განაჩენი

სისხლის სამართლის 19.09.2018
საქმის ნომერი
120100118002585445
დავის ტიპი
19 - 177 3 ბ , 177 3 ბ , 177 2 ბ , 177 2 ა
თარიღი
19.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2585445-1/325-18წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

18 სექტემბერი, 2018 წელი ქ. ახალციხე

ა---––---- რაიონული სასამართლოს

მოსამართლე - გიორგი ლონდარიძე

სხდომის მდივანი - ბელა მერაბიშვილი

 

ბრალდების მხარე: პროკურორი – ოთ-----------ძე

 

დაცვის მხარე: ბრალდებული – დე------------–---–ი - საქართველოს მოქალაქე, დაბადებული 01.12.1--- წელს, პ/ნ 5----------, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები ქ. ბო--------, მე------ს ქ. N107;

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის: 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’, ,,ბ’’ ქ/პ, მე-3 ნაწილის ,,ბ’’, საქართველოს სსკ-ის 19-177-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ’’ ქ/პ, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’, ,,ბ’’ ქ/პ, მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქ/პ.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1.სასამართლომ დაადგინა:

2018 წლის დაახლოებით 10 ივნისს, ქ. ბო--------, სოფელი ლი---ს დასახლებაში, მე------ს ქუჩაზე (ხაშური-ახალციხე-ვალის საავტომობილო გზის 33-ე კილომეტრი)-ის მიმდებარედ ე.წ. ატეკის“ ტერიტორიაზე მდებარე, ტა-----–--------–---ს მფლობელობაში არსებულ, ხის საამქროს შენობაში ძალის გამოყენებით გატეხა ფანჯარაზე მიმაგრებული დიქტი შეაღწია შიგნით და ფარულად მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ეტაპობრივად დაეუფლა ავტომანქანის, ლითონის სხვადასხვა ნაწილებს. შემდეგ მივიდა გვერდით მდებარე შენობის დაკეტილი ოთახის კარებთან, ძალის გამოყენებით, ჩამოარტყა რკინის დეტალი გააღო ბოქლომი, შეაღწია შიგნით და გამოიტანა ავტომანქანის რკინის დეტალები, სიჩქარის გადამრთველი ე.წ. კაროპკა“ და სხვა ნაწილები.

 

ასევე 2018 წლის 12 ივნისს, დაახლოებით 13:50 საათზე დე------------–---–ი ქ. თბ--–--–ი, ცაბაძის ქუჩაზე N19-ში მდებარე სავაჭრო ცენტრ „პას-–-----0“-ში განთავსებულ მაღაზია N6-დან შეეცადა ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლებოდა ერთ წყვილ ქალის საზაფხულო ფეხსაცმელს, ჯამში ღირებულს 50 (ორმოცდაათ) ლარად.

 

ასევე 2017 წლის 01 ივლისს დაახლოებით 23:45 საათზე, დე------------–---–ი ქ. ახა-––---–ი კოსტავას და მიქუტიშვილის ქუჩების კვეთაზე კუთხეში არსებულ ჯე---–------ის მფლობელობაში არსებულ ჯიხურში მინების ჩამტვრევით ხელის გადაყოფით შეაღწია ჯიხურში, საიდანაც ფარულად მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ჯიხურში არსებულ ხილ-ბოსტნეულს, სპირტიან სასმელ ღვინოს 20 ლიტრი ტევადობის მინის ჭურჭელში მოთავსებულს, ერთ ცალი მინის ქილა მურაბას და სხვა ნივთებს.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა

 

მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

პრეიუდიციად მიჩნეულ მტკიცებულებებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები:

 

დაზარალებულ ტა-----–--------–---ს ჩვენება, რომლის თანახმად ბო--------ს რაიონის, სოფელი ლი---ს დასახლებაში ე.წ. ყოფილი „ატეკის“ ტერიტორიაზე მფლობელობაში აქვს ხის საამქრო. 2018 წლის 27 ივნისს, შეიარა მის მფლობელობაში არსებულ ხის საამქროში, სადაც აღმოაჩინა, რომ საამქროში დარჩენილი ნივთების სოლიდური ნაწილი მოპარული იყო, კერძოდ ორი ცალი ავტომანქანა ჟიგულის კარდანი, ერთი ცალი ავტომანქანა ჟიგულის სიჩქარის გადაცემათა კოლოფი ე.წ. „კარობკა“, შველერები, ჟეშტი, ჟიგულის 13 ზომის საბურავი (მეორადი) დისკით, რკინის გისოსები ე.წ. „რიშოტკა“

იხ.ტ ,,01’’ ს.ფ. 51-52

 

დაზარალებულ ჯე---–-------ის ჩვენება, რომლის თანახმად მას ქ. ახა-––---–ი კოსტავას და მიქუტიშვილის ქუჩების გადაკვეთაზე აქვს პატარა ზომის ჯიხური, სადაც ვაჭრობს ხილ-ბოსტნეულს. 2017 წლის 30 ივნისს მან ჯიხური დაკეტა და წავიდა სახლში. 01 ივლისს შსს ა---––---- რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ შეიტყო, რომ ჯიხური იყო გატეხილი, მინები იყო დამტვრეული. დე------------–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენის შედეგად მიადგა 200 ლარის ოდენობის ზიანი.

