განაჩენი

სისხლის სამართლის 20.09.2018
საქმის ნომერი
330100118002607243
თარიღი
20.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№1/3----18

(№------------)

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

20 სექტემბერი 2018 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო,წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა

 

სხდომის მდივან - ეკატერინა მანჯგალაძის,პროკურორ - ვ------- ც--–------–-–---–ის,ბრალდებულების - კ----– რ-----ის, გ---–------ რ-----ას,ადვოკატ - მ------ ჩ------ის,თარჯიმნ - ე-–----- თ------ის

 

მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე 1. ბრალდებულ კ----– რ-----ის, დაბადებულის 1--- წლის 1-----------ს, საქართველოს მოქალაქის, პირადი №-----------, საშუალო განათლების მქონის, დაოჯახებულის, ნასამართლობის მქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების, თბილისი, ს.ფ-------–-, ც------------------------ში, ამჟამად პატიმრობის ქვეშ მყოფის მიმართ, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით, სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალის გამო;

და საქართველოს მ-----------------------------–-----------–-----------–--–---–--------–---------------–----------–-–-------------------------------------–-------–-–-------------------–---------------------–--------–---------–---------------------ის პროკურორ ვ------- ც--–------–-–---–ის შუამდგომლობა, სისხლის სამართლის №------------ საქმეზე 2. ბრალდებულ გ---–------ რ-----ას, დაბადებულის 1--- წლის 2------------–ს, საქართველოს მოქალაქის, პირადი №-----------, არასრული საშუალო განათლების მქონის, დაოჯახებულის, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების, თბილისი, ს.ფ-------–-, ც------------------------ში, ამჟამად პატიმრობის ქვეშ მყოფის მიმართ, საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე, დანაშაულებისათვის რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

შუამდგომლობების თანახმად, გ---–------ რ-----ამ ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით, ჩადენილი წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ, მანვე ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება, ჩადენილი წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ (22.05.18 წლის ეპიზოდი);

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ კ----– რ-----მა, ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, მანვე ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება, მანვე ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით, ჩადენილი წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ, მანვე ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება, ჩადენილი წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ (22.05.18 წლის ეპიზოდი);

ბრალდებულების მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

გ---–------ რ-----ამ, კ----– რ-----თან ერთად, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინეს და შეინახეს 1,9166 გრამი ჰეროინის შემცველი ნივთიერება. საიდანაც 1,9138 გრამი ჰეროინის შემცველი ნივთიერება დაფასოებული იყო 21 (ოცდაერთი) ცალად პოლიეთილენის ნაჭერში, ხოლო 0,0028 გრამი ჰეროინის შემცველი ნივთიერება მოთავსებული იყო მინის ფლაკონში.

2018 წლის 22 მაისს ქ.თბილისი, სოფელი ფ-------–- ც------------------------ში გ---–------ რ-----ამ, კ----– რ-----თან ერთად 3 (სამი) ცალად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება - 0,1915 გრამი ჰეროინის შემცველი ნივთიერება 300 ლარის საფასურად უკანონოდ გაასაღეს ნ-------- ა--------–---–ზე, რაც იმავე დღეს ამოღებული იქნა შ---–--------–---------------–----------–-–-------------------ის თანამშრომლების მიერ.

ხოლო 1,7223 გრამი ჰეროინის შემცველი ნივთიერება დაფასოებული 18 (თვრამეტი) ცალად პოლიეთილენის ნაჭერში და 0,0028 გრამი ჰეროინის შემცველი ნივთიერება მოთავსებული მინის ფლაკონში გ---–------ რ-----ამ, კ----– რ-----თან ერთად უკანონოდ შეინახეს ქ.თბილისი, სოფელი ფ-------–- ც------------------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში. რაც 2018 წლის 13 ივლისს ამოღებული იქნა შ---–--------–---------------–----------–-–-------------------ის თანამშრომლების მიერ ჩატარებული საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად.

