განაჩენი

სისხლის სამართლის 13.09.2018
საქმის ნომერი
330100115793026
თარიღი
13.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/2------

(გამოძიების №0------)

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

03 ივნისი 2018 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კო-–--იის

მოსამართლე ლიანა ორკოდაშვილმა,შოთა ზალკალიანის მდივნობით,პროკურორ - ბ----------–---ას,ადვოკატ - გ----------------–---–ის მონაწილეობით და განსასჯელ ო-–--------ის მონაწილეობის გარეშე ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა საქმე ბრალდებისა გამო:

ო-–---------------------ის - დაბადებულის 1----–-–--------------------------------------–---------------------------------------------–----------ი, - ამჟამად ძებნილის მიმართ, დანაშაულებისათვის, რომლებიც გათვალისწინებულია საქართველოს რესპუბლიკის სსკ-ის 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი და მე-5 პუნქტებით და ამავე კოდექსის 238-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილებით (1960 წლის რედაქციით; 1995 წლის 9 იანვრის ეპიზოდი), სსკ-ის 150-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით (1960 წლის რედაქციით; 1----–-–----- აპრილის ეპიზოდი); სსკ-ის 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი, მე-4 და მე-5 პუნქტით გათვალისწინებული დანაშაული და ამავე კოდექსის 238-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილებით (1960 წლის რედაქციით; 1995 წლის 01 მაისის ეპიზოდი); სსკ-ის 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი, მე-4 და მე-5 პუნქტებით (1960 წლის რედაქციით; 1995 წლის 04 მაისის ეპიზოდი)

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი :

 

საბრალდებო დასკვნით ო-–--------ეს ბრალად ედება, რომ ჩაიდინა:

ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა მოქალაქეთა პირადი ქონების დაუფლების მიზნით, რასაც თან ერთვის სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობა ან ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარა, ჩადენილი პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით, ბინაში შეღწევით;

ცეცხლსასროლი იარაღის (გარდა სანადირო გლუვლულიანისა) საბრძოლო მასალის ან ფეთქებად ნივთიერებათა სათანადო ნებართვის გარეშე შეძენა ან ტარება, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ ტარება, შენახვა, გადაგზავნა, გადაზიდვა, შეძენა დამზადება ან გასაღება;

ქურდობა, ესე იგი მოქალაქეთა პირადი ქონების ფარული გატაცება, ბინაში შეღწევით, ჩადენილი პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით;

ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა მოქალაქეთა პირადი ქონების დაუფლების მიზნით, რასაც თან ერთვის სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობა ან ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარა, ჩადენილი პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით, ბინაში შეღწევით, იმის მიერ, რომელსაც წინათ ჩადენილი აქვს ყაჩაღობა, სახელმწიფო, საზოგადოებრივი ან მოქალაქეთა პირადი ქონების დაუფლების მიზნით.

ცეცხლსასროლი იარაღის (გარდა სანადირო გლუვლულიანისა) საბრძოლო მასალის ან ფეთქებად ნივთიერებათა სათანადო ნებართვის გარეშე შეძენა ან ტარება, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ ტარება, შენახვა გადაგზავნა, გადაზიდვა, შეძენა დამზადება ან გასაღება;

ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა მოქალაქეთა პირადი ქონების დაუფლების მიზნით, რასაც თან ერთვის სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობა ან ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარა, ჩადენილი პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით, ბინაში შეღწევით, იმის მიერ, რომელსაც წინათ ჩადენილი აქვს ყაჩაღობა, სახელმწიფო, საზოგადოებრივი ან მოქალაქეთა პირადი ქონების დაუფლების მიზნით;

ცეცხლსასროლი იარაღის (გარდა სანადირო გლუვლულიანისა) საბრძოლო მასალის ან ფეთქებად ნივთიერებათა სათანადო ნებართვის გარეშე შეძენა ან ტარება, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ ტარება, შენახვა, გადაგზავნა, გადაზიდვა, შეძენა დამზადება ან გასაღება.