 

იხ.ტ ,,02’’ ს.ფ. 97-98, 198-199

 

დაზარალებულ ნო---–----ის ჩვენება, რომლის თანახმად სავაჭრო ცენტრ „პასაჟი2000“ გააჩნია ფეხსაცმელების მაღაზია, აღნიშნულ მაღაზიაში გამყიდველია მე----------------ა. 2018 წლის 12 ივნისს მას დაურეკა მაღაზიის გამყიდველმა და უთხრა, რომ მამაკაცმა მაღაზიიდან მოიპარა ქალის საზაფხულო ფეხსაცმელი, რომლის ღირებულებამ შეადგინა 50 ლარი.

 

იხ.ტ ,,03’’ ს.ფ. 34-35

 

მოწმე ირ---–-------------------ა, რომლის თანახმად ქ. ბო-------–ი ე.წ. ჩარხისწყლის დასახლებაში მფლობელობაში აქვს შავი და ფერადი ლითონის მიმღები პუნქტი. 2018 წლის 17 ივნისს საღამოს საათებში, პუნქტის ტერიტორიაზე შევიდა ტაქსი, რომლის საბარგულიც დატვირთული იყო ჯართით. ტაქსიდან გადმოვიდნენ დე------------–---–ი და ავ--------–---------ძე, რომლებმაც ჯართის მიმღებ პუნქტში ჩააბარეს ავტომანქანის ლითონის სხვადასხვა ნაწილები.

 

იხ. ტ ,,01’’ ს.ფ. 139-141

 

დე------------–---–მა სასამართლოს არსებით სხდომაზე აღიარა ჩადენილი დანაშაული და ითხოვა პატიება.

 

იხ. სასამ. სხდომის ოქმი

 

2018 წლის 29 ივნისის №141/ს ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილი, 1 კგ შავი ლითონის ჯართის საბაზრო საორიენტაციო ღირებულება შეესაბამება 0.32 ლარს, შესაბამისად 520 კილოგრამი შავი ლითონის ჯართის საორიენტაციო ღირებულება შეესაბამება 166.40 ლარს.

 

იხ.ტ ,,01’’ ს.ფ.163-165

 

2018 წლის 15 ივლისის №24/დ ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმად, „ექსპერტიზაზე წარმოდგენილ შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ ობიექტზე 20ლ. ტევადობის მინის ჭურჭელზე გამოვლენილი იქნა თითის 5 (ხუთო) კვალი, რომლებიც გადატანილია 2 ცალ წიბოვან ლენტზე მაქსიმალური გვერდით ზომებით 38მმX48მმ და 37მმX74მმ, სადაც გამოსახულია დვრილოვანი ქარგების საერთო და კერძო ინდივიდუალური ნიშნების საკმარისი რაოდენობა და აღნიშნული თითის კვლები პიროვნების შემდგომში იდნტიფიკაციისთვის ვარგისია, ხოლო 0.70 ტევადობის მინის ქილაზე თითის კვლები გამოვლენილი ვერ იქნა.

20ლ. ტევადობის მინის ჭურჭელზე გამოვლენილი თითოს ორი კვალი გადატანილი ლენტზე მაქსიმალური გვერდით ზომებით 38მმX48მმ იდენტურია 01.12.1--- წელს დაბადებული დე-------------------------–---–ის..“

 

იხ.ტ ,,02’’ ს.ფ.155-160

 

2018 წლის 04 ივნისის №58/ს ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმად, დადგენილებაში მითითებული ოთხი ცალი მინის, თითოეული ზომით ერთი ცალი მინის ღირებულება ზომით 45სმX90სმX0.4 სმ საორინეტაციოდ შეესაბამება 6 ლარს, ერთი ცალი მინის ღირებულება ზომით 90სმX65სმX0.4 სმ საორინეტაციოდ შეესაბამება 8,85 ლარს, ორი ცალი მინის ღირებულება ზომით 75სმX95სმX0.4 სმ საორინეტაციოდ შეესაბამება 21.60 ლარს,იხ.ტ ,,01’’ ს.ფ.145-1148

 

ა---––---- რაიონული სასამართლოს 2015 წლის 23 მარტს N1/357-14წ განაჩენით დე------------–---–ი დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წელი და 6 თვე.