კ----– რ-----მა ასევე 2018 წლის 21 მაისს, ქ.თბილისი, სოფელი ფ-------–- ც------------------------ში გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეძენილი და შენახული 3 (სამი) ცალად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება - 0,1498 გრამი ჰეროინის შემცველი ნივთიერება 300 ლარის საფასურად უკანონოდ გაასაღა ნ-------- ა--------–---–ზე, რაც იმავე დღეს ამოღებული იქნა შ---–--------–---------------–----------–-–-------------------ის თანამშრომლების მიერ.

 

2018 წლის 14 ივლისის დადგენილებით გ---–------ რ-----ას ბრალი დაედოთ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში.

 

2018 წლის 20 სექტემბერს პროკურორმა ვ------- ც--–------–-–---–მა შუამდგომლობებით მომართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა სისხლის სამართლის №------------ საქმეზე ბრალდებულ გ---–------ რ-----ას მიმართ საპროცესო შეთანხმების დამტკიცება.

საპროცესო შეთანხმების თანახმად, ბრალდებულს განემარტათ ვალდებულება, რომ საპროცესო შეთანხმების გაფორმებამდე ბრალდების მხარეს მიაწოდოს სრულყოფილი ინფორმაცია მისი პიროვნების შესახებ (ხომ არა აქვს ჩადენილი ან შეიძლება ბრალი წაეყენოს სხვა დანაშაულისათვის, ხომ არა აქვს წარდგენილი ბრალდება სხვა სისხლის სამართლის საქმეზე, ან ნასამართლევია ადრე ჩადენილი დანაშაულისათვის). განემარტა, ასევე სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელების ეფექტურობა და უპირატესობანი. ასევე ის, რომ საპროცესო შეთანხმების გაფორმების შემთხვევაში, სასამართლოს განაჩენი მტკიცებულებების უშუალოდ და ზეპირი გამოკვლევის გარეშე გამოაქვს და რომ საპროცესო შეთანხმების დადება არ ათავისუფლებს მას სამოქალაქო და სხვა სახის პასუხისმგებლობისაგან.

საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას და საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანას ღია სასამართლო სხდომაზე მხარი დაუჭირეს პროცესში მონაწილე პროკურორმა ვ------- ც--–------–-–---–მა, ბრალდებულმა და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მ------ ჩ------ემ. ბრალდებულმა გ---–------ რ-----ამ წარდგენილ ბრალდებაში თავი მთლიანად სცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ ბრალად შერაცხული ქმედება ჩაიდინა პროკურორის მიერ შუამდგომლობაში აღწერილ ვითარებაში.

საპროცესო კანონის მოთხოვნათა დაცვით, საქმის მასალების საფუძველზე სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი შუამდგომლობა მიაჩნია, რომ საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები ადასტურებენ გ---–------ რ-----ას მიმართ წარდგენილ ბრალდებას.

სასამართლო დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმების დადებისას ადგილი არ ჰქონია გ---–------ რ-----ას მიმართ მოტყუებას, მუქარას, დაშინებას, იძულებას ან სხვა რაიმე უკანონო დაპირებას. საპროცესო შეთანხმება დაიდო ნებაყოფლობით, ინტერესის დამცველი ადვოკატისაგან იურიდიული კონსულტაციის მიღების შემდეგ.

სასამართლო სხდომაზე დადგენილი იქნა, რომ ბრალდებული გ---–------ რ-----ა სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც ედება ბრალი და იმ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს, რომლის ჩადენასაც იგი აღიარებენ. ბრალდებულისათვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ. ბრალდებული აცნობიერებს, რომ თუ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, დაუშვებელია მომავალში მის წინააღმდეგ გამოყენებულ იქნეს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც იგი მიაწოდებს სასამართლოს საპროცესო შეთანხმების განხილვისას. ბრალდებულისთვის ასევე ცნობილია საქართველოს სსსკ-ის 212-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე~ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მისი კონსტიტუციური უფლებების შესახებ. საპროცესო შეთანხმება არ არის შედეგი ბრალდებულის იძულების, დაშინების ან ისეთი დაპირებისა, რომელიც სცილდება საპროცესო შეთანხმების ფარგლებს. ბრალდებული ეთანხმებიან ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს. ბრალდებული გ---–------ რ-----ა და მისი ადვოკატი სრულად იცნობს საქმის მასალებს.

სასამართლო დარწმუნდა, რომ გ---–------ რ-----ას მიმართ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლების მხრიდან ადგილი არ ჰქონია წამებას, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას. ბრალდებულს განემარტა, რომ მის მიერ საჩივრის შეტანა წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე ხელს არ შეუშლის კანონის დაცვით დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას.

ამასთან, საქმის მასალების და გ---–------ რ-----ას მიერ ბრალის აღიარების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდება დასაბუთებულია (წარმოდგენილია უტყუარი მტკიცებულებანი პირის ბრალის დასადასტურებლად), ბრალის აღიარება ნებაყოფლობითია, მოთხოვნილი სასჯელი, კი - სამართლიანი და კანონიერი. ამდენად, არსებობს საქართველოს სსსკ-ის 213-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით განსაზღვრული შუამდგომლობების დაკმაყოფილების კანონიერი საფუძვლები.

სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს მ-----------------------------–-----------–-----------–--–---–--------–---------------–----------–-–-------------------------------------–-------–-–-------------------–---------------------–--------–---------–---------------------ის პროკურორ ვ------- ც--–------–-–---–ის შუამდგომლობა ბრალდებულ გ---–------ რ-----ას მიმართ, საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე, საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

ბრალდებულ კ----– რ-----ის მიმართ ბრალის დადგენილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები სასამართლო სხდომაზე არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებმა სასამართლო სხდომაზე უდავოდ სცნეს და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ პუნქტის თანახმად, მათ მიენიჭებათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

ბრალდებულმა კ----– რ-----მა სასამართლო სხდომაზე აღიარა მის მიერ ჩადენილი ქმედება.

სასამართლომ განიხილა სისხლის სამართლის საქმე, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა რა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის, ამასთან კ----– რ-----ის დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ კ----– რ-----მა, გ---–------ რ-----ასთან ერთად, უკანონოდ შეიძინა და შეინახა 1,9166 გრამი ჰეროინის შემცველი ნივთიერება. საიდანაც 1,9138 გრამი ჰეროინის შემცველი ნივთიერება დაფასოებული იყო 21 (ოცდაერთი) ცალად პოლიეთილენის ნაჭერში, მანვე 2018 წლის 22 მაისს ქ.თბილისი, სოფელი ფ-------–- ც------------------------ში გ---–------ რ-----ასთან ერთად 3 (სამი) ცალად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება - 0,1915 გრამი ჰეროინის შემცველი ნივთიერება 300 ლარის საფასურად უკანონოდ გაასაღა ნ-------- ა--------–---–ზე, მანვე 1,7223 გრამი ჰეროინის შემცველი ნივთიერება დაფასოებული 18 (თვრამეტი) ცალად გ---–------ რ-----ასთან ერთად უკანონოდ შეინახა საცხოვრებელ სახლში. კ----– რ-----მა ასევე 2018 წლის 21 მაისს, უკანონოდ შეძენილი და შენახული 3 (სამი) ცალად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება - 0,1498 გრამი ჰეროინის შემცველი ნივთიერება 300 ლარის საფასურად უკანონოდ გაასაღა ნ-------- ა--------–---–ზე.

