განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #------------------------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
11 სექტემბერი 2--- წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და
არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე ნინო ნაჭყებია
სხდომის მდივანი თამარ შუბითიძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - დ----------------–---–ი
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ე-–--- ე-----ის ძე მ--------ი - დაბადებული 1----–-–-----------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლევი, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–------------–-----------–---------------------------ში
ადვოკატები - ი-–------------ე და ა-----–------–-–---–ი
თარჯიმანი - ვ-----–-------------ი
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ და ამავე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტები (ცხრა ეპიზოდი) და სსკ-ის 273-ე მუხლი
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2--- წლის 9 სექტემბრის განაჩენით, ე-–--- მ--------ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით. მიუხედავად ამისა:
1.1. ე-–--- მ--------მა უკანონოდ შეიძინა და ასევე უკანონოდ შეინახა 0,0512 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, რომელიც 2--- წლის 11 ნოემბერს 200 ლარის სანაცვლოდ, უკანონოდ გაასაღა კ------- ჭ---–---–--ე. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება, იმავე დღესვე შს სამინისტროს ც--------–---------------–ური პოლიციის დეპარტამენტის, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლების მიერ, ქ.თბილისში, ვ-----------------–--------ის მიმდებარე ტერიტორიაზე მისი პირადი ჩხრეკის შედეგად იქნა ამოღებული.
1.2. ე-–--- მ--------მა უკანონოდ შეიძინა და ასევე უკანონოდ შეინახა 0,0680 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, რომელიც 2--- წლის 16 ნოემბერს ქ.თბილისში, სოფელ ფ-------–-ში არსებული სოფელ გ------ის გადასახვევის მიმდებარე ტერიტორიაზე 200 ლარის სანაცვლოდ, უკანონოდ გაასაღა კ------- ჭ---–---–--ე. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება, იმავე დღესვე შს სამინისტროს ც--------–---------------–ური პოლიციის დეპარტამენტის, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლების მიერ, ქ.თბილისში, რ------------------–--–------ის მიმდებარე ტერიტორიაზე მისივე ნებაყოფლობითი წერილობითი თანხმობის საფუძველზე, კ------- ჭ---–---–ისაგან იქნა ამოღებული.
1.3. ე-–--- მ--------მა უკანონოდ შეიძინა და ასევე უკანონოდ შეინახა 0,0527 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, რომელიც 2--- წლის 25 ნოემბერს ქ.თბილისში, სოფელ ფ-------–-ში არსებული სოფელ გ------ის გადასახვევის მიმდებარე ტერიტორიაზე 200 ლარის სანაცვლოდ, უკანონოდ გაასაღა კ------- ჭ---–---–--ე. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება, იმავე დღესვე შს სამინისტროს ც--------–---------------–ური პოლიციის დეპარტამენტის, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლების მიერ, ქ.თბილისში, რ-------ის გ-------–--–------ის მიმდებარე ტერიტორიაზე მისივე ნებაყოფლობითი წერილობითი თანხმობის საფუძველზე, კ------- ჭ---–---–ისგან იქნა ამოღებული.
1.4. ე-–--- მ--------მა უკანონოდ შეიძინა და ასევე უკანონოდ შეინახა 0,0211 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, რომელიც 2--- წლის 27 ნოემბერს ქ.თბილისში, რ------------------–--–------ის მიმდებარე ტერიტორიაზე 100 ლარის სანაცვლოდ, უკანონოდ გაასაღა კ------- ჭ---–---–--ე. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება, იმავე დღესვე შს სამინისტროს ც--------–---------------–ური პოლიციის დეპარტამენტის, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლების მიერ, ქ.თბილისში, რ-------ის გ-------–--–------ის მიმდებარე ტერიტორიაზე მისივე ნებაყოფლობითი წერილობითი თანხმობის საფუძველზე, კ------- ჭ---–---–ისგან იქნა ამოღებული.
