გადაწყვეტილება

სამოქალაქო 17.07.2018
საქმის ნომერი
010210017002122074
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
17.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

010210017002122074

2-3805/17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

17/07/2018 წელი ქ.ბათუმი

შესავალი ნაწილი

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოეგია

მოსამართლე - გოჩა ფუტკარაძე

სხდომის მდივანი - ნინო ცინცაძე

მოსარჩელე: ს-----–--- პ--------–-----ი

წარმომადგენელი: დ--–- ჭ-----

მოპასუხე: ფ-------- ს-----ე

წარმომადგენელი: თ----------------------------------–------

დავის საგანი: ქორწინების პერიოდში შეძენილ ქონებაზე თანამესაკუთრედ ცნობა;

შეგებებული სარჩელი:

მოსარჩელე: ფ-------- ს-----ე

წარმომადგენელი: თ----------------------------------–------

მოპასუხე: ს-----–--- პ--------–-----ი

წარმომადგენელი: დ--–- ჭ-----

დავის საგანი: განქორწინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. მოსარჩელის მოთხოვნა:

 

ს-----–--- პ--------–-----ი სასარჩელო განცხადებით მოითხოვს თანასაკუთრებად იქნას აღიარებული შემდეგი უძრავი ქონებები:

- 670 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 272.84 კვ.მ. შენობა-ნაგებობა მდებარე ქ. ბათუმი შ-----–---------------ში, საკადასტრო კოდი №05.32.08.8---

- 398 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 343.50 კვ.მ. შენობა-ნაგებობა მდებარე ქ. ბათუმი ფ-------–--–--------------------ში, საკადასტრო კოდი №05.32.08.0--;

- საკადასტრო კოდით №22.25.03.5-- რეგისტრირებული 85 კვ.მ. მიწის ნაკვეთი;

- 216 კვ.მ. მიწის ნაკვეთი მდებარე ქ. ბათუმი კ----------------–--ა, საკადასტრო კოდი №05.32.08.0--;

 

მოსარჩელის წარმომადგენელი სარჩელს ასაბუთებს შემდეგი არგუმენტებით:

ს-----–--- პ--------–-----ი და ფ-------- ს-----ე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 1988 წლიდან. ჰყავთ ორი შვილი: - გ------- ს-----ე და ქ--------- ს-----ე. ცოლ-ქმარმა ქორწინების პერიოდში შეიძინეს შემდეგი უძრავი ქონება:

- 670 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 272.84 კვ.მ. შენობა-ნაგებობა მდებარე ქ. ბათუმი შ-----–---------------ში, საკადასტრო კოდი №05.32.08.8---

- 398 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 343.50 კვ.მ. შენობა-ნაგებობა მდებარე ქ. ბათუმი ფ-------–--–--------------------ში, საკადასტრო კოდი №05.32.08.0--;

- საკადასტრო კოდით №22.25.03.5-- რეგისტრირებული 85 კვ.მ. მიწის ნაკვეთი;

- 216 კვ.მ. მიწის ნაკვეთი მდებარე ქ. ბათუმი კ----------------–--ა, საკადასტრო კოდი №05.32.08.0--;

ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა ფ-------- ს-----ის სახელზე, თუმცა ამ ქონების ½ ნაწილი ს-----–--- პ--------–-----ის საკუთრებაა.

 

1.1. მოპასუხის პოზიცია:

 

ფ-------- ს-----ემ შესაგებლით სარჩელი სცნო ნაწილობრივად, მაგრამ მთავარ სხდომაზე სარჩელი სრულად სცნო.

 

2. შეგებებული სარჩელი:

ფ-------- ს-----ე შეგებებული სასარჩელო განცხადებით მოითხოვს ს-----–--- პ--------–-----თან რეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტას განქორწინებით.

 

ფ-------- ს-----ის წარმომადგენელი სარჩელს ასაბუთებს შემდეგი არგუმენტებით:

ფ-------- ს-----ე და ს-----–--- პ--------–-----ი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 1988 წლის 21 ნოემბრიდან. თანაცხოვრების ბოლო პერიოდებში ერთმანეთს ვეღარ უგებენ, რის გამოც აქვთ კონფლიქტები, დაშორდნენ ერთმანეთს და ცხოვრობენ ცალ-ცალკე. მათი შერიგება და ერთად ცხოვრების გაგრძელება შეუძლებელია, რის გამოც მოითხოვს შესარიგებელი ვადის დანიშნვის გარეშე ქორწინება შეწყდეს განქორწინების გზით.