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

1----–-–------------ს ო-–---------------------ე, ტ------–---------------------ე, გ-----------–--------------ე და დ-----------------------ე დანაშაულებრივად შეთანხმდნენ ყაჩაღურად თავს დასხმოდნენ ქ-------–--–----------------------------------------------------ში მცხოვრებ მ------------–--–----------–---ის საცხოვრებელ ბინას, დაეტაცებინათ მატერიალური ფასეულობანი და ურთიერთშორის თანაბრად დაენაწილებინათ. ამგვარი დანაშაულებრივი შეთანხმების შემდეგ ტ------–------ე, გ-------------ე და ო-–--------ე შეიარაღდნენ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღებით, ხოლო დ-----------ე შეიარაღდა რ.გ.დ-5“ ტიპის საიერიშო მოქმედების ხელყუმბარით, რის შემდეგაც 1995 წლის 10 იანვარს დაახლოვებით 03:00 საათზე დასახელებული პირები მივიდნენ კ---–---ის საცხოვრებელ კორპუსთან, ავტომატური იარაღებით შეიარაღებულნი ტ------–------ე და ო-–--------ე სახეზე ნიღბებაფარებულნი დასახელებული კორპუსის სხვენიდან თოკით დაეშვნენ მე-8 სართულზე. მ------------–--–----------–---ის კარის მეზობლად ბინა #49-ში მცხოვრებ ლ---–--–--–---------–---------ის ბინის აივანზე, სადაც ისინი შეცდომით მოხვდნენ. აღნიშნულის შემდეგ მათ აივნიდან სარკმლის შემტვრევით შეაღწიეს ლ---–----------ის საცხოვრებელ ბინაში, სადაც ამ დროისთვის იმყოფებოდნენ ლ---–----------ე, მისი მეუღლე - ლ--------–--------------------ი, შვილები - მ-------------–-------------ები, ასევე ლ---–----------ის ძმა - ვ-----–--–--–---------------ე. ავტომატური იარაღების მუქარით ტ------–------ემ და ო-–--------ემ აიძულეს მ------ მ-------ი გაეღო ბინის კარები, რის შემდეგაც აღნიშნულ ბინაში შეიჭრნენ გ-------------ე და დ-----------ე. დასახელებულმა პირებმა ძალადობის გამოყენების მუქარით მოსთხოვეს ლ---–----------ეს ფული და სამკაულები, რაზედაც ლ---–----------ემ განუცხადა, რომ ფული და სამკაულები მას არ ჰქონდა, რის შემდეგაც აღნიშნულმა პირებმა თვითონ დაიწყეს ბინის ჩხრეკა, რა დროსაც ვ-----–----------ემ უცხოური წარმოების გაზის პისტოლეტიდან გაისროლა ო-–--------ის მიმართულებით. გასროლის შემდეგ ო-–--------ემ აღნიშნული იარაღი წაართვა ვ-----–----------ეს და სცემა მას ავტომატური იარაღის ტარით, რა დროსაც მიაყენა სხეულის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება, რის შემდეგადაც აღნიშნული ბინიდან გაიტაცეს: 5000 ამერიკული დოლარი, 800 000 რუსული რუბლი, 85 000 000 კუპონი, თვლებით მორთული ქალის სამაჯური, ღირებული 30 000 ამერიკულ დოლარად, ქალის ოქროს ბეჭედი ძვირფასი თვლით - ღირებული 1000 ამერიკულ დოლარად ორ კარატიანი ტოპაზის ქვა - ღირებული 1000 ამერიკულ დოლარად, ოქროს საქორწინო ბეჭედი ღირებული 120 ამერიკულ დოლარად, ვერცხლის ჯაჭვი ჯვრით - ღირებული 100 ამერიკულ დოლარად, მაგნიტოფონი „დელტა“ ღირებული - 100 ამერიკულ დოლარად, მამაკაცის შავი ტყავის ქურთუკი - ღირებული 100 ამერიკულ დოლარად, მამაკაცის ყავისფერი ტუფის ქურთუკი - ღირებული 200 ამერიკულ დოლარად, მამაკაცის ფეხსაცმელი - ღირებული 120 ამერიკულ დოლარად, ლოგინის თეთრეული ღირებული 200 ამერიკულ დოლარად, მამაკაცის სპორტული ფორმა - ღირებული 50 ამერიკულ დოლარად, დანა-ჩანგლის ერთი კომპლექტი - ღირებული 100 ამერიკულ დოლარად, არყისა და კონიაკის სერვისი - ღირებული 150 ამერიკულ დოლარად, სამი ცალი ქალის პერანგი -საერთო ღირებულებით 100 000 რუსული რუბლი, ქალის ერთი ცალი ღამის პერანგი - ღირებული 20 000 რუსულ რუბლად, ქალის საცვლები და პირსახოცები - საერთო ღირებულებით 70 000 რუსულ რუბლად, საქართველოს რესპუბლიკის შ.ს. სამინისტროს მიერ ვ.შ. კ-------ის სახელზე გაცემული პირადობის მოწმობა, ექიმის პირადი მრგვალი ბეჭედი, შს სამინისტროს სამედიცინო კომისიის მრგვალი ბეჭედი და შტამპი, შ.ს. სამინისტროს პოლიკლინიკის მრგვალი ბეჭედი და შტამპი, რის შემდეგაც დასახელებულმა პირებმა მიატოვეს ლ---–----------ის საცხოვრებელი ბინა და დაახლოებით 03 საათსა და 30 წუთზე გამოვიდნენ აღნიშნული ბინიდან. ზემოაღნიშნული მატერიალური ფასეულობანი მათ ურთიერთშორის დაინაწილეს, რის შემდეგაც ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღები და ხელყუმბარა თავის საცხოვრებელი ბინის დამხმარე სათავსოში შეინახა გ-------------ემ.

1----–-–----- აპრილს ო-–---------------------ე, ტ------–---------------------ე, გ-----------–--------------ე და დ-----------------------ე დანაშაულებრივად შეთანხმდნენ გაექურდათ ქ-------–--–-----------------------ში მდებარე მოქ. ნ-------------–------–---–---ის საცხოვრებელი ბინა. დანაშაულებრივი შეთანხმების შემდეგ დაახლოებით 00:00 საათზე ისინი მივიდნენ აღნიშნულ ბინასთან, ძალაყინით გამოხსნეს ნ--------–---–---ის ბინის ფანჯრის რკინის დამცავი, ამოიღეს ფანჯრიდან მინა, რის შემდეგაც გ-------------ე, დ-------------ე და ტ------–------ე შევიდნენ აღნიშნულ ბინაში, ხოლო ო-–--------ე კორპუსის წინ ეზოში დარჩა მეთვალყურედ. ამ დროისათვის ნ--------–---–---ის ბინაში არავინ არ იყო. დასახელებულმა პირებმა გაჩხრიკეს ბინა, საიდანაც წამოიღეს 100 ამერიკული დოლარი, სამი ოქროს ბეჭედი, - თითოეული ღირებული 500 000 რუსულ რუბლად, ოქროს გულსაკიდი - ღირებული 200 000 რუსულ რუბლად, ოქროს ბეჭედი თვლით - ღირებული 150 000 რუსულ რუბლად, ოქროს საყურეები - ღირებული 150 000 რუსულ რუბლად, ტელევიზორი „ფიტიაზი“ - ღირებული 400 000 რუსულ რუბლად, მაგნიტოფონი - ღირებული 300 000 რუსულ რუბლად, მეორე მაგნიტოფონი ღირებული 400 000 რუსულ რუბლად, ტელეფონის აპარატი - ღირებული 800 000 რუსულ რუბლად, უთო - ღირებული 100 000 რუსულ რუბლად, ვიდეოკამერა - ღირებული 5 000 000 რუსულ რუბლად, - მტვერსასრუტი - ღირებული 150 000 რუსულ რუბლად, ორი ქალის და ერთი მამაკაცის ტყავის ქურთუკი - საერთო ღირებულებით 1 500 000 რუსულ რუბლად, მამაკაცის პიჯაკი - ღირებული 200 000 რუსულ რუბლად, ორი ცალი მამაკაცის შარვალი - საერთო ღირებულებით 100 000 რუსული რუბლი, ოთხი ცალი მამაკაცის პერანგი ღირებულებით 100 000 რუსულ რუბლად, მამაკაცის სამი ქამარი - საერთო ღირებულებით 150 000 რუსული რუბლი, მამაკაცის ორი სპორტული მაისური - საერთო ღირებულებით 150 000 რუსულ რუბლად, სამი ცალი კომბინიზონი - საერთო ღირებულებით 90 000 რუსულ რუბლად, მამაკაცის წინდები და პირსახოცები - საერთო ღირებულებით 50 000 რუსულ რუბლად. 4 ცალი ქალის ქამარი - საერთო ღირებულებით 200 000 რუსულ რუბლად, ქალის ფეხსაცმელი - ღირებული 60 000 რუსულ რუბლად, 7 ცალი ქალის ცხვირსახოცი - საერთო ღირებულებით 30 000 რუსულ რუბლად, 2 ცალი კოლგოტკა - საერთო ღირებულებით 150 000 რუსულ რუბლად, 2 ცალი ქალის წინდა - საერთო ღირებულებით 20 000 რუსულ რუბლად, 2 ცალი უცხოური წარმოების საწოლის გადასაფარებელი - სერთო ღირებულებით 200 000 რუსულ რუბლად, ლოგინის თეთრეული - ღირებული 400 000 რუსულ რუბლად, 23 ცალი პირსახოცი - საერთო ღირებულებით 150 000 რუსული რუბლი, 10 ცალი მაგიდის გადასაფარებელი და 4 ცალი საწოლის გადასაფარებელი - საერთო ღირებულებით 200 000 რუსული რუბლი, 5 ბოთლი კონიაკი - საერთო ღირებულებით 25 000 რუსული რუბლი, დანა-ჩანგლის ერთი კომპლექტი - ღირებული 50 000 რუსული რუბლი, ჩაის სერვიზი - ღირებული 500 000 რუსულ რუბლად, 20 მეტრი საფარდე ნაჭერი - ღირებული 400 000 რუსულ რუბლად, რის შემდეგაც 1995 წლის 15 აპრილს, დაახლოებით 01:00 საათზე დასახელებული პირები გამოვიდნენ აღნიშნული ბინიდან, მატერიალური ფასეულობანი ურთიერთშორის დაინაწილეს და მიიმალნენ.