1.5. ე-–--- მ--------მა უკანონოდ შეიძინა და ასევე უკანონოდ შეინახა 0,0574 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, რომელიც 2--- წლის 4 დეკემბერს ქ.თბილისში, სოფელ ფ-------–-ში არსებული სოფელ გ------ის გადასახვევის მიმდებარე ტერიტორიაზე 200 ლარის სანაცვლოდ, უკანონოდ გაასაღა კ------- ჭ---–---–--ე. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება, იმავე დღესვე შს სამინისტროს ც--------–---------------–ური პოლიციის დეპარტამენტის, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლების მიერ, ქ.თბილისში, რ------------------–--–------ის მიმდებარე ტერიტორიაზე მისივე ნებაყოფლობითი წერილობითი თანხმობის საფუძველზე, კ------- ჭ---–---–ისგან იქნა ამოღებული.
1.6. ე-–--- მ--------მა უკანონოდ შეიძინა და ასევე უკანონოდ შეინახა 0,0617 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, რომელიც 2--- წლის 9 დეკემბერს ქ.თბილისში, სოფელ ფ-------–-ში არსებული სოფელ გ------ის გადასახვევის მიმდებარე ტერიტორიაზე 200 ლარის სანაცვლოდ, უკანონოდ გაასაღა კ------- ჭ---–---–--ე. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება, იმავე დღესვე შს სამინისტროს ც--------–---------------–ური პოლიციის დეპარტამენტის, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლების მიერ, ქ.თბილისში, რუს---------------–--–-------ის მიმდებარე ტერიტორიაზე მისივე ნებაყოფლობითი წერილობითი თანხმობის საფუძველზე კ------- ჭ---–---–ისგან იქნა ამოღებული.
1.7. ე-–--- მ--------მა უკანონოდ შეიძინა და ასევე უკანონოდ შეინახა 0,0467 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, რომელიც 2--- წლის 13 დეკემბერს ქ.თბილისში, რ-------ის გ-------–--–-------ის მიმდებარე ტერიტორიაზე 200 ლარის სანაცვლოდ, უკანონოდ გაასაღა კ------- ჭ---–---–--ე. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება, იმავე დღესვე შს სამინისტროს ც--------–---------------–ური პოლიციის დეპარტამენტის, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლების მიერ, ქ.თბილისში, რ-------ის გ-------–--–------ის მიმდებარე ტერიტორიაზე მისივე ნებაყოფლობითი წერილობითი თანხმობის საფუძველზე, კ------- ჭ---–---–ისგან იქნა ამოღებული.
1.8. ე-–--- მ--------მა უკანონოდ შეიძინა და ასევე უკანონოდ შეინახა 0,0579 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, რომელიც 2--- წლის 8 იანვარს ქ.თბილისში, სოფელ ფ-------–-ში კ------------ე გ------------ას ტერიტორიაზე, მისი საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, 200 ლარის სანაცვლოდ, უკანონოდ გაასაღა კ------- ჭ---–---–--ე. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება, იმავე დღესვე შს სამინისტროს ც--------–---------------–ური პოლიციის დეპარტამენტის, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლების მიერ, ქ.თბილისში რ------------------–--–-------ის მიმდებარე ტერიტორიაზე მისივე ნებაყოფლობითი წერილობითი თანხმობის საფუძველზე, კ------- ჭ---–---–ისგან იქნა ამოღებული.
1.9. ე-–--- მ--------მა უკანონოდ შეიძინა და ასევე უკანონოდ შეინახა 0,0315 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, რომელიც 2--- წლის 11 იანვარს ქ.თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მდებარე ე.წ. ე-–----ს ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე 200 ლარის სანაცვლოდ, უკანონოდ გაასაღა კ------- ჭ---–---–--ე. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება, იმავე დღესვე შს სამინისტროს ც--------–---------------–ური პოლიციის დეპარტამენტის, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლების მიერ, ქ.თბილისში, ვ--------------ის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე მისივე ნებაყოფლობითი წერილობითი თანხმობის საფუძველზე, კ------- ჭ---–---–ისგან იქნა ამოღებული.
