გადაწყვეტილება

სამოქალაქო 07.09.2018
საქმის ნომერი
330210018002327809
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
07.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/6288-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

07 სექტემბერი, 2018 წელი თბილისი

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის

მოსამართლე ზაზა მარტიაშვილი

 

სხდომის მდივანი: თამთა ბარამიძე

 

საქმის განხილვის ფორმა ზეპირი მოსმენით

 

მოსარჩელე: გ--------–---–---ე

წარმომადგენელი: ფ--------------ძე

 

მოპასუხე: ლ------------ე

წარმომადგენლები: მ-------------ე, მ--------------ე

 

დავის საგანი: სააღსრულებო ფურცელში ცვლილებების შეტანა

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ცვლილება შევიდეს 2017 წლის 02 აგვისტოს ნოტარიუს ე-–-----–----–---–ის მიერ გაცემულ №1-------- სააღსრულებო ფურცელში და დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა ნაცვლად დღეში 0,12%-სა განისაზღვროს 0.012%-ით 2015 წლის 01 ნოემბრიდან სააღსრულებო წარმოების დაწყებამდე.

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2014 წლის 04 ოქტომბერს გ--------–---–---ესა და ლ------------ეს შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც გ--------–---–---ემ ლ------------ისაგან ისესხა ძირი თანხა 80 560 აშშ დოლარი. კრედიტის მოქმედების ვადა განისაზღვრა - 2015 წლის 04 იანვრამდე. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკის დაიტვირთა გ--------–---–---ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თ---–------------------------------------–------------, 154,83 კვ.მ., ს/კ 0-----------------------

 

კრედიტორის - ლ------------ის განცხადებით ზემოთ აღნიშნული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე 2017 წლის 02 აგვისტოს გაცემულ იქნა სააღსრულებო ფურცელი №1--------, რომლითაც გ--------–---–---ეს დაეკისრა თანხის გადახდა კრედიტორის - ლ------------ის სასარგებლოდ. კერძოდ: სესხის ძირი თანხა - 80 560 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,12% 2015 წლის 01 ნოემბრიდან სააღსრულებო წარმოების დაწყებამდე, ასევე სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი 126 ლარი.

 

საბოლოო ჯამში გ--------–---–---ეს დაეკისრა 147 843 აშშ დოლარი, საიდანაც ძირ თანხას წარმოადგენს - 80 560 აშშ დოლარი და შესაბამისად პირგასამტეხლო არის 67 283 აშშ დოლარი.

 

მოსარჩელის განმარტებით, სააღსრულებო ფურცლით განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობა არის შეუსაბამოდ მაღალი. პირგასამტეხლოს ოდენობიდან გამომდინარე, 80 560 აშშ დოლარის 0,12% არის დღეში 96,67 აშშ დოლარი, რაც თვეში გამოდის 2900 აშშ დოლარი. ამდენად, პირგასამტეხლო არის იმდენად მაღალი, რომ ყოველგვარ გონივრულ საზღვრებს სცდება და მხარისათვის წარმოუდგენლად დიდი ზიანის მომტანია.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით სარჩელი ნაწილობრივ ცნო. კერძოდ, დაეთანხმა სააღსრულებო ფურცლით დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებას 0,05%-მდე.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2014 წლის 04 ოქტომბერს გ--------–---–---ესა და ლ------------ეს შორის გაფორმდა №1-------- სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ლ------------ემ გ--------–---–---ეს სესხის სახით გადასცა - 80 560 აშშ დოლარი, ყოველთვიურად სესხის ძირითად თანხაზე 2,5%-ის დარიცხვით და გადახდით. სესხი გაიცა სამი თვის ვადით - 2015 წლის 04 იანვრამდე. ხელშეკრულებით, ასევე განისაზღვრა პირგასამტეხლო ხელშეკრულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის ძირი თანხის 0,12%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სააღსრულებო წარმოების დაწყებამდე.

 

3.1.2. 2014 წლის 04 ოქტომბერს გ--------–---–---ესა და ლ------------ეს შორის დადებული სესხის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად, ამავე ხელშეკრულების საფუძველზე, იპოთეკით დაიტვირთა გ---------–---–---ის კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე: ქალაქი თ---–---------------------------------------–------------, ს/კ 0-----------------------

 

3.1.3. გ--------–---–---ის მიერ დარღვეულ იქნა მასსა და ლ------------ეს შორის 2014 წლის 04 ოქტომბერს გაფორმებული №1-------- სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები.

