გადაწყვეტილება

სამოქალაქო 14.09.2018
საქმის ნომერი
170210018002424652
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
14.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1-----------------

საქმე №2/89-18

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლო

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

14 სექტემბერი, 2018 წელი ქ. თეთრიწყარო

 

შესავალი ნაწილი

 

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუა

სხდომის მდივანი ქეთევან გოგიაშვილი-მჭედლიშვილი

 

მოსარჩელე - ს------–-------------ი“ (ს/ნ 2--------)

წარმომადგენელი - ნ----------------ი

მოპასუხეები - ა--------------–-–---ი, შ------------------ი, ვ-–-----------------–--ე, ს-------------------ი

თარჯიმანი: ზ------------------ი, ე-–--------------ი

 

დავის საგანი: თანხის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1.სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ა--------------–-–---ის, შ------------------ის, ვ-–-----------------–--ის და ს-------------------ისათვის სოლიდარულად გადასახდელად 27 478.90 ლარის დაკისრება.

1.2. ა--------------–-–--ისათვის 2 119. 09 ლარის დაკისრება.

1.3. ა--------------–-–---ის, შ------------------ის, ვ-–-----------------–--ის და ს-------------------ისათვის სოლიდარულად გადასახდელად მოსარჩელის მიერ საფოსტო-საკურიერო მომსახურებისათვის გადახდილი 60.00 ლარის დაკისრება.

 

სარჩელის საფუძვლები

 

სარჩელის თანახმად, სს "ლ-------------სა" და ა--------------–---ს შორის 2016 წლის 10 მარტს გაფორმებულ იქნა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება #-------, შემდეგი პირობებით: კრედიტის მოცულობა - 15 000 ლარი; კრედიტის მოქმედების ვადა - 28 თვე; წლიური საპროცენტო განაკვეთი - 30.00%; ვადაგადაცილების პირგასამტეხლო - ვადაგადაცილებული თანხის 1.0% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე; საბანკო კრედიტის ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებები, კერძოდ: 2016 წლის 10 მარტს სს "ლ-------------სა'და შ------------------ს შორის გაფორმებულ იქნა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება #7-----, რის საფუძველზეც მხარემ იკისრა სოლიდარული თავდებობა. თავდებობის მაქსიმალური ოდენობა შეადგენს 15 450 ლარს.

 

ასევე, 2016 წლის 10 მარტს სს "ლ-------------სა'და ვ-–-----------------–--ეს შორის გაფორმებულ იქნა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება #7-----, რის საფუძველზეც მხარემ იკისრა სოლიდარული თავდებობა. თავდებობის მაქსიმალური ოდენობა შეადგენს 15 450 ლარს.

 

ასევე, 2016 წლის 10 მარტს სს "ლ-------------სა'და ს-------------------ს შორის გაფორმებულ იქნა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება #7-----, რის საფუძველზეც მხარემ იკისრა სოლიდარული თავდებობა. თავდებობის მაქსიმალური ოდენობა შეადგენს 15 450 ლარს.

 

კრედიტის დაფარვა უნდა მომხდარიყო ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკით გათვალისწინებული წესითა და საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით, რაც მსესხებლისა და მისი თავდების მიერ არ შესრულებულა.

 

2016 წლის 12 ოქტომბრიდან მოპასუხეებმა დაარღვიეს სესხის გადახდის გრაფიკი, შესაბამისად აღნიშნული პერიოდიდან ერიცხებათ პირგასამტეხლო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

2018 წლის 19 აპრილის მდგომარეობით სს "ლ-------------ი"-ს წინაშე მათმა დავალიანებამ შეადგინა 27 478.90 ლარი, საიდანაც ძირი თანხაა 15 000 ლარი, პროცენტი 7978.90 ლარი და ვადაგადაცილების ჯარიმა 4 500 ლარი.

 

მოპასუხეებს გაეგზავნათ წერილობითი გაფრთხილებები და მიეცათ დამატებითი ვადა დავალიანების ნებაყოფლობით დაფარვისათვის, თუმცა, ამას შედეგი არ მოჰყოლია.

