გადაწყვეტილება

სამოქალაქო 20.09.2018
საქმის ნომერი
330210018002426583
კატეგორია
დავის ტიპი
სანივთო-სამართლებრივი დავები
თარიღი
20.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 2/12937-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

03.09.2018 წელი ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე მაია სვიანაძე

სხდომის მდივანი ხატია გაგელიძე

მოსარჩელე - თე--------------–---–ი

წარმომადგენელი - ზურ------------–-ძე

მოპასუხეები - დარ-------------ძე, მა-------–---------ძე, გვ--–----------–---–ი

წარმომადგენელი - თ--------------- (დარ-------------ძის)

დავის საგანი - უძრავ ნივთზე თანამესაკუთრედ ცნობა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. თე--------------–---–ი ცნობილ იქნას უძრავი ქონების, მდებარე: თბილისში, შ--–------–----------------------------------------------–---------------------- N---ის (საკადასტრო კოდი: 01.1--0-.----------.0--) 1/3 ნაწილის მესაკუთრედ (დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა).

 

მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, თბილისის, ორჯონიკიძის რაიონის აღმასკომის 1----–-–---------------- #25.4-.1--- გადაწყვეტილებით თე--------------–---–ის ოჯახს გადაეცა ბ--- თ---–--–--------------–--–------–-------------------- მე-2---------------------–--------------------------- თე--------------–---–ი მითითებული იყო ბინის მიღების ორდერში. მოსარჩელე სადავო ბინაში რეგისტრირებულია 1991 წლის 24 ივლისიდან. სადავო ნივთი პრივატიზაციის ხელშეკრულების საფუძველზე დარ-------------ძის სახელზე საკუთრების უფლებით აღირიცხა 1992 წლის 21 ივლისს. უძრავი ნივთი თე--------------–---–ის ერთადერთ საცხოვრებელს წარმოადგენს, თუმცა მოპასუხესთან უთანხმოების გამო, დაახლოებით ერთი წელია ცხოვრობს ნაქირავებ ბინაში. სარჩელში მითითებულია, რომ მას ჰყავდა ძმა - ირა--–----------–--ლი, რომელიც გარდაიცვალა 2----–--–ს და მისი პირველი რიგის მემკვიდრეებს წარმოადგენენ: მეუღლე - მა-------–---------ძე და შვილი - გვ--–----------–---–ი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

2.1. მოპასუხე დარ-------------ძემ არ ცნო სარჩელი და არ დაეთანხმა მასში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

2.2. მოპასუხე მა-------–---------ძემ, პირადად, ისევე როგორც გვ--–----------–---–ის წარმომადგენელმა, ცნო სასარჩელო მოთხოვნა.

(შესაგებელი; 03.09.2018წ. სასამართლო სხდომის ოქმი, 12:19 სთ.)

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. სარჩელით, შესაგებლით, საქმეში წარმოდგენილი დაბადების მოწმობებით და #-- ამონაწერით სარეგისტრაციო წიგნიდან (გარდაცვალების მოწმობის მაგიერი) დგინდება, რომ მოსარჩელე თე--------------–---–ი არის მოპასუხე დარ-------------ძის შვილი. დარ-------------ძის მეორე შვილი - ირა--–----------–--ლი გარდაცვლილია, რომელის პირველი რიგის მემკვიდრეებს წარმოადგენენ: მეუღლე მა-------–---------ძე და შვილი გვ--–----------–---–ი.

3.2.2. ორჯონიკიძის რაისაბჭოს აღმასკომის 1983 წლის 2 ნოემბრის #1--- გადაწყვეტილების საფუძველზე, ქ. თბილისის ორჯონიკიძის რაიონის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის ორდერით დარ-------------ძის ოჯახის სამ წევრს გადაეცათ უძრავი ქონება (ორი ოთახი), მდებარე: ქ.------–--------–---------------------------------–--------------------------ლი 1-----------, ფართობი 32.3 კვ.მ.

3.2.3. სადავო ბ---ზე გაცემულ ორდერში მითითებულია: დარ-------------ძე, ირა--–----------–--ლი და თე---------------–---–ი. ირა--–----------–--ლის მემკვიდრეებმა სასამართლო სხდომაზე თანხმობა განაცხადეს 1/3 ნაწილის თე---------------–---–ის სახელზე საკუთრების უფლებით აღრიცხვაზე.

3.2.4. 1992 წლის 21 ივლისის პრივატიზაციის ხელშეკრულების საფუძველზე, სადავო უძრავი ქონება ადგილობრივი მმართველობის ორგანოს #8- საბ---ო-საექსპლოატაციო ორგანიზაციის წარმომადგენლის მიერ საკუთრებაში გადაეცა დარ-------------ძეს. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე, უძრავი ქონება საჯარო რეესტრში აღირიცხა დარ-------------ძის საკუთრების უფლებით, ს/კ N01.1--0-.----------.0--.