 

3.1.4. 2017 წლის 02 აგვისტოს ნოტარიუს ე-–-----–----–---–ის მიერ, 2014 წლის 04 ოქტომბერს გაფორმებული №1-------- სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე, გაიცა სააღსრულებო ფურცელი №1--------, რომლითაც აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა განისაზღვრა შემდეგნაირად: სესხის ძირითადი თანხა - 80 560 აშშ დოლარი; 2015 წლის 01 ნოემბრიდან პირგასამტეხლო ძირი თანხის 0,12%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სააღსრულებო წარმოების დაწყებამდე. აღნიშნული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე უნდა განხორციელდეს გ--------–---–---ის კუთვნილი იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაცია.

 

3.1.5. ნოტარიუს ე-–-----–----–---–ის მიერ 2017 წლის 02 აგვისტოს გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებულ იქნა სააღსრულებო წარმოება.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლომ განიხილა გ--------–---–---ის სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფლდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლი;

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე, 417-418-ე, 420-ე, 623-ე, 625-ე მუხლები;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. მოცემული ნორმა დისპოზიციურობის პრინციპს წარმოადგენს, რომელიც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ფუძემდებლური პრინციპია. მისი მნიშვნელობა იმაში მდგომარეობს, რომ იგი სრულ თავისუფლებას ანიჭებს მხარეებს, საკუთარი შეხედულებით განკარგონ მათი უფლებები. მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა, კი აღნიშნული პრინციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა, რომელიც პროცესის მონაწილის თავისუფალი ნების გამოვლინების შედეგია.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხემ სასამართლოს მთავარ სხდომაზე სარჩელი ცნო ნაწილობრივ. კერძოდ, დაეთანხმა სააღსრულებო ფურცლით დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებას 0.05%-მდე. ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, გ--------–---–---ის სარჩელი მოთხოვნის ამ ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს, ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ამავე კოდექსის, 625-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, კი მხარეთა შეთანხმებით სესხისთვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.

 

დადგენილია, რომ 2014 წლის 04 ოქტომბერს გ--------–---–---ესა და ლ------------ეს შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ლ------------ემ გ--------–---–---ეს სესხის სახით გადასცა - 80 560 აშშ დოლარი ყოველთვიურად სესხის ძირითად თანხაზე 2,5%-ის დარიცხვით და გადახდით. სესხი გაიცა სამი თვის ვადით - 2015 წლის 04 იანვრამდე. ხელშეკრულებით, ასევე განისაზღვრა პირგასამტეხლო ხელშეკრულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის ძირი თანხის 0,12%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სააღსრულებო წარმოების დაწყებამდე. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე იპოთეკით დაიტვირთა გ---------–---–---ის კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე: ქალაქი თ---–---------------------------------------–------------, ს/კ 0----------------------- ამდენად, მხარეთა შორის წარმოიშვა სახელშეკრულებო ურთიერობა, ამასთან ერთის მხრივ, მოსარჩელე, ხოლო მეორეს მხრივ, მოპასუხე შეთანხმებულნი არიან ხელშეკრულების ყველა არსებით პირობაზე.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება.

 

განსახილველ შემთხვევაში სადავო გარემოებას არ წარმოადგენს, რომ 2014 წლის 04 ოქტომბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულება გ--------–---–---ის მიერ ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში არ იქნა შესრულებული.

 

6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 302-ე მუხლის მე-31 ნაწილის თანახმად, კრედიტორისა და მესაკუთრის წერილობითი ფორმით დადებულ გარიგებაში მხარეებს შეუძლიათ გაითვალისწინონ, რომ იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის კრედიტორისთვის გადაცემა და რეალიზაცია შეიძლება განხორციელდეს ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე. ასეთ შემთხვევაში მხარეთა შორის დადებული გარიგება დადასტურებული უნდა იქნეს სანოტარო წესით.

 

,,ნოტარიატის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ნოტარიუსი გასცემს სააღსრულებო ფურცელს ფულადი თანხის დავალიანების გადახდევინების ვადადამდგარი მოთხოვნის, ქონებაზე უფლების გადაცემის, აგრეთვე დაგირავებულ/იპოთეკით დატვირთულ ქონებაზე იძულებითი აღსრულების მიქცევის მოთხოვნის საფუძველზე, თუ ამაზე არსებობს მხარეთა შეთანხმება და ნოტარიუსის მიერ სანოტარო აქტში წერილობით განმარტებულია სააღსრულებო ფურცლის გაცემის სამართლებრივი შედეგები.