1----–-–---------ს ო-–----------------------ე, ტ------–---------------------ე, გ-----------–--------------ე და დ-----------------------ე დანაშაულებრივად შეთანხმდნენ ყაჩაღურად თავს დასხმოდნენ ქ-------–--–---------------------------------ში მცხოვრებ მ------------–--–----------–---ის საცხოვრებელ ბინას, დაეტაცებინათ მატერიალური ფასეულობანი და ურთიერთშორის დაენაწილებინათ. ამგვარი დანაშაულებრივი შეთანხმების შემდეგ გ-------------ე, ტ------–------ე და ო-–--------ე შეიარაღდნენ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღებით, დ-------------ე კი საბრძოლო ხელყუმბარით, რის შემდეგაც 1----–-–---------ს დაახლოებით 03:00 საათზე ოთხივენი მივიდნენ მ------------–---ის საცხოვრებელ კორპუსთან. ავტომატური იარაღებით შეიარაღებული სახეზე ნიღბებაფარებულნი, ტ------–------ე და ო-–--------ე დასახელებული კორპუსის სხვენიდან თოკით ჩავიდნენ აღნიშნულ მისამართზე, მე-8 სართულზე მცხოვრებ მ------------–---ის საცხოვრებელი ბინის აივანზე, საიდანაც მათ შეაღწიეს ბინაში. იქ იმ დროისათვის იმყოფებოდნენ მ------------–---ი მისი შვილი ჯ----–-------------------–---ი და მცირეწლოვანი ა-–--------------------–------–---ა. ტ------–------ემ და ო-–--------ემ აიძულეს ჯ----–-----–---ი გაეღო ბინის კარები, რის შემდეგაც ბინაში შევიდნენ გ-------------ე და დ-------------ე. ოთხივე მათგანმა ძალადობის გამოყენების მუქარით ჯ----–-----–---ს მოსთხოვეს ფული და ძვირფასი ნივთები, ჯ----–-----–---მა განუცხადა მათ რომ ფული და ძვირფასი ნივთები მათ არ ჰქონდათ. აღნიშნულის შემდეგ გ-------------ემ, ტ------–------ემ და ო-–--------ემ გაჩხრიკეს მ------------–---ის საცხოვრებელი ბინა, საიდანაც წაიღეს 530 000 რუსული რუბლი, 32 ცალი აქცია თითოეული ღირებული 100 00 რუსულ რუბლად, ტელევიზორის ელექტრო მარეგულირებელი - ღირებულებით 80 000 რუსულ რუბლად, ფოტოაპარატი ,,პოლაროიდი“ ღირებული 300 000 რუსულ რუბლად, უცხოური წარმოების ქალის ქურქი - ღირებული 300 000 რუსულ რუბლად, მამაკაცის ტყავის ქურთუკი - ღირებული 500 000 რუსულ რუბლად, 2 ცალი მამაკაცის ჯინსის პერანგი - საერთო ღირებულებით 140 000 რუსულ რუბლად, 4 წყვილი მამაკაცის იმპორტული წარმოების ფეხსაცმელი - საერთო ღირებულებით 400 000 რუსულ რუბლად, ერთი წყვილი ქალის ფეხსაცმელი - ღირებული 100 000 რუსულ რუბლად, კალკულატორი ღირებული 70 000 რუსულ რუბლად, რის შემდეგაც დაახლოებით 04:00 საათზე აღნიშნული პირები გამოვიდნენ მ------------–---ის საცხოვრებელი ბინიდან. დასახელებული მატერიალური ფასეულობანი ურთიერთშორის დაინაწილეს, ავტომატური იარაღები და ხელყუმბარა თავის საცხოვრებელი ბინის დამხმარე სათავსოში შეინახა გ-------------ემ.