 

გარდა ამისა, 2016 წლის 22 მარტს სს "ლ-------------"-ს და მოპასუხე ა--------------–-–---ს შორის გაფორმდა საკრედიტო ბარათით მომსახურების ხელშეკრულება N#G--------------------------, რომლის თანახმადაც მსესხებელს განესაზღრა 1500 ლარიანი საკრედიტო ლიმიტი, მოქმედების ვადა 12 თვე, ხოლო კრედიტის წლიური საპრცენტიო განაკვეთი 60.00%. ამავე ხელშეკრულებით განისაზღვრა ვადაგადაცილების საჯარიმო პროცენტი, რომელიც შეადგენს 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ათვისებული საკრედიტო ლიმიტიის მთლიანი თანხიდან.

 

სარჩელის თანახმად, ა---------------მა 2016 წლის 26 ნოემბრიდან დაარღვია საკრედიტო ბარათის დაფარვის გრაფიკი, რის შედეგადაც სს "ლ-------------ი"-ს წინაშე ერიცხება სასესხო დავალიანება, რომელიც 2018 წლის 19 აპრილის მდგომარეობით შეადგენს 2119.09 ლარს, საიდანაც საკრედიტო ბარათის ძირითადი თანხაა: 1 500 ლარი, საკრედიტო ბარათზე დარიცხული პროცენტი 619.09 ლარი.

 

მსესხებელი ინფორმირებულია აღნიშნული ვალდებულების შესახებ, მას მიეცა დამატებითი ვადა, თუმცა აღნიშნულმა შედეგი ვერ გამოიღო.

 

სს "ლ-------------მა" მიზანშეწონილად მიიჩნია, დარღვეული უფლების აღდგენის მიზნით, მსესხებლის მიმართ არსებული მოთხოვნა დაიკმაყოფილოს სასამართლოს მეშვეობით.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხეებმა - ა--------------–-–---მა წერილობით შესაგებელში, ხოლო მოპასუხე შ------------------მა, ვ-–-----------------–--ემ და ს-------------------მა სასამართლო სხდომაზე სარჩელი სრულად სცნეს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. სს "ლ-------------სა" და ა--------------–---ს შორის 2016 წლის 10 მარტს გაფორმებულ იქნა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება #-------, შემდეგი პირობებით: კრედიტის მოცულობა - 15 000 ლარი; კრედიტის მოქმედების ვადა - 28 თვე; წლიური საპროცენტო განაკვეთი - 30.00%; ვადაგადაცილების პირგასამტეხლო - ვადაგადაცილებული თანხის 1.0% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება # 5------ (ს.ფ.16-20 )

- სესხის დაფარვის გრაფიკი (ს.ფ. 21 )

 

3.1.2. საბანკო კრედიტის ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებები, კერძოდ: 2016 წლის 10 მარტს სს "ლ-------------სა'და შ------------------ს შორის გაფორმებულ იქნა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება #7-----, რის საფუძველზეც მხარემ იკისრა სოლიდარული თავდებობა. თავდებობის მაქსიმალური ოდენობა შეადგენს 15 450 ლარს.

 

ასევე, 2016 წლის 10 მარტს სს "ლ-------------სა'და ვ-–-----------------–--ეს შორის გაფორმებულ იქნა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება #7-----, რის საფუძველზეც მხარემ იკისრა სოლიდარული თავდებობა. თავდებობის მაქსიმალური ოდენობა შეადგენს 15 450 ლარს.