2.1. შეგებებული სარჩელის მოპასუხის პოზიცია:

ს-----–--- პ--------–-----მა შეგებებული სარჩელი სრულად სცნო.

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.1.1 ს-----–--- პ--------–-----ი და ფ-------- ს-----ე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 1988 წლის 21 ნოემბრიდან.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ქორწინების მოწმობა. ს.ფ. 80.

 

3.1.2. ს-----–--- პ--------–-----ს და ფ-------- ს-----ეს ყავთ ორი შვილი გ------- ს-----ე და ქ--------- ს-----ე.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- დაბადების მოწმობა. ს.ფ. 81-82.

 

3.1.3. ს-----–--- პ--------–-----მა და ფ-------- ს-----ემ ქორწინების პერიოდში შეიძინეს შემდეგი უძრავი ქონება:

- 670 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 272.84 კვ.მ. შენობა-ნაგებობა მდებარე ქ. ბათუმი შ-----–---------------ში, საკადასტრო კოდი №05.32.08.8---

- 398 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 343.50 კვ.მ. შენობა-ნაგებობა მდებარე ქ. ბათუმი ფ-------–--–--------------------ში, საკადასტრო კოდი №05.32.08.0--;

- საკადასტრო კოდით №22.25.03.5-- რეგისტრირებული 85 კვ.მ. მიწის ნაკვეთი;

- 216 კვ.მ. მიწის ნაკვეთი მდებარე ქ. ბათუმი კ----------------–--ა, საკადასტრო კოდი №05.32.08.0--;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საჯარო რეესტრის ამნაწერები.ს.ფ. 22-25.

 

3.1.4. თანაცხოვრების ბოლო პერიოდებში ს-----–--- პ--------–-----ს და ფ-------- ს-----ეს აქვთ კონფლიქტური ურთიერთობები, ერთმანეთს ვეღარ უგებენ, დაშორდნენ ერთმანეთს და ცხოვრობენ ცალ-ცალკე. საქმის განხილვის მომენტისათვის მხარეებს შერიგება არ სურთ.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

მხარეთა განმარტებები სხდომის ოქმში.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

საქმეში სადაო ფაქტობრივი გარემოებები არაა.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლომ სამართლებრივი შეფასება მისცა დადგენილად მიჩნეულ გარემოებებს, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ როგორც ძირითადი, ისე შეგებებული სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

- საქართველოს კონსტიტუცია.

- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.

- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

- ,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონი

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი ნაწილით დაცულია სასამართლოსათვის მიმართვის უფლება. უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ერთ-ერთ ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.

 

ს-----–--- პ--------–-----ი ამტკიცებს, რომ ფ-------- ს-----ის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონებები (სასარჩელო მოთხოვნაში მითითებული ქონებები) შეძენილია მათი რეგისტრირებული ქორწინების განმავლობაში, შესაბამისად ქონება მათი თანასაკუთრებაა. მიუხედავად ამისა ფ-------- ს-----ე სარჩელის აღძვრამდე წინააღმდეგი იყო ქონებაზე დარეგისტრირებულიყო მისი საკუთრების უფლება და ამ გზით არღვევდა ქონებაზე მის საკუთრების უფლებას. თავის მხრივ ფ-------- ს-----ე ამტკიცებს, რომ ს-----–--- პ--------–-----ს დაშორდა და ცხოვრობენ ცალ-ცალკე. მათი შერიგება და თანაცხოვრება აღდგენა შეუძლებელია, მაგრამ ს-----–--- პ--------–-----ი თანახმა არაა განქორწინებისა. სასამართლო განმარტავს, რომ ასეთ სიტუაციაში მხარეებს უფლება აქვთ დარღვეული უფლების აღდგენა მოითხოვონ სასარჩელო წესით. ანუ სარჩელი აღძრან და მოითხოვონ, როგორც საკუთრების უფლების დაცვა, ასევე განქორწინება.