 

იხ.ტ ,,02’’ ს.ფ.73-89

 

დე------------–---–ის მიერ ბრალდებით გათვალისწინებული დანაშაული ასევე დადასტურებულია საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, კერძოდ: მოწმეთა - ავ--------–---------ძის, რა-------------ის, შმ--------------ს ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და თანდართული ფოტოცხრილით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, ამოღების ოქმებით, ტა-----–--------–---ს, ნო---–----ის და ჯე---–------ის დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილებით და სასამართლოში წარმოდგენილი ბრალდების მხარის სხვა მტკიცებულებებით.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ დე------------–---–მა ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სადგომში და საცავში უკანონო შეღწევით, არაერთგზის რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (ე.წ. „ატეკის“ ტერიტორიაზე ავტომანქანის ნაწილების ქურდობის ეპიზოდი), დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’, ,,ბ’’ ქ/პ, მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქ/პ.

 

ასევე დე------------–---–მა ჩაიდინა ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი არაერთგზის. (ქ. თბ--–--–ი, სავაჭრო ცენტრ „პას-–-----0“ ჩადენილი ქურდობის მცდელობის ეპიზოდი), დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქ/პ.

 

ასევე დე------------–---–მა ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სადგომში და საცავში უკანონო შეღწევით, არაერთგზის რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (ქ. ახა-––---–ი ხილ-ბოსტნეულის და სპირტიანი სასმელის ქურდობის ეპიზოდი), დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’, ,,ბ’’ ქ/პ, მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქ/პ.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

დე------------–---–ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

დე------------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ჩადენილი ქმედების აღიარება და მონანიება ასევე ის, რომ მან ითანამშრომლა გამოძიებასთან.

 

5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

 

სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში დე------------–---–ის მიერ ჩადენილია დანაშაული, რომელიც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.

 

სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ დე------------–---–ს უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ზეზვა გულიაშვილის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

 

ასევე გასათვალისწინებელია, რომ სახეზეა რეციდივის ფაქტი. კერძოდ, საქართველოს სსკ-ის მე-17 მუხლის თანახმად, დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას. დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში ამ კოდექსით გათვალისწინებული საფუძვლით და დადგენილ ფარგლებში შეიძლება დაინიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი.

 

ამავე კოდექსის 58-ე მუხლის თანახმად, დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.

 

მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის დანიშვნის დროს წარსულში ნასამართლობის ფაქტი გავლენას ახდენს სასჯელის დანიშვნის მინიმალურ ოდენობაზე.

 

ამდენად, ბრალდებულს სასჯელი უნდა დაენიშნოს დანაშაულთა ერთობლიობით, წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლობის ფაქტის გათვალისწინებით.

 

ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:

 

- თითის კვლები, დისკები, რომელიც ერთვის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;

- 20 ლიტრი ტევადობის ღვინით ნახევრად სავსე მინის ჭურჭელი, 0.700 გრ. მინის ქილა მარწყვის მურაბით, რომელიც ინახება შსს ბო--------ს რაიონულ სამმართველოში საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს;

- ფერადი ლითონის მიღება-ჩაბარების აღრიცხვის ჟურნალი, რომელიც ინახება შსს ბო--------ს რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს ფერადი ლითონების მიმღებ პუნქტს.

- ერთი ცალი 5 (ხუთ) ლარიანი კუპიურა, რომელიც ინახება შსს ბო--------ს რაიონულ სამმართველოში საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს;

- ერთი წყვილი ქალის საზაფხულო ფეხსაცმელი, რომელიც ინახება შსს ბო--------ს რაიონულ სამმართველოში საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კუთვნილებისამებრ.

- მობილური ტელეფონი, ოქროსფერი ყელსაბამი და ჯვარი, ვერცხლისფერი კულონი, ფულადი თანხა 200 ლარი, რომელიც ინახება შსს ბო--------ს რაიონულ სამმართველოში საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს;

- დე------------–---–ის ერთი ცალი შარვალი, ერთი ცალი პლაშოვკის ტანსაცმელი, ერთი ცალი მაისური, რომელიც ინახება შსს ბო--------ს რაიონულ სამმართველოში საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს;

- მინის ნამსხვრევები, სისხლის მაგვარი ლაქები, რომელიც ინახება შსს ბო--------ს რაიონულ სამმართველოში საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