1----–-–---------ს ო-–----------------------ე, ტ------–---------------------ე, გ-----------–--------------ე და დ--------------------------- დანაშაულებრივად შეთანხმდნენ ყაჩაღურად თავს დასხმოდნენ ქ-------–--–-----------------------------–------ში მცხოვრებ ს------------------–----------ის საცხოვრებელ ბინას. დაეტაცებინათ მატერიალური ფასეულობანი და უერთიერთშორის დაენაწილებინათ. ამგვარი დანაშუალებრივი შეთანხმების შემდეგ გ-------------ე, ტ------–------ე და ო-–--------ე შეიარაღდნენ ავტომატებით, კერძოდ გ-------------ე შეიარაღდა კალაშნიკოვის კონსტრუქციის 7,62 მმ ყალიბის ავტომატური იარაღით, ხოლო ო-–---------- და ტ------–------ე კალაშნიკოვის კონსტრუქციის 5,45 მმ ყალიბის ავტომატური იარაღით, რის შემდეგაც 1995 წლის 5 მაისს დაახლოვებით 01:30 საათზე ოთხივე მათგანი სახეზე ნიღბებაფარებულნი მივიდნენ ს---------------ის საცხოვრებელი ბინის ეზოსთან და გადავიდნენ ეზოში, გ-------------ე დარწმუნდა რა მასში, რომ ბინაში ს----------------ი და მისი ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ, ბინის კარების საკეტის გახსნის მიზნით ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა კარების საკეტს, იგი ახდენდა გასროლას კარების საკეტზე ეზოდან საცხოვრებელ ბინაში. ამ დროისათვის ბინაში იმყოფებოდნენ ს----------------ი, მისი შვილი ე-–----------------–-----------ი, სიძე ტ----------–---------------ი და შვილი დ---------------------------------. ჭურვის მოქმედებიდ შემდეგ, რომელიც გ-------------ემ გაისროლა და დაზიანდა საკეტი და გაიღო კარები, ოთხივე მათგანმა შეაღწიეს ს----------------ის საცხოვრებელ ბინაში, ავტომატური იარაღიდან გ-------------ის მიერ გასროლილი 2 ჭურვი ბინაში მყოფ ს----------------ს მოხვდა მარცხენა მხრის უკანა ზედაპირზე, ზედა მესამედში, რითაც მან მიიღო სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანება. ამგვარი დანაშაულებრივი ქმედებით, გ-------------ემ საფრთხე შეუქმნა ბინაში მყოფ მრავალ პირთა სიცოცხლეს, ტ------–------ემ გ-------------ემ, დ-------------ემ და ო-–----------მ შეაღწიეს რა აღნიშნულ ბინაში, დაიწყეს ბინის ჩხრეკა, მათ აღნიშნული ბინიდან წამოიღეს: 1 707 000 რუსული რუბლი და 16 ამერიკული დოლარი, ქალის ქურქი ღირებული 200 ამერიკულ დოლარად, ქალის ტყავის ქურქი ღირებული 220 ამერიკულ დოლარად, მამაკაცის ტყავის ქურთუკი ღირებული 50 ამერიკულ დოლარად, ქალის ხელჩანთა ღირებული 60 ამერიკულ დოლარად, ქალის მაჯის საათი ღირებული 150 000 რუსულ რუბლად, სუვენირი ხანჯალი ღირებული 100 000 რუსულ რუბლად, რის შემდეგაც დაახლოებით 02:00 საათზე დასახელებული პირები გამოვიდნენ ს---------------ის საცხოვრებელი ბინიდან და მათ მატერიალური ფასეულობანი ურთიერთშორის დაინაწილეს, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღები კი გ-------------ემ შეინახა თავისი საცხოვრებელი ბინის დამხმარე სათავსოში.

ო-–--------ის ქმედება წინასწარი გამოძიებისას დაკვალიფიცირდა საქართველოს რესპუბლიკის სსკ-ის 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი და მე-5 პუნქტებით და ამავე კოდექსის 238-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილებით (1960 წლის რედაქციით; 1995 წლის 9 იანვრის ეპიზოდი), სსკ-ის 150-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით (1960 წლის რედაქციით; 1----–-–----- აპრილის ეპიზოდი); სსკ-ის 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი, მე-4 და მე-5 პუნქტით გათვალისწინებული დანაშაული და ამავე კოდექსის 238-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილებით (1960 წლის რედაქციით; 1995 წლის 01 მაისის ეპიზოდი); სსკ-ის 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი, მე-4 და მე-5 პუნქტებით (1960 წლის რედაქციით; 1995 წლის 04 მაისის ეპიზოდი).

სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით და განსასჯელის მონაწილეობის გარეშე გამოიკვლია მტკიცებულებები და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ამ მტკიცებულებათა ერთობლიობით დასტურდება ო-–--------ის მიერ ბრალადშერაცხული დანაშაულის ჩადენა. კერძოდ:

მოწმე დ-------------ის თანხმობით, სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნდა მისი 2015 წლის 16 აპრილის ჩვენება, რომლის მიხედვითაც მოწმე განმარტავს, რომ 1995 წლის იანვრის თვეში მან, მისმა ძმამ ტ------–------ემ, ნათესავმა ო-–--------ემ და მათმა საერთო ნაცნობმა გ-------------ემ გადაწყვიტეს ყაჩაღურად თავს დასხმოდნენ ქ. თ---–--------------------------ა კორპუსში მცხოვრებ კ---–---ების ოჯახს, სადაც გ-------------ის ინფორმაციით უნდა ყოფილიყო საკმაოდ დიდი ოდენობის ფული. ამ განზრახვით ღამის საათებში, ოთხივენი მივიდნენ კორპუსთან, გაიკეთეს ნიღბები, შეიარაღდნენ გ-------------ის მიერ მიტანილი ავტომატებით. ტ------–ი და ო-–--ი სახურავიდან ჩავიდნენ კ---–---ების სახლის აივნის მხარეს, მაგრამ შეეშალათ მათ ბინა და ბინა #46-ის ნაცვლად აივნიდან შევიდნენ ბინა #48-ში, სადაც ცხოვრობდნენ კ-------ეები. ტ------–მა და ო-–--მა აიძულეს კ-------ეებს გაეღოთ ბინაში შესასვლელი კარი, სადაც ელოდებოდნენ მოწმე და გ-------------ე. კარის გაღების შემდეგ ისინიც შევიდნენ ბინაში. მათ ბინაში იარაღის მუქარით მოთხოვეს კ-------ეებს ფული და ძვირფასეულობა. აღნიშნული მოთხოვნის საპასუხოდ, ბინაში მყოფმა ქალბატონმა ო-–--------ეს ესროლა გაზის პისტოლეტი, რის გამოც ო-–--------ემ მას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. ამის შემდეგ მოწმემ და მისმა თანამზრახველებმა დაიწყეს ბინის ჩხრეკა, საიდანაც გაიტაცეს ფული და სხვადასხვა ნივთები, რომელიც მოგვიანებით ერთმენთში გაინაწილეს. იარაღი და ნიღბები მისცეს გ-------------ეს, რომელმაც წაიღო ისინი შესანახად. ამის შემდეგ მათ ცოტა ხანი შეწყვიტეს ერთმანეთთან ურთიერთობა, კვალის ასარევად.

იმავე წელს აპრილის თვეში იგივე პირები, ოთხივენი შეიკრიბნენ და გადაწყვიტეს გაექურდათ ქ-------–---------------------ში მდებარე ც---–---ის საცხოვრებელი ბინა. ღამის საათებში ისინი მივიდნენ აღნიშნულ ბინასთან, სადაც მოამტვრიეს ფანჯრის დამცავი რკინის ე.წ. ,,ჟალუზი“, რის შემდგომაც ოთხივე შევიდნენ ბინაში. მათ გაჩხრიკეს ც---–---ის ბინა, საიდანაც დაეუფლნენ ფულად თანხას, ოქროს ნივთებს, ელექტრო ტექნიკას და ტანსაცმელს, რის შემდეგაც სწრაფად დატოვეს ც---–---ის ბინა. მათ დაინაწილეს მოპარული ნივთები და წავიდნენ ცალცალკე.

1995 წლის მაისის თვეში, მოწმე და მისი თანამზრახველები ისევ შეხვდნენ ერთმანეთს, რადგან უნდოდათ თავს დასხმოდნენ გ---------------------- კორპუსი, ბინა #46-ში მცხოვრებ კ---–---ების ოჯახს, რომელთანაც თავდაპირველად შეცდომით ვერ შევიდნენ. ღამის საათებში ოთხივე ნიღბებით და გ-------------ის მიერ მიტანილი ავტომატური იარაღით შეიარაღებულნი მივიდნენ კ---–---ების საცხოვრებელ კორპუსთან, სადაც სხვენიდან დაეშვნენ კ---–---ების ბინის აივანზე მოწმის ძმა ტ------–------ე და ბიძაშვილი ო-–--------ე, ისინი შევარდნენ ავტომატებით ბინაში და ბინაში მყოფები აიძულეს გაეღოთ ბინის კარები, სადაც იდგნენ მოწმე და გ-------------ე. კარის გაღების შემდეგ მოწმე და გ----ც შევიდნენ ბინაში. მერე ავტომატური იარაღის მუქარით აიძულეს კ---–---ების ოჯახის წევრები ეჩვენებინათ მათთვის სად ინახავდნენ ფულს და ძვირფასეულობას. მათ მიანიშნეს სიცოცხლის მოსპობის მუქარის შიშით ფულის ადგილსამყოფელისკენ, მათ აიღეს ფული, ძვირფასეულობა, ასევე სახლში არსებული სხვადასხვა ნივთები და სწრაფად წამოვიდნენ აღნიშნული ბინიდან. მათ დაინაწილეს დაუფლებული ნივთები და ფულადი თანხა, ხოლო იარაღი და ნიღბები გ-------------ემ წაიღო შესანახად, რის შემდეგაც ყველანი წავიდნენ ცალცალკე.

იმავე წელს, მაისის თვეშივე იგივე პირებმა გადაწყვიტეს თავს დასხმოდნენ ქ. თ---–------------------------------------ში მცხოვრებ ჯ-------ების ოჯახს, რადგან იქ ეგულებოდათ დიდი ოდენობით ფულადი თანხა. ამ განზრახვით ოთხივენი - მოწმე, გ-------------ე, ო-–--------ე და ტ------–------ე შეიკრიბნენ. გ----მ მიიტანა ავტომატები და ნიღბები. მათ გაიკეთეს ნიღბები და გადავიდნენ ჩუმად ჯ-------ების სახლის ეზოში, სადაც სახლის კარი დახვდათ დაკეტილი. კარის გაღებისა და იქ მყოფთა შეშინების მიზნით კარის საკეტს გ-------------ემ ესროლა რამოდენიმეჯერ, რის შემდეგაც დაზიანდა კარის საკეტი და ისინი შევარდნენ შიგნით. სახლში შესულებს დახვდათ ჯ-------ების ოჯახი. იქ მყოფ შედარებით ასაკიან ქალს გ-------------ის მიერ ნასროლი რამოდენიმე ტყვია შემთხვევით ჰქონდა მოხვედრილი. ამის მიუხედავად, მათ სიცოცხლის მოსპობისა და ავტომატური იარაღის მუქარით მოთხოვეს ჯ-------ებს მიეცა მათთვის ფული და ძვირფასეულობა, მაგრამ შიშისა და დაძაბულობის გამო მათ ვერაფერი უთხრეს. ამის შემდეგ მოწმემ და მისმა თანამზრახველებმა გაჩხრიკეს ჯ-------ების ბინა, სადაც იპოვეს ფული, ძვირფასეულობა, ტანსაცმელი და სხვადასხვა ნივთები, რომლებიც იყო მათი აზრით ღირებული, სწრაფად აიღეს და წამოვიდნენ. ამის შემდეგ მათ გაინაწილეს ნაყაჩაღარი ქონება და ფული. იარაღები და ნიღბები გ-------------ემ წაიღო შესანახად, რის შემდეგაც ისინი წავიდნენ სხვადასხვა მიმართულებით (ტომი III, ს.ფ. 149-155).

მოწმე დ. ე----ემ დაადასტურა გამოქვეყნებული ჩვენების სისწორე და დაეთანხმა მას.

იგივე ფაქტობრივი გარემოებები დადასტურდა მოწმეების ტ------–------ისა (ტომი II, ს.ფ. 154-157; ტომი III, ს.ფ. 1-3, 158-164) და გ-------------ის (ტომი II, ს.ფ. 8; 26-29; 123-126; 131-132; ტომი III, ს.ფ. 142-148) გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენებებით, რომლებსაც დაეთანხმნენ ისინი სასამართლოში დაკითხვისას.

პროკურორის შუამდგომლობით სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული იქნა დაზარალებულთა და მოწმეთა ჩვენებები, კერძოდ:

დაზარალებულ გ---–------ა ც---–---ის გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენებებით დასტურდება, რომ იგი 1----–-–---------–-------–--–---------------------–--–-------------------------------------------------ში, თავის მეუღლესთან - ნ--------–---–---ესთან ერთად. ხსენებულ პერიოდში მოწმე და მისი მეუღლე იმყოფებოდნენ რაიონში წასულები, სადაც შეიტყვეს, რომ მათი ბინა იყო გაქურდული. სახლში დაბრუნებისას მათ ნახეს, რომ ბინის ერთ-ერთი ფანჯრის რკინის ჟალუზი იყო გამოგლეჯილი და ქურდები ფანჯრიდან იყვნენ ბინაში შესულები. ბინაში ყველაფერი იყო გადმოყრილი. ბინიდან მოპარული იყო ტელევიზორი, მაგნიტოფონი, ტელეფონის აპარატი, ტანსაცმელი, ოქროს სამკაულები და სხვადასხვა ნივთები. დაზარალებულის განმარტებით, აღნიშნული ქურდობის გამო მის ოჯახს მიადგა საკმაოდ დიდი ოდენობის მატერიალური ზიანი, რაც არ ანაზღაურებულა (ტომი II, ს.ფ. 49-50; ტომი III, ს.ფ. 170-174).

დაზარალებულ ა-–--- კ---–---ის გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენებით დასტურდება, რომ 1995 წლის მაისის თვეში იგი ცხოვრობდა ქ. თბილისში, გ---------------------- კორპუსი, ბინა #48-ში. ხსენებულ პერიოდში, ერთ-ერთ დღეს დაზარალებული იმყოფებოდა სახლში თავის მშობლებთან - მ------------–---თან და ს----- კ---–---თან და ძმასთან - ჯ----–-----–---თან ერთად იმყოფებოდა სახლში, რა დროსაც ბინის აივნიდან ბინაში შემოვარდა ორი ნიღბიანი და ავტომატიანი მამაკაცი, რომლებმაც მოწმის მშობლებს აიძულეს იარაღის მუქარით გაეღოთ ბინაში შესასვლელი კარი. მათ მოწმის მშობლებმა გაუღეს კარი, საიდანაც ბინაში შევიდნენ კიდევ ორი ნიღბიანი პიროვნება ავტომატებით. მოწმე მაშინ იყო 11 წლის და საშინელი სტრესი განიცადა. ყაჩაღები მათ იარაღებს უშვერდნენ და ემუქრებოდნენ მოკვლით თუ ფულს არ მისცემდნენ. მ------------–---მა ყაჩაღებს სახლში არსებული მთელი თანხა მისცა და ეხვეწებოდა არ დაეხოცათ. ამის შემდეგ ოთხივე მათგანმა დაიწყო ბინის ჩხრეკა და რა ნივთებიც მოეწონათ, წაიღეს. როგორც მოწმეს ახსოვს, ფულის გარდა ყაჩაღებმა წაიღეს ჯ----–-----–---ის ტანსაცმელი, ს----- კ---–---ის ფეხსაცმელი, ძველი ტელევიზორის ე.წ. სტაბილიზატორი და სხვა ნივთები. როგორც მოწმისთვის ცნობილია, ხსენებული ოთხი თავდამსხმელიდან სამი დაკავებული იყო, ხოლო მეოთხე მიიმალა. მოწმის თქმით, თავდასხმის დროს სახლში იმყოფებოდნენ თვითონ, მამამისი და მისი ძმა, ხოლო დედა სახლში არ იმყოფებოდა. დაზარალებულისთვის მიყენებული ზიანი არავის აუნაზღაურებია. (ტომი III, ს.ფ. 165-169).

დაზარალებულ ე-–--- ჯ-------ის გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენებით დასტურდება, რომ იგი 1995 წლის 5 მაისს, ღამის საათებში იმყოფებოდა იმ დროისათვის მის საცხოვრებელ სახლში, მდებარე ქ-------–----------------------–---------------------------------ში, ოჯახის წევრებთან ერთად. დაახლოებით ღამის 01:00 საათზე სახლის ეზოს მხრიდან გაიგონა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის ხმა, შემდეგ დაინახა, რომ სახლის კარზე იყო ნახვრეტები, ასევე დედამისს ს---------------ს მხრის მიდამოდან სდიოდა სისხლი. უეცრად სახლში შევარდა ოთხი ნიღბიანი მამაკაცი, რომლებიც შეიარაღებულნი იყვნენ ავტომატებით. შემოვარდნის შემდეგ დაიწყეს ყვირილი, ითხოვდნენ ფულს და ოქროულობას. მოწმე შეშინებული იყო, რადგან დედა სასიკვდილოდ დაუჭრეს, რომელიც მის თვალწინ სისხლისგან იცლებოდა. ასევე მოწმეს ეშინოდა იმისიც, რომ სახლში იმყოფებოდა მისი მცირეწლოვანი შვილი და ყაჩაღებს არაფერი დაეშავებინათ მისთვის. შემოვარდნის შემდეგ ოთხივე ნიღბიანმა დაიწყო ბინის ჩხრეკა, რის შედეგადაც იპოვეს მოწმისა და მისი ოჯახის წევრების კუთვნილი ქურთუკები, საათები და ხელჩანთა. ასევე ცოტაოდენი ფულადი თანხა, რის შემდგომაც ოთხივენი წავიდნენ. დაზარალებულისთვის მიყენებული ზიანი არავის აუნაზღაურებია (ტომი III, ს.ფ. 129-133).

იგივე ფაქტობრივი გარემოებები დასტურდება დაზარალებულ ს---------------ის გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენებით (ტომი III, ს.ფ. 134-138).

მ------ კ-------ის (მ-------ის) გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენებით დასტურდება, რომ იგი ცხოვრობდა ქ-------–--------------------------------------ში, მშობლებთან ერთად. მათთან რამდენიმე დღე ცხოვრობდა დედამისის ძმა ვ-----–----------ე, რომელიც იყო აფხაზეთიდან ლტოლვილი. 1995 წლის 20 იანვარს მოწმე იყო ნასვამ მდგომარეობაში, რის გამოც სახლში მისვლისას დაწვა და დაიძინა. დაახლოებით ღამის 02:00 საათზე მოწმე გააღიძა ვიღაცამ და ჰკითხა თუ სად ჰქონდა ფული და ოქრო. მოწმეს ეგონა, რომ მეგობრები ეხუმრებოდნენ და აპირებდა ძილის გაგრძელებას, რა დროსაც თავში მოხვდა მძიმე საგანი. მას თავზე ორი ნიღბიანი კაცი დაადგა, რომელთაგან ერთს ეჭირა ავტომატური იარაღი, ხოლო მეორეს ხელყუმბარა და ,,მაკაროვის“ სისტემის იარაღი. მათ მოწმეს არ მისცეს წამოდგომის საშუალება, ემუქრებოდნენ მოკვლით და ეკითხებოდნენ თუ სად ჰქონდა ფული და ოქრო. მოწმემ მესამე პიროვნებაც დაინახა ოთახში. ორი მამაკაცი შედიოდა და გადიოდა ოთახებში, ხოლო მესამე მუდმივად თავზე ედგა. თუ რა ხდებოდა მეორე ოთახში, სადაც მისი ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ, მოწმე ვერ ხედავდა. თავდამსხმელები დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში ჩხრეკდნენ სახლს. მათ ყაჩაღობის შედეგად წაიღეს მაგნიტოფონი ,,დელტა“, რომელიც მოწმის ბიძას ეკუთვნოდა, ერთი ცალი სამეურნეო ჩანთა და სხვა ნივთები. ამის შემდეგ მოწმეს შეუკრეს ხელები და დაემუქრნენ ხმა არ ამოეღო, რის შემდეგაც ბინიდან სწრაფად წავიდნენ. შემდეგ მოწმემ მეორე ოთახში ნახა, რომ ბიძამისი ძირს უგონოდ ეგდო, რომელსაც თავი ჰქონდა გატეხილი და სისხლი მოსდიოდა. მას ფეხები ჰქონდა შეკრული მოწმემ გაუხსნა ბიძამისს ფეხები და დაუძახა მეზობლებს, რომელსაც მოგვიანებით სასწრაფო დახმარებამ აღმოუჩინა დახმარება. მოწმის თქმით თავდამსხმელები იყვნენ ოთხნი (ტომი I, ს.ფ. 174-176).

მოწმე ნ-----------–--------–---–ის გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენებით დასტურდება, რომ 1----–-–----- აპრილს ცხოვრობდა ქ-------–--–--------------------------------------ში და მის მეზობლად ცხოვრობდა ნ--------–---–---ის ოჯახი. ხსენებულ დღეს, დილის საათებში მოწმემ შეიტყო, რომ ნ--------–---–---ის ბინა გაქურდული იყო. ამის შესახებ ლაპარაკობდნენ მეზობლები. ქურდობის დროს ც---–---ეები იმყოფებოდნენ ბათუმში. მოწმე მივიდა ბინის დასავლეთის მხარეს არსებულ ფანჯარასთან და ნახა, რომ ფანჯრის რკინის გისოსი გამოგლეჯილი და მიყუდებული იყო კედელზე, დაბლა. თვითონ ფანჯარა კი ღია მდგომარეობაში იყო. მოწმის განმარტებით, ცხადი იყო, რომ ღამით ვიღაცამ გაქურდა ნ. ც---–---ის ბინა (ტომი II, ს.ფ. 42-43).

ნ. ც---–---ის ბინის ქურდობის ფაქტი დასტურდება ასევე მოწმეების თ------------ის (ტომი II, ს.ფ. 51-52) და ზ--------–----–---–ის (ტომი II, ს.ფ. 53-54) გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენებებით, რომლებიც შემთხვევის დღეს იყვნენ ნ. ც---–---ის მეზობლები.

მოწმე მ-----------ას გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენებით დასტურდება, რომ იგი 1----–-–---------ს ცხოვრობდა ქ-------–--–----------------------------------------ში. ხსენებულ დღეს, დაახლოებით ღამის 01:15 საათზე მოწმე გააღვიძა სროლის ხმამ. მოწმე ადგა და გაიხედა ფანჯარაში, რა დროსაც კიდევ მოესმა ერთი გასროლის ხმა. მოწმე მიხვდა, რომ ყოველივე ეს ხდებოდა მისი მეზობლის - ჯ-------ების ეზოში. მოწმემ ასევე დაინახა ჯ-------ების ეზოსთან ქუჩაში მათი მეზობლები ელენა უმუდუმოვა და ალიკა კირილოვი, რომლებიც სროლის ხმაზე გაიქცნენ თავისი სახლებისკენ. მოწმე შეშინდა და გარეთ ვერ გავიდა, ხოლო ცოტა ხნის შემდეგ ელენა ჯ-------ი გარეთ გამოვიდა და დაიწყო ყვირილი. მოწმე გავიდა გარეთ და მივიდა მათთან, იქ მოგროვდნენ სხვა მეზობლებიც. მოწმისთვის ცნობილი გახდა დაზარალებულებისგან, რომ მათ თავს დაესხა ოთხი შეიარაღებული ბოროტმოქმედი, რომლებმაც წაართვეს ფული და ტანსაცმელი და მიიმალნენ. მოწმემ ასევე ნახა, რომ ს---------------ი დაჭრილი იყო მარცხენა მკლავში და სდიოდა სისხლი (ტომი I, ს.ფ. 93).

ო-–--------ის მიმართ წარდგენილი ბრალადშერაცხული ქმედება ასევე დადასტურდა საქმეში არსებული შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით, განაჩენით და სხვა წერილობითი მტკიცებულებებით.

ამდენად, სასამართლოში გამოკვლეულ მტკიცებულებათა ანალიზით ცალსახად დასტურდება, რომ ო-–--------ემ ჩაიდინა: ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა მოქალაქეთა პირადი ქონების დაუფლების მიზნით, რასაც თან ერთვის სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობა ან ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარა, ჩადენილი პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით, ბინაში შეღწევით; ცეცხლსასროლი იარაღის (გარდა სანადირო გლუვლულიანისა) საბრძოლო მასალის ან ფეთქებად ნივთიერებათა სათანადო ნებართვის გარეშე შეძენა ან ტარება, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ ტარება, შენახვა, გადაგზავნა, გადაზიდვა, შეძენა დამზადება ან გასაღება; ქურდობა, ესე იგი მოქალაქეთა პირადი ქონების ფარული გატაცება, ბინაში შეღწევით, ჩადენილი პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით; ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა მოქალაქეთა პირადი ქონების დაუფლების მიზნით, რასაც თან ერთვის სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობა ან ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარა, ჩადენილი პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით, ბინაში შეღწევით, იმის მიერ, რომელსაც წინათ ჩადენილი აქვს ყაჩაღობა, სახელმწიფო, საზოგადოებრივი ან მოქალაქეთა პირადი ქონების დაუფლების მიზნით; ცეცხლსასროლი იარაღის (გარდა სანადირო გლუვლულიანისა) საბრძოლო მასალის ან ფეთქებად ნივთიერებათა სათანადო ნებართვის გარეშე შეძენა ან ტარება, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ ტარება, შენახვა გადაგზავნა, გადაზიდვა, შეძენა დამზადება ან გასაღება; ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა მოქალაქეთა პირადი ქონების დაუფლების მიზნით, რასაც თან ერთვის სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობა ან ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარა, ჩადენილი პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით, ბინაში შეღწევით, იმის მიერ, რომელსაც წინათ ჩადენილი აქვს ყაჩაღობა, სახელმწიფო, საზოგადოებრივი ან მოქალაქეთა პირადი ქონების დაუფლების მიზნით; ცეცხლსასროლი იარაღის (გარდა სანადირო გლუვლულიანისა) საბრძოლო მასალის ან ფეთქებად ნივთიერებათა სათანადო ნებართვის გარეშე შეძენა ან ტარება, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ ტარება, შენახვა, გადაგზავნა, გადაზიდვა, შეძენა დამზადება ან გასაღება.

სასამართლოს მიაჩნია, რომ მტკიცებულებები ერთმანეთთან შეთანხმებულია და საკმარისია ო-–--------ის მიერ აღნიშნული ქმედების ჩადენის დასადასტურებლად.

ო-–--------ის სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო მხდეველობაში იღებს იმ გარემოებებს, რომ განსასჯელმა თავი აარიდა სასამართლოში გამოცხადებას, ხოლო პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები არ გააჩნია.

ამასთან, საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ დანაშაულის ჩადენიდან განაჩენის გამოტანამდე სისხლის სამართლის კანონი რამდენჯერმე შეიცვალა, გამოიყენება ყველაზე მსუბუქი კანონი. ამავე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სისხლის სამართლის კანონს, რომელიც აუქმებს ქმედების დანაშაულებრიობას ან ამსუბუქებს სასჯელს, აქვს უკუძალა.

მოცემულ შემთხვევაში, აღნიშნულ ნორმებზე დაყრდნობით, საქართველოს რესპუბლიკის სსკ-ის 150-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით (1960 წლის რედაქციით; 1----–-–----- აპრილის ეპიზოდი) გამოყენებულ უნდა იქნეს სისხლის სამართლის კოდექსის მოქმედი რედაქცია, რამდენადაც დღეს მოქმედი რედაქცია აღნიშნული დანაშაულისთვის ითვალისწინებს უფრო მსუბუქ სასჯელს და ო-–--------ის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს რესპუბლიკის სსკ-ის 150-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებიდან (1960 წლის რედაქციით; 1----–-–----- აპრილის ეპიზოდი) უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ პუნქტებით (მოქმედი რედაქციით).

ამასთანავე, ვინაიდან საქართველოს რესპუბლიკის სსკ-ის 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი, მე-4 და მე-5 პუნქტებით (1960 წლის რედაქციით) გათვალისწინებული დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთას 6-დან 15 წლამდე, ხოლო მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსი ანალოგიური დანაშაულისთვის (სსკ 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ პუნქტებით) სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 8-დან 12 წლამდე, ო-–--------ის მიმართ ამ შემთხვევაშიც იმოქმედებს კანონის უკუძალა და იგი ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს რესპუბლიკის სსკ-ის 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი, მე-4 და მე-5 პუნქტებით (1960 წლის რედაქციით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახით განესაზღვრება მოქმედი კოდექსით გათვალისწინებული თავისუფლების აღკვეთა 8 წლის ვადით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ო-–--------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს რესპუბლიკის სსკ-ის 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი და მე-5 პუნქტებით და ამავე კოდექსის 238-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილებით (1960 წლის რედაქციით; 1995 წლის 9 იანვრის ეპიზოდი), სსკ-ის 150-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით (1960 წლის რედაქციით; 1----–-–----- აპრილის ეპიზოდი); სსკ-ის 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი, მე-4 და მე-5 პუნქტით გათვალისწინებული დანაშაული და ამავე კოდექსის 238-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილებით (1960 წლის რედაქციით; 1995 წლის 01 მაისის ეპიზოდი); სსკ-ის 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი, მე-4 და მე-5 პუნქტებით (1960 წლის რედაქციით; 1995 წლის 04 მაისის ეპიზოდი) გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის და სასჯელის სახით განესაზღვროს:

საქართველოს რესპუბლიკის სსკ-ის 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი და მე-5 პუნქტებით (1960 წლის რედაქციით; 1995 წლის 9 იანვრის ეპიზოდი), - თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) წლის ვადით. 2012 წლის 28 დეკემბრის ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, ო-–--------ეს დანიშნული სასჯელი შეუმცირდეს ერთი მეოთხედით და საბოლოოდ განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით;

საქართველოს რესპუბლიკის სსკ-ის 238-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილებით (1960 წლის რედაქციით; 1995 წლის 9 იანვრის ეპიზოდი), - თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) წლის ვადით. 2012 წლის 28 დეკემბრის ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, ო-–--------ეს დანიშნული სასჯელი შეუმცირდეს ერთი მეოთხედით და საბოლოოდ განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით;

ო-–--------ის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს რესპუბლიკის სსკ-ის 150-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებიდან (1960 წლის რედაქციით; 1----–-–----- აპრილის ეპიზოდი) გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ პუნქტებზე (მოქმედი რედაქცია). ო-–--------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის (მოქმედი რედაქცია; 1----–-–----- აპრილის ეპიზოდი) და სასჯელის სახით განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით. 2012 წლის 28 დეკემბრის ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, ო-–--------ეს დანიშნული სასჯელი შეუმცირდეს ერთი მეოთხედით და საბოლოოდ განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით;

სსკ-ის 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი, მე-4 და მე-5 პუნქტებით (1960 წლის რედაქციით; 1995 წლის 01 მაისის ეპიზოდი), - თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) წლის ვადით. 2012 წლის 28 დეკემბრის ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, ო-–--------ეს დანიშნული სასჯელი შეუმცირდეს ერთი მეოთხედით და საბოლოოდ განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით;

საქართველოს რესპუბლიკის სსკ-ის 238-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილებით (1960 წლის რედაქციით; 1995 წლის 01 მაისის ეპიზოდი), - თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) წლის ვადით. 2012 წლის 28 დეკემბრის ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, ო-–--------ეს დანიშნული სასჯელი შეუმცირდეს ერთი მეოთხედით და საბოლოოდ განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით;

სსკ-ის 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი, მე-4 და მე-5 პუნქტებით (1960 წლის რედაქციით; 1995 წლის 04 მაისის ეპიზოდი), - თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) წლის ვადით. 2012 წლის 28 დეკემბრის ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, ო-–--------ეს დანიშნული სასჯელი შეუმცირდეს ერთი მეოთხედით და საბოლოოდ განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით;

საქართველოს სსკ 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს რესპუბლიკის სსკ-ის 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი და მე-5 პუნქტებით (1960 წლის რედაქციით; 1995 წლის 9 იანვრის ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს დანარჩენი დანაშაულებებისთვის დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ ო-–--------ეს სასჯელის სახით განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით.

ო-–--------ეს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის აღსრულების მიზნით მისი დაკავების მომენტიდან.

განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდეს გამოცხადებისთანავე.

განაჩენი ბრალდების მხარის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კო-–--იის მეშვეობით.

განაჩენი მსჯავრდებულ ო-–--------ის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს მისი დაპატიმრებიდან ან სათანადო ორგანოებში გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ან განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თუ მსჯავრდებული ითხოვს სააპელაციო საჩივრის განხილვას მისი დასწრების გარეშე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კო-–--იის მეშვეობით.

 

მოსამართლე:

ლ. ორკოდაშვილი