 

განქორწინების ნაწილი:

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლის თანახმად ქორწინება ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირია, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში.

დადგენილია და სადაო არ არის ის გარემოება, რომ მხარეებმა იქორწინეს 1988 წლის 21 ნოემბერს. მათი ქორწინება რეგისტრირებულია №82 სააქტო ჩანაწერით.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1127-ე მუხლის II-III ნაწილის მიხედვით სასამართლო იღებს ზომებს მეუღლეთა შესარიგებლად. მას უფლება აქვს გადადოს საქმის განხილვა და მეუღლეებს დაუნიშნოს ვადა შესარიგებლად, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ექვს თვეს.

განქორწინება მოხდება, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, მიუხედავად შესარიგებლად მიღებული ზომებისა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ქორწინება ემყარება ქალისა და მამაკაცის ნების გამოვლენის თავისუფლებას (საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლი). როგორც დაქორწინებისას, ისე ქორწინების შეწყვეტის შემთხვევაშიც გადამწყვეტი და არსებითია მხარეთა ნება, მათი სურვილი შექმნან ოჯახი ან შეწყვიტონ ქორწინება. ოჯახი დამყარებული უნდა იყოს ქალისა და მამაკაცის ურთიერთ სიყვარულზე, ურთიერთდაფასებასა და პატივისცემაზე. თუ მეუღლეთა ურთიერთობა ეწინააღმდეგება ამ პრინციპებს და ოჯახი ფაქტობრივად დაინგრა, აზრს კარგავს მის შენარჩუნებაზე ხელოვნური ზრუნვა. ფ-------- ს-----ემ გამოავლინა ნება განქორწინებისა და კატეგორიულად გამორიცხა შერიგება და ოჯახის შენარჩუნება. განქორწინებას მხარს უჭერს ს-----–--- პ--------–-----იც. მიუხედავად სასამართლოს მცდელობისა მათი შერიგება ვერ მოხერხდა. საქმის სიტუაციის მიხედვით მეუღლეთა ერთად ცხოვრება და ოჯახის აღდგენა ამ ეტაპზე შეუძლებელია, მოსარჩელე მოპასუხესთან ოჯახის შენარჩუნებას არ ფიქრობს. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეს უფლება აქვს მიიღოს განქორწინების გადაწყვეტილება. იმის გამო, რომ ისინი ვერ შერიგდნენ და ამჟამად მათი ქორწინება ატარებს ფიქტიურ ხასიათს. ასეთ შემთხვევაში მხარეთა ნების თავისუფლებიდან გამომდინარე განქორწინება წარმოადგენს ერთადერთ სწორ გამოსავალს, რის გამოც შეგებებული სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

6.4. ფ-------- ს-----ე მოითხოვს შეგებებული სარჩელის ნაწილში მიღებული გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსასრულებლად მიქცევას.

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, რომლის შესაბამისად სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია დისპოზიციურობის პრინციპზე, რაც გულისხმობს მას, რომ თითოეული მხარე უფლებამოსილია თავისი შეხედულებისამებრ განკარგოს თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებები. მხარეთა უფლებაა კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში ისარგებლონ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესაძლებლობით. გადაწყვეტილების აღსასრულებლად მიქცევის წესი რეგულირდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 267-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად. დასახელებული ნორმით სასამართლო გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულება დასაშვებია მხოლოდ მისი კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ. სამოქალაქო-სამართლებრივი, აღსასრულებელი მოთხოვნების იძულებითი აღსრულება იწყება კრედიტორის მიერ სააღსრულებო ფურცლისა და სასამართლო გადაწყვეტილების სააღსრულებო ბიუროში წარდგენით. ამ წესისაგან გამონაკლის წარმოადგენს გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსრულებისათვის მიქცევის პრინციპი. სამოქალაქო სამართალწარმოებით მიღებული სასამართლო გადაწყვეტილება შესაძლებელია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის საფუძველზე მიქცეულ იქნეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად. კერძოდ, თუ სასამართლო გადაწყვეტილება შეეხება: ალიმენტის მიკუთვნებას; პირის დასახიჩრებას ან ჯანმრთელობის სხვა დაზიანებას; მარჩენალის სიკვდილით გამოწვეული ზიანის ასანაზღაურებლად გადასახადების დაკისრებას; მუშაკისათვის არა უმეტეს 3 თვის ხელფასის მიკუთვნებას; უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვებას; უკანონოდ დათხოვნილი ან გადაყვანილი მუშაკის სამუშაოზე აღდგენას ან თუ გადაწყვეტილება გამოტანილია თამასუქისა და ჩეკის თაობაზე. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების თაობაზე სასამართლოს გამოაქვს განჩინება (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 270-ე მუხლი).