 

ასევე, 2016 წლის 10 მარტს სს "ლ-------------სა'და ს-------------------ს შორის გაფორმებულ იქნა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება #7-----, რის საფუძველზეც მხარემ იკისრა სოლიდარული თავდებობა. თავდებობის მაქსიმალური ოდენობა შეადგენს 15 450 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

- თავდებობის ხელშეკრულება #7----- (ს.ფ. 23-25)

- თავდებობის ხელშეკრულება #7----- (ს.ფ. 27-29)

- თავდებობის ხელშეკრულება #7----- (ს.ფ. 31-33)

 

3.1.3.კრედიტის დაფარვა უნდა მომხდარიყო ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკით გათვალისწინებული წესითა და საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით. 2016 წლის 12 ოქტომბრიდან მოპასუხეებმა დაარღვიეს სესხის გადახდის გრაფიკი, შესაბამისად აღნიშნული პერიოდიდან ერიცხებათ პირგასამტეხლო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ხოლო, 2018 წლის 19 აპრილის მდგომარეობით სს "ლ-------------ი"-ს წინაშე მოპასუხეების დავალიანებამ შეადგინა 27478.90 ლარი, საიდანაც ძირი თანხაა 15000 ლარი, პროცენტი 7978.90 ლარი და ვადაგადაცილების ჯარიმა 4 500 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

- ამონაწერი სესხის ანგარიშიდან (ს.ფ. 34)

- ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ. 35)

 

3.1.4. 2016 წლის 22 მარტს სს "ლ-------------"-ს და ა--------------–---ს შორის გაფორმდა საკრედიტო ბარათით მომსახურების ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მსესხებელს განესაზღრა 1500 ლარიანი საკრედიტო ლიმიტი, რომლის მოქმედების ვადა განისაზღვრა 12 თვე, ხოლო კრედიტის წლიური საპრცენტიო განაკვეთი 60.00%. ამავე ხელშეკრულებით განისაზღვრა ვადაგადაცილების საჯარიმო პროცენტი, რომელიც შეადგენს 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ათვისებული საკრედიტო ლიმიტიის მთლიანი თანხიდან.

 

ა---------------მა 2016 წლის 26 ნოემბრიდან დაარღვია საკრედიტო ბარათის დაფარვის გრაფიკი, რის შედეგადაც სს "ლ-------------ი"-ს წინაშე მას ერიცხება სასესხო დავალიანება, რომელიც 2018 წლის 19 აპრილის მდგომარეობით შეადგენს 2119.09 ლარს, საიდანაც საკრედიტო ბარათის ძირითადი თანხაა: 1 500 ლარი, საკრედიტო ბარათზე დარიცხული პროცენტი 619.09 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

- საკრედიტო ბარათით მომსახურების ხელშეკრულება და ამონაწერი სესხის ანგარიშიდან და ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ. 36-41)

 

3.1.5. მოპასუხეებს გაეგზავნათ წერილობითი გაფრთხილებები და მიეცათ დამატებითი ვადა დავალიანების ნებაყოფლობით დაფარვისათვის, თუმცა, ამას შედეგი არ მოჰყოლია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

- გაფრთხილების წერილები, საფოსტო გზავნილები საგაზეთო პუბლიკაცია (ს.ფ. 42-57)

 

3.1.6. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 16-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, სარჩელები, რომლებიც გამომდინარეობს საქართველოს საბანკო დაწესებულებების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების − კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტების მიერ დადებული (მათ შორის, ელექტრონული ფორმით დადებული) სესხის (კრედიტის) გაცემის შესახებ ხელშეკრულებებიდან, სასამართლოს წარედგინება მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ამავე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი სარჩელი რამდენიმე მოპასუხის მიმართ სასამართლოს წარედგინება ერთ-ერთი მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. წინამდებარე საქმეზე არის ოთხი მოპასუხე, ხოლო სამის საცხოვრებელ მისამართს წარმოადგენს წალკა, სოფელი წინწყარო. შესაბამისად, სარჩელი საპროცესო კოდექსის დანაწესის თანახმად წარმოადგენს თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს განსჯადს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

- სესხის ხელშეკრულება, თავდებობის ხელშეკრულებები და გაფრთხილების წერილები (ს.ფ. 17-20; 23-25; 27-29; 31-33; 38; 42-57 )