- 1 ცალი ავტომანქანის მეორადი საბურავი, 1 ცალი 2 მეტრი სიგრძის და 0.20 სმ სიგანის ე.წ. „შველერი“, ორი ცალი 2 მეტრი სიგრძის და 0.50 სმ სიგანის ლითონის ფირფიტა კუთხოვნებით, 1 ცალი 2.30 მეტრი სიგრძის და 0.40 სმ სიგანის ლითონის თხელი ფირფიტა და ლითონისაგან შეკრული ფანჯრის გისოსი დაახლოებით 1.0X1.20 მეტრი, რომელიც ხელწერილით ჩაბარებული აქვს ირ---–-----------ს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს;

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე, 259-ე, 260-ე, 271-ე, 272-ე, 277-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. დე------------–---–ი (პირადი №5----------) ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’, ,,ბ’’ქ/პ, მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქ/პ, (ე.წ. „ატეკის“ ტერიტორიაზე ავტომანქანის ნაწილების ქურდობის ეპიზოდში) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 წელი.

 

დე------------–---–ი (პირადი №5----------) ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19-177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქ/პ, (ქ. თბ--–--–ი, სავაჭრო ცენტრ „პას-–-----0“ ჩადენილი ქურდობის მცდელობის ეპიზოდში) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 წელი.

 

დე------------–---–ი (პირადი №5----------) ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’, ,,ბ’’ქ/პ, მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქ/პ, (ქ. ახა-––---–ი ხილ-ბოსტნეულის და სპირტიანი სასმელის ქურდობის ეპიზოდში) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 წელი.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის დანიშვნისას ქ. ახა-––---–ი ხილ-ბოსტნეულის და სპირტიანი სასმელის ქურდობის ეპიზოდში დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს დანარჩენ ეპიზოდებში დანიშნული სასჯელი და დე------------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 წელი.

 

2. დე------------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს და სასჯელის მოხდის ვადა დაეწყოს მისი ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან 2018 წლის 02 ივლისიდან.

 

3. სისხლის სამართლის N020270618002 საქმეზე ამოღებული ნივთიერი მტკიცებულება

- თითის კვლები, დისკები, რომელიც ერთვის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;

- 20 ლიტრი ტევადობის ღვინით ნახევრად სავსე მინის ჭურჭელი, 0.700 გრ. მინის ქილა მარწყვის მურაბით, რომელიც ინახება შსს ბო--------ს რაიონულ სამმართველოში საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს;

- ფერადი ლითონის მიღება-ჩაბარების აღრიცხვის ჟურნალი, რომელიც ინახება შსს ბო--------ს რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს ფერადი ლითონების მიმღებ პუნქტს.

- ერთი ცალი 5 (ხუთ) ლარიანი კუპიურა, რომელიც ინახება შსს ბო--------ს რაიონულ სამმართველოში საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს;

- ერთი წყვილი ქალის საზაფხულო ფეხსაცმელი, რომელიც ინახება შსს ბო--------ს რაიონულ სამმართველოში საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კუთვნილებისამებრ.

- მობილური ტელეფონი, ოქროსფერი ყელსაბამი და ჯვარი, ვერცხლისფერი კულონი, ფულადი თანხა 200 ლარი, რომელიც ინახება შსს ბო--------ს რაიონულ სამმართველოში საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს;

- დე------------–---–ის ერთი ცალი შარვალი, ერთი ცალი პლაშოვკის ტანსაცმელი, ერთი ცალი მაისური, რომელიც ინახება შსს ბო--------ს რაიონულ სამმართველოში საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს;

- მინის ნამსხვრევები, სისხლის მაგვარი ლაქები, რომელიც ინახება შსს ბო--------ს რაიონულ სამმართველოში საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

- 1 ცალი ავტომანქანის მეორადი საბურავი, 1 ცალი 2 მეტრი სიგრძის და 0.20 სმ სიგანის ე.წ. „შველერი“, ორი ცალი 2 მეტრი სიგრძის და 0.50 სმ სიგანის ლითონის ფირფიტა კუთხოვნებით, 1 ცალი 2.30 მეტრი სიგრძის და 0.40 სმ სიგანის ლითონის თხელი ფირფიტა და ლითონისაგან შეკრული ფანჯრის გისოსი დაახლოებით 1.0X1.20 მეტრი, რომელიც ხელწერილით ჩაბარებული აქვს ირ---–-----------ს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს;

 

4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ გამოცხადებისთანავე;

 

5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ა---––---- რაიონული სასამართლოს მეშვეობით;

 

6. განემარტოს მსჯავრდებულს, რომ მას გააჩნია შეწყალების უფლება.

 

მოსამართლე: გიორგი ლონდარიძე