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქ. სკ-ის 268-ე მუხლის პირველი ნაწილი შეიცავს იმ გადაწყვეტილებათა სანიმუშაო ჩამონათვალს, რომლებიც შეიძლება გადაეცეს დაუყონებლივ აღსრულებისათვის. დასახელებული ნორმა უნდა განიმარტოს შეზღუდვითი განმარტების ფორმით. მის შინაარსში არ იგულისხმება ყველა იმ გადაწყვეტილების დაუყონებლივ მიქცევის სავალდებულოობა, რომელიც სსკ-ის 268-ე მუხლშია მითითებული. ჩამოთვლილი გადაწყვეტილებები დაუყონებლვ აღსასრულებლად შეიძლება მიექცეს, თუ გადაწყვეტილების აღსრულების დაყოვნებამ შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს მხარეს, ან გადაწყვეტილების აღსრულება შემდგომში შეუძლებელი აღმოჩნდეს. ამ გარემოებათა დამტკიცების ტვირთი ეკისრება შუამდგომლობის აღმძვრელ მხარეს. სასამართლომ, გადაწყვეტილება დაუყონებლივ აღსასრულებლად არ უნდა მიაქციოს თუ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დგინდება გადაწყვეტილების დაყოვნებით მიყენებული გამოუსწორებელი ზიანის მოსალოდნელობა ან/და აღსრულების დაყოვნებით გადაწყვეტილების აღსრულების შეუძლებელობა.

 

სასამართლომ შეამოწმა დაუყონებლივ აღსასრულბლად მიქცევის საფუძველი მივიდა იმ დასკვნამდე, რომ არ არსებობს გადაწყვეტილების დაუყონებლივ მიქცევის აუცილებლობა. განქორწინების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება არ ექვემდებარე დაუყონებლივ აღსრულებას. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა და გადაწყდა განქორწინების საკითხი. მისი აღსრულების დაყოვნება მოსარჩელეს არ მიაყენებს არსებით ზიანს და არც გადაწყვეტილების აღუსრულებლობას არ გამოიწვევს. შესაბამისად ფ-------- ს-----ის მოთხოვნა გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1151-ე მუხლით ,,მეუღლეთა უფლება-მოვალეობებს წარმოშობს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული ქორწინება”.

დადგენილია, რომ ს-----–--- პ--------–-----ისა და ფ-------- ს-----ის ქორწინება რეგისტრირებული იქნა 1988 წლის 21 ნოემბერს. რეგისტრირებული ქორწინებით მათ ერთმანეთის მიმართ წარმოეშვათ პირადი და ქონებრივი უფლებები და მოვალეობებეი.

 

6.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლით: ,,1. მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

2. ასეთ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების უფლება წარმოიშობა მაშინაც, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონია დამოუკიდებელი შემოსავალი.

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლით დარეგულირდა ქორწინების განმავლობაში მეუღლეების მიერ შეძენილი ქონების საკუთრების საკითხი. კანონმა დაადგინა, რომ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება მიჩნეული იქნას მეუღლეთა საერთო საკუთრებად. ქონება საერთო საკუთრება ვერ გახდება თუ მხარეებმა დაქორწინებისას სხვგვარად გადაწყვიტეს საკუთრების ბედი.

