გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
#35---------------5
საქმე №2-254-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი:
04 სექტემბერი, 2018 წელი ქ. გარდაბანი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე
გარდაბნის მუნიციპალიტეტში - ირინე ტყეშელაშვილი
სხდომის მდივანი - გიორგი ძი-ძიბაძე
მოსარჩელე - შპს ,,ემ------------ი“
წარმომადგენელი - ნი-------------–---–ი
მოპასუხე - ზუ-----------–--ლი
დავის საგანი - ხელშეკრულებით გათვალისწი-ებული ვალდებულების შესრულება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. დაეკისროს მოპასუხე ზუ-----------–--ლს მოსარჩელე შპს ,,ემ------------ის“ სასარგებლოდ 1050 (ათას ორმოცდაათი) ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხა არის 350 ლარი, სარგებელი - 35 ლარი, ერთჯერადი ჯარიმა 20 ლარი და პირგასამტეხლო - 645 ლარი.
სარჩელის მიხედვით, 18.04.2016 წელს შპს ,,ემ------------სა“ და ზუ-----------–--ლს შორის გაფორმდა ელექტრონული (ონლაი-) სესხის ხელშეკრულება №335958, რომლის საფუძველზე მსესხებლის სახელზე გაიცა თანხა 350 ლარის ოდენობით, 2016 წლის 28 აპრილამდე. მსესხებელი ვალდებული იყო სესხი - 350 ლარი და მასზე რიცხული სარგებელი 35 ლარი დაებრუნები-ა 10 დღის ვადაში, მაგრამ აღნიშნულ ვადაში არ მომხდარა არც სესხის და არც მასზე რიცხული სარგებლის გადახდა. შესაბამისად, მსესხებელს ხელშეკრულების 7.4 პუნქტის საფუძველზე დაეკისრა ერთჯერადი ჯარიმა 20 ლარის ოდენობით და ამავე ხელშეკრულებით 7.5 პუნქტის საფუძველზე, პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 1.5 პროცენტის ოდენობით. მოპასუხის მიერ სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება დაირღვა 2016 წლის 29 აპრილს და დღევანდელი მდგომარეობით, მისი დავალიანება შპს „ემ------------ის“ წი-აშე შეადგენს 1050 ლარს: 350 - ლარი ძირითადი თანხა, 35 - ლარი სარგებელი; 20 - ლარი ერთჯერადი ჯარიმა, 645 - ლარი პირგასამტეხლო.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. წერილობითი შესაგებლით მოპასუხე ზუ-----------–--ლმა სარჩელი არ ცნო, ხოლო მთავარ სხდომაზე დააზუსტა შესაგებელი და განმარტა, რომ სარჩელს ცნობს ნაწილობრივ, კერძოდ ძირი თანხის, სარგებლის და ერთჯერადი ჯარიმის ნაწილში, ჯამში 405 ლარის მოთხოვნის ნაწილში, ხოლო პირგასამტეხლოს ნაწილში არ ცნობს სასარჩელო მოთხოვნას.
2.2. წარმოდგენილი შესაგებლით მოპასუხე მხარემ მოითხოვა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების განწილვადება 1 წლამდე ვადით. მოსარჩელე მხარის წარმომადგენელი დაეთანხმა აღნიშნულ მოთხოვნას.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 18.04.2016 წელს ზუ-----------–--ლსა და შპს ,,ემ------------ს“ შორის გაფორმდა ელექტრონული (ონლაი-) ხელშეკრულება #335958, რომლის საფუძველზე მსესხებლის საფუძველზე გაცემული იქნა თანხა 350 ლარის ოდენობით, 10 დღით - 28.04.2016 წლამდე.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- ი-ფორმაცია მსესხებელზე (ს.ფ. 33)
- თანხის გადარიცხვის ქვითარი (ს.ფ. 34)
- მხარეთა ზეპირი ახსნა-განმარტებები.
3.1.2. ზუ-----------–--ლის მიერ არ შესრულდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და არ დაუბრუნებია შპს ,,ემ------------ისთვის“ არც ძირი თანხა და არც სარგებლის თანხა.
- მხარეთა ზეპირი ახსნა-განმარტებები.
3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. მხარეებს საქმის გადაწყვეტისთვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები სადაოდ არ გაუხდიათ.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო საქმის მასალებით დადასტურებულად მიიჩნევს, რომ მოპასუხემ მოსარჩელის მიმართ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები არ შეასრულა, რის გამოც შემცირებული პირგასამტეხლოს გათვალისწი-ებით, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე, 105-ე მუხლები;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 361-ე, 417-ე, 420-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწი-ებული სხვა საფუძვლებიდან.
სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსი-დისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. უდავოა, რომ მოსარჩელის მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულებული იქნა სრულად, მოპასუხემ მიიღო თანხა, მაგრამ არ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები - არ დაფარა კრედიტი.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ზუ-----------–--ლმა 2016 წლის 18 აპრილს ი-ტერნეტით მიმართა შპს ,,ემ------------ს“ და მოითხოვა სესხის გაცემა 350 ლარის ოდენობით, 10 დღის ვადაში თანხის დაბრუნებით. შპს ,,ემ------------ი“ დათანხმდა მოთხოვნას და გასცა სესხის სახით მოთხოვნილი თანხა 2016 წლის 18 აპრილს, რაც გადარიცხული იქნა ზუ-----------–--ლის საბანკო ანგარიშზე.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხაა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლი მხარეებს ანიჭებს თავისუფლებას პირგასამტეხლოს განსაზღვრისას, მაგრამ აღნიშნული არ უნდა იქნეს განხილული, როგორც სრული თავისუფალი ნება. ამ დროს გათვალისწი-ებული უნდა იქნეს ის შესაძლო ზიანი, რომელიც შეიძლება მოჰყვეს ვალდებულების შეუსრულებლობას ან არაჯეროვან შესრულებას და არ უნდა დაირღვეს სამოქალაქო ბრუნვის სამართლიანობა.
სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწი-ებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. პირგასამტეხლოს შემცირებისას, სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.
სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვი-აიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მი-იმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდი-არე, მსესხებლის/მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევით გამოწვეული სავარაუდო ზიანის გათვალისწი-ებით სასამართლოს მიაჩნია, რომ ფიქსირებული ჯარიმის/პირგასამტეხლოს ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახდელად უნდა დაეკისროს პირგასამტეხლოს სახით - 95 ლარი.
6.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 263-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს, რომელმაც გამოიტანა საქმეზე გადაწყვეტილება, უფლება აქვს, მხარეთა თხოვნით, მათი ქონებრივი მდგომარეობისა და სხვა გარემოებათა გათვალისწი-ებით, ერთჯერადად, 3 თვემდე ვადით გადადოს ან ერთ წლამდე ვადით გაანაწილვადოს გადაწყვეტილების აღსრულება, აგრეთვე შეცვალოს მისი აღსრულების საშუალება და წესი.
განსახილველ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მიღებული გადაწყვეტილების განაწილვადება უნდა მოხდეს 1 წლამდე ვადით, გამომდი-არე მოპასუხის ფი-ანსური მდგომარებისა.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაში- ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწი-ებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
დადგენილია, რომ 28.05.2018 წელს მოსარჩელე მხარეს სარჩელზე გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით (ს.ფ. 36). ასევე დადგენილია, რომ 09.11.2017 წელს შპს ,,ემ------------მა“ იურიდიულ კომპანიას შპს ,,ჯი ელ ელ“-ს გადაურიცხა იურიდიული მომსახურების თანხა 45 ლარის ოდენობით (ს.ფ. 35). შესაბამისად, მოპასუხეს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის ნაწილის და იურიდიული მომსახურების თანხის ანაზღაურება მოსარჩელის სასარგებლოდ.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, მე-14, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 2591-ე, 263-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. შპს ,,ემ------------ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მოპასუხე - ზუ-----------–--ლს მოსარჩელე - შპს ,,ემ------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 500 (ხუთასი) ლარის გადახდა, საიდანაც 350 ლარი არის სესხის ძირითადი თანხა, 35 ლარი - სარგებელი, 20 ლარი - ერთჯერადი ჯარიმა, 95 ლარი - პირგასამტეხლო;
3. მოპასუხე - ზუ-----------–--ლს მოსარჩელე - შპს ,,ემ------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 14 ლარის და 16 თეთრის გადახდა, მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის ასანაზღაურებლად;
4. მოპასუხე - ზუ-----------–--ლს მოსარჩელე - ,,ემ------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 45 (ორმოცდახუთი) ლარის გადახდა, წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის ასანაზღაურებლად;
5. მოსარჩელე - შპს ,,ემ------------ს“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი - 9 ლარი და 64 თეთრი;
6. მოპასუხე ზუ-----------–--ლს გადაწყვეტილებით დაკისრებული დავალიანების - 500 (ხუთასი) ლარის გადახდა გაუნაწილვადდეს 1 (ერთი) წლის ვადით;
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწი-ებული წესების დაცვით, გარდაბნის მაგისტრატი სასამართლოს მეშვეობით;
8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს გარდაბნის მაგისტრატ სასამართლოში (გარდაბანი, დ. აღმაშენებლის ქ. №6) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წი-ააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ირი-ე ტყეშელაშვილი