განაჩენი

სისხლის სამართლის 12.09.2018
საქმის ნომერი
330100118002584148
თარიღი
12.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1--------

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

12 სექტემბერი 2018 წელი ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლო

სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლე - ლაშა ჩხიკვაძე

სხდომის მდივანი - ნატო ზერეკიძე

 

სტაჟიორ-პროკურორი: ზ------ ყ---–--–---–-

ს/ს საქმე №0-----------

 

ბრალდებული: ზ------ ბ--------–ი

მამის სახელი: ე-------

დაბადებული: 1---------წ.

პირადი ნომერი: 0----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

ნასამართლობა: ნასამართლობის მქონე

რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-------–-------–----–----–---–---–-------

პასუხისგებაში მიცემის დრო: 2---------წ.

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილი

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე, ზ------ ბ--------–ის მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

ბრალდების არსი: ზ------ ბ--------–ს ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა ცივი იარაღის ტარება განზრახი ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ.

 

სასამართლოს დადგენილად მიაჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–---------–---ს განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქ/პუნქტით ნასამართლევ და პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფ ზ------ ბ--------–ს 2018 წლის 08 ივლისს ქ. თბილისში, კ-------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე 04:30 საათიდან 04:35 საათამდე დროის შუალედში ჩატარებული ზედაპირული შემოწმებისას აღმოაჩნდა თვითნაკეთი წესით დამზადებული საჯიგველი, რომელიც ექსპერტიზის 1----–- დასკვნის თანახმად მიეკუთვნება მსხვრევად-დასარტყმელ ცივ იარაღთა კატეგორიას.

 

ბრალის დადგენილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და ფაქტები არ გამხდარა მხარეთა მიერ სადავოდ და შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, წარმოადგენს პრეიუდიციას, რაც სრულად დასტურდება მხარეებს შორის შეთანხმებული შემდეგი მტკიცებულებებით, კერძოდ: მოწმეების გამოკითხვის ოქმებით, პირის ზედაპირული შემოწმების ოქმით, ნივთის ფაქტობრივი ფლობის შეზღუდვის ოქმით, ცივი იარაღის ექსპერტიზის 1----–- დასკვნით, ნივთიერი მტკიცებულებით - ცივი იარაღით, თბილისის პრობაციის ბიუროს 2----–-–---------–---ს წერილით, ნასამართლობის ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–---------–---ს განაჩენით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–---------–---- განაჩენით და საქმეში არსებულ სხვა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით.

 

ამდენად, სასამართლოს გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიაჩნია, რომ ზ------ ბ--------–მა ჩაიდინა ცივი იარაღის ტარება განზრახი ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ, ანუ დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან შინაპატიმრობას 06(ექვსი) თვიდან 02(ორი) წლამდე ვადით ანდა თავისუფლების აღკვეთას 06 თვემდე ვადით.

 

სასჯელის დანიშვნისას სასამართლო მხედველობაში იღებს ჩადენილი დანაშაულის მოტივსა და მიზანს, საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ბრალდებულის პიროვნებას, მის პასუხისმგებლობის დამამძიმებელ და შემამსუბუქებელ გარემოებებს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სხვა გარემოებებს, რომელიც გავლენას ახდენს სასჯელზე.

სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა მის მიერ ჩადენილი დანაშაულის აღიარება და მონანიება, ხოლო დამამძიმებელი გარემოებაა ქმედების ჩადენა პირობით გამოსაცდელი ვადის დინების პერიოდში.

 

ამასთან, სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ არსებობს ბრალდებულ ზ------ ბ--------–ის მიმართ კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2----–-–---------–---- განაჩენი, რომლის თანახმად, ზ------ ბ--------–ი მსჯავრდებული იქნა საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მეორე ნეილის ,,ა“ და ამავე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ“ ქ/პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით ზ------ ბ--------–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 05(ხუთი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 01(ერთი) წლის ვადით განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 04(ოთხი) წლის ვადით, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე და 67-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 04(ოთხი) წელი.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მე-2 ან მე-3 ნაწილით განსაზღვრული წესით დაინიშნება სასჯელი, თუ განაჩენის გამოტანის შემდეგ დადგინდა, რომ მსჯავრდებულს ბრალი მიუძღვის სხვა დანაშაულშიც, რომელიც მან პირველ საქმეზე განაჩენის გამოტანამდე ჩაიდინა. ამ შემთხვევაში საბოლოო სასჯელში ჩაითვლება სასჯელი, რომელიც პირველი განაჩენით მოხდილია მთლიანად ან ნაწილობრივ.

მოცემულ შემთხვევაში ზ------ ბ--------–ს ბრალად ედება საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2----–-–---------–---- განაჩენის გამოტანამდე, შესაბამისად, სახეზეა საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3-4 ნაწილებით სასჯელის დანიშვნის საფუძველი.

სასამართლოLOთვლის, რომ ჩადენილი ქმედების სიმძიმის, ბრალდებულის პიროვნების გათვალისწინებით, ზ------ ბ--------–ს განაჩენთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახედ უნდა შეეფარდოს თავისუფლების აღკვეთა 05(ხუთი) წლის ვადით, საიდანაც სასჯელის ნაწილს - 01(ერთი) წელ თავისუფლების აღკვეთას მოიხდის პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო 04(ოთხი) წელი თავისუფლების აღკვეთა საქართველოს სსკ-ის 63-64-ე და 67-ე მუხლების საფუძველზე, პირობით არ იქნას გამოყენებული და გამოსაცდელ ვადად უნდა დაუდგინდეს 04(ოთხი) წელი, რაც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, დამნაშავის რესოციალიზაციას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და სამართლიანობის აღდგენას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 20-21-ე, 255-ე, 258-ე, 268-269-ე, 277-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ზ------ ბ--------–ი (პ№0----------) ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 08 ივლისის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2.000(ორიათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–---------–---- განაჩენით, განაჩენთა ერთობლიობით, ზ------ ბ--------–ის მიმართ თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულმა ძირითადმა სასჯელმა - 05(ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთამ, საიდანაც - 01(ერთი) წელი განსაზღვრული აქვს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 04(ოთხი) წელი თავისუფლების აღკვეთა ჩათვლილი აქვს პირობით, სრულად შთანთქოს ბოლო განაჩენით დანიშნული ძირითადი სასჯელი - ჯარიმა 2.000(ორიათასი) ლარის ოდენობით და საბოლოოდ, ზ------ ბ--------–ს, განაჩენთა ერთობლიობით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 05(ხუთი) წლის ვადით, საიდანაც ნაწილი - 01(ერთი) წელი თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 04(ოთხი) წელი თავისუფლების აღკვეთა საქართველოს სსკ-ის 63-64-ე და 67-ე მუხლების საფუძველზე, პირობით არ იქნას გამოყენებული 04(ოთხი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

ზ------ ბ--------–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს 2018 წლის 31 ივლისიდან.

ზ------ ბ--------–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახე - გირაო გაუქმდეს.

 

საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება - ცივი იარაღი, რომელიც დალუქულ მდგომარეობაში ინახება ძ---–-------–-----------------–---------- განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების შემდგომ, განადგურდეს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს მხარეების მიერ, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე: ლაშა ჩხიკვაძე