 

საქმის განხილვით დადგენილია, რომ ს-----–--- პ--------–-----ს და ფ-------- ს-----ეს შორის საქორწინო ხელშეკრულება არ დადებულა. შესაბამისად მათ მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება თანასაკუთრებაა. ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება საერთო საკუთრებაა მიუხედავად იმისა თუ, რომელი მეუღლე ეწეოდა ანაზღაურებად საქმიანობას, რომელს შემოჰქონდა შემოსავალი და რომელი მეუღლე იყო დაკავებული საოჯახო საქმიანობით და არ გააჩნდა დამოუკიდებელი შემოსავალი. საერთო ჯამში მოსარჩელის და მოპასუხის მიერ ოჯახში მოზიდული შემოსავალით შეძენილი ქონება, მეუღლეთა თანასაკუთრებაა. იმისათვის, რომ განვსაზღვროთ, თუ რა ქონება შეადგენს მეუღლეთა თანასაკუთრებას, ერთი მარტივი პრინციპი უნდა გავითვალისწინოთ. მეუღლეთა თანასაკუთრება (ანუ საერთო საკუთრება) არის ის ქონება, რაც მეუღლეებმა ქორწინების პერიოდში შეიძინეს. ქორწინების პერიოდში მეუღლეებს თანასაკუთრებაზე თანაბარი უფლებები აქვთ, განქორწინების შემთხვევაში კი იგი მათ შორის თანაბრად ნაწილდება (თუმცა, სხვაგვარი შეთანხმებაც შესაძლებელია). ეს წესი ძალაშია იმის მიუხედავად, კონკრეტული ნივთი თუ სხვა რამ ქმარმა შეიძინა თუ ცოლმა, ერთ–ერთი მათგანი მუშაობს თუ ორივე და ა.შ. არსებობს ერთადერთი გამონაკლისი – თანასაკუთრებაში არ შედის მხოლოდ ერთ–ერთი მეუღლის მიერ მემკვიდრეობით ან ჩუქების შედეგად მიღებული ქონება. ქორწინებამდე შეძენილი ქონება ქორწინების პერიოდში და მის შემდეგაც მეუღლის ინდივიდუალური საკუთრებაა და მასზე შემძენის მეუღლეს არავითარი უფლება არ წარმოეშობა. განსხვავებული წესი შეიძლება შემოღებულ იქნას მეუღლეთა მიერ საქორწინო კონტრაქტის დადების გზით, რომლის შინაარსის განსაზღვრაშიც მეუღლეებს სრული თავისუფლება აქვთ. თუმცა წინამდებარე დავაში ასეთ გარემოებას ადგილი არ აქვს.

 

6.7. სასამართლო განმარტავს, რომ საჯარო რეესტრის მონაცემებს აქვს უტყუარობის დანიშნულება და რეგისტრირებულ მონაცემების მიმართ მოქმედებს სისრულის პრეზუმცია. ქონება ითვლება იმ პირის საკუთრებად, რომელიც მესაკუთრედაა რეგისტრირებული. მიუხედავად ასეთი დათქმისა დასახელებული პირობა მეუღლეებს არ ართმევს უფლებას ნებისმიერ დროს მოითხოვოს მესაკუთრედ დარეგისტრირება. სადაო არაა ის გარემოება, რომ ფ-------- ს-----ის საკუთრებადაა რეგისტრირებული შემდეგი უძრავი ქონება:

- 670 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 272.84 კვ.მ. შენობა-ნაგებობა მდებარე ქ. ბათუმი შ-----–---------------ში, საკადასტრო კოდი №05.32.08.8---

- 398 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 343.50 კვ.მ. შენობა-ნაგებობა მდებარე ქ. ბათუმი ფ-------–--–--------------------ში, საკადასტრო კოდი №05.32.08.0--;

- საკადასტრო კოდით №22.25.03.5-- რეგისტრირებული 85 კვ.მ. მიწის ნაკვეთი;

- 216 კვ.მ. მიწის ნაკვეთი მდებარე ქ. ბათუმი კ----------------–--ა, საკადასტრო კოდი №05.32.08.0--;