 

3.2.5. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის ინფორმაციით, თე--------------–---–ი რეგისტრირებულია მისამართზე: ქ. თბილისი, შ--–------–----------------------------------------------–---------------------- N6-.

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

„საქართველოს რესპუბლიკაში ბინების პრივატიზაციის (უსასყიდლოდ გადაცემის) შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 1 თებერვლის #107 დადგენილება.

სამოქალაქო კოდექსის 173-ე მუხლი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 და 131-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. ”საქართველოს რესპუბლიკაში ბინების პრივატიზაციის (უსასყიდლოდ გადაცემის) შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 01 თებერვლის #107-ე დადგენილების პირველი პუნქტის თანახმად, ბინების პრივატიზაცია წარმოადგენს მოქალაქეთათვის სახელმწიფო და საზოგადოებრივ საბინაო ფონდში მათ მიერ დაკავებული საცხოვრებელი სახლის (ბინის) ნებაყოფლობითი შეღავათიანი პირობებით საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემას. ამავე დადგენილების მე-2 პუნქტი განსაზღვრავს, რომ პრივატიზაციის ობიექტი შეიძლება იყოს სახელმწიფო და საზოგადოებრივო ფონდის საცხოვრებელი ფონდის საცხოვრებელი ფართი (ბინა).

ზემოაღნიშნული დადგენილების მე-4 პუნქტის შესაბამისად, საცხოვრებელი სახლის (ბინის) უსასყიდლოდ გადაცემა ხორციელდება ადგილობრივი მმართველობის ორგანოების, საწარმო-დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მიერ, რომელთა ბალანსზეც ირიცხება საცხოვრებელი სახლი (ბინა). მე-5 პუნქტი კი ადგენს, რომ საცხოვრებელი სახლი (ბინა) უსასყიდლოდ გადაეცემათ საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეებს, რომლებიც ამ საცხოვრებელი სახლის (ბინის) დამქირავებლები ან დამქირავებლის ოჯახის წევრები არიან.

მითითებულ ნორმათა თანახმად, საცხოვრებელი სახლის (ბინის) პრივატიზაციისას თანაბარი უფლებებით სარგებლობენ ის პირები, ვინც წარმოადგენენ ამ საცხოვრებელი სახლის (ბინის) დამქირავებლებს ან მათი ოჯახის წევრებს. ანუ, აღნიშნული ნორმატიული აქტი არ აყენებს საცხოვრებელი სახლის (ბინის) არც ერთ დამქირავებელს ან მისი ოჯახის წევრს პრივილეგირებულ მდგომარეობაში. საცხოვრებელი სახლის (ბინის) დამქირავებლებს და მისი ოჯახის წევრებს, მათ შორის არასრულწლოვან ოჯახის წევრებს, თანასწორად მიენიჭათ უფლება, საკუთრებაში მიეღოთ საცხოვრებელი სახლი (ბინა), რომელიც მათ გადაცემული ჰქონდათ სარგებლობაში.

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ პრივატიზაციის ხელშეკრულების საფუძველზე დარ-------------ძის სახელზე აღირიცხა უძრავი ქონება მდებარე: თბილისში, შ--–------–----------------------------------------------–---------------------- N6-, ს/კ 01.1--0-.----------.0--. პრივატიზაციის მონაწილეებს წარმოადგენდნენ: დარ-------------ძე, თე---------------–---–ი და ა.წ. გარდაცვლილი ირა--–----------–--ლი, რომლის პირველი რიგის მემკვიდრეები არიან მეუღლე - მა-------–---------ძე და შვილი - გვ--–----------–---–ი. შესაბამისად თე---------------–---–ის წილი უძრავ ქონებაში უნდა განისაზღვროს 1/3 ნაწილით.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოთხოვნა დარ-------------ძის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონების, მდებარე თბილისი, შ--–------–----------------------------------------------–---------------------- N---ის 1/3 ნაწილის მესაკუთრედ ცნობის თაობაზე არის დასაბუთებული და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, ხოლო მოპასუხეთაგან მა-------–---------ძემ და გვ--–----------–---–მა სარჩელი ცნეს, მოპასუხე დარ-------------ძეს დაეკისრება სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა 740 ლარის ოდენობით.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.

 

მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა, არ არსებობს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2017 წლის 14 ივნისს გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საპროცესოსამართლებრივი საფუძველი.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე, 53-ე, 243-24-, 248-ე,249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. თე--------------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს - თე--------------–---–ი ცნობილი იქნას უძრავი ქონების მდებარე: ქა-–--------–--–---–--–------–------------------------------------------–---------------, ბ--- N 6--ის (საკადასტრო კოდი # 01.1--0-.----------.0--) 1/3 ნაწილის მესაკუთრედ;

2. დარ-------------ძეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს 740 (შვიდასორმოცი) ლარი;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე მაია სვიანაძე