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები მხარეებს შორის სადაო არ არის.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლო საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად მიიჩნევს, რომ ს-----–---------------ს“ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. მოპასუხე მხარეს მოსარჩელის სასარგელოდ სოლიდარულად გადასახდელად უნდა დაეკისროთ 27 478.90 ლარის და მოსარჩელის მიერ საფოსტო-საკურიერო მომსახურებისათვის გადახდილი 60.00 ლარის ანაზღაურება. ხოლო, თავდებების: შ------------------ის, ვ-–-----------------–--ის და ს-------------------ის პასუხისმგებლობა განისაზღვროს 15 450 ლარის ფარგლებში. ასევე, მოპასუხე ა--------------–-–---ს მოსარჩელის სასარგელოდ გადასახდელად უნდა დაეკისროს 2119. 09 ლარის ანაზღაურება.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 411-ე, 465-ე, 623-ე, 891-ე, 895-ე, 896-ე მუხლები. საქართველო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 208-ე მუხლის მე-3 ნაწილი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

სადაო ვალდებულების წარმოშობის საფუძველია საკრედიტო და სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

 

ამავე კოდექსის 868-ემუხლის პირველი ნაწილის მიხედვით მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

 

მხარეებს შორის სამართლებრივი ურთიერთობა წარმოიშვა სს ,,ლ-------------სა“ (ს/კ 2--------) და ა--------------–-–---ს შორის 2016 წლის 10 მარტს დადებული სესხის ხელშეკრულებით, რომლის საფუძველზე მოპასუხემ სესხად მიიღო 15 000 ლარი, 28 თვის ვადით. სესხის სარგებელი განისაზღვრა სესხის ყოველთვიური კლებადი საპროცენტო განაკვეთი 2,88 %-ით. ხელშეკრულებით ასევე განსაზღვრულია პირგასამტეხლო მსესხებლის მიერ სესხის დაბრუნების ვადის დარღვევისათვის და საკრედიტო სიცოცხლის დაზღვევის პირობები.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

ბანკის მიმართ ნაკისრი საკრედიტო ვალდებულება დადგენილ ვადაში შესრულებული არ არის, ვალდებულება შესრულდა ნაწილობრივ, 2016 წლის 12 ოქტომბრის შემდგომ მოპასუხე უწყვეტ ვადაგადაცილებაშია. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 400-ე მუხლის ”ა” პუნქტის მიხედვით, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ამავე კოდექსის 401-ე მუხლის თანახმად, ვადა გადაცილებულად არ ჩაითვლება, თუკი ვალდებულება არ შესრულდა ისეთ გარემოებათა გამო, რაც მოვალის ბრალით არ არის გამოწვეული. ა--------------–-–---მა არაჯეროვნად შეასრულა საკრედიტო ხელშეკრულების პირობები - დარღვეულია კრედიტის დაბრუნების ვადა და თანხა სრულად დაბრუნებული არ არის.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ უნდა დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხეთათვის სესხის ძირითადი თანხის, სარგებლის დავალიანების და ვადაგადაცილების ჯარიმის დაკისრების შესახებ, რადგან მოპასუხემ ცნო სარჩელის ეს მოთხოვნები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით დადგენილი სამოქალაქო სამართალწარმოების დისპოზიციურობის პრინციპის თანახმად მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით, ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ. ამასთან, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს ცნოს სარჩელი. ამდენად, აღნიშნული ნორმის შესაბამისად საპროცესო კოდექსით მოპასუხეს მინიჭებული აქვს უფლება ცნოს სარჩელი.

 

განსახილველ საქმეში დავა გამომდინარეობს მხარეებს შორის არსებული საკრედიტო სახელშეკრულებო ურთიერთობიდან, რომელიც შეეხება მხოლოდ მათ უფლებებს, რის გამოც მოპასუხე უფლებამოსილია ცნოს სადაო მოთხოვნა მთლიანად ან ნაწილობრივ.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით სარჩელის ცნობა წარმოადგენს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საკმარის საფუძველს, რის გამოც სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება მოპასუხისათვის დავალიანების დაკისრების თაობაზე.

 

სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მიხედვით ვალდებულების მონაწილეს ეკისრება ვალდებულების ჯეროვნად შესრულება, რაც იმას ნიშნავს, რომ ვალდებულება უნდა შესრულდეს ზუსტად იმ პირობების დაცვით, როგორც ხელშეკრულებაშია მითითებული. ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში წარმოიშობა ზიანის ანაზღაურების, ასევე მხარეთა შეთანხმების შემთხვევაში პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება.