 

დადგენილია, რომ გ--------–---–---ესა და ლ------------ეს შორის 2014 წლის 04 ოქტომბერს გაფორმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე, 2017 წლის 02 აგვისტოს ნოტარიუს ე-–-----–----–---–ის მიერ გაიცა სააღსრულებო ფურცელი №1--------, რომლითაც აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა განისაზღვრა შემდეგნაირად: სესხის ძირითადი თანხა - 80 560 აშშ დოლარი; 2015 წლის 01 ნოემბრიდან პირგასამტეხლო ძირი თანხის 0,12%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სააღსრულებო წარმოების დაწყებამდე. აღნიშნული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე უნდა განხორციელდეს გ--------–---–---ის კუთვნილი იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაცია.

 

6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, კი ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

მხარეთა შორის დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით შეთანხმებულ იქნა პირგასამტეხლო - ხელშეკრულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის ძირი თანხის 0,12%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სააღსრულებო წარმოების დაწყებამდე. ამასთან, დადგენილია, რომ გ--------–---–---ემ დაარღვია მასსა და ლ------------ეს შორის დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. აღნიშნულის საფუძველზე, კი 2017 წლის 02 აგვისტოს ნოტარიუს ე-–-----–----–---–ის მიერ, გაიცა სააღსრულებო ფურცელი №1--------, რომლითაც აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა პირგასამტეხლოს ნაწილში განისაზღვრა - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ძირი თანხის 0,12%-ის ოდენობით 2015 წლის 01 ნოემბრიდან სააღსრულებო წარმოების დაწყებამდე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ამდენად, მხარეთა ინტერესებსა და უფლება-მოვალეობებს შორის გონივრული ბალანსის დაცვის უზრუნველსაყოფად კანონმდებელი ანიჭებს სასამართლოს დისკრეციას შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ეს ის იშვიათი გამონაკლისია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე ითხოვს სააღსრულებო ფურცლით განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებას 0,012%-მდე.

 

სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. ამასთან, მართალია, კანონმდებელი ანიჭებს სასამართლოს პირგასამტეხლოს შემცირების უფლებას, თუმცა ეს იმდაგვარად არ უნდა იქნეს გაგებული, რომ სასამართლომ ყველა შემთხვევაში უნდა გამოიყენოს თავისი დისკრეციული უფლებამოსილება. კანონმდებელი განსაზღრავს პირგსამატეხლოს შემცირების აუცილებელ წინაპირობას. კერძოდ, მოთხოვნილი/დაკისრებული პირგასამტეხლო უნდა იყოს შეუსაბამოდ მაღალი. ხოლო, შეუსაბამოდ მაღალია თუ არა პირგასამტეხლო, უნდა გადაწყდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების შეფასების შედეგად. მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება, შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. პირგასამტეხლოს დაკისრებით უნდა მოხდეს კრედიტორის დანაკარგების კომპენსირება და არა მისი გამდიდრება. აქედან, გამომდინარე სასამართლომ უნდა შეაფასოს პირგასამტეხლოსა და მოვალის მიერ დაშვებული დარღვევით გამოწვეული შედეგების თანაფარდობა.

 

ამდენად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების, დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობის და ფულადი ვალდებულების შესრულების მიმართ კრედიტორის ინტერესის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და უნდა მოხდეს პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება. კერძოდ, პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა შემცირდეს და მოპასუხეს პირგასამტეხლოს სახით უნდა დაეკისროს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სესხის ძირითადი თანხის 0,05%-ის გადახდა 2015 წლის 01 ნოემბრიდან სააღსრულებო წარმოების დაწყებამდე.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

7.1. მოსარჩელის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია - 3000 ლარი, ხოლო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე კი - 50 ლარი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება.

 

ამდენად, ვინაიდან მოპასუხემ სასამართლოს მთავარ სხდომაზე სარჩელი ცნო ნაწილობრივ (სასარჩელო მოთხოვნის 64,82%) სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ამ ნაწილში უნდა განახევრდეს და მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი იმ მოთხოვნის პროპორციულად, რა ნაწილშიც მოპასუხემ ცნო სარჩელი, კერძოდ - 972,3 ლარის ოდენობით, ხოლო დარჩენილი - 972,3 ლარი მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად.

 

ამასთან, ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა მხოლოდ იმ ნაწილში რა ნაწილშიც მოპასუხემ ცნო სასარჩელო მოთხოვნა და სახელმწიფო ბაჟიც განაწილდა აღნიშნულის შესაბამისად, იმ მოთხოვნის პროპორციული სახელმწიფო ბაჟი, რომლის დაკმაყოფილებაზეც მოსარჩელეს უარი ეთქვა უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

მოპასუხეს, ასევე უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად - 50 ლარის გადახდა.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

8.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 მარტის განჩინებით, გ--------–---–---ის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ დაკმაყოფილდა და შეჩერდა ნოტარიუს ე-–-----–----–---–ის მიერ 02.08.2017 წელს გაცემული №1-------- სააღსრულებო ფურცელის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოება.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით. ეს განცხადება ასევე უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გამოყენება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. რომელიმე ზემოაღნიშნული გარემოების არსებობის შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინება. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება სასამართლოს ვარაუდს, რომ სარჩელი შეიძლება დაკმაყოფილდეს. სასამართლოს მსჯელობა სარჩელის მატერიალურ და საპროცესო წინაპირობებზე გავლენას არ ახდენს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაზე.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების მიზანია სარჩელზე მისაღები გადაწყვეტილების აღსრულებისათვის გარანტიების შექმნა.

 

მოცემულ შემთხვევაში, გ--------–---–---ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ამდენად, სარჩელი, რომლის უზრუნველსაყოფადაც იყო გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. კერძოდ, ნაწილობრივ გაუქმდა ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცელი. შესაბამისად, მოსარჩელე მხარის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილების დასაცავად უზრუნველყოფის ღონისძიების არსებობა საჭირო აღარ არის.

 

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა გაუქმდეს.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. გ--------–---–---ის სარჩელი ლ------------ის მიმართ სააღსრულებო ფურცელში ცვლილებების შეტანის თაობაზე დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

1.1. ცვლილება შევიდეს ნოტარიუს ე-–-----–----–---–ის მიერ 2017 წლის 02 აგვისტოს გაცემულ №1-------- სააღსრულებო ფურცელში და პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვროს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ძირი თანხის 0,05%-ის ოდენობით 2015 წლის 01 ნოემბრიდან სააღსრულებო წარმოების დაწყებამდე.

2. მოპასუხე ლ------------ეს მოსარჩელე გ--------–---–---ის სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად - 972,3 ლარისა და სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად - 50 ლარის გადახდა.

3. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 მარტის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც შეჩერდა ნოტარიუს ე-–-----–----–---–ის მიერ 02.08.2017 წელს გაცემული №1-------- სააღსრულებო ფურცელის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოება.

 

4. გ--------–---–---ეს დაუბრუნდეს ქ----------------–---ს მიერ 2018 წლის 27 თებერვალს სს ,,------------–-- სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხიდან - 3000 ლარიდან - 972,3 ლარი, რაც განთავსებული იქნა ხაზინის ერთიან ანგარიშზე №300773150; ბანკის კოდი TRESGE22.

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალიწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გდაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადა ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: ზაზა მარტიაშვილი

 

საქმე №2/6288-18

 

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

სარეზოლუციო ნაწილი

 

07 სექტემბერი, 2018 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის

მოსამართლე ზაზა მარტიაშვილი

 

სხდომის მდივანი თამთა ბარამიძე

 

საქმის განხილვის ფორმა ზეპირი მოსმენით

 

მოსარჩელე: გ--------–---–---ე

წარმომადგენელი: ფ--------------ძე

 

მოპასუხე: ლ------------ე

წარმომადგენლები: მ-------------ე, მ--------------ე

 

დავის საგანი: სააღსრულებო ფურცელში ცვლილებების შეტანა

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. გ--------–---–---ის სარჩელი ლ------------ის მიმართ სააღსრულებო ფურცელში ცვლილებების შეტანის თაობაზე დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

1.1. ცვლილება შევიდეს ნოტარიუს ე-–-----–----–---–ის მიერ 2017 წლის 02 აგვისტოს გაცემულ №1-------- სააღსრულებო ფურცელში და პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვროს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ძირი თანხის 0,05%-ის ოდენობით 2015 წლის 01 ნოემბრიდან სააღსრულებო წარმოების დაწყებამდე.

2. მოპასუხე ლ------------ეს მოსარჩელე გ--------–---–---ის სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად - 972,3 ლარისა და სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად - 50 ლარის გადახდა.

3. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 მარტის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც შეჩერდა ნოტარიუს ე-–-----–----–---–ის მიერ 02.08.2017 წელს გაცემული №1-------- სააღსრულებო ფურცელის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოება.

 

4. გ--------–---–---ეს დაუბრუნდეს ქ----------------–---ს მიერ 2018 წლის 27 თებერვალს სს ,,------------–-- სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხიდან - 3000 ლარიდან - 972,3 ლარი, რაც განთავსებული იქნა ხაზინის ერთიან ანგარიშზე №300773150; ბანკის კოდი TRESGE22.

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალიწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გდაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადა ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: ზაზა მარტიაშვილი