ფ-------- ს-----ე დასახელებული ქონების მესაკუთრე გახდა 2008-2011 წლებში. ამ პერიოდში მხარეები ერთმანეთთან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ. ქონების, ფ-------- ს-----ის საკუთრებად რეგისტრაცია არ ნიშნავს მას, რომ ს-----–--- პ--------–-----მა უფლება დაკარგა ქორწინების განმავლობაში შეძენილ საერთო საკუთრებაზე. მას ნებისმიერ დროს შეუძლია გამოხატოს პრეტენზია და მოითხოვოს მისი საკუთრების უფლების აღიარება. იმის გამო, რომ ქონების შეძენის მომენტისათვის ს-----–--- პ--------–-----ი და ფ-------- ს-----ე მეუღლეები იყვენ, შეძენილ ქონებაზე ვრცელდება მეუღლეთა თანასაკუთრება. შესაბამისად ჩამოთვლილი უძრავი ქონება წარმოადგენს ფ-------- ს-----ის და ს-----–--- პ--------–-----ის საერთო საკუთრებას. საერთო ქონებიდან თითოეულ მხარეს ერგება თანაბარი წილი, ანუ ქონების 1/2 -1/2 წილი. აღნიშნულიდან გამომდინარე სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.

7. საპროცესო ხარჯები: 7.1. სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც, ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს სარჩელზე დავის საგნის (სადავო თანხის) ღირებულების 3%_ს, მაგრამ არანაკლებ 100 (ასი) ლარისა, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა პირველი ინსტანციის სასამართლოში ფიზიკური პირებისათვის არ უნდა აღემატებოდეს – 5 000 ლარს. სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელზე გადასახდელი სახ. ბაჟის ოდენობა დავის საგნის ღირებულების გათვალისწინებით შეადგენს 3000 ლარს. მოსარჩელეს სახ. ბაჟი გადახდილი აქვს წინასწარ. იმის გამო, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა სახ. ბაჟის გადახდა უნდა დაეკისროს მოპასუხეს. საქ. სსკ-ის 49-ე მუხლის მეორე ნაწილი იმ მოპასუხეს ათავისუფლებს ბაჟის გადახდისაგან ვინც მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელს სცნობს. ფ-------- ს-----ემ მოსამზადებელ ეტაოზე სარჩელი სცნო ნაწილობრივად შესაბამისად ის ბაჟის ნახევრის 1500 ლარის გადახდისაგან თავისუფლდება. მთავარ სხდომაზე სარჩელის ცნობის გამო, მას საქ. სსკ-ის 49-ე მუხლის საფუძველზე გადასახდელად კუთვნილი ბაჟი 1500 ლარი უნდა გაუნახევრდეს. მანვე მოსარჩელეს უნდა აუნაზღაუროს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის გადახდილი სახ. ბაჟის თანხა 50 ლარი და აუდიტორული მომსახურებისათვის დახარჯული 600 ლარი. 7.2. შეგებებული სარჩელი ს-----–--- პ--------–-----მა მოსამზადებელ ეტაპზე სცნო. შესაბამისად ის საქ. სსკ-ის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდება. ამ ნაწილში გადახდილი ბაჟი ფ-------- ს-----ეს უნდა დაუბრუნდეს უკან.

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

საქ. სსკ-ის 199-ე მუხლით ,,სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით”.

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 26 სექტემბრის განჩინებით სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ფ-------- ს-----ეს აეკრძალა შემდეგი უძრავი ქონების გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა:

 

- 670 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 272.84 კვ.მ. შენობა-ნაგებობა მდებარე ქ. ბათუმი შ-----–---------------ში, საკადასტრო კოდი №05.32.08.8---

- 398 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 343.50 კვ.მ. შენობა-ნაგებობა მდებარე ქ. ბათუმი ფ-------–--–--------------------ში, საკადასტრო კოდი №05.32.08.0--;

- საკადასტრო კოდით №22.25.03.5-- რეგისტრირებული 85 კვ.მ. მიწის ნაკვეთი;

- 216 კვ.მ. მიწის ნაკვეთი მდებარე ქ. ბათუმი კ----------------–--ა, საკადასტრო კოდი №05.32.08.0--;

 

სარჩელი დაკმაყოფილდა მთლიანად, ამიტომ არ არსებობს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი. აქვე აღსანიშნავია ის გარემოება, რომ მოსარჩელე სადაოდ ხდის ქონების საკუთრების უფლებას მხოლოდ ½ ნაწილში. უზრუნველყოფა კი გამოყენებულია მთლიანი ქონების მიმართ. სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს მთლიან ქონებაზე დავა, ამიტომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების მიზანი არ არის დაკავშირებული იმ ნაწილზე, რომელიც არაა სადო. შესაბამისად ქონების ½ ნაწილი უნდა გათავისუფლდეს უზრუნველყოფისაგან.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე მუხლებით,გადაწყვიტა:

1. ს-----–--- პ--------–-----ის სარჩელი დაკმაყოფილდეს,2. ქ. ბათუმში შ-----–---------------ში მდებარე 670 კვ.მ. მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული 272.84 კვ.მ. შენობა-ნაგებობის (საკადასტრო კოდი №05.32.08.8--) ½ ნაწილის მესაკუთრედ აღიარებული იქნას ს-----–--- პ--------–-----ი. საჯარო რეესტრის ჩანაწერებში განხორციელდეს შესაბამისი ცვლილებები.

3. ქ. ბათუმი ფ-------–--–--------------------ში მდებარე 398 კვ.მ. მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული 343.50 კვ.მ. შენობა-ნაგებობის (საკადასტრო კოდი №05.32.08.0--) ½ ნაწილის მესაკუთრედ აღიარებული იქნას ს-----–--- პ--------–-----ი. საჯარო რეესტრის ჩანაწერებში განხორციელდეს შესაბამისი ცვლილებები.

4. საკადასტრო კოდით №22.25.03.5-- რეგისტრირებული 85 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ½ ნაწილის მესაკუთრედ აღიარებული იქნას ს-----–--- პ--------–-----ი. საჯარო რეესტრის ჩანაწერებში განხორციელდეს შესაბამისი ცვლილებები.

5. ქ. ბათუმში კ----------------–--აში (საკადასტრო კოდი №05.32.08.0--) მდებარე 216 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ½ ნაწილის მესაკუთრედ აღიარებული იქნას ს-----–--- პ--------–-----ი. საჯარო რეესტრის ჩანაწერებში განხორციელდეს შესაბამისი ცვლილებები.

6. ფ-------- ს-----ეს დაეკისროს ს-----–--- პ--------–-----ს აუნაზღაუროს წინასწარ გადახდილი სახ. ბაჟის თანხის ნაწილი 1500 ლარი, ასევე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისთვის გადახდილი ბაჟი 50 ლარი და აუდიტის დასკვნის ხარჯი 600 ლარი.

7. ს-----–--- პ--------–-----ს უკან დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი ბაჟის ნაწილი 1500 ლარი (საგადასახადო დავალება 14342405, გადამხდელის ბანკი - 09/10/2017 წელი, გადამხდელის ბანკი - სს ‘’ლიბერთი ბანკი’’, სახაზინო კოდი - 300693150)

8. ნაწილობრივ გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 26 სექტემბრის განჩინება და ფ-------- ს-----ე გათავისუფლდეს №05.32.08.8--, №05.32.08.0-- №05.32.08.0-- და №22.25.03.5-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების ½ ნაწილის გასხვისებისა და უფლებრივად დატვირთვის აკრძალვისაგან.

9. ფ-------- ს-----ის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდეს.

10. ფ-------- ს-----ესა და ს-----–--- პ--------–-----ს შორის 1988 წლის 21 ნოემბერს N82 საქტო ჩანაწერით რეგისტრირებული ქორწინება შეწყდეს განქორწინებით.

11. ფ-------- ს-----ის შუამდგომლობა განქორწინების დაუყონებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ, არ დაკმაყოფილდეს.

12. ფ-------- ს-----ეს დაუბრუნდეს ვ---------–-----ას მიერ გადახდილი სახ. ბაჟის სახით გადადილი 50 ლარი (გადამხდელის ბანკი - სს ‘’თიბისი ბანკი’’, გადახდის თარიღი - 27/10/2017 წელი, სახაზინო კოდი - 300693150)

13. გადაწყვეტილება, დაუყონებლივ აღსასრულებლად მიქცევაზე უარის თქმის ნაწილში შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 12 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ.ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ.№32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (ქ.ბათუმი, ს. ზუბალაშვილის ქ. №30).

14. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს 14 დღის ვადაში მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან აპელაციის წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ.ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ.32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (ქ.ბათუმი, ს. ზუბალაშვილის ქ. 30).

15. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: გოჩა ფუტკარაძე