 

კრედიტის დაბრუნების ვადის დარღვევისათვის მოპასუხეს პირგასამტეხლო უნდა დაერიცხოს 2016 წლის 12 ოქტომბრიდან. მოსარჩელის მიერ მოთხოვნილია პირგასამტეხლო. თანხის გადაუხდელობის გამო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ჯარიმები შეადგენს 4 500 ლარს. შესაბამისად, მოპასუხეს უნდა დაეკისროს ჯარიმები ვადის გადაცილებისათვის.

 

სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ან/და მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.

 

სამოქალაქო კოდექსის 896-ე მუხლის თანახმად, თუ ერთი და იმავე ვალდებულების თავდები რამდენიმე პირია, ისინი პასუხს აგებენ, როგორც სოლიდარული მოვალეები, მაშინაც კი, თუ მათ თავდებობა ერთობლივად არ უკისრიათ.

 

ამდენად, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხეებს სოლიდარულად გადასახდელად უნდა დაეკისროთ საკრედიტო ვალდებულების ძირითადი თანხა 15000.00 ლარის, პროცენტი - 7978.90 ლარის, ვადაგადაცილების ჯარიმა - 4 500 ლარის, საფოსტო-საკურიერო მომსახურებისათვის გადახდილი 60.00 ლარის ოდენობით.

ასევე, ა--------------–-–--ს გადასახდელად უნდა დაეკისროს საკრედიტო ბარათით მომსახურების ძირითადი თანხა 1500.00 ლარის და პროცენტი - 619.09 ლარის, ოდენობით.

7. საპროცესო ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები, ხოლო 52-ე მუხლის თანახმად სასამართლო ხარჯები, კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, წინასწარ შეაქვს მხარეს, რომელმაც შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულება მოითხოვა.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხემ ცნო სარჩელი. ამდენად, მხარეები ამ მოთხოვნებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლებულნი არიან. შესაბამისად, მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა - 925 ლარის ოდენობით, ხოლო საქმის განხილვასთან დაკავშირებული სასამართლო ხარჯები - 60.00 ლარის ოდენობით უნდა დაეკისროს მოპასუხე მხარეს.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა

 

მოსარჩელე ს------–-------------ის“ სარჩელი მოპასუხეების ა--------------–-–---ის, შ------------------ის, ვ-–-----------------–--ის და ს-------------------ის მიმართ დაკმაყოფილდეს.

 

მოპასუხეებს - ა--------------–-–---ს, შ------------------ს, ვ-–-----------------–--ეს და ს-------------------ს სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ 27 478.90 ლარის გადახდა მოსარჩელე ს-----–---------------ს“ სასარგებლოდ.

 

მოპასუხე - ა--------------–-–---ს დაეკისროს 2119.09 ლარის გადახდა მოსარჩელე ს-----------–---------------ს“ სასარგებლოდ.

 

მოპასუხეებს - ა--------------–-–---ს, შ------------------ს, ვ-–-----------------–--ეს და ს-------------------ს მოსარჩელე ს-----–---------------ს“ სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ მოსარჩელის მიერ სასამართლო ხარჯის სახით გადახდილი 60.00 ლარის ოდენობით ანაზღაურება.

 

მოსარჩელე ს-----–--------------ს“ დაუბრუნდეს მის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 2018 წლის 27 აპრილს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა 825.00 ლარი და 100.00 ლარი - საგადახდო დავალება #5--------- და #5--------- , სახაზინო კოდი 3---------

 

სასამართლო გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

 

გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მის.: ქ. თბილისი, რობაქიძის გამზირი №7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილში გათვალისწინებული წესების დაცვით თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს (მის.: ქ. თეთრიწყარო, კოსტავას ქ. №11) მეშვეობით.

გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოში (მის.: ქ. თეთრიწყარო, კოსტავას ქ. №11) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუა