებელს.

 

განსახილველ შემთხვევაში სადავო არ არის საკითხი, რომ თ----- ც--–------ეს ე-–------- შ-------–---–ის მესაკუთრედ სადავო ქონების რეგისტრაციის შემდგომ, მესაკუთრის თანხმობის გარეშე ბინის გაუმჯობესების მიზნით ხარჯები არ გაუწევია. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხის ე-–------- შ-------–---–ის უსაფუძვლო გამდიდრება გამოიხატა თ----- ც--–------ის მიერ მოპასუხის კუთვნილი, სადავო ფართის გაუმჯობესებით, კერძოდ, ჩატარებული სარემონტო სამუშაოებისა და ბინის კეთილმოწყობისა და კომუნიკაციებით უზრუნველყოფის მიზნით 2-258,04 ლარის ხარჯის გაწევით და მოსარჩელის ქონების ამავე ოდენობით შემცირებით, ე-–------- შ-------–---–ის სასარგებლოდ ხარჯის გაწევის ვალდებულების არსებობის გარეშე. ამასთანავე, შესრულებული სამუშაოების მახასიათებლების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ნივთის ღირებულება გაიზარდა აღნიშნული ოდენობით.

 

6.2. ე-–------- შ-------–---–ი შეგებებულ სარჩელთან დაკავშირებით:

 

ს----------–ოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.

 

ს----------–ოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველ ნაწილით, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესის მიხედვით, განსაზღვრულია, რომ მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.

 

ს----------–ოს სამოქალაქო კოდექსის 311-ე მუხლების მოთხოვნიდან გამომდინარე, უძრავ ნივთზე საკუთრების შეძენა ვლინდება საჯარო რეესტრიდან, ხოლო ამავე კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით რეესტრის მონაცემების მიმართ არსებობს უტყუარობის და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.

 

საქმეში წარმოდგენილია ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომლის თანახმად, უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე: თ---–--ი, ზ--------ნის II მიკრო/რაიონი, კორპუსი №---, ბინა №--, რეგისტრირებული 0---------------------- საკადასტრო კოდით არის შეგებებული სარჩელით მოსარჩელის საკუთრება. ასევე, დადგენილია, რომ მოპასუხეები ფლობენ მოსარჩელის საკუთრებად რეგისტრირებულ უძრავ ქონებას-საცხოვრებელ სახლს.

 

მხარეთა შორის არ არსებობს სამართლებრივი საფუძველი, რის მიხედვითაც მოსარჩელე (მესაკუთრე) შესაძლოა მოპასუხესთან მიმართებაში ყოფილიყო შეზღუდული. ამდენად, მესაკუთრე უფლებამოსილია სრულყოფილად განახორციელოს მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე კანონით გარანტირებული მესაკუთრის უფლებები.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ე-–------- შ-------–---–ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს: მოპასუხეების თ----- ც--–------ის, ლ--–- ს-----------ის, მ----- ც--–------ის, ნ--- ც--–------ის და გ------- ც--–------ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი უნდა იქნეს უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე: თ---–--ი, ზ--------ნის II მიკრო/რაიონი, კორპუსი №---, ბინა №--, რეგისტრირებული 0---------------------- საკადასტრო კოდით.

 

6.3. შეგებებული სარჩელით მოსარჩელე ე-–------- შ-------–---–ი მოითხოვს ასევე, მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის ანაზღაურებას, იმ გარემოებაზე მითითებით, რომ ბინის მესაკუთრედ აღრიცხვის შემდეგ, მას საშუალება ექნებოდა გაექირავებინა საცხოვრებელი ფართი.

 

სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.

 

ამდენად, კანონმდებელი დაზარალებულს (კრედიტორს) უფლებას აძლევს ზიანის ანაზღაურება მოითხოვოს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ იმ ანაცდენი სარგებლისათვის, რომელსაც დაზარალებული მიიღებდა სამოქალაქო ბრუნვის ნორმალური გ-----------ის შედეგად. მთავარი წინაპირობა მოცემული მუხლის გამოყენებისათვის არის სამართლებრივი სიკეთის ხელყოფა, რასაც შედეგად მოჰყვა ზიანის დადგომა. სასამართლო განმარტავს, რომ ზოგადი პრინციპის თანახმად, განსახილველი კატეგორიის დავაში, მოსარჩელეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეს უნდა მიეთითებინა და დაემტკიცებინა, რომ მოპასუხის ქმედება იყო არამართლზომიერი, ამ ქმედებამ გამოიწვია ზიანი, მოპასუხის ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი, ასევე ის, თუ რას შეადგენს ზიანის ოდენობა. ვინაიდან მოსარჩელე ითხოვს ზიანის ანაზღაურებას მიუღებელი შემოსავლის სახით, მოსარჩელეს იმგვარი მტკიცებულებები უნდა წარედგინა, რომელიც შექმნიდა ობიექტურ სურათს ასეთი შემოსავლების მიღებასთან დაკავშირებით. საგულისხმოა, თავად „მიუღებელი შემოსავლის“ განმარტება. სასამართლო პრაქტიკაში დამკვიდრებული მოსაზრების თანახმად, ეს არის სარგებელი, რომელიც შეიძლება დამდგარიყო სამოქალაქო ბრუნვის ნორმალური გ-----------ის შედეგად. ესაა ანაცდური მოგება, რომლის ანაზღაურებაც მოსარჩელის განსაკუთრებულ კომერციულ ინტერესში შედის, ვინაიდან კომერციულ ბრუნვაში მისი ინტერესი შემოსავლის მიღებისკენაა მიმართული, თუმცა თავად მოგება არ გულისხმობს ერთობლივ შემოსავალს, ყოველგვარი ხარჯების გამოქვითვების გარეშე რომელსაც დაზარალებული ობიექტურად მიიღებდა სამოქალაქო ბრუნვის ნორმალური გ-----------ის შედეგად (იხ, სუსგ საქმეზე №ას-1018-979-2016, 21 აპრილი, 2017 წელი).