გამოძიებაში მოპოვებული მტკიცებულებებით - ნ-------- ა--------–---–ის ჩვენებებით, ამოღების ოქმებით, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნებით, თანხის წარდგენის, გადაცემის და დათვალიერების ოქმებით, ფარული საგამოძიებო მოქმედებებით, პირადი ჩხრეკის ოქმით, ბინის ჩხრეკის ოქმით, ბრალდებულების დაკავების ოქმებით და საქმის სხვა მასალებით, რომლებიც სადავო არ გაუხდია დაცვის მხარეს, დადასტურდა კ----– რ-----ის მიერ ჩადენილი დანაშაული.

 

სასამართლო თვლის, რომ საქმეში გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა საკმარისია კ----– რ-----ის დამნაშავედ ცნობისა და გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

კ----– რ-----ის მიმართ სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ბრალდებულის პიროვნებას, მის წარსულ ცხოვრებას, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ. მოცემულ საქმეში, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არის ის, რომ კ----– რ-----მა აღიარა ჩადენილი დანაშული, ხოლო დამამძიმებელი გარემოებაა ის ფაქტი, რომ ბრალდებული ნასამართლებია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო თვლის, რომ ბრალდებულ კ----– რ-----ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით რაც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, დამნაშავის რესოციალიზაციას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და სამართლიანობის აღდგენას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 20-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე, 209-213-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. საქართველოს მ-----------------------------–-----------–-----------–--–---–--------–---------------–----------–-–-------------------------------------–-------–-–-------------------–---------------------–--------–---------–---------------------ის პროკურორ ვ------- ც--–------–-–---–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

2. დამტკიცდეს 2018 წლის 20 სექტემბერს პროკურორსა და ბრალდებულ გ---–------ რ-----ას შორის დადებული საპროცესო შეთანხმება;

3. გ---–------ რ-----ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით; საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, გ---–------ რ-----ას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, 5 (ხუთი) წლის გამოსაცდელი ვადით;

4. გ---–------ რ-----ას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს;

5. გ---–------ რ-----ას სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს 2018 წლის 13 ივლისიდან ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან;

6. გ---–------ რ-----ას „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, ხოლო 10 (ათი) წლის ვადით ა) საადვოკატო საქმიანობის უფლება; ბ) პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; გ) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; დ) პასიური საარჩევნო უფლება; ე) იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება; მასვე 20 (ოცი) წლის ვადით ჩამოერთვას - საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება;

7. გამოსაცდელი ვადის პერიოდში საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის საფუძველზე, გ---–------ რ-----ას დაეკისროს მოვალეობა - პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლის შესაბამისად, კონტროლი მის ყოფაქცევაზე და დახმარებაზე დაევალოს პრობაციის სამსახურს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;

8. კ----– რ-----ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით,საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით, კ----– რ-----ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით;

9. კ----– რ-----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს;

10. კ----– რ-----ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს 2018 წლის 13 ივლისიდან ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან;

11. კ----– რ-----ს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, ხოლო 15 (თხუთმეტი) წლის ვადით ა) საადვოკატო საქმიანობის უფლება; ბ) პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; გ) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; დ) პასიური საარჩევნო უფლება; ე) იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება; მასვე 20 (ოცი) წლის ვადით ჩამოერთვას - საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება;

12. 1 ცალი ლაზერული დისკი ფარული საგამოძიებო მოქმედების აუდიო-ვიდეო მასალის ჩანაწერით, რომელიც გადაგზავნილია შ--------------------------–-------------------------ში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს და შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით; 1 ცალი ლაზერული დისკი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით; ნარკოტიკული საშუალებები და შესაფუთი მასალა, რომელიც ინახება შ---–--------–---------------–----------–-–-------------------ის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს;

13. გ---–------ რ-----ას მიმართ განაჩენი ექვემდებარება გასაჩივრებას საქართველოს სსსკ-ის 215-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში. სხვა შემთხვევაში განაჩენი არ გასაჩივრდება და კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე;

14. კ----– რ-----ის მიმართ განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე. მისი გასაჩივრება შეიძლება ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილი