გადაწყვეტილება

სამოქალაქო 12.09.2018
საქმის ნომერი
210210017002164523
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
12.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

210210017002164523

საქმე №2/856-17წ.

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

12.09.2018 წ. ქ. სიღნაღი

შესავალი ნაწილი

სიღნაღის რაიონული სასამართლო

მოსამართლე პაატა ნოზაძე

სხდომის მდივანი ნათია გოჩიტაშვილი;

მოსარჩელე: მი-----------–---ა

წარმომადგენელი: თე--–------ე

მოპასუხე: მე--------------ი

მოპასუხის წარმომადგენელი: ნო–----------–----–---–ი

მცირეწლოვან: მა----------------ს საპროცესო წარმომადგენელი: თა---------------ე;

დავის საგანი: მცირეწლოვანი შვილების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა.

 

1.1. მცირეწლოვანი შვილის მა----------------ს (დაბადებული: 2-.0-.2010 წელს) საცხოვრებელ ადგილად განისაზღვროს დედის მი-----------–---ას საცხოვრებელი ადგილი, რაიონი საგარეჯო, სოფელი ლ-----–ო.

 

სარჩელის დასაბუთება.

 

მოსარჩელის წარმომადგენელმა თე--–------ემ განმარტა, რომ 2017 წლის სექტემბრის თვემდე ფაქტობრივ ქორწინებაში იმყოფებოდა მოპასუხესთან, რომელიც ოფიციალურად დარეგისტრირებული იქნა 2010 წლის 2--------. ფაქტობრივი და რეგისტრირებული ქორწინების დროს 2010 წლის 2- ი--–--- შეეძინათ შვილი მა----------------. ურთიერთ თანაცხოვრების დროს მოპასუხისა და მოსარჩელეს შორის მისი მხრიდან არსებობდა ოჯახისათვის შეუფერებელი დაძაბულობა, იქცეოდა აგრესიულად, უმიზეზოდ აწყობდა კონფლიქტებს და გაუსაძლისს ხდიდა თანაცხოვრებას. 2017 წლის სექტემბერში მოპასუხემ მოსარჩელს ბავშვის თვალწინ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და გამოაგდო სახლიდან. ამის შემდეგ ოჯახური თანაცხოვრება ყოველგვარ აზრს იყო მოკლებული, რის შემდგომ მისი საცხოვრებელი ადგილიდან გადავიდა მისი მშობლების ბინაში, საგარეჯოს რაიონ, სოფელ ლ-----–ო–ი.

 

ქორწინების თანაცხოვრების ფაქტობრივად შეწყვეტის დღეს 2017 წლის სექტემბერს, მოპასუხემ არ მისცა საშუალება არასრულწლოვანი შვილი წაეყვანა, რითაც უკანონოდ აღკვეთა შვილისა და დედის ერთად ყოფნა და დღემდე მოპასუხეს ბავშვი ჰყავს თავის საცხოვრებელ სახლში. მოპასუხეს არ შეუძლია სათანადო ყურადღება მიაქციოს ბავშვს დედის მსგავსად, რადგან მოპასუხე ფაქტობრივად მთელი დღე არ იმყოფება სახლში და მხოლოდ ღამე ბრუნდება, ბავშვის საცხოვრებელი პირობები, მოვლა და ზრუნვა არ არის სათანადო დონეზე რადგან ბავშვს, მოსარჩელე უვლიდა. ამასთან, მოსარჩელემ განმარტა, რომ მამას ჰყავს სხვა მეუღლე, ჰყავს მეორე შვილი და ბავშვს მუდმივად უხდება სხვასთან ცხოვრება.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე მე--------------ის წარმომადგენელმა ნო–----------–----–---–მა, განმარტა, რომ 2010 წლის 2-----------ნ დღემდე მოპასუხე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება მი-----------–---ასთან. ერთად თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ შვილი მამად იაგუბოვი, რომელიც ამჟამად არის შვიდი წლის და სწავლობს ქ. რუსთავის ი-–---------------–-------- საჯარო სკოლის მეორე კლასში და ჩართულია ინკლუზიურ განათლებაში, რადგანაც იგი არის გონებრივად ჩამორჩნილი, აღენიშნება ფსიქიკური ფუნქციების განვითარების შეფერხება. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ მისმა ოჯახმა რამდენიმე წლის წინ გ---------ს რაიონის, სოფელ ბ--------ში შეიძინა ბინა და ამჟამად იქ ცხოვრობს. აღნიშნული სოფლიდან სკოლის ავტობუსით მოპასუხის შვილი ყოველდღე დადის სკოლაში დილის 9 საათიდან. იმის გამო, რომ იგი არის გონებრივად ჩამორჩენილი, ჩართულია სპეციალური საჭიროების მქონე საგანმანათლებლო პროგრამაში და გაკვეთილების შემდეგაც უტარდება მეცადინეობები საღამოს 5 საათამდე. შემდეგ კი სკოლის ავტობუსით ბრუნდება სახლში, სადაც მას ამეცადინებს მოპასუხის დედა. მოპასუხე კი ფაქტიურად ყოველ საღამოს სახლში არის და იღებს მონაწილეობას მის აღზრდა-განათლებაში. მოპასუხეს საგარეჯოს რაიონის, სოფელ ლ-----–ო–ი აქვს მამაპაპეული სახლი, სადაც ცხოვრობს მოხუცი ბებია და პაპა. ამ სოფელში ფაქტიურად არიან დარეგისტრირებულნი, მაგრამ გადავიდნენ გ---------ს რაიონ სოფელ ბ--------ში. აღნიშნულ სახლში ცხოვრობდა მისი ყოფილი მეუღლე, რომელთანაც ჰქონდა კარგი ურთიერთობა, რაიმე კონფლიქტს მათ შორის ადგილი არ ჰქონია და ტყუილია სარჩელში მითითებული გარემოებები იმის შესახებ, თითქოსდა მას აყენებდა შეურაცხყოფას და აღნიშნულის გამო იგი წავიდა მისი სახლიდან. იგი მისი სახლში არ ყოფნის დროს გადავიდა მისი მშობლების ბინაში. ეს მოხდა მიმდინარე წლის ივლისში, შემდეგ კი მოსარჩელე რამოდენიმე თვე იმყოფებოდა საზღვარგარეთ და შვილი საერთოდ არ გახსენებია. ბავსვის ნახვა მოპასუხეს არასოდეს დაუშლია. ამასთან, მოსარჩელე არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, წერა-კითხვის აბსოლიტურად უცოდინარი და მის შვილსაც გენეტიკურად გამოჰყვა აღნიშნული დიაგნოზი. იმის გამო, რომ მას არ შეუძლია შვილის აღზრდა, იძულებული გახდნენ შვილი ორი წლის ასაკში აღსაზრდელად მიებარებინათ სიღნაღის რაიონი, სოფელ ს-------–- მცხოვრებ თა----------–---–ის ოჯახში, სადაც მან დაჰყო ოთხ წელზე მეტი, სანამ სასკოლო ასაკს მიაღწევდა და საბავშვო ბაღშიც იქ დადიოდა. ახლაც ძიძა ბავშვთან ცხოვრობს, თან წაიყვანეს გ---------ს რაიონ, სოფელ ბ--------ში და ძიძას დაჰყავს ბავშვი სკოლაში. მოსარჩელე მი-----------–---ას ერთხელაც არ უნახია შვილი ამ ხნის განმავლობაში, სკოლაში ერთხელაც არ მისულა. ბავშვის ბუნებრივი გარემოა მამის სახლი გ---------ს რაიონში, სოფელ ბ---------–ი. ამასთან წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ მოპასუხეს მეუღლესთან ჰქონდა კარგი ურთიერთობა და როდესაც იგი სახლიდან წავიდა, იგი შეეცადა დაებრუნებინა იგი სახლში და დღესაც უნდა, რომ მან იცხოვროს მასთან და ერთად მიიღონ მონაწილეობა შვილის სწავლა-აღზრდაში.

 

3. არასრულწლოვანი ბავშვების წარმომადგენელმა თ----- ტ--------მ მხარი დაუჭირა 2018 წლის 19 თებერვლის სოციალური მუშაკის დასკვნას და განმარტა, რომ როგორც დედის, ისე მამის ოჯახში არის დამაკმაყოფილებელი და უსაფრთხო გარემო ბავშვისათვის. ბავშვი არის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და ორივე ტერიტორიაზე, როგორ დედის საცხოვრებელ ადგილზე, საგარეჯოს რაიონ, სოფელ ლ-----–ო–ი, ისე მამის საცხოვრებელ ადგილზე არის ინკლუზიური განათლების მიღების შესაძლებლობა. ფსიქოლოგის დასკვნაში არის მითითებული, რომ ბავშვი გამოხატავს ძლიერ სურვილს დედის ნახვის, რადგან მას დიდი ხანი არ უნახავს. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ სასამართლოს მიერ გამოცემული დროებითი განკარგულების პერიოდში, სააგენტოს მიერ იქნა მოპოვებული ინფორმაცია, რომ მოსარჩელეს დროებითი განკარგულების აღსრულებისთვის მიმართული არ ჰქონია სააგენტოს ტერიტორიული ერთეულისთვის. აუცილებელია გავითვალისწინოთ ის ფაქტი, რომ ბავშვს მიჯაჭვულობა აქვს როგორც დედასთან, ისე მამასთან, მას ასევე დიდი სურვილი აქვს დედის ნახვის და მასთან ამიტომ მიზანშეწონილი იქნება თუ, ბავშვებს ორივე მშობელთან ექნებათ ურთიერთობა.

 

4. ფაქტობრივი გარემოებები:

 

5.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

5.1.1. მი-----------–---ა და მე--------------ი 2010 წლის 2-----------ნ იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში და ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ ერთი შვილი - მა---------------- (დაბადებული: 2-.0-.2010 წელს).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი, შესაგებელი,- მხარეთა, მოწმეთა განმარტებები,- დაბადების მოწმობა;

 

5.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

5.2.1. მშობლების დაშორების შემდეგ, არასრულწლოვანი ბავშვი დღეის მდგომარეობით მამასთან მე--------------თან ერთად ცხოვრობს გ---------ს რაიონის სოფელ ბ---------–ი. ოჯახში არის ბავშვისათვის მზრუნველი და კეთილსაიმედო გარემო.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- 2018 წლის 06 თებერვლის დასკვნა;

 

5.2.2. 2018 წლის 19 თებერვლის სოციალური მომსახურების სააგენტოს საგარეჯოს რაიონული განყოფილების მიერ წარმოდგენილი დასკვნის მიხედვით მშობლების დაშორების შემდეგ მა---------------- ცხოვრობს მამასთან მე--------------თან გ---------ს რაიონის, სოფელ ბ---------–ი. მი-----------–---ა ცხოვრობს მშობლებთან ქ--------- ფ-–---თან და ნ---- გ------ კ----სთან ერთად, საკუთარ ერთსართულიან სახლში. ოჯახის საყოფაცხოვრებო და სანიტარულ-ჰიგიენური პირობები დამაკმაყოფილებელია, ბავშვისათვის უსაფრთხო გარემოა. ოჯახის წევრებს ერთმანეთის მიმართ თბილი, მზრუნველი დამოკიდებულება აქვთ განსაკუთრებულად განიცდიან იმ ფაქტს, რომ ბავშვთან ურთიერთობა შეწყვეტილი აქვთ. მოსარჩელე მი-----------–---ას სურს, რომ შვილზე მა----------------ს აღზრდა-განვითარებაზე თვითონ იზრუნოს.

 

2018 წლის 06 თებერვლის სოციალური მომსახურების სააგენტოს გ---------ს რაიონული განყოფილების მიერ წარმოდგენილი დასკვნის მიხედვით მა---------------- არის მე--------------ისა და მი-----------–---ას რეგისტრირებული ქორწინების შემდეგ დაბადებული ბავშვი. 2017 წლის ივნისში, მი-----------–---ამ დატოვა მეუღლის საცხოვრებელი ადგილი და გადავიდა საკუთარი მშობლების სახლში, საგარეჯოს რაიონში. მან შვილი დატოვა მეუღლის, მე--------------ის ოჯახში სადაც ბავშვი დღემდე ცხოვრობს. ოჯახში კიდევ ცხოვრობს ბავშვის ბებია ნა---- და ამ------ ია----------.

 

მა---------------- ირიცხება რუსთავის 1-- საჯარო სკოლაში. იგი არის სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვი. ჩართულია ინკლუზიური განათლების ჯგუფში. ოჯახის ინფორმაციით და ასევე სამედიცინო ცნობაზე დაყდნობით, ბავშვის ფსიქო-მოტორული განვითარება ჩამორჩება ასაკას, ბიოლოგიური დედის არასათანადო ზრუნვითი უნარ-ჩვევების გამო, 2013 წლიდან დღემდე ოჯახმა უზრუნველყო მა----------------ს განვითრებისთვის დამატებითი ხელშეწყობა და მეცადინეობა დაიწყო დაქირავებული აღმზრდელის მეშვეობით. მამის ოჯახის ხელშეწყობით იგი სისტემატურად ესწრება გაკვეთილებს, აქვს სასკოლო ინვენტარი და სასწავლო ნივთები. ბავშვი გამოხატავს კმაყოფილებას და სიხარულს სკოლაში სიარულისა და სხვადასხვა გასართობ თუ შემეცნებით აქტივობებში ჩართულობის გამო.

 

მა---------------- ცხოვრობს სახლში, რომელიც არის თანამედროვე კაპიტალური ნაგებობა. ოჯახში არის საჭირო ავეჯი და საოჯახო ნივთები. ბავშვისთვის არის გამოყოფილი მისთვის შესაფერისი ადგილი. სახლში მშვიდი ოჯახური გარემოა. არ არის ოჯახის წევრების მავნე და ტოქსიკურ ნივთიერებებზე დამოკიდებულება. ბავშვების მამა, ბაბუა და ბებია ბავშვზე ზრუნვით და მეთვალყურეობით არიან დაკავებულნი. ისინი სრულფასოვნად აკმაყოფილებენ მის საჭიროებებს. ზრუნავენ ბავშვის ფიზიკურ, გონებრივ და ემოციურ განვითარებაზე. შეძენელია ბავშვისათვის საჭირო და აუცილებელი ნივთები, სეზონური ტანსაცმელი და საკვები პროდუქტები.

 

მა---------------- აღრიცხვაზე იმყოფება შპს სამკურნალო დიაგნოსტიკურ ცენტრში ,,ს----“. მას ჩატარებული აქვს გეგმიური ასაკის შესაბამისი აცრები და ექიმ-პედიატრის კონსულტაციები. მისი დიაგნოზია ქცევისა და ემოციების შერეული დარღვევები. მას უჭირს საუბრის დაწყება, გამართული წინადადების თქმა და სასკოლო მასალის ათვისება. ზოგჯერ გამოხატავს აგრესიას. ბავში ასევე დაყენებულია აღრიცხვაზე ქ. რუსთავის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში და გადის ბავშვის ფსიქიატრიული დაკვირვებას შშმ სტატუსის დამდგენ კომისიაზე. ამ დროისათვის ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

 

მა-----------------ე სრულფასოვნად ზრუნავს მამა და ბებია. ისინი არიან პასუხისმგებელნი ბავშვის მეტვალყურეობაზე დღე-ღამის განმავლობაში. მამის და ბებიის მხრიდან უზურნველყოფილია ბავშვის საჭიროებები განათლებაზე, კვებაზე, ჰიგიენაზე, დასვენებაზე, გართობაზე და სხვა. ოჯახის მხრიდან ხელი ეწყობა მა----------------ს ფიზიკურ, გონებრივ და ემოციურ განვითარებას. ადგილი არ აქვს ბავშვის ჭეშმარიტი უფლებების და ინტერესების შელახვას. ოჯახი ფინანსურად უზურნველყოფილია. იგი ამ დროისათვის დასაქმებულია და აქვს სტაბილური ფინანსური შემოსავალი, რითაც სრულფასოვნად უზურნველყოფს ოჯახს და ბავშვის საჭიროებებს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-2018 წლის 06 თებერვლის დასკვნა;

-2018 წლის 19 თებერვლის დასკვნა’

 

5.2.3. 2018 წლის 17 მაისის მიმართვის საფუძველზე მა----------------ს შესახებ მომზადებული ფსიქოლოგიური გამოკვლევის შედეგების მიხედვით, მამის დამოკიდებულება მა------ს მიმართ პოზიტიურია. შვილთან ურთიერთობას გამოხატავს სითბოს, ყურადღებას. ბავშვი იყო მშვიდად მამასთან ერთობლივ შეხვედრაზე, მამის თანდასწრებით დედის მიმართ თავისუფლად გამოხატავდა პოზიტიურ დამოკიდებულებას. მე--------------ი აღნიშნავს, რომ მა------ დადის სკოლაში, სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვია და სარგებლობს ინკლუზიური პროგრამის მომსახურებით, ასევე მუდმივად აქვთ კომუნიკაცია ექიმთან, ბავშვის ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხებთან დაკავშირებით. ბავშვის მამას აქვს სურვილი მა------ს დედა ისევ დაბრუნდეს შვილთან, სხვა შემთხვევაში აქვს სურვილი ბავშვის აღზრდის საკითხში მისი როლი იყოს უპირატესი და შვილი ცხოვრობდეს მამასთან, რადგან მის მიერ მეტად იქნება ბავშვის საჭიროებები გათვალისწინებული. მამა აღნიშნავს, რომ მა------ს დამოკიდებულება დედის მიმართ არის პოზიტიური, დედის ოჯახიდან წასვლის შემდეგ, ბავშვისა და დედის ერთობლივი შეხვედრა სკოლაში დასრულდა შვილის აფორიაქებით, იტირა, ფიქრობს, რომ შეფასების პროცესში განხორციელებული ერთობლივი შეხვედრა გამოიწვევს ბავშვის განცდებს, რთული იქნება მათი დაშორება, რადგან დედა-შვილს აქვს ერთად ყოფნის სურვილი. ამასთან განმარტა, რომ დედა მუდმივად იყო ჩართული ბავშვის მოვლა-აღზრდის პროცესში.

 

ბავშვთან პირდაპირი საუბრისას ბავშვი გამოხატავს დედის მიმართ პოზიტიურ დამოკიდებულებას, ვლინდება დედასთან შეხვედრის, თანაცხოვრების ძლიერი სურვილი. აქვს სურვილი იცხოვროს მშობლებთან ერთად. მ------მა აღნიშნა, რომ თანაცხოვრების დროს დედასთან ერთად თამაშობდა, ეძინა. შეხვედრაზე მ------მა მხოლოდ დედ-მამის მიმართ გამოავლინა მიჯაჭვულობა, ძლიერი ემოციური კავშირი.

შეფასების პროცესში განხორციელებულ შეხვედრაზე ბავშვის დედა ადეკვატურად პასუხობდა ყველა დასმულ კითხვას. მას აქვს ძლიერი სურვილი შეხვდეს შვილს მალე, მისი თქმით დაშორების შემდეგ ერთი წლის განმავლობაში 3ჯერ შეხვდა მხოლოდ.

 

მა----------------ს განვითარება არ შეესაბამება ასაკს. შეფასების პროცესში განხორციელებულ შეხვედრებზე არასრულწლოვანი მა---------------- მშობლების მიმართ ავლენს პოზიტიურ დამოკიდებულებას, გამოხატულია ძლიერი მიჯაჭვულობა, აქვს სურვილი დაუყონებლივ შეხვდეს დედას, მშობლების დაშორება, დედასთან ურთიერთობაში შექმნილი დეფიციტი მატრამვირებელია და უარყოფით გავლენას ახდენს ბავშვის მდგომარეობასა და განვითარებაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_ ფსიქოლოგიური გამოკვლევის შედეგები.

 

5.2.4. სასამართლო სხდომაზე გამოკითხულ იქნენ მოწმეები: თა----------–---–მა განმარტა, რომ 2013 წლიდან მა---------------- სამი წელი იზრდებოდა მასთან სიღნაღის რაიონ, სოფელ ს-------–-, იმის გამო, რომ ბიოლოგიური დედა ვერ უვლიდა ბავშვს დამოუკიდებლად. ბავშის მასთან ცხოვრების პერიდო–ი ბავშვის დედა დაახლოებით თვეში ერთხელ მოდიოდა. დედის მხრიდან პაპა-ბებიას, მირვარის მშობლებს არასოდეს არ უნახიათ. ბავშვი დედას ყოველთვის კითხულობდა. მან განმარტა, რომ ახლა ცხოვრობს ბავშვთან ერთად მოპასუხის მე--------------ის სახლში გ---------ს რაიონ, სოფელ ბ---------–ი. ბავშვი შეზღუდული შესაძლებლობების მქონეა და იგი ეხმარება სწავლაში და მას დაჰყავს სკოლაში.

 

მოწმე ზა-------–----------მ განმარტა, რომ იგი არის მა----------------ს მასწავლებელი, ბავშვი ინკლუზიურ ჯგუფშია. მას მიჯაჭვულობა აქვს იმ გარემოზე, სადაც იმყოფება და სკოლიდან გადასვლა სხვა სკოლაში ბავშვისათვის სერიოზული სტრესის გამომწვევი იქნება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-მოწმეთა ჩვენებები

 

სამოტივაციო ნაწილი

 

6. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლომ განიხილა სარჩელი, მოისმინა მხარეთა მოსაზრებანი, შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებანი და მიაჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. კანონები, რომლებითაც იხელმძღვანელა სასამართლომ

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე, 1213-ე, 1214-ე, 1234-ე,1197-ე, 1198-ე ,1200-ე მუხლები, ბავშვთა უფლებების შესახებ 1989 წლის 20 ნოემბერის კონვენცია. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება.

 

8. სამართლებრივი შეფასება

 

8.1. სასამართლოს მიაჩნია, რომ არასრულწლოვანის საცხოვრებელ ადგილად უნდა დარჩეს მამის მე--------------ის საცხოვრებელი ადგილი და მი-----------–---ას სარჩელზე უარი უნდა ეთქვას, შემდეგ გარემოებების გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში.

 

სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის თანახმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება.

 

სამოქალაქო კოდექსის 1199-ე მუხლის თანახმად, მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1200-ე მუხლის თანახმად, შვილების აღზრდის ყველა საკითხს მშობლები ურთიერთშეთანხმებით წყვეტენ. მშობელთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში სადავო საკითხს წყვეტს სასამართლო მშობლების მონაწილეობით. მშობელთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში სადავო საკითხს წყვეტს სასამართლო მშობლების მონაწილეობით. ამ შემთხვევაში მშობლის უფლება, იყოს ბავშვის წარმომადგენელი სასამართლო დავასთან მიმართებით, შეჩერებულია. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნიშნავს ბავშვის წარმომადგენელს, რომელიც საქმის განხილვის დროს ბავშვის ინტერესებს წარმოადგენს.

 

სამოქალაქო კოდექსის 1201-ე მუხლის თანახმად, თუ განქორწინების გამო ან სხვა მიზეზით მშობლები ცალ-ცალკე ცხოვრობენ, მათ შეთანხმებაზეა დამოკიდებული, თუ ვის ექნება უფლება, გადაწყვიტოს, ვისთან უნდა ცხოვრობდეს არასრულწლოვანი შვილი. შეუთანხმებლობის შემთხვევაში დავას იმის თაობაზე, თუ ვისთან უნდა ცხოვრობდეს არასრულწლოვანი შვილი, წყვეტს სასამართლო ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით. ამ შემთხვევაში მშობლის უფლება, იყოს ბავშვის წარმომადგენელი სასამართლო დავასთან მიმართებით, შეჩერებულია. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნიშნავს ბავშვის წარმომადგენელს, რომელიც საქმის განხილვის დროს ბავშვის ინტერესებს წარმოადგენს.

 

სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლი უკრძალავს იმ მშობელს შეზღუდოს მეორე მშობლის ურთიერთობა ბავშვთან, რომელიც მასთან ცხოვრობს. ერთ-ერთ საქმეზე ევროპულმა სასამართლომ (Johansen v. Norway) აღნიშნა, რომ ბავშვთან გაერთიანების შესახებ საკითხის გადაწყვეტისას, მშობლის ინტერესსა და ბავშვის ინტერესს შორის უნდა იქნეს დაცული ბალანსი. აღნიშნული ბალანსის ძიებისას სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას ანიჭებს ბავშვის ინტერესებს, რომლებსაც შეიძლება, ჰქონდეს პრიორიტეტული მნიშვნელობა მშობლის ინტერესებთან მიმართებით.

 

სამოქალაქო კოდექსის 1203-ე მუხლის თანახმად, პაპასა და ბებიას უფლება აქვთ, ურთიერთობა იქონიონ თავიანთ არასრულწლოვან შვილიშვილებთან მაშინაც, როცა ისინი უშუალოდ არ მონაწილეობენ შვილიშვილების აღზრდაში. თუ მშობლები ან მეურვე/მზრუნველი უარს ეუბნებიან პაპასა და ბებიას შვილიშვილებთან ურთიერთობაზე, სასამართლოს შეუძლია დაავალდებულოს მშობლები ან მეურვე/მზრუნველი, საშუალება მისცენ პაპასა და ბებიას, ურთიერთობა იქონიონ შვილიშვილებთან სასამართლოს მიერ დადგენილი წესით, თუ სასამართლო დაადგენს, რომ ეს ხელს არ შეუშლის ბავშვების ნორმალურ აღზრდას და ცუდ გავლენას არ მოახდენს მათზე.

 

8.2. ბავშვის უფლებათა კონვენციის (ჩვენთან ძალაშია 1994 წლის 21 აპრილიდან) მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას ძირითადი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას. ამავე კონვენციის მე-9 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ ბავშვი არ დაშორდეს თავის მშობლებს მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, იმ შემთხვევათა გამოკლებით, როცა კომპეტენტური ორგანოები, სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, სათანადო კანონისა და პროცედურის შესაბამისად განსაზღვრავენ, რომ ასეთი დაშორება აუცილებელია და უკეთ ემსახურება ბავშვის ინტერესებს. ეს შეიძლება აუცილებელი გახდეს ამა თუ იმ კონკრეტულ შემთხვევაში, მაგალითად, როცა მშობლები სასტიკად ექცევიან ბავშვს და არ ზრუნავენ მასზე, ან როცა მშობლები ცხოვრობენ ცალ-ცალკე და აუცილებელია ბავშვის საცხოვრებელი ადგილის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება. ამ მუხლის 1- ი პუნქტის შესაბამისად, ნებისმიერი განხილვის დროს ყველა დაინტერესებულ მხარეს შესაძლებლობა ეძლევა, მონაწილეობა მიიღოს საქმის განხილვაში და გამოთქვას საკუთარი მოსაზრებები. კონვენციის მე-12 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ საკუთარი შეხედულებების ჩამოყალიბების უნარის მქონე ბავშვის უფლებას, თავისუფლად გამოთქვას თავისი შეხედულებები ნებისმიერ საკითხზე, რომელიც მას ეხება, ამასთან, ბავშვის შეხედულებებს სათანადო ყურადღება ეთმობა მისი ასაკისა და სიმწიფის შესაბამისად. ამ მიზნით ბავშვს, კერძოდ, ეძლევა შესაძლებლობა, მოუსმინონ მას სასამართლო თუ ადმინისტრაციული წესით ნებისმიერი საქმის განხილვისას, რომელიც ბავშვს ეხება, როგორც უშუალოდ, ასევე წარმომადგენლის ან შესაბამისი ორგანოს მეშვეობით, ეროვნული კანონმდებლობის პროცესუალური ნორმებით გათვალისწინებული წესით.

 

ზემოთაღნიშნული ნორმების საკანონმდებლო დანაწესიდან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, რომ არასრულწლოვანის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისას ბავშვების მცირე ასაკის გათვალისწინებით გადაწყვეტილება მიღებული უნდა იყოს ბავშვების ინტერესებიდან გამომდინარე, ანუ იმ არგუმენტაციით, თუ რა პირობები შეიძლება მიჩნეული იქნეს ბავშვების აღზრდისა და განვითარებისათვის საუკეთესოდ. ასეთ პირობებში მოაზრებული უნდა იქნეს ის სოციალური გარემო და კონკრეტული ჰუმანური რესურსები, რაც აუცილებელია ბავშვის ფსიქოლოგიის პოზიტიური განვითარებისათვის. საუკეთესოდ ფასდება ის გარემო, სადაც ბავშვმა შეიძლება მიიღოს მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ემოციური რესურსები. ამასთან ყველა ბავშვის უფლებაა, მოუსმინონ და მათი შეხედულება აღიქვან სერიოზულად, ეს წარმოადგენს კონვენციის ერთ-ერთ ფუნდამენტურ ღირებულებას.

 

8.3. კანონის ამ მოთხოვნებიდან, არასრულწლოვანების კანონიერი წარმომადგენლის განმარტებიდან, საქმეში წარმოდგენილი სოციალური მუშაკის და ფსიქოლოგის მიერ წარმოდგენილი დასკვნებიდან გამომდინარე, მხარეთა და მოწმეთა განმარტებიდან, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მა---------------- ცხოვრობს მამასთან სახლში, და მას ყველა პირობა აქვს ნორმალური განვითარებისათვის. ბავშვების მამა, ბაბუა და ბებია ბავშვზე ზრუნვით და მეთვალყურეობით არიან დაკავებულნი. ისინი სრულფასოვნად აკმაყოფილებენ მის საჭიროებებს, ზრუნავენ ბავშვის ფიზიკურ, გონებრივ და ემოციურ განვითარებაზე. ოჯახის ინფორმაციით და ასევე სამედიცინო ცნობაზე დაყდნობით, ბავშვის ფსიქო-მოტორული განვითარება ჩამორჩება ასაკას, ბიოლოგიური დედის არასათანადო ზრუნვითი უნარ-ჩვევების გამო, 2013 წლიდან დღემდე ოჯახმა უზრუნველყო მა----------------ს განვითრებისთვის დამატებითი ხელშეწყობა და მეცადინეობა დაქირავებული აღმზრდელის მეშვეობით. ბიოლოგიური ოჯახის ხელშეწყობით იგი სისტემატურად ესწრება გაკვეთილებს, აქვს სასკოლო ინვენტარი და სასწავლო ნივთები. ბავშვი გამოხატავს კმაყოფილებას და სიხარულს სკოლაში სიარულისა და სხვადასხვა გასართობ თუ შემეცნებით აქტივობებში ჩართულობის გამო.

 

8.4. სასამართლოს მიაჩნია, რომ იმის გამო, რომ მა---------------- (დაბადებული: 2-.0-.2010 წელს) მცირეწლოვანია, მათი ასაკიდან და საცხოვრებელი პირობებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია და ბავშვის ინტერესია, რომ მისი საცხოვრებელი ადგილი დარჩეს მამის საცხოვრებელი ადგილი, არ მოხდეს მისი სხვა ადგილზე გადაყვანა, რაც ბავშვისათვის დამატებითი სტრესის გამომწვევი ფაქტორი იქნება.

 

შესაბამისად, არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათავალისწინებით სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია, რომ არასრულწლოვანი შვილი - 2010 წლის 2- ი--–--- დაბადებული მა----------------ს საცხოვრებელ ადგილად განისაზღვროს დედის - მი-----------–---ას საცხოვრებელი ადგილი საგარეჯოს რაიონი, სოფელი ლ-----–ო. არსებული ვითარებიდან გამომდინარე ისეთი რადიკალური ღონისძიების გატარება, როგორიც არის არასრულწლოვანი ბავშვის საცხოვრებელი ადგილის შეცვლა, მისი იძულება დატოვოს მამის სახლი და საცხოვრებლად გადავიდეს დედის სახლში გაუმართლებელია. სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ ეტაპზე ბავშვს ესაჭიროება სტაბილური და უსაფრთხო გარემო და ამ თვალსაზრისით ნებისმიერი ძალდატანებით ცვლილებამ შესაძლებელია გამოიწვიოს ბავშვის სტრესული მდგომარეობა. თუმცა სასამართლოს მიაჩნია, რომ ბავშვის უპირატესი ინტერესის გათვალისწინებით, რომ აღდგეს შვილსა და დედას შორის ურთიერთობა - დედას მი-----------–---ას უნდა მიეცეს უფლება იქონიოს ურთიერთობა მცირეწლოვანი შვილთან. მიზანშეწონილია ნახვის დღეები განისაზღვროს კვირაში ოთხი დღე, დღის 14 საათიდან 19 საათამდე, ხოლო პარასკევს დღის 17 საათიდან კვირა დღის 19 საათამდე ბავშვის თანხმობის შემთხვევაში მისი წაყვანის უფლებით და ბავშვის მამის საცხოვრებელ სახლში კვირა დღის 19 საათამდე დაბრუნების პირობით. რათა მოხდეს ბავშვსა და დედას შორის დადებითი ურთიერთობის ჩამოყალიბება.

 

9. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელმწიფო ბაჟი, რაც მოსარჩელის მიერ გადახდილია დავის საგნის მოცულობის პროპორციულად. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 53-ე, 55-ე, 243-244-ე, 247-250-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე, სამოქალაქო კოდექსის 1212-ე, 1213-ე, 1214-ე, 1234-ე,1197-ე, 1198-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მოსარჩელე მი-----------–---ას სასარჩელო მოთხოვნა მცირეწლოვანი (2010 წლის 2- ი--–--- დაბადებული) მა----------------ს საცხოვრებელ ადგილად განისაზღვროს დედის მი-----------–---ას საცხოვრებელი ადგილი (საგარეჯოს რაიონი, სოფელი ლ-----–ო) არ დაკმაყოფილდეს.

 

2. მოსარჩელე მი-----------–---ას მიეცეს უფლება იქონიოს ურთიერთობა 2010 წლის 2- ი--–--- დაბადებულ მა------------------ნ შემდეგნაირად:

 

2.1. ნახვის დღეები განისაზღვროს კვირაში ოთხი დღე, დღის 14 საათიდან 19 საათამდე, ხოლო პარასკევს დღის 17 საათიდან კვირა დღის 19 საათამდე ბავშვის თანხმობის შემთხვევაში მისი წაყვანის უფლებით და ბავშვის მამის საცხოვრებელ სახლში კვირა დღის 19 საათამდე დაბრუნების პირობით.

 

3. მოსარჩელის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემიდან 14 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში (მდებარე ქ. თბილისი 0159, გრიგოლ რობაქიძის გამზირი, №7ა) სიღნაღის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდებარე ქ. სიღნაღი, ცოტნე დადიანის ქ. №15) სააპელაციო საჩივრის შემოტანის გზით სარეზოლუციო ნაწილს მე-5 პუნქტში გათვალისწინებული წესების დაცვით.

 

5.გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სიღნაღის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე პაატა ნოზაძე