გადაწყვეტილება

სამოქალაქო 13.09.2018
საქმის ნომერი
210210117002053047
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
13.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

210210117002053047

საქმე №2/694-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

13.09.2018 წელი ქ. სიღნაღი

შესავალი ნაწილი

სიღნაღის რაიონული სასამართლო

მოსამართლე პაატა ნოზაძე

სხდომის მდივანი - ნათია გოჩიტაშვილი;

განმცხადებელი: სს. „ კ------- ბანკი “;

წარმომადგენელი: ქ----------–---–ი;

მოპასუხე: ო--------------------ი; რ---------------ი; გ-----–----------ა.

დავის საგანი: თანხის დაკისრება;

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1.სარჩელის მოთხოვნები:

 

1.1.მოპასუხეებს ო--------------------ს, რ---------------სა და გ-----–----------ას მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ 4458.76 (ოთხი ათას ოთხას ორმოცდათვრამეტი და სამოცდათექვსმეტი) აშშ დოლარის გადახდა, აქედან ძირი თანხა შეადგენს 3 375 (სამი ათას სამას სამოცდათხუთმეტი) აშშ დოლარს, სესხზე დარიცხული პროცენტი 489.43 (ოთხას ოთხმოცდაცხრა და ორმოცდასამი) აშშ დოლარს, დაზღვევა 82.45 (ოთხმოცდაორი და ორმოცდახუთი) აშშ დოლარს, ჯარიმა 511.88 (ხუთას თერთმეტი და ოთხმოცდარვა) აშშ დოლარს.

 

სარჩელის დასაბუთება

 

2016 წლის 21 აპრილს სს ,,კ------- ბანკსა“ და ო--------------------ს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მას ისესხა 4 500 (ოთხი ათას ხუთასი) აშშ დოლარი 20 თვის ვადით, 1.14% ყოველთვიური საპროცენტო სარგებლით. გრაფიკით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში გადაუხდელ ძირ თანხას დაერიცხება ჯარიმა ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაგვიანებული გადაუხდელი ძირი თანხის 5%, ან თუ გადაუხდელი ძირი თანხის 5% არის 2 ლარზე ნაკლები, მაშინ ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაერიცხება ჯარიმა 2 ლარი, ხოლო დანარჩენ მომდევნო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელ ძირ თანხას დაერიცხება ჯარიმა დაგვიანებული გადასახდელი ძირი თანხის 0.27%-ის ოდენობით (პირგასამტეხლოს დარიცხვა მოხდება მხოლოდ მაქსიმუმ 150 დღის განმავლობაში ყოველ ვადაგადაცილებაზე). ასევე, სესხის ხელშეკრულების მე-6 მუხლის თანახმად მსესხებელი ვალდებულია ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში გადაიხადოს სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვევო შენატანი.

 

მსესხებელს ჰყავს ორი თავდები. კერძოდ, 2016 წლის 15 აპრილს დაიდო თავდებობის ხელშეკრულებები, რომლითაც მოპასუხეებმა რ---------------მა და გ-----–----------მა იკისრეს ვალდებულება კრედიტორის წინაშე სოლიდარულად დაფარონ ძირითადი მოვალის დავალიანება, მაშინაც, კი როცა ადგილი არ ექნება იძულებითი აღსრულების მცდელობას ძირითადი მოვალის მიმართ, ხოლო თუ მსესხებელმა გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა, თავდები ვალდებულია თვითონ გადაიხადოს ძირითადი მოვალის გადასახდელი თანხა.

 

მსესხებელს და თავდბებს 2016 წლის 21 დეკემბრის სესხის გადახდის გრაფიკით გათვალისწინებული თანხა 2016 წლის 22 დეკემბრიდან დღემდე არ გადაუხდიათ შესაბამისად, მსესხებლის და თავდების მიერ დარღვეული იქნა სესხის და თავდებობის ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებები. მსესხებელი და თავდებები არაერთხელ იქნენ გაფრთხილებულები როგორც ზეპირი, აგრეთვე სატელეფონო შეტყობინებებით და გაფრთხილების წერილების ჩაბარების გზით. მიუხედავად ამისა, სესხი არ იქნა გადახდილი, არც მიუღიათ რაიომე ზომები სესხის დროულად და ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში გადასახდელად.

 

ამასთან შპს ,,მ---- კ-------მ“ 2016 წლის სექტემბერში შეიცვალა სამართლებრივი ფორმა და გარდაიქმნა სააქციო საზოგადოება ,,მ---- კ-------დ“, ხოლო უკვე 2017 წლის მარტში შეიცვალა დასახელება და გახდა სს ,,კ------- ბანკი“.

 

2. მოპასუხეების პოზიცია

 

2.1. მოპასუხეების წარმომადგეენლმა მოსამზადებელ სხდომაზე სასარჩელო მოთხოვნები ცნეს ნაწილობრივ, კერძოდ ძირი თანხის 3 375 აშშ დოლარის, და პროცენტი ცნო ნაწილობრივ 200 აშშ დოლარის ოდენობით, ხოლო სასარჩელო მოთხოვნების დანარჩენი ნაწილი არ ცნეს.

 

3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. 2016 წლის 21 აპრილს სს ,,კ------- ბანკსა“ და ო--------------------ს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მას ისესხა 4 500 (ოთხი ათას ხუთასი) აშშ დოლარი 20 თვის ვადით, 1.14% ყოველთვიური საპროცენტო სარგებლით. გრაფიკით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში გადაუხდელ ძირ თანხას დაერიცხება ჯარიმა ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაგვიანებული გადაუხდელი ძირი თანხის 5%, ან თუ გადაუხდელი ძირი თანხის 5% არის 2 ლარზე ნაკლები, მაშინ ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაერიცხება ჯარიმა 2 ლარი, ხოლო დანარჩენ მომდევნო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელ ძირ თანხას დაერიცხება ჯარიმა დაგვიანებული გადასახდელი ძირი თანხის 0.27%-ის ოდენობით (პირგასამტეხლოს დარიცხვა მოხდება მხოლოდ მაქსიმუმ 150 დღის განმავლობაში ყოველ ვადაგადაცილებაზე). ასევე, სესხის ხელშეკრულების მე-6 მუხლის თანახმად მსესხებელი ვალდებულია ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში გადაიხადოს სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვევო შენატანი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

– სესხის ხელშეკრულება;

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.2. მსესხებელს ჰყავს ორი თავდები. კერძოდ, 2016 წლის 15 აპრილს სს ,, კ------- ბანკსა“ და მოპასუხეებს რ---------------ს და გ-----–----------ს შორის დაიდო თავდებობის ხელშეკრულებები, რომლითაც მოპასუხეებმა რ---------------მა და გ-----–----------მა იკისრეს ვალდებულება კრედიტორის წინაშე სოლიდარულად დაფარონ ძირითადი მოვალის დავალიანება, მაშინაც, კი როცა ადგილი არ ექნება იძულებითი აღსრულების მცდელობას ძირითადი მოვალის მიმართ, ხოლო თუ მსესხებელმა გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა, თავდები ვალდებულია თვითონ გადაიხადოს ძირითადი მოვალის გადასახდელი თანხა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

– თავდებობის ხელშეკრულებები;

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.3. მსესხებელს და თავდბებს 2016 წლის 21 დეკემბრის სესხის გადახდის გრაფიკით გათვალისწინებული თანხა 2016 წლის 22 დეკემბრიდან დღემდე არ გადაუხდიათ შესაბამისად, მსესხებლის და თავდების მიერ დარღვეული იქნა სესხის და თავდებობის ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

– სესხის ხელშეკრულება;

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- სესხის გადახდის გრაფიკი;

 

3.4. 2017 წლის 01 აგვისტოს ცნობის თანახმად, მოპასუხეებს ო--------------------ს, რ---------------ს და გ-----–----------ას დავალიანება სს ,,კ------- ბანკის“ მიმართ 2016 წლის 21 აპრილის სესხის და 2016 წლის 15 აპრილის თავდებობის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე შეადგენს 4 458.76 (ოთხი ათას ოთხას ორმოცდათვრამეტი და სამოცდათევსმეტი) აშშ დოლარს, აქედან ძირი თანხა შეადგენს 3 375 (სამი ათას სამოცდათხუთმეტი) აშშ დოლარს, სესხზე დარიცხული პროცენტი 489.43 (ოთხას ოთხმოცდაცხრა და ორმოცდასამი) აშშ დოლარს, დაზღვევა 82.45 (ოთხმოცდაორი და ორმოცდახუთი) აშშ დოლარს და ჯარიმა 511.88 (ხუთას თერთმეტი და ოთხმოცდარვა) აშშ დოლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

– სესხის ხელშეკრულება;

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- ცნობა დავალიანების შესახებ;

 

3.5. მსესხებელი და თავდებები არაერთხელ იქნენ გაფრთხილებულები როგორც ზეპირი, აგრეთვე სატელეფონო შეტყობინებებით და გაფრთხილების წერილების ჩაბარების გზით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

– გაფრთხილების წერილები;

 

3.6. შპს ,,მ---- კ-------მ“ 2016 წლის სექტემბერში შეიცვალა სამართლებრივი ფორმა და გარდაიქმნა სააქციო საზოგადოება ,,მ---- კ-------დ“, ხოლო უკვე 2017 წლის მარტში შეიცვალა დასახელება და გახდა სს ,,კ------- ბანკი“.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

– ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან;

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1 სასამართლომ განიხილა სარჩელი, მოისმინა მხარეთა მოსაზრებანი და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა და საქმეში არსებული მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც იხელმძღვანელა სასამართლომ

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-103-ე მუხლები, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 411–ე, 417-418-ე, 420-ე, 625-ე, 867-868-ე, მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის თანახმად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის თანახმად, სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი. ამავე კოდექსის 403-ე მუხლით, მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია, გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პროცენტი, თუ კრედიტორს, სხვა საფუძვლიდან გამომდინარე, უფრო მეტის მოთხოვნა არ შეუძლია.