 

განსახილველ შემთხვევაში, მართალია, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე მიუთითებს ნორმის ფაქტობრივ ელემენტებზე, თუმცა, მოპასუხე შესაგებლით არ დაეთანხმა სადავო პერიოდში მოთხოვნილი ოდენობით შემოსავლის მიღების საკითხს, რამაც მოსარჩელეს მითითებული ფაქტის დადასტურების ვალდებულება წარმოუშვა. მოცემულ შემთხვევაში უდავოა, რომ სადავო ფაქტი არის საცხოვრებელი ბინა და არა კომერციული დანიშნულების მქონე ფართი. მტკიცებულება, რომელიც მოსარჩელის სამეწარმეო ურთიერთობის ფარგლებში (რასაც წინასწარ ივარაუდებდა ვალდებული პირი) შემოსავლის რეალურად მიღების შესაძლებლობას დაადასტურებდა, არ არის წარმოდგენილი. შესაბამისად, სასამართლო ასკვნის, რომ მოსარჩელემ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით დადგენილი სტანდარტით, ვერ დაძლია მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცების ტვირთი.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

თ----- ც--–------ის სარჩელთან დაკავშირებით:

 

ს----------–ოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

ს----------–ოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ)“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან მხარეები, რომლებიც დადგენილი წესით რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებენ საარსებო შემწეობას, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტაციით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე თ----- ც--–------ე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. შესაბამისად, ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სსსკ-ს 55-ე მუხლის დანაწესის თანახმად მოპასუხეს უნდა დაეკისროს სარჩელთან დაკავშირებული სახელმწიფო ბაჟის 847,74 ლარის და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ბაჟის 50 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

ე-–------- შ-------–---–ის შეგებებულ სარჩელთან დაკავშირებით:

 

ს----------–ოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის თანახმად, დავის საგანი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში (საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა, სამეზობლო დავა და სხვა), სადაც შეუძლებელია დავის საგნის ფასის განსაზღვრა, დავის საგნის ფასი 4000 ლარს შეადგენს.

 

განსახილველ შემთხვევაში, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის ნაწილში, ხოლო თანხის (4800 ლარის) დაკისრების ნაწილში შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა. როგორც საქმის მასალებიდან დგინდება, შეგებებული სარჩელით მოსარჩელეს სახელმწიფო ბაჟი გადახდილი აქვს 144 ლარი, ანუ მიუღებელი შემოსავლის ნაწილში, ხოლო ვინდიკაციური მოთხოვნის ნაწილში ბაჟი გადახდილი არ არის. შესაბამისად, მოპასუხეებს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ 120 ლარის ანაზღაურება.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სსსკ-ის 1991-ე მუხლის მიხედვის სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

 

განსახილველ შემთხვევაში, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებულია.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა ს----------–ოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 257-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. თ----- ც--–------ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

 

2. ე-–------- შ-------–---–ის შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

 

3. ე-–------- შ-------–---–ს თ----- ც--–------ის სასარგებლოდ დაეკისროს 2- 258,04 ლარის ანაზღაურება.

 

4. თ----- ც--–------ის სარჩელი 407,40 ლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდეს.

 

5. თ----- ც--–------ის, ლ--–- ს-----------ის, მ----- ც--–------ის, ნ--- ც--–------ის და გ------- ც--–------ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნეს ე-–------- შ-------–---–ის საკუთრებაში არსებული ბინა, მდებარე, თ---–--ი, ზ--------ნის მე-2 მ/რ, კორპუსი 2--, სადარბაზო - 2, სართული - 1, ბინა - 2-, 46,45 კვ.მ, ს/კ 0---------------------- და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცეს ე-–------- შ-------–---–ს.

 

6. ე-–------- შ-------–---–ის შეგებებული სარჩელი 4800 ლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდეს.

 

7. დაეკისროს ე-–------- შ-------–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 847,74 ლარისა და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ბაჟის 50 ლარის გადახდა.

 

8. დაეკისროთ თ----- ც--–------ეს, ლ--–- ს-----------ეს, მ----- ც--–------ეს, ნ--- ც--–------ეს და გ------- ც--–------ეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 120 ლარის გადახდა სახელმწიფო ბაჟის სახით.

 

9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თ---–--ის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში (მდ. თ---–--ი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) სარეზოლუციო ნაწილის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თ---–--ის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მდ. თ---–--ი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6).

 

10. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თ---–--ის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ლ--–- ტყემალაძე