1.10. 2--- წლის 26 იანვარს, ე-–--- მ--------ი გადაყვანილი იქნა ნარკოლოგიურ შემოწმებაზე, რა დროსაც მას დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების ფაქტი.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა და სამართლებრივი შეფასება:
სასამართლომ, მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა საქმე და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა (მოწმეთა ჩვენებები; ჩხრეკისა და ამოღების ოქმები; ნარკოლოგიური შემოწმების ექსპერტიზის №----- დასკვნა და ქიმიური ექსპერტიზის №----------------- ქიმიური ექსპერტიზის №---------------- დასკვნა: ქიმიური ექსპერტიზის №-------------: ფონოსკოპიური ექსპერტიზის №----- დასკვნა; ჰაბიდოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა, ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მასალები და ამორებული ნივთიერი მტკიცებულებები, 2--- წლის 9 სექტემბრის განაჩენი და სხვ.) ერთობლიობა ე-–--- მ--------ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
სასამართლო სხდომაზე მხარეთა უშუალო მონაწილეობით დაიკითხნენ მოწმეები: მ-----– ტ--------–--ე, ჯ--- ტ------ე და კ------- ჭ---–---–ი, რომელთაც დაადასტურეს როგორც გამოკითხვის ოქმებში დაფიქსირებული ინფორმაცია, ისე მათ მიერ და მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო, საპროცესო და ფარული საგამოძიებო მოქმედებების სისწორე, თუმცა შემდეგში დაცვის მხარის მიერ ყველა მტკიცებულება მიჩნეული იქნა არასადავო მტკიცებულებებად, შესაბამისად, სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები აღარ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” პუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
ამდენად, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ე-–--- მ--------მა ჩაიდინა:
1. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და გასაღება, ჩადენილი იმ პირის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს ამ თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ და ამავე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტებით (ცხრა ეპიზოდი);
2. ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება, ჩადენილი ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით.
3. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ე-–--- მ--------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულებს, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება მას არ გააჩნია.
4. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს.
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულის ხასიათსა და საზოგადოებრივ საშიშროებას, უკანონოდ შეძენილი, შენახული და გასაღებული ნარკოტიკული საშუალების სახეობას, აგრეთვე იმ გარემოებას, რომ ე-–--- მ--------ი აღიარებს და ინანიებს დანაშაულს, ჰყავს მეუღლე და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების მქონე შვილი. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სასჯელის მიზნების მიღწევა უზრუნველყოფილი იქნება ე-–--- მ--------ის მიმართ სასჯელის სახედ და ზომად, დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, 10 (ათი) წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრის პირობებში, რაც იქნება დანაშაულის ადეკვატური და პროპორციული, რათა ბრალდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება და გამოიტანოს სათანადო დასკვნები. ამასთან, ე-–--- მ--------ს, როგორც ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელს, ”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, უნდა ჩამოერთვას ამ კანონის მე-3 მუხლში მითითებული უფლებები.
5. ნივთიერი მტკიცებულების ბედი:
სს საქმეზე დართული ნივთიერი მტკიცებულების ბედი უნდა გადაწყდეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81–ე მუხლის შესაბამისად, კერძოდ:
- კ------- ჭ---–---–ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკული საშუალება (ინახება შსს ც--------–---------------–ური პოლიციის დეპარტამენტში) უნდა განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;
- ე-–--- მ--------ისაგან საკონტროლო შესყიდვების დროს კ------- ჭ---–---–ის მიერ შეძენილი და ამ უკანასკნელისაგან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები (ინახება შსს ც--------–---------------–ური პოლიციის დეპარტამენტში) უნდა განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;
- ფარული ვიდეო და აუდიო ჩანაწერების ამსახველი 8 (რვა) ცალი დისკი, ა/ღონისძიების სხდომის ოქმის ამსახველი 1 (ერთი) ცალი დისკი და 1 (ერთი) ცალი დისკი ბრალდებულის ფოტოსურათით (ერთვის სს საქმეს) შენახული უნდა იქნეს სს საქმის შენახვის ვადით;
- ე-–--- მ--------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული პირადი ნივთები (ინახება შსს ც--------–---------------–ური პოლიციის დეპარტამენტში) უნდა დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან მისი სათანადო ნდობით აღჭურვილ პირს;
- ე-–--- მ--------ისაგან ამოღებული BMW-ს მარკის ა/მანქანა სახელმწიფო ნომრით F-------- (განთავსებულია შსს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ა/სადგომზე) და გასაღები (ინახება შსს ც--------–---------------–ური პოლიციის დეპარტამენტში) უნდა დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან მისი სათანადო ნდობით აღჭურვილ პირს (სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულება, არ ადასტურებს, რომ ზ/აღნიშნული ა/მანქანა წარმოადგენს ბრალდებულის მიერ დანაშაულებრივი გზით მიღებულ ქონებას ან დანაშაულის ჩასადენად გამიზნულ საგანს, ამდენად, არ არსებობს საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის თანახმად, ა/მანქანის ჩამორთმევის სამართლებრივი საფუძველი).
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით, ”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
ე-–--- მ--------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (ცხრა ეპიზოდი) და სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით - ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (2--- წლის 11 ნოემბრის ეპიზოდი) – 8 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (2--- წლის 16 ნოემბრის ეპიზოდი) – 8 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (2--- წლის 25 ნოემბრის ეპიზოდი) – 8 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (2--- წლის 27 ნოემბრის ეპიზოდი) – 8 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (2--- წლის 4 დეკემბრის ეპიზოდი) – 8 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (2--- წლის 9 დეკემბრის ეპიზოდი) – 8 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (2--- წლის 13 დეკემბრის ეპიზოდი) – 8 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (2--- წლის 8 იანვრის ეპიზოდი) – 8 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (2--- წლის 11 იანვრის ეპიზოდი) – 10 (ათი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ე-–--- მ--------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 10 (ათი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
მსჯავრდებულ ე-–--- მ--------ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2--- წლის 26 იანვრიდან.
ე-–--- მ--------ს, როგორც ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელს, ”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, ჩამოერთვას:
ა) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება - 5 (ხუთი) წლის ვადით;
ბ) საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება - 20 (ოცი) წლის ვადით;
გ) საადვოკატო საქმიანობის უფლება - 15 (თხუთმეტი) წლის ვადით;
დ) პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება - 15 (თხუთმეტი) წლის ვადით;
ე) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება- 15 (თხუთმეტი) წლის ვადით;
ვ) პასიური საარჩევნო უფლება - 15 (თხუთმეტი) წლის ვადით;
ზ) იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება - 15 (თხუთმეტი) წლის ვადით, რის შესახებაც დაუყოვნებლივ ეცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას.
ე-–--- მ--------ს ზ/აღნიშნული უფლებების ჩამორთმევის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდისთანავე.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთმტკიცებათა ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად:
- კ------- ჭ---–---–ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკული საშუალება (ინახება შსს ც--------–---------------–ური პოლიციის დეპარტამენტში) განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;
- ე-–--- მ--------ისაგან საკონტროლო შესყიდვების დროს კ------- ჭ---–---–ის მიერ შეძენილი და ამ უკანასკნელისაგან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები (ინახება შსს ც--------–---------------–ური პოლიციის დეპარტამენტში) განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;
- ფარული ვიდეო და აუდიო ჩანაწერების ამსახველი 8 (რვა) ცალი დისკი, ა/ღონისძიების სხდომის ოქმის ამსახველი 1 (ერთი) ცალი დისკი და 1 (ერთი) ცალი დისკი ბრალდებულის ფოტოსურათით (ერთვის სს საქმეს) შენახულ იქნეს სს საქმის შენახვის ვადით;
- ე-–--- მ--------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული პირადი ნივთები (ინახება შსს ც--------–---------------–ური პოლიციის დეპარტამენტში) დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან მისი სათანადო ნდობით აღჭურვილ პირს;
- ე-–--- მ--------ისაგან ამოღებული BMW-ს მარკის ა/მანქანა სახელმწიფო ნომრით F-------- (განთავსებულია შსს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ა/სადგომზე) და გასაღები (ინახება შსს ც--------–---------------–ური პოლიციის დეპარტამენტში) დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან მისი სათანადო ნდობით აღჭურვილ პირს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე: ნინო ნაჭყებია