 

დადგენილია და მოპასუხეც არ უარყოფს, რომ მის მიერ დარღვეული იქნა საკრედიტო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები, კერძოდ გადაცილებული იქნა სესხის დაფარვის ვადები და ამჟამად ერიცხება დავალიანება ბანკის მიმართ. ბანკის მიერ გაგზავნილი იქნა გაფრთხილების წერილები და მიუხედავად ამისა ვალდებულებების შესრულება არ მომხდარა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ამრიგად მოსარჩელე უფლებამოსილია მოითხოვოს ვალდებულების შესრულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის თანახმად: თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. ამავე კოდექსის 464-ე მუხლის მიხედვით: სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის 1-ი ნაწილის თანახმად: თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.

 

ამავე კოდექსის 892-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით: თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3-ე მუხლის 2-ე ნაწილის თანახმად, მოპასუხეს შეუძლია ცნოს სარჩელი, ხოლო 208-ე მუხლის 3-ე ნაწილის მიხედვით, სარჩელის ცნობა მისი დაკმაყოფილების საფუძველია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ასეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.

 

მოპასუხეებმა სარჩელი ცნეს ძირი თანხის 3 375 აშშ დოლარის ნაწილში, პროცენტი ცნეს ნაწილობრივ 200 აშშ დოლარის ოდენობით და შესაბამისად მოპასუხეს უნდა დაეკისროს როგორც სესხის ძირი თანხა, ისე მითითებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პროცენტი სარჩელის ცნობის საფუძვლით.

 

6.2. პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნაზე სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის.

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეების მიერ ხელშეკრულებით შეთანხმებული იქნა პირგასამტეხლო ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. მსესხებლის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეს უფლება აქვს მოსთხოვოს მსესხებელს პირგასამტეხლოს გადახდა. ამასთან, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი და შეთანხმებული პირგასამტეხლო ვალდებულების შეუსრულებლობისათვის არის შეუსაბამოდ მაღალი და უნდა მოხდეს მისი შემცირება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ამის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს ათჯერ.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრისას სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი იქნა 319.81 ლარი და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით 50 ლარი, შსს მომსახურების სააგენტოდან ავტომანქანის სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის აღებისათვის გაწეული ხარჯის - 37 ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს ეთქვა უარი. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, თუ სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.

 

იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ, ძირი თანხის და ნაწილობრივ დარიცხული პროცენტის ნაწილში, ამ ნაწილში მოპასუხე თავისუფლდება ბაჟის გადახდისაგან. მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი. მოსარჩელემ წარმოადგინა ბაჟის სახით გადახდილი იქნა 319.81 ლარი და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით 50 ლარი, შსს მომსახურების სააგენტოდან ავტომანქანის სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის აღებისათვის გაწეული ხარჯის - 37 ლარის ოდენობით და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლიდან გამომდინარე მოპასუხე მხარემ უნდა მოახდინოს მოსარჩელის მიერ გაწეული ხარჯის ანაზღაურება.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 39-ე, 41-ე, 49-ე, 53-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-ე, 250-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. სს ,, კ------- ბანკის ” სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

1.1.მოპასუხეებს ო--------------------ს, რ---------------ს და გ-----–----------ას სს ,,კ------- ბანკის“ სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ: 3 988.06 (სამი ათას ცხრაას ოთხმოცდარვა აშშ დოალრი და ექვსი ცენტი) აშშ დოლარის (მათ შორის ძირი თანხა - 3 375 აშშ დოლარის, პროცენტის - 489.43 აშშ დოლარის, დაზღვევის - 82.45 აშშ დოლარის და ჯარიმის - 51.18 აშშ დოლარის) გადახდა.

 

დარჩენილ მოთხოვნაზე მოსარჩელეს უარი ეთქვას.

 

2. სს ,,კ------- ბანკის“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 265 (ორას სამოცდა ხუთი) ლარი.

 

საგადასახადო დავალება N663, თარიღი: 14.08.2017 წელი, გადამხდელის ბანკი: სს ,,კ------- ბანკი“ ხაზინის ერთიანი ანგარიში, ბანკის კოდი TRESGE22; სახაზინო კოდი 300523150, საგადასახადო დავალება, გადასახადის გადამხდელის დასახელება : სს,, კ------- ბანკი “ ს/კ 205232238. გადახდილი თანხა 319.81 (სამას ცხრამეტი ლარი და ოთხმოცდაერთი თეთრი) ლარი.

 

3. მოპასუხეებს ო--------------------ს, რ---------------ს და გ-----–----------ას სს ,,კ------- ბანკის“ სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ მოსარჩელის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის ანაზღაურება 25 (ოცდა ხუთი) ლარი, სარჩელის უზრუნველყოფაზე გადახდილი -50 (ორმოცდაათი) ლარის და შსს მომსახურების სააგენტოდან ავტომანქანის სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის აღებისათვის გაწეული ხარჯის - 37 ლარის გადახდა.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემიდან 14 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში (მდებარე ქ. თბილისი 0159, გრიგოლ რობაქიძის გამზირი, №7ა) სიღნაღის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდებარე ქ. სიღნაღი, ცოტნე დადიანის ქ. №15) სააპელაციო საჩივრის შემოტანის გზით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სიღნაღის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია.

 

მოსამართლე პაატა ნოზაძე